Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. Core i7-3770K-ის ახალი ბენჩმარკები: Link ფორუმ Chiphell-ის მუდმივმა წევრმა bigpao007-მა, გამოაქვეყნდა Core i7-3770K პროცესორის სანიმუშო მოდელის ტესტირების შედეგები. გამოყენებული იყო Cinebench R11.5, Fritz Chess Benchmark და 3DMark06 აპლიკაციები. Fritz CB (8 ნაკადი): 13869 KNPS; Fritz CB (1 ნაკადი): 2643 KNPS; Cinebench (8 ნაკადი): 7,52 ქულა; Cinebench (1 ნაკადი): 1,65 ქულა; 3DMark06/CPU Score: 7170 ქულა. Link 2 Link 3 3.5 გჰზ-იანი ახალი Ivy Bridge მინიმალურად უსწრებს Core i7-2600K-ს, გარდა 3DMark06 ბენჩმარკისა, რომელშიც მისი უპირატესობა 4%-ზე მეტია (7170 - დაახლოებით 6880-ის წინააღმდეგ). Overclockers.ua
  2. Grendy-მ სწორად გირჩია, აი ასე გააკეთე ზუსტად: Run-ში ჩაწერე notepad %windir%\system32\drivers\etc\hosts, შემდეგ Enter და ბოლოში, ახალ ხაზზე დაწერ ამას: 127.0.0.1 laripoker.com შეინახე და ბრაუზერი გადაარესტარტე ან თუ არ გამოვიდა, მაშინ ასე გააკეთე: 127.0.0.1 laripoker.com 127.0.0.1 www.laripoker.com
  3. კომპანია Samsung-მა გამოუშვა Series 5 Ultrabook ნოუთბუქები, რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ სამხრეთ კორეისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სულ წარმოდგენილია რამდენიმე მოდიფიკაცია 13 ან 14-იანი ეკრანით. პირველი მათგანის შემთხვევაში, მოდელის გაფართოება შეადგენს 1366 x 768 პიქსელს, დაფუძნებულია Intel Core i5 პროცესორზე, ოპერატიული მეხსიერების ოდენობა კი, შეიძლება აღწევდეს 8 გბ-ს. მას ასევე გააჩნია 16 გბ-იან SSD-სგან და 500 გბ-იან HDD-სგან შემდგარი ნაკრები. გარდა ამისა, მოწყობილობა აღჭურვილია USB, VGA, HDMI და Ethernet გასასვლელებით და Wi-Fi-ით. მისი სისქე გახლავთ 14.9 მმ, წონა კი - 1.4 კგ. 14-დუიმ დიაგონალ დისპლეის მქონე ულტრაბუქიც (1366 x 768), დაკომპლექტებულია Intel Core i5-ით, თუმცა ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი შეცვლილია დისკრეტულ ვიდეობარათ AMD Radeon HD 7550M-ით, მაქსიმალური RAM - 8 გბ, 1 ტბ-იანი და 16 გბ-იანი მყარი დისკი (ოპციონალურად 128 გბ-იანი SSD - HDD-ის ნაცვლად). ინტერფეისები და ოპტიკური წამყვანი წინა მოდელის ანალოგიურია, ხოლო სისქე და მასა - 20.9 მმ და 1.8 კგ-ია. ნაწარმებში ასევე გამოყენებულია ExpressCache და Fast Start საფირმო ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც ხდება მათი ჰიბერნაციის და ძილის რეჟიმიდან სწრაფი გამოსვლა. ფასები კი შემდეგნაირია: 13-იანი ვერსიისთვის დაახლოებით 1125-1300$, ხოლო 14-იანისთვის - 1170-1340$ - სასურველ კონფიგურაციისდა შესაბამისად. Overclockers.ru
