Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. ინფორმაციულმა წყარო VR-Zone-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მობილურ Ivy Bridge პროცესორების შესახებ. ისინი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჩვეულებრივ, ასევე შემცირებულ ენერგომოხმარების მქონე ვერსიებში (ULV). სტანდარტულ კვების ძაბვიანი მოდელების თერმოგამოყოფის დონე იმერყევებს 35, 45 და 55 ვ-ებში, ხოლო ULV მოდელებისთვის, ეს მაჩვენებელი კვლავინდებურად 17 ვ-ს დონეზე დარჩება. Low Voltage (LV) სერია, რომელიც ამჟამად წარმოდგენილია 25 ვ-იან Sandy Bridge-ების სახით, გამარტივდება: ნოუთბუქებისთვის განკუთვნილი, ახალი პლატფორმის სახელწოდება კი იქნება Chief River და მასში შევა HM75, HM76, HM77 და UM77 ჩიპსეტები. ბოლო მათგანი სპეციალურად დაბალი TDP-ს მქონე მობილურ კომპიუტერებისთვის არის ოპტიმიზირებული (როგორც ჩანს, იგულისხმება ულტრაბუქები). განსხვავება HM75 და HM76-ს შორის კი უმნიშვნელოა (უმცროს ვერსიას არ გააჩნია USB 3.0-ის მხარდაჭერა). HM77 ყველაფერთან ერთად, ითვალისწინებს RAID-მასივებს, ტექნოლოგია Smart Response-ს და წყვილ დამატებით USB 2.0-ს. UM77 კი მიიღება HM77-ისგან - PCI Express ხაზების 4-ით და SATA/USB პორტების შემცირებით. რაც შეეხება თვითონ პროცესორებს, Intel გეგმავს გადაწყვეტილებების ფართო ასორტიმენტის წარდგენას, რომლის ტოპ-ვერსიაც გახდება 2.9 გჰზ-იანი Core i7-3920XM, 4 core-ით. ერთი საფეხურით ქვევით, განლაგდა Core i7-3820QM (2.7 გჰზ)და Core i7-3720 (2.6 გჰზ). აღნიშნულ მოდელებს ასევე გააჩნიათ Intel HD Graphics 4000 არქიტექტურაზე დაფუძნებული, უფრო სწრაფი ბირთვი - ტაქტური სიხშირის თვალსაზრისით. Link 1 Link 2 თავდაპირველად, U-სუფიქსის მქონე პროცესორები იქნებიან 2 გჰზ-იანი Core i7-3667U (Turbo Boost რეჟიმში 3 გჰზ-მდე აჩქარების შესაძლებლობით და 3.2 გჰზ-მდე - ერთი აქტიური ბირთვით) და 1.8 გჰზ-იანი Core i5-3427U (2.6 და 2.8 გჰზ-მდე შესაბამისად). ორივე მათგანის გრაფიკული ბირთვი იმუშავებს 350 მჰზ-ზე, 1150 მჰზ-ის მიღწევის უნარით. ოჯახის უმცროსი წარმომადგენლები გაერთიანდებიან სავაჭრო მარკა Pentium და Core i3-ის ქვეშ, თუმცა როადმაპში ისინი ჯერჯერობით არ შეინიშნებიან. შეგახსენებთ, რომ მობილური Ivy Bridge-ების დებიუტი დაგეგმილია მომდევნო წლის მეორე კვარტალში. მათი ანონსის თანმიმდევრობა მოგვიანებით დაზუსტდება. Overclockers.ru
  2. წელიწადზე ოდნავ დიდი ხნის წინ, დაიწყო 2010 წლის სექტემბერს დაანონსებულ, 'სარკიან' Pentax K-r-ის გაყიდვები. ის იქცა კომპანიის, როგორც ფოტოტექნიკის დამოუკიდებელი მწარმოებლის მიერ გამოშვებულ, ერთ-ერთ უკანასკნელ კამერად. როგორც იცით, ორი თვის წინ, Ricoh-მ დაასრულა Pentax Imaging Systems-ის შეძენის პროცესი და მუშაობა დაიწყო ბრენდ Pentax Ricoh Imaging Company-მ. გარკვეული დროის წინ, Pentax K-r გაქრა მსხვილ ამერიკულ ონლაინ-მაღაზიების ასორტიმენტებიდან, რაც როგორც წესი, წარმოადგენს უტყუარ ინდიკატორს იმისა, რომ პროდუქტი წარმოებიდან ამოღებულია. უნდა აღინიშნოს, რომ კამერისა და ობიექტივისგან შემდგარი კომპლექტი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. რამდენიმე დღის წინ, Pentax Japan-მა, შეტყობინებით დაადასტურა, რომ აღნიშნული აპარატის გამოშვება შეწყვეტილია. ამ წლის 9 დეკემბრის შემდეგ, კომპანია აღარ მიიღებს შეკვეთებს Pentax K-r-ზე, თუმცა მის კატალოგში ის ამ მომენტისთვის მაინც შეინიშნება. იქვეა 'სარკიანი' კამერა Pentax K-r, რომლის ანონსიც 2010-ის შემოდგომაზე შედგა, მაგრამ Pentax-ის პროდუქციაში, ის შედარებით უფრო მაღალ პოზიციაზეა განთავსებული. იქნება თუ არა გამოშვებული Pentax K-r-ის შემცვლელი მოდელი, ჯერჯერობით უცნობია. თუ დიახ, მაშინ მისი პრემიერისთვის შესაფერისი შემთხვევა შესაძლოა გახდეს გამოფენა PMA 2012, რომელიც მომდევნო წლის დასაწყისში შედგება. B&H, Pentax Ricoh Imaging Company, IXBT
  3. ულტრაბუქისთვის დამახასიათებელი გაფართოება, რას ერჩი? :)
  4. Padfone სახელწოდებით ცნობილი, პლანშეტურ კომპიუტერისა და სმარტფონის ჰიბრიდი, ASUS-მა მაისის ბოლოს დააანონსა. ოქტომბერში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის გამოვიდოდა მომდევნო წლის პირველ კვარტალში, თუმცა მაშინაც, მისი ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ მწირი იყო და ბოლოს, ნოემბერში, ცნობილი გახდა, რომ ის დაფუძნებულ იქნებოდა 918 მჰზ სიხშირეზე მომუშავე, ერთკრისტალიან სისტემა Qualcomm MSM8960-ზე. როგორც ინფორმაციული წყარო იტყობინება, კომპანია ამ პროდუქტს გამოიტანს ღონისძიება Mobile World Congress 2012-ზე, რომელიც 2012-ის თებერვალში შედგება. აპარატულ საფუძვლად, ამჯერად მოყვანილია NVIDIA Tegra 3. შეგახსენებთ, რომ ის, თავის მხრივ, უკვე გამოიყენება პლანშეტ ASUS Eee Pad Transformer Prime-ში. IXBT
  5. პრემიერა 14 დეკემბერს იქნებაო http://www.ixbt.com/news/hard/index.shtml?15/30/45
