Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. ალბათ უკვე გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ Sandy Bridge-E პროცესორების აჩქარების თავისებურებებზე. ამ მომენტისთვის, დამაჯერებლად შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ მათი სადებიუტო ასორტიმენტი შეიზღუდება ორ 6-ბირთვიანი მოდელით, ხოლო ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსია 4 Core-ით, წარმოდგენილი იქნება მხოლოდ მომდევნო წლის პირველ კვარტალში. თუმცა, თქვენს ყურადღებას დღეს სხვა თემას დავუთმობ. როგორც დარწმუნდით, ეს CPU-ები გაგრილებით, რომელიც დიდი ალბათობით არ განსხვავდება ქარხნულისგან (აქ საუბარია თხევადი გაგრილების საშუალებებზე), აღწევენ 4,5 გჰზ-ს - ყველა აქტიურ ბირთვის დროს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამგვარი რეჟიმით ისინი შეძლებენ დატვირთულზე მუშაობასაც? როგორც ეს ინფორმაციულმა წყარომ გაარკვია, ამ პროდუქტების სითბოს გამოყოფის მაღალმა დონემ, Intel-ს აიძულა გამოეყენებინა დაცვის საკმაოდ აგრესიული მექანიზმები, რომლებიც ცნობილნი არიან ინგლისურენოვან ტერმინ 'throttling'-ით. თუ LGA 1155 სოკეტის Sandy Bridge პროცესორების მაქსიმალური ტემპერატურა, რომელზედაც ირთვებოდა ეს throttling, შეადგენდა 100O ცელსიუსით, Sandy Bridge-E მოდელებისთვის ეს ზღვარი დაწეულ იქნა 86O-მდე. როდესაც CPU ამ ნიშნულამდე გახურდება, იწყება სიხშირის თანაბარზომიერი დაწევა, რაც შესაძლოა ძალზედ მცირე ხანს გაგრძელდეს, იმისთვის, რომ ამის შემჩნევა 'შეუიარაღებელი თვალით' მოხდეს. ხოლო, ამ მაჩვენებლის ცვლილების დინამიკის თვალ-ყურის დევნისთვის, გამოყოფილია სპეციალური უტილიტები, მაგრამ ოვერქლოქინგის 'შუალედური' შედეგები უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე სინამდვილეშია. დავუშვათ, პროცესორი საშუალებას იძლევა, რომ გადავიღოთ CPU-Z-სკრინშოტის 4,5 გჰზ სიხშირეზე, მაგრამ გარკვეული ტესტის დატვირთვის ქვეშ, ეს ნიშნული არც ასეთ მაღალ დონეზეა. CPU მოახდენს მის შემცირებას იქამდე, სანამ მიმდინარე ტემპერატურა არ გახდება 86O ან უფრო ნაკლები. ამ პირობებში, 'ეფექტური აჩქარება' დაკავშირებულ იქნება ისეთ გაგრილების საშუალებით უზრუნველყოფასთაც, რომლის შემთხვევაშიც, ასეთი მოვლენები კონკრეტულ მაჩვენებლის დროს, შეუმჩნეველი დარჩება. შესაძლებელია, რომ Sandy Bridge-E-ების ახალი სტეპინგი, რომელსაც რამდენიმე რესურსი გვპირდება, შეცვლის სიტუაციას ოვერქლოქინგის კუთხით, მაგრამ ჯერჯერობით LGA 2011 პლატფორმისთვის, რეკომენდირებულია მაქსიმალურად წარმადოვანი ქულერების შერჩევა.
  2. მიუხედავად იმისა, რომ Sandy Bridge-E პროცესორების წარმადობის დონე Core i7-9xx (Westmere)-ებთან შედარებით სულ მცირედით გაიზრდება, DIMM DDR3 მეხსიერებასთან ისინი გაცილებით უკეთესად იმუშავებენ. ამის დასამტკიცებლად, ფორუმ HWBot-ის ერთ-ერთ წევრ Sam OCX-მა გამოაქვეყნა სკრინშოტი: CPU-Z-ის მთავარი ფანჯარა შეიცავს ინფორმაციას 6-ბირთვიან პროცესორის ნიმუშის შესახებ, რომლის სიხშირეც, ნომინალური 3,3 გჰზ-დან გაიზარდა 4,5 გჰზ-მდე - 1,384 ვ ძაბვაზე. მესამე თაობის კეშ-მეხსიერებითა (15 მბ) და მონაცემთა დამუშავების თორმეტი ნაკადის მხარდაჭერით, შეგვიძლია ზუსტად ამოვიცნოთ მოდელი Core i7-3960X Extreme Edition. მიღებული შედეგი მიღწეულ იქნა CPU-მამრავლის 33x-დან 36x-მდე აწევის გზით და 1,25x დამხმარე მაჩვენებლის გამოყენებით. გვერდზე მოცემულია RAM-ის მონაცემები. დაფიქსირდა ეფექტური ნიშნული 2674,6 მჰზ, რაც უდავოდ შთამბეჭდავია, რის თქმაც ძნელია ტაიმინგებზე - 10-12-11-28. ქვევით, მარჯვენა მხარეს ვპოულობთ სისტემურ დაფა Asus Rampage IV Extreme (X79 ჩიპსეტი)-ის სახელწოდებას, რომელიც საფუძვლად ედო ამ ექსპერიმენტულ სტენდს. Windows-ის დავალებათა დისპეჩერში ჩანს 12 ვირტუალური ბირთვის დატვირთვის რეჟიმი. ფიზიკური მეხსიერება DDR3, საერთო ოდენობით 16 გბ, როგორც ჩანს, დაგროვილ იქნა ოთხ ცალ 4 გბ-იან ან რვა 2 გბ-იან მოდულის მეშვეობით, რადგანაც 2674 მჰზ-ზე, 8 გბ-იან ერთეულებს ჯერჯერობით მუშაობა არ შეუძლიათ. Overclockers.ua
