Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5825
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    57

Posts posted by Power_VANO

  1. სწორად გადაგახდევინეს.

    ნივთს უწევს თუ არა განბაჟება, ითვლება მხოლოდ თვითღირებულებიდან.

    მაგ: ნივთი ღირს 50$. ადგილობრივი შიპინგი 100$, აქ ჩამოტანაც 100$. რადგან 50$ < 300 ლარზე, ნივთს განბაჟება არ უწევს.

    თუ ნივთს განბაჟება უწევს, მაშინ ჯამდება ყველა ხარჯი - ღირებულება, იქაური და აქაური შიპინგი, მომსახურება და ტოტალის 18% არის დღგ.

    მაგ: ნივთი ღირს 100$,  ადგილობრივი შიპინგი 100$, აქ ჩამოტანაც 100$. 100$ > 300 ლარზე, ამიტომ განბაჟება გიწევს, მაგრამ. იხდი არა 100$-ის 18%-ს, არამედ 300$-ის 18%-ს, რადგან ყველა ხარჯი იკრიბება და შემდეგ გამოითვლება დღგ.

  2. Surface Duo-ს პრე ორდერი დაიწყო მაიკროსოფტმა 1399$-ად, უსა-ონლი: https://www.anandtech.com/show/15970/microsoft-opens-preorders-for-surface-duo

    საკმაოდ მოძველებული და მოკრძალებული ტექ სპეცები აქვს და აშკარად საცდელი დევაისი უფროა, ვიდრე მასობრივ მარკეტსა და მოგებაზე გათვლილი:

    Microsoft Surface Duo
      Surface Duo
    SoC Qualcomm Snapdragon 855 
    1x Kryo 485 (Cortex-A76) @ 2.84GHz
    3x Kryo 485 (Cortex-A76) @ 2.42GHz
    4x Kryo 485 (Cortex-A55) @ 1.80GHz

    Adreno 640 @ 585MHz
    DRAM 6GB LPDDR4X
    Display Dual 5.6" solid OLED with 360° hinge
    1800 x 1350 (4:3)

    Unfolded 8.1" effective diagonal at 2700x1800 (3:2)
    Size Height 145.2 mm
    Width 93.3 mm (closed) - 186.9 mm (open)
    Depth 9.9mm (closed) - 4.8 mm (open)
    Weight 250 grams
    Battery Capacity 3577mAh total (dual cells)
    Wireless Charging -
    Rear Cameras
    Main 11MP 1.0 µm
    f/2.0
    Telephoto -
    Wide -
    Extra -
    Front Camera -
    Storage 128 / 256 GB UFS 3.0
    I/O USB-C
    Wireless (local) 802.11ac Wave 2 Wi-Fi
    Bluetooth 5.0 LE + NFC
    Cellular (Category 12/5)
    DL = 1200Mbps
    5x20MHz CA, 256-QAM

    UL = 150Mbps
    2x20MHz CA, 64-QAM
    Other Features It folds
    Dual-SIM 1x nanoSIM + eSIM
    Launch Price $1399
  3. Surface Duo-ს პრე ორდერი დაიწყო მაიკროსოფტმა 1399$-ად, უსა-ონლი: https://www.anandtech.com/show/15970/microsoft-opens-preorders-for-surface-duo

    საკმაოდ მოძველებული და მოკრძალებული ტექ სპეცები აქვს და აშკარად საცდელი დევაისი უფროა, ვიდრე მასობრივ მარკეტსა და მოგებაზე გათვლილი:

    Microsoft Surface Duo
      Surface Duo
    SoC Qualcomm Snapdragon 855 
    1x Kryo 485 (Cortex-A76) @ 2.84GHz
    3x Kryo 485 (Cortex-A76) @ 2.42GHz
    4x Kryo 485 (Cortex-A55) @ 1.80GHz

    Adreno 640 @ 585MHz
    DRAM 6GB LPDDR4X
    Display Dual 5.6" solid OLED with 360° hinge
    1800 x 1350 (4:3)

    Unfolded 8.1" effective diagonal at 2700x1800 (3:2)
    Size Height 145.2 mm
    Width 93.3 mm (closed) - 186.9 mm (open)
    Depth 9.9mm (closed) - 4.8 mm (open)
    Weight 250 grams
    Battery Capacity 3577mAh total (dual cells)
    Wireless Charging -
    Rear Cameras
    Main 11MP 1.0 µm
    f/2.0
    Telephoto -
    Wide -
    Extra -
    Front Camera -
    Storage 128 / 256 GB UFS 3.0
    I/O USB-C
    Wireless (local) 802.11ac Wave 2 Wi-Fi
    Bluetooth 5.0 LE + NFC
    Cellular (Category 12/5)
    DL = 1200Mbps
    5x20MHz CA, 256-QAM

    UL = 150Mbps
    2x20MHz CA, 64-QAM
    Other Features It folds
    Dual-SIM 1x nanoSIM + eSIM
    Launch Price $1399
  4. On 8/9/2020 at 7:15 AM, George said:

    ფინანსური თვალსაზრისით და აბიომებით

     

    ნუ ამ საკითხში ინტელი კიდევ წინ იქნება რამდენიმე წელი, ორი აზრი არაა მაგაზე.