  4. გარკვეული ცნობები Tahiti სერიის ვიდეობარათების ტექნიკურ მახასიათებლების შესახებ, ჩვენთვის უკვე ცნობილია. ხოლო, ინჟინერული ნიმუშების საგულდაგულო დაკვირვებამ, შესაძლებლობა მოგვცა, რომ დავრწმუნებულიყავით იმაშიც, რომ ისინი დაფუძნებულნი არიან 384-ბიტიან ინტერფეისზე და გაგვეკეთებინა პროგნოზები მათ ენერგომოხმარების დონეზეც. გარდა ამისა, სხვადასხვა ფორუმების წევრებმა აქტიურად გამოიყენეს დაუფარავი გრაფიკული ბირთვის გავრცელებული ფოტოსურათები - მის სავარაუდო ფართობის დასადგენად. კარგი თვალის ზომითა და სხვა დამხმარე მეთოდების საშუალებით, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ Tahiti-ის ამ კომპონენტის ეს მაჩვენებელი იქნება დაახლოებით 380 მმ2, რაც Cayman-ისაზე (389 მმ2) ოდნავ მცირეა, ის კი, თავის მხრივ, მზადდებოდა 40 ნმ ტექნოლოგიის მიხედვით და მოიცავდა 2,69 მლრდ ტრანზისტორს. წინასწარი შეფასებებით, ეს რიცხვი ამჯერად ~4,5 მლრდ-ს გაუტოლდება (ერთ კრისტალზე). 2048 ნაკადური პროცესორი, 128-ბიტიანი ტექსტურული და 48 რასტერული ბლოკი, ამ ფონზე უკვე არც თუ ისე ფანტასტიკურად გამოიყურება. გრაფიკული ბირთვის წარმადობის დონე, ერთმაგი სიზუსტის ოპერაციებში მიაღწევს თითქმის 4 გიგაფლოპს-ს. ნომინალურ სიხშირეებს უკვე გაეცანით: 900-დან 1000 და 5000-დან 5500 მჰზ-მდე QDR - GPU და მეხსიერებისთვის შესაბამისად. ბოლო მონაცემებით, ბარათების ანონსი დაგეგმილია 10 იანვარს. -------------------------------------------------------- თურქული საიტი Donanim Haber იტყობინება, რომ დაინტერესებულმა პირებმა, AMD-სგან უკვე მიიღეს მოწვევები ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილი იქნება Radeon HD 7970 და Radeon HD 7950-ის ანონსისთვის. ადრე ვარაუდობდნენ, რომ ეს შედგებოდა გამოფენა CES 2012-ის პირველ დღეს, ანუ 10 იანვარს, ახლა კი საუბარია 9 რიცხვზე. Overclockers.ru
  5. Intel განაგრძობს ადგილების განთავისუფლებას პროცესორთა რიგებში. ამჯერად, კომპანიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სულ მცირე დროში, შეწყდება LGA 1156 პლატფორმის: Core i3-540 (3,06 გჰზ), Core i5-650 (3,2 გჰზ), i5-660 (3,33 გჰზ), i5-670 (3,46 გჰზ), i5-680 (3,6 გჰზ), Core i7-860 (2,8 გჰზ) და i7-870 (2,93 გჰზ), ასევე Pentium-ის ორ მოდელ - G6950 (2,8 გჰზ) და G6960 (2,93 გჰზ)-ის წარმოება. ამ CPU-ების შეკვეთა შესაძლებელი იქნება მომავალი წლის 29 ივნისამდე. ბოქს-ვერსიების მიწოდებები არ შეწყდება საწყობების მარაგების ამოწურვამდე, ხოლო მათი OEM-ვერსიების კი - 7 დეკემბრამდე. შეგახსენებთ, რომ Intel-მა უკვე განაცხადა 2012-ში P55, H55 და H57 Express ჩიპსეტების, ასევე Core i5-2300, Core i3-2100T, Pentium G840, G620 და G620T მოდელების წარმოებიდან ამოღების შესახებ. IXBT
  6. გამოჩნდა Ivy Bridge-ის კიდევ რვა მობილური პროცესორის დეტალური სპეციფიკაციები. სერიას სათავეში მოექცევა 2,9 გჰზ-იანი, ოთხბირთვიანი Core i7-3920XM, რაც ამჟამინდელ ფლაგმან Core i7-2960XM-ის ამ მაჩვენებელზე 200 მჰზ-ით მაღალია, განსხვავება ტურბო-რეჟიმში, მხოლოდ 100 მჰზ-ია. ის აგრეთვე მიიღებს HD Graphics 4000 ვიდეობირთვს, რომლის ნომინალური სიხშირეც 650 მჰზ იქნება, მაქსიმალური კი - 1,3 გჰზ. სრული ცხრილი ასე გამოიყურება: ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოდელი წარდგენილ იქნება მომავალი წლის გაზაფხულზე: Core i7-3920QXM, i7-3820QM და i7-3720QM-ის ანონსი შედგება აპრილში, Core i7-3520QM, i7-3667U, i7-3427U, Core i5-3360M და i5-3320M-ისა კი - მაისში. IXBT
