Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. ჩინეთში გამოჩნდა ვიდეობარათ GeForce GTX 550 Ti-ის ორიგინალური მოდიფიკაცია 999 იუანის (157$) ფასად, რომელსაც გააჩნია გამოსახულების ერთდროულად რამდენიმე დისპლეიზე გამოტანის შესაძლებლობა. ეს კი რეალიზებულია სპეციალურ ჩიპ IDT VMM 1403-ის საშუალებით. Galaxy GTX 550 Ti Display 4 უზრუნველყოფს 1440 x 1080 გაფართოების სურათის გადაცემას ოთხ მონიტორზე ან 1920 x 1080 (Full HD)-ისას - სამზე. უკანა პანელზე განთავსებულია 4 DVI და ერთადერთი mini-HDMI გასასვლელი. პროდუქტი გრილდება ცენტრალური ფენის მქონე, აქტიური ქულერის მეშვეობით. Galaxy-ს ზოგიერთ სხვა ვიდეოადაპტერის მსგავსად, 'პროპელერი' ადვილად იხსნება - რადიატორის მტვრისგან გაწმენდის მიზნით. გარდა ამისა, მის არსენალში შესულია 192 ნაკადური პროცესორი, 192-ბიტიანი ინტერფეისი და 1 გბ GDDR5. ნომინალური სიხშირეები რეკომენდირებელზე რამდენადმე მაღალია - 950/1900/4100 მჰზ - ბირთვის, შეიდერებისა და მეხსიერებისთვის შესაბამისად. კვების ქვესისტემა წარმოდგენილია ოთხი ძალური ფაზით (3 - GPU-სთვის, 1 - მეხსიერებისთვის), 6-პინიან PCI-E Power-ით (ფოტოსურათზე) და Galaxy G-Engine კონტროლერით. ნაწარმი სპეციალურად აზიურ ბაზრისთვის იქნა შემუშავებული, თუმცა მისი გამოჩენა საკმაოდ შესაძლებელია KFA-ს MDT-სერიის ბარათების შემადგენლობაში. Expreview
  2. კომპანია Thermaltake-მა და MSI-მ წამოიწყეს ერთობლივი აქცია, რომელმაც შესაძლოა, რომ კომპიუტერული ენთუზიასტების ყურადღება მიიქციოს. შეზღუდული დროის განმავლობაში, ისინი აპირებსენ სისტემური დაფებისა და LGA 2011 პროცესორის ქულერებისგან შემდგარ ნაკრებების გაყიდვას, რომელშიც შესულია MSI X79A-GD65 (8D) და Thermaltake Frio Advanced. ქულერის კონსტრუქციაში შესულია 6 მმ დიამეტრის, ხუთი სითბური მილაკი და ორი 130 მმ-იანი ფენი. მისი ზომები შეადგენს 130,6 х 122 х 159,2 მმ-ს, წონა კი 954 გ-ს და შეუძლია 230 ვ-მდე CPU-ს სითბოს მოცილება. ხოლო MSI X79A-GD65 (8D) აღჭურვილია ხუთი PCI Express x16 სლოტით, რომელთაგანაც სამი შეესაბამება PCI Express 3.0 სპეციფიკაციას და ერთი PCI Express x1. გარდა ამისა, მას გააჩნია რვა ბუდე ოპერატიული მეხსიერების მოდულებისთვის (საერთო ჯამში - 128 გბ-ისა), ოთხ-ოთხი SATA 6 და SATA 3 გბიტ/წმ პორტი. მასში გამოყენებულია რჩეული კომპონენტები Military Class III-იდან. თუ რამდენად უფრო ხელსაყრელი იქნება ამ კომპლექტის შეძენა, ვიდრე ცალკეულად ამ პროდუქტებისა, ინფორმაციული წყარო არ აზუსტებს. IXBT
  3. Fujifilm X 'პრემიუმ-კლასის' კამერების ხაზის მესამე წარმომადგენელი გახდა მოდელი X-S1, რომლის მთავარ ღირსებად მიიჩნევს 'სუპერზუმ' კატეგორიის უხსნადი ობიექტივი - 26-იანი ზუმით. მას აგრეთვე გააჩნია სტაბილიზატორიც და მოიცავს ფოკუსურ მანძილს - 6,1-დან 158,6 მმ-მდე (35 მმ-იან ეკვივალენტში 24-624 მმ). ციფრული Zoom იძლევა გამოსახულების ორჯერ უფრო ახლოს მოტანის საშუალებას, ამასთან მაქსიმალური დიაფრაგმა იცვლება F/2,8-დან F/5,6-მდე, ხოლო მინიმალურის მუდმივი მნიშვნელობა კი შეადგენს F/11-ს. გარდა ამისა, ამ კომპონენტის კონსტრუქციაში შესულია 12 ჯგუფში გაერთიანებული 17 ლინზა, მათ შორის ოთხი ასფერული ელემენტი და ორი ED მინა. ფოკუსირების მინ. მანძილი 30 სმ-ია, თუმცა Super Macro Mode რეჟიმში, ის მცირდება 1 სმ-მდე. კამერა აღჭურვილია 2/3 დუიმ ფორმატის, EXR CMOS ტიპის გამოსახულების სენსორით, 12 მპ გაფართოებით, ისეთით, როგორიც მოდელ FinePix X10-შია. მას გააჩნია მუშაობის სამი რეჟიმი, რომელიც განკუთვნილია განათების სხვადასხვა პირობებისთვის: High Resolution, Wide Dynamic Range და High Sensitivity & Low Noise. მისგან გამომავალი სიგნალი მუშავდება პროცესორ EXR-ით, რომელიც იძლევა სერიული გადაღების საშუალებას - შვიდამდე (Large JPEG) ან ათამდე (Medium JPEG) კადრ/წმ-მდე. ასევე შესაძლებელია ფოტოსურათის მიღება - RAW ან RAW+JPEG ფორმატში ერთდროულად. გათვალისწინებულია სტერეოხმის მქონე, მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩაწერა (1080p/30) H.264-ში. ხოლო მონაცემთა შენახვისთვის, გამოიყენება SD/SDHC/SDXC (UHS-I) ტიპის მეხსიერების ბარათი. გადაღებისთვის ხელმისაწვდომია PASM რეჟიმები (პროგრამული, დიაფრაგმის პრიორიტეტი ან დაყოვნება და 'ხელისა'). შუქმგრძნობელობის სტანდარტული დიაპაზონი მოიცავს მაჩვენებლებს - ISO 100-დან ISO 3200-მდე, გაფართოებული კი - ISO 12800-მდე. მოდელის კომპლექტაციაში აგრეთვე შედის 0,47 დუიმ დიაგონალის და 1,44 მლნ. წერტილ რეზოლუციის მქონე, ელექტრონული ვიდეომაძებარი, რომელიც ფარავს კადრის ფართობის 100%-ს. 3-დუიმიან, მბრუნავი თხევად-კრისტალური ეკრანის გაფართოება კი გახლავთ 460 ათასი წერტილი. Sunny Day რეჟიმი იძლევა დისპლეიზე გამოსახულების ნახვის საშუალებას კაშკაშა მზის სინათლეზეც კი. კამერას გააჩნია ე.წ.'Hot shoe', USB 2.0, HDMI და 3,5 მმ-იანი პორტი მიკროფონის შესაერთებლად. ელემენტის ერთი დამუხტვა საკმარისია 500 სურათის გადასაღებად. პროდუქტის ზომები შეადგენს 135 х 107 х 149 მმ-ს, ხოლო მასა კი - 920 გ-ს (ელემენტით და მეხსიერების ბარათით). IXBT, Fujifilm
