Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 02/24/13 in all areas

  1. Titan-ის ადგილი სერიაში სანამ დავიწყებდე მინდა იცოდეთ რომ Titan-ი არანაირ კავშირში არაა 7 სერიასთან. ის მდებარეობს ცალკე ყველა სერიისგან და წარმოადგენს სრულყოფილ GK110 ბირთვს. ასე რომ GTX780 მისგან დამოუკიდებლად გამოვა მარტის შუა რიცხვებში და აგებული იქნება GK114 ბირთვზე. შესავალი უკვე დიდი ხანია რაც ხმა გავარდა NVIDIA-ს ახალ ბარათზე რომელიც იქნება არამარტო უსწრაფესი მსოფლიოში არამედ საკმაოდ მიუახლოვდება მისი წინამორბედის SLI-სწარმარდობას. ასეთი სიმძლავრე ახალ GK110 ბირთვის არქიტექტურას მოყვა. შეიძლება ეს სახელი გეცნობათ რადგან რამდენიმე თვის წინ NVIDIA-მ გამოიყენა იგივე ჩიპი თავის პროფესიონალურ Tesla K20X პროდუქტში. GK110 ჩვენ 1 წლის წინ GTX680-ში უნდა გვენახა, მაგრამ NVIDIA-მ გადაწყვიტა, რომ GTX680 GK104-ში ჩაეტია. ალბათ უკვე შეამჩნიეთ თუ როგორ გაუზარდა ორ ბირთვიან HD7970-ს წარმარდობა ახალმა დრაივერებმა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა კონკურენტობა ორ გიგანტ კომპანიას შორის. ამას კი დაემატა Crysis 3-ის გამოსვლა. Crytec-მა არ დაარღვია თავისი წესი და ამ თამაშში ჩააქსოვა ჩვენთვის აქამდე უნახავი ვიზუალი, მაგრამ ეს გრაფიკული ნახტომი მოითხოვდა ძალიან მძლავრ ვიდეოკარტას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დრაივერებით 4,5 და 6 სერიის კარტებს შესამჩნევად მოემატათ წარმარდობა ამ თამაში, მაინც სჭირდებოდა ამ ახალ ძრავას GTX680-ის დონის დაფა FULL HD-ზე მაქსიმალურ გრაფიკაზე სათამაშოდ. ამიტომაც მწვანეში ჩაცმულმა ინჟინრებმა გადაწყვიტეს შეექმნათ პროდუქტი რომელიც იქნებოდა ყველაზე ძლიერი მსოფლიო ბაზარზე. არც ისე დიდი ხანი იყო იდეის ჩასახვიდან გასული და უეცრად ბუმ, მისია შესრულებულია. მათ შექმნეს ახალი ჩიპი, 2688 Cuda ბირთვით მიამაგრეს საკაიფო დიზაინის PCB-ს და იქვე დაუმატეს 384 ბიტი ინტერფეისის მქონე GDDR5 6GB მეხსიერება. სისტემური უზრუნველყოფის შემდეგ დაიწყეს ბიოსის და დრაივერების დახვეწა.Titan-ი შექმნილია რაზგონისთვის. მასში გახსნეს ვოლტიჯის კონტროლის შესაძლებლობა და შეუერთეს GPU Boost 2.0, ასე ვიდეოს შეუძლია დარაზგონდეს 1100-1150 Mhz-მდე ყოველგვარი ჩარევის გარეშე, უბრალოდ ბიოს ში უნდა მიუთითო და თავისით იზამს ამ ყველაფერს საჭიროების შემთხვევაში. თუ არ მოინდომებთ ამ ტექნოლოგიით სარგებლობას, მაშინ რეფერენცული სიხშირე 826 Mhz დან 876 Mhz-მდე იწევს ბუსტის დახმარებით. ალბათ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ იფიქრებთ რომ ეს ბარათს დიდი ენერგომოხმარება ექნება, მაგრამ მაქსიმალური დატვირთვისას ის მხოლოდ 250 ვატს მოიხმარს, რაც საკმაოდ მისაღებია ასეთი მონსტრისთვის. ტექნოლოგიური მახასიათებლები მწვანე მეცნიერებმა და ინჟინრებმა შეძლეს და თავიანთ 28 ნანომეტრიან კეპლერ ის არქიტექტურით აგებულ ჩიპში 7.1 მილიონი ტრანსისტორის მოთავსება. GK110 ჩიპში ვიღებთ თითო SMX-ის კასეტაზე 192 Cuda პროცესორს.