Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 08/13/14 in all areas

  1. რამდენიმე კვირაში კომპანია AMD გამოუშვებს ახალ ვიდეო ბარათებს R9 სერიიდან კონკრეტულად კი R9 285 და R9 285X-ს. Radeon R9 285 დაფუძნებული იქნება Tonga Pro გრაფიკულ პროცესორზე ხოლო R9 285X კი Tonga XT-ზე. ჯერ-ჯერობით ახალი მოდელის სრული სპეციფიკაცია დაუზუსტებელია მაგრამ ცნობილია რომ ექნება 918MHz ბირთვის და 1375 (5500)MHz მეხსიერების სიხშირე, მეხსიერების სალტე 256bit რომელსაც შეუძლია გაატაროს 176Gb წამში, სტანდარტულ ვერსია აღჭურვილი იქნება 2Gb VRAM მეხსიერებით, ასევე განსხვავება R9 280/280X-თან შედარებით არის ის რომ ახალ ბარათს ექნება 6pin+6pin კვების PCI-E Power პინი რაც შემცირებულ ენერგომოხმარებაზე მიუთითებს(ზემოთხსენებულ მოდელებს აქვთ 8პინიანი კვების კონექტორი). CrossFireX კონფიგურაციის მუშაობას PCI-E ინტერფეისით იქნება შესაძლებელი. Sapphire, XFX და HIS-მა უკვე შეიმუშავა R9 285-ის ვარიანტები Sapphire Radeon R9 285 Dual-X XFX Radeon R9 285 HIS Radeon R9 285 IceQX2 Mini რაც შეეხება 285X-ის Tonga XT-ზე დაფუძნებულს მას სექტემბერში ვიხილავთ მისი ფასი კი სავარაუდოდ $300-ს არ აცდება.
    3 points
  2. ქსელში უკვე დიდი ხანია რაც ვრცელდება ინფორმაცია კომპანია Samsung ის ახალ ფლაგმან Galaxy Alpha სთან დაკავშირებით. დღეს კი ოფიციალურად გახდა დეტალები ცნობილი ამ ახალი სმარტფონის შესახებ , რომლის მთავარი სიახლე იქნება მეტალის ჩარჩო მის გარშემო და საკმაოდ თხელი დიზაინი. როგორც ვხედავთ სმარტფონი წარმოდგენილი იქნება 4 სხვადასხვა ფერში ისევე როგორც წინა ფლაგმანი Galaxy S5 , მისი სისქე იქნება სულ რაღაც 6.7 მმ. წონა კი 115 გრამი. სმარტფონს ექნება 4.7" Super AMOLED ეკრანი 720P რეზოლუციით (1280x720). იგი დაფუძნებული იქნება Exynos 5 Octa ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად მას ექნება 4 ბირთვიანი Cortex-A15 (1.8GHz) + 4 ბირთვიანი Cortex-A7 (1.3GHz) პროცესორი , ჯამში 8 ბირთვი , 2GB ოპერატიული მეხსირება და 32GB შიდა მეხსიერება რომლის გაზრდაც ვერ მოხდება. Galaxy Alpha აღჭურვილი იქნება 12MP უკანა და 2.1 MP HD Selfie კამერით , მისი ბატარეის ტევადობა იქნება 1860 mah , ოპერაციული სისტემა კი უახლესი Android 4.4.4 KitKat. Samsung ის ახალი ფლაგმანის ფასი 690 ამერიკული დოლარი იქნება.