  4. კომპანია Sapphire-მა განაცხადა ახალ ვიდეობარათის გამოსვლის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია AMD Radeon HD 6850-ზე. წინამორბედისგან ის გამოირჩევა ორჯერ მეტი მეხსიერებით და მწარმოებლის აზრით, ის კარგად შეძლებს თავის წარმოჩენას დიდი მასშტაბის რუქების მქონე, 'დატვირთულ' ტექსტურებიან, თანამედროვე თამაშებში. Sapphire HD 6850 2GB-ის მახასიათებლები (გარდა მეხსიერებისა) შეესაბამება ადრე გამოსულ მოდელ HD 6850 1GB GDDR5 PCIE-ს. ორივესთვის, GPU-სა და მეხსირების ეფექტური სიხშირე შეადგენს 775 და 4000 მჰზ-ს შესაბამისად. გარდა ამისა, ისინი აღჭურვილნი არიან 256-ბიტიანი სალტით და ოთხ ვიდეოგასასვლელ: HDMI, DisplayPort და ორ DVI-ით. აგრეთვე გათვალისწინებულია D-Sub პორტის გამოყენებაც - კომპლექტში შესულ, ციფრული ინტერფეისიდან ანალოგურზე გადამყვანის მეშვეობით. ღირებულებაზე ინფორმაცია არ ვრცელდება. IXBT
  5. როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია LG-მ ოფიციალურად დაანონსა სმარტფონი Prada 3.0, რომელზეც ის მუშაობდა მოდის ცნობილი სახლის იტალიელ დიზაინერებთან ერთად. პროდუქტში შეინიშნება ინდივიდუალური შტრიხები და მისი არევა სხვა Android-მოწყობილობებთან რთული იქნება. მწარმოებლებმა არ უღალატეს სისქის შემცირების ტენდენციასაც, რომელიც შეადგენს 8,5 მმ-ს, ხოლო სიგრძე და სიგანე კი - 127,5 და 69 მმ-ს შესაბამისად. აპარატი დაფუძნებულია ერთკრისტალიან სისტემა Texas Instruments OMAP 4430-ზე (ის აგრეთვე გამოიყენება Amazon Kindle Fire და Toshiba AT200 პლანშეტებში და მაგალითად LG Optimus 3D-შიც), რომელიც მოიცავს 1,0 გჰზ სიხშირეზე მომუშავე, ორბირთვიან პროცესორს. სენსორულ ეკრან NOVA-ს სიკაშკაშის დონე კი, აღწევს 800 კდ/მ2-ს, ხოლო გაფართოება კი - 800 х 480 პიქსელს. გარდა ამისა, LG Prada 3.0-ის შემადგენლობაში შედის HSPA+, Wi-Fi 802.11a/b/g/n და Bluetooth 3.0+HS ადაპტერები, ორი კამერა (8 და 1,3 მპ გაფართოებით), 8 გბ ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება, რადიომიმღები, microSD-ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტი და ასევე ლითიუმ-იონის ელემენტი 1540 mAh ტევადობით. ხოლო ოპერაციული სისტემის სახით, წარმოდგენილია Android 2.3 Gingerbread. phoneArena.com, IXBT
  6. რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Nvidia-ს აპირებდა ვიდეობარათ GeForce GTX 560 Ti-ის ახალი ვერსიის გამოშვებას, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა 448 CUDA ბირთვით. ახლა კი, რესურს Fudzilla-მა გამოაქვეყნა მისი პირველი ფოტოსურათიც, რომლის მეშვეობითაც, შეგვიძლია გავეცნოთ პროდუქტის გარკვეულ თავისებურებებსაც. გაგრილების სისტემის სახით, გამოყენებულია Zotac-ის საფირმო კონსტრუქცია, რომელიც მოიცავს დიდი ზომის რადიატორს, ერთ ფენს და დეკორატიულ თავსაფარს. ამგვარი გადაწყვეტილება ჩვენ უკვე შეგვხვედრია Zotac GeForce GTX 560 Ti-ის 'უბრალო' მოდელზე. გარდა ამისა, მას გააჩნია ორი ცალი, ჩვეული DVI-კონექტორი და ასევე ერთ-ერთი HDMI და DisplayPort. ბარათს რა თქმა უნდა, გააჩნია DirectX 11 და Shader Model 5.0 ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ბირთვის ტაქტური სიხშირე 732 მჰზ-დან გაზრდილია 765-მდე, შეიდერული ბლოკის - 1465-დან 1530 მჰზ-მდე. ხოლო 1280 მბ მეხსიერება კი მუშაობს ეფექტურ 3800 მჰზ-ზე. კომპიუტერის კორპუსში მის განსათავსებლად საჭიროა გაფართოების ორი სლოტი. Overclockers.ua
  7. პირველ რიგში, თავისი იაფფასიანი სისტემური დაფებით ცნობილ კომპანია ECS-მა განაცხადა ვიდეობარათ GeForce GTX 550 Ti-ის ახალი ვერსიის გამოსვლის შესახებ. ის ფუნქციონირებს რეკომენდირებულ სიხშირეებზე (900/1800/4100 მჰზ - ბირთვის, შეიდერებისა და მეხსიერებისთვის შესაბამისად), აღჭურვილია 1 გბ GDDR5 ტიპის მეხსიერებით, 192-ბიტიანი ინტერფეისით და რადიალური ქულერით, რომელიც ეტალონურ GTX 550 Ti-ებთან შედარებით, უფრო მცირე ზომისაა. კოდურ სახელწოდება NGTX550TI-1GPLI-F1-ის მქონე პროდუქტის მფლობელი მიიღებს Dual-Link DVI-I (2) და mini-HDMI გასასვლელს, ასევე SLI-პორტს - ორ ცალ GPU-ს კომბინაციისთვის. აქსესუარების რიცხვში კი, შესულია DVI-D-Sub, mini-HDMI-HDMI და კვების გადამყვანი. Overclockers.ua
