Jump to content

George

გლობალ-მოდერი
  • Posts

    103782
  • Joined

  • Days Won

    919

Posts posted by George

  1. ხო ბოლოს შეგიძლია მორიგანისგან ალისტერს შვილი გააჩენინო, ნუ გააჩნია, არის ადგილი სადაც 2 ხილერი თუ არ გყავს გაგიჭირდება თუ დრაკონის დაბრიდვა გინდა

  2. ეგ იმიტომ რომ არც იმდენი სიმის მოყვარულები არაა დასავლეთში და ყველა ვერ ამუღემებს სიმებს, მე მაგალითად 25 წელია ვთამაშობ მაგრამ სიმები არასდროს მიზიდავდა და დამწყებ გეიმერებს ხომ საერთოდ ვერ დაამუღამებინებ მასეთ რაღაცას, უნდა გაიჭირვო თავიდან და შეიძლება მერე მოგეწონოს, ეგეც გააჩნია თვითონ იგრა რა დონის იქნება, მაგიტომაც დეველოპერები ხვდებიან თუ რომელი თამაში უფრო გასაღდება, ფილმებიც მასე არაა პოპკორნ ფილმები ბევრათ ადვილათ საღდება ვიდრე რამე არტ ხაუსიდან და ავტორსკაია კინოდან რომლებსაც ცოტა აუდიტორია ყავს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ნაგავია ეგეთი ფილმები, ხშირ შემთხვევაში კაკრაზ პირიქითაა მაგრამ უმეტესობას ფიქრი ეზარება ხოლმე და ბევრს ფილოსოფიური ფილმი სირობათ მიაჩნია ვერაფერს რომ ვერ გებულობს, მასე სიმულაციაც რასაც ვერ წვდები ბოლომდე და ვერ ამუღამებ და ნერვებზე მოქმედებს ის არასდროს მოგეწონება

  3. ხო თავისებური იგრაა, ზოგი გიჟდება ზოგი წერს ბანძობააო, შიფტზეც მასე იყო სხვათაშორის, ეგ უკვე იმაზეა დამოკიდებული შენ რომელი უფრო მოგწონს, არკადა თუ სიმულაცია, მეც მომეწონება ალბათ მაგრამ AA რომ არა აქვს ეგ მაგრა უტეხავს და ამახინჯებს გრაფიკას, იმედია გამოასწორებენ მე როცა დავაპირებ დახურვას

  4. ისე მაინც 20-80%-ია პროცესორების market share ეგაა გასაკვირი, დავიჯერო მაგ ფასი-წარმადობის გამო 20%-ზე მეტი არ ყიდულობს AMD პროციკებს თუ ჯერ კიდე ძველი დრო ახსოვთ რომ ვერ იყო ხოდზე 2 წლის უკან

  5. ეტოო არ ვიცი მაგრამ მთელი ინტერი რომ ეხლა მაგარ კრიზისშია და საშინლათ თამაშობს ატაკაში ბოლო მატჩებში და ნახევარი სასტავი ლაზარეტში ყავს ეგ აშკარაა, ეხლა არც ისეთი ძლიერია ამ სეზონში მილანი რომ უკვე 9 ქულით აგებდეს მაგ გუნდთან და თუ სეზონის დასაწყისს გავიხსენებთ 9 კი არა 12 ქულაც გამოდის მგონი, ფაქტიურათ ვეღარ იღებენ ქულებს ან ნიჩია ან წაგება და ეგ უკვე ის ინტერი არაა 1-0 და 2-1 რომ იგებდენ დაჟე იმ მატჩებში სადაც ცუდათ თამაშობდენ ხოლმე, ბენიტესას მალე დაითხოვენ მასე თუ გააგრძელეს თამაში, ხვალე სამი მატჩია ნტვ+ ფუტბოლზე, სპარტაკი-მარსელი 21.30, აიაქსი-რეალი 23.45, ჩელსი-ჟილინა 2.00, ჩელსიც ბუქსაობს ბოლო მატჩებში და მანჩესტერი დაეწია უკვე ქულებით და არსენალიც და სიტიც 2 და 3 ქულით ჩამორჩებიან რაც არაფერი არაა ფაქტიურათ

