Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 06/29/13 in all areas

  1. დაიწყო ზაფხული, და უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით კი ისინი ვინც სწავლა დაამთავრა, ნახულობენ დროს ახალი თამაშებისთვის 200-300$ არის ის ფასი რომელის იდეალური ვიდეოდაფა უნდა ღირდეს. NVIDIA მ სწორად შეაფასა ეს ყველაფერი და შემოგვთავაზა - GeForce GTX 760 GTX 760 შექმნილია იმისთვის რომ ჩაანაცვლოს GTX 660 მაგრამ, ამავდროულად იგი იკავებს GTX 660 ti ს ადგილს, დღევანდელ ბაზარზე. მისი ფასი 249.99$ , იკავებს ფასი/ხარისხის შეფარდებით საშუალო ადგილს ბაზარზე. განსხვავებით GeForce GTX 770 გან , რომელსაც ბევრი საერთოაქ GTX 680 თან, გარდა უფრო მაღალი სიჩქარისა და GPU Boost 2.0 სა, GTX 760 ს მახასიათებლები განსხვავდება სხვა ვიდეოდაფებისგან. მას გააჩნია 1,152 CUDA ბირთვი და 96 TMU. 660 ti გან განსხვავებით, NVIDIA მ მეხსიერება და ROP ერთეულები ხელშეუხებლად დატოვა. 760ს მიანიჭეს 256-ბიტი GDDR5 მეხსიერება და 32 ROP ერთეული. 760 იყენებს ახალ GPU Boost 2.0 ტექნოლოგიას, რომელიც მხედველობაში იღებს მხედველობაში ტემპერატურას, დატვირთვასა და ენერგომოხმარებასთან ერთად. როდესაც GPU არის საკმარისად გრილი (80°C ანი ნიშნულის ქვემოთ) მაშინ არის უფრო მეტი შანსი იმისა რომ მაღალ დატვირთვაზე, GPU იმუშავებს უფრო მაღალ სიხშირეზე. memory bandwidth , 760 ზე გვაქ - 192 GB/s ხოლო Memory clock - 6 Gbps, rac 33% ანი მატებაა GTX 660 Ti და GTX 660 ან შედარებით. MSI მ გამოუშვა ახალი სერია, სახელად Gaming series. ჩვენ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დაგვიტოვა GeForce GTX 770 Gaming მა, ახლა კი გთავაზობთ ახალი, GeForce GTX 760 Gaming ის მიმოხილვას. რომელიც დაფუძნებულია, ახალ ოვერქლოგინგის მოყვარულ PCBზე და აქვს , TF IV გაგრილების სისტემა. ეს ვიდეო დაფა ქარხნულადაა დარაზგონებული 50მჰც-ით. GeForce GTX 760 დაფუძნებილია GK104 გრაფიკულ პროცესორზე, რომელიც პირველად NVIDIA მ წინა თაობაში გამოიყენა.აქ არის კეპლერის GPU ს შემადგენელი კომპონენტები, თითოეული მოიცავს 192 CUDA 760 ი განსხვავდება 660 ti გან, 660 ti ს ქონდა 7 მოქმედი მულტიპროცესორი რვიდან, როცა 760 ს აქვს მხოლოდ 6, ასევე მას გააჩნია 32 ROP ერთეული. GeForce 320.18 WHQL დრაივერით , NVIDIA მ შემოგვთავაზა GeForce Experience ის პირველი სრულყოფილი და სტაბილური ვერსია. ეს აპლიკაცია გვეხმარება იმაში რომ, შევძლოთ დავაყენოთ ყველა შესაძლებელი პარამეტრები თამაშისთვის. ამ პროგრამის საშულებით პერსონალური კომპიუტერი ხდება საუკეთესო მოწყობილობა თამაშებისთვის. თქვენი თანხმობის შემდეგ, აპლიკაცია მოახდენს დაინსტალირებული თამაშების სკანირებას, რის შემდეგაც იგი შემოგთავაზებთ სასურველ პარამეტრებს, რომლებიც მოგცემენ საუკეთესო გამოსახულებას და ამავდროულად თამაშისთვის მისაღებ fps -ს თქვენ რათქმაუნდა შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრები თამაშის დროს, მაგრამ ამის ნაცვლად შეგიძლიათ ენდოთ GeForce Experience -ს , იმ შემთხვევაში თუ თქვენ გეზარებათ ამის გაკეთება. კონსოლების მომხმარებლებს ხიბლავს მათში კონსოლის სიმარტივე, როდესაც თქვენ ჩადებთ დისკს და დაიწყებთ ტამაშს, მაგრამ NVIDIA ს ამ ახალი პროგრამით შეიძლება ბევრი კონსოლის მომხმარებელი გახდეს პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელი. არც ფასია არგუმენტი. 300$ ად შესაძლებელია კონსოლის ყიდვა მაგრამ იმავე 300$ ით თქვენ იყიდით ვიდეო დაფას რომლითაც გადააქცევთ თქვენ ძველ კომპიუტერს კონსოლების გამანადგურებელ მანქანად შეფუთვა: ამ ვიდეო დაფის შეძენის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ: ვიდეოდაფა დრაივერების CD + დოკუმენტები 2x PCI-E კაბელი DVI ადაპტერი ​ ვიდეოდაფა: MSI იყენებს იგივე TwinFrozr ქულერს რომელსაც იგი იყენებს 770 ზე. ბარათის ზომებია 12.5 სმ x 26 სმ. ბარათის დასაყენებლად თქვენ დაგჭირდებათ 2 სლოტი თქვენს დედადაფაზე. გამოსახულების გამოსატანად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 DVI პორტი , ერთი HDMI პორტი და ერთი Display პორტი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სამივე საშუალება ასერომ ერთი დაფით 3 მონიტორზე თამაში შესაძლებელია. ვიდეოდაფას ასევე აქვს HDMI ხმის პორტი, რომელსაც აქვს HD audio და Blu-ray 3D ფილმების მხარდაჭერა ასევე არის შესაძლებლობა რო დაფა ვამუშაოთ SLI რეჟიმში , 4 , 3 ან 2 ვიდეოდაფით. აქ წარმოდგენილია ვიდეოდაფა დაშლილ მდგომარეობაში, ზედა სურათი წაარმოადგენს წინა მხარეს , ხოლო მეორე უკანა მხარეს. MSI იყენებს 2 დიდ ფანს და 5 სითბურმილაკს ვიდეოდაფის გასაგრილებლად. ვიდეოდაფა ითხოვს ერთ 6 პინიან და ერთ 8 პინიან PCI-Express შეერთებას. NVIDIA ს რეფერენს მოდელისგან განსხვავებით, ეს მოდელი იყენებს Richtek RT8802A ვოლტაჟის კონტროლერს. GDDR5 მეხსიერების ჩიპები არის კომპანია Hynix ის მიერ დამზადებული. ისინი მუშაობენ 6000 MHz სიხშირეზე. GK104 გრაფიკული პროცესორი არის კეპლერის არქიტეკტურაზე დაფუძნებული. იგი დამზადებულია ტაივანში. ეს არის პირველი ჩიპი რომელიც დაფუძნებულია 28ნმ არქიტექტურაზე. აქ ჩვენ გვაქვს 3.54 მილიარდი ტრანზისტორი აქ თქვენ ნახავთ სატესტო სისტემას : Assassin's Creed 3 Battlefield 3 Bioshock Infinite Borderlands 2 Call of Duty: Black Ops 2 Call of Juarez: Gunslinger Crysis Crysis 3 Diablo III Far Cry 3 GRID 2 Hitman: Absolution Metro: Last Light StarCraft II: Heart of the Swarm ენერგო მოხმარება ხმაურის დონე პერფორმანსის შეჯამება პერფორმანსი ყოველ ვატზე პერფორმანსი თითოეულ დოლარზე ოვერქლოქინგი მაქსიმალური სიხშირეები: პერფორმანსის მატება ოვერქლოქინგთან ერთად: ტემპერატურა ტემპერატურა დიდებულია და არც ფანის ხმაურია შემაწუხებელი. ვოლტაჟი და სიხშირეები ფასი და შეჯამება ეს ვიდეობარათი 260$ ღირს ძალიან დაბალი ხმა კარგი ფასი ქარხნულად დარაზგონებულია დაბალი ტემპერატურა სრული ზომის HDMI და სხვა პორტები უფრო ეფექტური ვიდრე სხვა 760ები Quad SLI ს მხარდაჭერა CUDA და PhysX ის მხარდაჭერა ცუდი ოვერქლოქინგის პოტენციალი
    7 points
  2. იყო უკვე? მე დღეს ვნახე ორიგინალი და მეთქი ცხელ ცხელია კაი აჰა ლომსას დავდებ და მაპატიეთ
    7 points
  3. კომპანია EVGA მ წარმოადგინა X79 ჩიპსეტზე დაფუძნებული ახალი დედა დაფა X79 Dark (მოდელი: 150-SE-E789-KR) , რომელიც განკუთვნილი იქნება LGA 2011 სოკეტისთვის. იგი საჭიროებს E-ATX სტადარტის მქონე ქეისს , დედა დაფა ენერგიას იღებს 24 პინიანი ATX ტიპის კონექტორებით , საიდანაც 2 არის 8 პინიანი და ერთიც 6 პინიანი კონექტორი . დედა დაფა საშუალებას იძლევა მასზე მოთასვებული პროცესორის და ვიდეო ბარათის Overcloking ს. დედა დაფაში გამოყენებულია 12+2 ფაზიანი ძაბვის რეგულატორი პროცესორისთვის და 4 ფაზიანი მეხსიერებისთვის , ასევე ენერგია იდივიდუალურად მიდის PCI-Express სლოტებზე. დედა დაფას აქვს 5 ცალი PCI-Express 3.0 x16 სლოტი , 6 ცალი SATA 6 Gb/s , 4 ცალი SATA 3 Gb/s , 2 ცალი eSATA 3 Gb/s პორტები. Evga ს ამ შესანიშნავ დედა დაფას აქვს შესაძლებლობა 8 არხიანი HD Audio ხმის სისტემის გაშვებისა , გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პორტებისა მას გააჩნია : 6 ცალი USB 3.0 , ერთი USB 2.0 , 2 ცალი Ethernet პორტები და Bluetooth კავშირი. მასზე შესაძლებელია მოთავსდეს Nvidia ს ვიდეო ბარათები SLI რეჟიმში. და ბოლოს Evga ს ეს უახლესი დედა დაფა უზრუნველყოფილი იქნება უახლესი UEFI ტიპის ბიოსით. EVGA X79 Dark ის ფასი 400 ამერიკული დოლარია !
    6 points
  4. NVIDIA მ გამოუშვა ვიდეოდაფა GeForce GTX 780 , რომელსაც ბევრი საერთო აქვს GeForce GTX TITAN თან. 780 ის ფასი გვაძლევს იმის საშუალებას რომ გავაკეთოთ SLI რომელიც GeForce GTX TITAN ზე მხოლოდ 30% ით მეტი დაგვიჯდება, პერფორმანსს კი ბევრად მეტს მივიღებთ. ამ მიმოხილვაში, ჩვენ $#^#(|დებით გაჩვენოთ, თუ როგორ სკალირებს პერფორმანსი SLI ს შემთხვევაში. ასევე ჩვენ შევადარებთ 2 way SLI 780 ს ისეთ გიგანტებს როგორიც არიან, GeForce GTX TITAN, GeForce GTX 690, და Radeon HD 7990 ყველა ვიდეოდაფის რეზულტატი რომელიც ამ მიმოხილვაშია შეტანილი,არის მიღებული იმავე სისტემაზე. ყოველი თამაში იყო დაყენებული უმაღლეს პარამეტრებზე AA და AF პარამეტრები იყო შეცვლილი, თამაშის დროს და არა სხვა რომელიმე გარე დრაივერით ​ ყოველი ბენჩმარკი იყო ჩატარებული შემდეგ პარამეტრებზე: 1280 x 800, 2x Anti-aliasing. იგივე გაფართოება რაც დღევანდელ, მცირე ეკრანზებს (17" - 19") 1680 x 1050, 4x Anti-aliasing.იგივე გაფართოება რაც შედარებით დიდი ფართო ეკრანებს აქვთ (19" - 22') 1920 x 1200, 4x Anti-aliasing. იგივე გაფართოება რაც დიდ ფართო ეკრანებს აქვთ (22" - 26") 2560 x 1600, 4x Anti-aliasing. უმაღლესი გაფართოება რომელიც კი შეიძლება ვნახოთ დიდი ეკრანებზე (30") ​Assassin's Creed III Barman : Arkham City Battlefield 3 Bioshock Infinite Borderlands 2 Call of Duty : Black Ops 2 Crysis Crysis 3 Diablo 3 Far Cry 3 F1 2012 Hitman: Absolution Metro: 2033 Sleeping Dogs StarCraft II : Heart of the Swarm The Elder Scrolls : Skyrim Tomb Rider World of Warcraft: Mists of Pandaria პერფორმანსის შეჯამება : აქ წარმოდგენილი იქნება შედარებითი პერფორმანსის ცხრილი. GTX 780 SLI იქნება ყოველ გრაფაში 100% ით წარმოდგენილი ხოლო დანარჩენი დაფები, იქნება მასთან შედარებული. პერფორმანსი თითოეულ დოლარზე აქ წარმოდგენილი იქნება პერფორმანსი თითოეულ დოლარზე. ანუ ფასი/ხარისხის შეფარდება. ეს გრაფები დაფუძნებულია Newegg ის გასებზე. შეჯამება GTX 780, რომელიც ღირს 650$ , არის ის ვიდეოდაფა რომელიც შექმნილია Titan ის მფლობელების გასამწარებლად. 1300$ ად , მხოლოდ 30% ით მეტად ვიდრე ღირს Titan , თქვენ შეძლებთ გააკეთოთ SLI და მიიღოთ ისეთი პერფორმანსი, რომელიც ნამდვილად ეღირება ზედმეტი 300$. ასერომ 650$ად (1.300$ად წყვილისთვის) იღებთ ისეთ ვიდეოდაფას რომელიც ნამდვილად მიწასთან გაასწორებს Titan-ს. 2 ცალი 780 არის ის ძალა რომლითაც შეძლებთ ითამაშოთ 5760x1080 გაფართოებაზე 3D Vision Surround ით სავსებით მისაღები fps თი.