  8. ვიდეობარათების ჰონგ-კონგურ მწარმოებელ HIS-მა წარმოადგინა Radeon HD 6770-ის კომპაქტური ვერსია, რომლის სიგრძეც სულ რაღაც 197 მმ-ია. ბეჭდური დაფის ზედა კიდეზე განთავსებულია კვების დამატებითი, 6-პინიანი პორტი PCI-E Power და რეალიზებულია AMD CrossFire(X) კონფიგურაციის მხარდაჭერაც. ის მუშაობს 850/4800 მჰზ სიხშირეეებზე - ბირთვისა და მეხსიერებისთვის შესაბამისად და აღჭურვილია Dual-Link DVI-I (2), HDMI და DisplayPort გასასვლელებით. პროდუქტს საფუძვლად უდევს 40 ნმ-იანი GPU Juniper, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს 800 ნაკადურ პროცესორს და 128-ბიტიან ინტერფეისს. რაც შეეხება GDDR5-ის ოდენობას, ის შეადგენს 1024 მბ-ს. პრაის-ლისტებში ნაწამი გამოჩნდება HIS H677FN1GD სახელწოდებით. Overclockers.ua
  9. კომპანია Zotac-მა წარმოადგინა მორიგი ვიდეობარათი ბიუჯეტურ Nvidia GeForce GTS 450-ის ბაზაზე, თავსართ Zone Edition-ით. ამ შემთხვევაში, ის აღნიშნავს პროდუქტის პასიური გაგრილების ტიპს. ის თავის მხრივ, იკავებს გაფართოების ორ სლოტს და შედგება 35 ალუმინის ფირფიტისგან და სამ სპილენძის სითბური მილაკისგან. გარდა ამისა, ადგილზეა თითო-თითო DVI-I, HDMI, DisplayPort და SLI-კონფიგურაციისთვის აუცილებელი გასასვლელი. ნაწარმი აღჭურვილია 192 შეიდერული ბლოკით, 128-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისით და 1 გბ ოდენობის DDR3-ით. სიხშირეები კი შემდეგნაირია: 600/1200/1333 მჰზ. Zotac GeForce GTS 450 Zone Edition-ს აგრეთვე გააჩნია API DirectX 11, Shader Model 5.0, OpenGL 4.2, საფირმო ტექნოლოგია Nvidia CUDA, PhysX, PureVideo HD-ის მხარდაჭერა და შეუძლია Blu-ray 3D ფორმატის ვიდეოს ჩვენებაც. რეკომენდირებული ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. Overclockers.ua
  10. როგორც ცნობილი იყო, 22 ნმ-ზე დაფუძნებული Intel Ivy Bridge პროცესორების ანონსი დაგეგმილი იყო მომავალი წლის გაზაფხულის I-II თვეში. ახლა კი, ვებ-გვერდ CPU-World-ის თანახმად, საუბარი მხოლოდ აპრილზეა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად მათი დებიუტი პირველი კვარტლისთვის იყო დაგეგმილი და ბევრი ვარაუდობდა, რომ Intel წარმოადგენდა თავის ახალ პროდუქტებს ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენა Consumer Electronics Show-ზე (10-13 იანვარი), თუმცა, მოთხოვნილება კომპიუტერულ ტექნიკაზე იმაზე დაბალი აღმოჩნდა ვიდრე ელოდნენ და ამიტომაც, თარიღმა მცირედით გადაიწია. ამგვარად, აპრილში გამოჩნდებიან პირობითად მესამე თაობის, Core i5 და Core i7-ები, ისევე, როგორც Core i7-ის მობილური ვერსიები. მეორე კვარტლის ბოლოს, მათ მოყვებიან დესქტოპ Core i3 და ნოუთბუქებისთვის განკუთვნილი Core i5-ები. III კვ-ში გამოვლენ 22 ნმ სამაგიდო Pentium-ებიც, ხოლო ახალი Celeron/Ivy Bridge-ების ანონსი, წინასწარი ცნობებით, 2012 წელს არ იგეგმება. შესაძლოა ეს მოგვიანებით გაკეთდეს. Overclockers.ru
  11. ინფორმაციას, რომ AMD-ს შესაძლოა უარი განაცხადოს GlobalFoundries-ის მომსახურებაზე - 28 ნმ ჰიბრიდულ პროცესორების წარმოებასთან დაკავშირებით, სულ უფრო მეტი ინტერესი ეთმობა და რთული ხდება იმის მტკიცება, რომ ეს მხოლოდ ვებ-გვერდ SemiAccurate-ის ვარაუდია. ყოველ შემთხვევაში, EE Times-მა შეძლო ამ ცვლილებების დადასტურება - კომპანიასთნა ახლოს მყოფ წყაროების მეშვეობით. უცნობ კეთილმოსურნეების თქმით, ახალი ტექ-პროცესის ათვისების თარიღები შეიძლება ადრე დაგეგმილისგან განსხვავდებოდეს. AMD არასდროს არ აკონკრეტებდა იმას, თუ მის ორი ძირითად პარტნიორიდან რომელს დაევალებოდა განსაზღვრული 28 ნმ პროდუქციის გამოშვება მომდევნო წელს, რითაც იტოვებდა უფლებას, რომ ამ მიზნისთვის მიემართა როგორც TSMC-ს, ასევე Globalfoundries-თვისაც. ხოლო, მასზე დაფუძნებულ გრაფიკული გადაწყვეტილებების გამოშვება მხოლოდ პირველ მათგანმა უნდა უზრუნველყოს. აქამდე, ის გვთავაზობდა Bobcat არქიტექტურის მქონე, 40 ნმ ჰიპრიდულ პროცესორებსაც. სხვა რესურსის ცნობით, AMD-ს როადმაპის სამომავლო ცვლილებებზე შეიძლება ისაუბრონ 5 დეკემბერს ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებაზე, ფინანსურ ანალიტიკოსების ვიწრო წრეში. ტრადიციულად, კომპანია ასეთ შეხვედრას წლის ბოლოსთვის ახორციელებდა ხოლმე, თუმცა ძირითადი მოვლენა ამ სფეროში დაგეგმილია 2012-ის თებერვალში. AMD-ს წარმომადგენლები პირად კომენტარებში აზუსტებენ, რომ პლატფორმა Brazos 2.0-ზე ყურადღების გამახვილებით - 28 ნმ პროდუქტების ნაცვლად, კომპანიას დიდად არ გაანაწყენებს, რადგან ამ კლასის 40 ნმ გადაწყვეტილებებს გააჩნიათ ფასი/წარმადობის კარგი თანაფარდობა და მათზე დამაჯერებელი მოთხოვნაა და გარდა ამისა, ის კმაყოფილია Trinity პროცესორების საქმის მდგომარეობით. Overclockers.ru
