ვიყიდე რაღაც აკაუნტი უპლაიზე, თამაშს ვთამაშობ და მაგდებს. ხან 2-წუთში ხან 30 წუთში ვერ გაიგებ. არაფერს არ წერს, დესკტოპზე მაგდებს უბრალოდ, ხანდახან იჭედება და რაღაც ბზუის ხმაა.
მონაცემები თითქოს ყველა აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს. (i5, gtx560, 8gb ram)
ფპს არის 40 დაახლოებით.
თამაშის ფაილების აღდგენაც გავაკეთე, ნვიდიას დრაივერიც განვაახლე, რეზოლუცია და გრაფიკის პარამეტრებიც დავწიე. შედეგი მაინც არ არის.
მირჩიეთ აბა რამე თუ შეგიძლიათ, წინასწარ მადლობა.