ამ ბირთვში სულ 15 SMX კასეტაა მოთავსებული, მაგრამ მათგან ერთერთი გათიშულია. 14 ცალი 192 Cuda ბირთვის შემცველი კასეტა საბოლოოდ გვაძლევს 2688 Cuda პროცესორს.კიდევ ერთი SMX-ის აქტიური კასეტა და ჩვენ მივიღებდით 2880 Cuda პროცესორს. თუ ჩვენ Titan-სშევადარებთ GTX680-ს ტრანსისტორების მხრივ შევამჩნევთ რომ მათი რაოდენობა გაორმაგებულია. 384 ბიტი ინტერფეისის მქონე გდდრ 5 6გბ მეხსიერება გვპირდება 288GB/S გამტარობას. 6გბ მეხსიერება 2560x1600 გაფართოებაზე თამაშისასაც ზედმეტია, მეხსიერების ასეთ მაშტაბური ზრდა ალბათ იმას გვახვედრებს რომ NVIDIA 3D Vision ტექნოლოგიის სტაბილიზაციას აპირებს. Titan-ით შესაძლებელია სამი 2560x1600 გაფართოების მქონე მონიტორით 3D-ში თამაში. ამ სურათზე ნაჩვენებია GK110 არქიტექტურის აგებულება. ამ 5 კასეტიდან თითოეული მათგანი შეიცავს 3 SMX-ის კასეტას, სულ გამოდის 3*5=15 SMX-ის კასეტა. ასევე ჩანს 6 64 ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი ესეც ჩვენი 384 ბიტი. Titan-ის სიხშირეებს საკმაოდ ბევრი აკლიათ 1GHz-მდე, ეს დამახასიათებელია ისეთი დიდი ჩიპისთვის როგორიც GK110-ია. თითო SMX-ის კასეტაში მოთავსებულია 16 Texture unit-ი და მთლიანობაში გვაქვს 224 Texture unit. GTX 580-ს აქვს 16 SMX x 4 Texture unit = 64 GTX 680-ს გააჩნია 8 SMX x 16 Texture unit = 128 GTX Titan-ს აქვს 16 SMX x 16 Texture unit = 224 GPU Boost 2.0 NVIDIA-მ წარმოგვიდგინა GPU Boost-ის ახალი ვერსია.სანამ ახალზე გადავალ ჯერ მოკლედ გეტყვით ამ პროგრამისს დანიშნულებას. როგორც ვიცით ზოგ თამაშს სულაც არ ჭირდება ძლიერი ვიდეოდაფა და ბარათიც უშედეგოდ იყენებს მის მაქსიმალურ სიმძლავრეს და ამით დენს წვავს და ხურდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად მწვანეებმა წარმოგვიდგინეს პროგრამა რომელიც პირველად 6 სერიაში გამოჩნდა და მისი დანიშნულება იყო საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად მოემატებინა სიხშირეები რაც FPS-ის ზრდას იწვევდა.ზრდა მიახლოებით 3-6 კადრ წამებში მერყეობდა. განახლებული ვერსია ტემპერატურაზე დაყრდნობით აკეთებს ამ ზრდას ანუ ჩვეულებრივ კარტის საშუალო ტემპერატურა 80 ცელსიუსია, თამაშისას ეს ახალი ტექნოლოგია იქამდე უმატებს ვოლტიჯს და სიხშირეებს სანამ დაფა ამ 80 გრადუსს არ მიაღწევს. შესაძლებელია საშუალო ტემპერატურა აწიოთ 90+ ცელსიუსამდე, ესგააჩენს ცოტა მეტ პოტენციალს რაზგონისთვის. Titan-ის გამოსვლის კვირაში პროგრამები: EVGA PRECISION და MSI AFTERBURNER შემოგვთავაზებენ, განახლებას რომლითაც შესაძლებელი გახდება მთლიანად გააკონტროლოთ ამ დაფის რაზგონი. ვოლტიჯის გახსნამ გამოიწვია ტემპერატურის საკმაო მატება. სტოკზე დაფა იმუშავებს 1.162 mV ძაბვაზე. ძაბვის მატება უკვე შესაძლებელი გახდება NVIDIA-ს კონტროლის პანელიდან, მაგრამ EULA შეეცდება აგიხსნას რომ ვოლტის მატების თანდაყოლილი მოვლენაა ბარათის სიცოცხლიანობის შემცირება. მაგალითად თუ თქვენ ბარათის ძაბვას 1.162 დან 1.250-მდე აწევთ მაშინ მისი სიცოცხლიანობა განახევრდება, ანუ 5 წლის მაგივრად იცხოვრებს 2-3 წელი. კიდევ ერთი კარგი ამბავია, რომ ძაბვის მატება არ იმოქმედებს თქვენ გარანტიაზე, მაგრამ გარანტია 2 წელი თუ გაქვთ და 3 წელში მოგიკვდებათ ძაბვის მატების გამო ეს უკვე თქვენი პრობლემა იქნება. შესაძლებელია რამდენიმე პარტნიორმა არ გახსნას ვოლტი, მაგრამ კომპანიების უმეტესობას ექნება გახსნილი და მაქსიმუმ 1.20 mV-მდე გახდება შესაძლებელი გაზრდა. დიზაინი და გაგრილება ამდენი წლის განმავლობაში პირველად NVIDIA-მ ცოტათი მაინც შეცვალა თავისი ბარათის დიზაინი. მათ გადაწყვიტეს GTX690-ის სტილი გაეგრძელებინათ. სხვა რეფერენცებთან შედარებით ქულერი უფრო მძლავრი და ჩუმი გამოვიდა. სიგრძეში 10.5 ინჩი ანუ 27 სანტიმეტრი გამოვიდა, GTX680-თან შედარებით 0.5 ინჩით მეტია. რადიატორის ზევით მოთავსებულია გამჭვირვალე სტეკლო, ასე რომ შესაძლებელია ალუმინის ხროვაში ჩახედვა. გაგრილება აწყობილია ისე, რომ ბირთვი იღებს მაქსიმალურ სიგრილეს მინიმალურ ხმაურზე დაყრდნობით. პორტებში შედის: 2x Dual-link DVI, Full size HDMI და Full size Display პორტები.რატომღაც ზოგს გონია რომ Dual-link DVI პორტს შეუძლია 2 მონიტორის ჩვენება, მაგრამ რეალურად მასი შესაძლებლობაა 1920x1200 რეზოლუციაზე და ზევით ან 120Hz ჰერციან მონიროზე ჩვენება. დაფის ღირებულება GTX690-ის ფასს გაუტოლდება და 999 დოლარი იქნება. ასეთი ფასი NVIDIA-ს 8 სერიის მერე არ მოუთხოვია ერთ ბირთვიან ვიდეოზე, მაგრამ თუ მისი სიმძლავრე GTX690-ს გაუტოლდება მაშინ, ყოველთვის ჯობია ერთი მონსტრი, 2 ნორმალურს. გაგრილების მოწესრიგებაზე ბევრი იმუშვეს მწვანე ინჟინრებმა. რადიატორი შეიცავს კარგად დამუშავებული ალუმინის თხელ ფირფიტებს, ინიექცია კი დამზადებულია დამდნარი მაგნიუმისგან. ასეთი მასალების შერჩევა ახდენს ხმის იზოლირებას და მატებს დამატებით სიგრილეს. მაქსიმალური ენერგომოხმარება შეადგენს 250 ვატს.(50 ვატით ნაკლებია GTX690-ის ენერგომოხმარებაზე) როგორ ხდება ამ ენერგიის მიწოდება? ალბათ ეს კითხვა ბევრ ახალბედს უჩნდება. მოკლედ გეტყვით, კონექტორის თითო პინიდან ხდება 12.5 ვატის მიწოდება. ამ ბარათს კი გააჩნია 8 და 6 პინიანი კონექტორები, რაც სულ 14 პინს გვაძლევს. 