  6. მაგის და მერე უკვე დამატებითი 2 სკილი შეგიძლია დაუმატო 7 და 14 ლეველზე და მაგეებიც დააპგრეიდო ბოლომდე, ხელთი მორიგანსაც აქვს თუ გაუკეთებ აპგრეიდს

  7. არა არც ფილიპსია ცუდი, დაჟე პირიქით მაგრამ ლიდერები პროფესიონალურ მონიტორებში მაინც ისინია მე რეებიც ჩამოვთვალე, ჩემი გამოცდილებიდან არ ვიძახი მაგას, რაც წაკითხული მაქვს პროფესიონალურ ხარდის ფორუმებზე კონფერენციებზე იქიდან გამომდინარე ვამბობ მაგას, თორე რამდენიმე კარგი მოდელი თითქმის ყველა ბრენდს გააჩნია

  8. ცუდი იგრა არაა თავის ჟანრში, მაგრამ მიქსტია არკადის და სიმულაციის და ზოგს მოეწონება და ზოგს არა, ანუ მართვა გაადვილებულია და კისერს ადვილათ ვერ მოიტეხავ პალიოტების დროს

  9. 6850-6870-იც იყო ეგ ახალი AA და ერთნაირი IQ აქვსო მაგასაც და ფერმის 400 სერიის კარტებს AAX32-ზე, აგერ იყო შედარება ვისაც აინტერესებს http://www.guru3d.com/article/radeon-hd-6850-6870-review/9, ანუ მთლათ ახალი არაა ეგ AA, არა ძველს კი ჯობია მაგრამ ნვიდიას ახალ კარტებსაც იგივე აქვს დაახლოებით ოღონდ სხვანაირი მეხანიზმით მიიღწევა და სხვანაირათ ქვია, ხო დასახვეწია ეგ კიდე ფიქსები და ათასი ოპტიმიზაციები ნდომია რეალურათ რომ მუშაობდეს ახლა იგრებში

  10. რაღაც სისტემური შეცდომაა შეიძლება, ან ვისტაზე მიდის მარტო და სევენზე რაღაცა ფაილი აკლია, მოკლეთ მასე ზეპირათ ვერაფერს გირჩევდი აქედან თუ არ ვნახე რა პროგრამაა, შედი მაგ დისკის ფაილების ფოლდერში შეიძლება ეგდოს მაგის ცალკეს ინსტალერი და სადმე ატვირთე და ჩემთანაც ვნახავ რა თქმა უნდა თუ ყენდება ცალკე და რამე სხვა პროგრამა არ ჭირდება ჩასართავათ

  11. არა ვინც იყიდა ისინი წერდენ EA ფორუმზე და გამიკვირდა მეთქი ვერტიკალური სინხრონიზაციაც არა აქვს თქო, ისე ატის 4000 სერიის რამდენიმე უზერმა დაწერა, შეიძლება დრაივერების ბრალიც კი იყო, მოკლეთ AA არავის არა აქვს და წესით პაჩით შეიძლება მაგის მთლიანათ ამუშავება, მაგრა უტრაკებენ ეხლა EA და კრიტერიონს და ნვიდიასაც აწვებიან უზერები, მაგარი გალანძღ-გამოლანძღეს სუყველა ფორუმებზე და ვნახოთ რას გამოუშვებენ მაგის გასასწორებლათ, მე იმ უზერებს ვგულისხმობ ვინც 40-50$ გადაიხადა მაგ თამასში,ეგენი არიან გაბრაზებულები კაკრაზ რომ თამაშს AA არა აქვს საერთოდ და ვერც ჩაურთავ ნორმალურათ აბხადნოი პუტებით