    2 points
  3. Counter-Strike-ის სერია შეივსება ცალკეული გადახვევით ზომბებთან ერთად. Nexon Europe-ის გუნდმა დაანონსა შუთერი სახელწოდებით Counter-Strike Nexon: Zombies. შემქმნელების სიტყვების მიხედვით, ზომბები თამაშში იქნებიან სწრაფები, აგრესიულები და ძალიან სახიფათოები. ამგვარად, შემქმნელები იმედოვნებენ შექმნან უცნაური ახალი გეიმფლეი პოპულარული სერიის შიგნით. თამაშში ამის გარდა იქნება ახალი იარაღების მთელი ჩამონათვალი. "ჩვენ მოხარულები ვართ წარვადგინოთ პოპულარული შუთერის უფასო ონლაინ ვერსია Steam-ის ქსელში. Counter-Strike Nexon: Zombies წარმოადგენს საინტერესო და ყველა მოთამაშისთვის ხელმისაწვდომ შუთერს პირველი პირიდან. თამაში ხელმისაწვდომი იქნება როგორც ახალწვეულებისთვის Counter-Strike-ში, ასევე შესთავაზებს კლასიკური გეიმფლეის ვეტერანებს ექშენის უახლეს მექანიკას", - აღნიშნა კენი ჩანგმა, რომელიც არის Nexon Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი. ადრე კომპანია Nexon-მა გამოუშვა მოდიფიკაცია Counter-Strike Online-ისთვის სახელწოდებით Zombie Darkness, რომელმაც მოიპოვა პოპულარობა კორეაში. ცხადია, რომ ამჯერად კომპანიამ გადაწყვიტა გამოეშვა ზომბები დამოუკიდებელი თამაშის სახით. ახალი თამაშის რელიზი შედგება 2014 წლის მესამე კვარტალში Steam-ზე.
    2 points
  4. GOTZE იქნება პეს 15 ის სახე ესეც შიდა მენიუ
    2 points
  5. გსმენიათ ალბათ Slightly Mad Studios-ს შესახებ კაი ხანია ეს სტუდია ბორბლებიან თამაშებს აკეთებს და მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტია Project C.A.R.S. რომელიც ჯერ არც გამოსულა და უკვე დაანონსა ეს ახალი MMO racing სახელად world of speed როგორც ჩანს ეს თამაში გამოვა მხოლოდ multiplayer რეჟიმში თამაში იქნება PC პლატფორმაზე სხვა არ ვიცი ეს სკრინები online-ს კვალობაზე არ ჩანს ცუდი, თამაში ალბათ 2014 წელს გამოვა, ყოველშემთხვევაში ასეა ნათქვამი. ესეც ვიდეო
    1 point
  6. G1ORG1 , თან გაგისწორდება, ყველაზე სასაცილოს ერიალია სპაიდიზე რაც კი ყოფილა, მაგარად იხალსიებთ, ტან გუარდიანს ოფ ზი გალაქსი იჩიტება მეორე სეზონშიდ ა მთელი ამბები, მაგარია რა მოკლედ... პატარებს კიდე უფრო მაგარდ გაუსწორდებათ, მიმიკებზე და სასაცილო მომენტებზე, დღეს დავიწყე და 2 სერიას ვუყრუე და ვერ ვსუნთქავდი იდმენი ვიცინე, მაგარია რა მოკლედ... ; )
    1 point
  7. თუ ფასი მისაღებია რათქმაუნდა პ.ს ზემოთ როგორც მათემ აღნიშნა ბოლომდე არ უნდა შეივსოს სსდ თუ გინდა რომ სისწრაფე არ დაგარგოს(ჰდდ-საც ეხება იგივე სხვათაშორის )
    1 point
  8. G1ORG1 , კიი გიო მე მაქვს... შემოდი Skype ში და გამოგიგზავნი :*
    1 point
  9. არაფერი არ უნდა, ჩათვალე ვინჩესტერია პროსტა სწრაფი
    1 point
  10. haswell-შიც ყოფილა ტაკ შტო უკვე ბევრს შეტენეს აუ რამდენი იქნება 3770/3770k-ები რო გადაცვალეს 4770/4770k-ებში აი ეგაა რა. ჯერ ხო არ იყო საჭირო მაგათი გაცვლა, რა მატება აქვს ვაფშე, რა ნახეს ისეთი სასწაული? და მერე ეს, კარგი გაყიდეს და ბრაკი იყიდეს
    1 point
  11. აჰათ 4 წუთიანი გეიმფლეი ცოტა სტრანნია )) როგორც ჩანს ეხლანდელი დროა და რატომღაც ნამგლებით ეხაიება ვიღაც გოგო დემონებს )))) და თან კომბატიც ძალიან სწრაფია დრაგონ ეიჯ 2 რომ აასწრაფო ეგეთი 21 საუკნის სეთინგები არ უხდება ესეთ RPG ებს ძალიან "უხერხულად" გამოიყურება და თან მგონი ოფენ წორლდი არ არის 1 ტიპი სამსახურიდან ახალ გამოსულს გავს თეთრ საროჩკაში და მემგონი პატარა ჯოხი უჭირავს wtf?
