Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Posts posted by lasha1616

  1. 8 hours ago, George said:

    lol რა გავაძრე:

    EgsPQBgWAAAoIUo?format=jpg&name=4096x409

    რა დრო იყო შარპის 1990 წლის ნოუტია CPU Intel 80286 Processor, 12 Mhz-ზე

    მაშინ კომპიუტერი გამომთვლელი მანქანა იყო, სამეცნიერო სამუშაო იარაღი, ძვირადღრებული ტექნიკა რომელიც უბრალო მომხარებელს არაფერში ჭირდებოდა, მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით თუ გამოიყენებდი. მაგის ფასი როგორც წერია მაგ ფოტოზე დროინდელი 4000$ იყო :D

    დღეს კომპიუტერები ყრია რასაც ჰქვია, პატარა ბავშვებისთვის მულტფილმების საყურებლად და სათამაშოდ და რავი რაში აღარ გამოიყენება. ამ ბოლო 30 წელში ისე შეიცვალა ყველაფერი, 30 წლის უკან ვერავინ იფიქრებდა :D

  2. 2 minutes ago, G1ORG1 said:

    მე რაც დავლინკე მაგას შევაფასებ 10/10. 50კმ გამივლია და დისკომფორტი არ მიგრძვნია, მთა გორებზე ტყე ღრეში მივლია, ქვებზე გადასახტომ გადმოსახტომებზე და როგორც სავარძელში იჯდე ისეა :givi:

    ოო კარგია, გენდობი :D

    https://www.ebay.com/itm/Mountain-Bike-Saddles-Leather-Comfort-Black-Wide-Big-Bicycle-Seat-Waterproof-Lot/303644053781?_trkparms=aid%3D1110006%26algo%3DHOMESPLICE.SIM%26ao%3D1%26asc%3D20200818142525%26meid%3D45825ba97e274195b9547c34945c2bdd%26pid%3D101195%26rk%3D3%26rkt%3D12%26mehot%3Dco%26sd%3D193049344430%26itm%3D303644053781%26pmt%3D1%26noa%3D0%26pg%3D2047675%26algv%3DSimplAMLv5PairwiseWebWithBBEV2bDemotion&_trksid=p2047675.c101195.m1851

    ესაა? მგონი შენნაირია, წითელი ამრეკლით მაგრამ მგონი ზოგს ნათურა აქვს და ღამე ანათებს

  3. 22 hours ago, G1ORG1 said:

    მშვიდობაში. რბილი სკამი იყიდე ან სპეც ფორმა.

    გაიხარე

    შენ წინა გვერდზე რა ლინკიც დადე, ეგეთი სკამი ვნახე ზუსტად აქაც. შენ როგორ შეაფასებ?

    ახლა სხვა დავაყენე და ამოვისუნთქე ცოტა მაგრამ ესეც არაა კომფორტული.

     

    ესეთს ვფიქრობ, ბრტყელი რომ იყოს მაგრამ ესე ზეპირად არ მინდა ყიდვა, მინიმალურ დისკომფორტს ყველა განიცდის რათქმაუნდა, მე ჩემთვის "ასატან" დისკომფორტულ სკამს ვეძებ :D

    https://www.ebay.com/itm/DDK-2732-Bicycle-Classic-Riveted-Saddle-Bike-Saddles-DARK-BROWN/162484242058?hash=item25d4d0c68a:g:AFUAAOSwRUhY-ayP

     

  4. 48 minutes ago, STI-228 said:

    მშვიდობაში :) თავიდან მეც სკამზე იგვივეს ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ ისე მივეჩვიე, რომ სხვაზე გადასვლა არც მიფიქრია. 

     

    გაიხარე,

    სკამები ინდივიდუალურია ყველასთვის, ზოგს ერგება სტანდარტული და ზოგს არა. მე არ მომერგო ნამდვილად :D

    77012064728316938954.jpg

     

  5. მეც შემოგიერთდებით,

    3-4 თვეა რაც ვიყიდე და ჯერ ჯერობით ქალაქში ვსეირნობ. სკამის შეცვლა მინდა თორემ ამ სკამზე მაქსიმუმ 2 საათი თუ ვძლებ...