  7. რესურს Fudzilla-ს ინფორმაციით, Pitcairn ბირთვზე დაფუძნებული, საშუალო ღირებულების AMD Radeon HD 7870/7850 ვიდეობარათების დებიუტი შედგება ახალი წლის შემდეგ. მას მოყვება ორჩიპიან ფლაგმან Radeon HD 7990 (New Zealand)-ის რელიზიც, როგორც ჩანს, ეს მოხდება 6-დან 10 მარტამდე, გამოფენა CeBIT-ზე. გავრცელებული ხმებით, Radeon HD 7870 და HD 7850-ის რეკომენდირებული ფასები, ანონსის დღეს, იქნება 300 და 200$ შესაბამისად. მათი მიახლოებითი მახასიათებლები კი ამგვარია: Radeon HD 7870 – 1536 ნაკადური პროცესორი, 96 ტექსტურული, 64 რასტერული ბლოკი, 2 გბ GDDR5 5800 მჰზ-ზე, 256-ბიტიანი ინტერფეისი; Radeon HD 7850 – 1408 SP, 88 TMU, 64 ROP, 2 გბ GDDR5-3200, 256-ბიტი. გარდა ამისა, Xtreview-ს მოჰყავს საშუალო ბიუჯეტურ Radeon HD 7770/7750-ების 'მუშა' სპეციფიკაციები: Radeon HD 7770 – 896 SP, 56 TMU, 32 ROP, 1 გბ GDDR5-4000, 128 ბიტი; Radeon HD 7750 – 768 SP, 48 TMU, 32 ROP, 1 გბ GDDR5-3600, 128 ბიტი. Overclockers.ua
  8. მყარი დისკების ნაკლებობა კიდევ დიდი ხნის მანძილზე შენარჩუნდება, რაც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს კომპიუტერული ბაზრის ზრდის მაჩვენებელზე. თუ ადრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ 9,5%-იან მატებას, ახლა ისინი თვლიან, რომ ეს ნიშნული არ გადააჭარბებს 6,8%-ს. IHS iSuppli-ის ექსპერტები დაწრმუნებულნი არიან, რომ დეფიციტი ყველაზე მეტად დააზარალებს ნოუთბუქებს. მათი გათვლებით, აღნიშნული სეგმენტის დონე, მომავალ წელს აიწევს 10,1%-ით (აგვისტოში ეს პროგნოზი 13,8%-ს შეადგენდა). მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია უკვე 2012-ის I კვარტლიდან დაიწყებს გამოსწორებას, შეთავაზებებსა და მოთხოვნილებებს შორის ბალანსს, ეს სფერო მხოლოდ III კვ-ში მიაღწევს. უფრო მეტიც, წლის ბოლოს, შესაძლოა მოხდეს მყარი დისკების წარმოების მაჩვენებლის გადაჭარბება და საწყობების გადატვირთვა, რადგანაც გამოშვების მოცულობებს ტაილანდში, დაემატება იმ ქარხნებიდან მიღებული პარტიები, რომლებიც ამჟამად სხვა ქვეყნებში იხსნება. IXBT
  9. პოპულარულ მრავალმომხმარებლიან ონლაინ-თამაშ Runes of Magic-ის მოყვარულებს და არამარტო მათ, კომპანია Sapphire Technology Limited სთავაზობს AMD Radeon HD 6870 და AMD Radeon HD 6850 ვიდეობარათების განსაკუთრებულ ვერსიებს, რომლებიც დაფუძნებულნი არიან 40 ნმ ტექნოლოგიის მიხედვით (პირველი მათგანის შემთხვევაში Barts XT, მეორისთვის კი - Barts PRO - 1120 და 960 ნაკადური პროცესორით შესაბამისად). Sapphire Radeon HD 6870 Runes of Magic Edition და Sapphire Radeon HD 6850 Runes of Magic Edition მოდელები განთავსდნენ შესაბამისი გაფორმების მქონე, ყუთებში, რომლებშიც ბონუსის სახით, დამატებულია სათამაშო - ერთ-ერთი პერსონაჟით. ორივე მათგანი დამზადებულია ლურჯი ფერის ბეჭდურ დაფებზე, PCI Express 2.1 x16 ინტერფეისის მიხედვით და დაკომპლექტებულნი არიან 1 გბ GDDR5 მეხსიერებით, 256-ბიტიანი სალტით და აქტიური ტიპის, ორიგინალური კონსტრუქციის, ორსლოტიანი ქულერებით. სიხშირეები ამგვარია: 920/4200 და 775/4000 მჰზ - პირველ და მეორე მოდელისთვის. ჯერჯერობით უცნობია მათი ფასები და გამოსვლის თარიღები. 3DNews