  6. კომპანია LG-მ წარმოადგინა ულტრაბუქების კატეგორიაში შესული მობილური კომპიუტერი - LG X-Note Z330 Ultrabook.. 315 x 215 x 14,7 მმ ზომებით და 1,21 კგ წონით, მას გააჩნია 13,3-დუიმ დიაგონალის მქონე ეკრანი - 1366 x 768 პიქსელ გაფართოებით. გარდა ამისა, მის კონფიგურაციაში აგრეთვე შესულია SATA 6 გბიტ/წმ ინტერფეისიანი SSD, ასე, რომ მწარმოებლის მიერ განცხადებული, 'ცივი' ჩატვირთვის დრო შეადგენს სულ რაღაც 9,9 წმ-ს. მოდიფიკაცია - Core i5-2467M (1,6 გჰზ) პროცესორით, 4 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 120 გბ-იანი მყარი დისკით შეფასებულია 1500$-ად, ხოლო თუ არჩეულ იქნება Core i7-2637M (1,7 გჰზ), 256 გბ-იანი SSD, ეს ნიშნული კიდევ 800$-ით გაიზრდება (მოცემულია სამხრეთ კორეის ფასები). გარდა ამისა, პროდუქტი აღჭურვილია HDMI და USB 3.0 ინტერფეისით, Bluetooth 3.0+HS და Wi-Fi 802.11 b/g/n ადაპტერით, გააჩნია ტექნოლოგია Intel WiDi-ის მხარდაჭერა - HDTV-სთან უკაბელო კავშირისთვის. ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა კი - 6 სთ-ზე მეტია. IXBT
  7. PC Games Hardware აღმოაჩინა AMD Radeon HD 7000M სერიის ორი წარმომადგენელი - ASUS-ისა და HP-ს ნოუთბუქებში. თავდაპირველად გავეცნოთ ASUS X53TK-SX058V-ის სპეციფიკაციებს, ის აღჭურვილია ინტეგრირებულ GPU Radeon HD 6520G-ის მქონე, ჰიბრიდულ პროცესორ A6-3420M-ით, ხოლო დისკრეტულ ვიდეობარათის როლს ასრულებს Radeon HD 7670M, რომლის ტაქტური სიხშირეც, ადრე გავრცელებულ ცნობების მიხედვით, შეადგენს 600 მჰზ-ს, 1 გბ DDR3 მეხსიერებისა - 900 მჰზ-ს, ხოლო ინტერფეისი კი - 128-ბიტიანია. გარდა ამისა, მის კომპლექტაციაში აგრეთვე შედის 8 გბ RAM, 750 გბ ტევადობის მყარი დისკი, ოპტიკური წაყვანი CD/DVD-დისკების ჩაწერის შესაძლებლობით, 15,6-დუიმ დიაგონალის ეკრანი - 1366 х 768 პიქსელ გაფართოებით. პროდუქტის ფასი ევროპაში დაახლოებით 620 ევრო იქნება. HP Envy 17-3030ew კი, თავის მხრივ, Intel-ის პლატფორმაზეა დაფუძნებული. AMD-ს კომპონენტებიდან, მასში მხოლოდ Radeon HD 7690M-ია, რომელიც Radeon HD 7670M-ის მსგავსად, გააჩნია 128-ბიტიანი სალტე, ბირთვის სიხშირე უფრო მაღალია - 650 მჰზ, 1 გბ GDDR5-ისა კი დაბალი - 800 მჰზ. მისი ღირებულება შეადგენს 1200 ევროს, რომელშიც მომხმარებელი ასევე მიიღებს Intel Core i7-2670QM პროცესორს, 6 გბ ოპერატიულ მეხსიერებას, 17,3-დუიმიან ეკრანს 1920 х 1080 გაფართოებით, 1 ტბ-იან HDD-ს და წამყვანს Blu-ray-დისკების წაკითხვის უნარით. ჯერჯერობით არ ვრცელდება არანაირი ოფიციალური ინფორმაცია - AMD Radeon HD 7000M სერიის ვიდეობარათების ანონსის შესახებ. არსებობს მოსაზრება, რომ ის შედგება მომდევნო წლის იანვრის თვეში გამართულ CES 2012 გამოფენაზე. IXBT
  8. ვიდეობარათების ზოგიერთი მწარმოებელი ამ დღეებში მომხმარებლებს სთავაზობს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს AMD Northern Islands სერიის პროდუქტებზე. გთავაზობთ პრაის-ლისტები აღებულია ამერიკულ ონლაინ-მაღაზია Newegg-იდან. დავიწყოთ საშუალო ბიუჯეტურ Radeon HD 6850 (960 SP, 256-ბიტიანი ინტერფეისი)-დან. რიბეიტი შეეხო პირდაპირ სამ გადაწყვეტილებას - Sapphire, Gigabyte და XFX-სგან, რომელთა ღირებულებაც 130 დოლარია. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, ანონსის დღეს, HD 6850-ის ფასი 179$-ს შეადგენდა. რაც შეეხება Radeon HD 6870-ს (ღირებულება პრემიერის დღეს - 239$), რომლის კომპლექტაციაშიც შედის 1120 ნაკადური პროცესორი, ის ამჟამად საკმაოდ საინტერესო შენაძენად უნდა ჩაითვალოს. ასე მაგალითად, PowerColor AX6870 1GBD5-2DH ხელმისაწვდომია 140$-ად და ამასთან, მოყვება თამაში DiRT 3-იც. 2010 წელთან შედარებით, 99 ერთეულით ნაკლებს ითხოვენ XFX Radeon HD 6950-ში (200$). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას მხოლოდ 1 გბ ვიდეომეხსიერება გააჩნია. სრულფასოვან 2 გბ-ს მქონე მოდელი არც თუ ისე იაფია - 270$ (-30% ფასდაკლება) და ასევე DiRT 3. უფროს ერთჩიპიან Radeon HD 6970-ის ფასი 320$-დან იწყება. შარშან დეკემბერში კი, ეს ნიშნული 369$-ზე იყო. ამ მხრივ, ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტებში მოიაზრება XFX HD-697A-CNFC და Sapphire 100311-3SR. ორივე მათგანის არსენალში 1536 სტრიმ-პროცესორი, 256-ბიტიანი ინტერფეისი და 2 გბ მეხსიერებაა. ტაქტური სიხშირეები რეკომენდირებულს შეესაბამება და გახლავთ 880/5500 მჰზ. ბოლოს კი, გეტყვით იმასაც, რომ AMD-ს ერთ-ერთ პარტნიორის წყაროებმა, Fudzilla-ს შეატყობინეს, რომ ერთბირთვიან ვიდეობარათ Tahiti XT (Radeon HD 7970)-ის ღირებულება, ანონსის დღეს იქნება 549$, ხოლო უმცროს Radeon HD 7950-ისა - 449$. როგორც ჩანს, ისინი მომდევნო წლის იანვრის თვეში გამოჩნებიან. Overclockers.ua