    ვერ შევჯერდი ჯერ რომელი ვიყიდო..

    84828512064211612092.jpg

    68590587087353218095.jpg

    68686720358438675635.jpg

     

    • Upvote 1
  6. 18 hours ago, Fatal Fighter said:

    სანამ

    ანუ აიტუნსით რომ ჩააგდებდი რექოვერი რეჟიმში და უბრალოდ განახლებაზე უშვებდი, ეხსნებოდა პაროლი. თუმცა მალევე დაფიქსეს.

    ჰო მასე გავაკეთე, ჯერ რექოვერში გადავიყვანე ტელეფონი, მერე აფგრეიდით განვაახლე აიტუნესის მეშვეობით და რომ ჩაირთო ისევ ედო პასკოდი. ანუ გამოდის დაფიქსული ყოფილა არა?

    მერე მივეცი რესტორი, წაშალა ყველაფერი და ეფლ აიდის ითხოვს..

     

    ანუ რამე ეფლის სერვის ცენტრში რომ მივიტანო ააქვს აზრი? :D

  7. On 8/17/2020 at 1:50 PM, Fatal Fighter said:

     

    ადრე იყო ბაგი/იქსფლოითი როცა ფორს ადფეიდეთს უკეთებდი ტელეფონს პასკოდიც შორდებოდა

     

     

    ეს როდის? სანამ დაარესეტებ ? თუ რესეტის მერეც?

  8. გამარჯობათ

    iPhone 11-ზე ადევს passcode ანუ ციფრებიანი პაროლი და მოხსნა თუ შეიძლება?

    რაღაც სოფტები კი ვიპოვნე მაგრამ რამდენად სანდოა არ ვიცი.

    თქვენ ხომ არ იცით იხსნება საერთოდ?

  9. PCIe 4.0 საკმარისია დეკსტოპში ალბათ 5.0 რამდენიმე თაობის მერე ვიხილავთ, თუმცა არამგონია დიდად ეჩქარებოდეს ვინმეს.

    5.0 და 6.0 სერვერებში გაუშვებენ პირველ რიგში

     

  10. 11 hours ago, lasha1616 said:

    დღეს AMD-ს მორიგი გამოშვებაა, 2020 წლის მაისის თვიდან გაყიდვაში ჩაეშვა Ryzen 3 პროცესორები  ZEN 3 არქიტექტურაზე Ryzen 3 3100 და 3300X.

     

    უი აქ ZEN 2 უნდა დამეწერა... ZEN 3 წლის ბოლოსთვის უნდა გამოვიდეს.

    კარგია რომ ფასები ეცემა, კონკურენცია ხალხისთვისაა კარგი

     

     

     

  11. დღეს AMD-ს მორიგი გამოშვებაა, 2020 წლის მაისის თვიდან გაყიდვაში ჩაეშვა Ryzen 3 პროცესორები  ZEN 3 არქიტექტურაზე Ryzen 3 3100 და 3300X.

    სხვაობა Ryzen 3 3100-სა და 3300X-ს შორის მაინც არის. როგორც იცით AMD-მ შექმნა პროცესორის არამონოლითური ანუ ჩიპლეტ დიზაინის მოდელი, რომელის ერთ კრისტალს დაარქვა Core Complex (CCX) რომელშიც 4 ფიზიკური ბირთვია განთავსებული, საერთო მოხმარების L3 ქეშ მეხსიერებით.

    Ryzen 3 3100-ში არის 2 ცალი CCX , რომლებიც ერთმანეთს Infinity Fabric-ით უკავშირდებიან. თითო CCX-ში 4-დან გააქტიურებულია მხოლოდ ორი ბირთვი. რადგან ერთმანეთთან დასაკავშირებლად Infinity Fabric-ის გავლით უწევთ ინფორმაციის გავლა, ბუნებრივია ეს იწვევს ოდნავ დაყოვნებას, ხოლო Ryzen 3 3300X-ში მხოლოდ 1 ცალი CCX-ია, ოთხივე გააქტიურებული ბირთვით. შესაბამისად ბირთვები ერთმანეთს პირდაპირ უკავშირდებიდან, ლოდინის გარეშე. სხვა მხრივ არავითარი სხვაობა ამ ორ პროცესორს შორის არ არის.

