Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5827
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    57

Posts posted by Power_VANO

  1. 7 hours ago, Naniko Buzaladze said:

    გამარჯობა მააქვს აიფონ 5ს ორი დღეა ვაიფაის ვეღარ ვუკავშირდებიი ძებნის ჩვეულებრიბად მაგრამ პაროლის შეყვანის პროცესში ვერ მაკავშირებს...სხვები ჩვეულებრივად იყენებენ ჰომ არ იცით რისი ბრალია?

    ცნობილი ბაგია აიფონებზე. Wi-Fi უნდა წაშალოთ (Forget) ან Wi-Fi-ს სეტინგები დაარესეტოთ. გთხოვთ, პრობლემა თუ არ მოგვარდა, ამ განყოფილებაში გახსნათ თემა: https://www.overclockers.ge/index.php?/forum/79-დახმარება/

  2. რა თქმა უნდა, პროექტების 95%+ მაშინაც სკამები იყო და ახლაც ეგრეა. ნაკლები ალბათ ახლა, მაგრამ მაინც ძალიან ბევრია პროცენტულად ცუდი პროექტი.

    ფასების დაცემამ ძალიან გაფილტრადა ბევრი კარგი პროექტიც გამოჩნდა, თუმცა.

  3. On 1/2/2019 at 12:53 PM, Magdalena said:

    ანდრომედაზე ამბობ? კონცეპტი რაც დაიდო ორი ეკრანია იზოლირებული, რომ გაშლი ვითომ ერთიან სურათს იღებ მაგრამ შუაში სივრცე, ხაზი ჩანს საკმაოდ თვალშისაცემად

    ჰო. UX/UI უნდა იყოს ისეთი, რომ ბუნებრივად იყენებდე და ეფექტურად ორივეს ან ერთ გაშლადს. ახლა არც ერთი ვარგა, არც მეორე, ჯერჯერობით :დ 

    • Like 1
  4. On 1/2/2019 at 12:51 PM, Magdalena said:

    შვედეთში აქვთ სწავლების ძალიან კარგი სისტემა. არ არის გამოყოფილი კონკრეტული ამის და ამის გაკვეთილები, რაიმე თვალსაჩინო მაგალითის მიხედვით იღებენ ინფოს ყველა სფეროში. არც ერთ ადგილას უწევთ ჯდომა, სულ აქტივობებია. გარემოც იდეალურია, არასტრესული. არ აზომბირებენ და არ აქცევენ ჩარჩოებში, "როგორც მამას უნდა" 

    ჰო, ბევრი კარგი მეთოდია საზღვარგარეთ.

    ჯერ მარტო ეს ბაღები რად ღირს: 

     

    • Like 1
  5. 2 minutes ago, Magdalena said:

    კიი,  ტექ.მხარეს რომ თავი დავანებოთ, არც ვიზუალი მომწონს და მოუხერხებელი იქნება ალბათ, სქელებია

    ჰო, ეგრეა, ჯერჯერობით კარგი გადაწყვეტა ვერ ვნახე. Microsoft-ი აპირებდა გასაშლელი დევაისის გამოშვებას მაგრამ ორი ეკრანი ექნება თუ 1 და გასაშლელი ან როდის გამოვა, ვინ იცის :) 

     

  6. Banking the unbanked და unbanking the banked :) 

    საქართველოში იმდენად კარგ მდგომარეობაში ვართ საბანკო სერვისების კუთხით, რომ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კრიპტოვალუტები უმნიშვნელოვანესი გადარჩენის წყაროა.

    მაგალითად, ვენესუელაში, ხალხს ბანკიდან ფული ვერ გამოაქვს. მაღაზიაში ქეშით თუ გადაიხდი, 50%-მდე ფასდაკლებას გიკეთებენ და ა.შ. 

    ვენესუელაში კრიპტოვალუტები ძალიან პოპულარულია ამიტომ. 

    თუმცა ისიც მართალია, რომ იმდენად User Friendly უნდა იყოს ეს ყველაფერი, რომ ჩვენმა მშობლებმაც კი უპრობლემოდ შეძლონ გამოყენება. დღეს მსოფლიოს 1%-იც კი არ იყენებს კრიპტოვალუტებს და ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი მასიურ ედოფშენამდე.

  7. მე ძალიან მაინტერესებს, როგორ მუშაობს თუნდაც Tesla-ს ავტოპილოტი ჩვენს გზებზე, როცა გზის ნახაზები წყდება ზოგან, ან მანქანები გიჟებივით მოძრაობენ :დ 

    მოსკოვის დემო ნანახი მაქვს და იქ ტარების კულტურა ჩვენნაირია და უმკლავდება მაგას, მაგრამ ნახაზები არ ვიცი, მგონი იქ უკეთესი ნახაზებია :) 

    • Like 1
  8. ნელ-ნელა ყველა პროგრესულ სფეროში რომ შედის ამაზონი თუ აკვირდებით ისე :)

    ხმოვანი ასისტენტი საუკეთესო აქვს. Amazon > Google > Microsoft/Apple > სხვები. ასეა ალბათ ხმოვანი ასისტენტების განვითარების ლეველი.

    ქლაუდშიც ძალიან მძლავრადაა Amazon-ი და ეგენი და Microsoft ძალიან თანაბრად არიან.

    რითეილში ხომ ყველაზე დიდები არიან. ახლა თამაშებიც, თან MMORPG :) 

  9. 8K ტელევიზორების გამოსვლა 4K_ს გაამეინტრიმებს უფრო ალბათ. თუმცა კონტენტი გვინდა კიდევ უფრო მეტი. კია უკვე საკმაოდ, მაგრამ მაინც ცოტაა Full HD-სთან შედარებით. 8K ხომ საერთოდ.

  10. ფულადი გზავნილებისთვის მართლა კარგია სტაბილური ქოინები (გადარიცხვა და იცი, რომ მეორე მხარე იმდენს მიიღებს, რამდენიც გადარიცხე, ფასი არ შეიცვლება), მაგრამ ზოგადად, ჩემთვის, როგორც ბლოკჩეინ ენთუზიასტისთვის, ცოტა სამწუხარო ფაქტია სტაბილური ქოინები :)

  11. ძალიან საინტერესოა როგორი გამოვა ინტელის დისკრეტული GPU. ამდენი წელია ცდილობენ ბაზარზე დაბრუნებას. ინტეგრირებული საკმაოდ კარგი აქვთ უკვე, მაგრამ დისკრეტული ძალიან საინტერესოა.

    • Upvote 1
  12. აჰაა, უკრაინით და თურქეთით შემოსაზღვრეს ევროპა :დ 

    მაგრამ ჩვენთან სულ რამდენიმე Tesla დადის ჯერჯერობით და...

    მაგრამ მეორე მხრივ, სულ 3-4 სუპერჩარჯერის სადგური ეყოფა საქართველოს. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ერთიც კახეთში.

    დასაწყისისთვის თბილისი და ქუთაისიც გვეყოფა. ან თბილისი და ბათუმი :)

    • Like 1
  13. თვითღირებულების ორჯერ გაიაფება მართლა მაგარია. მზის ბატარეები ჯერ კიდევ საკმაოდ ძვირია. მთავარია, მუშაობის ხანგრძლივობაც დიდი იყოს.

  14. ეგრეა კი, რასაც გიო ამბობს. Core 2-ის დროს ოვერქლოქინგით შედეგს იღებდი და ნეჰალემიდან მოყოლებული უკვე იმხელა სიმძლავრე აქვს პროცესორს, რომ ოვერქლოქინგით დიდად განსაკუთრებულ შედეგს ვერ იღებ. ახალ პროცებში ხომ მით უმეტეს, ისედაც კარგად იბუსტებიან ტურბო მოუდებით.