  9. კომპანია Noctua ბოლო დროს, ყურადღებას არამხოლოდ თავის ფენების აეროდინამიურ მახასიათებლების დახვეწას უთმობს, არამედ ასევე განაგრძობს მათი კვების ქვესისტემის გაუმჯობესებასაც - საფირმო მიკროსქემა NE-FD1-ის გამოყენებით. ის იძლევა მუშაობის დროს ხმაურის დონის შემცირებისა და ენერგომოხმარების დონის შეზღუდვის საშუალებას - 25-40%-მდე - PWM-მართვის ფუნქციის არმქონე, მისივე ანალოგიურ გადაწყვეტილებებთან და 50%-მდე - სისწრაფის მსგავს დიაპაზონში ფუნქციონირებად, კონკურენტ მოდელებთან შედარებით. გუშინ, მან წარმოადგინა კორპუსისთვის განკუთვნილი ვენტილატორები - NF-P12 PWM, NF-B9 PWM და NF-R8 PWM, რომლებიც ითვლებიან პოპულარულ, ამავე ვერსიების სახესხვაობებად - PWM-ის გარეშე. ციფრული ინდექსი პროდუქტების სახელწოდებებში, როგორც მიხვდით, მათ ზომებზე მეტყველებს, რომლებიც შეადგენს 120, 92 და 80 მმ-ს შესაბამისად. სპეციფიკაციები შემდეგნაირია: NF-P12 PWM მაქსიმალური სისწრაფე - 1300 ბრ/წთ; სპეციალური გადამყვანის საშუალებით კი, 900 ბრ/წთ-მდე. ჰაერის ნაკადის დონე - 92,3 მ3/სთ ხმაურიანობა - 19,8 დბ-მდე NF-B9 PWM მაქსიმალური სისწრაფე - 300-1600 ბრ/წთ-მდე; გადამყვანით კი, 1300 ბრ/წთ-მდე. ჰაერის ნაკადის დონე - 64,3 მ3/სთ ხმაურიანობა - 17,6 დბ-მდე NF-R8 PWM მაქსიმალური სისწრაფე - 300-1800 ბრ/წთ-მდე; გადამყვანით - 1300 ბრ/წთ-მდე. ჰაერის ნაკადის დონე - 53,3 მ3/სთ ხმაურიანობა - 17,1 დბ-მდე თითოეულ კომპლექტში შედის კვების კაბელის 300 მმ-იანი დამაგრძელებელი და გამყოფი ორ 4-კონტაქტიან ბუდისთვის. რეკომენდირებული ფასები ამგვარია: NF-P12 PWM (19,90€ და 24,90$), NF-B9 PWM (17,90€ და 21,90$) და NF-R8 PWM (14,90€ და 18,90$). ნაწარმებზე მოქმედებს მწარმოებლის 6-წლიანი გარანტია. Overclockers.ru
  10. EVGA, MSI, GIGABYTE-ის ვერსიების კარგი რაუნდ-აპია, ვისაც უნდა http://www.hardwarecanucks.com/forum/hardware-canucks-reviews/48843-nvidia-geforce-gtx-560-ti-448-roundup-evga-gigabyte-msi.html
  11. გადავხედე ამის რევიუსაც და MSI-ს ვერსიაზე 3 გრადუსით უფრო ცხელი ყოფილა ეს
  12. აი ზოგიერთი სხვა მწარმოებლის ვერსიები ამ ბარათისთვის: Gainward-ის გადაწყვეტილების სიხშირეები შეადგენს 732/1900 მჰზ-ს, ინტერფეისი 320-ბიტიანია, ხოლო მეხსიერების ოდენობა - 1280 მბ. მისი გაგრილების სისტემა შესრულებულია სასიამოვნო, შავ/წითელ ფერებში: კომპანია Palit-ის ეს ვიდეობარათიც ქარხნულ სიხშირეებზე იმყოფება. პირველ რიგში, ის ყურადღებას იპყრობს კომპლექტში თამაშ Battlefield 3-ის არსებობით. Inno3D-მ თავისი მოდელი ოდნავ, 760/1644/3800 მჰზ-მდე ააჩქარა. Overclockers.ru
  13. სხვა მწარმოებლებთან ერთად, ვიდეობარათ GeForce GTX 560 Ti 448 Cores-ის საკუთარი ვერსია, თავის მხრივ, წარმოადგინა კომპანია GIGABYTE-მაც. მოდელი GV-N560448-13I აღჭურვილია სამ 80 მმ-იანი ფენისა და საორთქლე კამერის მქონე, Windforce 3X ქულერით. გაგრილების ამგვარი სისტემა ჩვენთვის უკვე კარგად არის ცნობილი მის სხვა გადაწყვეტილებებში. სახელწოდებიდან გამომდინარე, ისედაც გასაგებია, რომ ყველა ამ ახალ გრაფიკულ ადაპტერს, ისევე, როგორც აღნიშნულსაც, გააჩნია 448 CUDA ბირთვი. გარდა ამისა, 320-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისიც, ხოლო ტაქტური სიხშირეები ქარხნულ ნიშნულებზე იმყოფება: 732/1464/3800 მჰზ. ასევე, გამოყენებულია ტექნოლოგია Ultra Durable VGA. მოსალოდნელია, რომ მისი ღირებულება არ გადააჭარბებს 300$-ს. ის ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული რაოდენობით - აშშ-ს, კანადის, დიდ ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და სკანდინავიურ ქვეყნების ტერიტორიაზე. TechPowerUP!, IXBT
  14. ხო, ნაკლებ დენს მოიხმარს, გრილიცაა და საშუალოდ 20-50$-ით იაფია 570-ზე. მართლაც კარგი რამეა
  15. ჩაემატა ზუსტი მონაცემები და ინფო მეორე ბარათზე
  16. დიდი მადლობა, კარგი რევიუა. საერთო ჯამში, არ არის ცუდი ბარათი, 570-ის ბიუჯეტური ვერსიაა ფაქტიურად. თუმცა 560 Ti მაინც უკეთესი ვარიანტი მგონია
  17. რესურს CPU-World-ს მოჰყავს Intel Ivy Bridge პროცესორების საკმაოდ დეტალური მახასიათებლები, რომელთა გამოსვლაც მომდევნო წლის აპრილის თვეშია დაგეგმილი. სიაში შესული შვიდი მათგანის თერმო-პაკეტის დონე არ აჭარბებს 65 ვ-ს (ისინი აღინიშნებიან სუფიქს 'S'-ით), სამი მოდელისა კი - 35-45 ვ-ს ('T' სუფიქსი), ხოლო Core i5-3570K და Core i7-3770K-ს გააჩნიათ გახსნილი მამრავლები. როგორც ჩანს, (თითქმის) ყველა CPU დამზადებული იქნება მესამე თაობის, 8 მბ დაყოფად კეშ-მეხსიერების მქონე, 22 ნმ 4-ბირთვიან კრისტალის მიხედვით. შესაძლოა, გამონაკლისს წარმოადგენს Core i5-3470T, რომელიც მუშაობს 2,7-3,1 გჰზ სიხშირეზე. ჩვეულებრივ მოდელების ეს ნომინალური მაჩვენებელი კი ვარირებს 3,0-3,4 გჰზ-მდე, ენერგოეფექტური S-სერიის გადაწყვეტილებები ფუნქციონირებენ 2,7-3,1 გჰზ-ზე. Core i7-3000 სერიის პროცესორები თანამოძმეებისგან განსხვავდებიან მრავალი ნაკადის მხარდაჭერით (Hyper-Threading), სრული ზომის, III თაობის კეშით (8 მბ) და გაუმჯობესებულ ინტეგრირებულ გრაფიკა Intel HD 4000-ით. ის თავის მხრივ, ხელმისაწვდომია იაფფასიან Core i5-3475S და Core i5-3570K-შიც. რეკომენდირებული ფასები მოგვიანებით გახდება ცნობილი. Overclockers.ua
