Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Posts posted by lasha1616

  1. 45 minutes ago, Ioane Aslamazashvili said:

    მოგესალმებით, იქნებ გაგვიზიაროთ გამოცდილება, როგორ ხდება დაზიანებული ვირტუამანქანებიდა VMware-დან ინფორმაციის აღდგენა. მაგ. ESxi 5.5 რა ხელსაწყოებით უნდა მოვახდინოთ datastorage ინფორმაციის უსაფრთხოდ ამოღება, როცა ჰოსტს ვეღარ ვუკავშირდებით.

    https://www.facebook.com/pitsllcge/

     

  2. 2 hours ago, dete said:

    გვიახლოვდება ვოლტა, ესე უცებ გამოსვლა ყველნაირი ინფოს გარეშე მემგონი პირველია :)

     

    https://www.nvidia.com/en-us/titan/titan-v/?nvid=nv-int-tnvptlh-29190

     

     

     

    სასერვერო/დატა ცენტრ სეგმენტში რამდენიმე თვეა გამოსულია. დესკტოპებისთვის ჯერ არ ეჩქარებათ, 10-ე სერია გეიმერებს აკმაყოფილებთ და ამოყიდიან კიდე კარგა ხანს.

    ეგ ჩიპი პირდაპირ წამოიღეს სასერვერო/დატაცენტრ სეგმენტიდან და დესკტოპ სეგმენტში გაუშვეს. მაგიტომაც ღირს 3000$

    უპრო პატარა ზომის ჩიპები ჯერ არ დაუმზადებიათ, სავარაუდოდ გაზაფხულისთვის გამოუშვებენ.

  3. ძალიან სუსტი პროცესორი აქვს და 100% რომ იტვირთება ლოგიკურია.

    ვინდოუს 10-ის რამე მსუბუქი ვერსია დააყენე ან უფრო კარგია ლინუქსი, უფრო ამოისუნთქებს ეგ პროცესორი

  4. BCLK-ით გააკეთა როგორც ზემოთ დაგიწერეს, ეგეთი ოვერქლოქი არაა რეკომენდირებული, ეგრე შეიძლება მაზერს ან პროცესორს ან ოპერებს, რაღაცა დაუზიანდეს და მასე დამთავრდება ყველაფერი + არასტაბილურია ეგეთი ოვერქლოქი.

  5. 7 hours ago, Gik. said:

    http://www.tp-link.com.au/products/details/TL-WR740N.html  ეს მიდგას ეხლა თავის დროზე 35 ლარად ვიყიდე და თავისი საქმე 5-ზე შეასრულა ალბათ მოჭამა უკვე თავისი დრო :) სიმართლე გითხრა არც ის ვიცი კონკრეტულად როუტერის ბრალია თუ არა მაგრამ სხვა რას დავაბრალო ? ჯერ ვაერლესით დაიწყო ანუ მიღებას კარგავდა სადღაც ყოველ 10 წუთში ყველა მობილურ მოწყობილობაზე რაც სახლში მაქვს! მანამდე არ მივაქციე ყურადღება სანამ კომიუტერზეც არ დაიწყო იგივე ხანდახან გაითიშება ესე 30-40 წამით და გააგრძელებს მერე ისევ + პინგი თამაშობს ძალიან უაზროდ 70-დან შეუძლია 300-ზე ავარდეს და დასტაბილურდეს 90-100-ზე გარკვეული პერიოდი შემდეგ ისევ აიწიოს და ა.შ :) მაგთიდან ჩვენი ბრალი არ არისო ნუ ამათმა სხვა მაინც არაფრის თქმა არ იციან და დამრჩა ერთადერთი ვარიანტი როუტერის გამოცვლა.ამიტომ მირჩევნია ცოტა მეტი მივცე და მოვიშორო ამის პრობლემა

    როუტერის ბრალია ესეიგი. შეიძლება ახალი wifrmware ჭირდება http://www.tp-link.com.au/download/TL-WR740N.html#Firmware

    გადაფლეშე ახლიდან, იქნებ გამოსწორდეს.