  12. LGA 2011-ში შესრულებული დესქტოპ-პროცესორების ასორტიმენტი შემოიფარგლება მაქსიმუმ 6 ბირთვის მქონე მოდელებით და ამასთან დაკავშირებით, ბევრი ენთუზიასტ-მაქსიმალისტი გამოთქვამს შეხედულებას, რომ აუცილებელია 8-იანი გადაწყვეტილებების გამოშვება ამ სეგმენტში. თუმცა, Intel ჯერჯერობით არ არის მზად ასეთი ნაბიჯისთვის და როგორც ორი დღის წინ გახდა ცნობილი, X79 ჩიპსეტის სისტემურ დაფებში შესაძლებელი იქნება სერვერული Xeon E5-ების განთავსება (8 ბირთვით). მათ გამოსვლის თარიღმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ გადაიწია მომდევნო წლის II კვარტლისთვის - იტყობინება ვებ-გვერდი Digitimes. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, სამაგიდო და სერვერული პროდუქტების რელიზი უნდა შემდგარიყო ერთდროულად, თუმცა შემდეგ, Xeon E5-ის დებიუტი გადადებულ იქნა. Intel-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს პროცესორები უკვე იწარმოება და როგორც კომპანიაში თვლიან, მათზე დაფუძნებული სისტემები 2012-ის დასაწყისში გამოჩნდებიან. ამ ტიპის მოწყობილობების მომწოდებლები კი, გამოთქვამენ თავიანთ უკმაყოფილებას შექმნილ სიტუაციის მიმართ, რადგანაც პლატფორმა Romley-ის გამოსვლასთან დაკავშირებულია დიდი იმედები მოთხოვნილების გაზრდაზე. არსებული Jasper Forest, 2010 წლის პირველ პერიოდში წარადგინეს და გარკვეული თვალსაზრისით, ის უკვე მოძველებულად ითვლება. Overclockers.ru
  13. მათ, ვინც მუდმივად ადევნებს თვალ-ყურს ტექნოლოგიურ სიახლეებს, შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მობილურ სამყაროში რევოლუციები ყოველ მეორე დღეს ხდება, თუმცა თუ ჩავუფიქრდებით, ასეთი სერიოზული მოვლენები არც ისე ბევრია. მაგალითად პირველი უკავშირდება ტელეფონის ფართოდ გავრცელებას, მეორე - მონაცემთა გადაგზავნას, მესამე - ღილაკური ინტერფეისიდან - სენსორულ ეკრანზე მიგრაციას და ბოლოს, მეოთხე - სტილუსებისა (სპეციალური კალამი ზოგიერთ სენსორულ აპარატზე) და რეზისტიულ დისპლეებიდან - მხოლოდ ‘თითების გამოყენებით’ მართვაზე გადასვლაზე. ფაქტობრივად, სულ ეს არის. შეიძლება ტექნოლოგია NFC-ის გახსენებაც, რომელიც გვპირდება ამ მოწყობილობის მოხმარების მოდელის მნიშვნელოვნად შეცვლას, მაგრამ მისი გამოჩენის საკითხი ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა. პრინციპში, მას შემდეგ, რაც Apple -მა გამოუშვა თავისი პირველი iPhone, მობილური ტელეფონების ყველა მომდევნო გარდაქმნა მხოლოდ ევოლუციურ ხასიათს ატარებს. იდეები ჰაერიდან სულაც არ იბადება, მათ იგონებენ სავსებით კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც ხშირად არც კი აქვთ რაიმე საერთო გაჯეტების წარმოებასთან. თუმცა ისინი ყურადღებით აკვირდებიან დამოუკიდებელ დიზაინერთა ნამუშებრებს და არცთუ იშვიათად, ახდენენ ამ კონცეპტების რეალიზებას, რომლებიც თავდაპირველად სრულიად არარეალურად გამოიყურებოდნენ. ეს თემა ზუსტად ასეთ მიგნებებს უკავშირდება და მოდით რამდენიმე მათგანს უფრო ახლოდან გავეცნოთ. რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი და დრეკადი დისპლეები ალბათ ეს პირველი იდეაა, რაც თავში მოგვდის - ერთ მოწყობილობაში ტელეფონის კომპაქტური გაბარიტებისა და პლანშეტის დიდი დიაგონალის შეთავსება. დიზაინერ დუ ჯუნმა, საკუთარ კონცეპტ Sony Ericsson FH-ში გვთავაზობს ტრადიციული კლავიატურის შეცვლას მეორე სენსორული დისპლეით. გადასაშლელ-მობილურის გაწევით, ვიღებთ სოლიდური ზომის, ორმაგ ეკრანს, რომელიც იძლევა ძირითადი გამოსახულების ორჯერ გადიდების საშუალებას. გარდა ამისა, შესაძლებელია პროდუქტის განცალკევება: რეჟიმი ‘walkie-talkie’ უზრუნველყოფს ორი დამოუკიდებელი ნახევრის ერთმანეთთან კავშირს - უკაბელო არხის გამოყენებით. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იგივე Bluetooth-ის მოქმედების რადიუსს, მაშინ ამ შემთხვევაში, დაძახება უფრო მარტივი იქნება, მაგრამ თვითონ იდეა საკმაოდ ჯანსაღია. რაღაც ამის მსგავსი ჩვენ უკვე Sony Tablet S2 პლანშეტშიც შეგვხვედრია, მაგრამ იქ ორი ეკრანი უფრო გასართობი დამატების სახე აქვს, ვიდრე ფუნქციონალის სასარგებლო თვისებისა, რომელიც შეიძლება, რომ ტელეფონში ძალიან გამოსადეგი იყოს. ხოლო დიზაინერ ვონ იფეიმ მოიგონა დაკეცვადი, გამოსაწევი ეკრანის მქონე კონცეპტი Nokia E10, რომლის მეშვეობითაც, სმარტფონი პლანშეტურ კომპიუტერად გარდაიქმნება. 6,4 x 4,0 ზომის, თხელი და დრეკადი OLED დისპლეის მიწოდება შესაძლოა საკუთარ თავზე კომპანია Sony-მ აიღოს. მისი დახვევა ხდება 6 მმ-იან კოჭზე და ის იძლევა ქსელში ვებ-გვერდების კომფორტულად დათვალიერების, ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობის, გამოსახულებების ნახვის, თამაშისა და მაღალი ხარისხის ვიდეოს ყურების საშუალებას. გახსნილად რჩება ეკრანის ზედაპირის გამძლეობის საკითხი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დრეკად დისპლეებზე აქტიური მუშაობა გრძელდება, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს პროექტი რეალობად იქცეს. ამ კონცეპტის მაგალითზე ვხედავთ, თუ რაოდენ სწრაფად იცვლება ყველაფერი მობილურ სამყაროში. მის ეკრანზე გამოსახულია ოპერაციულ სისტემა MeeGo-ს სკრინშოტი, რომელზეც Nokia-მ უკვე ფაქტიურად უარი განაცხადა. