Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1716
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Posts posted by lasha1616

  1. On 11/3/2022 at 9:52 PM, Inferno said:

    მაღაზიიდან ნაყიდზე აღარ ვრცელდება ანუ?

    შენ რომელ მაღაზიიდანაც იყიდე, იქ მიდი და იმათმა გამოგიცვალონ. უთხარი გარანტიაზეა თქო და წესით ვალდებულნი არიან საიდანაც უნდა იქედან გამოგიცვალონ, შენ რატომ წვალობ

  2. usa2georgia-ში ჩემი ამანათი წინა კვირას პარასკევს დილით მიიტანეს. როგორც წესი იმავე დღეს აისახებოდა ხოლმე. დღეს მივწერე რომ ასახული არ არის თქო და საღამოს უკვე ასახეს :D

  3. 12 minutes ago, Harmony Lines said:

    ჯეიმ დატესტა ცოტა ბაგები აქვს ჯერ ბიოსის განულების შემდეგ დიდხანს ვერ დავბუთეო სისტემაო და ა.შ. მცირე ცვლილებები შევა ალბათ ახალი ბიოსები გამოვა, მომდევნო პარტიებს ცოტას დაუთხელებენ იმედია მაგ ხუფს და უკვე ჯიგრულად იქნება.... 

    i9vsr9.jpg

    ამხელა სხვაობა სინებენჩში რავი... თრედრიპერის წარმადობაა რაა, უბრალოდ ის 64 ბირთვით და 128 ნაკადით დებდა იგივე შედეგს...:დ

    არა ბაგები არ არისო მერე თქვა, თავიდან მეგონა რაღაც ჭირდაო, თუმცა ეგრე იმიტომ შვება რომ ოპერატიულების ტაიმინგებს აყენებს ავტომატურად რაც შეიძლება კარგ პარამეტრებზე რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი დადოსო. ყოველთვის ეგრე იზავსო როცა ბიოსის დაადეფაულტებ ან ელემენტს ამოიღებო.

    ყველაზე კარგი რაც თქვა ისაა რომ, ვინდოუსის გარემო იდეალურად აღიქმებაო, მგონი 17 ტაბი მქონდა გახსნილიო და ერთი დაწკაპება და უკვე გაიხსნილი იყოო, რაც ცოტა წინა თაობებში ასეთი კარგი აღქმნა არ მქონდაო.

    ჯერ კიდე არ არის ოფიციალურად ყველაფერი ნაჩვენები, ხვალიდან იქნება ოფიციალური გახსნა

     

  4. ვაა ეს ყველაფერი კარგია, ეხლა ვუყურე ZEN 4-ის ანონს, თუმცა 400$ სიღარიბის ზღვარზე მყოფი ქვეყნისთვის ცოტა არ იყოს ძვირია... სულ რომ ოქროს ჩამოსხმა იყოს უმრავლესობა ვერ იყიდის საქართველოს პირობებში...

  5. დღეს მაგარი რბოლა იყო, ვისიამოვნე რასაც ჰქვია, კმაყოფილებით ავივსე :D

    როგორც იქნა მაქსმა კიდევ ერთხელ გაიმყარა ლიდერის სტატუსი, აწი თუ რამე არ დაუზიანდება და არ დაიმტვრევა მაქსი, დიდი ალბათობით ჩემპიონობაში ვეღარავინ შეეცილება.

    ცოდოა ფერარი, მერამდენედ შეიძლება რომ არ გაუმართლონ, მერსებმა კი ძაან მაგარი რბოლა დადეს, ამ წელს ჯერ-ჯერობით ყველაზე საუკეთესო შედეგი დადეს. ვნახოთ აგვისტოს ბოლოდან განახლდება სეზონის მეორე ნახევარი. კარგი რბოლა იყო უნგრეთში ნამადვილად მომეწონა

  6. 10 hours ago, Fatal Fighter said:

    ალბათ რამე ბიზნეს სვლა არის, თორემ მე ახლა 6900-ის გამოშვების აზრსს ვერ ვხდები, სადაც არის 6950 გამოვა და მერე საერთოდ რდნა3 

    https://videocardz.com/newz/vastarmor-launches-its-first-high-end-radeon-gpus-rx-6900-xt-alloy-series

    ჩინური კომპანია ყოფილა, შესაბამისად ჩინეთში გაიყიდება უპრობლემოდ. ალბათ იმპორტის გაკეთება არ უღირთ და თავად დაამზადეს შიდა ბაზრისთვის.

     

     

  7. On 11/21/2021 at 4:01 PM, Fatal Fighter said:

    ვუა ვუა მაგარია გიო

    6600XT-ს საკმაოდ ჯობს 3070 თან შენც გიგაბაიტის ვერსია გაქვს :დ არადა ბევრი ემდურის გიგაბაიტს

     

     

    ისე, ცოტა პრობლემები შემექმნა ამ კარტაზე მე

    რომ მოვიტანე სახლში და დავიწყე ბენჩის გატარება, კომპი გაითიშა, განა გადარესტარტდა, გაითიშა

    მეთქი ვაიმე, ახლა რამე ისე თუ დავაერთე ან წყალი მოხდა სადმე აწყობის დროს :xeli:

    მაგრამ ეგრევე ვიფიქრე ან კარტაა ბრაკი ან კვება ვერ ერევა

    კვება ეს წესით რაზგონზეც უნდა ყოფინდეს, მაგრამ მაგ დროს ყველაზე უმტიკვნეულო გინდა რომ იყოს

    მოკლედ საბოლოო აღმოჩნდა რომ MSI Afterburner ატრაკებდა და კონფლიქტში შედის კარტის დრაივერთან

    როცა ბენჩებს ვატარებდი, აფტერბიორნერი სულ ჩართული მქონდა და Fire Strike-ს როგორც ტვირთავდა ტესტი რომ დაეწყო, კომპი ეგრევე ითიშებოდა. Time Spy-ში პირველ ტესტს იწყებდა მაგრამ ბოლომდე ვერ ამთავრებდა და იქაც ითიშებოდა

    ცივი ოფლი მასხავდა :დ მერე მოვნახე ამდ-ს ფორუმზე ამაზე ტოპიკი, იდენტური პრობლემა ქონდა ყველას და მაინცდამაინც 6900-ზე. ხალხმა კვება შეცვალეს, 1200 და 1300 ვატიანები დააყენეს მაგის გამო, მაგრამ იგივეს აკეთებდა, უბრალოდ კომპს თიშავდა. ზოგმა მაღაზიაში კარტა გამოაცვლევინეს, რათგან ბრაკი ეგონათ, მაგრამ შეცვლილი კარტებიც იგივენაირად იქცეოდნენ ზუსტად. იმ  ტოპიკში 200-მდე გამოხმაურება იყო და პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა როგორც ასეთი. 99% დრაივერის ამბავია და აქამდე ამდ-ს დრაივერებთან არ მქონია პრობლემა, თან ასეთი სერიოზული.