  3. საკმაოდ კომპაქტური კამერით 2D/3D-ფორმატის Full HD ვიდეოს გადაღებისა და შესაბამისად 4000 x 3000 და 3264 x 2448 გაფართოების ციფრული ფოტოსურათების მიღების მსურველებს, კომპანია Panasonic სთავაზობს მოდელ Lumix DMC-3D1-ს. პროდუქტის წონა 193 გრამია, ხოლო კორპუსის ზომები - 108 x 59 x 24 მმ. ის აღჭურვილია 12,1 მპ ეფექტური რეზოლუციის მქონე, 1/2,3-დუიმიან Live MOS სენსორებით (მგრძნობელობა 160-დან 6400 ISO ერთეულამდე) და ორ ცალ LUMIX DC VARIO ობიექტივით 4-მაგი ზუმით (ეკვივალენტური ფოკუსური მანძილის დიაპაზონი - 25-დან 100 მმ-მდეა), რომლებსაც ტრანსპორტირების დროს, დაზიანებისგან იცავს სპეციალური მოძრავი პანელი. აპარატს საფუძვლად უდევს გამოსახულების დამუშავების საფირმო პროცესორი Venus Engine. სხვა ტექნიკურ მახასიათებლებიდან კი უნდა აღინიშნოს შემდეგი: გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორი MEGA O.I.S.; 4-მაგი ციფრული გადიდების სისტემა; სიუჟეტურ პროგრამების ფართო ნაკრები; თეთრი ფერის ბალანსის მომართვის შესაძლებლობა (ავტომატური და სამომხმარებლო); ინტეგრირებული ფოტომაშუქის მუშაობის შვიდი რეჟიმი; 460000 პიქსელ გაფართოების მქონე, 3,5-დუიმიანი სენსორული TFT-დისპლეი; USB 2.0 (High Speed) ინტერფეისი; ვიდეოგასასვლელი NTSC/PAL-ის მხარდაჭერით; HDMI-პორტი; 70 მბ შიდა მეხსიერება; SD/SDHC/SDXC ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტი; ლითიუმ-იონური ელემენტი. მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ბაზრებზე აღნიშნული პროდუქტი გამოჩნდება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში - რეკომენდირებულ ფას 500$-ად. 3DNews
  4. ჰონგ-კონგური კომპანია Hightech Information System (HIS) low-end ვიდეობარათ Radeon HD 6670-ის უკვე რიგით მეშვიდე ვერსიას უშვებს. ამჯერად, ინჟინრებმა დაამზადეს დაბალპროფილური HIS 6670 Fan ადაპტერი, რომელიც აღჭურვილია ხსნადი ჩამხშობებით - HTPC-კორპუსებისთვის. ხმაურის დონის შემცირებისთვის, პროდუქტი დაკომპლექტებულია ორი 40-50 მმ ზომის ფენით, რომლებიც ახდენენა მოგრძო ალუმინის რადიატორის გაგრილებას. არცთუ დიდი ზომის, მაგრამ ამასთან შედარებით მაღალი ქულერი იკავებს გაფართოების ორ სლოტს. HIS 6670 Fan-ს საფუძვლად უდევს გრაფიკული ბირთვი Turks (480 ნაკადური პროცესორი, 128-ბიტიანი მეხსიერების სალტე) და 1 გბ ოდენობის GDDR5, ხოლო სიხშირეები შეესაბამება რეკომენდირებულ ნიშნულებს, ანუ 800/4000 მჰზ-ს. უკანა პანელზე განთავსებულია გამოსახულების გამოტანის ინტერფეისები Dual-Link DVI-D, HDMI და D-Sub. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაწარმი არ საჭიროებს დამატებით კვებას. მისი მიმდინარე ღირებულება 129$-ია. Overclockers.ua
  5. 1 კვირაშია ოფიციალური რელიზი დაგეგმილი, თუ არაფერი შეიცვალა
  6. ბოლო კვარტალურ ანგარიშურ კონფერენციაზე, AMD-ს წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს, რომ 'მწარმოებლური კლასის' 28 ნმ გადაწყვეტილებების მიწოდებები უკვე ამ წელს დაიწყება. ინფორმაციული წყარო DailyTech-ს საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ ფლაგმანური ერთპროცესორიანი პროდუქტი, კოდური სახელწოდებით Tahiti წარმოდგენილი იქნება 6 დეკემბერს. TSMC-ს მიერ მიღებული მონაცემებით, ის იტყობინება, რომ ახალი ტექ-პროცესი უზრუნველყოფს მიკროსქემების სიხშირული პოტენციალის გაზრდას 45%-მდე - 40 ნმ-იან ნაწარმებთან შედარებით. თუმცა, როგორ გამოიყენებს მას AMD ან NVIDIA და რა დონით მოიმატებს სისწრაფე, ჯერჯერობით ამის თქმა რთულია. შესაძლებელია, რომ მისი ნაწილი დაიხარჯოს ენერგომოხმარებაში, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება არქიტექტურულ ცვლილებებსა და შემსრულებელ ბლოკების რაოდენობაზეც. Overclockers.ru
  7. Sandy Bridge-E პროცესორების ოფიციალურ რელიზამდე კვირაზე ოდნავ მეტი დრო დარჩა, მაგრამ ყველაზე მოუთმენელ ენთუზიასტებს უკვე შეუძლიათ შეკვეთის გაფორმება სასურველ ჩიპზე - ახალზელანდიურ ინტერნეტ-მაღაზია PB Technologies Ltd.-ში. საქონლის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მათ საწყობებში აქვთ ათი ცალი Intel Core i7-3930K, რომლის ღირებულებაც გახლავთ 849$ ამ ქვეყნის ვალუტით, რაც 674 აშშ დოლარს უდრის. შეგახსენებთ, რომ ეს მოდელი მოსალოდნელ ტრიოში 'საშუალოა', გააჩნია C1-სტეპინგი (მარკირება SR0H9), ექვსი ბირთვი, 3.2-3.8 გჰზ, 12 მბ მესამე დონის კეშ-მეხსიერება და მაქსიმალური მამრავლი 57х. ბაზური სიხშირის ამ ზრდად მაჩვენებლებთან ერთად, აღნიშნულ CPU-ს თეორიული აჩქარების პოტენციალი იმყოფება 9.5 გჰზ ნიშნულზე (1.66х), თუმცა შესაძლებელია იქნება თუ არა ეს პრაქტიკაზე, ამას ოფიციალური რელიზის შემდეგ შევიტყობთ. Overclockers.ru