    თუარადა რადგან ეგ 35 ლარიანი გყოფნიდა, მაშინ ნებისმიერი როუტერი დაგაკმაყოფილებს, 2 ანტენიანი ნორმალური იქნება შენთვის. თუ რამე სერიოზული ქსელური ფუნქციებით არ ხარ დაინტერესებული, მაშინ "ძვირიანი" როუტერი არ დაგჭირდება

  6. 3 hours ago, Gik. said:

    აქ ვიკითხავ ბარემ ! ყველაზე კარგი ბრენდი რომელია როუტერებში?  https://www.linksys.com/hk/p/P-EA4500/  ეს რომ დავიდგა სახლში რამდენად კარგია? 

    კარგი ბრენდია ნამდვილად, მეც ლინკსისი მაქვს E2000 უკვე 6 წელია (აქედან 5 წელი თავის firmware-ზე იყო, 1 წელია დაახლოებით Tomato-ს ერთ-ერთი დისტრიბუტივი მიყენია, უფრო კონკრეტულად ეს http://tomato.groov.pl/ ) და ამ დროის განამვლობაში ერთი რესტარტიც არ დასჭირვებია. სახლში 6 wifi მოწყობილობა და 2-3 კომპიუტერი კაბელით, ამ დატვირთვას მშვენივრად ართმევს თავს.

    რაც შეეხება wifi სიგნალის დაჭერას, მაგალითად iPhone 5-ს და Huawei Ascend Y511-ს უჭირს სიგნალის მიღება იქ სადაც ჩემი ტელეფონი მაინც იჭერს დაბალზე. ჩემ სახლში (4 ოთახიანი) ეს wifi როუტერი ზუსტად სახლის კუთხეში მიდევს და ამავე დიაგონალის სახლის კუთხეში ჩემი ტელეფონი პრაქტიკულად ვეღარ იჭერს სიგნალს.

    ასე რომ გააჩნია შენს მოთხოვნებს, ფინანსებს, სახლის მდებარეობას/კონსტრუქციას, სად აპირებ დადგმას და ა.შ.

    • Like 1
  7. 10 hours ago, G1ORG1 said:

    478 სოკეტი ყოფილა :givi: ამის ქულეს ვიშოვი ვითომ? :დ

    2003 წელს რომ ვიყიდე პირველად კომპი, ეგ სოკეტი იყო, მაზერის AGP სლოტზე მქონდა Nvidia FX-ის რომელიღაცა ვიდეობარათი,  256 MB ჰქონდა მგონი :D

    მე არ მაქვს მაგის შესაბამისი გაგრილება, თუმცა მაგ კომპს მართლა გაუჭირდება დღევანდელი სკაიპის გაქაჩვა. მაგ კომპზე უეჭველი XP უნდა დააყენო. ახალი სკაიპი კი საკმაოდ დიდ რესურს მოითხოვს 10 წლი სწინანდელი მსუბუქი ვერსიისგან განსხვავებით. ეგ უფრო ინტერნეტში სერფინგისთვის გამოდგენა ან რაიმე საოფისე საქმიანობისთვის.

  8. რაღაც სითხეა ჩაღვრილი, ყავა ან სხვა რამ 99%

    თუმცა ერთ HP-ს ნოუთბუქზე მქონდა შემთხვევა, როცა არაფერი არ იყო კლავიატურაში ჩასხმული მაგრამ, კონკრეტულ ღილაკზე თითის დაჭერით ნოუთბუქი ითიშებოდა. 

  9.  

    3 hours ago, zorzo said:

    ძაან სუსტი ბუდეები აქვს ჩემს კეისს. (ბუდეს ვეძახი და თუ სხვა რამე ჰქვია შემისწორეთ). მაგალითად მაუსი ზოგჯერ რამდენიმე წამით მწყობრიდან გამოდის და როცა USB-ს ხმა იქნება, ისევ სწორდება. დღეს კიდე კლავიატურის ბუდე მოკვდა, ასევე გაფუჭებული აქვს მიკროფონის ორივე ბუდე. და ხომ არ იცით ადგილი სადაც აკეთებენ ამ ბუდეებს. თუ კეისის შეცვლა მომიწევს?

