Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Posts posted by lasha1616

  1. 25 minutes ago, OpTiMeR said:

    კონდენსატორები როგორ მოვხსნა ჩაკალულია, არც პაიანიკი მაქვს

    სარჩილავი გჭირდება, სხვანაირად არ გამოვა.

    მეც მაქვს მაგისთანა დენიკინის დროინდელი ბარათი, ჩემს შემთხვევაში თავისით გასკდა რადგან ფენი იყო მტვრით გატენილი და არ გრილდებოდა. 

    მას მერე ეს კონკრეტული კონდენსატორი ვეღარ მოვიძიე რომ მივარჩილო და ჩავრთო თუ კიდე იმუშავებს ძველებურად.

     

    ვფიქრობ ფოლგას ცუდი რეზულტატი არ უნდა ჰქონდეს. თუ გამოგივა და აამუშავებ, დაწერე მერე ტემპერატურის სხვაობა

  2. 1 minute ago, OpTiMeR said:

    დიდი ამბავი, ძველი ვიდეოა, მაინტერესებს უბრალოდ.

    თან თერმო პასტა არ მაქვს და მაგის მაგივრადაც თხელი ფოლგა უნდა გამოვიყენო, მაინტერესებს შედეგი. კარგი გამტარია სიცხის თან ალუმინი... წავა მგონი ხო... რას იტყვი

    მე პირადად ფოლგა არ მიცდია თუმცა სულ არარაობას, ფოლგა ჯობია.

    შედევი დუხოვკაში და ცოტა ჰაერში აწიე, ძაან არ დაიწვას. თუ არ გეზარება მოხსენი ბარემ კონდენსატორები ისე შედგი. ეგენი თუ გასკდა, მერე საერთოდ აზრი აღარ ექნება ღუმელში შედებას.

  3. 28 minutes ago, OpTiMeR said:

    ვიდეო დაფის შეკეთების ღუმელის მეთოდში ოსტატი არის ვინმე?

    ღუმელი არ მაქვს და გაზქურის დუხოვკაში თუ როგორც ქვია იქ რომ გავაკეთო ეგ საქმე არ გამოვა? ვის გიცდიათ? უნდა გამოვიდეს წესით, სიცხე იქაცაა აქაცაა, უბრალოდ ტემპერატურას ვერ ზომავს ეს და ნახევარზე რო დავაყენო ან რაღაც ეგეთი და გახურებულ ქურაში 10წთ-ით დავტოვო, მოვიგებ რამეს?

    მასე კონდენსატორებს არ დააზიანებ?

    თუმცა ალბათ სხვა ვარიანტიც არ გაქვს

  4. 40 minutes ago, მათე said:

    კაი ხანია გადავედი firefox-ზე და ნელ-ნელა ვიშორებ google-ს spyware-ს. გადავდივარ privacy oriented software-ზე.

    მე თუ მეხსიერება არ მღალატობს, მინიმუმ 10 წელზე მეტია რაც Firefox-ის ერთგული მომხარებელი ვარ. ეს ბოლო 1 წელია რაც ქრომზე გადავედი, მობილურში და პლანშეტში ანდროიდის გამო.

    დღემდე ვერ შევითვისე ქრომი ისე როგორც Firefox-ი, მისი addon-ები ისე მქონდა მორგებული, ჩემს გემოზე, ქრომზე თითქოს მაინც ვერ მოვერგე... თუმცა ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა.

    http://www.makeuseof.com/tag/switch-chrome-firefox/ ამ თემაში ვნახე  https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/tree-style-tab/ ეს addon ყოფილა კარგი რამ

  5. http://wccftech.com/intel-arbitrarily-breaks-coffee-lake-compatibility-z270-force-users-buy-new-z370-motherboards/

    "ყავის ტბის" პროცესორებს, შესაბამისი ახალი მაზერები ჭირდებათ, რადგან 6 ბირთვიან პროცესორებს, გაუმჯობესებული მეხსიერების გამტარობა აქვთ, უკეთესი გაუმჯობესებული კვების მიწოდება ესაჭიროება, რაც წინა თაობის მაზერებში არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ მიზეზის გამო, ახალ მაზერს, ახალი პროცესორი დასჭირდებაო.

     

  6.  