    დღეისთვის ასეთია ფასები:

    Ryzen 3 3100 (4 core, 8 thread) - 100 USD

    Ryzen 3 3300X (4 core, 8 thread) - 120 USD

    Core i7 - 7700K (4 core, 8 thread) ~ 300 USD (eBay)

    Core i3 - 9100F (4 core, 4 thread) - 75 USD

    Core i3 - 9400F (6 core, 6 thread) - 150~160 USD

    როგორც ხედავთ ლინუსმა გვაჩვენა როგორ ჩაესვენა i7 - 7700K-ის მზე და დიდება, რომ არაფერი ვთქვათ ახალ 6 ბირთვიან 9400F-ზე. ამ ყველაფრის მერე i7 - 7700K-ის ფასი 300-დან ახლა 100 დოლარამდე უნდა დაეცეს :D

     

    ესეც ტიპიც კარგ რევიუებს აკეთებს, მოკლედ Ryzen 3 3300X ყველანაირად დატესტა, როგორც IPC, ისე გეიმინგი, რენდერი, ენერგო მოხმარება.. მოკლედ უკონკურენტო პროცესორია დღეს თავის კლასში.

     

     

  12. On 4/7/2020 at 10:57 PM, Romeo Revishvili said:

    კონკრეტული მაწყობს

    Start port და End portში და localებშიც, ერთნაირი რიცხვები ჩაწერე, ანუ ის პორტი რაც გინდა რომ გქონდეს. 

    მასე 1 დან 65000მდე რეინჯია. 

  13. აი იმ სლაიდზე რომ წერია სადაც ინტელი  i7-7820HQ ადარებს i9-10980HK-ს.

    Red Dead Redemption 2 ამ თამაშში i9-10980HK პროცესორი აჩვენებს 54%-იან მატებას i7-7820HQ პროცესორთან შედარებით.


    მაქვს კითხვა, რის ხარჯზე აქვს 2-ჯერ მეტი სიმძლავრე ამ თამაშში? იმისათვის რომ შედარება იყოს ობიექტური, ეს ორივე პროცესორი უნდა დაიტესტოს ერთნაირ ვიდეო ბარათზე, ერთნაირი დრაივერის ვერსიით რომ ადამიანმა გაიგოს ამ პროცესორებს შორის რეალური სხვაობა. ინტელის მიერ მოწოდებულ სლაიდში ეს არ ჩანს. რანაირად უნდა გავიგო ეხლა იმ 54%-ში პროცესორის წილი წარმადობა რამდენია და ვიდეო ბარათის წარმადობა რამდენი?

    მე იმას კიარ ვამბობ რომ იმ სლაიდზე რაიმე ტყუილი წერია, არამედ მე ვამბობ რაც ინტელმა სლაიდებში ასახა, როგორც პროცესორის მწარმოებელი, ვალდებული იყო ეჩვენებინა პროცესორის რეალური წარმადობა რაც განზრახ არ გააკეთა.

    მან რაც გააკეთა 8 ბირთვიანი პროცესორი და RTX 2080 SUPER შეადარა 4 ბირთვიან GTX 1080-ს და მიიღო იმ თამაშში 54%-იანი წარმადობა. მადლობა ინტელს, მას რომ არა, ხომ ვერასოდეს გამოვიცნობდით ვინ აჯობებდა :D ერთი სლაიდი cinebench-ზეც გაეკეთებინათ ნამუსისათვის მაგრამ არაუშავს 15-ში გავიგებთ

  14. ნუ გასაგებია რომ უხეშად 80-20ზეა წილი, მაგრამ მაგ 80%-დან ნახევარი მაინც ძველი პროცესორის მფლობელია და ვისაც ძველი პროცესორი აქვს  ნელ-ნელა დაიწყებს განახლებას. ნეჰალემის დროინდელ პროცესორებს ზოგი დღესაც ხმარობს მაგრამ უახლოეს წლებში ან მაზერი დაუზიანდება, ან კიდე რაღაც პრობელმა შეექმენბა და მოუწევს ახალ სისტემაზე გადასვლა.