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებული სენსორული ეკრანი ტენდენცია ეკრანის გაზრდისა და iPhone-ის მიერ წამოყენებულ ტრენდ - სტილუსის ნაცვლად თითების გამოყენებასთან დაკავშირებით, გარკვეულ წინააღმდეგობებს ქმნის: მომხმარებელი იძულებულია დაფაროს დისპლეის ნაწილი ცერათი. ამასთან, ბევრ შემთხვევაში, ერთი ხელი საკმარისი არ არის და აუცილებელია მეორის დახმარებაც. ჩინელ დიზაინერ Kingyo-მ წარმოადგინა ინტერფეის Blue Bee-ს კონცეპტი, რომელშიც თაჩსკრინი გამოტანილია ტელეფონის უკანა პანელზე და ასრულებს ყველა ‘ღილაკურ’ ფუნქციას. ამასთან, წინა მხარე სრულებით თავისუფლდება სამართავ მოვალეობებისგან და მხოლოდ ინფორმაციის წასაკითხად არის განკუთვნილი. საინტერესოა ის, რომ ამ იდეის სიცოცხლისუნარიანობა პრაქტიკაზე, უნდა დაამტკიცოს Sony-ს ჯიბის სათამაშო კონსოლმა. სწორედ ჯერ არგამოსული PSP Vita გვიჩვენებს, თუ რაოდენ მოსახერხებელია უკანა თაჩსკრინზე თითების სრიალი. თუმცა, აქ ერთი მომენტია: შესაძლოა, რომ ბევრი უფრო გადაწყვეტს ტოპ-სმარტფონის და არა მის ტარებას და ამიტომაც, ამ კონცეპტის წარმატების საკითხი ჯერჯერობით ეჭვქვეშაა. სამართავი ელემენტების გადატანა სამაჯურებსა და ბეჭდებზე იქიდან გამომდინარე, რომ სმარტფონებმა დაიწყეს სანტიმეტრებისა და დუიმების მომატება დიაგონალებში, ამ ‘ნიჩბის’ მხოლოდ იმისთვის ამოღება, რომ შევიტყოთ დრო, ვუპასუხოთ ზარს ან შევცვალოთ ტრეკი, მოუხერხებელი გახდა. ამას დიზაინერები გამოეხმაურნენ გადაწყვეტილებით, რომ უბრალო სამართავი ფუნქციები გადატანილ ყოფილიყო მოწყობილობის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, საათზე ან სხვა აქსესუარზე. კომპანია Nokia-ს კვლევით ლაბორატორიამ შემოგვთავაზა მაგნიტური ბეჭედი Nenya (გულთბილი მოკითხვა ტოლკიენისგან). შემოსულ ზარის საპასუხოდ, სიმღერის გადასართავად ან სოციალურ ქსელში საკუთარი ადგილმდებარეობის შეტყობინებისთვის, საკმარისია ამ გაჯეტის საჭირო მიმართულებით შეტრიალება, ხოლო არჩევის დასადასტურებლად, თითზე მისი ოდნავ წინ გაწევა. ის თავის მხრივ, ურთიერთქმედებს სპეციალურ ბრასლეტთან - მაგნიტურ სარტ^ლის მეშვეობით, რომელში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება ფიქსირდება და ხდება ბრძანებების გადაცემა სმარტფონზე, Bluetooth-ით. კონცეპტი სავსებით ‘მუშა’ გამოდგა და როგორც მისი შემქმნელები ამტკიცებენ, ის მარტივად ახდენს 45 გრადუსით შეტრიალების ამოცნობას. ამგვარად, მასზე შესაძლებელია რვა სხვადასხვა ბრძანების გაერთიანება და როგორც მინიმუმ, ერთი გაუქმებისა. iPhone-ის მოყვარულებმა, იტალიურ ADR Studio-ს დიზაინერებმა დააპროექტეს მოწყობილობა, სახელწოდებით iWatch. ეს საათი აღჭურვილია სენსორული ეკრანით და უკავშირდება ზემოაღნიშნულ ტელეფონს ან iPad-ს - Bluetooth-ის საშუალებით, ხოლო ქსელში შედის ადაპტერ Wi-Fi-თ. გარდა დროისა, დისპლეიზე შესაძლებელია გამოსახულ იქნას შემოსული ზარის ავტორის სახელი, საფოსტო შეტყობინებები ან SMS და აგრეთვე ინფორმაცია ამინდის შესახებ. გარდა ამისა, პროდუქტში მოხერხებულად განათავსეს მინი-პროექტორიც, რომელიც ახდენს ფოტოსა და ვიდეოს დემონსტრირებას - ჩართულ მობილური მოწყობილობიდან. ამ ტიპის მოწყობილობის კიდევ ერთი მაგალითი შესაძლოა გახდეს ფუტურისტულ ტელეფონ Rollerphone-ის კონცეპტი - დიზაინერ ალექსეი ჩუგუნნიკოვისგან. ის წარმოადგენს უბრალო საათის მქონე, მარტივ მეტალის სამაჯურს, რომლის შიგნითაც იმალება გამჭვირვალე და დრეკადი სენსორული დისპლეი. ის არის გამოსაწევი და განკუთვნილია ძირითად ფუნქციების მართვისათვის. ავტონომიური მუშაობის დრო ეკრანი რაც უფრო დიდი და კაშკაშაა, სმარტფონი მით უფრო ნაკლებ ხანს მუშაობს ავტონომიურ რეჟიმში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციები ელემენტურ სფეროში თითქმის ყოველ თვე ჩნდება, ამ დროის გახანგრძლივების მხრივ, ჯერჯერობით დიდ პროგრესს მაინც ვერ ვხედავთ, მაგრამ არსებობს რამდენიმე ინოვაციური მიდგომა. კორეელი დიზაინერები ყურადღებას ამახვილებენ ორი ტიპის დისპლეის მქონე აპარატზე. Second Life Mobile Phone Concept სახელწოდების იდეა იძლევა დამუხტვის დონის გარკვევით გამოსახვას, რომელიც რაც უფრო მცირეა, მით უფრო გამჭვირვალე ხდება თვითონ სმარტფონი. ფერადი AMOLED ეკრანი, რომელიც აქტიურდება მუშაობის დროს, ელემენტის მაჩვენებლის შემცირებასთან ერთად, გადაირთვება შავ-თეთრ E-ink-ზე და სწორედ ამ გზით გვთავაზობენ ენერგომოხმარების შემცირებას ავტორები. გარდა ამისა, შესაძლებელია ელემენტების მუშაობის გახანგრძლივება და ენერგიის მიღება გარე წყაროებიდან. კორეელმა დიზაინერებმა - იონ კიონ ხვანმა და მიონ ხო კანმა მოიფიქრეს, თუ როგორ მოხდეს დამჯდარ ბატარეების დამუხტვა სპეციალურ მოწყობილობის გარეშე. კონცეპტ Charge Battery-ის იდეა გულისხმობს ამის გაკეთებას კინეტიკური ენერგიის გამოყენებით. საკმარისია ორი დაცლილი ელემენტის სხვადასხვა მხარეს შეტრიალება, რომ შიგნით დაყენებული მცირე ზამბარა მოქმედებაში