     

    ახლა აფტერბიორნერის გარეშე ყველაფერი რიგზეა მაგრამ, 2700-ზე რომ ვაყენებ სიხშირეს, იგივეს აკეთებს კარტა, უბრალოდ რაღაც მომენტში გატარების დროს კომპი ითიშება და ეს არ მომწონს ძალიან, რათგან ეს კარტა ზუსტად ბენჩაობის და რაზგონის გამო ვიყიდე, თან ეს არის XTXH ჩიპზე, სულ 4 თუ 5 ვერსია არის ამ ჩიპზე, სხვებს XTX უყენიათ.

     

    მოკლედ ვფიქრობ ახლა რედდიტზე პოსტის დაწერას, იქნება შემომთავაზონ რამე

    მომილოცავს შენაძენი, ცხოველი სისტემა გაქვს ❤️ რამდენი ოცნებობს ეგეთზე ვინ მოსთვლის

     

    რაც შეეხება შენს პრობლემას, შენს სისტემაზე (Ryzen 9 + 6900XT) რადგან ტოპ პროცესორი და ვიდეო ბარათიც ტოპ ვერსიაა, სრულ დატვირთვაზე კვებაც მეტი სჭირდება.

    შენ სისტემას დატვირთვაზე გაშვების დროს როგორც ჩანს აქვს power spike რაც ნორმალური მოვლენაა, ანუ მილიწამების განამვლობაში ითხოვს იმაზე მეტ დენს რაც შენ კვების ბლოკს შეუძლია მიაწოდოს სისტემას, ამიტომაც დატვირთვის დროს კომპს თიშავს სავარაუდოდ ვიდეო დაფა ან პროცესორი გააჩნია რომელს აკლდება კვება (უსაფრთხოების რეჟიმია ეგეთი ჩადებული, როცა ვოლტაჟის მიწოდების პრობლემებია, მილიწამების განამვლობაში პროცესორი ხვდება და თიშავს, რომ არ გამოიწვიოს ფიზიკური დაზიანება, ცეცხლის გაჩენა და ა.შ. ანუ რომ ითიშება კარგია). შესაბამისად კომპის გათიშვა დაკავშირებულია უფრო ტექნიკურ საკითხებთან როგორიცაა კვების, პროცესორის, ვიდეო ბარათის ან დედაპლატის ჯანმრთელობა და ა.შ. პროგრამული ბრალი როცაა, იქ უნდა გაიფრიზოს ან გაჭედოს, თუმცა გათიშვით არ უნდა თიშავდეს სისემას.

    აგერ ერთი მაგალითი

    როგორც ხედავ აქ ცხრილში 850 ვატიანი კვების ბლოკი ზუსტად საკმარისი იყო Ryzen 9 + 6800XT-სთვის მაგრამ 6900XT-ზე უკვე 1 კილოვატიანი კვებაა საჭირო.

    ანუ მოულოდნელი შათდაუნი რომ არ მოხდეს შენს სისტემაზე საჭიროა ძლიერი კვების ბლოკი, თუმცა არა იმიტომ რომ შენს სისტემას სამუშაოდ 1000 ვატს სჭირდება, არამედ დატვირთვაზე გაშვების დროს მილიწამების განამვლობაში კვებაზე მოთხოვნა ცდება 850 ვატს და ადის 900-950-ზე და მერე ისევ უბრუნდება ნორმალურ რეჟიმს, ასე რომ მაგ სისტემას სამუშაოდ სჭირდება 850 ვატზე დაბალი ენერგია, უბრალოდ ხანდახან მილიწამების განმავლობაში ითხოვს 850 ვატზე მეტს.

    1000 ვატიანი კვება ან უფრო მეტიანი თუ მოგეპოვება დასატესტად მოსინჯე და ნახავ შედეგს

     

     

    აი კიდევ ერთი https://forums.tomshardware.com/threads/6900xt-stuttering.3695773/page-2

    https://imgur.com/BrGtiyl

    მანდ როგორც ჩანს 20 მილიწამის განმავლობაში 6900 XT 600-620 ვატამდეც კი ადის, ხოლო 6800 XT 400 ვატამდე ადის.

    როცა უკვე ტვირთავ შენი კვებიდან თუ 600 ვატს მარტო ვიდეო დაფა წაიღებს სადღაც 250 ვატი რჩება ყველა დანარჩენისთვის და რაც არაა საკმარისი ცხადია.

     

     

    • Thanks 2
  8. 1 hour ago, George said:

    დღეს f1-ის მექსიკის გრანპრიც ვნახე 1080i-ში, საკმაოთ საინტერესო გონკა გამოვიდა, თუმცა ვერ შეძლო ჰემილტონმა ვესტაპენის დაწევა, ბოტოსი თავიდან მოასრიალეს სტარტზე, ვესტაპენი კი თავიდანვე პირველზე გავიდა კარგი სტარტის ხარჯზე, ჰემილტონი ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, მესამეზე კი პერესი გავიდა, რომელიც ძალიან ახლოს იყო უკვე ჰემილტონთან ბოლო კრუგებზე, ატრივი კიდე უფრო გაიზარდა და აქვს რეალური შანსები ვესტაპენს ამ წლის ჩემპიონობაზე, კონსტრუქტორების ჩემპიონატშიც სხვაობა მიზერული დარჩა უკვე მერსედესის კამანდის და რედ ბულს შორის https://www.eurosport.ru/formula-1/world-championship-1/standing.shtml დაჟე ეგ სხვაობაც არაა 20 ქულა თუ რამეს ნიშნავს კიდე რაცაა ვესტაპენს და ჰემილტონს შორის ამ ეტაპზე ჩემპიონატში, ველოდებით ბრაზილიის გონკას, ეგეც დაძაბული იქნება მაგ ყველაფრის ფონზე

    ჩეკოს რომ თავიდანვე გაესწრო ლუისასთვის, ჩეკო მეორეზე დაასრულებდა, ლუისა მესამეზე და მაქსსა და ლუისას შორის კიდევ უფრო გაიზრდებოდა სხვაობა. ბრაზილია ისეთი ტრეკია ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

    კონსტრუქტორებში მერსედესი მოიგებს ორი აზრი არაა, ჩეკო არაა ბოტასის დონის. რაც შეეხება მრობლელის ჩემპტიონატს, მაქს აქვს შანსები გაიმყაროს ჩემპიონობისკენ გზა. ბრაზილიაში გამოჩნდება ყველაფერი

  9. ალბათ ეგ არა სერვერის, არამედ თავად პროგრამიდან უნდა მოგვარდეს.