  8. Intel Sandy Bridge-E პროცესორების ოფიციალურ დებიუტთან დაკავშირებული ციებ-ცხელება უკვე თითქმის ზენიტის ფაზაშია შესული და LGA 2011 სოკეტის მქონე სისტემური დაფების შესახებ, სულ უფრო მეტი საინტერესო ცნობა ვრცელდება. მათ რიცხვს შეემატა კომპანია Gigabyte-ის გადაწყვეტილებების თავისებურებები, რომელიც მან AnandTech-ის ავტორებს გააცნო. როგორც ცნობილია, ეს მწარმოებელი არ ჩქარობს UEFI BIOS-ის გამოყენებაზე გადასვლაზე და უპირატესობას კლასიკურ ინტერფეისს ანიჭებს, თუმცა Intel X79 ლოგიკაზე დაფუძნებულ პროდუქტებზე, რეალიზებული იქნება სრულიად ახალი სისტემა, რომელსაც მოცემულ მომენტისთვის, ანალოგი არ გააჩნია. სიებსა და ქვე-ჩამონათვალებს შორის ნავიგაციის ნაცვლად, რომელთა აგებულების პრინციპები მთელი საუკუნის მანძილზე არ იცვლება, Gigabyte გვთავაზობს 'გამარტივებულ' 3D BIOS ინტერფეისს. ძირითადი განყოფილებები შეცვლილნი არიან დაფის გამოსახულებებით. კომპონენტების არჩევის დროს, მომხმარებელი ღებულობს წვდომას შესაბამის პარამეტრებთან (მაგალითად, SATA-პორტებზე დაკლიკვით, იხსნება ფანჯარა მისი ოპციებით და ანალოგიურად არის მოწყობილი ყველაფერი დანარჩენიც). თუმცა, 'ტრადიციული' სტილი კვლავინდებურად შენარჩუნდება, ეს ახლებური ვერსია სპეციალურად ნაკლებად გამოცდილი იუზერებისთვის შემუშავდა, რომლებიც ჯერჯერობით არცთუ სრულყოფილად ახდენენ ორიენტაციას ამ კუთხით. http://www.youtube.com/watch?v=Q62I2uHLkKc&feature=player_embedded Overclockers.ru
  9. სხვათა შორის, შარშან, ივნისში და სექტემბერში, Sapphire-ის კომპანიის შტატს EVGA-ს სისტემური დაფების განყოფილების კვალიფიციური სპეცილისტები შეემატნენ, ასე, რომ წინასწარ ნუ ვიტყვით, რომ ამ სეგმენტში მისი პროდუქცია არ ევარგება. თანაც, ამ მხრივ, ძირითად ყურადღებას ის მაინც AMD Ontario და Zacate ჰიბრიდულ პროცესორებისთვის განკუთვნილ ენერგოეფექტურ ნაწარმებს დაუთმობს.
  10. მორიგი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა LGA2011 პლატფორმის ანონსამდე ადრე, უკავშირდება 4-არხიან ოპერატიულ მეხსიერება G.Skill RipjawsZ-ს. გარანტიას იძლევიან, რომ მათ შეეძლებათ Sandy Bridge-E პროცესორების 256-ბიტიან ინტეგრირებულ RAM-კონტროლერთან მუშაობა და გააჩნდებათ ოვერქლოქერული პროფილი Intel XMP rev.1.3. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოდულების იერ-სახეს. წითელი რადიატორებით აღჭურვილნი არიან უბრალო ტაიმინგის მქონე DDR3-1333/1600/1866/2133 კიტები, ხოლო შავი ფერით გაფორმებულნი იქნებიან DDR3-1600 CL8, DDR3-2133 CL9 და DDR3-2400-ები. პროდუქტების სრული ჩამონათვალი კი შემდეგნაირია: RipjawsZ ZL (წითელი ჰითსპრედერები): DDR3-1333 – საერთო ოდენობა 8/16/32/64 გბ, ტაიმინგები 9-9-9-24, ძაბვა 1,5 ვ; DDR3-1600 – 32/64 გბ, CL10-10-10-30, 1,5 ვ; DDR3-1600 – 8/16/32 გბ, CL9-9-9-24, 1,5 ვ; DDR3-1866 – 16/32 გბ, CL10-10-10-30, 1,5 ვ; DDR3-2133 – 16/32 გბ, CL11-11-11-30, 1,6 ვ. RipjawsZ ZH (შავი ჰითსპრედერები): DDR3-1600 – 8/16 გბ, CL8-8-8-24, 1,5 ვ; DDR3-2133 – 16/32 გბ, CL9-11-10-28, 1,65 ვ. RipjawsZ ZHD (შავი ჰითსპრედერები + აქტიური გაგრილება): DDR3-2133 – 16/32 გბ, CL9-11-9-28, 1,65 ვ; DDR3-2400 – 16 გბ, CL11-11-11-31, 1,65 ვ; DDR3-2400 – 16 გბ, CL9-11-10-28, 1,65 ვ; DDR3-2400 – 8 გბ, CL8-11-11-30, 1,65 ვ. TechPowerUP, Overclockers.ua
  11. სისტემური დაფების სხვა მწარმოებელთან ერთად, კომპანია Foxconn-მა 'შემთხვევით' გაავრცელა Sandy Bridge-E-სთვის განკუთვნილი ასეთი პროდუქტის ფოტოსურათები. მოდელის სახელწოდება გახლავთ Quantumian 1, რომელიც განეკუთვნება 'გეიმერულ-ოვერქლოქერულ' სერია Quantum Force-ს და გააჩნია ფუნქციონალის გაფართოების ფართო შესაძლებლობებით. სოკეტის ორივე მხარეს განთავსებულია ორ-ორი სლოტი DIMM DDR3 ოპერატიული მეხსიერებისთვის, ხოლო დაყენებული პროცესორები მიიღებენ 14-არხიან სქემას. ყურადღებას იპყრობს ქარხნული რადიატორების მოკრძალებული ზომები VRM ტრანზისტორებსა და ჩიპსეტზე. კვების დამატებით პორტ EPS12V (8 კონტაქტი)-ის რაოდენობა კი მხოლოდ ერთია. ქვევით, ადგილი ერგო PCI Express x16-ის ოთხ ინტერფეისს (წითელს, როგორც ჩანს, გააჩნია PCI-E 3.0 x16-ის გამტარიანობის უნარი - 128 გტ/წმ-მდე), ამდენივე SATA 3 და SATA 6 გბიტ/წმ გასასვლელს, ასევე PCI, PCI-E x1-ს. გარდა ამისა, ბეჭდურ დაფაზე განლაგებულია ჩართვისა და გადატვირთვის, დამხმარე სიხშირის რეგულირებისა და ოვერქლოქინგის ღილაკები. ATX 24-pin-სა და Serial ATA-ს შორის, მჭიდროდ მოთავსდნენ ძაბვის საზომი კონტაქტები. უკანა პანელზე ვხედავთ ერთ PS/2-ს კლავიატურისთვის, ექვს ცალ USB 2.0-ს, UEFI-პარამეტრების ჩამოყრის კლავიშს, ოპტიკურ და კოაქსიალურ S/PDIF-ს, ორ პორტს - გიგაბიტიან ქსელისთვის, წყვილ USB 3.0, eSATA-ს, აუდიოსისტემის, ორი საბ-ვუფერისა და რვა სატელიტის მხარდაჭერის მქონე, 6 Mini-Jack გასასვლელს. VR-Zone, Overclockers.ua