    ამდენი ბუდე ერთდროულად რამ გააფუჭა კაცო.. იჟანგება თუ რაარის? :D

    იქნებ არა მაზერის, არამედ კაბელების ბრალია? როგორც ასეთი პორტის გაფუჭება იშვიათი შემთხვევაა, მე პირადად მსგავსი შემთხვევა არ მინახავს. თვითონ რისი პორტიც არის, იმის კონტროლერი თუ გადაიწვა, მაშინ მაგ პორტს უნდა დაემშვიდობო, რისი შემთხვევებიც არაერთხელ მინახავს.

    ზოგადად ფიზიკურად პორტი თუ გაფუჭდა, მაშინ სულ გაფუჭდებოდა და აღაც ჩაირთვებოდა, ხან აქვს კონტაქტი და ხან არა, უფრო კაბელების ამბავი მგონია.

     

  10. 2 hours ago, G1ORG1 said:

    alibaba.comიდან ვინმე იწერთ?ყიდვას ვერ მივაგენი. ხელპ :gigi:

    მაქედან თუ გინდა ყიდვა, მაშინ დიდი რაოდენობით უნდა იყიდო, ეწერება თითოეულს მინიმალური შეკვეთის ოდენობა.

     

    ცალობაში თუ გინდა aliexpress ან კიდე სხვა ჩინური საიტი ნახო ჯობია

    • Upvote 1
  11.  

    6 ბირთვიან i5-სა და i7-ს შორის, საკმაო სხვაობაა იგივე 7-Zip-ში, განსაკუთრებით კი Cinebench R15-ში გამოჩნდა ეს სხვაობა. მულტითრიდში 50%-ით ძლიერი აღმოჩნდა i7.

    kaby lake-სთან არანაირი სხვაობა არ არის, გარდა დამატებით 2 ბირთვისა და 14nm++ დამზადების ტექნოლოგიისა. როგორც ასეთი IPC-ის გაუმჯობესება არა აქვს, მეტი პერფომრანსი გამოწურულია მაღალი სიხშირეების ხარჯზე.

     

    Quote

    Coffee Lake marks a shift in the number of cores for mainstream desktop processors, the first such update for the previous ten years history of Intel Core CPUs. Mainstream desktop i7 CPUs feature 6 cores and 12 threads, i5 CPUs feature 6 cores and i3 CPUs feature 4 cores.

    intel-მა თქვა, რომ არა AMD ამასაც არ გაღირსებდითო :D 

    • Upvote 1
  12. 4 hours ago, ZAGA said:

    მხოლოდ ამ PCB ნომრით რომ გამოვწერო ხომ შეიძლება? იმიტომ რომ მხოლოდ პლატები იყიდება ძირითადად.

    კი, მასე უნდა ზუსტად.

    HDD-ს ბიოსის უნიკალურობაზე ვერაფერს გეტყვი. რადგან თქვეს ალბათ მასეც არის, თუმცა მე მგონი არ უნდა მოგიწიოს ბიოსების გამოცვლა.

     

    საიდან ყიდულობ? ჩინეთიდან?

    • Upvote 1
  13. 6 hours ago, ZAGA said:

    თუ კონტროლერია გაფუჭებული ან რამე სხვა PCB-ზე, არ ჯობია გამოვიწერო პირდაპირ იბეიდან PCB?? ძალიან ძვირიც არ ღირს რომ გადავხედე ფასებს. რას იტყვი? ცოტა კი შეგაწუხე ალბათ. 

    ზუსტად მაგ ვინჩესტერის part number-ს უნდა ემთხვეოდეს. თუ იაფია იყიდე მაშინ. მგონი ღირს ცდად.

     

    4 hours ago, ZAGA said:

    შევაერთე ძველი HDD ახლის მაგივრად და ბიოსმა ნახა კიარა საერთოდ ხმაც არ აქვს არანაირი და არც ვიბრაცია. აქედან გამომდინარე შეგიძლია მითხრა რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა გამოვრიცხო კიდევ?

    სავარაუდოდ ვინჩესტერის პლატა დაზიანდებოდა. 