  18. კომპანია AMD-მ განაცხადა სავაჭრო მარკა AMD Memory-ის ქვეშ შემავალ ოპერატიულ მეხსიერების მცირე დროში გამოჩენის შესახებ. პროდუქციის სპექტრის გაფართოების შესახებ, ჯერ კიდევ აგვისტოში გახდა ცნობილი, თუმცა იმ მომენტისთვის, წინადადება მხოლოდ კომპანიის OEM-პარტნიორებისთვის ვრცელდებოდა. ახალი ჰორიზონტების ათვისებაში კი, მას დახმარებას გაუწევენ Patriot Memory და VisionTek. სავარაუდოდ, პირველი მათგანი ითვლება მოწყობილობების უშუალო მწარმოებლად, ხოლო მეორე ფლობს აუცილებელ საშუალებებს - ბაზარზე მათი პოპულარიზაციისთვის. ახალი ნაწარმები წარმოდგენილნი არიან სამ სერიის სახით: Entertainment (DDR3-1333, 1,5 ვ), Performance (DDR3-1333 და DDR3-1600, 1,35-1,5 ვ) და Radeon (DDR3-1866, 1,5-1,65 ვ). JEDEC და AMD Black Edition პროფილების მხარდაჭერის მქონე მოდულები ხელმისაწვდომნი იქნებიან 2, 4 და 8 გბ ოდენობის მოდიფიკაციებში. მათი დეტალური მომართვისთვის კი, დაგეხმარებათ უტილიტა AMD OverDrive. იმ მოდელებისგან განსხვავებით, რომლებიც ზაფხულში ვნახეთ, ეს სამომხმარებლო ვერსიები გარეგნული თვალსაზრისით, გაცილებით უფრო თვალწარმტაცად გამოიყურებიან. შავი ფერის ბეჭდური დაფები ფარავენ კაშკაშა წითელი ეტიკეტით გაფორმებულ, მეტალის რადიატორებს. ყუთებზე კი, კომპანიის საფირმო სიმბოლოა განთავსებული. IXBT
  19. ვიდეობარათი GeForce GTX 580 Lightning 1536 MB, MSI-მ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს წარმოადგინა. მან ტესტირების შედეგად, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები გვიჩვენა და დიდი შანსი ჰქონდა იმისა, რომ გამხდარიყო წლის პროდუქტი. თუმცა ცოტა მოგვიანებით, Computex 2011 გამოფენაზე, ნაჩვენებ იქნა მისი კიდევ უფრო მძლავრი ვერსია, 3 გბ მეხსიერებითა და უფრო მიმზიდველი გარეგნობით. მათ აიღეს ორიგინალი Lightning-ის ბეჭდური დაფა, გაზარდეს ზემოაღნიშნული მაჩვენებელი დაუმატეს მცირედით გაუმჯობესებული Twin Frozr III ქულერი, რომლის მუშაობის პრინციპი მსგავსია, მაგრამ არის მასში გარკვეული თავისებურებები, მაგალითად, როდესაც ბარათი ხურდება, ფენ-ბირთვის ფერის ინტენსიურობა იცვლება. გარდა ამისა, დამატებულ იქნა ახალი სისტემა. კერძოდ კი, კომპიუტერის ჩართვიდან 30 წამის განმავლობაში, ზემოაღნიშნული ‘ხრახნები’ იწყებენ საწინააღმდეგო მიმართულებით ტრიალს და ამგვარად, ახდენენ ფირფიტების გასუფთავებას მტვრისგან. ამ დროის გასვლისას, ისინი კვლავინდებურად უბრუნდებიან ნორმალურ რეჟიმს. გარდა ამისა, დამატებულ იქნა პროფესიონალ ოვერქლოქერებისთვის განკუთვნილი, მცირე micro-witch-ები, მეორე BIOS, ფაზური LED-ები, ვოლტაჟის მონიტორინგის საშუალებები და ქარხნული აჩქარება. მაშ ასე, ყველაზე ძვირადღირებული GTX 580 ბაზარზე გახდა კიდევ უფრო შთამბეჭდავი. მოდით პირველ რიგში მას უფრო დეტალურად გავეცნოთ და ამის შემდეგ გადავიდეთ უშუალოდ ტესტებზე. GF110 გრაფიკული პროცესორი GTX 480-ის გამოშვების შემდეგ, NVIDIA-მ წარმოადგინა GF100 ASIC-ზე დაფუძნებული ახალი რევიზია - GF110 სახელწოდებით. ყველა ასეთ ვიდეობარათს რა თქმა უნდა გააჩნია DirectX 11, Windows 7/Vista და აგრეთვე DX11-ის მხარდაჭერა. ახლა კი მხოლოდ გვჭირდება თამაშები, რომლებიც შეძლებენ DirectCompute, multi-threading, hardware tessellation და ახალ shader 5.0 დამატებების უპირატესობების გამოყენებას. GeForce GTX 580 : 512 SP, 384-bit, 243W TDP GeForce GTX 480 : 480 SP, 384-bit, 250W TDP GeForce GTX 470 : 448 SP, 320-bit, 225W TDP აღნიშნულ GPU-ში მცირე არქიტექტურული ცვლილებები განხორციელდა. მისგან ამოიღეს ზოგიერთი რამ და დაამატეს გარკვეული ფუნქციონალური იუნიტები ტესელაციისთვის, შეიდინგისა და ტექსტურინგისთვის. GF100 და GF110 აღჭურვილნი არიან 16 shader cluster-ით (სახელწოდებით SM-ები). GeForce GTX 480-ში, ერთი ასეთი კომპონენტი გათიშულია, ხოლო GeForce GTX 470-ში კი - ორი. GTX 580-ის 512-ივე შეიდერ-პროცესორი (ანუ 32-ით მეტი, ვიდრე GTX 480) გააქტიურებულია, რაც თავისთავად უფრო მეტ წარმადობას გულისხმობს და ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდისთვის, ბარათი მუშაობს 722 მჰზ სიხშირეზე, რაც GTX 480-ისაზე 22-ით უფრო მაღალია. თითოეული მეხსიერების ფართიშენი იყენებს ერთ კონტროლერს შესაბამის GPU-ზე, რომელიც იღებს 256 მბ-ს. GTX 470 - ხუთი მეხსიერების კონტროლერი (5x256MB) = 1280 MB of GDDR5 GTX 480 - ექვსი მეხსიერების კონტროლერი (6x256MB) = 1536 MB of GDDR5 GTX 580 - ექვსი მეხსიერების კონტროლერი (6x256MB) = 1536 MB of GDDR5 როგორც ხვდებით, მასიური მეხსიერების განყოფილებები, სალტის სიგანე და GDDR5-თან კომბინაცია, GPU-ს საშუალებას აძლევს, რომ იმუშაოს ძალიან მაღალ framebuffer გამტარიანობაზე (ეფექტური). მოდით ძირითადი მონაცემები ცხრილში შევიყვანოთ, იმისთვის, რომ უკეთესად შევიტყოთ განხორციელებულ ცვლილებების შესახებ: რაც შეეხება ROP (Raster Operation) ძრავს, GTX 