    ბოლო 10 წელი სანამ Ryzen გამოვიდოდა ინტელმა კი ჩაიდო მთელი ბაზარი ჯიბეში. რეალურად რომ არა AMD დღესაც შემოგვტენიდა ინტელი თავის Tick–tock მოდელით LGA 11XX ახალ სოკეტებს, 4 ბირთვიან i7-ებს და ყოეელ თაობაში 2%-იან IPC-ს ნამატს, ხოლო უკვდავთათვის LGA20XX სოკეტს ასტრონომიული ფასებით :D

    ხალხს არჩევანი არ ჰქონდა, უნდოდა თუ არა ყველა ინტელზე იჯდა, ეხლა უკვე აღარაა მასე. AMD-ს დედაპლატების ხარისხიც ისეთივეა როგორც ინტელის TOP დონის დედაპლატები. ნელ-ნელა პროგრამები ერგებიან AMD-ს პროცესორებს და პროგრამული მხარეც მორგებული იქნება ZEN ბირთვებზე. ანუ რეალური სხვაობა Intel-სა და AMD-ს შორის ძალიან მინიმუმამდეა დაყვანილი. ამიტომაც ძველი ინტელის ან ძველი AMD-ს მომხარებელი, თუ გეიმერი არაა დიდი ალბათობით AMD-ზე გადავა, რაც ავტომატურად გამოიწვევს ინტელის პოზიციების შესუსტებას.

    მე უბრალოდ იმ სლაიდებში ავღნიშნე ძალიან არასწორი შედარება თავად ინტელის მხრიდან. რომ დაუწერია გეიმინგში 40% და 30% ნამატები, ეგ ნამატები შემთხვევით უფრო მეტად ვიდეო დაფის ხარჯზე ხომ არაა? სად GTX1080 და სად RTX2080 SUPER. სად 4 ბირთვი და სად 8. თან 3 წლის წინანდელ პროცესორს ადარებს. ეს იგივეა დრაგზე ფერარი გაასწრებს თუ ფორდ მონდეო :D ნუ რავი სირცხვილია ინტელის მხრიდან ასეთი პრეზენტაცია მეტი არაფერი.

     

     

    • Upvote 1
  15. 8 hours ago, 123omari123 said:

    მაგთში დავრეკე, დააფორვარდეს პორტები მაგრამ სერვერი მაინც არ მუშაობდა ჩვეულებრივად როგორც ვაკეთებდი. მოკლედ Hamachi_ით გავაკეთე ბოლობოლო სერვერი.

    კიდევ ერთხელ გადაამოწმე, თამაშში რა პორტიც გაქვს მითითებული ის მიუთითო როუტერში.

    და როუტერი უეჭველი თუ აფორვარდებს.. წესით სხვა შენი მხრიდან არაფერი იქნება გასაკეთებელი

  16. ინტელმა დაანონსა ახალი X თაობის Comet Lake (Skylake-ის მეხუთე თაობა ისევ 14nm ტექნოლოგიაზე) მობილური სეგმენტის პროცესორები, საბაზო სიხშირის თანახმად LP1 (power level 1) რეჟიმში 45 ვატის ფარგლებში.

    15 აპრილს დაიდება რევიუები, თუმცა მანამდე ინტელის მიერ წარმოდგენილ სლაიდებზე დაყრდნობით შეგვიძლია გავეცნოთ სიახლეებს.