    ჰო გამოიწერე ზუსტად ეგ მოდელი ოღონდ, ახალი იყიდე თუ არის მაგის საშუალება

    • Upvote 1
  14. 41 minutes ago, ZAGA said:

    ახალი ვინჩესტერი რომ გამოვაერთო და გაფუჭებული რომ შევაერთო და ბიოსში ვნახო, კითხულობს თუ არა. ეგ რამე ზიანს ხომ არ მოუტანს სხვა ნაწილებს?

    რა უნდა მოუვიდეს რო? ოდესღაც ხომ გაფუჭდა თავისით და არაფერი მოსვლია კომპს?

    მას მერე თუ რამე ეჩალიჩე და შეერთების მერე "დაამოკლა", ეგ უკვე შენი ბრალი იქნება :D

     

  15. 1 hour ago, ZAGA said:

    გაიხარე. გამომადგეება შენი რჩევა. მოვძებნი იუთუბში აბა.

    ხელოსანთან რომ მივიტანე, უკაკუნებდა ხელს :crash:. ვერ მივხვდი რას აკეთებდა. აზრზე არ იყო. ისიც ვერ თქვა რა ჭირდა კონკრეტულად. აქ ხელოსნებს გამოცდილებას ვერ ენდობი.

    მეევება ფოთში პროფესიონალი ინფორმაციის აღმდგენელი სპეციალისტი ნახო :D 

    ჩაინიკებს თუ მიუტან, სხვას რას უნდა ელოდო :D

     

    რაც დაგილინკე, ეგენი სპეციალისტები არიან, ყველაფრიდან აღდგენენ მოანცემებს. მაქვს წაკითხული მაგათი "შედევრები" თავიანთ ფეისბუქის გვერდზე და თუ ძალიან მნიშნვნელოვანი ინფრომაცია გაქვს ვინჩესტერზე, ჯობია მაგათ მიუტანო.

  16. 20 minutes ago, ZAGA said:

    ფოთში არ არის ეგეთი რამე და მინდა რომ მეთვითონ გავაკეთო.

    შეგიძლია გაუგზავნო მაგათ, დაურეკე და გამოსავალს გაპოვნინებენ.

     

    თუ შენით გინდა მაშინ ჯერ დიაგნოზი უნდა დადგინდეს, საერთოდ ბიოსი ხედავს ვინჩესტერს?

    თუ არ ხედავს, შეიძლება ვინჩესტერის პლატა, კონტროლერი ან რომელიღაც დეტალი დაზიანდა პლატაზე. შეიძლება ახლიდან ჭირდება firmware-ს ჩაწერა რაც დამატებით პრობლემებთანაა დაკავშირებული

    დიდი ალბათობით ყველა გზა მაინც პროფესიონალ სპეციალისტებთან მიდის.

    შეგიძლია გუგლში ან იუთუბში მოიძიო დამატებითი ინფორმაცია კონრეტულად მაგ ვინჩესტერის part number-ის მიხედვით

  17. 1 hour ago, CHABAruxeli said:

    ყიდვით როგორ უნდა იყიდო ამათი ლიცენზია? ადრე ebay ზე ვიყიდეთ და არაა თქვენი ქვეყნისთვის თუ რეგიონისთვისო არადა მანამდე ერთიწლით უფრო ადრე იგივენაირად ვიყიდეთ და მუშაობდა 

    https://www.kaspersky.com/antivirus აქედან ვერ იყიდი?

     

    აქაც არის რამდენიმე კომპანია, ისინიც ყიდიან ანტივირუსებს ლიცენზითურთ. მგონი ალტაში უნდა ჰქონდეთ

  18. 38 minutes ago, ZAGA said:

    არ კითხულობს და არც მაქვს განახსნელი. ეს ხომ არ ვიყიდო? http://www.ebay.com/itm/132068580964

    თუ კომპის BIOS ვეღარ ხედავს ვინჩესტერს, მაშინ გადამყვანის ყიდვას რაღა აზრი აქვს.

    https://www.facebook.com/pitsllcge/

    ამათ დაუკავშირდი.