    თავად პროგრამას უნდა ჰქონდეს მრავალ მომხარებლიანი ერთდროულად მუშაობის ფუნქცია.

     

  10. 2 hours ago, ALTAIRI said:

    ეგ ვცადე მაგრამ ნომერი რომელიც დამიზიანდა სხვაა ადამიანზეა რეგისტრირებული და ეს ადამიანი არ არის საქართველოში და ვიზეცაა რეგისრირებული ის უნდა მივიდეს რომ აღადგინონ ნომერი

    მინდობილობის ვარიანტი თუ გაქვს ეგ შეგიძლია მაშინ, ან სცადე დავიწყებული პაროლის აღდგენა, დამხმარე კითხვებით რომელიც სავარაუდოდ რეგისტრაციის დროს შეავსე.

  11. 44 minutes ago, ALTAIRI said:

    sim ბარათი

    მარტივად შეგიძლია, მიდი შენი მობილური ოპერატორის ოფისში და მოითხოვე იმ ნომერის ახლიდან აღდგენა, პირადობას მოგთხოვენ და ეგაა. მერე აღიდგენ მაგ ნომრით მეილის პაროლს.

  12. 1 hour ago, ALTAIRI said:

    გამარჯობათ დახმარება მჭირდება და იქნებ ვინმემ იცით რა ვქნა gmail ზე პაროლი არ მახსოვს რა მაქვს და უარესი ისაა რომ ტელეფონის ნომერი რაც მქონდა მითითებული აღარ მაქვს ბარათი დამიზიანდა და რომ ვცდილობ პაროლის აღდგენას კოდი მომდის იმ ძველ ნომერზე როგორ შევძლო მეილის აღდგენა გატეხვითაც არ ვიცი როგორ გავტეხო ასეთი შემთხვევა თუ გქონიათ ვინმეს არ დაიზაროთ დამეხმარეთ რა ეს მეილი ძაან მჭირდება ახლის გაკეთება არ მინდა.

    რისი ბარათი დაგიზიანდა?

  13. 16 minutes ago, Gogla1990 said:

    იდეაში არა, ნუ რაც შევამოწმე არ გაუშვა

    ხვალ ვნახავ კიდევ ერთხელ და იმედია მივაგნებ პრობლემას :D 

    მეც მაგრად მაინტერესებს რაარის.

    მეც მაქვს დალატკავებული ორჯერ მაგრამ ჯერ მსგავსი პრობლემა არ შემქმნია.

    P.S. საბურავების გამოცვლა მეც დამჭირდება მერე და გავითვალისწინებ აბა შენს გამოცდილებას

  14. On 7/25/2021 at 8:42 PM, Gogla1990 said:

    გამარჯობა

    ასეთ უცნაურ მოვლენასთან მაქვს საქმე:
    საბურავები შევცვალე, მონტაჭ/დემონტაჟისას ერთი კამერა გავჩხვლიტე, დავადე ლატკა და ავაწყვე, დავბერე, გავიარ გამოვიარე და ყველაფერი რიგზე იყო, მერე უცბად დაიშხუილა და დაეშვა თითქოს გაიგლიჯა საბურავი ან პიპკა ამოვარდაო, ვიფიქრე ლატკა რომ დავადე იქიდან გაუშვათქო, დავშალე, გავბერე კამერა გასკდომამდე და ჩავდე წყალში, არსაიდან არ აპარებდა, ესეიგი პიპკის ამბავიათქო და ავაწყვე, პიპკები გადავანაცვლე, დავბერე წესრიგშია, გავიდა 1 საათი კიდევ დაიშხუილა და 2 წამში დაეშვა, ნუ არ ყოფილა პიპკის ამბავი, კიდევ დავშალე, ავაძლე ლატკა და ახლიდან დავადე, სიტუაცია იგივენაირად განმეორდა :D 

    მდაა,

    ეს მოვლენა ნამდვილად ამოუხსნელ ფენომენთა ნუსხაშია შესატანი :D

    წარმოდგენა არ მაქვს რისი ბრალია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება...

    მაგრამ უცნაური ისაა რომ კამერა გამსკდარი არაა ხო? ლოგიკა იქამდე მიდის რომ, ესეიგი როგორც ივარაუდე პიპკის ბრალია.. შეიძლება მართლა პიპკის ბრალია, ან მაღალ წნევას ვერ უძლებს დროთა განამვლობაში ვითომ? რა მაფიაა ვერ ვხვდები

  15. 2 hours ago, George Simps said:

    გამარჯობა , მაქვს ეს მაზერი MSI Z68A-GD80 (G3) ვერსად ვერ ვუნახე legacy დან uefi ზე რო გადავიყვანო ბიოსიდან .. გამზადებული სსდ ვინდ ჩასხმული სხვა პც დან გადმოვიტანე ამ მაზერზე და იქ legacy ზეა ჩანაწერი ვინდი.. მარა ამ მაზერზ ვერსად ვუნახე არადა UEFI ბიოსი აქვს .. რავი რამე თუ გაგეგებათ ჰელპ ... ვინ 11 დაყენება მინდა :დ

     

    spacer.png

    შენ პირადად რაში გჭირდება UEFI იქნება თუ Legacy?
    დააფორმატე ვინჩესტერი ვინდოუსის ინსტალაციის დროს და ჩვეულებრივად ჩაიწერს ვინდოუსს

  16. ოჰ მაი გაააად

    DARKNESS IS COMING!

    EVGA "წითელ გუნდს" უერთდება

     

    შოკის მომგვრელი ნიუსია. რა საზარელი მელოდიაა :D როგორც ჩანს რაიზენის ლოგო აქვს და AMD-ს მაზარების წარმოებას დაიწყებს. რადგან ერთ-ერთი პრესტიჟული ბრენდია, სავარაუდოდ ძვირიან სეგმენტზე იქნება გათვლილი, ალბთ თრიდრიპერის მაზერები და X570 იქნება

    • Like 2
    • Thanks 1
  17. @Harmony Lines

    ვაა იყიდე მაინც? ვერ გაუძელი ცდუნებას? :D

    გილოცავ, კარგი შენაძენია, PRO ვერსიას სწორედ ისაა რაც ბიზნეს აუცილებლად სჭირდება, საიმედოობა + უსაფრთხოება 24/7-ზე მაგ მხრივ უკეთესს ვერც ნახავ.