    Intel Details 10th Gen Comet Lake-H for 45 W Notebooks: Up to 5.3 GHz*

    ყველაზე საინტერესო სიახლე არის ის რომ გასცდნენ 5.0 გიგაჰერცს და ამჯერად ფლაგმანი i9-10980HK პროცესორი ორ ბირთვზე 5.3 Ghz-მდე იმუშავებს მაქსიმუმ 56 წამის განმავლობაში რა დროსაც მისი ენერგო მოხმარება იქნება 135 ვატი. ამ სიხშირის მისაღწევად საჭიროა ორი წინაპირობა: პირველი - პროცესორი უნდა გადავიდეს PL2 (power level 2) რეჟიმში და მეორე - ჩართული უნდა იყოს ინტელის Thermal Velocity Boost.

     

    ახლა გადავიდეთ მთავარ თემაზე, საინტერესოა ინტელი როგორ ცდილობს წარმოაჩინოს ახალი მობილური პროცესორების წარმადობა წინა თაობის პროცესორებზე.

    როგორც ხედავთ ინტელი სულ ახალ პროცესორებს ადარებს რატომღაც 3 წლის წინანდელ პროცესორებს. ნეტავ რატომ? ბარემ 5 წლის წინანდელი პროცესორები აეღოთ და შკალაზე უფრო დიდი სხვაობა იქნებოდა...

     

    i7-7820HQ (4 core / 8 thread) VS i9-10980HK (8 core / 16 thread)

    be3514960f0f.jpg

    i7-7820HQ რომელიც Kably Lake თაობის წარმომადგენელია 3 წლის წინანდელი, არ არის ფლაგმანი. ფლაგმანია i7-7920HQ მაგრამ ამ სლაიდზე ინტელი არაფლაგმანს აჯიბრებს ფლაგმანს.

    i7-7820HQ პროცესორთან დგას ვიდეო დაფა GTX 1080 დრაივერსი ვერსიით 23.21....... 

    i9-10980HK პროცესორთან დგას სულ ახალი ვიდეო დაფა RTX 2080 SUPER დრაივერსი ვერსიით 26.21....... 

    სხვაობა წარმოდგენილია პროცენტებში და არა FPS-ებში.

    ეხლა 8 ბირთვიანი პროცესორი რომ აჯობებს 4 ბირთვიანს, ამას არ უნდა არითმეტიკა და მტკიცება, მაგრამ ის საცოდავი 4 ბირთვიანი რომ GTX 1080 უდგას და ამ ახალ 8 ბირთვიანს RTX2080 რანაირი შედარება გამოდის :D დიდის ამბით თავს როგორ იწონებს ნამატებით 54%, 42%, 27%, 23%, 23%.... ნეტავ ამხელა ნამატები პროცესორის ხარჯზეა თუ ვიდეო დაფის ხარჯზე? :D

     

    ეხლა შემდეგი

    i7-7700HQ (4 core / 8 thread) VS i7-10750H (6 core / 12 thread)

    1ce91ffb27b0.jpg

    აქაც ზუსტად იგივე მეორდება. i7-7700HQ პროცესორთან დგას GTX 1070 დრაივერის ვერსიით 24.21.... და i7-10750H პროცესორთან არის სულ ახალი RTX 2070 SUPER დრაივერის ვერსიით 26.21....

    შესაბამისად ნამატებია ოხრად 44%, 38%, 38%, 31% :D

     

    აი რა სისტემაზეა დატესტილი ეს პროცესორები და ვიდეო კარტები, თქვენი თვალით ნახეთ

    17b8266b247a.jpg

     

    მოკლედ რავი, არ იშლის ინტელი ხალხის ტვინის გამორეცხვას. თუმცა ყველა ვინც ცოტა მაინც ერკვევა ბიზნესში კარგად მიხვდება რომ ინტელი გაცეცხლებულია და გამწარებულია მობილური ბაზრის დაკარგვით. ისღა დარჩენია ამ იაფფასიანი ხრიკებით, ამ მართლაც სამარცხვინო და სასაცილო შედარებებით ვისაც კომპიუტერები ცოტა ღრმად არ ესმის ტვინები გამოურეცხოს და ინტელის მხარეზე გადაიყვანოს...