    თან ჯერ მარტო იმიტომ, რომ გარდა სტანდარტული პროცესორებისა, ინტელს სხვა რაღაცების ბიზნესიც აქვს, რასაც ამდ არ აწარმოებს საერთოდ, მაგ: AI ჩიპები, მოდემები, გეიმინგ და ფიზიკის კომპანიები იყიდა რამდენიმე წლის წინ, თავისი ქარხნები...

    ინტელმა როგორმე უნდა მოახერხოს და 8 ბირთვი ჩატენოს 15 ვატიან მობილურ პროცესორებში. მაგ სეგმენტში პერფომანსში ძალიან დაჩაგრა ამდ-მ, 8 ბირთვიანი პროცები აქვს და ორჯერ მეტ ბირთვს რა უნდა მოუხერხო.

    ერთხელ რომ დაიკერება OEM და ტოპ მოდელ ულტრაბუკებს გადააწყობს ამდ-ზე, კლიენტის უკან მობრუნება გაჭირდება მერე და იმისთვის ინტელის 4 ბირთვიანი მიყიდვა, როცა იგივე ფასში AMD-ს 8 ბირთვიანსაც აძლევ და პერფორმანსში გაცილებით უკეთესია.

    ეგ და კორპორატიული სეგმენტებია მნიშვნელოვანი ძალიან საბაზრო წილისთვის. DIY ხალხი გვინდა არ გვინდა მაინც გაცილებით ცოტა ვართ მაგ სეგმენტთან შედარებით.

    სერვერულ მარკეტსაც დრო სჭირდება. აბსოლუტურად ყველაფერი არაა თავსებადი Zen 2-თან მაგ სეგმენტში, განსაკუთრებით ძველი OS-ები და მაგ ძველ ვერსიებზე ჩარჩენილი ორგანიზაციებისთვის უპრობლემო აფგრეიდი არ გამოდის. ეგეთები ისევ ინტელის ნაკლებბირთვიან პროცებს იყიდიან რომ სოფტის აფგრეიდები და დამატებითი შრომა არ მოუწიოთ.

    ბევრი საკითხია და დრო სჭირდება, მაგრამ კი აქვს დრო ამდ-ს მაგისთვის ახლა, ინტელის 7 ნმ-ს დაგვიანებაც მაგათ წისქვილზე ასხამს წყალს. კიდევ რამდენიმე წელი ბირთვების რაოდენობაში ვერ დაეწევათ ინტელი და 1 და 2 წელიწადშიც IPC-ს სასწაულად ვერ გაზრდიან რომ ნაკლები ბირთვებით რადიკალურად დიდი შედეგები დადონ.

    თან ინტელიც კარგად გამოცოცხლდა ისე, სად იყო ამდენი პროცის რელიზი ასე სწრაფ სწრაფად წინა წლებში :D 

    • Like 1
  5. ტომსჰარდვეას სტატიაში Mercury Research-ის დატაა. ყველას სხვადასხვა მეთოდოლოგია აქვს და ალბათ სხვადასხვა რამეს ითვლიან.

    ბრენდ კომპები ყოველთვის წარმადობის ტრენდს არ მიყვება და მანდ ინტელს ისევ ძლიერი პოზიციები აქვს.

    თორემ კვარტალურში ბოლო კვარტლებში ამდ რომ წინ იქნება დესკტოპში DIY სეგმენტში, ადვილი სავარაუდოა. ახლა რომ ახალ კომპს ვაწყობდე დესკტოპს, რა თქმა უნდა, AMD_ს ავაწყობდი. ძალიან მაინტერესებს, რა გამოვა Zen 3, რამდენად წინ იქნება არსებულ Zen 2-თან შედარებით.

    ლეპტოპებს და ვორქსთეიშენ-სერვერებს განსაკუთრებით, მეტი დრო დასჭირდება, OEM-ების მოზიდვა და ა.შ. მარტო კარგი პერფორმანსი სწრაფ გავლენას ვერ ახდენს ხოლმე არა-DIY სეგმენტზე, თუმცა ძალიან კარგი ტრენდი აქვს AMD-ს ნამდვილად.