580-ში მათი რაოდენობა 48 ცალია - პიქსელ შერევისა და AA-სთვის. ხოლო, ტექსტურული ფილტრაციის იუნიტები არის 64, მათგან ყოველი ოთხი კი მიბმულია თითოეულ SM-ზე. GeForce GTX 470 - 14 SM X 4 Texture units = 56 GeForce GTX 480 - 15 SM X 4 Texture units = 60 GeForce GTX 580 - 16 SM X 4 Texture units = 64 GF110-ში თითქმის 3 მილიარდი ტრანზისტორია, TDP-ს დონე კი დაახლოებით 240-250 ვ-ია, მაშინ, როდესაც წარმადობა გაიზარდა ~20%-მდე. სტანდარტულ GeForce GTX 580-ზე განთავსებულია 6 და 8-პინიანი კვების კონექტორი, ხოლო Lightning ვერსიები იღებენ 16-ფაზიან დიზაინს (ორ ცალ 8-pin-ს). მაშ ასე, დავაკვირდეთ MSI GeForce GTX 580 Lightning Xtreme Edition-ს. შავი დიზაინი შესანიშნავად გამოიყურება და როგორც ხედავთ, ამჯერად ფენებმა მიიღეს ლურჯი ფერის გაფორმება. კომპლექტში შესულია manual, driver CD, DVI/DSUB და ერთი PCIe PEG კვების კონექტორი და ორი დრეკადი SLI-ხიდი. ლურჯ-ოქროსფერი მონიტორის კონექტორები - განახლებულ ქულერთან ერთად, საკმაოდ თვალწარმტაცად გამოიყურება. ეს TwinFrozr III-ია, გაგრილების GPU-ბლოკი სითბური მილაკების საშუალებით, მიემართება უშუალოდ ალუმინის ფირფიტებთან, სადაც ფენები ახდენენ ჰაერის გარეთ გატანას. რეფერენსულ GeForce GTX 580-ს გააჩნია 1536 მბ მეხსიერება. ის მუშაობს 772/1544/4000 მჰზ-ზე . MSI Xtreme edition ბარათი კი - 832/1664/4200 მჰზ-ზე, მეხსიერების ოდენობა გაიზარდა ორჯერ - 3 გბ-მდე. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ორ dual-link DVI კონექტორს, რომელსაც გააჩნია ყველა მაღალი რეზოლუციის მონიტორის მხარდაჭერა და უკიდურეს მარცხენა მხარეს განთავსებულია HDMI და DisplayPort. ბარათი სიგრძეში დაახლოებით 27 სმ-ია. საერთო ჯამში, სახეზე გვაქვს მოწესრიგებული შესახედაობის ბეჭდური დაფა, რომელიც 100%-ით ‘ჩვეულებრივ’ lightning ვერსიის მსგავსია. GeForce GTX 580-ის მაქსიმალური კვების მოხმარების დონე თითქმის 250 ვ-ია და ამ მხრივ, მას უნდა დავუკავშიროთ ორი ცალი შესაბამისი 8-პინიანი PCIe PEG კონექტორი. უკანა პანელზე განთავსებულია რამდენიმე გადამრთველი, თუმცა თუ GPU-ს და სხვა კომპონენტების ექსტრემალურ გაგრილებას არ აპირებთ, უმჯობესია მათი ხელის ხლებისგან თავი შეიკავოთ. მარჯვენა მხარეს განლაგებული კი, განკუთვნილია BIOS-ის default პარამეტრებზე დაბრუნებისთვის. უკვე შესაძლებელია ნებისმიერი სახის მულტიმეტრის გამოყენება - GPU-ს ან მეხსიერების ვოლტაჟის გასაზომად. ეს უფრო LN2 ოვერქლოქერებს გამოადგებათ, 'ჩვეულებრივი' მომხმარებელი ამით ნაკლებად დაინტერესდებიან. საინტერესო დეტალი არის ის, რომ როდესაც ბარათი ხურდება, ფენების ცენტრალური ნაწილის ფერი ნელ-ნელა თეთრდება, რომელიც რაც უფრო მკვეთრია, შესაბამისად თვითონ პროდუქტიც მით უფრო ცხელია. ამაში დასარწმუნებლად, შეხედეთ ზემოთ მოცემულ ფოტოსურათის ქვედა მარჯვენა მხარეს, სადაც ნაწარმის ტემპერატურა 90 გრადუსამდეა. კვების მოხმარების დონე სატესტო სისტემა დაფუძნებულია ‘მსუნაგ’ Core i7 965 / X58-ზე, რომელიც აჩქარებულ იქნა 3.75 გჰზ-მდე. სისტემურ დაფაზე და პროცესორზე გამორთული გვქონდა ენერგიის დაზოგვის ფუნქციები. საშუალოდ ჩვენ ვიყენებთ დაახლოებით 50-დან 100 ვ-ით მეტს, ვიდრე სტანდარტული კომპიუტერები - მაღალ სიხშირეების, წ*ლის გაგრილების, დამატებითი ცივ კათოდურ სინათლეებისა და მისთ. გამო. აქ დავითვლით GPU-ს კვების მოხმარებას და არა მთლიანი სისტემისას. 1. სისტემა IDLE რეჟიმში = 174W 2. GPU-თი, FULL Stress-ზე = 388W 3. განსხვავება (GPU load) = 207W 4. დამატებითი IDLE ვატების ოდენობა ~ 20W 5. მიღებული GPU-ს კვების მოხმარების დონე = ~ 234W ვიდეობარათის ტემპერატურები შევხედოთ GPU ტემპერატურებსაც. პირველ რიგში, IDLE (დესქტოპ) რეჟიმის დროს. საერთო ჯამში, ამ ცხრილში, 50 გრადუსზე დაბალი მაჩვენებელი ნორმალურ შედეგად მიიჩნევა, 40-ზე მცირე კი - ძალიან კარგად. რა ხდება გეიმინგის დროს? ჩვენ გავუშვით ინტენსიური თამაშის მსგავსი აპლიკაცია და გავზომეთ ყველაზე მაღალი ტემპერატურა GPU-ზე. როგორც ხედავთ, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგებია. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ტემპერატურა შეესაბამება დატვირთულ გეიმინგის პროცესს. ხმაურის დონეები თუ გრაფიკული ბარათი გამოყოფს დიდი რაოდენობის სითბოს, აუცილებელია, რომ ის გატანილ იქნას გარეთ რაც შეიძლება სწრაფად. ხშირად, ჩვენ ვხედავთ მასიური ფენებით აღჭურვილ ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მართალია ამ მოვალეობას ბეჯითად ასრულებენ, მაგრამ თავის მხრივ, ზრდიან ხმაურის დონესაც. სერტიფიცირებულ dBA-მზომის საშუალებით, შევიტყვეთ თუ რამდენ dBA-ს ქმნის კომპიუტერი. ქვემოთ მოყვანილი ტესტი საკმაოდ სუბიექტურია, რადგან ყოველთვის არსებობს გარემომცველი ხმაური ქუჩებიდან, HDD-დან, PSU-დან და ა.