    5 points
  5. ვინჩესტერის და სსდ-ს ორგმინის სამაგრი : წინ და ქვემოთ ამოჭრილი სამაგრები ქულერის
    4 points
  6. მას შემდეგ რაც NVIDIA მ მოულოდნელად შემოგვთავაზა GeForce GTX TITAN, NVIDIA მ მიიქცია ჩვენი ყურადღება ახლი GTX 700 სერიით. ამ სერიის წარმომადგენელი GTX 780, დღეს ჩვენი სტუმარია. GTX Titan არც 600 და არც 700 სერიის წარმომადგენელი არაა, იგი მხოლოდ 3 თვეა რაც გამოსულია, ლიდერობს ერთ ბირთვიან ვიდეოდაფებში და 1000 $ ღირს. მის გამოსვლას არ უმოქმედია არც 680ის და არც სხვა ვიდეოდაფების ფასებზე, ასერომ Titan NVIDIA-მ, პრემიუმ სეგმენტისთვის გათვალა. მისი მფლობელები ალბათ კმაყოფილი არიან, მაგრამ ხომ არ შეუშლის ახალი GTX 780 მათ ბედნიერებას ხელს? GTX TITAN-ს და GTX 780-ს ბევრი საერთო აქვთ. ორივე დაფუძნებულია ერთდაიგივე 28 ნმ-ან GK110 -ზე, მათ აქვთ თითქმის ერთნაირი PCB და მსგავსი გაგრილება. ჩვენ შეგვილია 780 ასევე შევადაროთ 680ს. 780ს აქვს 50 %ით მეტი , CUDA ბირთვები, 50% ით მეტი მეხსიერება და memory bandwidth. მაგრამ იგი ჩამორჩება GTX TITAN ს. GTX 680 და GTX 780 ორივე დაფუძნებულია კეპლერის მიკროარქიტექტურაზე, 780 ბევრად უფრო აღემატება 680ს ვიდრე 580 აღემატებოდა 480ს. NVIDIA მ ჩართო მხოლოდ 12 მულტიპროცესორი არსებული 15 - დან, რომებიც ერთად იტევენ 2,304 CUDA ბირთვს. 780 ს აქვს 192 TMU და 48 ROP ერთეული. ამ ვიდეოდაფას აქვს 3 GB GDDR5 მეხსიერება, არარეფერენს მოდელებს აქვთ საშუალება ქონდეთ 6GB GDDR5 მეხსიერება. ასეთ მოდელებს შემდგომში ვიხილავთ. ა780ს აქვს ასევე Boost 2.0 ტექნოლოგია (დინამიური ოვერქლოქინგის ტექნოლოგია) რომელიც პირველად Titan ს ქონდა. ეს ტექნოლოგია ზრდის სიხშირეს და ვოლტაჟს , ტემპერატურის , დატვირთვის და ენერგომოხმარების მიხედვით. ყველაზე საინტერესო კი მისი ფასია, იგი 649.99 $ ღირს. რაც მნიშვნელოვნად მეტია ვიდრე 499.99$, რამდენიც ღირდა 680, მაგრამ ნაკლებია $999.99ზე რამდენიც ღირდა GTX TITAN. ასერომ ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ვიდეოდაფა, რომელიც არ ჩამოუვარდება GTX TITAN ს , TITAN ის ფასის 2/3 ში ვიდეო ბარათს თქვენ მიიღებთ შავ, საკმაოდ ლამაზ ყუთში. როგორც ჩანს NVIDIA ს პროდუქტებს, უკვე ასეთი შეფუთვით მიიღებთ. ვიზუალურად 780 გამოიყურეაბ ზუსტად ისევე როგორც TITAN, განსხვავება მხოლოდ წარწერაშია. მეტალის კორპუსი ძალიან მაღალი ხარისხისაა. ვიდეობარათი არის 26.5 სმ სიგრძის და 11 სმ სიმაღლის. ვიდეოდაფის დასაყენებლად თქვენ 2 სლოტი დაგჭირდებათ თქვენს დედადაფაზე. გამოსახულების გამოტანის სისტემა შედგება DVI პორტებისგან, ერთი HDMI პორტისგან და ერთი Display პორტისგან. შესაძლებელია სამივე საშუალების ერთდროულად გამოყენება, ასერომ 3 მონიტორზ თამაში მხოლოდ ერთი ვიდეოდაფით შესაძლებელია. შესაძლებელია ვიდეოდაფის SLI კონფიგურაციით გამოყენება, 3 დედადაფით ან 2 დედადაფით. NVIDIA მ გააუქმა ად ვიდეოდაფაზე 4 way SLI ეს არის ვიდეოდაფის წინა და უკანა ნაწილი. NVIDIA ს ქულერი რთული აგებულებისაა. იგი მოიცავს ფანსაც და რადიატორსაც. იგი აგრილებს ყველა ნაწილს. ვიდეოდაფას არ მოყვება Backplate. ვიდეოდაფას ჭირდება ერთი 6-პინიანი და ერთი 8-პინიანი PCI-Express კვების კაბელი. დაფა იყენებს იგივე OnSemi NCP4206 კონტროლერს, რომელიც აქვს TITAN ს. თუ დავუკვირდებით, ის ისე ზის PCB ზე რომ მისი შეცვლა შეილება, ასერომ არარეფერენს ვიდეოდაფები შეიძლება იყენებდნენ სხვა ვოლტაჟის კონტროლერს. GDDR5 მეხსიერების ჩიპები დამზადებულია SAMSUNG ის მიერ. ისინი მუშაობს 6000 მჰც სიხშირეზე. GK-110 გრაფიკული პროცესორი თავდაოირველად მხოლოდ NVIDIA TESLA სთვის იყო გათვლილი. მოგვიანებით იგი GEFORCE შიც გამოიყენეს. აქ ტრანზისტორების რაოდენობა 7.1 მილიარდია სატესტო სისტემა ყველა ვიდეოდაფის რეზულტატი რომელიც ამ მიმოხილვაშია შეტანილი,არის მიღებული იმავე სისტემაზე. ყოველი თამაში იყო დაყენებული უმაღლეს პარამეტრებზე AA და AF პარამეტრები იყო შეცვლილი, თამაშის დროს და არა სხვა რომელიმე გარე დრაივერით ​ ყოველი ბენჩმარკი იყო ჩატარებული შემდეგ პარამეტრებზე: 1280 x 800, 2x Anti-aliasing. იგივე გაფართოება რაც დღევანდელ, მცირე ეკრანზებს (17" - 19") 1680 x 1050, 4x Anti-aliasing.იგივე გაფართოება რაც შედარებით დიდი ფართო ეკრანებს აქვთ (19" - 22') 1920 x 1200, 4x Anti-aliasing. იგივე გაფართოება რაც დიდ ფართო ეკრანებს აქვთ (22" - 26") 2560 x 1600, 4x Anti-aliasing. უმაღლესი გაფართოება რომელიც კი შეიძლება ვნახოთ დიდი ეკრანებზე (30") Assassin's Creed III Batman: Arkham City Battlefield 3 Bioshock: Infinite Borderlnads 2 Call of Duty : Black Ops II Crysis Crysis 3 Far Cry 3 F1 2012 Hitman : Absolution Metro: 2033 Sleeping Dogs The Elder Scrolls : Skyrim Tomb Rider ენერგიის მოხმაერება: ხმაურის დონე: შედარებითი პერფორმანსი პერფორმანსი თითოეულ ვატზე პერფორმანსი თითოეულ დოლარზე ოვერქლოქინგი GPU ს სიჩქარის 22% ით გაზრდა მოხერხდა და 24% ით მეხსერების. ოვერქლოქინგის შემდეგ ეს დაფა უტოლდება და ზოგ შემთხვევაში ჯობნის კიდეც GTX TITAN ს. პერფორმანსი ოვერქლოქინგის შემდეგ დაახ. 18% მატება. ტემპერატურა: Boost 2.0 შეჯამება NVIDIA ს ეს ვიდეობარათი 649$ ღირს ფაქტიურად ისეთივე სწრაფია როგორც GTX TITAN კარგი ოვერქლოქინგის პოტენციალი ჩუმი თამაშის დროს დაბალი ენერგო მოხმარება ძალიან ჩუმი როცა დაუტვირთავია ოთხი აქტიური გამოსახულების გამოტანის საშუალება Cuda და PhysX -ის მხარდაჭერა მაღალი ფასი არ გვაქვს BackPlate არ მოყვება Metro : ​Last Night ის კუპონი ამ დაფას 9.2 ქულას ვუწერთ.
    3 points
  7. წინა თვეში გამოვიდა NVIDIA ს ვიდეოდაფა GTX 770. იგი არის დაფუძნებული იგივე GK104 გრაფიკულ პროცესორზე, რომელზეც - GTX 680. უმთავრესი განსხვავებაა Boost 2.0 ტექნოლოგია და უფრო სწრაფი მეხსიერების ჩიპები, ამის გამო შესამჩნევადაა გაზრდილი პერფორმანსი MSI მ გამოგვიგზავნა GTX 770 Lighting , უმცროსი ძმა შარშან დატესტილი GTX 680 Lighting-სა. ეს ვიდეოდაფა ქარხნულადაა დარაზგონებული, გრაფიკული პროცესორი 1150 მჰც მდე ხოლო მეხსიერება 1753 მჰც მდე. შეიძლება ითქვას რომ MSI ს ეს ვიდეობარათი ოვერქლოქინგის მოყვარულია. ამისთვის მას გააჩნია განახლებული ბიოსი,კარგი გაგრილება და ა.შ MSI-ს ამ ვიდეობარათის შეძენა 450$ ადაა შესაძლებელი, რაც 50$ ით მეტია NVIDIA რეფერენს ვერსიაზე. შეფუთვა: როგორც ხედავთ ყუთი საკმაოდ ინფორმატიულია და ლამაზადაა გაფორმებული. რას ვიღებთ: ვიდეობარათი დრაივერების CD + დოკუმენტები 2x PCI-E კვების კაბელი SLI ხიდი DVI ადაპტერი ეს ვიდეოდაფა იყენებს უზარმაზარ გაგრილებას. ასერომ ყიდვამდე დარწმუნდით რომ ის ჩაეტევა თქვენს კეისში. მისი სიგრძეა 29 სმ ხოლო სიმაღლე 14 სმ. ვიდეოდაგას სჭირდება 2 სლოტი. ასევე GPU Reactor ზრდის სიმაღლეს პროცესორის მიმართულებით მაგრამ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ არის. ​ დისპლეისთან დაკავიშრების სისტემა შედგება ორი DVI პორტისგან, ერთი HDMI პორტისგან, და ერთი Display პორტისგან. SLI ს შემთხვევაში, თქვენ უნდა აირჩიოთ 2 ან 4 ვიდეოდაფას შორის. გაგრილების სისტემა შედგება ორი დიდი ფანისგან და 5 სითბური მილაკისგან. ვიდეოდაფას აქვს შიგნით მეორე რადიატორი, რომელიც ამცირებს მეხსიერების და ვოლტაჟის კონტროლერის ტემპერატურას. ვიდეოდაფას ჭირდება 8 პინიანი PCI-Express კვების კაბელი. ვიდეოდაფის უკან თქვენ იპოვით GPU რეაქტორს. იგი ძალიან ახლოსაა GPU სთან, და ასრულებს დამატებითი ვოლტაჟის კონტროლერის ფუნქციას. ასევე მას დეკორატიული ფუნქციაც აქვს ვიდეოდაფაძე თქვენ იპოვით გადამრთველს. მისი დახმარებით თქვენ შეგეძლებათ გადართოთ ჩვეულებრივი ბიოსი LN2 ბიოსზე. ეს ფუნქცია გამოსადეგი იქნება თუ თქვენ შეცდომა მოგივათ ბიოსის გადაფლეშვის დროს. ვიდეოდაფა იყენებს CHiL 8318 ვოლტაჟის კონტროლერს. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა ბაზარზე, მას აქვს გაფართოებული პროგრამული კონტროლერი და მრავალი მონიტორინგის ფუნქცია. GDDR5 ჩიპები კომპანია SAMSUNG ის დამზადებულია. და მუშაობს 7000 მჰც სიხშირეზე. გრაფიკული პროცესორი GK104 დაფუძნებულია კეპლერ არქიტეკტურაზე. იგი პირველი 28ნმ ანი ჩიპია. აქ 3.54 მილიარდი ტრანზისტორია. სატესტო სისტემა: ყველა ვიდეოდაფის რეზულტატი რომელიც ამ მიმოხილვაშია შეტანილი,არის მიღებული იმავე სისტემაზე. ყოველი თამაში იყო დაყენებული უმაღლეს პარამეტრებზე AA და AF პარამეტრები იყო შეცვლილი, თამაშის დროს და არა სხვა რომელიმე გარე დრაივერით ​ ყოველი ბენჩმარკი იყო ჩატარებული შემდეგ პარამეტრებზე: 1280 x 800, 2x Anti-aliasing. იგივე გაფართოება რაც დღევანდელ, მცირე ეკრანზებს (17" - 19") 1680 x 1050, 4x Anti-aliasing.იგივე გაფართოება რაც შედარებით დიდი ფართო ეკრანებს აქვთ (19" - 22') 1920 x 1200, 4x Anti-aliasing. იგივე გაფართოება რაც დიდ ფართო ეკრანებს აქვთ (22" - 26") 2560 x 1600, 4x Anti-aliasing. უმაღლესი გაფართოება რომელიც კი შეიძლება ვნახოთ დიდი ეკრანებზე (30") Assassin's Creed III Battlefield 3 Bioshock: Infinite Borderlnads 2 Call of Duty : Black Ops II Call of Juarez: Gunsliger Crysis Crysis 3 Far Cry 3 Grid 2 Hitman : Absolution Metro:Last Night Sleeping Dogs The Elder Scrolls : Skyrim Tomb Rider ენერგო მოხმარება: შედარებითი პერფორმანსი პერფორმანსი თითოეულ დოლარზე: ოვერქოლოქინგი GPU - 23% Memory - 24% პერფორმანსი ოვერქლოქინგის შემდეგ მატება - 10 % ტემპერატურა : დინამიური ოვერქლოქინგი: შეჯამება ამ ვიდეობარათის ფასია 449 $ კარგად დარაზგონებულია ქარხნულად 670თან შედარებით 16% მატება 7 GBs GDDR5 მეხსიერება მოყვება BackPlate ორმაგი ბიოსი CUDA და PhysX -ის მხარდაჭერა ​ მეხსიერება არაა დარაზგონებული მაღალი ფასი რეაქტორის გამო უფრო სქელია ვოლტაჟის კონტროლი შეზღუდულია Metro:Last Night კუპონი არ მოყვება ჩვენ ამ ვიდეოდაფას 9.7 ქულას ვუწერთ.