    GPU-ებშიც ეგრეა რა, დიდად არც ოვერქლოქდებოდნენ არასდროს GPU-ები და ტოპ მოდელებში ცოტა ოვერქლოქს დიდი არაფერი განსაკუთრებული შედეგი არ აქვს.

    მეინსტრიმ ოვერქლოქინგი დიდმა წარმადობამ მოკლა და ტურბო და ბუსტ მოუდებმა, რითაც ისედაც ლიმიტთან ახლოს მუშაობენ ტოპ სიხშირის მოდელები.

  15. On 12/30/2018 at 2:02 AM, Nati57 said:

    მადლობას გიხდით

    სხვა რომელ მობილურს მირჩევთ ელემენტმა დიდხანს რომ გაძლოს დატვირთულმა?

     

    უამრავი სმარტფონია უკვე ბაზარზე და უმეტესობა, რომელსაც დიდი მოცულობის ბატარეა აქვს, დიდხანს გაგიძლებს. განსაკუთრებით ე.წ. Plus ზომის ტელეფონები, 5.5-6.0 დუიმიანები. 

    ყველაზე კარგია, შენი რჩეული მოდელები ნახო https://www.gsmarena.com/ ზე, სპეციფიკაციებში ყველას, რომელიც გატესტილი აქვთ, უწერია, რამდენ ხანს ძლებს ბატარეა სხვადასხვა რეჟიმებში.

  16. ტოიოტას დიზაინერები მოუკვდა კაი ხანია :D

    როგორ ახერხებენ ასეთი რამეების დახატვას ნეტავ. გარეგნულ მხარეს ვგულისხმობ.

  17. ბიომეტრიული სისტემების უმეტესობას დღეს ტეხავენ. FaceID-ც ხომ გატეხეს. თუ იმის ეჭვი გაქვს ადამიანს, რომ შეიძლება ვინმემ შენი ბიომეტრია გამოიყენოს ძალით ან შენგან დაფარულად (მაგ: როცა გძინავს), ტელეფონი უნდა გათიშო. პირველი ჩართვისას ბიომეტრიის ნაცვლად პინკოდს ითხოვენ ხოლმე სმარტფონები, უსაფრთხოების გამო :)

  18. ისე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენი პროვაიდერები აქტიურად იყენებენ ამ ორივე მომწოდებლის აპარატურას.

  19. 2017-სა და 2018-ის დასაწყისში ვისაც არ დაეზარა ყველა ბლოკჩეინში და კრიპტოში შემოძვრა. უამრავი ცუდი პროექტი ფინანსდებოდა. წლის მეორე ნახევრიდან კარგად გაიფილტრა ბაზარი და ჩემი აზრით, 2019-ში გამოჩნდება ვის სურს ნამდვილად ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტების სფეროში ყოფნა.

    თუ რამე შეიცვალა ამ წელში, მხოლოდ ის, რომ უამრავი კარგი პროექტი გამოჩნდა, უამრავი მუშაობა მიდის და ტექნოლოგია მხოლოდ უკეთესია. ფასებზეც შესაბამის ასახვას ჰპოვებს ეს ალბათ. კოლოსალური რაოდენობის ICO-ების გამო, თავისთავად, კრიპტოვალუტებზე, რომლითაც ამ ICO-ებში შეგეძლო მონაწილეობის მიღება (განსაკუთრებით BTC/ETH) ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ყიდვის ორდერებით იყო სავსე იქსჩეინჯები და BTC/ETH ნეთვორქი ფიზიკურად დატვირთვას ვეღარ უძლებდა, სავსე იყო და ტრანზაქციები კატასტროფა ფასი ღირდა.

    ჰოდა როცა ხალხი "აზრზე მოვიდა" ეს ცუდი ICO-ები მასიურად გაიფილტრა და მოთხოვნაც შემცირდა კრიპტოზე. 2018 რეალიზმის წელია კრიპტოში.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.