  10. ორი კვირის წინ განახლებულ, Intel-ის როადმაპიდან ცნობილი გახდა, რომ მეორე თაობის Core i5 პროცესორების დღევანდელი მოდელები მომავალ წელს ადგილს დაუთმობენ 22 ნმ Ivy Bridge-ებს. 2012-ის II კვარტლამდე თითქოს არ იგეგმებოდა ახალი CPU-ების გამოშვება 32 ნმ-ზე, მაგრამ კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტაციაში, მოულოდნელად გამოჩნდა ცნობა გახსნილი მამრავლის მქონე, ოთხბირთვიან Core i5-2550K-ის შესახებ. ვებ-გვერდზე, პროდუქტი აღნიშნულია BX80623I52550K კოდური სახელწოდებით (ბოქს-ვერსიისთვის). თუმცა, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დასტურდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოპულარულ Core i5-2500K-თან შედარებით, ის მიიღებს დამატებით 100 მჰზ-ს და ამგვარად, მისი ნომინალური სიხშირე გაუტოლდება 3,4 გჰზ-ს. გარდა ამისა, ახალ ნაწარმს ექნება Turbo Boost ტექნოლოგიის მხარდაჭერა, III თაობის 6 მბ კეშ-მეხსიერება და Intel HD 2000 (3000?). თერმოპაკეტის ნიშნული არ გადააჭარბებს 95 ვ-ს. CPU-World-ის აზრით, Core i5-2550K-ის გაყიდვები დაიწყება ახალ AMD Bulldozer პროცესორების ანონსის, კერძოდ კი, FX-8170-ის შემდეგ. Overclockers.ua
  11. ზოგი ამბობს 60-70 გრადუსამდე ადიანო დაახლოებით დატვირთულზე, ზოგი 50-ზეო, ვერ გაიგებ ზუსტად, მაგრამ არა მგონია დიდი განსხვავება იყოს მაგ ორ მოდელში.
  12. ბოლო დროს საკმაოდ წარმატებულმა კომპანია Zalman-მა განაცხადა ვიდეობარათების ბაზარზე საკუთარ დებიუტის შესახებ. 13 დეკემბრიდან, ის დაიწყებს Zalman HD6870-H, Zalman HD6850-H და Zalman HD6770-H გრაფიკული გადაწყვეტილებების მიწოდებებს, რომლებიც, როგორც ხვდებით, განეკუთვნებიან AMD Radeon HD 6000 სერიას. სამივე მათგანის კომპლექტაციაში შესულია ორი DVI, ერთ-ერთი HDMI და DisplayPort გასასვლელი, ხოლო ორსლოტიანი გაგრილების სისტემა კი, ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, რომელიც მოიცავს ცენტრში განთავსებულ ფენსა და ალუმინის რადიატორს. ისინი დამზადებულნი არიან ლურჯი ფერის, ბეჭდურ დაფაზე, როგორც მაგალითად, კონკურენტ - Gigabyte და Sapphire-ის გადაწყვეტილებების მსგავსად. მხარდაჭერილი ტექნოლოგიების ჩამონათვალი, AMD-ს ბარათებისთვის დამახასიათებელია: PCI Express 2.1, HDMI 1.4, DirectX 11, AMD Eyefinity, CrossFireX, HD3D, PowerPlay და ა.შ. Zalman HD6870-H ფუნქციონირებს ნომინალურ 900/4200, Zalman HD6850-H - 775/4000, ხოლო Zalman HD6770-H – 850/4800 მჰზ-ზე. ორმა უფროსმა მოდელმა მიიღო 1 გბ მეხსიერება და 256-ბიტიანი ინტერფეისი, ხოლო მესამემ კი - 128-იანი. რეკომენდირებული ფასები ამგვარია: Zalman HD6870-H (Radeon HD 6870) - 190$; Zalman HD6850-H (Radeon HD 6850) - 168$; Zalman HD6770-H (Radeon HD 6770) - 124$. თითოეული ნაწარმის კომპლექტში აგრეთვე შესული იქნება DVI–D-Sub, ძალური კაბელ-გადამყვანები 2x4-pin–6-pin, CrossFire-ხიდი (გარდა Zalman HD6770-H-ისა), დაყენების ინსტრუქცია და დრაივერების დისკი. Eletek, Overclockers.ua