  12. პლანშეტურ კომპიუტერ Motorola XOOM-მა საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურებები მოიპოვა და კრიტიკის ქარ-ცეცხლქვეშ გაიარა, ამიტომ კომპანიის ინჟინრები აქტიურად მუშაობდნენ მის მეორე თაობის დამზადებაზე, რომელიც ოფიციალურად სწორედ დღეს წარადგინეს. ხოლო ის ქვეყნები, რომლებიდანაც დაიწყება XOOM 2 და მის თანამოძმე XOOM 2 Media Edition-ის არცთუ იოლი გზა, გახდება დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. მოდელებს ბევრი რამ აქვთ საერთო: ორივეს საფუძვლად უდევს 1.2 გჰზ ტაქტური სიხშირის მქონე, 2-ბირთვიანი პროცესორი, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, 16 გბ ტევადობის მყარი დისკი, ორი ცალი 1.3 (ფრონტალური) და 5 მპ-იანი (უკანა, შუქდიოდური მაშუქით). მოწყობილობები მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Google Android 3.2 Honeycomb-ზე, ხოლო შემთხვევითი დაზიანებებისგან, ისინი დაცულნი არიან Gorilla Glass მინით და წ^ლის შხეფების საწინააღმდეგო ზედაპირით. უფროსი ვერსია XOOM 2 აღჭურვილია 10.1-დუიმიანი ეკრანით, მისი ზომებია 253.9 х 173.6 х 8.8 მმ და იწონის 599 გ-ს. მასში წინასწარ არის დაყენებული პროგრამები, რომლებიც საქმიან ადამიანებს ნამდვილად გამოადგებათ. ელემენტის ერთი დამუხტვით, გაჯეტს შეუძლია 10 სთ-მდე ფუნქციონირება. რაც შეეხება XOOM 2 Media Edition-ს, ის შედარებით მცირე გაბარიტებით (139 x 216 x 8.99 მმ), დისპლეით (8.2 დუიმი) ხასიათდება, არის 386 გ და გათვლილია გართობისთვის განკუთვნილ უნივერსალურ საშუალებად, რაც გამოიხატება არამხოლოდ სახელწოდებაში, არამედ განსაკუთრებული დინამიკებითაც, რომლებიც უზრუნველყოფენ ადაპტირებულ ვირტუალურ, მოცულობით ჟღერადობას. ევროპაში პროდუქტები ნოემბრის შუა რიცხვებიდან გამოჩნდებიან. ფასები ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ერთ-ერთ ირლანდიურ მაღაზიის ბუკლეტის მიხედვით, 3G მხარდაჭერის არმქონე XOOM 2 Media Edition-ის ეს ნიშნული 400 ევროს უტოლდება. Overclockers.ru
  13. უახლოეს ორ-სამ კვირის განმავლობაში, Biostar-იც წარმოადგენს სისტემურ დაფას, რომელიც Core i7-3000 პროცესორებისთვის იქნება განკუთვნილი. ფერადი გაფორმების მქონე მოდელ TPower X79-ის ფასი, წესით შედარებით უფრო იაფი უნდა იყოს, თუნდაც PCI-E 3.0 x16 სლოტების ნაცვლად, PCI Express 2.0 x16-ის ინტეგრაციის მიზეზის გამო. სხვა მხრივ, მისი შესაძლებლობები არ ჩამორჩება კონკურენტ გადაწყვეტილებებისას: ადგილზეა რვა USB 3.0 პორტი (მათ შორის ექვსი უკანა პანელზე), 7.1-არხიანი HD-აუდიოკოდეკი, რამდენიმე SATA 6 გბიტ/წმ პორტი. გარდა ამისა, განცხადებულია AMD CrossFire და Nvidia SLI კონფიგურაციების მხარდაჭერაც. ბეჭდურ სქემაზე აგრეთვე განთავსდნენ Power, Reset, Clear CMOS ღილაკები და POST-კოდების ინდიკატორი. პროცესორის სოკეტი LGA2011, როგორც ჩანს, გაფორმებულია 8-არხიანი სქემის მიხედვით. ხოლო დამატებითი კვების გასასვლელების საერთო რაოდენობა სამია: ორი EPS12V - 8 კონტაქტზე და ერთი Molex - 4-ზე. კომპლექტაციაში შევიდა DDR3-2400 ოპერატიულ მეხსიერების ოთხი ბუდე, PCI და PCI-E x1 ინტერფეისები. ხოლო ჩიპსეტის რადიატორები და VRM ძალური ელემენტები ერთმანეთს უკავშირდებიან სითბური მილაკით. ვარაუდის დონეზე, ამ ნაწარმის ფასი დაახლოებით 250$-ის ფარგლებში იქნება. Overclockers.ua
  14. კომპანია Seagate-მა განაცხადა ასორტიმენტში მომხარ ცვლილებებისა და 1 ტბ ტევადობის განახლებული მყარი დისკების მიწოდებების დაწყების შესახებ. არსებითად, ეს სიახლე უკავშირდება Barracuda-ს უფროსი მოდელების მახასიათებლებს - მაგნიტური ფირფიტების რაოდენობა უკვე არ აჭარბებს სამს - 3 ტბ-იან ვერსიების შემთხვევაშიც კი. მწარმოებლის სიტყვებით, ამგვარი ღონისძიებები იძლევიან ამ პროდუქტების ენერგომოხმარების დონის დაწევას, რასთან დაკავშირებითაც, ის მომდევნო წლის თებერვლიდან აპირებს 5900 ბრ/წთ-ის მქონე, Barracuda Green ხაზის წარმოებიდან ამოღებას. უფრო მეტიც, ამ ზომის მისი ყველა HDD აღარ დაიყოფა სერიებად და მთლიანად გაერთიანდება Barracuda-ის ქვეშ. ფლაგმან Barracuda XT-ის შემცვლელად, 2012-ის დასაწყისში გამოჩნდება მისი ჰიბრიდული ვარიანტი, რომელიც აღჭურვილი იქნება არანაკლებ 4 გბ-იანი ბუფერით. დაწვრილებითი ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე განახლებული ხაზის ყველა ნაწარმს გააჩნია SATA-600 