    ლეპტოპებში Surface-ში AMD-ს პროცები ძალიან სერიოზული დიზაინ ვინი იყო, წელს შემოდგომაზე Microsoft განაახლებს ალბათ Surface Laptop-ს Tiger Lake-ით და 4000 სერიის რაიზენით, Zen 3 ვერ მოუსწრებთ აშკარად.

    ეგეთ ულტრაბუკებში თუ მოახერხებს AMD რომ რაიზენები ჩატენოს, XPS სერია და ა.შ. ძალიან კარგი ლონგ თერმ ტრენდი ექნებათ.

     

  6. AMD-ს 2013 წლის მერე ყველა დიდი წილები აქვს დესკტოპ და ლეპტოპ ბაზარზე. განსაკუთრებით Zen-ის მერე ზრდის წილს ნელ-ნელა სტაბილურად: https://www.tomshardware.com/news/amd-vs-intel-highest-overall-x86-chip-market-share

     

  7. ეფლს დეველოპერების ეკოსისტემა აქვს კარგი. + iOS აპპების ნეიტივ საპორტი და მარტივი პორტირება მშვენიერი ფიჩერია.

    2-წლიანი გარდამავალი პერიოდიც მაგიტომ აიღეს, რომ დრო ჰქონდეთ. პრაქტიკული მაგალითი აქვთ Windows on ARM-ის სახით. ზოგი დეველოპერი დაწერს ნეიტივ აპპს, ზოგი არა. ვირტუალიზაცია ყოველთვის სწრაფად არ მუშაობს და ა.შ.

    თუმცა, ეფლის ეკოსისტემაში განსხვავებული ჰარვეარიც ცოტაა და დრაივერების საკითხი უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ვინდოუსის მხარეს.

  8. Raspberry PI-ს ბევრი ფანი ყავს, მათ შორის, ჩვენს ფორუმზეც.

    Cooler Master-მა Pi Case 40-ის დასამზადებლად Kickstarter-ზე დაიწყო კამპანია. პროექტის მიზანი სულ რაღაც 9000 ევროს შეგროვება იყო, თუმცა ეს თანხა 1 საათში შეგროვდა და ახლა თითქმის 3000 მხარდამჭერისგან მოგროვილია 155000 ევროზე მეტი.

    საუკეთესო ფასები ჯერ ისევ ხელმისაწვდომია და დაჯავშნაც ჯერ ისევ შეგიძლიათ.

    განსაკუთრებული ფუნქციონალიდან აღსანიშნავია ის, რომ Pi Case 40-ს აქვს:

    • კონფიგურირებადი ჩართვა-გამორთვის ღილაკი
    • სრულყოფილი და მარტივი წვდომა GPIO-ზე
    • კაბელების მარტივი როუტინგი
    • არ ახშობს Wi-Fi/Bluetooth სიგნალს
    • აქვს VESA/კედლის სამაგრები

    2674ec13173767dedd16cd1f7825d24d_original.jpg

  9. 22-24 მაისს მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, სპეციალური ციფრული გამოშვებით დაბრუნდა. ღონისძიებას 500-მდე მონაწილე დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

    DataFest Online-მა თავი მოუყარა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. მონაცემთა ფესტივალმა უმასპინძლა 36 არაჩვეულებრივ სპიკერსა და ტრენერს ისეთი ორგანიზაციებიდან როგორიცაა: ნიუ იორ თაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, მაიამის უნივერსიტეტი და სხვა. 

    დეტალური ინფორმაცია DataFest Online-ის სპიკერების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://datafest.ge/speakers.html

    FB-profile-cover.png.d55c5330b9c0bd2ed5145ea8a376e5e4.png

     მოკლედ გადმოგცემთ იმ ცოდნასა და განწყობას, რომელიც ამ ღონისძიებამ დაგვიტოვა. მონაცემთა ფესტივალის პირველმა დღემ სპიკერების ინსპირაციული გამოსვლების ფონზე ჩაიარა, მეორე დღე დაეთმო ვორქშოფებსა და პრეზენტაციებს, ხოლო მესამე დღეს კი გაიმართა დატათონები და ჩატარდა ვორქშფები. დატათონები 2 მიმართულებით წარიმართა  ერთი მიმართულება დაეთმო მონაცემთა ვიზუალიზაციის თამეტიკას, ხოლო მეორე კი მონაცემთა მეცნიერებასა და ხელოვნურ ინტელექტს. დღის ბოლოს  ჟიურიმ გამოავლინა დატათონში გამარჯვებული  გუნდები, რომლებსაც გრანტის სახით და დაჯილდოვდნენ  3 000 EUR-მდე მინი გრანტებით.