მოიყვანს პატარა გენერატორს და ამგვარად, მომხმარებელს კიდევ ერთხელ შეეძლება შეხედოს მობილური ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის ეკრანს. ტელეფონის გზაში დატენვაზე რას იტყვით? ასეთი იდეის მაგალითი დემონსტრირებულ იქნა კომპანია Toyota-ს მიერ, ავტომობილ Toyota Avalon-ის ბაზაზე. გამოყენებული ტექნოლოგია eCoupled იძლევა ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის დამუხტვის საშუალებას და მონაცემთა სინქრონიზებას - პლანშეტს ან სმარტფონსა და მანქანას შორის. სამწუხაროდ, პრაქტიკაში დანერგვა იმით არის გართულებული, რომ მის სამუშაოდ აუცილებელია ელემენტის შეცვლა სმარტფონში (გავიხსენოთ დაუშლადი iPhone და მისი თანამოძმეები). ამგვარად, სანამ ამის გაკეთებას თვითონ მწარმოებლები არ დაიწყებენ, ტექნოლოგია მასობრივად არ გავრცელდება. კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტი გახლავთ დამუხტვა - ავტობუსის გაჩერებაზე არსებულ, რეკლამურ ბანერის მეშვეობით, რომელიც წარმოადგინა კომპანია Crispin Porter + Bogusky-მ. ასეთი რამ უკვე დამონტაჟებულ იყო რამდენიმე ამერიკულ ქალაქში და მათი მეშვეობით ხდებოდა ენერგეტიკული სასმელების პოპულარიზაცია. პლაკატში ინტეგრირებული USB-პორტი იძლეოდა საჭირო ხუთ ვოლტს, რაც სავსებით საკმარისი იყო მუსიკალური პლეიერის, ტელეფონის ან სათამაშო მოწყობილობის დამუხტვისთვის. უფრო მეტი, ვიდრე ტელეფონი მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ASUS-მა წარმოადგინა სმარტფონი, რომელსაც უნარი აქვს შეითავსოს სისტემური ბლოკის როლი, ყველაზე ‘მოდულური’ აპარატის ჯილდო ჯერჯერობით iPhone-ს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ ერთგვაროვანი მოდელთა რიგი და მათ შორის მცირე განსხვავება გაბარიტებში, გარე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, რომ მასიურად მოახდინონ საკმაოდ საინტერესო აქსესუარების გამოშვება და იქიდან გამომდინარე, რომ iPhone პოპულარულია და მისი მფლობელები მზად არიან მასზე დამატებითი თანხების გაღებისთვის, შეიძლება ვისაუბროთ ზემოაღნიშნული ტიპის ტელეფონის გარკვეულ ახალგამომცხვარ სტანდარტის შესახებ. რის მოფიქრება შეიძლება აქ? მაგალითად, არსებობს იდეა მოძველებულ სტაციონალური აპარატის - iPhone-სთვის განკუთვნილ დოკ-სადგურზე გარდაქმნისთვის. მის შემქმნელთა მტკიცებით, IP-ტელეფონური სფერო დამაჯერებლად ახდენს ტრადიციულ ქსელური ოპერატორების შევიწროებას, რაც ნიშნავს იმას, რომ დროა ადრეული კომუნიკატორების შეცვლა სმარტფონების დოკებისთვის. მოწყობილობა Desk Phone იძლევა საშუალებას, რომ აპარატი იყოს მუდმივად დამუხტული. გარდა ამისა, მას გააჩნია 3,5 მმ-იანი ყურსასმენების პორტი და სრულებით აუქმებს ძველი უბის წიგნაკის გახსნის აუცილებლობას. როგორ მოგწონს სარკიანი ფოტოაპარატის შექმნის იდეა iPhone-ის ბაზაზე, რომელიც ეკუთვნის დიზაინერ ჯერემი სალვადორს? ის გვთავაზობს კონცეპტ iPhone DSLR-ს, რომელიც პოპულარ სმარტფონს აქცევს ხსნადი ობიექტივების მქონე, სრულფასოვან DLSR-კამერად. ინგლისურ ენაში არსებობს საკმაოდ საინტერესო ცნება - retro-future, რაც ნიშნავს მომავლის წარმოდგენას წინა თაობების თვალით. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი კონცეპტი სწორედ მისი თანამედროვე ვარიანტია. რთულია იმის ვარაუდი, შეინარჩუნებენ თუ არა ეს ტექნოლოგიები ისეთივე სახეს, როგორც ფოტოსურათებზე. თუმცა მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და იმედი ვიქონით, რომ ასეთი და მსგავსი იდეები ფურცლებიდან რეალობაშიც გადმოინაცვლებს. 3DNews
  14. კომპანია Samsung-მა გამოუშვა Series 5 Chromebook-ის კიდევ ერთი მოდიფიკაცია, რომელთა პირველი გაყიდვებიც ამ ზაფხულს დაიწყო. Wi-Fi-ის მქონე მოდელი (3G-ის მხარდაჭერის გარეშე) ორიგინალისგან განსხვავდება სახურავის პრიალა ზედაპირითა და Chrome OS-ის განახლებული ვერსიით. 20 მმ-იანი ნოუთბუქი აღჭურვილია 12,1-დუიმიანი დისპლეით, რომლის გაფართოებაც შეადგენს 1280 х 800 პიქსელს. ხოლო, მწარმოებლის განცხადებით, SuperBright პანელი - ტრადიციულ ეკრანებთან შედარებით, 36%-ით უფრო კაშკაშაა. გარდა ამისა, მას საფუძვლად უდევს 2-ბირთვიანი პროცესორი Intel Atom, ასევე უნდა აღინიშნოს მიკროფონიანი ვებ-კამერის, სტერეოდინამიკების, ორი USB 2.0 პორტისა და SD, SDHC, MMC მეხსიერების ბარათებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა. კომფირტული მუშაობისთვის, ნოუთბუქი დაკომპლექტებულია სრული ზომის კლავიშებითა და გაზრდილი ფართობის მქონე თაჩპადით, რომელსაც უნარი აქვს ერთდროულად რამდენიმე შეხების ამოცნობისა. სისტემის ჩატვირთვა ხდება 10 წმ-ზე ნაკლებ დროში და ასევე უსწრაფესად ხორციელდება 'მძინარე' რეჟიმიდან გამოსვლაც. ხოლო, ელემენტის ერთი დამუხტვა უზრუნველყოფს პროდუქტის 6 სთ-იან ავტონომიურ ფუნქციონირებას. ლეპტოპის რეკომენდირებული ფასი 349$-ია. TechPowerUP!