ინტერფეისის მხარდაჭერა, თითოეული 500 გბ-იანი მოდელის კეშ-მეხსიერება კი შეადგენს 16 მბ-ს, დანარჩენებისა კი - 64 მბ-ს. თვითონ კონტროლერი კი მზადდება უფრო პროგრესულ, 40 ნმ ტექ-პროცესზე, რაც ასევე იძლევა ენერგომოხმარების შემცირებას. ნაწარმებს სულ ცოტა ხანში შეემატება 4 ტბ-იანი სამაგიდო დისკიც. უფრო მაღალი ტევადობის ვერსიებში გამოყენებული იქნება ორსაფეხურიანი მექანიკური წამყვანი, რომლიც უზრუნველყოფს მაგნიტური თავაკების უფრო ზუსტ პოზიციონირებას. გარანტიის ხანგრძლივობა შემცირებულია სამიდან ორ წლამდე, ამას კი, კომპანიის წარმომადგენლები ხსნიან მარკეტინგული ფაქტორებით და არა საიმედოობის დაკლებას - წლის განმავლობაში, მწყობრიდან გამოდის ამ მარკის თანამედროვე მყარი დისკების არაუმეტესი 1% ნაწილი. სასაცილოდ ჟღერს ტბ-იანი ფირფიტების მქონე მოდელების რეკომენდირებული საბაზრო ფასები აშშ-ში: ST3000DM001 (3 ტბ) -> $179.99; ST2000DM001 (2 ტბ) -> $105.99; ST1500DM001 (1.5 ტბ) -> $83.99; ST1000DM003 (1 ტბ) -> $71.99. მიწოდებები უკვე დაწყებულია, თუმცა ტაილანდში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, როდის გაჩნდებიან ისინი გაყიდვაში, ჯერჯერობით უცნობია. Overclockers.ru
  15. კომპანია Sapphire-ს, ბოლო დროს ყურადღება გამახვილებული აქვს ვიდეობარათ Radeon HD 6970-ის ასორტიმენტის განახლებაზე - ახალი მოდიფიკაციების ხარჯზე. როგორც ყოველთვის, ამ დროს, ის ცვლის გაგრილების სისტემის კონსტრუქციასაც, რაც თავის მხრივ, არ შეიძლება, რომ არ ახარებდეს ეტალონური ქულერების მოწინააღმდეგეებს. ამ კვირას, მან წარმოადგინა კიდევ ერთი ასეთი პროდუქტი, 2 გბ GDDR5 მეხსიერებით, სხვადასხვა დიამეტრის ხუთი სითბური მილაკითა და ხრახნების ოპტიმიზირებული მოყვანილობის მქონე, ორი ცალი 90 მმ-იანი ფენით, რომლებიც კონკურენტ გადაწყვეტილებებთან შედარებით, უზრუნველყოფენ იმავე რაოდენობის ჰაერის ნაკადის დამუშავებას, 10%-ით ნაკლები ხმაურის დონით და 25%-ით მეტი ეფექტურობით. ხოლო მათი საკისრები დაცულნი არიან მტვრის მოხვედრისგან, რაც ზრდის მათი მუშაობის ხანგრძლივობას. ნაწარმის მეორე თავისებურება გახლავთ BIOS-ის მეორე მიკროსქემის არსებობა, რომელზე გადართვითაც, მატულობს ბირთვზე ძაბვა - 1.2 ვ-მდე და ფენების ბრუნვის სისწრაფე. სტანდარტულ რეჟიმში, ის მუშაობს 880/5500 მჰზ სიხშირეებზე, ხოლო 'ოვერქლოქერული' პროფილი იძლევა ამ მაჩვენებლების აწევას - 1500/8000 მჰზ-მდე, ყოველ შემთხვევაში, ასეთია უტილიტა TriXX-ის მიერ დაწესებული თეორიული ზღვარი. უკანა პანელზე განთავსებულია ორი DVI-გასასვლელი, ამდენივე mini-DisplayPort და ერთი HDMI. ადგილი მოიძებნა ფართო სავენტილაციო ღრმულებისთვისაც. ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ეს ვერსია ხელმისაწვდომი იქნება იგივე ფასად, როგორიც ეტალონური და პერსპექტივაში, უნდა მოახდინოს მისი ჩანაცვლებაც. Overclockers.ru
  16. აზიურ ვებ-რესურს VR-Zone-ს მოჰყავს AMD FM1 სამაგიდო პლატფორმის მომავალი პროცესორების ჩამონათვალი, რომელიც ეფუძნება სისტემური დაფების უახლეს BIOS/UEFI ვერსიების აღწერებს. პოტენციური ახალი პროდუქტი საკმაოდ ბევრია, თუმცა მათგან რამდენიმეს, როგორც ჩანს, APU Trinity სერიაში მოუწევს გადანაცვლება, რომელთა გამოსვლაც, თავის მხრივ, 2012-ის დასაწყისში იგეგმება. ხოლო იმ რელიზების სახით, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა შედგეს, წყარო ასახელებს ინტეგრირებული გრაფიკის მქონე 2-ბირთვიანებს - E2-3200, Athlon X4 641, Athlon X2 221 და Sempron X2 198-ს. მათ შორის უფროსი მოდელი E2-3200, დაანონსებულ იქნა A8 და A6 ხაზის პირველ წარმომადგენლებთან ერთად, თუმცა გაყიდვაში ის არ გამოჩენილა. მისი სიხშირე შეადგენს 2,4 გჰზ-ს, მეორე თაობის კეშ-მეხსიერების ოდენობაა 2 x 512 კბ, ვიდეობირთვ Radeon 6370D-ის (180 SP, 8 TMU, 4 ROP) ნომინალური მახასიათებელია 443 მჰზ, TDP-ს დონე კი, არ აჭარბებს 65 ვ-ს. Athlon X2 221 დგას 2,8 გჰზ-ზე და ალბათ, იმუშავებს გამორთული გრაფიკული ბლოკით. იდენტური პრინციპით დამზადებულია Athlon X4 641-იც (2,8 გჰზ), მაგრამ ის წინამორბედ X4 631-ზე უფრო ეკონომიური იქნება: 65 ვ - 100-ის წინააღმდეგ. 4 Core-იანი ჩიპი გამოირჩევა L2-კეშის დიდი ზომით - ბირთვზე თითო-თითო მბ-ით. 'ბიუჯეტურ დესანტს' შეუერთდება Sempron X2 198-იც, კვლავინდებურად IGP-ის გარეშე, თუმცა 2,5 გჰზ-ითა, 2 x 512 კბ ზემოაღნიშნული ნიშნულით და 65 ვ-თი. მომდევნო მოდელების გამოსვლა კი, დიდად არის დამოკიდებული კომპანიის მზადყოფნაზე - FM2 პლატფორმის პირველი APU-ების წარდგენის თვალსაზრისით: AMD A8-3820 – 4 ბირთვი, 2,5 გჰზ, 4 მბ L2; AMD A6-3670 – 4 ბირთვი, 2,5 გჰზ, 4 მბ L2, გახსნილი მამრავლი; AMD A6-3620 – 4 ბირთვი, 2,2 გჰზ, 4 მბ L2; AMD A6-3520 – 3 ბირთვი, 2,2 გჰზ, 3 მბ L2; AMD A4-3420 – 2 ბირთვი, 2,8 გჰზ, 2 მბ L2. არ დაგავიწყდეთ თავისუფალი მამრავლის მქონე, ტოპ-პროცესორ A8-3870-იც, რომლის დებიუტიც ასევე დეკემბრის ბოლომდე უნდა შედგეს. Overclockers.ua