    მონაცემთა ფესტივალი უნიკალური იყო იმით, რომ იძლეოდა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას.

    წლევანდელი ვირტუალური ფესტივალი მოიცავდა 4 თემას:

    • მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი;
    • მონაცემთა ვიზუალიზაცია;
    • ფინანსური ინტელექტი;
    • მონაცემთა აქტივიზმი.

    მონაცემთა ვიზუალიზაცია ასეთი აქტუალური არასდროს ყოფილა. ამას ცხადყოფდა DataFest Online-იც. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც ღონისძიების მრავალი სპიკერის ყურადღება დაეთმო სწორედ მონაცემთა ვიზუალიზაცია იყო. ასევე, წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მონაცემთა ვიზუალიზაციის მნიშვნელოვნებას მონაცემთა ჟურნალისტიკაში. არანაკლებ იგრძნობოდა COVID-19 პანდემიის როლი როგორც სპეკერებში ასევე დატათონის მონაწილეებში. 
    განსაკუთრებით საინტერესო ისტორია ჰქონდა  Harry Stevens-ს. ჰარი მონაცემთა ჟურნალისტია ვაშინგტონ პოსტში. მას აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრატურის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ჰარის სტატიამ ვაშინგტონ პოსტში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ჯერ კიდევ სტატიის დაწერამდე  2 წლით ადრე ჰარიმ გასართობად დაწერა კოდი, რომლის საშუალებითაც ეკრანზე პატარ-პატარა წრეები გამოდიოდა. როგორც მან  თავის პრეზენტაციაში აღნიშნა, წარმოდგენა არ ჰქონდა  გასართობად დაწერილ კოდს ოდესმე სტატიისთვის თუ გამოიყენებდა. მისი სტატია თვალნათლივ ვიზუალურ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება კორონა ვურუსი სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, შეზღუდვების შემოღებითა თუ სხვა. აღნიშული სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://www.washingtonpost.com/graphics/2020/world/corona-simulator/.

    ფესტივალის ორგანიზატორი გახლდათ მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი, და მანქანური სწავლების კომპანია MaxinAI, პარტნიორებღან ერთად: Bank of Georgia FinTech;
    Institute for War and Peace Reporting (IWPR); Prague Civil Society Centre, Olmait  და სხვა მრავალი. ღონისძიების ერთ-ერთი მედია პარტნიორია Overclockers GE.

  10. On 5/21/2020 at 4:02 PM, MILANISTA said:

    მანქანის ფასი რატო ადევს ?

     

    რას აღარ ადევს მანქანის ფასი ნეტა, სადაც დედაპლატები ღირს 1000$ :D 

     

  11. აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, სპეციალური ციფრული გამოშვებით 22-24 მაისს ᲑრუნდებაDataFest Online უმასპინძლებს არაერთ სპიკერსა და ტრენერს ისეთი ორგანიზაციებიდან როგორიცაა: ნიუ იორ თაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, მაიამის უნივერსიტეტი და სხვა.  

    გაგაცნობთ DataFest Online-ის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი სპიკერებს:

     

    image.jpeg 

    Yaryna Serkez 

    რაფიკული რედაქტორი @ New York Times | გერმანია 

    Yaryna Serkez არის დატა ჟურნალისტი. იგი მოღვაწეობს გერმანიში.  Yaryna არის  ნიუ იორკ თაიმსის (New York Times) გრაფიკული რედაქტორი. მანამ ის მუშაობდ ოლ სტრიტის (Wall Street) ჟურნალში, სადაც მან შექმნა ინტერაქტიული მონაცემების ისტორიები.  მის განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს შორისაა დიზაინისთვის საჭირო მახვილი თვალი და უნარი რათა შექმნას ვებზე დაფუძნებული 3D გამოკვლევები. 

     

    image.jpeg 

    Nadieh Bremer 

    მონაცეთა ვიზუალიზაციის დიზაინერი @ Visual Cinnamon | ნიდერლადები 

    Nadieh Bremer პროფესიით  არი ასტრონომი, რომელმაც შეიცვალა პროფესია და გახდა მონაცემთა მეცნიერი, მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერი. იგი მოღვაწეობს ამსტერდამში და ფრილანსერად მუშაობს Visual Cinnamon-შიის თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა, Google News Lab და UNESCO მცირე სტარტაპებისთვის, ასევე, ბეჭდურ გაზეთებთანინტერნეტ ინტერაქტიული  გამომცემლებთან სარეკლამო პრესრელიზები, მონაცემებზე დაფუძნებული რეპორტებისა და მონაცემთა ხელოვნების მიმართულებით. 