    მომავალში განახლება თუ დაგჭირდება პროცესორს შეიცვლი და ეგაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ სანამ უბრალოდ არ მოგბეზრდება ეგ APU მანამდე სხვას არ შეიცვლი :D ადრე მეც რომ მქონდა 290X შენსავით ამოღებული მედო, არაფერში არ მჭირდებოდა მაგხელა GPU, ნაკლები ხმაური, ნაკლები დენის ხარჯი, ნაკლები სიცხე, APU ამ ყველაფერს გაძლევს. თუ დაგჭირდება ძლიერი GPU მერე მიადგავ, რა პრობლემაა, ხელს არ შეუშლის ერთმანეთს.

    სხვათაშორის, მომწონს კომპაქტიური ქეისები, ჩემი აზრით APU-სთვის საუკეთესოა micro ATX მაზერები, შესაბამისი ქეისით. ეს mid tower ქეისები უნდა დადო და ელოლიავო, სულ მეზარება მტვრისგან გაწმენდა, დაშალე, მოხსენი კაბელები, გაწმინდე, მერე ისევ შედგი მაგდიაში, მიაერთე ყველა კაბელი უკან.. თან როცა პატარაა, ადვილად წაიღებ.

    გუშინ რაღაც პრაიმ დღე რომ ამაზონზე, კინაღამ გამოვკარი ხელი რაღაცას, ლამის შემომეყიდა მაგრამ ბოლოს მაინც გადავიფიქრე... ჯერ ცოტა სხვა გეგმები მაქვს, ვნახოთ როგორ წავა ჩემი საქმე და მეც შევიცვლი სისტემას აუცილებლად, ვიდეო ბარათის მყიდველი არ ვარ ამ ფასებიდან გამომდინარე და რეალურად არც არაფერში გამომადგება. ინტელის ყიდვაც შეიძლება მაგრამ, ინტელს ყიდულობენ პროცესორის გამო, ვისაც პროცესორი და გრაფიკა ერთად უნდა აიღებს APU-ს. და თუ ვიღაცას კიდევ უფრო ძლიერი GPU ჭირდება იყიდის შესაბამის დისკრეტულ ვიდეო დაფას. დღევანდელი APU-ები ინტელთან შედარებაში დაახლოებით რომ ვთქვათ პროცესორის სიმძლავრე მეტ ნაკლებად თანაბრია, გრაფიკა საშუალოდ ორჯერ ძლიერი აქვს AMD-ს. შესაბამისად მომხარებლისთვის ეს უფრო მომგებიანია საერთო ჯამში.

     

    • Like 1
  18. @Harmony Lines

    მე მაინც ვვარაუდობდი Zen 3-ში RDNA გრაფიკას ჩადებდნენ მაგრამ ისევ Vega აიღეს და გადმოიტანეს 😐

    ალბათ იმიტომ რომ ფონს ეგრეც ადვილად გადიან... თუმცა როგორც ვარაუდობენ Zen 4-ში APU-ებში პირდაპირ RDNA 2-ზე გადავლენო. ხოლო ჩვეულებრივ პროცესორებს უკვე Navi 2 ინტეგრირებული ექნებათ, სავარაუდოდ გრაფიკის გარეშე რომ არ დარჩეს მომხარებელი მაგ ვარიანტში.

    q5elfp5xg4r61.png

    Zen3+ ამოვარდა ანუ რეფრეში ვარიანტი, თუმცა თუ კი Zen 4 მაინც 2022 წლის ბოლოს გამოდის, მანამდე გამოუშვან Zen3+ კარგი იქნება ძალიან.

    რაც შეეხება ჩემ ბებერ პალტფორმას, თავიდანვე ეგ იყო ჩემი მიზანი რომ მინდოდა ცოტა ძლიერი ინტეგირებული გრაფიკა ჰქონოდა, შესაბამისად APU იყო იდეალური ვარიანტი 2014 წელს აპრილში ვიყიდე 160 დოლარად . თანაც R9 290X-ის ჩიპი აქვს ზუსტად ანუ ზუსტად იგივე არქიტექტურაა, უბრალოდ 512 შეიდერით. შეგიძლია სადღაც 30%-ით მეტი სიხშირეც მისცე. მაშინ იმ დროს ქაუნთერს, GTA-ს, NFS, ფეხბურთს და რავი ეგეთ უბრალო თამაშებს ვთამაშობდი გასართობად და საკმარისი იყო. თავად პროცესორი მე 95% ბროზუინგი და საოფისე პროგრამებს ვხმარობ, ჩვეულებრივ მუშაობს, გაჭედვით არ ჭედავს. ამისთვის ასევე AMD-ს ოეპრატიული ვიყიდე (dataram-დან, რადგან ეგაა მწარმოებელი) და RAMdisk პროგრამაში უფასო ვერსიში თუ კი 1GB აქვს მომხარებელს, AMD RAM-ზე 2GB-ია უფასოდ, მცირე შეღავათი :D 35 დოლარიანი oem windows 10 ლიცენზია + 2016 ოფისი მაქვს ნაყიდი და საერთოდ არაფერი მადარდებს, დავაინსტალირებ ვინდოუს და თვითონვე აქტიურდება, არანაირი კრეკი და მაიმუნობა. თუმცა ეგ ვინდოუსის ლიცენზია მაზერს ებმევა სამუდამოდ და თუ მაზერი გაფუჭდა ან გაყიდე ის ვინდოუსის ლიცენზიაც მიყვება, მაგიტომაც არის ვინდოუსის retail ვერსია, მოხსნი და რომელ კომპზეც გინდა იმაზე გექნება.

    მოკლედ რომ შევაჯამოდ ჩემმა სისტემამ კარგად მემსახურა ეს ბოლო 8 წელი. უკმაყოფილო არ ვარ, შესაბამისად შემდეგი სისტემაც APU მინდა მქონდეს, მაინც ინტეგრირებული გრაფიკა რომ არის, ერთგვარი დაზღვევაა, უცებ ვიდეო ბარათს რომ რამე დაუზიანდეს ან გაყიდო ან კვება დაიწვას, ინტეგრირებული მაგ დროს გამოსავალია, არც დამატებით კვების კაბელები ჭირდება, არც არაფერი. საბოლოოდ მე Zen 2-იც ყელამდე მეყოფა, დაველოდები შემთხვევებს და ვნახავ, პარალელურად სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული და სახლში კომპთან ვერ ვატარებ დიდ დროს, ამიტომ Zen 2-ს გადავხედავ კიდევ ერთხელ. ცოტა ლარის მდგომარეობა ვითომ უკეთესდება და იმედის მომცენად გამოიყურება...