შ. ამგვარად, აბსოლუტურ სიზუსტეზე საუბარი აქ არ გვიხდება, რადგან მისი მიღწევა მხოლოდ ხმის ტესტირების სპეციალურ განყოფილებაშია შესაძლებელი. თითოეულ ამ ტესტის დროს, ჩვენ ვხურავდით კეისს და dBA-მზომს ვიკავებდით კომპიუტერისგან 75 სმ-ს დაშორებით. ზემოთ მოცემულია IDLE (დესქტოპ რეჟიმი) შედეგები, სადაც GPU ნაკლებად იტვირთება. სრულად დატვირთულ რეჟიმზე (თამაშის დროს), ხმაური დონე შეადგენდა 40 dBA-ს, რაც საკმარისად ‘ჩუმ’ კატეგორიას ეკუთვნის, თუმცა გარკვეული ჰაერის ნაკადს გაგონება მაინც შესაძლებელია. სატესტო სისტემა და აღჭურვილობა სისტემური დაფა - MSI Big Bang XPower X58 პროცესორი - Core i7 965 Extreme @ 3750 MHz ვიდეობარათი - GeForce GTX 580 MSI Lightning Xtreme edition მეხსიერება - 6144 MB (3x 2048 MB) DDR3 Corsair @ 1500 MHz კვების ბლოკი - 1200 ვ მონიტორი - Dell 3007WFP - 2560x1600-მდე ოპერაციული სისტემა, software: Windows 7 RTM 64-bit DirectX 9/10/11 End User Runtime (latest available) NVIDIA GeForce series 260 driver <> 275.27 WHQL ბენჩმარკები: Battlefield Bad Company 2 Colin McRae Dirt 2 Far Cry 2 Call of Duty: Modern Warfare 2 Crysis WARHEAD Anno 1404 3DMark Vantage 3DMark 11 Metro 2033 Alien vs Predator Lost Planet 2 DX9: Call of Duty - Modern Warfare 2 გამოსახულების არჩეული პარამეტრები თამაშისთვის ყველაზე კომპლექსურია. 4x AA, ბოლო დონის ანიზოტროპული ფილტრაცია, საუკეთესო ტექსტურები, ყველაფერი თავის მაქსიმუმზეა ჩართული. Level: Contingency 4x Anti-Aliasing 16x Anisotropic Filtering All settings maxed out DX10: Far Cry 2 ამ თამაშისთვის შერჩეულ იქნა შემდეგი პარამეტრები: Level: Ranch Small high-quality DX10 mode 8x AA (Anti-Aliasing) 16x AF (Anisotropic Filtering) . DX10: Anno 1404 - Dawn of Discovery ამ თამაშზე ასეთი პარამეტრები დავაყენეთ: enable everything enable the highest possible image quality settings. DirectX 10 mode 4x Anti-Aliasing enabled. Use campaign build mode and have built three islands with extensive sizes cities. პერფორმანსის დონე საკმარისზე მეტია კომფორტული თამაშისთვის - ნებისმიერ რეზოლუციაზე. DX10: Crysis Warhead Level: Ambush Codepath: DX10 Anti-Aliasing: 2x MSAA In game quality mode: Gamer მოდით შევიტყოთ თუ როგორ პერფორმანსს მივიღებთ Enthusiast რეჟიმის პარამეტრებზე გადართვით. ის გავააქტიურეთ 8xAA -ზე ნაკლებ დონეზე, DX10-ზე. ეს ნამდვილად საუკეთესო პარამეტრებია, რომელიც შეიძლება ამ თამაშში ჩაირთოს. ის მომავლის hardware-ისთვის იქნა დამზადებული და მას ჯეროვნად უახლესი, თანამედროვე გრაფიკული გადაწყვეტილებებიც კი ვერ უმკლავდებიან. Enthusiast რეჟიმი ნებისმიერ ბარათისთვის ურთულესი გამოცდაა, თუმცა, ეს შედეგები მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება, რას იტყვით? DX10: 3DMark Vantage GPU შედეგები გაცილებით უფრო სანდოა, რადგან აქცენტი უშუალოდ გრაფიკულ ბარათზეა მიმართული. DX11: Metro 2033 - The Last Refuge ამ თამაშს გააჩნია DX11-ის მთელ რიგ თავისებურებებისა და უახლესი თაობის ასეთი ბარათების მხარდაჭერა. მათი საშუალებით, შესაძლებელია გაუმჯობესებული Depth of Field ეფექტების, ისევე, როგორც სრული ტესელაციის მიღება - პერსონაჟების მოდელებზე - აღნიშნა THQ-მ. ჩვენს პროდუქტს კარგი დღე ნამდვილად არ ადგას, თუმცა იგივეს თქმა შეიძლება სხვა ნებისმიერზეც. გამოსახულების პარამეტრები მაქსიმალურია, ჩართულია AAA ანტი-ალიასინგი, რაც დაახლოებით 4xMSAA-ის ეკვივალენტია. DX11: Colin McRae DiRT 2 გამოსახულების პარამეტრები შემდეგნაირია: Baja Iron Route 1 8x Anti-Aliasing 16x Anisotropic Filtering All settings maxed out ტესტში გააქტიურებული იყო DX11-ის ტესელაცია და 8x ანტი-ალიასინგი. DX11: Battlefield Bad Company 2 Level: Upriver DirectX 11 enabled 8x Multi-sample Anti-Aliasing 16 Anisotropic Filtering All image quality settings enabled at maximum ამ ცხრილში მოყვანილია სხვადასხვა DX11 ბარათები 8xAA და 16xAF-ზე. ეს თამაში ერთ-ერთია, რომელსაც 1.5 გბ-ს 3 გბ უფრო ურჩევნია. DX11: Alien Versus Predator აქ გამოვიყენეთ 1920x1200 რეზოლუცია 4xAA და 16X ანიზოტროპულ ფილტრაციაზე - ვიდეობარათების უფრო მეტად დატვირთვისთვის. გამოსახულების ყველა პარამეტრი არის მაქსიმალურ შესაძლებელ დონეზე. DX11: Lost Planet 2 ეს თამაში გავზომეთ 2560x1600 გაფართოების დროს. გავააქტიურეთ 4xMSAA და 16X ანიზოტროპული ფილტრაცია, ხოლო გამოსახულების ყველა პარამეტრი დავაყენეთ მაქსიმალურზე. DX11: 3DMark 11 Graphics Test 1 Based on the Deep Sea scene No tessellation Heavy lighting with several shadow casting lights Graphics Test 2 Based on the Deep Sea scene Medium tessellation Medium lighting with few shadow casting lights Graphics Test 3 Based on the High Temple scene Medium tessellation One shadow casting light Graphics Test 4 Based on the High Temple scene Heavy tessellation Many shadow casting lights Physics Test Rigid body physics simulation with a large number of