  13. კომპანია Leica Camera AG-მ წარმოადგინა კომპაქტური კამერა Leica V-Lux 3. ის აღჭურვილია Leica DC Vario-Elmarit 4.5 - 108 mm f/2.8 - 5.2 ASPH ობიექტივით, რომელსაც გააჩნია ფოკუსური მანძილების 24x-იანი შეცვლის დიაპაზონი. 35 მმ კადრის ეკვივალენტურად, ის შეადგენს 25-600 მმ-ს. დიაფრაგმის მაქსიმალური მნიშვნელობა იცვლება F/2,8-დან F/5,2-მდე. გამოსახულების ფორმირება ხდება CMOS ტიპის, 1/2,3 დუიმ ფორმატზე, 12,1 მპ გაფართოებით. როგორც ტექნიკური მონაცემებით, ასევე გარეგნობითაც, პროდუქტი ძალიან წააგავს Panasonic DMC-FZ150-ს. არის კიდევ ერთი განსხვავება მათ შორის - კომპლექტში შესულია Photoshop Elements და Premier Elements პროგრამებიც. მეორე მათგანის არსებობა აიხსნება იმით, რომ აპარატს გააჩნია ვიდეოგადაღების ფუნქციაც, 1920 x 1080 პიქსელ მაქსიმალურ რეზოლუციით, 60 კადრ/წმ-მდე სიხშირით. კოდირებისთვის გამოიყენება Full-HD AVCHD Progressive (MPEG-4 /H.264) ფორმატი, ხოლო ხმის ჩაწერა ხორციელდება სტერეოფონურ მიკროფონით - ქარის ხმის ელექტრონული ფილტრით. Leica V-Lux 3-ის გაყიდვები იანვრის თვიდან უნდა დაიწყოს. IXBT
  14. ინფორმაციულმა წყარომ განაცხადა მონობლოკურ კომპიუტერ Toshiba Qosmio DX730-ის ევროპაში გაყიდვების დაწყების თაობაზე, რომლის ანონსიც სექტემბრის დასაწყისში შედგა. იმ დროისთვის, არ იყო ცნობილი არც მისი ღირებულება, არც დეტალური სპეციფიკაციები, თუმცა ეს ყველაფერი ამჯერად უკვე გამოქვეყნდა. 10K მოდიფიკაციაში შესულია Full HD გაფართოების, 23-დუიმ დიაგონალის მქონე, თხევად-კრისტალური პანელი, 2,4 გჰზ-ზე მომუშავე პროცესორი Intel Core i5-2430M, 1 გბ-იანი დისკრეტული ვიდეობარათი NVIDIA GeForce GT 540M. ოპერატიული მეხსიერების ოდენობა 4 გბ-ია (მაქსიმალური - 16 გბ), მყარი დისკისა კი - 1 ტბ. გარდა ამისა, მის კომპლექტაციაში აგრეთვე მოიძებნება ოპტიკური წამყვანი Blu-ray-დისკების მხარდაჭერით, 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა, მეხსიერების ბარათების წაკითხვისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, Ethernet, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 3.0+HS ადაპტერები, ორი ფართოხაზოვანი და ერთი დაბალსიხშირიანი დინამიკი, ჰიბრიდული ტვ-ტიუნერი. ინტერფეისების სახით კი, წარმოდგენილია ოთხი USB 2.0, ორი USB 3.0, HDMI. პროდუქტის ფასი, ოპერაციულ სისტემა Windows 7 Home Premium-ით, შეადგენს 1100 ევროს. კომპლექტს ასევე თან ერთვის უკაბელო მაუსი და კლავიატურა. PRAD.de, IXBT
  15. გამოჩნდა AMD Radeon HD 7900 სერიის და კოდურ დასახელება Tahiti-ს მქონე, ვიდეობარათის ახალი ფოტოსურათები. კომპანია TSMC-ს მიერ გამოშვებული, 28 ნმ-ზე დაფუძნებული პროცესორი გამოყენებული იქნება ერთ (Radeon HD 7950 და HD 7970-ებში) და ასევე ორჩიპიან მოდელში (HD 7990). GPU განთავსებულია წითელი ფერის, PCB-ის ცენტრში. ის გარემოცულია მეხსიერების 12 მიკროსქემით, რაც ადასტურებს ახლახანს გავრცელებულ ინფორმაციას. საინტერესოა, რომ თვითონ პროცესორი დაფარულია შუაში ღრმულის მქონე, გარკვეულ ეკრან-თერმოგამანაწილებლით, რომლის მეშვეობითაც, ჩიპი კონტაქტს ახდენს გაგრილების სისტემასთან. გარდა ამისა, დაფაზე აგრეთვე შეინიშნება კვების ქვესისტემის კომპონენტებიც (როგორც ჩანს, ის დამზადებულია 5+1 ფაზიან სქემის მიხედვით), გადამრთველი ორ BIOS-ს შორის. ადგილზეა CrossFire და ორი გასასვლელი - დამატებითი ენერგიის მიღებისთვის. მოსალოდნელია, რომ ახალი ხაზის ბარათების ანონსი შედგება იანვრის CES 2012 გამოფენაზე. VR-Zone, IXBT