    • Like 1
  19. 22 hours ago, Harmony Lines said:

    მოკლედ ლაშ არ ვიცი როგორ მოვიქცე 5600G-ს და 4650G-ს შედარება ვნახე და ინტეგრირებულები ზუსტად ერთნაირი უყენიათ, მარტო პროცესორი წარმადობა აქვთ გაზრდილი სადღაც 16%-ით და გაორმაგებული L3 ქეში უყენიათ, უფრო დიდ ოვერალ პერფორმანსის მატებას მოველოდი მთლიანობაში, თან Pro სერიები უფრო მესიმპატიურება, ბევრად სტაბილური და დახვეწილი სერიაა, ბიზნეს კლასია ბოლოს და ბოლოს ჰოდა 5650G-ი როდის იქნება სტოკში, თან ამ დეფიციტის გადამკიდე კაი მომავალ წლამდე ვერ იყიდის კაცი მაგ სერიას ამ სიტუაციიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა რომ 4xxx სერია Zen 2-ზეა 7nm-ზეა ეგეც და zen 3-ს APU-ც და იმიტომაა დიდი მატება რომ არ არის მაინც ჯერ, zen 4-ი კიდე მგონია 2022-ს ბოლომდე ვერ ნახავს დღის შუქს და კაცმა არ იცის რა იქნება მოკლედ...

    https://www.cpu-monkey.com/en/compare_cpu-amd_ryzen_5_pro_4650g-1630-vs-amd_ryzen_5_5600g-1877

    კი ორივე 7nm არის, PRO ვარიანტი ძალიან კარგია, ენტერპრაიზ სისტემებისთვისაა ზუსტად შექმნილი, სადაც ძალიან მნიშნველოვანი ინფორმაციის დამუშავება მიმდინარეობს, კრიტიკულად საჭირო უსაფრთხოება ვისაც უნდა მაგალითად, სპეციალურ სამსახურებში, მაგათთვისა საუკეთესო არჩევანი. როგორც წერია PRO ვარიანტებს ცალკე დაცვის ჩიპი უყენიათო პროცესორის კრისტალზეო. ადრე როგორც ვნახე ტესტი გააკეთეს ამაზე, მთელ ოპერატიულ მეხსიერებას შიფრავს და რომც მოახერხონ ოპერატიულ მეხსიერებიდან ინფორმაციის წაღება, ინფორმაციას მაინც ვერ აღადგენენ თურმე, ხოლო ჩვეულებრივ პროცესორზე ინფორმაციას აღადგნენ. ნუ კარგი ფუნქციები აქვს უსაფრთხოების მხრივ.

     

    რაც შეეხება თავად არქიტექტურას, Zen3-ის უპირატესობა ისაა რომ გარდა არქიტექტურის გაუმჯობესებისა, ბირთვებს შორის ერთმანეთში "საუბრის" დროა შემცირებული და ქეშ მეხსიერების დაყოვნება მინიმუამდეა შემცირებული.

    ანუ Zen 2-ში თუ კი 4 ბირთვიან პროცესორში 2 ბირთვი ცალკეა (პირველ CCX-ში) და დანარჩენი 2 ბირთვი ცალკე (მეორე CCX-ში), Zen 3-ში უკვე ოთხივე ბირთვი ერთადაა გაერთიანებული (ანუ ოთხივე ბირთვი ერთ CCX-შია).

    მაგალითად, პირველ და მეორე ბირთვს რომ დასჭირდეს მესამე და მეოთხე ბირთვთან კომუნიკაცია, პირველი CCX-დან უნდა გადავიდეს მეორე CCX-ში და უკან დაბრუნდეს. ეს  გადასვლა-გადმოსვლები რათქმაუნდა აისახება დაყოვენბაზე. Zen 3-ში ოთხივე ბირთვი ერთადაა და ერთმაენთში კომუნიკაციისთვის დრო პრაქტიკულად არ იხარჯება.

    ასევე Zen 2-ში L3 ქეშ მეხსიერება გაყოფილი იყო, ანუ თითო CCX-ს თავისი L3 ქეში აქვს ცალ-ცალკე. Zen 3-ში კი მთელ 8 ბირთვს (ანუ ერთ კრისტალს იგივე CCD-ს) პირდაპირი წვდომა აქვთ ერთ გაერთიანებულ L3 ქეშზე, ანუ ნებისმიერ 8 ბირთვს პირდაპირი კავშირი აქვს L3 ქეშთან, და აღარაა დაყოფილი ცალ-ცალკე როგორც Zen 2-ში.

    აი მაგაზე მაგალითი: Ryzen 3 3100 VS AMD Ryzen 3 3300X Review - The Magic of One CCX

    მთელს Zen 2 პროცესორებში ერთადერთი პროცესორია Ryzen 3 3300X რომელსაც Zen 3-ის მსგავსად 4 ბირთვი ერთ CCX-ში აქვს. თან 120$ ღირდა :D ამიტომაც ერთი თავით მაღლა დგას Ryzen 3 3100-თან შედარებით. გადახედე აბა კიდევ ერთხელ, მახსოვს აღტაცებული იყავი მაგ პროცესორით. რეალურადაც პაწაწინა გლადიატორია, რომ შეხედავ ვითომ არაფერი მაგრამ იმხელა პოტენციალს ანახებს ფასთან მიმართებაში, მეღიმება, ალბათ საუკეთესო პერფორმანსი/ფასის შეფარდება აქვს. ეხლა AMD მაგიტომ არ უშვებს Zen 3-ზე 4 ბირთვიანს თორემ ხო ჩაუწვა მთელი Zen 2 პარტია, მერე ვინღა იყიდის :D

    რენდერში სხვაობა არააქვს ისე ამ ქეშ მეხსიერების დაყოვნებებს, ბენჩებში ერთნაირად არენდერებენ, უბრალოდ თამაშებში და მეხსიერების დაყოვენბასთან დაკავშირებულ პრგორამებში Zen 3 ჯობია, თუმცა ვიმეორებ ვის როგორ უღირს. შეიძლება მე სულაც არ მაინტერესებდეს ნანოწამებით ჩქარი სისტემა, Zen 2 ახლაც აქტუალური და მისაღებია, მაგრამ ცოტა სამომავლო სისტემა რომ იყოს, თან ცოტა მძლავრი მაგიტო მინდა Zen 3 და 6 ბირთვი, თუ განახლებაა ბარემ განახლება იყოს და დიდ ნახტომს გავაკეთებ.  ეხალც შემიძლია Zen 2 ვნახო და მერე განვაახლო Zen 3-ზე, ცოტა ფასის დარეგულირებას ველოდები,