14*12.5=175W. ესეიგი კონექტორებისგან მას მისდის მხოლოდ 175 ვატი. დანარჩენი 75 ვატი კი PCI სლოტიდან მიეწოდება დაფას. ამიტომაცაა, რომ სუსტ კარტებს სულაც არ სჭირდებათ დამატებითი კონექტორები. ეს ჩვენი გმირის უკანა პანელია, აქ ჩანს 2 SLI-ს კონექტორი რას ნიშნავს Quad-SLI-ს მხარდაჭერას.Quad-SLI არ არის რეკომენდებული, რადგან დრაივერებთან დაკავშირებით აქვს ხშირად პრობლემა და ტემპერატურაც კოლოსალურად მატულობს. მაგრამ ამისდა მიუხედავად ბენჩებში მაინც გვაწვდის საკმაო მატებას. საუკეთესო ვარიანტია 2 გზის SLI-ს დაყენება. დაახლოვებისას ჩანს ოპერატიული რომელიც დამზადებულია კომპანია Samsung-ის მიერ, ეს არის GDDR5 მეხსიერება. 6GB-ს მისაღწევად გამოყენებულია ასეთი 24 ცალი ოპერატიული. გაგრილება ახალი ქულერის წარმატების ერთერთი მიზეზი პლატის გაგრილების ახალი ტექნოლოგიაა. ეს ნაწილი მოიხსენიება როგორც Vapor Chamber. ის დამზადებულია სპილენძისგან და პირდაპირ ეხება ბირვთს, შეხებისას ის "ისრუტავს" მის სიმხურვალეს. Vapor Chamber-ის დახმარებით GK110 რჩება გრილ მდგომარეობაში, რაც აუმჯობესებს რაზგონის პოტენციალს. Vapor Chamber-ს აგრილებს ალუმინისგან დამზადებული რადიატორი რომელსაც ხვდება ქულერისგან გაშვებული ჰაერის ნაკადი. Titan-ს ასევე აქვს ალუმინის baseplate რაც უზრუნველყოფს PCB-ს და დაფის კონპონენტების სიგრილეს. 6 ფაზიანი კვების სისტემა გათვლილია ბირთვისთვის. ამისგარდა მას კიდევ აქვს 2 ფაზა რომლებიც მიაწოდებენ ენერგიას GDDR5-ის ჩიპებს. ასევე ბარათს გააჩნია LED ნათურები რომლებიც ინთება სისტემის ჩართვისას. ახალი რეკორდი Titan-ის დახმარებით დაიდო ახალი რეკორდი Vantage-ში, 69K. ტესტები და ბენჩმარკები სატესტო სისტემა Intel Core i7-3770К 4700 MSI Z77A-GD65 4x4GB Corsair DDR3 1600 Enermax REVOMAX 1250W ტემპერატურები დაუტვირთავზე დატვირთულზე ტესტები მაქვს რამდენიმე საიტიდან აღებული მაგრამ ყველა ტესტში დრაივერი ბოლო ხოლო სისტემა შესაბამისი იყო. Battlefield 3 DX11 Ultra mode 4xMSAA enabled 16x AF enabled HBAO enabled Level: Operation Swordbreaker Far Cry 3 Very High-quality DX11 mode 2x MSAA (Anti-aliasing) 16x AF (Anisotropic Filtering). DX11:Medal OF Honor Warfighter 4xMSAA DX11 enabled ultra mode DX10: 3DMark Vantage FutureMark 3DMark (2013 edition) 3DMark11 DX11: Metro 2033 - The Last Refuge DX11 enabled 4xMSAA Maxed out DX11: Crysis 2 - High Res Textures DirectX 11 High Resolution Texture Pack Ultra Quality settings 4x AA Level - Times Square (2 minute custom time demo) Max Payne 3 Hitman absolution შეჯამება NVIDIA-ს მართლა რაღაც მონსტრი გამოუვიდა,მისი შედეგები გასაოცარია, ასეთი უეცარი მატება სიმძლავრეში ძალიან იშვიათია. მაგრამ GTX690-ს მაინც ვერ ჯობნის და საშუალოდ 15 კადრი წამით რჩება უკან. შეიძლება ახალი დრაივერებით და რაზგონით ეს სხვაობა შემცირდეს, მაგრამ GTX690-ის დონემდე მაინც ვერ მივა. ამისდა მიუხედავად თუ სხვაობას 5 კადრ წამამდე ჩამოიყვანენ მაშინ სჯობს Titan-ის აღება. აღსანიშნავია, რომ Titan-მა რამდენიმე ტესტში GTX690-ს აჯობა.