    Asus Strix ვერსიამ, Limited edition RX Vega 64-ს ვერ აჯობა, მიუხედავად რომ უკეთესი გაგრილება აქვს. სავარაუდოდ როგორც ჩანს Limited Edition საუკეთესო ჩიპებზეა რომლის ASIC ხარისხი შედარებით მაღალია Asus strix-თან შედარებით. მართალია სხვაობა 1 FPS არის, რომელიც არაფერს ნიშნავს, თუმცა ამას ვინ დაეძებს, ბაზარზე Vega-ს დეფიციტია.

     

  7. ავტოინდუსტრია უპილოტო ავტომობილების შექმნისკენ მიისწრაფის, შემდეგი ნიუსიც სწორედ ამაზეა.

    AMD მონაწილეობას Tesla-ს უპილოტო ელექტრომობილებისათვის AI ჩიპების დამზადებაში.

    Tesla is working with AMD to develop its own A.I. chip for self-driving cars, says source

     

    როგორც ჩანს მარტო Nvidia-ზე არ აპირებენ გაჩერებას, თუკი გავითვალისწინებთ იმსაც რომ Jim Keller-ი სწორედ AMD-დან გადავიდა Tesla-ში, არც AMD-ს ინტელექტუალური საკუთრებები დარჩებოდა თამაშგარე მდგომარეობაში.

    Elon Musk-მა განაცხადა,  უპილოტო ელექტრომიბლებს 2019 წლისთვის შემოგვთავაზებენ.

  8. 3 hours ago, OpTiMeR said:

    ahci-ს გამოყენებით მეტი სისწრაფე არ მიიღება, ფაქტი ესაა.

    მე ვგულისხმობდი რეზულტატს. რეზულტატი კი ისაა რომ უამრავ ბენჩმარკში AHCI-ზე უფრო მეტ სიჩქარეს აჩვენებენ SSD-ები, ვიდრე IDE-ზე.

    ეგ ვიცოდი აქამდე, ეხლა კი დავგუგლე უფრო ღრმად და თურმე HDD-ზეც აქვს სიჩქარის მატება IDE-დან AHCI-ზე გადასვლით.

    ფაქტია რომ AHCI შექმნეს hot plug-სა და native command queuing (NCQ)-სთვის,  რეზულტატი კი ისაა რომ NCQ-ის წყალობით როგორც HDD ისე SSD ჩქარია. ეს ავღნიშნე წინა პოსტში.

     

    3 hours ago, OpTiMeR said:

    ssd-რომ სწრაფია, არ ნიშნავს ეს რომ ahci-ს დამსახურებაა, მისი დამსახურება ისაა, რომ ssd მუშაობს.

    ეს ვერ მივხვდი... კომპში HDD-ზე თუ მიყენია ვინდოუსი.

    შემდეგ ბიოსიდან SSD-სთვის განკუთვნილი სატა პორტი IDE-ზე რომ დავაყენო, ვინდოუსის ჩატვირთვის შემდეგ SSD არ იმუშავებს? ანუ ვინდოუსი ვერ დაინახავს SSD-ს?

    SSD-ს კონტროლერი ჩვეულებრივ მუშაობს სატა ინტერფეისზე, როგორც IDE-ზე, ასევე AHCI-ზე.

     

     

    4 hours ago, Archili1997 said:

    არა ბიოსში შევდივარ სატა კონფიგურაცია არ არის ვერ ვპოულობ ვერსად აი ზუსტად ეგეთი ბიოსი მაქვს storage configuration არის ჩემთან sata configuration ის მაგივრად და რომ შევდივარ სხვა რაღაცეებია ahci არ არის საერთოდ

    ალბათ ძალიან ძველი მაზერია და მაგ დროს არ არსებობდა AHCI შესაბამისად მაგიტო ვერ ნახე

  9. 1 hour ago, OpTiMeR said:

    ide-დან ahci-ზე გადაყვანა სისწრაფესთან კავშირში არ არის. უბრალოდ ahci ახალი ინტერფეისია და დიდი ზომის და მრავალი მყარი დისკის დანახვისთვისაა საჭირო. გარდა ამისა ide-დან ahci-ზე გადაყვანისას ვინდოუსის გადაყენებას მოითხოვს.

    ჰო, ეგ სისწრაფისთვის არ გამოუგონიათ, თუმცა AHCI-ის გამოყენებით რომ უფრო მეტი სიჩქარე მიიღება, ეგეც ფაქტია. SSD ამის ნათელი მაგალითია.

    თუკი ჯერ windows registry-დან შევცვლით პარამეტრებს და მერე ბიოსში აირჩევს AHCI-ის, ვინდოუსის ახლიდან დაყენება აღარ მოუწევს.