    ნუ Zen 4 რაღაც სხვა კლასი იქნება მაგრამ თუ Zen 3 მექნება მერე Zen 5-ზე ან Zen-6 ზე ვისკუპებ. ვისაც Zen 2 აქვს უკვე მათთვის ეღირება Zen 4-ზე გადასვლა

     

    • Like 1
  20. 3 hours ago, nseries430 said:

    ამ zen 4 ზე რა ისმის არ ველოდოთ 2022 წლის დასაწყისში? თუ 2022ის ბოლოს გამოდის ნამდვიალდ მირჩევნია ალდერ ლეიკი ავიღო დდრ5ზე

    კორონამ შეაფერხა და ძალიან გაწელა ჩიპების წარმოება ყველანაირი მიმართულებით. თუ ცოტა გამოსწორდება მაგ მხრივ სიტუაცია, შეიძლება 2022 წლის შუალედშიც გამოვიდეს, თუმცა როგორც ამბობენ 22-ის ბოლოსკენ გამოვაო.

    LGA-ზე გადადისო, კვადრატული ფორმის იქნება, თუმცა მე უფრო ტექნოლოგია მაინტერესებს, სამმაგი მოცულობის 3D ქეშ მეხსიერება ექნება, გემინგში სადღაც +15%-ით მეტ შედეგს დებს, ამას დაუმატე zen 4-ის არქიტექტურული გაუმჯობესება +10% მაინც, სადღაც 20-25%-ით მეტ FPS-ს დადებს, თუმცა მე საერთოდ არ ვარ გეიმერი და საერთოდ არააქვს მნიშვნელობა რაღაც თამაშს 120 FPS-ით ვითამაშებ თუ 60-ით :D 

    ინტელიც ემზადება 3D ქეშ მეხსიერებისთვის, pcie 5 ექნება და ddr5, თითქმის იგივე მატება ექნება რასაც AMD-ში, ვნახოთ აბა მშვენიერი კონკურენცია წავა, ფასები კარგად დაიწევს.

    Zen 3 ვიყიდ როცა გაიაფდება და კარგა ხანი მექნება

     

     

     

  21. On 5/20/2021 at 11:36 PM, Harmony Lines said:

    თვალებზე ალერგიის თემა ვერაა კაი ამბავი ბრო, დედაჩემს ქონდა პრობლემა ახლახანს თვალებზე უცრემლიანდებოდა და გამონადენი, ჰოდა ექიმთან წავიდა და დროულად მიხედეთქო ვუთხარი, ჰოდა ექიმმა რაღაც წვეთები დაუნიშნა და იმას ისხამდა 2 კვირა და რავი ახლა კია კარგად, აღარ აწუხებს, ჰოდა კვალიფიციური ექიმი ყავს თან პროფესიონალი თავისი საქმის, ჰოდა თუ რამეა გაგირკვევ და PM-ში ჩაგიგდებ საკონტაქტოს იმ ექიმის...

    მე  მუსიკოსი ვარ და კომპის გამოყენება ძირითადად ხმის ინჟინერიისთვის მჭირდება, DAW-ში სამუშაოდ და პლიუს ვიდეო ედითინგისთვის, guitar ,playthrow ვიდეოების სამონტაჯოდ და პლიუს ჩემს პატარა ჰოუმ სტუდიაში გამისწორდებოდა ახალი თაობის სისტემა, აა ვიდეო მიაყიდე? მე ვიყიდე 200 ლარად ვაფშე ეს 290x_ი ლოლ და მაგრად მომისწრია, გეიმინგ ლეპტოპზე ვიყავი წლების მანძილზე, (ახლაც მაქვს, მაგრამ მაინც მორალურად მოძველდა უკვე რაა) იმაზე ვწერდი ვეშებს, მაგრამ მერე ძმაკაცმა ახალი სისტემა ააწყო ჰოდა თავისი ძველი მაჩუქა რა ეს, ჰოდა პროცესორი გავუძლიერე ერთი i5-760-ი ეყენა, (და ყველაზე მაგარი funny თემა ისაა, რომ ეს სისტემაც მე ავუწყვე 2011 წელს და რას ვიფიქრებდი 10 წლის მერე თუ ისევ ჩემთან აღმოჩნდებოდა :D ) i5 760 ვაფშე მკვდარი იყო ლოლ, და i7 870-ს ვარიანტი ჩამივარდა იაფად და ეგ ჩავდგი დროებით თან გაყიდვითაც ან გადაცვლითაც უცბათ გამეყიდებათქო ვიფიქრე, თამაშებს მე ვეღარ ვუმუღამებ ესეც საიბერპანკ 2077-სთვის დავიტოვე, მაგას ველოდი და გადმოვწერე და რაც კი რამე ბაგი არსებობდა ყველაფერი შემხვდა ვაფშე ლამის ლოლ... :D  ჰოდა მივახურე და დავიკიდე, აღარც მითამაშია არაფერი, ვეღარ ვუმუღამებ ვაფშე ამ თამაშებს, ერთი რაც მისწორდება აი interactive ფილმები რომა რის მაგ სტილის თამაშები რაა, life is strange და ეგეთებს კიდე ჰო ფილმივით რო მიდის მისწორდება რელაქსია რაა, APU-იანი ვარიანტი ეს მეოთხე თაობის რაიზენები ძაან დონე გამოუვიდათ, ჰოდა ვაიდა ეს ვიდეო კარტაც უკვე კაი ბებერია ჰოდა გაყიდვა რო მომიწიოს ვაფშე იდეალური ვარიანტი იქნებოდა ეგეთი ტიპის, ერთი xbox elite-ს უკაბელო ჯოისტიკს დავითრევდითქო ვიფიქრე და უკაბელო კლავა მაუსიც საყიდელი მაქვს ისე ლოგიტეჩის, ამ კაბელების ატანა არ მაქვს რაა არ მევასება... ჰოდა ეს 2600-სს ვარიანტი კი კარგი ჩანს მართლა კარგი კაცია ჩავიბარებო რო მითხრა ერთიანად ამ ნაწილებსო, მარკეტზე მედო და ზოგს ცალკე პროცესორი უნდოდა ზოგს ცალკე ვიდეო, ზოგს გაგრილება და ნერვები მომეშალა უკომპოდ ვრჩებოდი ფაქტიურად რაა... ჰოდა აღარ ვიცი რა ვქნა მოკლედ, იქნებ ამ მეოთხე თაობის APU-ს ფასი დაეცეს ცოტა და ეგ მართლა იდეალური ვარიანტია რაა, ეს მეოთხე თაბოს APU-ბი მაგარი მონსტრი პროცესორებია თან იმენა რენდერში 3600-3800-ს დონეებია და პლიუს უკეთესი ინტეგრირებულით ვიდრე 3400G-ს უყენია, 3400G-ზე ვფიქრობდი თავიდან მაგრამ როგორც პროცესორი ძაან სუსტია სინთეტიკურ ტესტებში და გადავიფიქრე მაგიტომ, ქეისიც იმხელა მიყენია Full Tower-ია Cooler Master HAF932, ეგეც მინდა რო გავყიდო და რამე კუკლა მიდ თაუერი რო ვიყიდო და რო გადავაწყო, მოკლედ გეგმები კია, მაგრამ ამ კურსიდან გამომდინარე და კრიზისიდან მეც ფეხს ვითრევ თან რაა...(