  15. AMD-მ თითქმის ოფიციალურად განაცხადა, რომ Radeon HD 7xxx სერიის გრაფიკული გადაწყვეტილებები მიიღებენ XDR2 ტიპის მეხსიერების მხარდაჭერას, რომელიც შემუშავებულია კომპანია RAMBUS-ის მიერ. თუმცა, ამ პროდუქტების სავარაუდო მახასიათებლების აღწერილობაში, უფრო ხშირად GDDR5 ფიგურირებს. ჩინური წყარო MyDrivers ამ შეუსაბამობას საკმაოდ მარტივად ხსნის: ახალი ხაზის ბარათები აღჭურვილნი იქნებიან როგორც XDR2, ასევე GDDR5-ითაც - მოდიფიკაციიდან გამომდინარე. შედარებით ძვირადღირებული და მაღალი წარმადობის მქონე ვარიანტები დაკომპლექტებიან პირველი მათგანით, ხოლო უფრო ხელმისაწვდომი მოდელები კი - მეორეთი. ხოლო ვებ-გვერდი TechPowerUp ამავდროულად საუბრობს Southern Islands ნაწარმების ანონსის კიდევ ერთ სავარაუდო თანმიმდებრობაზე: ორპროცესორიანი New Zealand შესაძლოა წარდგენილ იყოს პირველ რიგში და არა Tahiti-ს შემდეგ. Overclockers.ru
  16. თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ Intel X79 სისტემური ლოგიკის ნაკრები სულ მცირე დროში ახალ სტეპინგზე გადავა, ხოლო თვითონ Sandy Bridge-E პროცესორები მას კიდევ უფრო ხშირად შეიცვლიან - მომავალ წელს, ეს მოხდება არანაკლებ 2-3-ჯერ მაინც. როგორც ერთი, ისევე მეორე კომპონენტები საჭიროებენ განახლებას: ჩიპსეტისთვის აუცილებელია SAS-ინტერფეისისა და დამატებითი Serial ATA პორტების მხარდაჭერა, ხოლო CPU-ებს უნდა შეუმცირდეთ ენერგომოხმარების დონე და 'ისწავლონ' VT-d ტექნოლოგიასთან მუშაობა. სულ ახლახანს, ინფორმაციულმა წყარომ, საკუთარი არხების საშუალებით, მოიპოვა მტკიცებულება, რომ Intel აპირებს X79-ის ახალ სტეპინგზე გადაყვანას 2012-ის I კვარტლის ბოლომდე. ეს ინფორმაცია მხოლოდ ამყარებს ზოგიერთი ენთუზიასტის აზრს იმის შესახებ, რომ აღნიშნული პლატფორმის შეძენა ჯერჯერობით ნაადრევია.
  17. ეგეც მაგარი მონიტორი ჩანს და კიდევ აი ეს მოდელიც საკმაოდ კარგი IPS იქნება, თუმცა 21.5 დუიმიანია და ეგ 23-იანი. ეს ორი საუკეთესო ვარიანტია ჩემი აზრით
  18. ინფორმაცია, რომ Intel გეგმავდა Ivy Bridge პროცესორების გრაფიკულ შესაძლებლობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ცნობილი ჯერ კიდევ IDF Fall 2011 ღონისძიებაზე გახდა. Sandy Bridge-თან შედარებით, მათი ეს შემადგენელი ნაწილი გამორჩეული იქნება ორჯერ მეტი წარმადობის დონით. გარდა ამისა, გაჩნდება რამდენიმე მონიტორზე გამოსახულების გამოტანის შესაძლებლობისა და 4K გაფართოების მხარდაჭერა. როგორ ვებ-გვერდი VR-Zone იტყობინება, ჯერ არგამოსული ოპერაციული სისტემა Microsoft Windows 8 'მეგობრობს' Ivy Bridge-თან და დაეხმარება მას პოტენციალის სრულ წარმოჩენაში. უფრო ზუსტად კი, გრაფიკული სისტემა აქტიურად იქნება გამოყენებული სამომხმარებლო ინტერფეის Metro-ს ეფექტების დამუშავებაში, ასევე მოხდება API DirectX 11.1-ის რეალიზება და გაუმჯობესდება API DirectCompute-ის მუშაობა, რომელიც იძლევა გამომთვლელ დატვირთვის ნაწილის გადანაწილების საშუალებას GPU-ზე. გაჩნდება სტერეოსკოპული გამოსახულების ჩვენების შესაძლებელობა. ყველა მათგანზე წარმოდგენას მომდევნო სლაიდი შეგიქმნით: უყურადღებოდ არ დარჩენილა OpenGL 3.1 და OpenCL 1.1-ის მხარდაჭერაც. Ivy Bridge პროცესორებს უნარი ექნებათ სამ დაცულ, HDCP ვიდეონაკადის ტრანსლირება - ამდენივე დამოუკიდებელ მონიტორისთვის. გარდა ამისა, ინტეგრირებული გრაფიკის საშუალებით, შესაძლებელი იქნება ვიდეოთამაშების ჩართვა 1920 x 1080 პიქსელ გაფართოებაზე - ხარისხის საშუალო პარამეტრებზე. ეს შედეგი რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ სავსებით საკმარისია ბიუჯეტურ დისკრეტული ვიდეობარათების სამუდამო ჩასანაცვლებლად. თუმცა, ამ მოსაზრების უტყუარობა AMD-სა და NVIDIA-ს 28 ნმ პროდუქტებზეა დამოკიდებული. Overclockers.ru
  19. ხო, 5 მ/წმ-იანი მეც არ მინახავს IPS-ზე. მაგ LG-ის მონიტორსაც კარგი დონის ჩვენება ექნება, მაგრამ სამსუნგიც არ არის ცუდი ვარიანტი