  16. ესეც კარგი ვარიანტია IPS-ზე http://olmarket.ge/en/app/olshop/details/583/68/tmpl_f/monitors/dell-ultrasharp-u2311h-w-monitor.html
  17. კომპანია Galaxy-მ დააპროექტა არარეფერენსული ვიდეობარათის მოდელი, სახელწოდებით GeForce GTX 580 Hall of Fame Edition. ის აღჭურვილია კარგად მოფიქრებულ, კვების სისტემით რომელიც მოიცავს რვა (6+2) ძალურ ფაზას. ხოლო გაგრილება წარმოდგენილია 6 მმ დიამეტრის, სპილენძის ხუთი მილაკით, ალუმინის ფირფიტების მთლიანი მასივით და 92 მმ-იანი სამი ფენით. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ, იკავებს გაფართოების ორ სლოტს. პროდუქტს გააჩნია გამოსახულების ერთდროულად სამ მონიტორზე გამოტანის მხარდაჭერა - სპეციალიზირებულ, IDT VMM1403 მიკროსქემის გამოყენებით. რაც შეეხება გასასვლელებს, უკანა პანელზე განთავსებულია mini-HDMI (3) და DisplayPort. ცნობილია, რომ ის აგრეთვე დაკომლექტებულია Samsung-ის წარმოების, GDDR5 ჩიპებით, თუმცა ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია სიხშირეების შესახებ. Expreview, Overclockers.ua
  18. გუშინ, გამოჩნდა CrossFire-კონფიგურაციაში მომუშავე ორი ვიდეობარათი, რომლებიც სავარაუდოდ უნდა იყვნენ Southern Islands სერიის ერთჩიპიანი ფლაგმანები - Tahiti Pro/XT. როგორც თქვენთვის ცნობილია, ეს გახლავთ მძლავრ GPU-ზე დაფუძნებული, Radeon HD 7970/7950 კლასის გადაწყვეტილებები. წითელი ტექსტოლიტით ნუ გაოცდებით, ჩვენს წინაშე ჯერ მხოლოდ პროდუქციის ნიმუშებია, საბოლოო ვარიანტში, ისინი შესრულებულნი იქნებიან შავი ფერის ბეჭდურ დაფებზე. ნაწარმის სიგრძე დაახლოებით 30 სმ-ია, ხოლო ბირთვის გაგრილებას უზრუნველყოფს ორსლოტიანი ქულერი. დამატებითი კვების მიწოდება ხდება ორ 8-პინიან PCI-E Power პორტის საშუალებით და ამგვარად, ერთი Tahiti-ის ელექტრომოხმარების დონემ შეიძლება მიაღწიოს 450 ვ-მდე. CrossFire-ისთვის განკუთვნილი გასასვლელებიც 2 ცალია, ადგილზეა მეტალის ბეკპლეიტიც. ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ვიდეომეხსიერების მიკროსქემების რაოდენობა. ფოტოსურათის ავტორმა დაითვალა 11 ჩიპი, რაც შეესაბამება 352-ბიტიან ინტერფეისს, თუმცა სავსებით შესაძლებელია იმის თქმა, რომ PCI Express x16-თან არსებობს მე-12-ც. ამ შემთხვევაში კი, აღნიშნული სალტის ზომა იზრდება 384 ბიტამდე. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, ამას უკვე ახალი წლის შემდეგ შევიტყობთ. Beyond3D, Overclockers.ua
  19. ხო, წარმატებული სოკეტი გამოდგა და ალბათ მაგიტომაც არ ჩქარობს წარმოებიდან ამოღებას
  20. კომპანია Intel-მა განაცხადა P55, H55 და H57 Express ჩიპსეტების გამოშვების შეწყვეტის შესახებ. პირველი მათგანი, როგორც იცით, წარდგენილ იქნა 2009 წლის სექტემბრის თვეში, ხოლო დანარჩენი ორი კი - 2010-ის პირველ კვარტალში. მათი შეკვეთა შესაძლებელი იქნება 2012-ის 29 ივნისამდე, ხოლო მიწოდებები კი, 7 დეკემბრამდე გაგრძელდება.