    ჰოო თვალებზე ალერგია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შემთხვევაა, სიწითლე და ჩაწითლებული კაპილარები, ქავილი 24/7-ზე, ცრემლდენა, გამონადენი და ყოველ გაზაფხულზე მეწყება, ზაფხულში პიკზე ადის, შემოდგომის ჩათვლით მაქვს, მხოლოდ ზამთარში გაივლის, სანამ ისევ გაზაფხული არ მოვა... ამას არაფერი არ შველის, გარდა ანტიჰისტამინური წამლების მიღებსა და თვალის წვეთებისა, რაც ცხოვრებისეული რუტინაა ჩემთვის, თუმცა მადლობელი ვარ რომ ამაზე უარესი დაავადება არ მარგუნა ღმერთმა...

    მე რამდენადაც ვიცი მუსიკის პროგრამები საკმოდ მომთხოვნია პროცესორის მიმართ ამიტომ CPU power რაც მეტი გექნება მით უკეთესი. ხო ჩემი 290X მივაყიდე კარგა ხნის წინ. თამაშები რომ გადმოვწერე, თვალები მეღლებოდა, მერე კომპის სათვალე ვითომ მშველოდა მაგრამ არ გამოვიდა მაინც არაფერი და მივაყიდე, ტყუილად მედო ქეისში.

    ჰო გაგიმართლა რომ ისევ დაგიბრუნდა ეგ სისტემა :D კარგი მეგობარი გყოლია რა გინდა, მაგრამ ახალ სისტემაზე გადასვლით დიდად წაიწევი წინ :D

    Zen 3-ის APU-ები წლის მეორე ნახევარში გამოვაო. ჯერ OEM-ებზე მუშაობენ, ალბათ ეგრე აწყობთ, მაგრამ როგორც ლინუსამ თქვა ვიდეოში, წლის ბოლოსკენ იქნებაო გაყიდვაშიო, შეიძლება შავ პარასკევს იყოს უკვე გამოსული.

    მეც მინდა დავამუღამო უკეთ ვიდეო რედაქტირება, თან ცოტა გავერთო,  ახალი სისტემის ყიდვას კი ვაპირებ მაგრამ ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი მაინც რომელი ავიღო... კარგი audio output მინდა, მუსიკის მოსმენა და ზოგადად კარგი აუდიო სისტემა must have-ა ჩემთვის :D სადღაც 1-2 თვის წინ ჩემი ბებერი Creative Sound Blaster X-Fi Titanium HD მოკვდა, არ ვიცი რა დაემართა. არ მქონდა იმის თავი რომ მიზეზები მეკვლია რა მოუვიდა და პირდაპირ მაზერზე დავაერთე ლოჯიტექის Z623 დინამიკები. სხვაობა დედაპლატასა და ხმის ბარათს შორის default პარამეტრებზე მიზერულია ჩემდა გასაკვირად, თითქოს ვერც ვამჩნევ სხვაობას. თუმცა ამ ხმის ბარათზე opamp-ების გამოცვლა შეიძლება და ძალიან მაგარი ხმის მიღება Breathing new life into an "old" soundcard. Creative X-Fi Titanium HD აი როგორც ამბობს ისეთი სხვაობააო როგორც დღე და ღამეო, მაგრამ ჩემზე უკეთ გეცოდინება, კარგი ხმა რაც ღირს :D სამწუხაროდ ახალი ხმის ბარათის მყიდველი არ ვარ ამ ეტაპზე, მომიწევს რამე B550 ჩიპსეტზე mid-range დედაპლატის არჩევა, Realtek ALC1220 ამ ჩიპებს 120dB SNR შეუძლიათო და ასეთი დედაპლატები 160-170 დოლარის ფარგლებშია.

    მოკლედ უხეში მოანხაზი ესეთია B550 ჩიპსეტზე ATX ან mini ATX დედაპლატა, Realtek ALC1220 აუდიო ჩიპით. Wi-Fi მოდულით. - სადღაც 170 დოლარი საშუალოდ.

    მინიმუმ ZEN 2 - 6 ბირთვიანი პროცესორი ან ZEN 3-ის 4-6 ბირთვიანი APU წლის ბოლოსკენ, ესეც უხეშად 250 დოლარის ფარგლებში.

    ვნახოთ კიდე მოვიფიქრებ იქამდე... რაც შეეხება მაგ შემოთავაზებას დაიტოვე შენი კომპი და ჯობია მაინც უპრობლემო პროცესორი აიღო.

     

     

  22. 1 hour ago, Harmony Lines said:

    ჰო არ ვიცი ცოტა ფეხს ვითრევ ყიდვისგან, იმიტომ რომ სამომავლოდ გაძლიერება რომ მომინდეს ამას ვერ გავყიდი და რო შემომრჩეს არ მინდა ნამდვილად და ცოტა მეფიქრება, მაგარი უცნაური შემთხვევაა, თან ნახევარ წლიან გარანტიას მაძლევს და არ ვიცი მოკლედ როგორ მოვიქცე რაა...