    1 point
  12. http://www.overclockers.ru/hardnews/62953/V_processorah_Haswell_obnaruzhena_quot_opechatka_quot_v_instrukciyah_TSX.html რაცხა უტროლავია ინტელს სერიოზულად ჩააიკურკლა ისეთი შეცდომა დაუშვაა Haswell, Haswell-E, Broadwell ტეხავს მაგრად რამდენს შეტენიან ეხლა ამ დაბრაკულ პროცესორებს ....
    1 point
  13. წავა HDD-ს ჩასადებში და SSD აიღე ან samsung 850 pro ან crucial m550. ისე სამსახურში ვნახე SSD-ზე linux და 3-4 წამში ირთვება
    1 point
  14. http://forum.ge/?f=55&showtopic=34569570&st=525
    1 point
  15. ნორმან რედუსიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ჰაჰჰჰ!!!!!!!!
    1 point
  16. აი რო მოიტანენ ისე დაზამაზკდები რო მგონი შენც მალე მოგილოცავთ ახალ ips მონიტორს :)
    1 point
  17. გამოქვეყნდა Assassin’s Creed: Rogue-ეს პირველი გეიმფლეი ვიდეო. ვიდეოში ნაჩვენებია თამაშის მთავარი გმირის მოგზაურობა ხომალდით ატლანტის ოკეანეში.შეგახახსენებთ, რომ თამაშის პროტაგონისტი შეი კორმაკია, ყოფილი ასასინი, რომელიც ტამპლიერების მხარეზე გადავა და თავის ყოფილ ძმებზე ნადირობას დაიწყებს. Assassin’s Creed: Rogue გამოვა ძველი თაობის კონსოლებზე, 2014 წლის 11 ნოემბერს.
    1 point
  18. ახალი თაობის მეკარეები
    1 point
  19. რამდენი 280 გაიყიდა ამ თვეებში ფორუმE ვერ დავითვლი და ჯერ არავინ ყოფილა მომჩივანი, ერთი ჩამოუვიდა კაცს დაბრედილი, იმენნა ნატანჯი და ნაწვალები იყო და მერე ასუსის ტოპია რიმელსაც არ უნდა გაეკარო, იმენნა ასუსის იაღლიშია მთელი სერია ბრაკები იყო დალშე მაგარი ვირი კარტებია
    1 point
  20. ცოტა პოეზიაც (შეგიძლიათ სიმღერადაც მოისმინოთ მაგრამ ვერ გაიგებთ ვერაფერს)
    1 point
  21. მოგესალმებით, IBM-მა შექმნა სრულიად ახალი თაობის ადამიანის ტვინის მსგავსად მომუშავე პროცესორი მისი სახელია TrueNorth. იგი დაფუძნებულია samsung-ს 28 nm ტექპროცესზე და მისი მახასიათებლები ასეთია. 4096 ნეიროსინაპსური ბირთვი, 1 მილიონი პროგრამირებადი ნეირონი (შედარებისთვის ადამიანს ტავის ტვინში აქვს 86,000,000,000 ნეირონი, ხოლო ტარაკანას აქვს 1.000.000), 256 მილიონი პროგრამირებადი სინაპსი. სულ შედგება 5,4 მილიარდი ტრანზისტორისგან, ეს წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ჩიპს, ამავდროულად ყველაზე განვითარებულს, ყველაზე ძლიერს და ის მოიხმარს მხოლოდ და მხოლოდ 72 მილივატს (დიახ მილივატს) მაქსიმუმ დატვირთვაზე, რაც ნიშნავს 400 მილიარდ სინაპსურ ოპერაციას 1 watt-ში. ანუ დაახლოებით 176 000-ჯერ ენერგოეფექტურია ვიდრე თანამედროვე CPU თუ იგივე ოპერაციებს გავუშვებთ მასზე და 