    ამ ვიდეოში ჩანს ამას როგორ აკეთებს

     

     

    @Archili1997

    ბიოსში ვერ შედიხარ? როცა კომპი ჩართვას დაიწყებს Delete-ს აჭირე და შეხვალ, მერე სურათები გადაუღე, მერე ESC ღილაკით უკან გამოდი (არაფერი შეცვალო ბიოსში)

    med_gallery_893_374_214544.jpg

    სავარაუდოდ Main > Storage Configuration მანდ უნდა იყოს Sata კონტროლერის პარამეტრები. მიუხედავად იმისა IDE იქნება თუ AHCI, ვინდოუსის ჩატვირთვას 2 წუთი მაინც არ უნდა სჭირდებოდეს. ალბათ რაღაცა ფიქიკურ/ტექნიკური პრობლემაა

  10. მაგ მაზერს ბიოსში უნდა ჰქონდეს SATA კონტროლის კონფიგურაცია.

    სურათები გადაუღე ბიოსის პარამეტრებს და დადე, ან თავად იპოვნე თუ შეძლებ, SATA სავარაუდოდ IDE-ზე გექნება და უნდა გადაიყვანო AHCI-ზე.

     

    https://www.google.ge/search?q=bios+hdd+ide+to+sata&client=tablet-android-google&prmd=ivsn&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiE-Kbv2q7WAhUpQZoKHZZ4CdUQ_AUIESgB&biw=601&bih=962#imgrc=UEPOxcR-vZTmbM:

     

     

  11. 4 minutes ago, it19 said:

    მე antminerებისთვის მინდა

    მაშინ მაგისთვის იდეალური ვარიანტი გამოდის.

    იზოლირებულად თუ არ გაქვს სადმე გამოყოფილი ადგილი მაინინგისთვის, მაშინ სახლის პირობებში ზეთში ჩადება ერთადერთი გამოსავალია ზედმეტი ხმის და მტვერის თავიდან ასაცილებლად.

     

    რადიატორებზე მგონი პრობლემა არ იქნება, რაც შეეხება ზეთს, წყალთან შედარებით უფრო ბლანტია და ცოტა მძლავრი პომპა დაჭირდება 

  12. 5 minutes ago, it19 said:

    კი მაგრამ ვისაც აფგრეიდი არ აინტერესებს?

    ჰო სწორედ მაგ პირობით, რომ მერე აღარ შეეხები.

    ხელოვნების ნიმუშის შექმნა თუ გინდა, ამისათვის დიდი თანხის გასაღებად მზად უნდა იყო. ეკონომიას თუ გააკეთებ და ფულს დაზოგავ, უშნო გამოვა და უკმაყოფილების გრძნობა არ მოგასვენებს, მერე რაღა აზრი აქვს ესეთ აწყობას ან ამხელა თანხის დახარჯვას?

    რითიც აპირებ აწყობას, ახალი უნდა იყოს ნაწილები, დაუმტვერავი (ან ისე უნდა გაწმინდო რომ ახალივით იყოს).

     

    თუმცა თუ შენი მიზანია უბრალოდ რომ silent pc გქონდეს, მეტნაკლებად გრილი და ნაწილები არ დაიმტვეროს, მე მგონი ზეთში ჩადება კარგი გამოსავალი მაინც არ არის, ისევ და ისევ პრაქტიკულობიდან გამოდინარე.

    იმ სართო თანხაში, რა თანხაც აკვარიუმი, ზეთები, შლანგები და რადიატორები და წყლის პომპები გიჯდება, ჯობია  silent cpu coller იყიდო ანუ მარტო დიდი რადიატორი, ასევე ისეთი კვების ბლოკი რომელიც ქულერს არ ჩართავს სანამ ძალიან არ გახურდება (მაგალითად ჩემი), ასევე იყიდე პასიური გაგრილებით საშუალო დონის ან სუსტი GPU და  საერთოდ 0% უხმაურო კომპი გექნება. არც მტვერი დაედება რადგან შიგნით ჰაერის ცირკულაცია არ იქნება. და თუ მაინცადამაინც დაიმტვერება, ჰაერის ბალონები იყიდება და იმით ეგრევე გაწმინდავ ყველაფერს.

    მე პირადად მომწონს პასიური გაგრილების კომპები, უხმაურო და თუნდაც ცოტა ცხელი, არც მე მსიამოვნებს დამტვერვა მაგრამ, თუ პასიური გაგრილებით მექნება კომპი, მაშინ მტვრის პრობლემა ძალიან ნაკლებად შემაწუხებს.