  17. კომპანია Swiftech-მა თავის ასორტიმენტთა როგს შემატა CPU წ*ლის ბლოკი Apogee HD, რომლის გამოსვლაც უკავშირდება პლატფორმა LGA 2011-ის გამოჩენას. წინასწარი ინფორმაციით, სითხის ნაკადის წინაღობა მასში დაახლოებით 30%-ით ნაკლებია, ვიდრე მოდელ Apogee XT-ში, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს პროცესორის გაგრილებას 2.5 O-ით ეფექტურად. პროდუქტის მუშაობა შესაძლებელია LGA 1155, 1156, 1366 და 775 სოკეტების ჩიპებთანაც, ხოლო AMD-ს ამ ნაწარმების მფლობელებს, მოუწევთ მწარმოებელთან შესაბამისი სამაგრების შეძენა. მიუხედავად ამისა, რომ თვითონ ეს დეტალები უფასოდ არის ხელმისაწვდომი, ყველა საფოსტო ხარჯების დაფარვა შემკვეთს მოუწევს. კონსტრუქცია, რომელიც შედგება სპილენძის ძირისგან და მასზე განლაგებულ ნემსების მასივისგან (სულ რაღაც 225 მიკრონის დაშორებებით), თეთრი ან შავი ფერის და აუცილებელი სამაგრების მქონე, პოლიაცეტილის სახურავით იწონის 335 გ-ს. ნაწარმის გამოყენებას გვთავაზობენ MCRx20 სერიის რადიატორთან ერთად, რომელსაც გააჩნია სამი მცირე დამაკავშირებელი მილაკი გაყვანილობისთვის და იძლევა ვიდეობარათის გაგრილების, პროცესორისა და სხვა კომპონენტების გაერთიანებას ერთ კონტურში. Apogee HD-ის ღირებულება 75$-ია, ხოლო MCRx20-ისა კი - 85-დან 170-მდე. Overclockers.ru
  18. Intel X79 სისტემურ ლოგიკაზე დაფუძნებულ და LGA 2011 სოკეტით აღჭურვილ დაფების წარმოების კუთხით, კომპანია ASRock მხოლოდ X79 Extreme7-ით არ შემოიფარგლება, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. TechPowerUP-ის ავტორებმა ისაუბრეს X79 Extreme9-ის შესახებ და პირველი, რაც თვალებში გვხვდება, ეს არის DIMM-სლოტების 'სწორი' რაოდენობა. ნაწარმზე განთავსებულია პროცესორის ძაბვის რეგულატორის მოდულის ციფრული კონტროლერი (არ დაიბნეთ), ხოლო კვების ჩასართავად, აუცილებელია ორი 8-კონტაქტიანი EPS-პორტის გამოყენება. გაფართოების სლოტები წარმოდგენილია ხუთი PCI Express x16 და ერთი PCI Express x1-ით, რომლისთვისაც, კომპლექტს თან ერთვის დამატებითი აქსესუარი. ბარათი ASRock Game Blaster, თავის მხრივ, დაფუძნებულია Creative SoundCore3D-ზე და აგრეთვე გააჩნია ცალკეული Gigabit Ethernet სამართავი, მან კი უნდა უზრუნველყოს სტაბილური და საუკეთესო კავშირი გარე სამყაროსთან (რაც შესაძლოა, რომ კრიტიკული აღმოჩნდეს - დაძაბულ ქსელური ბატალიების დროს). მსგავსი გადაწყვეტილება აქვს Gigabyte-საც, მხოლოდ ის Killer 2100-ის სახელწოდებით არის ცნობილი. პერიფერიული მოწყობილობებისთვის, ადგილზეა სტანდარტული ორი SATA 6 და ოთხი SATA 3 გბიტ/წმ პორტი, Marvell წარმოების კონტროლერების საშუალებით გვეძლევა კიდევ ექვსი SATA 6 და eSATA 6 გბიტ/წმ. გარდა ამისა, გათვალისწინებულია რვა USB 3.0 სტანდარტის მხარდაჭერა, რომელთაგანაც ოთხი განლაგებულია უკანა პანელზე, დანარჩენი კი - შესრულებულია შიდა კონტაქტების სახით. სურათს ავსებს LAN, USB 2.0 გასასვლელები და FireWire. როგორც ჩანს, ეს პროდუქტი იქნება ყველაზე ძვირადღირებული აღნიშნულ სოკეტზე. მიუხედავად იმისა, რომ LGA 2011-ის მქონე დაფების ზომები არცთუ იშვიათად არის ხოლმე სტანდარტულ ATX-ფორმატზე დიდი, ASRock-ში შეიმუშავეს Micro-ATX-ზე აგებული X79 Extreme4-M-იც, რომელსაც პლატფორმის მთავარი თავისებურებები არ დაკლებია. მისი კვების ქვესისტემა 8-ფაზიანია, აქვს ოთხი ბუდე ოპერატიული მეხსიერებისთვის, სამი PCI Express x16 და ერთი PCI ინტერფეისი. PCI Express-ის ხელმისაწვდომი ხაზები დაყოფილია სლოტებს შორის '16+8+16' ფორმულის მიხედვით. X79 ჩიპსეტის შესაძლებლობები რეალიზებულია ორი SATA 6 და ოთხი SATA 3 გბიტ/წმ პორტით, ხოლო დამატებითი კონტროლერები ამ დაფაზე არ გამოიყენება. სხვა მხრივ, აქვეა 10-არხიანი აუდიოკოდეკი, ოთხი USB 3.0, LAN, USB 2.0 გასასვლელები, FireWire და მოძველებული PS/2. სხვა ცნობები პროდუქტების შესახენ, ჯერჯერობით არ მოიპოვება. Overclockers.ru