    3 points
  8. პირველად საქართველოში - Laptop Table. -------------------------------------------------------------- ინოვაციური და მოდური ლეპტოპის მაგიდა. საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ლეპტოპი კომფორტულად სავარძელში ან საწოლში ყოფნისას. LAPTOP TABLE არის ინოვაციური ნოუთბუქის მაგიდა, რომელიც უზრუნველყოფილია იმისთვის რომ ადვილად იხმარონ ნოუთბუქის კომპიუტერების მომხმარებლებმა სახლში და მის გარეთ. ახალი ციფრული გამოცდილება, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას და შინაურ ჩვევებს, სრულ თავისუფლებას აძლევს მოძრავი ტექნოლოგიის მოყვარულებს. მასალა: პლასტიკ-მეტალი უმაღლესი ხარისხის. მოყვება: საბუთი,დისკი ვიდეო ინსტრუქციით. ფერები: თეთრი-შავი. გაყიდვაშია : თეთრი და შავი ფერი ქულერით (გამაგრილებლით) 100GEL თეთრი და შავი ფერის გამაგრილებლის გარეშე 90GEL დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ამ ნომერზე: 568 44 43 42. ესეც Amazon.com ფასია: http://www.amazon.com/Lounge-Tek-LB010-Lounge-Book-Black-laptop/dp/B0045V8OHG/ref=pd_sim_sbs_pc_1
    2 points
  9. ძაან მაგარი სამყარო აქვთ შექმნილი და კაი ვიდზეცაა.
    2 points
  10. ფორუმზე ხშირად შემოდიან ახალბედა მომხმარებლები რომელთაც აინტერესებთ თუ რა არის კომპიუტერი, რა ნაწილებისგან შედგება, რა მონაცემებს აქვს მნიშვნელობა და ა.შ. ვეცდები მოკლედ და გასაგებად ავღწერო ზოგადად კომპიუტერი და მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილები. ეს არ იქნება მაღალი დონის მიმოხილვა დეტალებით, ეს უფრო იქნება ზოგადი საუბარი, მარტივი ენით რათა ახალბედამ შეძლოს გარკვევა, მით უმეტეს რომ გარკვეულ დეტალებში მეც ვერ ვერკვევი ბოლომდე პირველ რიგში ყველა ახალბედას ვურჩევ გადახედონ ჩვენს და ასევე სადაც საკმაოდ დიდი მასალაა უკვე მოგროვილი ქართულ ენაზე. სტატიაში ბოლო ცვლილელების შეტანის თარიღი 2013 წლის 28 დეკემბერია, ამის შემდეგ კიდევ ბევრი შეიცვლება და ვეცდები ცვლილებები ავსახო ხოლმე სტატიაში. არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს თუ როდის გამოიგონეს პირველი პროცესორი და რა შესაძლებლობები ჰქონდა მას, ვილაპარაკებ თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებზე და მათ ძირითად კომპონენტებზე: პროცესორი - CPU - თემა მიკიპედიიდან! პროცესორი კომპიუტერის ძირითადი ნაწილია, ასე ვთქვათ მისი ტვინი, ცენტრალური გამომთვლელი ერთეული - მოწყობილობა (central processing unit). ხშირად მომხარებლებს ზუსტად არ ესმით თუ რა არის პროცესორი და მისი ზომების შესახებ მცდარი წარმოდგენა აქვთ, თუ პირველი პროცესორები რამოდენიმე ოთახშიც ვერ ეტეოდნენ, თანამედროვე პროცესორები ასანთის კოლოფის ხელაა და არ უნდა აგვერიოს ის ე.წ. კეისში ანუ ყუთში რომლის ფუნქციაც მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერის კომპნენტების ერთ ყუთში მოქცევაა. ეს სურათი სპეციალურად შევარჩიე, რადგან ნათლად ჩანს თუ რა ზომის არის პროცესორი (ზედ თერმოპასტა უსვია) ესეც ის ყუთი, რომელსაც ბევრი მომხარებელი პროცესორს უწოდებს არადა კომპიუტერი მაგ ყუთის გარეშეც მშვენივრად მუშაობს ჩვენი ფორუმის ერთ-ერთი წევრის კომპიუტერი ყუთის (case) გარეშე ზოგადად პროცესორების ორი მწარმოებელია რომელიც ჩვეულებრივ მომხარებელს შეიძლება აინტერესებდეს. ეს არის Intel და AMD. სწორედ ეს ორი გიგანტი აწარმოებს პროცესორებს პერსონალური კომპიუტერებისთვის. არსებობს კიდევ სხვა მწარმოებლები, რომლებიც მხოლოდ სერვერული სეგმენტისთვის აწარმოებენ პროცესორებს, ან მწარმოებლები რომლებიც მხოლოდ მობილური სეგმენტისთვის (მობილურები, სმარტფონები, ტაბლეტები) აწარმოებენ პროცესორს. მაგრამ უმეტესობისთვის ძირითადად Intel და AMD არის ცნობილი. ასევე არსებობს ტერმინი მიკროპროცესორი რომელიც ამჟამად აღარ არის აქტუალური, რადგან თანამდეროვე პროცესორები ყველა მიკროა ზომით. პროცესორის (CPU) ძირითადი ნაწილია ALU - არითმეტიკული ლოგიკური ერთეული, სწორედ ის აწარმოებს ძირითად გამოთვლებს და სინამდვილეში პროცესორმა იცის მხოლოდ და მხოლოდ მიმატება, სხვა დანარჩენი ოპერაცია გამოიყვანება მიმატებიდან, მაგალითად გამოკლებისას უმატებს უარყოფით ციფრს, გამრავლებისას რამდენჯერმე უმატებს და ა.შ. ასევე პროცესორის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია FPU - Floating point unit რომელიც ALU ბაზაზეა აგებული, უბრალოდ ბევრად რთული შენება აქვს და გამოთვლებს აწარმოებს არასრულ ციფრებზე, როგორიც არის მაგალითად π (Pi) - 3.14159.... პროცესორის მუშაობის პრინციპი ერთი შეხედვით მარტივია, მასში არის მილიონობით (არ ვაჭარბებ) ნახევარგამტარული ტრანზისტორი რომლებიც ორ მდგომარეობაში არიან: დენი არის (=1) და დენი არ არის (=0) სადაც საუბარია მილოვოლტებზე (ესეც არ არის მთლად ზუსტი, ჩართულ პროცესორში დენი ყოველთვის არის უბრალოდ გარკვეული ძაბვა არის ზღვარი, ამ ზღვარის ზევით 1-ია და ამ ზღვარის ქვევით აღიქმება როგორც 0). სწორედ ეს ენა ესმის ცენტრალურ პროცესორს 0-იანების და 1-იანების ენა, და აბსოლუტურად ყველა ოპერაცია, გამოთვლა და ბრძანება გადაითარგმნება ორობით ენაზე და მხოლოდ ამის შემდეგ აღიქვამს ბრძანებას პროცესორი. ყველა დანარჩენი პროგრამირების ენა ითარგმნება ჯერ ასამბლერში, ყველაზე დაბალი დონის (იგულისხმება low level და არა სუსტი) ენაზე და შემდეგ პროცესორისთვის ითარგმნება ორობით სისტემაში. ეს იმიტომ ხდება რომ ორობითი სისტემის აღქმა და ორობით სისტემაში პროგრამის დაწერა ადამიანისთვის წარმოუდგენელია, ხოლო პროცესორს არ ესმის არც ერთი ადამიანისთვის გასაგები ენა (არც ინგლისური მათ შორის ). პროცესორის შემადგენლობაში ასევე შედის ქეშ მეხსიერება (cache), რომელიც დღეისათვის უკვე სამი დონის არსებობს. იმისათვის რომ ქეშ მეხსიერება გავიგოთ დაახლოებით უნდა გვესმოდეს როგორ მუშაობს ზოგადად პროცესორი. პრინციპი დაახლოებით ასეთია (მაგრა მეზარება, მაგრამ მოდი მთელ გზა გავიაროთ) თქვენ რაღაცას აკრიფავთ (თუნდაც უბრალოდ Enter) კლავიატურაზე ეს პროგრამის საშუალებით მაშინვე გარდაიქმნება ბრძანებად რომელიც იგზავნება ჯერ დედა დაფაში ჩიპსეტში, იქიდან ბრძანება გადადის ოპერატიულ მეხსიერებაში, შემდეგ მესამე დონის (აქაც Level იგულიხმება და არა სუსტი და მძლავრი) ქეშ მეხსიერებაში L3 cache, შემდეგ L2 cache, შემდეგ L1 cache და უშუალოდ პირველი დონის ქეშიდან კითხულობს პროცესორი ბრძანებას, ასრულებს მას და შემდეგ იგივე გზით აბრუნებს უკან პირიქით თანმიმდევრობით - L1 cache, L2 cache, L3 cache, ოპერატიული მეხსიერება და იმის მიხედვით თუ რა ბრძანება იყო დედა დაფა გასნაზღვრავს სად გაუშვას ეს სიგნალი, იქნება ეს ხმა, მაშინ გასიმება ხმა, იქნება ეს გამოსახულება მაშინ გამოვა გამოსახულება ეკრანზე, იქნება ეს ვინჩესტერის დაფორმატება, მაშინ დაიწყება ვინჩესტერის ფორმატირება და ა.შ. მაგრამ ბრძანებები ცალცალკე არ იგზავნება და მარტივი ოპერაციებიც კი რამოდენიმე ბრძანებისგან შედგება და ბრძანებების მთელი რიგი იგზავნება ერთდოულად, პროცესორმა კი ისინი თანმიმდევრობით უნდა შეასრულოს. ნუ ზოგიერთ შემთხვევაში ბრძანებები პარალელურ რეჯიმში სრულდება მაგრამ ყველა ბრძანება არ და ვერ სრულდება პარალელურ რეჟიმში ამიტომ ბრძანებებს უწევთ რიგში დგომა და სწორედ აქ არის ქეშ მეხსიერება. პროცესორი რიგში პირველად იმ მეხსიერებას გაუშვებს რომელიც უფრო ახლოს არის მასთან, ანუ პრიორიტეტი ენიჭება ჯერ L1 cache დონის ქეშში შენახულ ბრძანებას შემდეგ L2 cache და ა.