769-ჯერ ენერგოეფექტური ვიდრე დღეს არსებული სხვა მისი მსგავსი მოწყობილობები. ცხოველების (მათ შორის ადამიანის) ტვინი არის ძალზედ ენერგოეფექტური. ის მოიხმარს დაახლოებით 20 w-ს. მისი "მუშაობის სიხშირე" (ნეირონების მიერ გაშვებული მიკროელექტროსიგნალების სიხშირე) იზომება 10-ობით hz-ებში. დაბლა გრაფაში თქვენ ხედავთ თუ რამდენად ენერგოეფექტურია ტვინი ეს კი IBM-ს მიერ შექმნილი პროცესორი ამ ტექნოლოგიას საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა და პირველი IBM-ს პროცესორი აგებული იყო 45 nm ტექპროცესზე. მას მხოლოდ 256 ნეირონი ჰქონდა რომლებიც 10 mhz-ზე მუშაობდნენ, ასევე გააჩნდა 256,144 პროგრამირებადი სინაპსი, რაც მას ამსგავსებდა FPGA-ს (ამის სესახებ ახლახანს გავიგე. ასეთ პროცესორს სწორად დაპროგრამებისას შეუძლია ერთიდაიგივე საქმეში ფეხები გააფშეკინოს ჩემს i7-ს თუნდაც 500 mhz-ზე ისე ცნობისთვის Nvidia G-sync სწორედ FPGA-ზე დაფუძნებული პლატაა. რატქმაუნდა არაფერი საერთო ტვინთან არ აქვს. ეგეთი პლატები ყველას შეუძლია იყიდოს, ოღონდ მერე უნდა დააპროგრამოთ, რომ ის აკეთოს რაც გსურთ.) მოკლედ სულ ეს იყო. როცა სუპერადამიანკომპიუტერკიბორგს შექმნიან შეგატყობინებთ მადლობთ ყურადღებისთვის. by matusala
    1 point
  22. Ubisoft-ი მოთამაშეებს სთავაზობს ითამაშონ Far Cry 4, სანამ ისინი ახდენენ ევერესტზე ასვლას. შემქმნელები ატარებენ უპრეცენდენტო აქციას რომლის გამარჯვებულიც ითამაშებს Far Cry 4-ს მსოფლიოს ყველაზე მაღალ წერტილზე აძვრომისას. შემქმნელების სიტყვების მიხედვით, აქციის გამარჯვებულს აჩუქებენ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც ჰიმალაის მთოვანი ჯაჭვების ექსტრემალურ პირობებში სამუშაოდ გამოიყენება. 14 დღის განმავლობაში მოთამაშეებს მოუწევთ აძვრენ მთაზე, ხოლო შესვენებების დროს - ისინი გამოიკვლევენ კირათის ვირტუალურ გარემოს, რომელიც შექმნილია რეალური ადგილების მიხედვით. მოთამაშეები გაემგზავრებიან მოგზაურობაში ოპერატორების გუნდთან ერთად, რომლებიც გადაიღებენ დოკუმენტურ ფილმს კონკურსის გამარჯვებულის მოგზაურობის შესახებ. განაცხადის დატოვება და წესების წაკითხვა შესაძლებელია თამაშის ოფიციალურ საიტზე. ღირს აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოს უმარლეს წერტილზე ასვლა იაფი სიამოვნება არაა. ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე ღირს 30 ათასი დოლარი. მოცემულ მომენტში მწვერვალი დაიპყრო 4042-მა ალპინისტმა. Far Cry 4-ის რელიზი დაგეგმილია Xbox 360-ზე, Xbox One-ზე, PlayStation 3-ზე, PlayStation 4-ზე და РС-ზე.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.