    Incidentally, while playing around with the different AA modes with NVIDIA Inspector I was able to get Hot Pursuit to use over 1.2 GB of video memory by forcing 32x combined super sampling AA and 4x Sparse Grid AA! Oddly, though despite the fact that increased memory usage usually indicates AA is working, I didn't see a massive image quality improvement if any nor did it have any impact on my framerate (I'd imagine those settings when working would bring even the GTX 580 down to its knees!). მემგონი თითქმის იგივე სიტუაცია გვაქვს რაც GტA 4-ში იყო და AA ვერაფრით ვერ ჩაურთეს და თუ ჩაურთავდი რაღაცა რუსული მოდი იყო კვდებოდა ფპს-ი საერთოდ

  12. ეგ მართლა არკადული სირობაა, მეც არ მევასა, თავიდან პრიკოლნათ გამოიყურება და არც ისეთი ბანძური გრაფიკა აქვს მაგრამ მერე ერთი და იგივე გბეზრდება უკვე 18 პლანეტას რომ მოინახულებ სიტყვაზე და ყველგან თითქმის ერთი და იგივეა და არაფერი განხვავებული, თვითონ ლოკაციებია კარგათ გაფორმებული და ბრძოლები

  13. მედია პლეიერ კლასიკი სცადე აბა, აი ესეთი ვერსია http://mpc-hc.sourceforge.net/download-media-player-classic-hc.html გადმოწერის დროს ისე მკვ გაშვება თითქმის არცერთ პლეიერს არ შეუძლია ადრე ვცადე და ვერ გაუშვა ვერც მაგ კლასიკმა როცა ვიწერდი ტორენტიდან, ხო ისე BC! რაზრეშენია უნდა მოაცილო ბიტკომეტის ოპციებიდან როცა იწერ რომ მთლიანი ზომა გამოჩნდეს ფოლდერში, ისე შანსი არაა არ გაგიხსნის არა მარტო მკვ სხვა ფაილებსაც პლეირით სანამ გადმოწერას არ დაამთავრებს

  14. მიკროფონს არ ვიცი რა ჭირს შეიძლება ინტეგრირებული საუნდის დრაივერის ბრალიცაა, მაგრამ ეგ იკონკა ქვევით პტიჩკა უნდა იყოს და მაქედან უნდა გაუთიშო თუ არ გინდა ყოველი ვინდოუსის შესვლის შემდეგ ეგ გამოჩნდეს

  15. ხოდა აღარაფერი დაუწერია თემის ავტორს და დავხურავ მაშინ თემას, რაც შეეხებ LED ბეკლაითს TN მატრიცაზე მართლა კარგი რაღაცაა და უბრალო სტანდარტულ LCD TN მატრიცაზე ჩვენებით ჯობია ყველა ვარიანტში, ასიანში მასეთს ავიღებ ჩემ ეხლანდელ 205BW რომ გამოვცლი, თან საკმაოთ იაფიც ჯდება

  16. რომელი და მაგის, რას ქვია გაჩითო, ვეინი მაგ ლოკაციას რომ დახურავ მერე საბოლოოთ დარჩება შენ კამანდაში თუ არ გააგდებ, ისე არ წამოგყვება სხვაგან რამდენადაც ვიცი და ვერც უკან დაბრუნდები იქ კარებს გიკეტავენ და მერე ხვდები უკვე შიგნით ვეინს და აგყავს კამანდაში და ერთად ბრძოლობთ მაგ ლოკაციაში

  17. ჩემი powercom-ის ყოფილა ეხლა ვნახე, 100$-მდე მივეცი მოსკოვში 4 წლის უკან და დღემდე ჯიგრულათ მუშაობს, აკუმლატორს იშვიათათ ვხმარობ ხოლმე რომ არ დაჯდეს ბოლომდე, ძალიან სუსტია 2-3 წუთში მონიტორსაც კი თიშავს თუ არ გამორთე, მოკლეთ დიდათ არ მაწუხემს იმიტომ რომ დენი აღარ უბერავს დიდათ ჩემთან როგორც 2-3 წლის უკან წელიწადში 100-150 გათიშვა რომ იყო რუსთავში, ეხლა 2 თვეში ერთხელ რამდენიმე წუთით თუ წავიდა შუქი ეგეც გააჩნია შეიძლება არც მქონდეს მაგ დროს ჩართული კომპი, მოკლეთ ჯერ არაფერი დაუწვია საერთოდ, ერთი სვიჩი დაბრიდა ისიც ნახევრათ, მაგრამ სვიჩზე უპს-ი არც მეყენა