შ. ყველაზე ბოლოს მიმართავს პროცესორი ოპერატიულ მეხსიერებას. და რაც უფრო დაბალი დონის არის ქეშ მეხსიერება ანუ L1 cache მით უფრო სწრაფია მასთან მიამართვა ხოლო ოპერატიულ მეხსიერებასთან მიმართვა ყოველთვის უფრო ნელია ვიდრე ქეშ მეხსიერებასთან, თუმცა ბევრად უფრო სწრაფი ვიდრე უშუალოდ ვინჩესტერთან (HDD) მიმართვა. ქეშ მეხსიერება დაახლოებით გავიგეთ ასევე უნდა ვიცოდეთ რომ რაც უფრო დაბალი დონის არის ქეშ მეხსიერება მით უფრო მცირეა მისი მოცულობა და მით უფრო ძვირია მისი წარმოება მწარმოებლისთვის. რა თქმა უნდა პროცესორში ქეშ მეხსიერებას და მის მოცულობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არ არის უმთავრესი მაჩვენებელი, რადგან როგორც ნახეთ მისი ძირითადი ფუნქცია "რიგში მდგომი" ბრძანებების შენახვაა, ხოლო გამოთვლების წარმოება, ანუ უშუალოდ პროცესორის ფუნქციის შესრულება დამოკიდებულია ALU და FPU კომპონენტებზე. ქეშ მეხსიერება თავიდან სულაც არ იყო პროცესორში, არამედ ინტეგრირებული იყო დედა დაფაში და შემდეგ პროცესორების განვითარებასთან ერთად მოხდა მისი ინტეგრაცია CPU-ში. იყო დრო როცა არსებობდა მხოლოდ ორი დონის ქეშ მეხსიერება მაგალითად 775 სოკეტზე სულ ორი დონის ქეში იყო და AMD იყო პირველი ვინც გამოიგონა L3 დონის ქეში და მოახდინა მისი ინტეგრაცია პროცესორში. ინტელმა ეს უფრო მოგვიანებით გააკეთა და ნეჰალემ არქტიტექტურიდან მოყოლებული i7, i5 და i3 პროცესორებში უკვე ჩაშენებულია L3 დონის ქეშ მეხსიერება. პროცესორს ასევე გააჩნია ტაქტური სიხშირე - Clock rate. რომელიც იზომება ჰერცებით hz. ტაქტური სიხშირე ეს არის ციკლების რაოდენობა წამში. ციკლებში იგულისხმება აი ის გადართვა ზევით რომ დავწერე 0-დან 1-ში ან პირიქით. რაც უფრო მეტი გადართვის ანუ ციკლის შესრულება შეუძლია პროცესორს წამში მით მეტია მისის ტაქტური სიხშირე ანუ მით მეტ ჰერციანია, თუმცა ჰერციანი პროცესორები აღარ არსებობს, ამჟამად უკვე პროცესორების ტაქტური სიხშირე რამოდენიმე ასეულ მეგაჰერცს Mhz და რამოდენიმე გიგაჰერცს აღწევს Ghz. (კილოჰერცი - 1 000 ჰერცია, მეგაჰერცი 1 000 000 ჰერცი ხოლო გიგაჰერცი 1 000 000 000 - მილიარდი ჰერცი). რაც უფრო მეტ ჰერციანია პროცესორი მით უფრო სწრაფია იგი. უნდა ვიცოდეთ რომ პროცესორს აქვს ორი სიხშირე ეს არის ბაზისური სიხშირე და ტაქტური სიხშირე (ტაქტური სიხშირით იცნობს ყველა პროცესორს, ანუ რამდენ გიგა თუ მეგაჰერციანია სწორედ ტაქტური სიხშირეა ეგ), ბაზისური სიხშირე ეს არის ინტელისთვის იგივე FSB (Front Side Bus) და ახალ პროცესორებში BCLK (Baseclock) ხოლო AMD შემთხვევაში ეს არის HT (HyperTransport). ტაქტური სიხშირე ბაზისური სიხშირის პროცესორის მამრავლზე Multiplier გამრავლებით მიიღება და ბაზისური სიხშირე ყოველთვის უფრო ნაკლებია ვიდრე ტაქტური სიხშირე. ზოგჯერ ბაზისური სიხშირე 20-ჯერ და მეტჯერ ნაკლებიც კი შეიძლება იყოს ტაქტურ სიხშირეზე. თუ რამდენი იქნება ბაზისური სიხშირე და რამდენი მამრავლი ამას მწარმოებელი განსაზღვრავს თავისი სურვილის მიხედვით. თუ მაგალითად პროცესორს აქვს ბაზისური სიხშირე 333 ხოლო მომრავლი 9 მაშინ პროცესორის ტაქტური სიხშირე გამოვა 333*9=3000Mhz (intel core 2 duo E8400 მაგალითად). ხოლო თუ პროცესორის ბაზისური სიხშირე არის 100 ხოლო მამრავლი 34 მაშინ პროცესორის ტაქტური სიხშირე გამოვა 100*34=3400mhz (i7 2600 მაგალითად). პროცესორის აჩქარებაც (overclocking) სწორედ ამ მონაცემების შეცვლით ხდება, ან ბაზისური სიხშირის გაზრდით ან მამრავლის მატებით თუ ამის საშუალებას მწარმოებელი გვაძლევს, რადგან ხშირად მამრავლი ჩაკეტილია და მხოლოდ ბაზსიური სიხშირის გაზრდით შეიძლება აჩქარება, ზოგჯერ მამრავლი ღიაა (unlocked multiplier) და აჩქარება მხოლოდ მამრავლის მატებით შეიძლება. ბაზისური სიხშირის მატება ყოველთვის უფრო ძნელია ვიდრე მხოლოდ მამრავლის მატება მაგრამ ხშირად უფრო ეფექტური, ანუ თუ ბაზისურ სიხშირეს გაზრდი რეალურად პროცესორი უფრო მძლავრი გახდება ვიდრე მხოლოდ მამრავლის მატებით. თუმცა მაგალითად ინტელის ახალ პროცესორები ბაზისური სიხშირის მატებას ვერ იტანენ და ფაქტიურად ერთადერთი საშუალება მხოლოდ მამრავლის მატება რჩება. არსებობს ტექნოლოგია Turbo boost რომელსაც იყენებს Intel-ის და უკვე AMD-ს პროცესორები და მისი აზრია დატვირთვაზე (ანუ მძიმე სამუშაოს შესრულებისას) პროცესორის ავტომატური აჩქარება - ტაქტური სიხშირის მატება მამრავლის მატების გზით. იმის მიხედვით თუ რამდენი ბირთვია დატვირთული სხვადასხვა პროცესორი სხვადასხვა სიხშირემდე მატულობს. ზოგჯერ შეიძლება მოიმატოს 1 მამრავლით სიხშირემ ან 5 მამრავლითაც. ეს პრაქტიკაში გამოიხატება ტაქტური სიხშირის 100mhz მატებით ან 500mhz მატებით შესაბამისად. ასევე AMD-მ მოახდინა თავის ახალ პროცესორებში Turbo core ტექნოლოგიის დანერგვა რომლის არსიც ზუსტად იგივეა რაც Turbo boost. პროცესორის ტაქტური სიხშირე ავტომატურად მატულობს დატვირთვაზე. თუ რამდენით მოიმატებს სიხშირე ეს ბაზისურ სიხშირეზე და მწარმოებლის სურვილზეა დამოკიდებული. თუ მაგალითად ბაზისური სიხშირე 100mhz-ია მამრავლის 1 ერთეულით მატებით ტაქტური სიხშირეც 100mhz-ით იზრდება, ხოლო თუ ბაზისური სიხშირე 133mhz-ია მაშინ მამრავლის 1 ერთეულით მატებით ტაქტური სიხშირე 133mhz-ით იზრდება. იგივე შემთხვევაში 2 ერთეულით მატებისას ტაქტური სიხშირე 2-ჯერ 133 ანუ 266mhz-ით მოიმატებს და ა.შ. ასევე საყურადღებოა რომ ბაზისურ სიხშირეზე მიბმულია ოპერატიული მეხსიერებაც (რომელსაც ასევე გააჩნია თავისი მამრავლი) და ბაზისური სიხშირის გაზრდასთან ერთად ავტომატურად მოიმატებს ოპერატიული მეხსერების სიხშირე, გვინდა ჩვენ ეს თუ არა. ერთადერთი ვარიანტი როცა ოპერატიულის სიხშირე არ მატულობს ეს არის მამრავლის მომატებით პროცესორის აჩქარება, შესაძლებელია ცალკე ოპერატიულის სიხშირის გაზრდა პროცესორის სიხშირის გაზრდის გარეშე ამისთვის ოპერატიულის მამრავლი უნდა გავზარდოთ. რადგან ოპერატიულთან მივედით აქვე ვიტყვი რომ ყველა კომპონენტს სჭირდება თავისი კონტროლერი რომელიც აკავშირებს ამ კომპონენტს დედა დაფასთან და შემდეგ პროცესორთან. შესაბამისად ოპერატიულ მეხსიერებას გააჩნია თავისი კონტროლერი (memory controler, IMC, MCH). ეს კონტროლერი განსაზღვრავს თუ რომელი ტიპის ოპერატიული მეხსიერება შეიძლება დაყენდეს სისტემაზე DDR, DDR2 თუ DDR3 და რა სიხშირეზე შეუძლიათ მათ მუშაობა (უკვე ინერგება DDR4 ტიპის მეხსიერება). თავიდან ეს კონტროლერი დედა დაფაში იყო ინტეგრირებული ხოლო ეხლა უკვე კონტროლერმა გადაინცავლა პროცესორში. პირველად მეხსიერების კონტროლერი პროცესორში AMD-მ გადაიტანა ხოლო შემდეგ მას ინტელმაც მიბაძა. ასე რომ დღეისათვის თუ რა ტიპის ოპერატიული მეხსიერება და რამდენი GB შეიძლება დაყენდეს სისტემაში დამოკიდებულია პროცესორზე და არა დედა დაფაზე, როგორც ეს ადრე იყო. ასევე საინტერესოა რომ ახალ პროცესორებში გადატანილია უკვე PCI-e სლოტის კონტროლერიც რომლებიც გაფართოების დაფებისთვის გამოიყენება (ძირითადად ვიდეო დაფა, ასევე ხმის დაფა, ქსელის დაფა...) PCI-e კონტროლერო ასევე თავიდან დედა დაფებში იყო ინტეგრირებული. კონტროლერების პროცესორში გადატანით მათთან მიმართვა ხდება უფრო სწრაფად, თუმცა პროცესორი ამის გამო ხდება უფრო ცხელი და ასაჩქარებლად უფრო ძნელი. ასევე უახლეს პროცესორებში მოხდა უკვე ვიდეო დაფების ინტეგრაციაც და ამჟამად AMD-ც და intel-იც უშვებენ პროცესორებს ინტეგრირებული ვიდეო დაფებით. ძველი თაობის ინტეგრირებული ვიდეო დაფები დედა დაფის ჩრდილოეთ ხიდში იყო ინტეგრირებული. საბოლოოდ ჩრდილოეთ ჩიპსეტი ანუ ხიდი North Bridge მთლიანად პროცესორში აღმოჩნდა და დედა დაფიდან გაქრა. ბირთვები - ყველამ ვიცით რომ პროცესორს აქვს ბირთვები. თითო ბირთვი ეს ფაქტიურად არის ALU და FPU პლუს L1 და L2 დონის ქეშ მეხსიერება, ხოლო L3 დონის ქეშ მეხსიერება ბირთვებს როგორც წესი საერთო აქვთ. დღეისათვის არსებობს 1, 2, 3, 4, 6, 8 და 12 ბირთვიანი პროცესორიც (8 და 12 მხოლოდ სერვერულ პროცესორებზე არსებობს ჯერჯერობით). ექსპერიმენტულ 48 და 100 და ა.შ. ბირთვიან პროცესორებზე არ მაქვს საუბარი 4 ბირთვიანი პროცესორის კრისტალი (Die) ჩანს 4 ბირთვი (core) რომლებშიც არ ჩანს L1 და L2 ქეშ მეხსიერება სამაგიეროდ ჩანს რომ L3 დონის მეხსიერება განაწილებულია. ასევე ზევით ჩანს ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი. უნდა გვახსოვდეს რომ ბევრი ბირთვი არ ნიშნავს რომ პროცესორის სიხშირე ორმაგდება და ოთხმაგდება. თუ გვაქვს 2 ბირთვიანი პროცესორი რომელიც მუშაობს 3000Mhz სიხშირეზე ეს იმას არ ნიშნავს რომ ორივე ერთად 6000mhz სიხშირეზე მუშაობს! ანალოგიას გავავლებ მანქანასთან, ვთქვათ გვაქვს ორი მანქანა რომლებიც თითო 100 კმ საათში სიჩქარით დადის, ორივე ერთად რომ დავძრათ 200 კმ საათში სიჩქარით არ ივლიან. უბრალოდ ორივე ერთად ორჯერ მეტ ადამიანს გადაიყვანს, სწორედ მასეა პროცესორშიც. ორი ბირთვი 3000Mhz სიჩქარეზე მომუშავე ორჯერ მეტ მონაცემს დაამუშავებენ 3000mhz სისწრაფით და არა 6000Mhz სისწრაფით. 6000mhz-იანი პროცესორი თუ გინდათ დაარაზგონეთ! აზოტის გაგრილებით ასევე საინტერესოა ინტელის ტექნოლოგია HTT - Hyper-threading. ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ პენტიუმების დროს მოიგონა ინტელმა და ამ დროს ერთი ბირთვი მუშაობს ისე როგორც ორი (ვირტუალური ბირთვი). ანუ ამ დროს ერთი ბირთვი მუშაობს ისე როგორც ორი, ანუ პროცესორი ერთდროულად ამუშავებს ბრძანებების ორ ნაკადს და ამისთვის ის ამუშავებს ბრძანებების ერთ ნაკადს ხოლო მეორე ნაკადისთვის იყენებს ბირთვის (და არა მთლიანი პროცესორის) იმ რესურსებს რომელიც არ სჭირდება პირველი ნაკადის ბრძანებების დამუშავებას. ასე 2 ფიზიკური ბირთვის მქონდე პროცესორი მუშაობს როგორც 4 ბირთვიანი, 4 ბირთვიანი როგორც 8 ბირთვიანი და ა.შ. თუმცა ეს ტექნოლოგია ორმაგ მატებას არ იძლევა და სინამდვილეში წარმადობა არა ორჯერ არამედ დაახლოებით 1.5-ჯერ იზრდება. თუმცა ესეც საკმაოდ დიდი შედეგია. ნანომეტრული ტექნოლოგია - კომპიუტერებთან მიმართებაში ეს არის ტექნოპროცესი რომლითაც მზადდება პროცესორი. ნანომეტრი (Nanometre) სინამდვილეში სიგრძის საზომი ერთეულია და ერთი ნანომეტრი მეტრის მემილიონედი ნაწილია ანუ მილიმეტრის მეათასედი ზომის. რაც უფრო დაბალი ნანმეტრული ტექნოლოგიით არის დამზადებული პროცესორი მით უფრო სწრაფია იგი, მით უფრო მეტ სიხშირეზე მუშაობს, მით უფრო ნაკლებ ძაბვას მოითხოვს და ასევე მით უფრო ცხელია ! მით უფრო ადვილად ზიანდება ძაბვის მატებისას და შესაბამისად აჩქარებისას! ამჟამად პროცესორების წარმოება ძირითადად 45 და 32 ნანომეტრული და ეხლა უკვე 22 ნანომეტრულ ტექნოლოგიით მიმდინარობს თუმცა ეს პროცესი უსასრულოდ არ გაგრძლედება და დღეს უკვე ფიქრობენ, რომ მაგალითად 1 და 2 ნანომეტრული ტენქოლოგიით აგებული პროცესორები შეიძლება ვერასდროს ვიხილოთ. პროცესორს ასევე გააჩნია თავისი არქიტექტურა, თუ რა არის არქიტექტურა ახალბედისთვის კი არა ჩემთვისაც ძნელი გასაგებია ეს არის პროცესორის შიდა აგებულება, ტრანზისტორების რაოდენობა, ALU და FPU შიდა შენება თუ რა ლოგიკით მუშაობენ ეს ერთეულები, თუ რა მოცულობის არის ქეშ მეხსიერებები, თუ რა კონტროლერებია მასში ინტეგრირებული (მეხსიერების, PCI-e) თუ რა ნანომეტრული ტექნოლოგიით არის აშენებული. თუ რა სალტეებს იყენებს ის სხვა კომპონენტებთან დასაკვშირებლად - FSB, QPI, DMI, HT და ა.შ. მე შემიძლია განახოთ ინტელის და AMD-ს პროცესორების არქიტექტურა უბრალოდ ეს რიგითი მომხარებლისთვის დეტალებში სრულიად არაფრის მომცემია ნეჰალემ ერთი ბირთვის არქიტექტურა ბულდოზერ ერთი ბირთვის არქიტექტურა მოკლედ არქიტექტურა განსაზღვრავს თუ რა გზას გაივლის ბრძანებები, მონაცემები პროცესორში და თუ როგორ და რა თანმიმდევრობით ხდება მათი შეყვანა, შესრულება და გამოყვანა. ასე რომ პროცესორის ყიდვისას შეგიძლიათ გაითვალისწინოთ: მისი ტაქტური სიხშირე მისი ქეშ მეხსიერების ზომა ბირთვების რაონდეობა ნანომეტრული ტექნოლოგია ასევე ვინ აწარმოებს მას და რა თქმა უნდა ფასი უნდა გაითვალისწინოთ რისთვის გჭირდებათ პროცესორი, რადგან უმეტეს თამაშებში დღეისათვის რეალურად 4 ბირთვზე მეტი არ დაგჭირდებათ არქიტექტურა და სხვა დეტალები ყიდვისას ნამდვილად არ ჩანს და რეალურად თუ გინდათ იცოდეთ რა შეუძლია პროცესორს და რომელი უკეთესია, ჯობია ნახოთ მიმოხილვები და რევიუები სხვა პროცესორებთან შედარებით რათა გაიგოთ კონკრეტულ თამაშებში და პროგრამებში რომელი პროცესორი აჩვენებს უკეთეს შედეგს. პრინციპში მემგონი პროცესორებზე საკმარისი ვილაპარაკე და გადავიდეთ დედა დაფებზე (მანამდე წავალ ყავას დავადგავ, თქვენ არ დაიშალოთ)
    1 point
  11. მას შემდეგ, რაც 2006 წელს ვაშლი გადავიდა intel-ის პროცესორებზე,ჩვენ უმტკივნეულოდ შეგვიძლია დავაყენოთ windows ნებისმიერ მაკის კომპიუტერზე. აპლიკაციები მშვენივრად მუშაობს მასზე, თუმცა გასაშვებად გჭირდებათ დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა და მაკი intel-ის პროცესორითა და Mac OS X v10.4.6 ან უფრო მაღალი ვერსიის ოპერაციული სისტემით, რისი ნახვაც შესძლებელია განყოფილებაში “about this mac” . windows-ის mac-ზე დასაყენებლად გამოიყენება 2 ხერხი, ესენია: 1. Boot Camp-ის მეშვეობით, რა დროსაც პროცესორი 100%ით ეძღვნება windows-ს და მის აპლიკაციებს, ხოლო მაკის ოპერაციულ სისტემაზე გადასასვლელად გჭირდებათ რესტარტი; განვიხილოთ ნაბიჯ-ნაბიჯ: Step 1. Boot Camp Assistant-ის გაშვება, თავდაპირველად შევდივართ განყოფილებაში Applications, შემდეგ Utilities და შემდგომ Boot Camp Assistant! მისი გაშვების შემდგომ გაიხსნება ფანჯარა, რომელზეც განსაზღვრავთ მეხსიერების რა ნაწილი მიაკუთვნოთ windows-ს და რა ნაწილი მაკს, გამოიყურება ასე : გაყოფთ სასურველ ორ ნაწილად და შემდგომ აწვებით Partition-ს : როდესაც მორჩება Partition-ის გამოყოფას გაიხსნება ასეთი ფანჯარა: აქ უკვე ვდებთ windows-ის საინსტალაციო დისკს, ვაწვებით - Start Instalation, მაკი დარესტარტდება და გაუშვებთ windows-ს ინსტალაციაზე; Step 2: Windows-ის ინსტალაცია: ვუშვებთ საინსტალაციოს დისკიდან, ვუთითებთ ენას, ვეთანხმებით ლიცენზიას და შემდგომ Setup Customization: როდესაც გამოვა ფანჯარა Where to instal Windows, ვუთითებთ Partition BOOTCAMP; შემდგომ ვაკლიკებთ Drive Options (Advanced) , ვაჭერთ Format -ს და ახლა partition გვაქვს უკვე NTFS ფორმატში; შემდგომ აჭერთ Next-ს და იწყება ინსტალაცია; Step 3: Boot Camp დრაივერების ინსტალაცია: ყველა მაკს მოყვება თავისი საინსტალაციო დისკი, სადაც ჩაწერილია Windows-ის დრაივერები, ვდებთ ამ დისკს, ვხსნით საქაღალდე BootCamp-ს და Setup.exe ფაილს ვუშვებთ ინსტალაციაზე. იმ შემთხვევაში თუ არ გვაქვს დრაივერების დისკი, ვიწერთ შემდეგი ლინკიდან: Windows XP Drivers Windows 7 32bit Windows 7 64 bitვარესტარტებთ და ვუშვებთ Update Wizard Boot Camp 3.1. ; Step 3: რომელი ოპერაციული სისტემა ვაქციოთ ძირითადად: windows-ის ინსტალაციის შემდგომ იგი იქცევა ძირითად ოპერაციულ სისტემად და მაკზე გადასართავად ჩატვირთვის დროს უნდა დავაჭიროთ ღილაკს: Alt, შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი ამ ორს შორის. თუ გნებავთ, რომ მაკი დააბრუნოთ ძირითად ოპერაციულ სისტემად და ჩართვისას მითითების გარეშე ავტომატურად ეს უკანასკნელი ჩაიტვირთოს Windows 7-ის Taskbar-ის მარჯვენა მხარეს დაინახავთ პატარა კუბისებრ icons, BootCamps-ს, მარჯვენა კლიკით ვირჩევთ “Control Panel Boot Camp.”-ს (რომელიც მონიშნავს Mac OS X-ს როგორც ძირითად ოპერაციულ სისტემას) ვარესტარტებთ და ყოველი ჩართვისას მაკი გაეშვება ავტომატურად, ხოლო თუ გვინდა windows-ის გაშვება ვაჭერთ Alt-ს და შემდგომ Windows7-ს ვირჩევთ. ესეც ვიდეო: 2.რაც შეეხება მეორე ხერხს, ეს არის Virtual machine, რაც გაძლევთ საშუალებას ერთდროულად გაუშვათ თქვენი Max OS X ოპერაციული სისტემა და Windows. შეგიძლიათ გადართოთ მათ შორის ისევე მარტივად, როგორც მაკის პროგრამებს შორის გადართვას ახდენთ. არსებობს რამოდენიმე პროგრამა რომელიც გვაძლევს ამის საშუალებას. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია VMare Fusion (http://www.vmware.com/products/fusion) და Parallels Desktop (http://www.parallels...roducts/desktop). ამ პროგრამებიდან ნებისმიერის ინსტალაციის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ნებისმიერი რაოდენობის ოპერაციული სისტემა, იქნება ეს ლინუქსი, ვინდოუსი თუ სხვ. ვირტუალური მანქანა მუშაობს პირდაპირ Mac OS–დან პარალელურად, ანუ შესაძლებელია ორივე სისტემაში ერთდროულად იყოთ ჩატვირთული რაც უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. ასევე შესაძლებელია ორივე სისტემა ინტეგრირებული იყოს ერთმანეთში Unity Mode–ის ჩართვის შემდეგ. შედეგად ვიღებთ პრაქტიკულად ერთ სისტემას რომელსაც შეუძლია როგორც Mac–ის ასევე Windows–ის ფაილებთან მუშაობა. VMare-ს უარყოფით მხარე არის ის, რომ იგი კომპიუტერის რესურსებს იყოფს მაკის ოპერაციულ სისტემასთან, შესაბამისად მეტს საჭიროებს (RAM, პროცესორის ნაკადი, სისწრაფე და ა.შ), ამასთან არასრულფასოვნად მუშაობს ორივე ოპერაციული სისტემა, ზოგი პროგი ჭედავს Windows-ში განსაკუთრებით (პირადი გამოცდილება) ესეც ტუტორიალი: მარად თქვენი ნიკკი :bow:
    1 point