objects This test runs at a fixed resolution regardless of the chosen preset 3DMark 11 დატესტილ იქნა performance რეჟიმზე, რომლის საშუალებითაც შევიტყვეთ დაბალ, საშუალო და ‘ჰაი-ენდ’ სეგმენტის ვიდეობარათების წარმადობის დონე. ოვერქლოქინგი ოვერქლოქინგის მხრივ, Lightning Xtreme-ის სიხშირის გაზრდა შესაძლებელია ბირთვზე დაახლოებით 875~900 მჰზ-მდე - ვოლტაჟის მომართვის გარეშე. თუმცა, ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ბარათის მფლობელი არ გადაწყვეტს მისგან მაქსიმალური პერფორმანსის მიღებას. ასე, რომ GPU voltage დაყენებულ იქნა 1.2 ვ-ზე, რის შედეგადაც, აღნიშნული შედეგი 961 მჰზ-მდე გაიზარდა. უფრო ზუსტი ტვიკინგის პირობებში, გამორიცხული არ იქნებოდა, რომ მიგვეღწია 1 გჰზ ბარიერისთვისაც. თუმცა, ამ ქმედების უარყოფითი მხარე ის გახლავთ, რომ საკმაოდ მატულობს ვიდეობარათის ხმაურის დონე, რადგანაც მას უკვე მეტი ‘ნარჩენ’ სითბოსთან უწევს გამკლავება. კვების მოხმარების დონეც, თავის მხრივ, კიდევ 50 ვ-ით გაიზარდა. აქ გვაქვს COD MWF2, გამოსახულების მაქსიმალურ პარამეტრებზე. ამ თამაშს მძლავრი GPU სჭირდება და ოვერქლოქინგის გაზომვაც, საკმაოდ კარგად არის შესაძლებელი. ეს უკვე Battlefield Bad Company 2-ის გრაფიკია. პარამეტრები მაქსიმალურ ნიშნულებზეა, როგორც ადრე 8xAA და 16xAF-ის დროს. 1920x1200-მდე, შეინიშნება მასიური CPU-შეზღუდვის დონე. დასკვნა განსხვავება ამ ბარათსა და ‘ჩვეულებრივ’ lightning edition-ს შორის, საკმაოდ მცირეა. ქულერის ფენების შეფერილობის ცვლა ტემპერატურის ზრდასთან ერთად, საინტერესოა, ისევე, როგორც პირველი 30 წამი კომპიუტერის ჩართვის შემდეგ, როდესაც ეს ‘ხრახნები’ საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავენ, რაც კეთდება მტვრის მოცილების მიზნით. თავის უმცროს თანამოძმის მსგავსად, მისი სიხშირეც მსგავსია და ოვერქლოქინგის თვალსაზრისითაც, განსხვავება არ შეინიშნება. ლურჯი ფენებით, ლედ-მაშუქებით და შედარებით მუქი დიზაინის გამო, Lightning Xtreme უკეთესად გამოიყურება და მისი მთავარი თავისებურება მაინც 3 გბ ოდენობის მეხსიერებაა. გეიმინგის დროს, 1920x1200 რეზოლუციამდე, თქვენ ძალიან ძნელად ან საერთოდ ვერასდროს იგრძნობთ დამატებით framebuffer-ის უპირატესობას, სანამ უმნიშვნელო დონის ანტი-ალიასინგს გამოიყენებთ. თუმცა, მათ, ვისაც მოსწონს რეკორდების მოხსნა ან სუპერ-მაღალ გაფართოებებზე თამაში სამი მონიტორის გამოყენებით Surround View (საჭიროა SLI)-ში, სწორედ აქ გამოადგებათ დიდი ზომის მეხსიერება. Twin Frozr III თავის მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევს და ქარხნულ სიხშირეებზე მისი მუშაობის ხმას სულ ოდნავ თუ გაიგებთ. ბარათის ტემპერატურები კი საოცრად დაბალია და საერთოდ, ქულერის დახვეწილი შესახედაობა მართლაც თვალისმომჭრელია. ჩვეულებრივ GTX 580-თან შედარებით, XTreme edition-ის სიხშირეები გაზრდილია და შეადგენს 832 და 4200 მჰზ-ს (772/4000 მჰზ-ის წინააღმდეგ). ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ GeForce-ის ბარათები საკმაოდ მგრძნობიარენი არიან აჩქარების მიმართ, თქვენ მაშინვე შეატყობთ წარმადობის დონის მატებას, რადგან ალბათ რთული იქნება ამ მაჩვენებლების კიდევ უფრო მეტად ‘ტვიკინგისგან’ თავის შეკავება. ორიგინალ ბარათთან შედარებით, შეიცვალა ფენების ფერი, დამატებულ იქნა მტვრის მოცილების ახალი სისტემა და მართალია, 3 გბ მეხსიერების უპირატესობას, ძალზედ იშვიათად თუ სადმე შეიგრძნობთ, მაგრამ ადვილი საქმე სულაც არ გახლავთ იმ პროდუქის გაუმჯობესება, რომელიც ისედაც თითქმის სრულყოფილი იყო. GURU3D
  20. კომპანია EVGA-ს ტექნიკურ მხარდაჭერის გვერდზე მოხერხდა კატალოგურ კოდ 012-P3-2068-KR-ის აღმოჩენა, რომელიც მიიღო ახალ ვიდეობარათ EVGA GeForce GTX 560TI 448 Cores Classified-მა. მართალია ზოგიერთ მაღაზიამ, მაგალითად Bottom Line Telecommunications-მა უკვე წაშალა ყოველგვარი ინფორმაცია ამ პროდუქტის შესახებ, ხოლო სხვებს, როგორიც არის Provantage, შესაბამის ფურცელზე მოჰყავთ სხვა მოდელის ფოტოსურათი. ბევრი ბმული სწორად იხსნება, რაც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მის ტექნიკურ მონაცემების შესახებ. GPU-ს ტაქტური სიხშირე შეადგენს 792, შეიდერულ ბლოკის - 1584 მჰზ, მეხსიერებისა კი - 3900 მჰზ-ს (ეფექტური). ინტერფეისი 320-ბიტიანია, ხოლო GDDR5-ის ოდენობა 1280 მბ-ია. ნაწარმი გათვლილია PCI Express 2.0 x16 სლოტში განთავსებისთვის და აღჭურვილია DVI (ორი ცალი) და mini-HDMI პორტით. გარდა ამისა, კომპანიამ წარმოადგინა მეორე მოდელი - FTW (012-P3-2066-KR), რომელსაც ასევე არაფერენსული, მაგრამ შედარებით მარტივი, EVGA GeForce GTX 570 HD-ის მსგავსი დიზაინი გააჩნია. მისი მახასიათებლები Classified-ის იდენტურია. ორ DVI-ს გარდა, დამატებულია DisplayPort-იც, ხოლო mini-HDMI შეცვლილია სრული ზომის პორტით. GTX 560 Ti 448 Cores Classified-ის ღირებულებაა 300$, ხოლო FTW-ის 10$-ით ნაკლები. ორივე მათგანს აქვს 3-way SLI კონფიგურაციაში მუშაობის მხარდაჭერა. CompSource, Yeah Buddy Surfing, Ma Labs, IXBT