  18. მეორე 1.1 პაჩის ინსტალერი ხომ არაა შემთხვევით, ან შეიძლება რაღაცა აირია, მოკლეთ ერთს რომ მიაშლი წესით მეორეც უნდა გაქრეს თუ არა და ეგეც მიაშალე და ნახე რას დაგიწერს მერე

  19. მეორე პოსტში მიწერია კფოსის პინგის ფაკი რუსულათ და სერვერი რომელიც გინდა ის მიუთითე ქართული საიტის ან კაუნტერის სერვერი, მე ამ ფორუმის სერვერი ჩავუწერე და დაფრინავს იმენა ლოლ ისე სწრაფათ მიხსნის არ აგვიანდება გადატვირთულიც რომაა ხოლმე საღამოობით, IP თუ არ იცი ზეპირათ კომანდ პრომპში ჩაწერე ping www.საიტის სახელი.ge და ამოგიგდებს IP ადრესს და ეგ ჩაწერე რუსული სერვერის მაგივრათ

  20. ზოგი ისე იძახის ეგ ჩარტი ფეიკიაო, მაგრამ შეიძლება ნაღდიც აღმოჩნდეს მცირეოდენი ცვლილებებით, გამტარობა ისე დამაჯერებლათ გამოიყურება, წესით მასეთი გამტარობა უნდა ქონდეს დაახლოებით

  21. ყველაზე კარგი ადონი მაგ ოთხიდან მემგონი მაინც ლელიანასია, ეხლა ჩავუჯექი და ეს ჯობია დარსპაუნის ადონს, 70% მივცემდი არც ისეტი პრიმიტიულია, მარჯალინის ღალატზეა ლელიანა რომ ყვებოდა ორიგინალში, ეხლა ციხეში ვარ მაგის ღალატის გამო და ხვალე გავაგრძელებ კიდე თან მანდ ლეველაპებიც მოსულა და არც ისეთი ბანძური რაღაცეები იჩითება, ერთი ყელსაბამი გავჩითე უკვე ორიგინალში რომ 100 სოვენირი ღირდა, 15 ლეველზე ვარ უკვე და ხვალე გავაგრძელებ, ვიღაცა დამეხმარა ციხეში და ხანჯალი და ციხის კარების გადაღები მომცა, მუსიკაც მომწონს, მოკლეთ მორიგანის ადონია მგონი ყველაზე დაბალი დონის მაგრამ მაინც მივახურავ, ყველაზე დიდი და თანაც უაზრო დვორფების ადონი ყოფილა მაგ ოთხიდან, სულ დარკსპაუნის ჩეხვა მიდის მიწისქვეშეთში მგონი, მაგას ლელიანას შემდეგ ჩავუჯდები დიდი არცერთი არაა მაგრამ მაგას 3 დღე მაინც ნდომია ანუ სადღაც 8-9 საათი უნდაო

  22. ხო დავწერ თუ კიდე რამე გაიჩითა, მაგრამ თვითონ კრიტერიონმა უნდა მიხედოს და EA მიაწვეს რომ რამე ქნან თორე არამგონია მარტო ნვიდიამ რაიმე გამოსავალი იპოვოს თავისი ახალი დრაივერებით, მოკლეთ ერთად აქვთ სამუშაო EA და ნვიდიამ იცის უკვე მაგის შესახებ http://forums.nvidia.com/index.php?showtopic=185906 ატიმ ჩაუდგა მაგრამ არ მუშაობს ნორმალურათ, ეფექტებს კარგავს და მარტო მანქანებზე აქვს ეფექტი თან სხვა რაღაცეებზე არა

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.