  12. ალბათ ბევრს აინტერესებდა თუ რა იქნებოდა Fermi-ს შემდეგ. Fermi-ის საშუალებით NVIDIA ფლობდა წარმადობაში ლიდერობას არა მარტო გეიმინგ სეგმენტში, არამედ მან შექმნა პროფესიონალური მარკეტისთვის ახალი თაობის Tesla და Quadro პროდუქტები. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისი არ იყო კარგი, საბოლოო ჯამში, Fermi საკმაოდ კარგი პროდუქტი აღმოჩნდა. ეფექტურობაზე ფოკუსირებით NVIDIA-მ ჯერ შეამცირა Fermi-ის ბირთვი და შემდეგ კვლავ შეძლო მისი გაზრდა; შეამცირა რა ენერგომოხმარება და კრისტალის ზომა. შემდეგი ნაბიჯი უკვე ახალი პროდუქტია: Kepler. დღეს უკვე ოფიციალურად ანონსირებული პროდუქტი არის GeForce GTX 680 რომლის გულიც GK104 ბირთვია ახალ არქიტექტურაზე. მისი საშუალებითაც კომპანიამ დაიბრუნა გვირგვინი და ეს გააკეთა საკმაოდ ეფექტურად. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ორი კეპლერის ანონსი მოხდა. დესკტოპ სეგმენტში GTX 680 GK104 ბირთვზე და მობილურ სეგმენტში GT640M - GK107 ბირთვზე. მომავალში ჩვენ შეიძლება ვიხილოთ GK104 მობილურ სეგმენტში და GK107 დესკტოპ სეგმენტში. G80-დან მოყოლებული, NVIDIA მუდამ უშვებდა დიდი 500mm2+ ზომის GPU-ს როგორც გეიმინგ სეგმენტისთვის ასევე Quadro და Tesla პროდუქტებისთვის, და ახალი თაობიდან პირველად სწორედ ამ დიდ GPU-ს უშვებდა. 294mm2 ზომით GK104 ვერ ჩაითვლება დიდ Kepler-ად, და სანამ NVIDIA არაფერს ამბობს წინასწარ შესაძლოა სადღაც უკვე არსებობს ის დიდი Kepler და ერთ დღესაც მზის შუქს იხილავს. სანამ არქიტექტურაზე გადავალთ, უნდა ვთქვათ, რომ GK104 არ არის რადიკალურად ახალი არქიტექტურა, მასში არის სიახლეები, მაგრამ ის სინამდვილეში Fermi-ის ნანომეტრებში შემცირებული ვარიანტია და ამით GF114-თან უფრო ახლოს დგას, ვიდრე GF110-თან. GTX 680 აქვს ჩართული ყველა ბირთვი და კლასტერი და მთლიანობაში მას აქვს 1536 CUDA ბირთვი, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა GTX 580 (512) შედარებით. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ NVIDIA-მ უარი თქვა შეიდერების ცალკე დარაზგონებაზე და როცა 1536 CUDA ბირთვი დიდი რიცხვი გვეჩვენება დაბალი შეიდერების სიხშირის გამო ის იძლება მხოლოდ ორჯერ უფრო მეტ წარმადობას GF114-თან შედარებით. გარდა ბირთვებისა GPU-ს აქვს 32 ROP და 128 ტექსტური ერთეული. და როცა ROPარ გაზრდილა GF114 შედარებით, ტექსტურების რაოდენობა ზუსტად ორჯერ არის გაზრდილი. მეხსიერების მხრივ, გვაქვს 256 ბიტიანი ინტერფეისი და 512KB L2 დონის ქეში. რაც შეეხება სიხშირეებს, როგორც ვთქვით, შეიდერების სიხშირე უნდა დავივიწყოთ, და GPU-ში ყველა კომპონენტი მუშაობს core სიხშირეზე. თუმცა Kepler-ში გაჩნდა ე.წ. Boost Clock. რაც ნიშნავს, რომ თუ სამუშაო სიხშირე 1006MHz-ია მან შეიძლება მოიმატოს ავტომატურად 1058MHz-მდე. მეხსიერების სიხშირე ახალი მეხსიერების კონტროლერის წყალობით, საკმაოდ მსუყეა და აღწევს სრულ 6.006GHz-ს! მთლიანობაში უხეშად რომ დავთვალოთ, გამოდის, რომ GTX 680-ს აქვს GTX 580-ის წარმადობის 195% (95%-ით მეტი) შეიდერების მხრივ, 260% (160%-ით მეტი) ტექსტურების წარმადობის, 87% (13%-ით ნაკლები) ROP წარმადობის, 100% (ანუ იგივე) მეხსიერების წარმადობის მხრივ. ან თუ მის უფრო პირდაპირ წინაპარს GTX 560 Ti-ს შევადარებთ GTX 680-ს აქვს მისი წარმადობის 244% შეიდერების მხრივ, 244% ტექსტურების მხრივ, 122% ROP წარმადობის და 150% მეხსიერების გამტარობის მხრივ. ასე რომ GTX 560 Ti თუ შევადარებთ წარმადობა ფაქტიურად გაორმაგებულია, გარდა ROP წარმადობისა. რაც შეეხება ენერგომოხმარებას, NVIDIA ოფიციალურად გვაძლევს TDP 195W-ს, თუმცა ეს საშუალო რიცხვია და არა მაქსიმუმი. მეორე TDP ეს არის 170W, ეს არის უმაღლესი წერტილი როცა GPU Boost ტექნოლოგია ჩაირთვება. და საბოლოოდ idle რეჟიმში TDP სავარაუდოდ 15W იქნება თუმცა კომპანიას ეს ციფრი ოფიციალურად არ დაუსახელებია. მთლიანობაში GTX 680 ენერგომოხმარება სადღაც GTX 560 Ti და GTX 580 შორის მდებაროებს. როგორც ავღნიშნეთ, GK104 საკმაოდ მცირეა ზომით ვიდრე NVIDIA-ს საშუალო GPU და კრისტალის ზომა მხოლოდ 294mm2-ია. ეს GF114 ბირთვის 89%-ია ხოლო GF110 ბირთვის მხოლოდ 56%. კრისტალში 3.5 მილიარდი ტრანზისტორია რაც TSMC 28nm ტექნოპროცესის დამსახურებაა. მხოლოდ 500 მილიონით მეტი ტრანზისტორით აიხსნება რომ GK104 ასე პატარაა ზომაში GF110-თან შედარებით. GF114-თან შედარებით, მას აქვს 1050 მილიონით მეტი რის წყალობითაც წარმადობა ორჯერ მეტია. რაც შეეხება ფასს, GTX 680 არის GTX 580-ის შთამომავალი და ფასიც შესაბამისად არის დაწესებული და რეკომენდებული ფასი შეადგენს 500დოლარს. ეს იგივე ფასია, რაც თავის დროზე GTX 580 და GTX 480 ჰქონდათ. NVIDIA-მ უნდა შეარჩიოს თავისი ფასები სწორად, თუ უნდა AMD-სთან ჭიდილი და ასეთი ფასი საკმაოდ კონსერვატულია. შეჯიბრის საგანი რა თქმა უნდა ახლახანს გამოსული Radeon HD 7970 და 7950 რომელთა ფასებიც შესაბამისად 550 და 450 დოლარია და GTX 680 ჯდება სწორედ მათ შორის. გეიმინგ წარმადობით, GTX 680 საკმაოდ ჯობნის 7970-ს რაც საკმაოდ ცუდ სიტუაციაში ჩააყენებს AMD-ს. AMD-ს პარტნიორები უკვე უშვებენ 7970-ის აჩქარებულ ვარიანტებს, თუმცა წარმადობაში სხვაობის შემცირებასთან ერთად, სხვაობა ფასში მატულობს. რაც შეეხება ბაზარზე პროდუქციას, NVIDIA-ს თქმით, ისევე საკმარისი რაოდენობა იქნება, როგორც წინა თაობის high end ვიდეო დაფები, თუმცა GTX 680 დაიყიდება სავარაუდოდ პირველივე დღეებში. კომპანია ალბათ შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას მომდევნო თვეებში, თუმცა TSMC აშკარად არ ყოფნის ვაფლები მომხმარებელთ მოთხოვნის სრული დაკმაყოფილებისთვის. ანალოგიური პრობლემა ჰქონდა AMD-ს 7970-ის მოწოდებასთან დაკავშირებით და NVIDIA-საც ანალოგიური ბედი ელის თავიდან. არქიტექტურა არქიტექტურის განხილვისას შევადარებთ GF114-ს (GTX 560 Ti). რადგან ახალი ჩიპის სახელია GK104 და სავარაუდოდ ის უფრო GF114-ს შთამომავალია ვიდრე GF110-ის. დავიწყოთ SM აღწერით. GF114 შემთხვევაში იგი შეიცავდა 48 CUDA ბირთვს 3 ჯგუფად, ჯგუფში 16. ამ ბირთვებთან ერთად SM ბლოკი შეიცავს 16 load/store ერთეულს, 8 სპეციალური ფუნქციის SFU-ს და 8 ტექსტურ ერთეულს. და ამ ბირთვებს ინფორმაციას აწვდიდა ორი warp scheduler-ი თითოულს შეეძლო ორი ინსტრუქციის გადაცემა ერთ ტაქტურ ციკლზე ანუ ჯამში 4 ინსტრუქცია ტაქტურ ციკლზე. Scheduler და ტექსტური ერთეულები მუშაობენ Core სიხშირეზე ხოლო დანარჩენი ნაწილი შეიდერების სიხშირეზე. GK104 ამ ბლოკს Nvidia ეძახის SMX-ს და მთლიანობაში შეიცავს 192 CUDA ბირთვს 6 ჯგუფად, ჯგუფში 32 ბირთვი. 32 load/store ერთეული, 32 Special Function SFU. 16 ტექსტური ერთეული და დამატებით 8 CUDA FP64 ბირთვი. როგორც ავღნიშნეთ Kepler შემთხვევაში ბირთვის ყველა კომპონენტი ერთ სიხშირეზე მუშაობს, აქ warp scheduler ერთეულების სამუშაო სიხშირე ნაკლებია თუმცა ჯამში მათი რაოდენობა გაორმაგებულია. გარდა ამისა ბირთვი შეიცავს 8 ცალ CUDA FP64 რომელიც კომპანიის არც ერთ დიაგრამაში შეტანაილი არ არის და ისინი აწარმოებენ გამოთვლას 64 ბიტიან ციფრებზე რაც მანამდე არც ერთ ვიდეო დაფას არ ჰქონდა. თუ წავალთ არქიტექტურის იერარქიაში ზევით ორი ცალი SMX და ორი რასტერიზაციის ერთეული გვაძლევს GPC-ს, რომელთა რიცხვი GF114-თან შედარებით გაორმაგებულია. მთლიანობაში 4 GPC L2 დონის ქეშთან ერთად ქმნიან GK104-ს ROP ორგანიზაცია არ შეცვლილა ისინი დაყოფილია 4 ბლოკად თითოში 8 ROP, თითო ბლოკი უკავშირდება 64 ბიტიან მეხსიერების კონტროლერს და 128KB L2 დონის ქეშს და რადგან ჯამში 32 ROP გვაქვს მთლიანობაში გამოდის 256 ბიტი მეხსიერების ინტერფეისი და 512KB L2 დონის ქეში. მეხსიერების კონტროლერი კი საშუალებას გვაძლევს ორჯერ მეტი სიხშირის მიღწევას GF114 შედარებით და აღწევს 6GHz-ს. GPU Boost: ტურბო ვიდეოსთვის რაც დრო გადის, GPU ენერგომოხმარება იზრდება თაობიდან თაობაში და ენერგომოხმარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება წარმადობაც, თუმცა Nvidia ცდილობს აქცენტი გააკეთოს ეფექტურობაზე და GPU-ს დღეს მოეთხოვება მეტი ნაკლები ენერგომოხმარებით. TDP გავლენას ახდენს როგორც ენერგომოხმარებაზე ასევე გამოყოფილ სითბოზე და GPU უნდა დარჩეს მის ფარგლებში ნებისმიერ დატვირთვაზე პლუს უნდა გაზარდოს წარმადობა. CPU შემთხვევაში ეს მიიღწეოდა შედარბით მარტივად იზრდებოდა ყველა ბირთვიდან მხოლოდ რამოდენიმეს სიხშირე მაშინ როცა მთლიანი პროცესორის TDP არ იზრდებოდა. GPU შემთხვევაში საკმაოდ ძნელია იგივეს გაკეთება რადგან ისეთ თამაშში როგორიც არის მაგალითად Metro 2033 ან ისეთ პათოლოგიურ პროგრამაში როგორიც არის Furmark ფაქტიურად არ არსებობს მსუბუქი მომენტი როცა GPU არ არის მთლიანად დატვირთული. 