  21. კომპანია Samyang-ის ექსკლუზიურ ევროპულ დისტრიბუტორ Delta Company-მ განაცხადა Nikon-ის ბაიონეტის მქონე, ობიექტივ Samyang AE 8mm 1:3.5 Aspherical IF MC Fish-eye CS-ის გამოშვების შესახებ. ეს გაუმჯობესებული ვერსია ჩაანაცვლებს ადრე გამოსულ მოდელს ინტეგრირებული მიკროპროცესორის გარეშე. ამ კომპონენტის არსებობა კი იძლევა ექსპოზიციის პარამეტრების სრული კონტროლის საშუალებას კამერის დონეზე, უზრუნველყოფს i-TTL-მაშუქების ავტომატიკის კორექტულ მუშაობასა და პარამეტრების ჩაწერას - გამოსახულების EXIF-ფაილის ბლოკში. მისი დამაგრება შესაძლებელი იქნება დღეს ხელმისაწვდომ Nikon-ის ნებისმიერ 'სარკიან' აპარატზე. ტექნიკური მონაცემები კი შემდეგნაირია: ფოკუსური მანძილი - 8 მმ; მაქსიმალური და მინიმალური დიაფრაგმა - f/3,5 - f/22 შესაბამისად; ობიექტივის კონსტრუქცია - 10 ელემენტი 7 ჯგუფში (ერთი ასფერული ჰიბრიდული ელემენტი); ხედვის კუთხე - 180° (Nikon DX ფორმატის კამერებისთვის); დიაფრაგმის 'ფურცლების' რაოდენობა - 6; ფოკუსირების მინიმალური მანძილი - 0,3 მ; ზომები - დიამეტრი - 75 მმ, სიგრძე - 74,8 მმ; მასა - დაახლოებით 400 გ პროდუქტის ფასი (დღგ-ს ჩათვლით) შეადგენს 325 ევროს. მასზე მოქმედებს მწარმოებლის 3-წლიანი გარანტია. IXBT
  22. ამ თემაშიც იყოს ეს პოსტი: როგორც ცნობილია, მომდევნო კვირას, კომპანია NVIDIA უშვებს 448 შეიდერ-პროცესორების მქონე, GeForce GTX 560 Ti-ს. თუმცა, სინამდვილეში გაცილებით მეტი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ის GeForce GTX 570-ის ახლო ნათესავად მივიჩნიოთ. ორივე მათგანი დაფუძნებულია 320-ბიტიან GF110-ზე, პირველი მათგანის სიხშირეები შეადგენს 730/1460/3800-ს, მეორისა კი - 732/1464/3600-ს. GDDR5-ის ოდენობა 1280 მბ-ია, ხოლო ენერგომოხმარების თვალსაზრისით, ის მხოლოდ 9 ვ-ით ჩამორჩება GeForce GTX 570-ს. ყველაზე მთავარი განსხვავება კი შეიდერებშია: 448-480-ის წინააღმდეგ. ფორუმ XtremeSystems.org-ის გვერდებზე გამოჩნდა სლაიდი NVIDIA-ს ოფიციალურ პრეზენტაციიდან, სადაც ჩანს, რომ GeForce GTX 570, Battlefield 3-ში, 1920 х 1080 პიქსელ გაფართოებით, სულ უმნიშვნელოდ უსწრებს ახალ ვიდეობარათს. ეს სავსებით კანონზომიერია, თუ გავითვალისწინებთ მსგავსებას მათ ტექნიკურ მახასიათებლებში. ZOTAC-ისა და Asus-ის ამ ბარათის ფოტოსურათები და ცოტაოდენი ცნობები უკვე გამოჩნდა. მეორე მათგანში, ის მუშაობს 732/1464/3800 მჰზ სიხშირეებზე, ხოლო რეკომენდირებული ფასი ეტალონურ მოდელზე იქნება 289$. ანონსი თავის მხრივ, 29 ნოემბერს არის დაგეგმილი. Overclockers.ru
  23. როგორც ცნობილია, მომდევნო კვირას, კომპანია NVIDIA უშვებს 448 შეიდერ-პროცესორების მქონე, GeForce GTX 560 Ti-ს. თუმცა, სინამდვილეში გაცილებით მეტი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ის GeForce GTX 570-ის ახლო ნათესავად მივიჩნიოთ. ორივე მათგანი დაფუძნებულია 320-ბიტიან GF110-ზე, პირველი მათგანის სიხშირეები შეადგენს 730/1460/3800-ს, მეორისა კი - 732/1464/3600-ს. GDDR5-ის ოდენობა 1280 მბ-ია, ხოლო ენერგომოხმარების თვალსაზრისით, ის მხოლოდ 9 ვ-ით ჩამორჩება GeForce GTX 570-ს. ყველაზე მთავარი განსხვავება კი შეიდერებშია: 448-480-ის წინააღმდეგ. ფორუმ XtremeSystems.org-ის გვერდებზე გამოჩნდა სლაიდი NVIDIA-ს ოფიციალურ პრეზენტაციიდან, სადაც ჩანს, რომ GeForce GTX 570, Battlefield 3-ში, 1920 х 1080 პიქსელ გაფართოებით, სულ უმნიშვნელოდ უსწრებს ახალ ვიდეობარათს. ეს სავსებით კანონზომიერია, თუ გავითვალისწინებთ მსგავსებას მათ ტექნიკურ მახასიათებლებში. ZOTAC-ისა და Asus-ის ამ ბარათის ფოტოსურათები და ცოტაოდენი ცნობები უკვე გამოჩნდა. მეორე მათგანში, ის მუშაობს 732/1464/3800 მჰზ სიხშირეებზე, ხოლო რეკომენდირებული ფასი ეტალონურ მოდელზე იქნება 289$. ანონსი თავის მხრივ, 29 ნოემბერს არის დაგეგმილი. Overclockers.ru
  24. Zotac-ის შემდეგ, გამოვიდა კიდევ ერთი, 448 შეიდერის მქონე, ახალი GTX 560 Ti - ASUS ENGTX560 TI 448 DCII/2DIS/1280MD5. ეს გახლავთ 3-სლოტიანი ბარათი, რომელიც აღჭურვილია Direct CU II გაგრილებით, რომელიც ყუთზე განთავსებულ წარწერის მიხედვით, სხვა ქულერებზე 20%-ით უფრო სწრაფია. პროდუქტი იმუშავებს რეფერენსულ 732/1464 მჰზ-ზე - ბირთვისა და მეხსიერებისთვის შესაბამისად. გარდა ამისა, გააჩნია 320-ბიტიანი GDDR5 მეხსიერება, რომლის ოდენობაც 1280 მბ-ია, მისი სისწრაფე კი შეადგენს - 3.8 გბიტ/წმ-ს. Zotac-ის ბარათი, თავის მხრივ, ქარხნულად არის აჩქარებული და აღნიშნულზე უფრო მაღალი მაჩვენებლები გააჩნია, თუმცა ზუსტი ციფრები ჯერჯერობით უცნობია. ნაწარმზე ასევე განთავსებულია ორი 6-პინიანი კონექტორი და მოიხმარს 210 ვ-მდე კვებას. გათვალისწინებულია three-way SLI კონფიგურაციის მხარდაჭერაც. Nvidia-ს მიერ რეკომენდირებული ღირებულება 448 შეიდერიან, 560 Ti-ზე, 289$-ია. Fudzilla
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.