    დესკტოპ ვორქსთეიშენ სეგმენტში Ryzen, Threadripepr პროცესორებმა თქვეს თავიანთი სათქმელი და კი ვხედავთ ინტელის დომინანტობა სადამდე დაეცა...

    სასერვერო და დატა ცენტრებში, EPYC პროცესორებმა დაამტკიცეს საქმით რომ 2 სოკეტიან ინტელის პროცესორებს 1 სოკეტიანი AMD ჯობია, როგორც სიიაფით ასევე ეფექტურობით, აქაც ვხედავთ რომ არაერთი სუპერკომპიუტერები სწორედ AMD EPYC-ზე გადაეწყო.

    დადგა ჯერი რომ მობილურ სეგმენტსაც მიეხედოს და ამიერიდან ეს ინტელის პარპაშსაც ბოლო მოეღება. ახალი AMD-ს 4000 სერიის პროცესორები, დაბალი სიხშირით იმავე გამოთვლას აკეთებს რასაც ინტელი 5 Ghz-ზე, ასე რომ ინტელს მოუწევს მობილურ სეგმენტშიც დათმოს პოზიციები.

    ZEN 2 არქიტექტურამ ანახა რომ IPC-ით ინტელს აჯობა ერთნაირ სიხშირეზე და უფრო ენერგო ეფექტურიც არის, ZEN 3 რომელიც სავარაუდოდ 2021 წლის მარტში გამოვა რომელიც კიდევ 10-15% ით მეტ IPC-ს წინასწარმეტყველებენ, წესით ინტელი საბოლოოდ უნდა გადატეხოს, ეხლა ინტელს ერთადერთი გზა ის დარჩა რომ სიხშირეებით ითამაშოს და გეიმინგში ადგილი შეინარჩუნოს. თუმცა მე თუ მკითავთ გეიმინში უპირატესობაც თანდათან შემცირდება და აღარ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი.

    კიდევ ერთი მომენტი, ადრეც ვიძახდი და ახალც ვიმეორებ, AMD აკეთებს სასწაულ ფასდაკლებებს, მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელთა უმრავლესობის ჯიბეს, რაც კიდევ უფრო გაზრდის AMD-ს წილს. ნუ რავი, ესე თუ გააგრძელებს ინტელი, აუცილებლად მოუწევს ბაზრის უმრავლესობის დაკარგვა. რაც დრო გადის დრო AMD_ს სასარგებლოდ მუშაობს, უფრო მეტი AMD-ს პროცესორი იყიდება, ამიერიდან AMD-ს მობილური პროცესორებიც გაჯერდება ბაზარი და გარდაუვალია ინტელის შემცირება.

     

     

    • Upvote 2
  17. 16 minutes ago, 123omari123 said:

    გასაგებია, ვიცი მაგ საიტს არ ვენდობი ისედაც მაგრამ სხვას ვეუბნები როდესაც ვრთავ ქაუნთერის სერვერს რომ შემოვიდეს და არ ძებნის იმისათან ჩემს სერვერს. ადრეც მქონდა სერვერი მოკლედ და როგორც ვშვებოდი ადრე, ყველაფერს ისე ვაკეთებ და არ შვება რა.

    იქნებ firewall ბლოკავს, შეიძლება აქედან ნახო რამე https://www.tomshardware.com/news/how-to-open-firewall-ports-in-windows-10,36451.html

  18. 46 minutes ago, 123omari123 said:

    კი კოპიუტერის შიდა ip(ipv4) 192.168.100.2 არის, მაგ პორტები ყველა ჩემი ჩაწერილი მაქვს და დამახსოვრებული, სხვა როუტერებზეც ასე ვაკეთებდი რაზეც გამიკეთებია და შვებოდა ჩვეულებრივად, ეს არის Private IP/WAN IP , ინტერნეტშიც ასე წერენ რომ 100.69 რომელიც იწყება Private IP_ები არისო და პორტ ფორვარდინგი შეუძლებელიაო.

    https://ibb.co/sKpMbRt

     

    გარე IP ანუ WAN IP რაც გაქვს მაგას მიუწერე ორწერტილი : და მერე ის პორტი რომელიც უკვე მიანიჭე კონკრეტულად შენი კომპის IP-ს. მერე შეამოწმე აქ https://www.yougetsignal.com/tools/open-ports/

    ანუ თუ მოთხოვნა მოვა შენ გარე IP-ზე როუტერმა უნდა გადაამისამორთოს შენს შიდა კომპის IP-ზე და იმ პორტზე რომელზეც ქაუნთერის სერვერი გაქვს გახსნილი.