     

     

     

  13. ლამაზია, უცხოა, მაგრამ პრაქტიკულობისა რა მოგახსენო.

     

    როცა ააწყობ და ჩადებ აკვარიუმში, მერე ვეღარ შეეხები, უნდა დადო და უყურო. ვინჩესტერის დამატება ან მოხსნა რომ მოგინდეს, ოპერატიულის, ქულერის ან ვიდეო ბარათის შეცვლა-ამოღება , უნდა "იწუწაო" ზეთებში, თან არ უნდა დააბინძურო. ზეთიან ნაწილებს სად წაიღებ, ეგ ცალკე საკითხავია. 

     

    მე თუ მკითხავ, ზეთში თუ გინდა კომპის ჩადება, უნდა ააწყო ძალიან ლამაზი გაფორმებით, ლამაზი სათამაშოებით, განათებით და ა.შ. როგორც ლინუსამ გააკეთა.

    მარტო ზეთში ჩადებით, მე პირადად საინტერესოს ვერაფერს ვხედავ

     

  14. 2 hours ago, Harmony Lines said:

    სლოვენია სერბეთი ზეგ ფინალში, ვბალეშიკობთ ვის? რათქმაუნდა კოკოშკოვის კამანდას...^^

    რათქმაუნდა სლოვენიას, ნამდვილად გამიხარდება მათი წარმატება, კოკოშკოვი იმსახურებს ამას.

     

    • Upvote 1
  15. 53 minutes ago, nseries430 said:

    pcie 4.0ი

    ეგ მნიშვნელოვანი კომპონენტია ძალიან, მაგრამ უფრო მეტად აქტუალური სერვერულ სეგმენტში იქნება.

    სამომხმარებლო სეგმენტში უფრო მეტად მაინც პროცესორის IPC სიმძლავრე/ფასის შეფარდებაა მნიშვნელოვანი, ვიდრე pcie 4.0-ზე გადასვლა.

    თანაც დღევანდელი high-end კომპიუტერები, pci 4.0-ის გამოსვლის შემდეგაც კვლავ ძვირი ეღირება. დღეს ნებისმიერ თამაშებში pcie 2.0 და 3.0 შორის სხვაობა არის 1-2-3 FPS. ჯერ-ჯერობით სამომხმარებლო სეგმენტში, უფრო კონკრეტულად კი თამაშებში, Pcie 3.0-ის ლიმიტი არ ამოიწურება მინიმუმ შემდეგი 4-5 წელი მაინც.

    დღევანდელი ვიდეობარათები ყველა pcie 3.0-ზეა, რომელებიც ვერ იყენებენ ბოლომდე ამხელა გამტარობას. Titan Xp, ისევე როგორც Dual GPU ვიდეო ბარათებს, მაინც საკმარისად სამყოფი გამტარობა აქვთ.

    მე უფრო Zen 2 მაინტერესებს რამდენად კარგი იქნება ოვერქლოქის პოტენციალში, გართობის მიზნით რათქმაუნდა და რამდენად გაუმჯობესებული IPC პარამეტრი ექნება (10%-ით თუ გააუმჯობესებენ მინიმუმ, კარგი იქნება), რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე Pcie 4.0, თუმცა მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, გამოუშვან, რაც კარგი მით უკეთესი.

     

    AMD როგორც ვიცი 7 nm-ზე უშვებს შემდეგ თაობას 2018 წლის მეორე ნახევარში, მობილურ სეგმენტში ვნახავთ დიდ შვებას, უფრო ჩქარი და უფრო მეტად ენერგოეფექტური პროცესორები რომ იქნება.

  16. 39 minutes ago, kakha77777 said:
    პლანეტაზე ყველაზე დიდი ტევადობის ტელეფონის Micro sd გამოვიდა 400 გბ -ანი, ზუსტად 2 კვირის უკან 31 აგვისტოს, ბერლინში წარმოადგინა Sandisk -მა პირველად.
     
    აგერ ამაზონზე დაუდვიათ უკვე, 250 $ ტრამპი და ეს ჩიპი შენია:
     

    200 GB კარგი ვარიანტია 

  17. 3 minutes ago, Harmony Lines said:

    რას იზამ ჩემო ლაშა, წავაგეთ წავაგეთ, მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ მომავალში საქართველოს მაინც ვიხილავ ეურობასკეტის ფინალში მაინც...

