ახლახანს გერმანელმა სპეციალისტმა რომან ჰარტუნგმა, რომელიც ასევე ცნობილია ფსევდონიმით der8auer, თავის YouTube არხზე ერთ-ერთი ვიდეო მიუძღვნა AMD Radeon RX 7900 XTX ვიდეო ბარათის გრაფიკული პროცესორის მაღალი ტემპერატურის პრობლემას. ეტალონური ვიდეო ბარათების ზოგიერთი მფლობელი განიცდის მაღალი ტემპერატურის პრობლემას - Junction Temperature-ის (TJ) მაჩვენებელი სწრაფად აღწევს 110°C-ს. მაგრამ მხოლოდ ეს ტემპერატურა არ არის პრობლემის მაჩვენებელი - მაჩვენებელს წარმოადგენს ტემპერატურების განსხვავება GPU-ის საშუალო და მაქსიმალურ TJ-ს შორის, რაც 50 K-ს აღწევს.
სპეციალისტმა ერთ-ერთ ვიდეო ბარათზე პრობლემის მოგვარება მოახერხა, გაგრილების სისტემის ხელახლა აწყობისა და თერმოპასტის გამოცვლის შემდეგ ტემპერატურა ნორმალურ მაჩვენებელს დაბრუნდა, თუმცა ახალ ვიდეოში სპეციალისტი ამტკიცებს, რომ არც თერმოპასტა და გაგრილების სისტემის დაჭერის ძალა არ წარმოადგენს მაღალი TJ ტემპერატურის მიზეზებს. ჰარტუნგმა 48 საჩივარი მიიღო ეტალონური გრაფიკული ბარათების მფლობელებისგან და ზოგიერთი მათგანი კვლევისთვის შეიძინა, რის შედეგად მან გამოთქვა ვარაუდი ორთქლის კამერასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.
ვიდეო ბარათებით ექსპერიმენტებს შორის შედიოდა:
ჰორიზონტალური და ვერტიკალური დამაგრება;
ქულერის გამაგრება, რათა გამორიცხულიყო მისი წონის გავლენა კონსტრუქციაზე;
ვიდეო ბარათის აწყობა სიმყარის გამაძლიერებელი ფირფიტისა და VRM გაგრილების გარეშე, დამატებითი დამჭერების გამოყენება და სამაგრების დამოკლება ქულერის GPU-ზე მიმაგრების გაძლიერების მიზნით.
ტემპერატურის პროფილი ვიდეო ბარათის პოზიციის ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურზე შეცვლისას და პირიქით.
წყარო: der8auer, YouTube
შედარებამ აჩვენა, რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვიდეო ბარათი უფრო სწრაფად ცხელდება ვიდრე ვერტიკალურში, სულ რაღაც 1 წუთში TJ ტემპერატურამ 110°C-ს მიაღწია. გამაგრილებლის დამატებითი მხარდაჭერა და მიმაგრების სიმყარის გაზრდამ არაფერზე იმოქმედა. ამ პროცესში სპეციალისტმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, რა მოხდებოდა, თუ ვიდეო ბარათის პოზიცია შეიცვლებოდა დატვირთვისას: ვიდეო ბარათის პოზიციის ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურზე შეცვლის შემდეგ ტემპერატურამ მკვეთრი მატება დაიწყო და სწრაფად მიაღწია მაქსიმუმს. რაც კიდევ უფრო საინტერესოა - ვერტიკალურ მდგომარეობაში დაბრუნებამ არ იმოქმედა ტემპერატურაზე. ამან სპეციალისტი მიიყვანა აზრამდე, რომ პრობლემა შეიძლება იმალებოდეს თერმულ კამერაში, რომელშიც, რატომღაც, დარღვეულია ნაკადების მოძრაობა.
https://tinyurl.com/2p83jk6j