  19. კომპანია AMD-მ დააანონსა საწყისი დონის გრაფიკული ბარათი AMD FirePro V4900. ის განკუთვნილია პროფესიონალურ გამოყენებაზე - ციფრული მასალების შექმნის სფეროსა (Digital Content Creation, DCC) და კომპიუტერული პროექტირებისას (Computer Aided Design, CAD). მისივე მონაცემებით, პროდუქტი ორჯერ უფრო მეტად სჯობს წარმადობით კონკურენტ გადაწყვეტილებებს ბევრ CAD და DCC ტესტში. გარდა ამისა, მას გააჩნია AMD Eyefinity-ის მხარდაჭერა, რომელიც იძლევა ეკრანული სივრცის ადვილად გაზრდის შესაძლებლობას - ერთდროულად ექვსამდე მონიტორის დაკავშირებით. კონფიგურაციაში აგრეთვე შესულია 480 ნაკადური პროცესორი, 128-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი და 1 გბ GDDR5. გათვალისწინებულია API Microsoft DirectX11, OpenGL 4.2 და OpenCL-იც. მწარმოებლის სიტყვებით, ნაწარმი ხელმისაწვდომი იქნება Dell, Fujitsu და HP-ის წარმოების სისტემების შემადგენლობისა და ცალკეული გაყიდვების სახითაც. მისი რეკომენდირებული ღირებულება 189$-ია. IXBT
  20. როგორც ჩანს, კომპანია Intel არ თაკილობს თავისი პროდუქტების ახალ სტეპინგზე გადაყვანით - წინამორბედის ანონსიდან მოკლე დროში, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს. წინა კვირას, მიწოდებული სისტემური დაფების რაოდენობასთან დაკავშირებულ პროგნოზებში გაიელვა საკმაოდ საინტერესო ინფორმაციამ. როგორც ტაივანელი წყაროები იუწყებიან, რომ C2 სტეპინგზე დაფუძნებული Sandy Bridge-E პროცესორები, C1-ის დებიუტიდან შესაძლებელია უკვე რამდენიმე თვეში გამოჩნდნენ, შესაბამის ვადებში კი, წესით უნდა განახლდეს Intel X79 ჩიპსეტიც. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხედულების მომხრე სინგაპურის საიტი VR-Zone-იც არის, რომელიც დასახელებების სხვა იერარქიას ეყრდნობა. მისი აზრით, LGA 2011 CPU-ები თავდაპირველად იქნებიან C2-ზე, თვეების შემდეგ კი, გამოვლენ C3-ზე დაფუძნებული მოდელებიც. ოპტიმალურ შენაძენად კი, ისინი თვლიან სტეპინგ D-ს, რომელთა რელიზიც კიდევ უფრო მოგვიანებით შედგება. მათივე სიტყვებით, ნოემბრისთვის დამზადებული Sandy Bridge-E პროდუქტების რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასით შეიზღუდება, ამასთან ეს ეხება Core i7-3960X და Core i7-3930K პროცესორებს, ხოლო უმცროსი Core i7-3820, როგორც ადრე იტყობინებოდნენ, ბაზარს მომდევნო წლის I კვარტლის შუა პერიოდში მიაღწევს. ბევრმა რესურმა წინა კვირას უკვე გამოაქვეყნა ცნობები LGA 2011 სოკეტის მქონე დაფების ფასები შესახებ. ყველაზე დიდ გაოცებას კი იწვევს ჩინური მარკეტები, სადაც თითქოსდა უკვე შესაძლებელია Intel X79-ზე აგებული აღნიშნული პროდუქტებისა და მათთან თავსებადი CPU-ების შეძენა. მაგალითად, MSI X79-GD65 8D, Core i7-3930K და Corsair H60-ის კომპლექტში, ისინი ითხოვენ დაახლოებით 1200$-ს, ამასთან მხოლოდ პირველი მათგანის ღირებულება 470$-ია. ამავე ქვეყანაში, EVGA X79 Classified ღირს 1100$, Asus-ის ზოგიერთი მოდელის ეს ნიშნული კი 900-1000$-საც უახლოვდება. ევროპაში, ამ ჩიპსეტზე დამზადებული ბევრი დაფის პრე-ორდერი შედარებით უფრო ჰუმანურ ფასში, 300-400$-ის ფარგლებშია, ხოლო Foxconn-ის ნაწარმი Intel X58-ზე, ზოგიერთ მაღაზიაში 99$-ად იყიდება. როგორც ჩანს, LGA 1366 სოკეტის მქონე 'მაზერების' ფასდაკლებები უკვე დაიწყო, შესაძლოა ამგვარმა წინადადებებით ვინმე დაინტერესდეს. ხოლო, უნდა ველოდოთ თუ არა Intel X79-ის ახალ რევიზიასა და Sandy Bridge-E პროცესორების განახლებულ სტეპინგს, ამას დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის გაუმჯობესებებს შემოგვთავაზებენ ისინი - სისწრაფისა და ფუნქციონალურ თავისებურებების კუთხით. Overclockers.ru
  21. კომპანია Gigabyte, რომელიც არ განიცდის უხერხულობას - შიდა კონკურენციაზე თავის პროდუქტებში, ამჯობინებს გრაფიკული ბარათების გამოშვებას ერთდროულად რამდენიმე რევიზიის სახით, რომელთა შორის განსხვავების პოვნა მხოლოდ სპეციფიკაციების დეტალური შედარებით თუ შეიძლება. გამონაკლისებად არც GV-N56GUD-1GI 1.0 და GV-N56GUD-1GI 2.0 მოდელები იქცნენ, რომლებიც ბაზირებულნი არიან NVIDIA GeForce GTX 560-ზე. ორივე მათგანის პარამეტრები იდენტურია: 810/1620 მჰზ-ზე მომუშავე 336 CUDA ბირთვის მქონე გრაფიკული პროცესორი GF114, 1 გბ GDDR5 ვიდეომეხსიერება - 256-ბიტიანი ინტერფეისით, 4008 მჰზ ეფექტურ სიხშირეზე. გამოსახულების გამოტანისთვის, გათვალისწინებულია წყვილი DVI და ერთი mini-HDMI გასასვლელი. არსებობს 2-way SLI ტექნოლოგიისა და NVIDIA-ს თანამედროვე პროდუქტებისთვის დამახასიათებელი სხვა თავისებურებების მხარდაჭერა. გაგრილებას უზრუნველყოფს ქულერი WindForce 2X, ორი 100 მმ-იანი ფენითა და რადიატორთან დაკავშირებული ოთხი სითბური მილაკით. 1.0 ვერსია შეესაბამება Ultra Durable VGA წარმოების სტანდარტებს, რაც გულისხმობს ბეჭდურ დაფების გამოყენებას სპილენძის ორმაგი ფენით, იაპონურ კონდენსატორებისა და ფერიტით გაწყობილი დროსელების გამოყენები. 2.0-ში კი, რეალიზებულია კონცეპცია Ultra Durable VGA+, რომელიც ტრადიციულისგან განსხვავდება ფირიან კონდენსატორ NEC Proadlizer-ით. ბარათების ფასები ჯერჯერობით არ ხმაურდება. Overclockers.ru