2010 წელს AMD-ს სცადა ანალოგიური ტექნოლოგიის დანერგვა PowerTune სახელით Radeon HD 6900 სერიაში. ვიდეოს შეეძლო მცირედი აჩქარება ხოლო თუ დატვირთვა ძლიერ გაიზრდებობდა და TDP გასცდებოდა ფარგლებს ტროტლინგის სახით სამუშაო სიხშირე იკლებდა. NVIDIA გვთავაზობს ამ ტექნოლოგიის ანალოგს GPU Boost სახელით. ამ ტექნოლოგიის საშუალებით, GTX 680 სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ბაზისური 1006MHz-იდან ტურბო საშუალოდ 1058MHz-მდე თუ მისი ენერგომოხმარება და ტემპერატურა არ გასცდება დადგენილს ნორმებს. ხოლო ბაზისური 1006MHz სიხშირეზე ვიდეო იმუშავებს ნებისმიერ დატვირთვაზე და ამ სიხშირის დაკლება არ მოხდება. მაქსიმალური ტურბო მატება შეიძლება 100MHz-საც კი შეადგენდეს. ბიჯები შეადგენს 13MHz-ს და სულ 9 ბიჯია რომლითაც შეიძლება ვიდეოს სიხშირემ მოიმატოს. ცხრილში ნაჩვენებია ბიჯები თავისი სიხშირით და ძაბვით. ვიდეო დაფას აქვს ჩაშენებული ინდიკატორი, რომელიც არაოფიციალური ცნობით ტურბო სიხშირეს რთავს იმ შემთხვევაში თუ TDP არ სცდება 170W-ს. ასევე ტურბო სიხშირე კონტროლდება ტემპერატურით და თუ ტემპერატურა არ აღწევს 70 გრადუსს ტურბო რეჟიმი ირთვება ხოლო თუ ტემპერატურა 70 გრადუსს მიაღწევს ტურბო სიხშირე კლებულობს ერთი ბიჯით ქვევით. რეალურ პირობებში ჩვენ შეიძლება გვქონდეს 3%-დან 5%-მდე მატება რაც არც ისე დიდია თუმცა უფასოა Adaptive V-sync კიდევ ერთი სიახლე შემოგვთავაზა Nvidia-მ ახალ არქიტექტურასთან ერთად. საერთოდ ვერტიკალური სინქრონიზაცია მუშაობს ასე, თუ გვაქვს 60 ჰერციანი მონიტორი სანამ ვიდეოს შეუძლია FPS-ს არ უშვებს 60-ის ზევით რათა მონიტორის სინქრონული იყო, ხოლო თუ ვიდეოს დატვირთვა იზრდება და FPS იწყებს ვარდნას იგი ეცემა ზუსტად ორჯერ ანუ ხდება 30 FPS რაც საკმაოდ ცუდად ხვდება თვალსს. Adaptive VSync შემთხვევაში თუ FPS-ის ვარდნის საშუალება ჩნდება ვერტიკალური სინქრონიზაცია ავტომატურად ითიშება და FPS-ის ვარდნა უფრო ნაკლებია შესაბამისად. ასევე სიახლე ანტი-ალიაზინგის ახალი ტექნოლოგია რომელსაც Nvidia TXAA-ს უწოდებს და ის ორი პროფილით იქნება TXAA 1 და TXAA 2. ჯერჯერობით ამ ტექნოლოგიის დატესტვა ვერ მოხერხდა რადგან ეს ფუნქცია გაჩნდება ახალ დრაივერებთან ერთად, ასევე ახალი დრაივერებით ამ ფუნქციის ჩართვა შეიძლება GTX 500 სერიაზეც. ფურცელზე TXAA 1 მოგვცემს უკეთეს ხარისხს ვიდრე 8x MSAA ხოლო FPS გვექნება ისეთივე როგორც 2x MSAA დროს. TXAA 2 კიდევ უფრო უკეთეს გამოსახულების ხარისხ მოგვცცემს მაგრამ წარმადობა იქნება როგორც ჩართული 4x MSAA დროს. NVENC ტრანსკოდირების ახალი ალლგორითმით Nvidia გვპირდება უკეთეს წარმადობას ვიდეო ფაილების ტრანსკოდირებისთვის ვიდრე ინტელის Quick Sync. და თუ დავუჯერებთ შედეგებს ტრანსკოდირების ახალი მეთოდი მართლაც ეფექტურია ეხლა კი ვნახოთ თავად კარტა როგორც ხედავთ FAN-ი ოდნავ აწეულია ზევით GTX 580-ისგან განსხვავებით. საინტერესოა PCI-e კონექტორების ახლებური განლაგება. ასევე თვითონ რადიატორს აქვს სამი სითბური მილაკი, როგორც ჩანს კომპანიამ უარი თქვა vapor chamber ტექნოლოგიაზე რომელსაც იყენებდა 580-ის შემთხვევაში და სავარაუდოდ ეფექტურობაც ნაკლები უნდა იყოს თუმცა უცნობია რამდენად. თავად GPU არ არის დაფარული IHS-ით როგორც წინამორბედების შემთხვევაში რაც შეიძლება უკეთესი იყოს რადგან რადოატორი უშუალოდ იქნება კონტაქტში მასთან. GPU-ს გარშემო ჩანს 8 ცალი 2Gb GDDR5-ის მოდულები. მთლიანობაში მისი სიგრძე 10 დიუმია რაც 0.5 დიუმით ნაკლებია 580-თან შედარებით. უკანა მხრიდან გვაქვს ორი DVI, ერთი HDMI და ერთიც DisplayPort, ორივე მათგანი სრულია და არა შეკვეცილი ეხლა კი გადავიდეთ ტესტებზე. სატესტო კონფიგურაცია ასეთია Intel Core i7-3960X @ 4.3GHz EVGA X79 SLI Antec True Power Quattro 1200 Samsung 470 (256GB) G.Skill Ripjaws DDR3-1867 4 x 4GB (8-10-9-26) ვიდეო დაფები: AMD Radeon HD 7950 AMD Radeon HD 7870 AMD Radeon HD 7850 AMD Radeon HD 6990 AMD Radeon HD 6970 AMD Radeon HD 6950 AMD Radeon HD 5870 AMD Radeon HD 4870 AMD Radeon HD 3870 NVIDIA GeForce GTX 680 NVIDIA GeForce GTX 590 NVIDIA GeForce GTX 580 NVIDIA GeForce GTX 570 NVIDIA GeForce GTX 560 Ti NVIDIA GeForce GTX 285 NVIDIA GeForce 8800GT ვიდეო დრაივერები: NVIDIA ForceWare 296.10 NVIDIA ForceWare 300.99 AMD Catalyst Beta 8.95.5 Crysis: Warhead კრიზისი GTX 580-სთვის კომფორტული თამაში იყო თუმცა 680-ზე იგივეს ვერ ვიტყვით ცუდი დასაწყისია ნამდვილად და HD 7970 ადვილად ჯაბნის თუმცა თავის წინამორბედს GTX 680-მა აჯობა. საინტერესოა რომ GPU აჩქარებამ კრიზისში არ მოგვცა შედეგი, მაშინ როცა მხოლოდ მეხსიერების აჩქარებამ 8% მატება მოგვცა და როგორც ჩანს სწორედ აქ ჯობნის 7970. როგორც ვიცით კრიზისს უყვარს მეხსიერების მაღალი გამტარობა. მინიმალური FPS-ის მხრივ კიდევ უფრო ცუდ დღეშია 680 როგორც ჩანს მეხსიერების დაბალი გამტარობა შანსს არ უტოვებს ამ შემთხვევაში კეპლერს. Metro 2033 Metro 2033 შედარებით უკეთესი გამოდგა GTX 680-ისთვის და მართალია 2560 გარჩევადობაზე კვლავ ჩამორჩება 7970-ს რამოდენიმე პროცენტით, 7950 ცხადად ჯობნის. ხოლო GTX 580-თან შედარებით 34%-იანი მატება გვაქვს. DiRT 3 ეს თამაში გენეტიკურად არის კეთილგანწყობილი Nvidia-ს კარტების მიმართ ასე რომ შედეგები არც არის გასაკვირი. და ეს პირველი დასტურია იმის რომ GTX 680-ს შეუძლია აჯობოს 7970-ს. მინიმალურ FPS-ში მსგავსი სიტუაცია GTX680 ჯობნის 7970-ს ხოლო 580-თან შედარებით 30%-იანი მატება აქვს. Total War: Shogun 2 ამ თამაშში GTX 680 გვაჩვენებს თავის ნამდვილ ძალას და 2560 რეზოლუციაზე ერთადერთი ვიდეოა ერთი GPU-თი, რომელმაც გადალახა 30 FPS-იანი ზღვარი. GTX 580 შედარებით 2560 გარჩევადობაზე მატება 51%-ია ხოლო 1920 გარჩევადობაზე 63%. Batman: Arkham City კიდევ ერთხელ GTX 680 ლიდერობს 7970-თან შედარებით. Portal 2 ამ თამაშში 7970-თან შედარებით მოულოდნელი 44% გვაქვს მატება თუმცა აქ GTX 680 ჯობნის GTX 590-საც და Radeon HD 6990-საც. Battlefield 3 ეს თამაში Nvidia-ს კარტებისთვის ყოველთვის კომფორტული იყო და Radeon HD 7900 სერიის კარტები ყველა ტესტში უკან არიან. Starcraft II აქ მატება 7970 შედარებით 13%-ია და GTX 580 შედარებით 39% The Elder Scrolls V: Skyrim Civilization V მიმოხილვის ძირითადი ნაწილი anandtech-დან არის მაგრამ აქ მე მინდა მოვიყვანო სინთეთიკური ბენჩები სხვა საიტებიდან: Unigine's Heaven ჯობნის როგორც AMD-ს Single GPU ისევე Multi GPU გადაწყვეტილებებს. Futuremark 3DMark11 Radeon HD 7970 ჯობნის 16.6%-ით ხოლო GTX 580-ს მთელი 50%-ით. 3DMark Vantage P score 3DMark Vantage GPU score შედეგები ფრიად საინტერესოა აქ 6990-იც კი დაიჩაგრა. ტემერატურა, ენერგომოხმარება და ხმაურის დონე ალბათ ისტორიაში პირველად არის როცა Nvidia-ს კარტა უფრო ნაკლებ ძაბვას მოითხოვს ვიდრე AMD ტემპერატურის მხრივ AMD-სთან დიდი სხვაობა არ არის მაგრამ GTX 580-ს აშკარად ჯობნის მიუხედავად იმისა რომ vapor chamber აქ არ გვაქვს. ხმაურის დონეც საკმაოდ კარგია და GTX 480-ის შემთხვევა აქ არ განმეორებულა. რაც შეეხება აჩქრებას როგორც ჩანს ვოლტაჟის მატების ფუნქცია ჯერ არ გვაქვს და აჩქარება საშუალდ +150 Mhz ხდება ძაბვის მატების გარეშე საბოლოო ჯამში Nvidia-მ კვლავ შეძლო Single GPU ლიდერი კარტის გამოშვება. ფრიად საინტერესოა რომ ახალი პროდუქტი კონკურენტ AMD-ზე ნაკლებ ენერგო მოხმარებით, ნაკლები ტემპერატურით და ნაკლები ხმაურის დონით გამოირჩევა რაც აქამდე დიდი ხანია არ მომხდარა, ასევე საინტერესოა რომ GPU კრისტალის ზომა ბევრად უფრო პატარაა ვიდრე ეს Nvidia-ს სჩვევია. ხოლო ყველაზე საინტერესო და დიდი სიახლე ეს არის მისი ფასი რომელიც საშუალდ 500 დოლარს შეადგენს რაც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში აყენებს AMD-ს, ხოლო ახალი დრაივერების გამოსვლასთან ერთად როგორც ეს ხშირად ხდება, მოსალოდნელია წარმადობის კიდევ უფრო მატება. ვნახოთ რა იქნება შემდეგი და კიდევ რა პროდუქციას შემოგვთავაზებს კომპანია Kepler არქიტექტურაზე.