უხეშად რომ ვთქვათ GTX690 Titan-ზე 30 პროცენტით უფრო სწრაფია.GTX680-თან შედარებით წარმარდობა მიახლოებით 30%-ითაა გაზრდილი 2560x1600 რეზოლუციაზე და საშუალოდ 23%-ითაა გაზრდილი ყველა რეზოლუციაზე. ეს იქნებოდა იდეალური ბარათი მისი ფასი 700$ რომ ყოფილიყო. Techpowerup ამ დაფას 9.0 ქულას უწერს ამ დაფის + ები და - ები 1) დაბალი ენერგომოხმარება 2)ჩუმია თამაშისას 3)დიდი რაზგონის პოტენციალი 4)მისი არსებობა არ იგრძნობა დაუტვირთაობისას.( ხმაურის მხრივ ) 5)Boost 2.0 და მისი ახალი შესაძლებლობები 6) 6GB მეხსიერება 7)შესაძლებელია ვოლტიჯის კონტროლი 8)აქვს Cuda და PhysX 9) 4 პორტი. 10) ძალიან დახვეწილი და ლამაზი დიზაინი აქვს. 1)ძალიან ძვირია. 2)არ აქვს Backplate 3)ვოლტიჯი არის ძალიან დაბალ დონეზე გახსნილი 4)მხოლოდ 6%-ითაა შესაძლებელი Power limit-ის გაზრდა 5)Boost 2.0 ართულებს რაზგონს.
    8 points
  2. ესეც chloe Mobile ესაა დემო ვერსია ჯერ ახლო მომავალში მულტის იხილავთ არ მოგეწონაათ? :(
    4 points
  3. Четыре GeForce GTX Titan и мировой рекорд 3DMark11 Extreme На что способны парные и одиночные видеокарты GeForce GTX Titan под жидким азотом, мы недавно узнали из экспериментов знаменитого оверклокера по имени k|ngp|n. Между тем, в одной системе можно объединять до четырёх видеокарт этой модели - правда, охлаждать их жидким азотом при этом не так просто. К слову, предлагаемые для GeForce GTX Titan водоблоки решить проблему повышения эффективности охлаждения в данном случае позволяют. За кадром прошлых достижений осталась ещё одна попытка GeForce GTX Titan заявить о превосходстве над конкурентами. Ещё накануне анонса GeForce GTX Titan, если верить официальному видеоматериалу, этот же самый оверклокер установил в одну систему четыре видеокарты соответствующей модели, а затем разогнал их до 1136 МГц по ядру. Жидкого азота им по указанным выше причинам не досталось, но центральный процессор Core i7-3930K был разогнан до 5600 МГц именно при таком способе охлаждения. Результат в 3DMark11 Extreme составил X18554 балла - это больше, чем предыдущий рекорд, достигнутый при помощи четырёх разогнанных "на воздухе" Radeon HD 7970. Для тех, кто желает краем глаза взглянуть на процесс подготовки к покорению рекордов, публикуем исходный видеоролик: ესეც ვიდეო [media=]
    4 points
  4. ეგ სად იყავით? მთელი იბსუ მაგ სურათებს დებს
    3 points
  5. :lollol: აუ მაგრად ყვირის ზარზე დავაყენებ http://www.youtube.com/watch?v=3FkZWJlD1T0
