გაჭიანურებული კრიპტო ზამთარი ახალ მსხვერპლს იმატებს, ალგორითმულ Stablecoin Terra/Luna-ს დაშლამ და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კრიპტო ბირჟა FTX-ის გაკოტრებამ სიტუაცია გააუარესა. ამჯერად კიდევ ერთი ბირჟა იხურება, თანაც ძველი და კარგად ცნობილი LocalBitcoins. კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა სერვისების ეტაპობრივი დახურვის გრაფიკი. დღეიდან საიტზე დარეგისტრირება შეუძლებელია და 17 თებერვლის შემდეგ მომხმარებლები მხოლოდ კრიპტოვალუტის გატანას შეძლებენ. ამისთვის მათ 12 თვე აქვთ.
კრიპტო ბაზრის ექსპერტები გაკვირვებით შეხვდნენ ბირჟის დახურვის ამბავს - ჯერ კიდევ იანვარში პროექტი აქტიურად ავითარებდა და ნერგავდა ახალ ფუნქციებს. მაგალითად, გასული თვის ბოლოს დაემატა Bitcoin-ის ერთი დაწკაპუნებით ყიდვის შესაძლებლობა. ალბათ პროექტის გუნდი ბოლომდე იმედოვნებდა, რომ დახურვის თავიდან აცილება შეიძლებოდა - დეტალები და კომენტარები შეიძლება უახლოეს პერიოდში გახმაურდეს. ამავდროულად, ეჭვგარეშეა, რომ ეს არ არის კრიპტო ბაზრის ბოლო დანაკარგი - Bitcoin-ის კურსი, რა თქმა უნდა, 20 ათას აშშდოლარზე მეტია, მაგრამ მთლიანობაში ინდუსტრიის მდგომარეობა მაინც დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს. ამას ადასტურებს აგრეთვე მაინინგსა ან კრიპტოვალუტეით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ბირჟებისა და კომპანიების მიერ თანამშრომლების შემცირება.
https://tinyurl.com/2p84heaz