    მეც ეგ მინდა და ვიმედოვნებ ოდესმე ისე გავძლიერდეთ რომ ევრობასკეტი მოვიგოთ.

    გვეყოლება ნიჭიერი ახალგაზრდა კალათბურთელები, უბრალოდ სამწუხაროა რომ სუპერლიგა არ გვივარგა, რადგან ფინანსები არ არის, თუმცა ფინანსები ხომ სრულიად ყველა ქართული სპორტის აქილევსის ქუსლია...

    • Like 1
  18. 3 hours ago, Harmony Lines said:

    იტალიასთან თამაშს ვერ ვუყურე გუშინ, მოსკოვიდან სტუმრები მესტუმრნენ და ვერ მოვიცალე მაგისთვის, შედეგები ვნახე უბრალოდ და 2 ქულით წაგვიგია, და გამიკვირდა მაგრად, იტალიასთან 2 ქულით წაგება, ეტყობა მაგრად დაიხარჯნენ ბიჭები, მაგრამ სადაც 2 ქულა გიწყვიტავს იქ ცოტა მეტიც რომ გაეკეთებინათ კარგი იქნებოა, მთლად ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მაინც ბედნეირი ვარ რომ ეურობასკეტის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდს ლიტვას მოვუგეთ...

    ერთ-ერთი ყველაზე მკტივნეული მარცხი სრულიად საქართველოს საკალათბურთო ისტორიაში წლევანდელი ევრობასკეტ 2017 იყო.

    ბევრი შეცდომა დავუშვით, ბევრი ხარვეზი, ბევრი ჩავარდნა გვქონდა.

    არადა რა დასანანია, უდიდესი გამოცდილების და პოტენციის მქონე გუნდი გვყავს, რომ არა ჩვენივე შეცდომები, გერმანაისაც მოვუგებდით, იტალიასაც და უკრაინას ხომ ზედ დავაყოლებით, რადგან მართლა დიდი პოტენციალი გაგვაჩნია. დასასანანია ის რომ, ჩვენ თვითონვე დავუშვით ბევრი შეცდომა და საბოლოო ჯამში მთელი ჩვენი პოტენციალი გავანიავეთ და ძალა აღარ გვეყო მოსაგებად.

    მომავალ ევრობასკეტზე ეს გამოცდილი კალათბურთელები დაბერებული იქნებიან და ნახევარი ვერც ითამაშებს, ან სკამიდან ჩართავენ ზოგიერთებს...

    იმედი მაქვს მომავალში, ახალგაზრდა თაობიდან ჩასვავენ საუკეთესოებს და გააგრძელებენ ეროვნული ნაკრების წინსვლას.

    ზაზა ფაჩულია უკვე წავიდა ეროვნული ნაკრებიდან. დასანანია, არ იმსახურებდა საქართველო ასე დამარცხებას, მითუმეტეს ზაზას ბავშვი გუშინ შეეძინა.. იტალიასთან უნდა მოგვეგო...

    • Upvote 1
  19. მადლობა მაინც ნაკრებს, დიქსონის ვუმადლოდეთ ყველაფერს MVP-ია, ბოლო სამ ქულიანიც რომ ჩაეგდო, ძეგლის დადგმას იმსახურებდა.

    ახლა უკრაინამ უნდა წააგოოს თორემ ვეღარ გავდვიართ. არადა ლამის იტალიას მოვუგეთ და უკრაინასთან როგორ დავმარცხდით...

    • Upvote 1
  20. ჰო მსაჯებიანად მოვუგედ უკვე მეორედ, ლიტვის შემდეგ.

    უკრაინა არ იყო წასაგები, ცინცაძემ და კიდე რამდენიმე ელემენტარული შეცდომით საბოლოოდ წავაგეთ.

    ხვალ იტალიასთან საკმაოდ გაგვიჭირდება, იტალასთან თამაში ყოველთვის გვიჭირდა სულ ვაგებთ, ხვალაც ასე იქნება დიდი ალბათობით. თანაც ბიჭები გადაღლილი იქნებიან, ისრაელთან მოგების შემდეგ, იტალიასთან მატჩი 18 საათში იწყება და არამგონია ეყოთ ძალების ბოლომდე აღსადგენათ.

    თუ ისრაელი მოუგებს უკრაინას, მაშინ იტალიასთანაც რომ წავაგოთ მაინც გავდივართ მეოთხე ადგილზე მაგრამ, ისრაელის იმედად ყოფნას ჯობია ისევ იტალიას მოვუგოთ. 

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.