    P.S. შემოწმების დროს ქაუნთერის სერვერი უნდა გქონდეს ჩართული, თუ გამორთულია შესაბამისად ვერ შეამოწმებ

  19.  

    2 hours ago, 123omari123 said:

    გამარჯობა

    ვერაფრით ვერ დავაფორვარდე პორტები, ქაუნთერისთვის მინდა, ადრე ვშვებოდი ძველ მოდემზე (სილკნეტზე), გუგლში წერდნენ რაღაც bridge mode უნდაო ვერ გავიგე ...

    ისე მაგთის მოდემზე მაქვს დაერთებული მეორე მოდემიც (tp-link) , კომპიუტერი მაგთის მოდემზეა დაერთებული სადაც ვხსნი პორტს.

    ასეა ახლა პორტები

     

    https://ibb.co/cgvGQJZ

    ეს bridge_ის ხომ არ უნდა ჩავრთო

    https://ibb.co/vv5g3SC

    კომპიუტერის IP 192.168.100.2-ია?

    მანდ ქვემოთ ხომ არის პორტები ჩამოთვლილი, ვერ ირჩევ? რაღაცნაირი ინტერფეისი აქვს შენსას. მანდ როგორღაც უნდა აირჩიო პორტი და მერე შეინახო.

    ყველა როუტერს სხვანაირი ინტერფეისი აქვს, მაგრამ პრინციპი ყველას ერთნაირი აქვს.

  20. დღეიდან მობილურ სეგმენტში ახალი მეფე გვყავს Ryzen 9 4900HS

    რაც კი ვიდეო რევიუებს ვუყურე, ყველა გაოცებული დატოვა, ნამდვილად არ მოელოდნენ ასეთ ეფექტურობას.

    ინტელმა დესკტოპ სეგმენტი დაკარგა, დატა ცენტრები და სერვერული წილიც დაკარგა, ეხლა უკვე მობილური სეგმენტის დაკარგვა დაიწყება...

     

     

    • Upvote 1
  21. არა სათამაშოდ არა უფრო კომპანიები იყიდიან, ვინც სტუდიებში და დიზაინზე მუშაობს, რომლებსაც დიდი მონაცემების რენდერი უწევთ ყოველ დღე.

    საშუალო მომხარებელისთვის 32 ბირთვიანიც ბევრია მაგრამ

  22. დღეს 7 თებერვალს ოფიციალურად გამოვიდა AMD Ryzen™ Threadripper™ 3990X

    Compute Efficiency by Design

    The “Zen 2” core is a significant update to the historic “Zen” architecture. Now featuring:

    • Up to 15% more instructions-per-cycle2
    • 2X L3 cache capacity (up to 32MB)
    • 2X floating point throughput (256-bit)
    • 2X OpCache capacity (4K)
    • 2X Infinity Fabric bandwidth (512-bit)
    • New TAGE branch predictor

    სამწუხაროდ ოპტიმიზაცია არააქვს კარგი ყველა პროგრამას რათა სრულად გამოიყენოს 64 ბირთვი და 128 ნაკადი.

    მაგრამ მთავარია რომ პროცესორი გაჩნდა და ამიერიდან ოპტიმიზაციაზე იმუშავებენ. ZEN 3-ს მოამვალში უკვე გამზადებული ეკოსისტემა დახვდება

     

     

     

     

     

    რეკორდებმაც არ დააყოვნეს

    https://wccftech.com/amd-ryzen-threadripper-3990x-64-core-cpu-official-launch/

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.