     

    image.jpeg 

    Gabrielle Merite 

    მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერი | აშშ 

    Gabrielle Merite დამოუკიდებელი ფრანგი მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერია. Gabrielle ყოფილი მეცნიერული ჟურნალისტია სპეციალიზირებული ჯანმრთელობისა და ბიოლოგიის დარგში. მან შეიცლა პროფესია და გახდა მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერი, რათა ერთმანეთისთვის შეერყა მეცნიერებისადმი და ხელოვნებისადმი სიყვარული. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია გააშუქოს მონაცემების მიღმა დამალული ისტორები. ის თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო დონის  ლიდერებთან, როგორიცაა: ფრანგული სააგენტო  (French Agency for Research on AIDSViral Hepatitis), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN) ისეთი დამოუკიდებელი  კომპანიებისთვის როგორიცაა ViiV HealthCare და Cleo Capita.

    image.jpeg 

    Sonja Kuijpers 

    დამფუძნებელი @ STUDIO TERP | ნიდერლანდები 

    სონია მართავს  საინფორმაციო გრაფიკულ სტუდიას - STUDIO TERP. 2013 წელს მან დაარსა სტუდია და დაიწყო ინფოგრაფიკებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციების შეთავაზება კლიენტებისთვის. მას, როგორ ყოფილ საჯარო სივრცის/ლანდშაფტების არქიტექტურის დიზაინერს, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ანალიტიკსა და ვიზუალიზაციის მიმართულებით.  ის აგრეთვე დამოუკიდებლად მუშაობს საკუთარ dataviz და dataart პროექტებზე. მას პროექტ „view on despair“-ზე მუშაობამ მოუტანა ოქროს  ჯილდოსონიასთვის მონაცემთა ვიზუალიზაციის შექმნა ნიშნავს ადამიანებისთვის რიცხვების მნიშველოვნებაზე ხაზგასმასინფორმაციის და მონაცემთა ესთეტიკის წარმოჩენას. 

     

    image.jpeg 

    Amanda Makulec 

    უმცროსი მონაცემთა ვიზუალიზაციის სპეციალისტი @ Excella | აშშ 

    ამანდა უმცროსი მონაცემთა ვიზუალიზაციის სპეციალისტია Excella-ში. მას აქვს ბოსტონის უნივერსიტეტის  საჯარო ჯანდაცვ სკოლის მაგისტრის ხარისხი. სანამ ამანდა კომპანია Excella-ს შეუერთდებოდა ის 8 წლის მანძილზ მუშაობდა  მონაცემთა ანალიტიკის განხრით, კერძოდ კი, საერთაშორისო ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით. ამანდა  მოხალისედ მუშაობს „მონაცემთა ვიზუალიზაციის საზოგადოების“ (Data Visualization Society) დირექტორად და არის Data Visualization DC-ს ს თანაორგანიზატორი. 

    DataFest Online თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Online 22, 23 და 24 მაისს ჩატარდება და უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს (პირველი დღე), ვორქშოპებს (მეორე დღე) და დატატონებს (მესამე დღე). 

    ფესტივალის ორგანიზატორია  მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი, და მანქანური სწავლების კომპანია MaxinAI. ღონისძიების ერთ-ერთი მედია პარტნიორია Overclockers GE.

  12. FB-profile-cover.png

    სამი წარმატებული წლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, სპეციალური ციფრული გამოშვებით ბრუნდება. 

    DataFest Online თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Online 22, 23 და 24 მაისს ჩატარდება და უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს (პირველი დღე), ვორქშოპებს (მეორე დღე) და დატატონებს (მესამე დღე). 

    ვინ არიან DataFest Online-ის სპიკერები?

    უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა წარმოაჩინა თავისი ორგანიზაცია DataFest Tbilisi-ზე. ვარსკვლავური სპიკერების სიმცირით არც DataFest Online გამოირჩევა და ის უმასპინძლებს სპიკერებსა და ტრენერებს ისეთი ორგანიზაციებიდან როგორიცაა: ნიუ იორ თაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, მაიამის უნივერსიტეტი და სხვა. 

    ფესტივალის ორგანიზატორია  მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი, და მანქანური სწავლების კომპანია MaxinAI. ღონისძიების ერთ-ერთი მედია პარტნიორია Overclockers GE.
     

    • Upvote 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.