Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 08/03/18 in all areas

  1. მაგასაც ვუყურებ მერე, ეხლ ვეღარ დავუცდი, ისედაც ორი დღე უნდა ვქაჩო რომ ჩაავუჯდე
    1 point
  2. https://noctua.at/en/nh-u14s-tr4-sp3 http://thermalright.com/product/silver-arrow-tr4/ http://www.gamerstorm.com/product/CPUAIRCOOLER/2018-04/1287_7921.shtml https://wccftech.com/exclusive-amds-threadripper-2990x-4-ghz-on-air-new-wraith-coolers/ ჯერ-ჯერობით ეს 4 ქულერია ჰაერის, თუმცა ნელ-ნელა კიდევ დაემატება სხვა ბრენდებისგან. 7nm-ზე როცა გამოვა Zen 2 მაშინ უკვე 64 ბირთვიანი ვარიანტი ექნებათ. კრისტალი ზომაში დაახლოებით ორჯერ დაპატარვდება და პროცესორის ფართობი იგივე დარჩება, სადაც თავისუფალდ მოათავსებენ უფრო მეტ კრისტალებს, ასე რომ 64 ბირთვი სრულიად რეალურია. სერვერების სეგმენტში აგერ უკვე Epyc-ის სახით, სერიოზული წინსვლა განიცადა ბაზარმა, 2 სოკეტიანი სერვერების ბიზნესი პრაქტიკულად ჩაიძირა რადგან 1 სოკეტიან Epyc-მა გამოიწვია ნაკლები დანახარჯები, უფრო მეტად ეფექტურია და პრაქტიკულად იგივე წარმადობა აქვს რაც 2 სოკეტიან სერვერებს. Zen 2 დიდი ალბათობით 64 ბირთვიანი იქნება და მომავალ ამ დროს უკვე გამოსული იქნება. რათქმაუნდა ინტელიც ეცდება თავისას და ისიც შემოგვთავაზებს მრავალ ბირთვიან სასერვერო პროცესორებს, თუმცა ინტელს, AMD-სგან განსხვავებით, პროცესორებში მრავალბირთვიანი ერთი მოზრდილი კრისტალი აქვს (მონოკრისტალი) რაც უფრო ეფექტურია ვიდრე AMD-ს შემთხვევაში 4 პატარა კრისტალის ერთმანეთთან "მიწეპება" infinity fabric-ის მეშვეობით რაც ამცირებს ეფექტურობას. სამაგიეროდ ინტელს მონოკრისტალის არქიტექტურული დაპროექტება და თავად მონოკრისტალის წარმოება საბოლოო პროდუქტის სახით ძვირი უჯდება და წამგებიან პოზიციაში აყენებს ინტელს, რადგან ინტელის შემთხვევაში ერთი სილიკონის ფირფიტისგან უფრო ნაკლები პროცესორის მონოკრისტალები იჭრება ვიდრე AMD-ს შემთხვევაში, შესაბამისად AMD უფრო იაფად, უფრო მეტ პროცესორებს უშვებს იმავე სიდიდს სილიკონის ფირფიტისგან. ინტელს მონოკრისტალის სახით უფრო ურთულდება მრავალბირთვიანი პროცესორების დიზაინი (იგი იყენებს Ring Bus ტიპის არქიტექტურას) და მისი წარმოებაც ძვირია, რაც ავტომატურად ძალიან აძვირებს საერთო პროდუქტის ფასს. სამაგიეროთ ასეთი პროცესორი უფრო ეფექტურია (ბირთვებს შორის დაყოვნება და ა.შ ყველაფერი შედარებით ნაკლებ დროში ხდება). რაც შეეხება AMD-ს, მათ შექმნეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ცალი 4 ბირთვიანი კომპლექსი (CCX) და infinity fabric. მისი არქიტექტურული დაპროექტება გაცილებით ადვილია და ზომაშიც პატარაა, შესაბამისად მისი წარმოება უფრო მეტ მოგებას ტოვებს, რაც საბოლოო პროდუქტის ფასს აიაფებს. AMD-ს ასეთი არქიტექტურით, ძალიან მინიმალური დანახარჯებით და მაქსიმალური ეფექტურობით შეუძლია მრავაბირთვიანი პროცესორების წარმოება უფრო იაფად და მარტივად. 8 ბირთვიანი პროცესორისთვის 2 ცალი CCX-ს გადააბეს infinity fabric-ით და პროცესორიც მზადაა. 16 ბირთვიანს 4 ცალი CCX აქვს. 24 ბირთვიანს 6 ცალი CCX და 32 ბირთვიანს 8 CCX. 64 ბირთვიანს 16 ცალი CCX ექნება და ა.შ. არამგონია მაგაზე შორს წავიდნენ მომავალი 5 წელი მაინც. მართალია ბირთვებს შორის კომუნიკაციისათვის ცოტა მეტი დრო ეხარჯება პროცესორს რაც ეფექტურობას ამცირებს ინტელთან შედარებით, მაგრამ ასეთი არქიტექტურის უპირატესობა ისაა რომ ყველაფერი ორმაგდება, ოთხმაგდება და ა.შ. მაგიტომაც აქვს ამდენი PCI lane-ები და მეხსიერების არხები. მოკლედ ჯობია ისევ Zen 2-ს დაელოდოს კაცმა, Threadripper-ის უპირატესობა უბრალოდ ისაა რომ, მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო ნარჩევი კრისტალებით აწყობენ ამ პროცესორებს და OC-ის მაქსიმალური შესაძლებლობა გაქვს, Ryzen-თან შედარებით. როგორც AMD-ს წარმომადგენელმა თქვა საუკეთესო კრისტალები რომლებიც +90% ეფექტურიანობით გამოირჩევიანო, Threadripper-ში ვუშვებთო. შესაბამისად Ryzen-ში 90%-ზე ნაკლები ეფექტურობის მქონე კრისტალებით აწყობენ პროცესორებს, რაც OC-ში გარკვეულწილად თავს იჩენს ხოლმე. OC-ის თვალსაზრისით ჯობია 8 ბირთვიანი Threadripper ააწყო ვიდრე Ryzen იმავე რაოდენობის ბირთვებით.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.