  19. 1 hour ago, fashisti said:

    რატოა ფუფუნება

    რათქმაუნდა პირველ რიგში საჭიროა PCIe x16 დაფა 4 ცალი M.2 სლოტით (თითოეულს x4, რათა მაქსიმალური სიჩქარე უზრუნველყოს), რომელშიც NVMe SSD-ებს ჩასვავ (Samsung PRO  მგონი ყველა მის კონკურენტს სჯობია) 4 ცალი ასეთი SSD უკვე 1200$ ჯდება, რომ არაფერი ვთქვათ PCIe x16 M.2 დაფაზე რომელიც ცალკე ფასია რათქმაუნდა.

    ამ ყველაფერს ასევე სჭირდება, შესაბამისი დედადაფა (AMD-ს შემთხვევაში X399 ჩიფსეტი) და შესაბამისი BIOS-ის მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც მხოლოდ AMD-ზეა დამოკიდებული. საბედნიეროდ ამ ყველაფერს უფასოდ გვაძლევს. (ინტელის სისტემაზე, ამას რათქმაუნდა ინტელი განსაზღვრავს და შესაბამისად 150-200 ევროს ითხოვს რათა X299 ჩიპსეტზე NVMe SSD-ის რაიდი ააწყო, ასე ამბობს der8auer

    ყველაზე იაფიანი X399 ჩისეტის დედადაფა მემგონი ესაა  ASUS PRIME X399-A რომელიც 350$ ღირს. ყველაზე იაფიანი Ryzen Threadripper 1900X პროცესორი 540$ ღირს.

    1200+350+540= 2090 USD (PCIe x16 დაფა და ამის განბაჟება კიდე ცალკე თანხაა)

     

    გასაგებია 1200 USD ძალიან ძვირია, შეძილება 200 დოლარად 2 ცალი NVMe SSD-ები ჩასვა, შედარებით ნელი მაგრამ, საერთო ჯამში მაინც მაგარი გამოვა, თუმცა high-end სისტემაა საჭირო.

    AMD-ს AM4 სოკეტზე, ისევე როგორც ინტელის 115x სოკეტზე NVMe Raid არ გამოვა. ის გადამყვანი რომელიც შენ დადე, მხოლოდ 2 ცალი NVMe SSD-ს დამატების საშუალებას მოგცემს კომპიუტერში, მაგით Raid-ს ვერ ააწყობ, რადგან შესაბამის მაზერზე უნდა დასვა, შესაბამისი NVMe RAID BIOS-ის მხარდაჭერით, რომელიც AMD-ს შემთხვევაში მხოლოდ X399 ჩიპსეტზეა შესაძლებელი.

     

    მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ძალიან მაგარია, სამწუხაროდ მაინც ხელმიუწვდომელია ბევრი ჩვენთაგანისათვის AMD-ს შემთხვევაშიც კი. ამიტომაც ვთქვი რომ, ფუფუნებაა NVMe SSD-ებით რაიდის აწყობა

     

    dfb31abbbeb6.jpg

  20. 1 minute ago, fashisti said:

    აუ ამ M2 SSD-ს დათრევა მაგრად მინდა თან რაიდში თუ შეიძლებოდა არვიცოდი ეხლა ცფიქრობ ამდ-ზე ხომ არ დავითრიო თქო სისტემა მაგრამ არვიცი...  

    ეგ უკვე ფუფუნების დონეა :D

    მაქამდე მსოფლიოს მოსახლეობის 99,99%-ს ჯერ კიდევ ბევრი უკლია

  21. 6 hours ago, stellaris said:

    ბიოსი ისედაც ბოლო მქონდა. ეხლა გადავსვი A1 - B1 სლოტებიდან A2- B2-ში და ვოლტაჟის აწევის გარეშე დადგა 2666-ზე

    გააჩნია რამდენ რანკიანია შენი ოპერები. გარკვეული შეუთავსებლობა სიხშირეებში სწორედ აქედან გამომდიანრეობს. 

    რამდენადაც ვიცი დუალ რანკიანი ოპერები მაღალ სიხშირეზე ვერ მუშაობენ. გააჩნია შენ რომელი ოპერები გაქვს. სერიულ ნომერზე ექნება მინიშნება

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.