  22. ოქტომბრის დასაწყისში, AMD-ს ტრადიციულ პარტნიორ PowerColor-მა წარმოადგინა ექსკლუზიური პროდუქტი Devil 13 HD6970, რომლის ფოტოსურათებისა და ზოგიერთი მახასიათებლის მოპოვება მხოლოდ გუშინ მოხერხდა, ვებ-რესურს Fudzilla-ს მიერ. პირველ რიგში, გაირკვა ის, რომ 880/5500 და 960/5700 მჰზ სიხშირეების მქონე, VGA-BIOS მიკროსქემებს შორის გადამრთველის როლს ასრულებს უკანა პანელზე განთავსებული წითელი ღილაკი. ამგვარი კონსტრუქციული მიდგომა ჩვენ ადრეც შეგვხვედრია, ColorFire-ის ვიდეობარათ Radeon HD 6870-ში. რაც შეეხება შესაძლებლობებს, მათ შორის ალბათ უნდა აღინიშნოს ძირითადი ძაბვის გასაზომად განკუთვნილი კონტაქტების, პოლიმერულ კონდენსატორ Proadlizer-ის, DirectFET ტრანზისტორებისა და უჩვეულო მოყვანილობის მყარი დროსელების არსებობა - სითბოს უკეთესი მოცილებისთვის. კომპანიის მარკეტოლოგების აზრით, გაუმჯობესებული PCB უზრუნველყოფს მოწყობილობის მუშაობის ხანგრძლივობის ორჯერ გაზრდას - ძალური ელემენტების 15%-ით შემცირებულ გათბობაზე - ეტალონურ Radeon HD 6970-თან შედარებით. პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია ევროპაში 428 ევროდ. Overclockers.ua
  23. სანამ NVIDIA 28 ნმ გრაფიკული გადაწყვეტილებების მზადების პროცესშია, ვიდეობარათების მწარმოებლები ცდილობენ დღეს არსებული პროდუქტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. წინა კვირას, კომპანია Inno3D-მ განაცხადა Jericho სუფიქსის მქონე, GeForce GTX 570-ის გამოსვლის შესახებ, რომლის მთავარ უპირატესობად ეტალონურ მოდელებთან შედარებით, უნდა ჩაითვალოს ორსლოტიანი გაგრილების სისტემა. ის მოიცავს ალუმინის რადიატორთან დაკავშირებულ ხუთ სითბური მილაკს, 92 x 92 x 15 მმ ზომის PWM-მართვის მქონე ფენს, რომლის სისწრაფეც იცვლება ავტომატურად - 1000-დან 4200 ბრ/წთ-მდე, ამასთან გამოსცემს არაუმეტეს 18 დბ-ს (რეფერენს ვერსიებზე 15%-ით ნაკლებს და ამდენივე პროცენტით უკეთეს გაგრილებას) და წუთში უზრუნველყოფს მაქსიმუმ 45 ფუტ3 ჰაერის ნაკადის გატანას, ხოლო სტაბილური მუშაობის ხანგრძლივობა კი შეადგენს 40 000 სთ-ს. ნაწარმის მასა შეადგენს 420 გ-ს, ხოლო GTX 570-ის ჩვეულ ვერსიებთან შედარებით, დიდი ალბათობით გაიზრდება სიხშირეების ნიშნულებიც. მის გარდა, კომპანია აგრეთვე აპირებს მსგავსი ვიდეო-ადაპტერის, 448 ნაკადური პროცესორით აღჭურვილ, Inno3D GeForce GTX 560 Ti Jericho-ს გამოშვებასაც. Overclockers.ua, Overclockers.ru
  24. გრაფიკულ ბარათების ჰონგ-კონგურ მწარმოებელ Inno3D-მ წარმოადგინა GeForce GTX 550 Ti სერიის ახალი ვერსია Vision სუფიქსით. ამ საშუალო ბიუჯეტური მოდელის მთავარი თავისებურება გახლავთ IDT-ჩიპის ინტეგრაცია, რომელიც იძლევა ერთდროულად სამი მონიტორის დაკავშირების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მასში გამოიყენება ციფრული PWM, რომელიც ახდენს კვების ექვსი ფაზიდან თითოეულის ჩატვირთვას, რაც თავის მხრივ, ამცირებს მოხმარებული ენერგიის რაოდენობასაც. მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ამგვარად მხოლოდ ის უნდა ავღნიშნო, რომ ის აღჭურვილია გამოსახულების გამოტანის ოთხი ინტერფეისით (2 x DVI, 1 x HDMI, 1 x DisplayPort), SLI და PCI-E Power გასასვლელით 6 კონტაქტზე და აგრეთვე მასიური ორსლოტიანი ქულერით, ხსნადი საფარველით და ხრახნით - მტვრისგან მის მოსახერხებლად გაწმენდის მიზნით. ჯერჯერობით უცნობია ღირებულებაც. Overclockers.ua
  25. ცნობილი გახდა Sandy Bridge-E-ზე დაფუძნებული Xeon E5-2600 სერიის პროცესორების სპეციფიკაციები, რომლებიც ჩაანაცვლებენ Xeon 5600 ხაზს და დაიკავებენ Xeon E5-2400-ების ზედა საფეხურს. მისი ყველაზე იაფფასიანი წარმომდგენელი გახდება 4-ბირთვიანი Xeon E5-2600, რომლის ღირებულებაც 202$ იქნება, ხოლო ყველაზე ძვირი კი - Xeon E5-2690 - წინასწარი შეფასებით - 2057$. მთლიანი ჩამონათვალი შემდეგნაირია: შეგახსენებთ, რომ E5-1600 და E5-2600 სერიის CPU-ების გაყიდვები წესით, მომდევნო წლის I კვარტალში უნდა დაიწყოს. CPU-World, IXBT
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.