  20. გამოვიდა გაყიდვაში, თემა განვაახლე
  21. Nokia PC Suite დაგჭირდება, თემები აქედან გადაწერე.
  22. ინფორმაციულმა წყარომ მოიპოვა გვერდები ASUS-ის საფირმო ბუკლეტიდან, რომლებზეც საუბარია ორ ახალ ნეტბუქ - Eee PC 1025C და 1025CE-ზე და როგორც იტყობინებიან, ისინი გაყიდვაში საშობაო დღესასწაულების წინ გამოჩნდებიან. ისინი დაფუძნებულნი იქნებიან Intel Cedar Trail პლატფორმაზე, გვპირდებიან რამდენადმე განსხვავებულ დიზაინს (წინამორბედებთან შედარებით) და მიიღებენ რვა (1025C-ის შემთხვევაში) ან სამ (1025CE-ში) ფერთა გაფორმებას. დისპლეები საკმაოდ ტრადიციულია და შეადგენს 10,1 დუიმს, ხოლო გაფართოება კი - 1024 х 600 პიქსელს. კონფიგურაციებში აგრეთვე შევა ენერგოეფექტური პროცესორები Intel Atom N2600 (1,66 გჰზ) და N2800 (1,83 გჰზ), რომლებიც 6-სექციან ელემენტთან ერთად, უზრუნველყოფენ 12 სთ-მდე მუშაობას ავტონომიურ და 21 სთ-მდე - მომლოდინე რეჟიმში. გარდა ამისა, ადგილზეა Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 3.0 მოდულები, HDMI და USB 3.0 პორტები, მყარი დისკი 250-დან 500 გბ-მდე ტევადობით და 1-2 გბ ოპერატიული მეხსიერება. საინტერესოა, რომ ოპციონალურ შემადგენლობის სახით, ხელმისაწვდომია Blu-ray დისკების კითხვის უნარის მქონე, ოპტიკური წამყვანი, რომელიც შეიძლება დაყენდეს სტანდარტულ CD/DVD-ებთან თავსებად მოწყობილობის ნაცვლად. ნეტბუქების მასა შეადგენს 1,25 კგ, ხოლო ზომები კი - 262 х 178 х 20,7-34,4 მმ. ფასები უკვე ცნობილია: ASUS Eee PC 1025C ბაზური კომპლექტაციით ხელმისაწვდომი იქნება 249, ხოლო Eee PC 1025CE - 299 ევროდ. eeepc.it, IXBT
  23. კომპანია Philips-ის მონიტორების ასორტიმენტი შეივსო PowerSensor 241P4QPYES/00 სახელწოდების მქონე პროდუქტით. ეკრანის ზომა 24 დუიმია და ის წარმოადგენს ბიზნეს-მოდელს - გამოსახულების მაღალი ხარისხის პრეტენზიით, რადგანაც მასში გამოყენებულია Advanced MVA (AMVA) ტიპის პანელი, ხოლო განათება დაფუძნებულია შუქდიოდებზე. სამწუხაროდ, არ ვრცელდება ინფორმაცია მახასიათებლების შესახებ, თუმცა გვატყობინებენ მაღალ სტატიკურ კონტრასტულობის, სიკაშკაშისა და ხედვის ფართო კუთხეების შესახებ, რომლებიც უტოლდება 178 გრადუსებს (ორივე სიბრტყეში). მოწყობილობა აღჭურვილია DVI და Philips DisplayPort გასასვლელით, რომელიც ჩვეულებრივ DisplayPort-ისგან განსხვავდება 15 მეტრამდე სიგრძის კაბელებით და უზრუნველყოფს გამტარიანობას 10,8 გბიტ/წმ-ში. გარდა ამისა, კონფიგურაციაში აგრეთვე შედის USB-პორტების კონცენტრატორი და იწ-სენსორი, რომელიც მომართულია მონიტორის წინ აქტიურობის განსაზღვრისთვის: თუ მომხმარებელი ტოვებს ამ ადგილს, პროდუქტი ითიშება, რითაც ხდება ელ.ენერგიის დაზოგვა. დისპლეის გაყიდვები ევროპაში ნოემბრის ბოლოდან დაიწყება, ხოლო მისი ფასი 340 ევრო იქნება. PRAD.de
  24. კომპანია AOC-მა ოფიციალურად განაცხადა მონიტორ Aire Pro-ს გამოსვლის შესახებ (მისი უფრო ჩვეული ინდექსია i2353Ph), რომელიც დამზადებულია IPS-ტიპის პანელზე. ის გამოირჩევა ელეგანტური იერ-სახით, გამოსახულების მაღალი ხარისხით და სიიაფით. მონიტორი ხასიათდება თხელი, 9,2 მმ-იანი დისპლეით და თეთრი ფერის შუქდიოდებზე დაფუძნებულ განათებით. ეკრანის დიაგონალი შეადგენს 23 დუიმს, ხოლო გაფართოება კი - 1920 х 1080 პიქსელს. გარდა ამისა, დინამიური კონტრასტულობის დონე შეადგენს 50 000 000:1, სიკაშკაშე - 250 კდ/მ2-თან, ხოლო გამოხმაურების დრო - 5 მ/წმ. პროდუქტი ასევე აღჭურვილია ორი ინტეგრირებული დინამიკითა და ამდენივე HDMI-პორტით. მას გააჩნია ტექნოლოგია eSaver, რომელიც გათვლილია ენერგიის მოხმარების შემცირებაზე და Screen+ - მუშაობის წარმადობის გაზრდაზე, ეკრანზე რამდენიმე დამოუკიდებელ სამუშაო ადგილის შექმნის გზით. AOC Aire Pro i2353Ph უკვე გამოჩნდა ინტერნეტ-მაღაზიებში 150 ევროს ფასად. Softpedia
  25. როგორც ბევრ სხვა სფეროში, საუკეთესო სპეციალისტად ყოველთვის ის ითვლება, ვინც საკუთარ საქმიანობას ენთუზიაზმით ეკიდება. ცნობილი ოვერქლოქერი k|ngp|n, ექსტრემალური აჩქარების გარდა, დაკავებულია მოწყობილობების შემუშავებით და გამოშვებითაც, რომლებსაც გამოდიან თავის სავაჭრო მარკა KingpinCooling-ის ქვეშ და დააინტერესებენ ნებისმიერს, ვისაც სურს თავისი 'ჰარდისგან' მაქსიმალური წარმადობის მიღება. მისივე ფორუმზე, მან განაცხადა თხევადი აზოტისთვის განკუთვნილ ამაორთქლებლების რელიზის შესახებ, რომლებიც ქმნიან 2011 და 2012 წლების სამოდელო რიგს: F1 Extreme Dark, TEK-9 FAT 6, TEK-9 SLIM 7 და F1 GEMINI 2.0. გაუმჯობესებები შეეხო პროდუქტების შიდა ზედაპირებს, ისევე, როგორც გარეგნულ მხარესაც. ასევე, ყველა მათგანმა მიიღო შავი ფერის ანოდირებული საფარი და მბზინავი, მუქი, ნიკელირებული ნაწილები. თუმცა, ამის შესახებ, უფრო სრულყოფილად, ფოტოსურათების მეშვეობით შეიტყობთ. ყველა ნაწარმის შეკვეთა შესაძლებელია KingpinCooling-ის ოფიციალურ მაღაზიაში, რომლებსაც მცირე დროში შეემატება NB-2. ის თავის მხრივ, განკუთვნილი იქნება ლოგიკური მიკროსქემის გაგრილებისთვის. ფასები ჯერჯერობით არ ხმაურდება. Overclockers.ru
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.