    უბუნტუზე მაგის დატესტვის საშუალება მეეჭვება ქონდეს, არ ექნება შეხება მაგ ოპერაციულ სისტემასთან, მეც არ მქონია შეხება, ღრმა ბავშვობაში ინფორმატიკის გაკვეთილზე ეყენა კომპიუტერებზე და იქ მქონდა მარტო შეხება, არც მახსოვს... მოკლედ არ ვიცი რა ვქნა... ამ მაღაზიასთან ესეთი ოფერი მაქვს რომ ჩემი პროცესორი გაგრილება და დედაპლატა შემიძლია ჩავაბარო და დავამატო ცოტა და ryzen 5 2600, B450 aurus და kingston hyper x 16gb 2666mhz-იანებს მაძლევენ, მე მაქვს i7-870, CM V6GT, inferno katana P55 GTI, G.skill ripjaws 1600Mhz 8Gb...

    კიდე ერთი ვარიანტია რო დავაგროვო თანხა და ბარემ ryzen 5 pro 4650G ჰო არ ავიღოთქო, ბევრად ძვირი კი ჯდება ეს, ძაან მევასება ეგ პროცესორი და რამე რო იყოს და ვიდეო კარტის გარეშეც რო დავრჩე, მაგის ინტეგრირებული საკმაოდ მძლავრია და ბევრ რამეს მაინც გავაკეთებდი... მეც შენნაირი R9 290x tri-x მაქვს ისე ვიდეო კარტა ამჟამად...^^

    ჰოო მაშინ არ გინდა საერთოდ ეგეთის ყიდვა.

    მეც მაგ პირობით მინდა ყიდვა რომ შემდეგ უკეთეს პროცესორზე აფგრეიდი გავაკეთო, ასე რომ ჯობია უპრობლემო იყოს, გასაყიდად გაგიადვილდება.

    ასევე შენსავით მეც გეგმაში მაქვს მინიმუმ 6 ბირთვიანი 12 ნაკადით ვიყიდო ან იმასაც ვფიქრობ APU ავიღო.

    მე თვალებზე ალერგია მჭირს და არ შემიძლია ინტენსიურად თვალების დაძაბვა, შესაბამისად გეიმინგი ჩემგან გამორიცხულია, 10-15 წუთზე მეტს ვერ ვქაჩავ, ამიტომ მივაყიდე ჩემი ბარათი წინა მაინინგი ბუმის დროს და ვარ ინტეგრირებულზე, ამიტომაც ვფიქრობ APU-ს ყიდვას, რათ მინდა ვიდეო კარტა, მე მაინც ვერ ვიყენებ...

    ისე კი ჯობია ცოტა კიდე მოიცადო, ეგ სისტემა კიდე გაგიქაჩავს და ამასობაში ნელ-ნელა შემოიყრება ჩიპებიც, უფრო იაფად იყიდი, მეც ჯერ ფეხს ვითრევ, არ მომწონს დღევანდელი ფასები :D

    • Like 1
  23. 2 hours ago, Harmony Lines said:

    პრივეტ ლააშ, როგორ ხარ? 💜 ვისგანაც ეგ უნდა შევიძინო იმას აქვს ახალი დედაპლატები B450, B550 და X470-ბი და სავარაუდოდ დატესტილი ექნება, მაგიტომ აღარ ვკითხე, და ცოტა უცნაურია მეც დედაპლატაზე წავედი უცბათ, მაგრამ მერე რომ შემომთავაზა რამოდენიმე ვარიანტი დედაპლატის მანდ დავიბენი ცოტა, ეს ვნახე ინტერნეტში: https://community.amd.com/t5/processors/audio-on-board-does-not-work-when-using-ryzen-5-1600-while-it/td-p/336926 მსგავსი თემაა მგონი ჰომ?

    გაგიმარჯოს, თავად როგორ ხარ?

    მაგ ლინკზე ბოლო პასუხია საინტერესო, მგონი კონტაქტები გაასწორეო ამბობს... შეიძლება პინები დაღუნულია და მაგის გამო არ აქვს ხმა? თუმცა თუ HDMI და USB-ზე მოაქვს ხმა, ესეიგი დედაპლატის ინტეგრირებული ხმის პროცესორი მუშაობს, უბრალოდ 3,5 მმ output-შია პრობლემა, შეიძლება მართლა სეტინგებიდან უნდა რაღაცის გადართვა რომ 3,5 მმ ჯეკებზე მიმართოს ხმა. ადრე ინტელის პროცესორზე მქონდა თითქოს მაგდაგვარი პრობლემა, სანამ 3,5 მმ ჯეკზე დინამიკი არ მივაერთე, მედია ფლეიერი მუსიკას არ უკრავდა, იუთუბში ხმა არ ისმოდა... ნუ რაღაც უცნაურადაა მართლა, შეიძლება პროგრამული bug-ია. უბუნტუზეც უნდა დაიტესტოს, პროგრამული ბაგები რომ გამოვრიცხოთ.

     

     

  24. 12 hours ago, Harmony Lines said:

    61YyzKD24dL._AC_SL1500_.jpg

    ჰაი გაიზ... 🤘

    ნაკლი: დედაპლატის 3.5 აუდიო ჯეკებზე კავშირი არ გადააქვს. თუმცა usb პორტებიდან აუდიო სიგნალი გადის. ასევე დინამიკებიან მონიტორებზე ხმა გადადის VGA და HDMI პორტებიდან, როგორც დედაბარათიდან ასევე ვიდეოკარტიდან.

    ახალია პროცესორი... საინტერესო მოვლენაა ნამდვილად, რას უნდა გამოეწვია ესეთი წუნი?

    თუ არის რაიმე შანსი ამის გამოსწორების და რამდენად ღირს ყიდვა? (ფასს ყურადღება არ ექცევა) უბრალოდ რომ ვიყიდო გაყიდვა გამიჭირდება აფგრეიდის შემთხვევაში სავარაუდოდ ძალიან ესე ვფიქრობ, მაინტერესებს მოკლედ თქვენი აზრები...

    მგონი პროცესორი არ უნდა იყოს მაგასთან კავშირში. უფრო დედაპლატის ბრალი უნდა იყოს.

    დასატესტია მაინც ეგ პროცესორი სხვა დედაპლატაზე...

     

  25. 1 hour ago, bloodred said:

    ეს სისტემა ჩვეულებრივი ყოველდღიური მოხმარებისთვის რაც არ უნდა გეიმერი ან პრადვინუტი მომხმარებელი იყო ზედმეტია.

    ეს არის რაბოჩი სისტემა. 3დ, არქიტექტურული გრაფიკული ან დიდი გამოთვლითი პროგრამებისთვის. 

    ესეთი სამუშაო პროგრამები ასეთი სისტემის ფულს თავისუფლად ამოიღებს.

    ვიღაცა ოლგირაქის ან ბიზნესმენის შვილი იქნება, ხუთი მაგდენის ღირებულების მანქანა ეყოლება :D

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.