  21. როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია NVIDIA-მ დეკემბერში გამოაქვეყნა ინფორმაცია მობილურ GPU GeForce 600M-ების შესახებ. ეს კი მან გააკეთა უბრალოდ, საკუთარ საიტზე შესაბამისი გვერდის განახლებით, რაც სავსებით გასაგებია, რადგან ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ სამივე მოდელი - GT 635M, GT 630M და 610M მიღებულ იქნა GeForce GT 555M, GT 540M და 520MX-ის სახელების შეცვლის გზით შესაბამისად. ამის დასამტკიცებლად მოყვანილია ექვსივე მათგანის სპეციფიკაციების ცხრილი: ახალ სერიაში საინტერესოა მათი პოზიციონირების საკითხი. თუ წინა თაობის მოდელები, დასახელებებში დიდი ციფრების გამო, ითვლებოდნენ უფრო მაღალწარმადოვნებად, ამჯერად, 6XX ხაზის წარმომადგენლები, რომლებმაც ინდექსში დაკარგეს ერთი-ორი ათეული, ნომენკლატურულ რიგებში 'გაანთავისუფლეს' მეტი ადგილი - დიდი რაოდენობის ფლაგმან და საშუალო დონის, 3D-გადაწყვეტილებებისთვის. IXBT, Engadget
  22. კომპანია Zalman მზად არის ქულერ CNPS10X Optima-ს მიწოდებების დაწყებისთვის. ის 'ტაუერ' ტიპს განეკუთვნება და თავსებადია ყველა აქტუალურ პლატფორმასთან, LGA2011-ის გამოკლებით. მასში გამოყენებულია 5 მმ-იანი, სპილენძის ოთხი სითბური მილაკი და ალუმინის მთლიანი მასივი - 120 მმ-იან PWM-მართვის მქონე ფენთად ერთად (შესაძლებელია ორი ფენის დაყენებაც). პროდუქტის გაბარიტები შეადგენს 132(L) x 85(W) x 152 (H) მმ-ს და იწონის დაახლოებით 630 გ-ს. გაფანტვის ფართობი არც თუ ისე დიდი ზომისაა, ოფიციალური მონაცემებით - 6553 სმ2. ზემოაღნიშნული 'პროპელერი' ასრულებს 1000-დან 1700 ბრ/წთ-მდე და ამასთან, გამოყოფს 17-28 დბ ხმაურს. ქულერთან ერთად, კომპლექტში შედის სამაგრები Intel LGA1155/1156/1366/775 და AMD FM1/AM3(+)/AM2(+) პლატფორმებისთვის და აგრეთვე მცირეოდენი თერმოპასტა Zalman ZM-STG2M. რეკომენდირებული ღირებულება 35$-ია. Eletek, Overclockers.ua
  23. მყარ დისკების დეფიციტი დღემდე იგრძნობა, თუმცა ბოლო 2-3 კვირის მონაცემებით, სიტუაცია თანდათანობით სტაბილურდება. მაგალითად 500 გბ-იანი მოდელები, რომელთა ფასიც ოქტომბერში 45-დან 120$-მდე გაიზარდა, დღესდღეობით უკვე დაახლოებით 100$-მდე ჩამოვიდა. 62-დან 160$-მდე გაძვირებული 1 ტბ-იანები უკვე 125$-ზე იმყოფებიან, ხოლო 2 ტბ-იანებმა კი, 185-დან 145$-მდე ჩამოინაცვლეს. ხოლო მათთვის, ვინც გარკვეული დროით გადადო HDD-ის აპგრეიდი, კომპანია WD ატყობინებს ტაილანდში აღდგენით სამუშაოების შესახებ. მისი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ შესაბამისი ღონისძიებები ტარდება 'დადგენილ გრაფიკების მნიშვნელოვნად გასწრებით'. რამდენიმე კვირაში მოხერხდა შემდეგი: დადგენილ თარიღებზე ერთი კვირით ადრე, გაშვებულ იქნა მყარი დისკების წარმოება ერთ-ერთ სამრეწველო კორპუს ბანგ პა-ინში (BPI), ტაილანდში. 15 ოქტომბრიდან, ეს ფაბრიკა დაიტბორა ორი მეტრით. ამ წ^ლის გაწოვა დასრულდა 17 ნოემბერს, ელ-ენერგიის მიწოდება განახლდა 26-ში, ხოლო 30-დან მუშაობა კვლავინდებურად განახლდა; მდგომარეობის შეფასების, წმენდისა და აღდგენის შესასრულებლად, მყარ დისკების 'თავაკების' წარმოებისთვის განკუთვნილ ყველა მოწყობილობას (სლაიდერებს) ჩაუტარდათ დემონტაჟი და გადატანილ იქნენ ბანგ პა-ინში; მომდევნო წლის მეორე კვარტალში იგეგმება არამხოლოდ HDD-ების თავაკების წარმოების განახლება ბანგ პა-ინში, არამედ ასევე სლაიდერების დამამზადებელი, ახალი ფაბრიკის გახსნაც პენანგში, მალაიზიაში; WD-ის ფაბრიკები ნავანაკორნში რჩებიან 60 სმ-ით დატბორილნი. გეგმების მიხედვით, წ^ლის სრული გაწოვა დასრულდება 10 დღეში, რის შემდეგაც, დაუყოვნებლივ დაიწყება გაწმენდითი და სარემონტო სამუშაოები. ამასთან ერთად, WD-ის პრეს-სამსახური იუწყება Hitachi GST-სთან მოლაპარაკების გადატანის შესახებ - მომდევნო წლის მეორე კვარტლამდე. Overclockers.ua