    1 point
  13. დღეს კომპანია Apple მ ოფიციალურად წარმოადგინა თავისი კიდევ ერთი განახლებული პროდუქტი MacBook Pro ნოუთბუქი რომელშიც გამოყენებულია კომოპანია Intel ის უახლესი Sandy Bridge პროცესორები და რაც მთავარია ახალი Light Peak სისტემა რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემას 10 Gbit/s სიჩქრით რაც ხდება Thunderbolt პორტის დამხარებით და რომლებიც მუშაობს HDMI, DVI და VGA display პორტებთან ერთად .ამ ტექნოლოგიის შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ გაიგოთ ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ Apple ს ახალ პროდუქტზე რომელიც საგრძნობლად გაუმჯობესდა.სულ გამოვიდა 13,15 და 17 ინჩიანი MacBook Pro რომლის 5 კონფიოგურაცია(2 13 ინჩიანი,2 15 ინჩიანი და ერთიც 17 ინჩიანი) არსებობს სულ და რომლებსაც ახლა გაგაცნობთ. დავიწყოთ 13 ინჩიანი სისტემებით რომლის მინიმალური ფასია 1200 დოლარი და იგი აღჭურვილია : 2.3 GHz Dual-Core Intel Core i5 პროცესორით,4GB 1333MHz ოპერატიული მეხსიერებით,320GB 5400-rpm მყარი დისკი,Intel HD Graphics 3000 ვიდეო ბარათი და 1280x800 ეკრანის რზლუცია. კიდევ ერთი 13 ინჩიანი MacBook Pro ს ფასია 1500 დოლარი რომესაც აქვს : 2.7 GHz Dual-Core Intel Core i7 პროცესორი,4GB 1333MHz ოპერატიული მეხსიერება,500GB 5400-rpm მყარი დისკი,გრაფიკულ ბარათად გამოყნებულია კვლავ Intel HD Graphics 3000 და 1280x800 ეკრანის რეზოლუცია. განვიხილოთ კიდევ 2 კონფიგურაცია 15 ინჩიანი MacBook Pro რომლსი პირველი კონფიგურაციის ფასია : 1800 დოალრი და იგი შეიცავს: 2.0 GHz Quad-Core Intel Core i7 პროცესორს,კვლავ 4GB 1333MHz ოპერატიული მეხსიერებას,500GB 5400-rpm მყარი დისკი,AMD Radeon HD 6490M with 256MB GDDR5 ვიდეო ბარათი და 1440x900 ეკრანის რეზლუცია მე-2 15 ინჩიანი კონფიგურაცია რომლის ფასია 2200 დოლარი კი ასე გამოიყურება: 2.2 GHz Quad-Core Intel Core i7 პროცესორი,4GB 1333MHz ოპერატიული მეხსიერება,750GB 5400-rpm მყარი დისკი,AMD Radeon HD 6750M with 1GB GDDR5 ვიდეო ბარათი და 1440x900 მონიტორის რზოლუცია. და ბოლო მე-5 კონფიგურაცია 17 ინჩიანი MacBook Pro რომლსი ფასია 2500 დოლარი ასე გამოიყურება: 2.2 GHz Quad-Core Intel Core i7 პროცესორი,4GB 1333MHz ოპერატიული მეხსიერება,750GB 5400-rpm მყარი დისკი,AMD Radeon HD 6750M with 1GB GDDR5 ვიდეო ბარათი და 1920x1200 პიქსელი მონიტორის რეზოლუცია. ყველა მათგანი აღჭურვილია ახალი FaceTime HD ვებ კამერით რომელიც გამოყენებულია IOS & Mac სისტემებში და აქვს 720P გარჩევადობა,ასევე ყველა ზემოთ აღწერილ ახალ MacBook Pro ს ბატარეის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7 საათი. და მაინც მასში უდაოდ უმნიშვნელოვანესია ახალი Thunderbolt ტექნოლოგია რომელსაც როგორც უკვე ავღნიშნე აქვს უნარი 10 Gbit/s სიჩქარით მონაცემთა გადაცემისა. შეფუთვა > ესეც მცირე შედარება სხვადახვა ნოუთბუქებთან და ტესტები: ვიდეო რევიუ: პატარა ვიდეო თუ როგორ მზადება MacBook Pro ს დეტალები >
    1 point
  14. ცნობილი საფეხბურთო სიმულატორის მორიგი სერია ოფიციალრად დაანონსდა....FIFA 14 ამ თაობის კონსოლებს წლის მეოთხე კვარტალში ეწვევა სერიის მთავარმა პროდიუსერმა David Rutter-მა გაამხილა თამაშის ახალი დეტალები..როგორც ჩანს ძრავი იგივე რჩება ასე რომ გრაფიკულ გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ რაც შეეხება პირველ დეტალებს და ახალ რეჟიმებს Pure Shot დარტყმის ტექნიკა შეიცვალა...მოთამაშეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა შეარჩიონ საუკეთესო პოზიცია,შეინარჩუნონ ბალანსი და ისე გაგზავნონ ბურთი კარის ბადეში Real Ball Physics ბურთის კარგად დამშავებას სჭირდება მეტი ძალა და ტექნიკა...ამჯერად ბურთის ფიზიკა უფრო გაუმჯობესდა და ახლა ბურთის ტრაექტორია და სიჩქარე მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურთან Protect The Ball დომინანტობა ნახევარდაცვაში და თამაშის ტემპის კონტროლი ახლა უფრო ძნელია...ამ ახალი შესაძლებლობით სიმულატორში შესაძლებელი იქნება ტანის და კუნთების დახმარებით ბურთის დაფარვა და შენარჩუნება დრიბლინგის და ბურთის მიღების დროს Teammate Intelligence მოთამაშეთა ინტელექტი გაიზარდა და ახლა უფრო რეალურტან მიახლოებულ გადაწყვეტილებებს ვიხიავთ სიმულატორში როგორც საკუთარ ისე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისაგან Sprint Dribble Turns დრიბლინგი გაუმჯობესდა...მოთამაშეებს შეეძლებად სწრაფად აუარონ გვერდი ერთი ერთზე მცველს ნებისმიერი მიმართულებით Variable Dribble Touches First Touch სისტემის სახეცვლილება რომლის მიხედვითაც Skilled მოთამაშეებს მეტი შესაძლებლობა აქვთ ძნელი ბურთების კომფორტულად მიღების და დამუშავების 2nd Chance Tackles ე.წ "პადკატის" ზონა იზრდება ახლა უკვე მოთამაშეებს შესაძლებლობა აქვთ პირველი გაცუდებული ჩაწოლის შემთხვევაში გამოასწორონ სიტუაცია და სწრაფადვე მეორე ჩაწოლა გააკეთონ....ბურთის ართმევის ახალი ტიპები და ანიმაციებიც გამოჩნდება Curling Lofted Through Balls ბურთის მოჭრის ტექნიკაც დაიხვეწა...მოთამაშეებს შესაზლებლობა აქვთ შემოატარონ ბურთი მოწინააღმდეგეს პასების ან დარტყმის პროცესში კარიერის და სქილების რეჟიმებიც დაიხვეწა და შემოგვთავაზებენ ახალ შესაძლებლობებს პირველი სქრინები http://www.youtube.com/watch?v=FKpW8ZgIwF8 http://www.youtube.com/watch?v=W0mhOh3gmkc
    1 point
  15. ფორუმის ტოპ კინო-მოყვარულები
    1 point
  16. მოკლედ მაქვს ის ვიდეო და მაზერი რაც მიწერია, როდესაც ვაერთებ HDMI კაბელით ტელევიზორში ხმა არ გააქვს , ვერანაირად ვერ მოვახერხე. ვინც ერკვევით ესეთ საკითხებში მითხარით უნდა წაიღოს თუ არა ხმა ყოველგვარი დამატებითი შეერთების გარეშე HDMI კაბელით მოცემული სისტემის პირობებში? წინასწარ მადლობა
    1 point
  17. აი bf4 რომ გამოვა დარწმუნებული ვარ bf3 აღარ გავეკარები, იმიტომ რომ ათასჯერ უკეთესი იქნება bf4 სხვა და სხვა ასპეკტში, მაგრამ ამ თამაშს მაინც ვითამაშებ და არასდროს მომბეზრდება. ყველაფერი ძალიან მაგრად არის დაბალანსებული და შეცდომებიც (bug-ებიც) თითქმის არ აქვს
    1 point
  18. კარგი ლაივია, კი მაგრამ შენ ეს გადმოწერე და უყურე თავიდან ბოლომდე, პროსტა ფიზიკურად ამაზე კარგი ხარისხით ვერსად ვნბახე და მერე შეადარე იგივე სიმღერები აქ როგორი შესრულება არის და მერე მანდ და მიხვდები რა არის ნამდვილი მეტალის ძალა და ემოცია... http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3375412 პლიუს მაგ ლაივშია ყველაზე მეტი ჩემი საყვარელი სიმღერაა შესული...
    1 point
  19. დაიდო კვალიფიკაციაც http://rutor.org/torrent/290645/formula-1-gran-pri-velikobritanii-kvalifikacija-8-jetap-2013-hdtv-1080i-ot-mediaclub
    1 point
  20. ძაან ამგვანებენ მესის
    1 point
  21. რათქმაუნდა მეორეს. 4XX სერია დღეს აღარ უნდა იყიდო.
    1 point
  22. მაგარი ლაივია! საათნახევარია ვუსმენ უკვე
    1 point
  23. გუშინ დამავიწყდა თემის ამოქოქვა. ბრიტანეთის გრან პრისთვის გაემზადეთ ტრასის სახელი: Silverstone წრეების რაოდენობა: 52 წრის სიგრძე: 5.891km სრული რბოლის სიგრძე: 306.198km უსწრაფესი წრე: 1:30.874 - F Alonso (2010) ჩატარებული რბოლების რაოდენობა: 67 ყველაზე მეტი მოგება(მრბოლელებში): ჯიმ კლარკი(5), ალან ფროსტი(5). ყველაზე მეტი მოგება(კონსტრუქტორებში): Ferrari(15) პირველი F1 გრან პრი: 1950წ ტრეკმა პირველ საერთაშორისო გრან პრის უმასპინძლა 1946 წელს(მოტორბოლა), და 1950 წელს გამართული F1-ის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი რაუნდი იყო. სილვერსტოუნი ერთადერთი ტრასაა, რომელიც მასპინძლობს F1-ის ბრიტანულ გრან პრის 1986 წლის შემდეგ.. შარშანდელი შედეგები: Pole position: Fernando Alonso(Ferrari) - 1:51.746 პოდიუმი: 1. Mark Webber (Red Bull-Renaul) - 1h 25m 11.288წ 2. Fernando Alonso (Ferrari) - +3.060წ 3. Sebastian Vettel (Red Bull) - +4.836წ უსწრაფესი წრე: Kimi Räikkönen (Lotus-Renault) - 1:34.661
    1 point
  24. 1 point
  25. კარგია, მომწონს. მაგრამ 2 თემის გახსნა არ იყო საჭირო (სავარაუდოდ, ტექნიკური პრობლემაა, 2-ჯერ დააჭირე და 2 თემა გახსნა შეაბამისად) ბოლოში დიდი სპეისები გაქ ტყვილა ცოტა საწვალებელია მაგრამ watermark-ებს თუ გაუკეთებ სურათებს კარგი იქნება, მაინც ხელიტ ტვირთავ ყველას და რამე ისეთ საიტზე ატვირთე სადაც მარტივად ექნება ამის გაკეთების შესაძლებლობა. მაგ: http://picmarkr.com/
    1 point
  26. 1) თემის სახელი არასწორია 2) ორი ინტერნეტი რას ქვია? ორი პროვაიდერი? ორი შნური? 3) თუ კარგი მაზერები აქვთ, უმრაველოსბას ეხლა 2-2 ინტერნეტის პორტი აქვდა შეგიძლია უბრალოდ ყველაში 2-2 შეაერთო ან 2ივე როუტერიდან 1 სვიჩში წაიღე 2ივე შნური და შემდეგ იქიდან გადაანაწილე უკვე როგორც გინდა, 1 სინგალი თუ გაითიშება ავტომაუტრად გადაჯდება ყველა მეროეზე
    1 point
  27. http://www.amazon.com/Mortal-Kombat-Komplete-Edition-Pc/dp/B00D02ARRQ/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1372455413&sr=8-2&keywords=mortal+kombat+PC http://www.amazon.com/Mortal-Kombat-Komplete-Edition-Online/dp/B00DGZDFO4/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1372455413&sr=8-3&keywords=mortal+kombat+PC
    1 point
  28. "ლა პომპაა,პა პომპა!" @ "უდიპლომო სასიძო" როცა დაამთავრებ, მერე ერთი კარგი ვორქლოგი გააკეთე ახალ თემაში და პორტალზე დავდოთ, ნახოს ხალხმა რისი გაკეთება შეიძლება ენთუზიაზმით
    1 point
  29. კი შეიძლება ეგრეც
    1 point
  30. https://play.google.com/store/apps/details?id=by.movie.grabber.mix&feature=search_result#?t=W251bGwsMSwxLDEsImJ5Lm1vdmllLmdyYWJiZXIubWl4Il0.
    1 point
  31. ოდნავ დამატება და ამის ყიდვა ჯობია http://www.amazon.com/Corsair-Vengeance-2x4GB-17000-Desktop/dp/B00D80PPM2/ref=sr_1_2?s=electronics&ie=UTF8&qid=1372437106&sr=1-2&keywords=Vengeance+Pro+2133 მაგრამ რო დავაკვირდეთ ეხა, ორივე 8 გიგაა , სიხშირე ორივე 2133 , ტაიმინგები 11-11-11-27, ვოლტაჟი - 1,5 , 240 Pin და რა გამოდის, მარტო ვიდში ვაძლევთ ფულს ? ნუ მამენტ 10$ა განსხვავება და ღირს .... ეს ძვირია უკვე მაგრამ კარგია! http://www.amazon.com/Corsair-Dominator-Platinum-Desktop-CMD8GX3M2A2133C9/dp/B007Z1CVIG/ref=sr_1_2?s=electronics&ie=UTF8&qid=1372437349&sr=1-2&keywords=Dominator+platinum+2133
    1 point
  32. მოამზადეთ პოპკორნი XboX VS Playstation იწყება
    1 point
  33. ჩემი ტელეფონით გადავიღე
    1 point
  34. აუ რა საკაიფოა ვაის სითი ყველაფერი ისეთივეა ზუსტად როგორც წინათ იყო კოდებიც არ დამავიწყდა პანზერი და რამე აუ ბავშობაში თურმე რა ლამერი ვიყავი სულ მიფეთქდებოდა მანქანები ახლა იმენე არაფერს არ შევეჯახე საკაიფოდ ვატარებ... მერე მისიებიც უნდა გავიარო მახსოვს პატარა ვერტმფრენით სახლი რომ უნდა აგეფეთქებინა ეგ იყო ყველაზე რთული
    1 point
  35. ჩეხაობები, პორნოები და ცოტა დრამაა. ძაან მაგარი სერიალია. Game Of Thrones Breaking Bad Sons Of Anarchy Dexter
    1 point
  36. დამიგროვდა კინოები :დ
    1 point
  37. აეეე იობანეეეე გარდაბანეეეეეეეე
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.