  24. Club 3D-მ დაანონსა 2 გბ მეხსიერებით აღჭურვილი ვიდეობარათი GeForce GTX 560 Ti CoolStream (CGNX-XT5648). ინტერფეისი 256-ბიტიანია და ის დაფუძნებულია 384 CUDA-ბირთვის მქონე, 40 ნმ გრაფიკულ პროცესორ GF114-ზე. პროდუქტის თავისებურებათა რიცხვს განეკუთვნება ბეჭდური დაფის შემცირებული ზომა, რომელიც იძლევა მის განთავსების საშუალებას მცირე ზომის კორპუსშიც და კომპანიის მიერ შემუშავებული გაგრილების სისტემა, რომლის კონსტრუქციაშიც შესულია სითბური მილაკები და ორი 80 მმ-იანი ფენი. სიხშირეები რეფერენსული მოდელის მსგავსია და შეადგენს 822/1644/1002 მჰზ-ს. დამატებითი კვების მიწოდება ხორციელდება ორ ცალ 6-პინიანი პორტების მეშვეობით. მასზე ასევე განთავსებულია ორი DVI და ერთი mini-HDMI. გათვალისწინებულია 2-way SLI-ის მხარდაჭერაც. ნაწარმის ღირებულება 245 ევროა, ხოლო 265-ად შესაძლებელია სპეციალური გამოშვების შეძენაც, რომელშიც შესულია ლიცენზია - თამაშ Battlefield 3-ზე. IXBT
  25. სახელწოდებაში სიტყვა Cooling-ის ამოღებით, კომპანია Arctic-მა, გაგრილების სისტემების გამოშვება აქცია საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ, თუმცა ინოვაციურ განვითარების გზა მაინც არ მიუტოვებია. მისი ახალი პროდუქტები - Freezer i30 და Freezer A30 გაყიდვაში იანვრის შუა რიცხვებიდან გამოჩნდებიან და მათი ღირებულება 49,95$ იქნება. ორივე მათგანის კონსტრუქცია იდენტურია, თუმცა განსხვავდებიან თავსებად პლატფორმების ჩამონათვალით: პირველი ითვალისწინებს LGA 1155/1156/2011, ხოლო მეორე - FM1/AM2/AM2+/AM3/AM3+-ს სოკეტებს. იტყობინებიან, რომ მათ აქვთ 320 ვ-მდე სითბოს მოცილების უნარი. PWM-მართვის მქონე, 120 მმ-იანი F12 PWM ფენი რადიატორზე სპეციალური გარემომცველი ზედაპირის და ვიბროჩამხშობ ფენების საშუალებით მაგრდება. აუცილებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მისი შეცვლა, სხვა ანალოგიური ზომის 'პროპელერით'. მაქსიმალურ სისწრაფე - 1350 ბრ/წთ-ის დროს, ის ახდენს 125,7 მ3/სთ ჰაერის ნაკადის დამუშავებას, ხოლო ხმაურის დონე ამასთან, არ აჭარბებს 0,3 სონს. აქვე უნდა ითქვას, რომ Intel-ის პროცესორების ქარხნული ქულერებისთვის, 2020 ბრ/წთ-ის პირობებში, ეს მაჩვენებელი 1 ს-ს უტოლდება, ხოლო AMD-ს ბოქს-ვერსიებისთვის და 2850 ბრ/წთ-ით კი - 0.8 ს-ს. ამგვარად, Arctic-ის ნაწარმები არამხოლოდ უფრო ჩუმები, არამედ ეფექტურებიც არიან - გაგრილების თვალსაზრისით. პროდუქტების გაბარიტები შეადგენს 100 х 139 х 161 მმ-ს, წონა კი - 900 გ-ს. ძირიდან, სადაც გამოყენებულია 'პირდაპირი კონტაქტის' სახესხვაობა, გამოდის ოთხი U-ფორმის მსგავსი, 8 მმ დიამეტრის მქონე სითბური მილაკი, რომლებიც უერთდებიან 0,5 მმ სისქის, 48 ალუმინის ფირფიტას. ქულერების სამაგრი სისტემა იძლევა ჰაერის ნაკადის ფენიდან - ნებისმიერ ოთხი მხარისკენ მიმართვის საშუალებას. მათზე მოქმედებს მწარმოებლის 6-წლიანი გარანტია. Overclockers.ru
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.