    3 points
  6. თავზე გადაუვა. 150-200 ვატი რეზერვი დარჩება
    3 points
  7. ოდნავ მტვრიანი ჯართი
    3 points
  8. დღეს საექსპერიმენტოდ მქონდა შემდეგი ვიდეო ბარათი: http://www.asus.com/...60_TIDC2OG2GD5/ მიზანი იყო რაც შეიძლება მაქსიმალური ტაქტის ვალიდაცია და სტაბილური ტაქტის გამოვლენა სატესტო სისტემა: 3930K P9X79 პრო 4X4 GB სამსუნგის დდრ3 1 კილოვატიანი კვება ვინდოუს 7 64 ბიტი ვიდეობარათის გაგრილებას დავუმატე რამდენიმე ფანი და ეს ყველაფერი ბენჩ მაგიდაზე იდო აივანზე ჰაერის ტემპერატურა გერმანიაში ამ წუთას -5.5 გრადუსია ვიდეობარათის GPU-ს ვალიდაციის მომენტში ჰქონდა 1.2VGPU ტდპ ლიმიტერი არ მომიხსნია. მიღწეულ იქნა სტაბილური შედეგები: 1.მაქსიმალური ტაქტი GPU ზე 1507 მეგაჰერცი 2. მაქსიმალური სტაბილური ტაქტი GPU ზე 1380 მეგაჰერცი ვალიდაცია შედეგი საბოლოო არაა.მაქსიმალური ტაქტის ლიმიტი ამ წუთას მხოლოდ სოფტშია.თუ მოვახერხე როგორმე ოვერრაიდი პროგრამულ დონეზე ალბათ უფრო შორს წავა
    2 points
  9. გამარჯობათ მე მინდა შემოგთავაზოთ ასეთი რამ აქ თქვენ დაწეროთ თქვენი საყვარელი ნაწარმოებები ლაპარაკი არის წიგნებზე პოემებზე და ასე შემდეგ. ჩემი საყვარელი ნაწარმოებებია წიგნი:უქარქაშო ხმლები 1,2,3,4(ლევან გოთუა) პოემა:გამზრდელი(აკაკი წერეთელი) P.S: გამზრდელიდან ჩმეი საყვარელი ეპიზოდი არის ეს სტროფი: მაგრამ უსუბ ეუბნება: შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?! სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზდიხარ!
    2 points
  10. აუუუ გავასხიი :lollol: http://www.youtube.com/watch?v=BG569wZI1Z4 http://www.youtube.com/watch?v=Rl0Vbc_xvhM :rofl:
    2 points
  11. პირველი შეფასება 90/100 Gamesmaster http://www.vg247.com/2013/02/23/tomb-raider-handed-a-90100-by-gamesmaster/
    2 points
  12. ჰაჰ, შემაჯამებელი რა აკრგი იქნება
    2 points
  13. http://www.youtube.com/watch?v=Zj3mKYASycg
    2 points
  14. გამსახურდია მიყვარს ყველაზე მეტად. ყველაფერი მაქვს წაკითხული. 90% შედევრები აქვს. პოეტებიდან ვაჟა(ავატარზე მეტყობა ) უცხოურ ლიტერატურას რაც შეეხება მეზარება ჩამოთვლა. ახლა ჯორჯ მარტინის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა"-ს(A Song of Ice and Fire) ვკითხულობ რუსულად(სერიალი game of thrones რის მიხედვითაცაა გადაღებული). თუ გინდათ აგიტვირთავთ პდფ-ს. კაი წიგნები თუ გინდათ შემიძლია გირჩიოთ :)
    2 points
  15. :givi: არა ბიჯო ჯეკის ჰო ავეჯით ევასება ჩხუბი :D
    2 points
  16. http://www.youtube.com/watch?v=Q3L4spg8vyo
    2 points
  17. intel i7 8 ბირთვიანია და 16 ნაკადი აქვს @ 2.3 არი და 2.5 აქვს ტურბოთი - 600 ლარი ეს ყველაზე მთავარი და მამა პროცი პროცებს შორის Intel Xeon E5 2670 ესეც Engineering Sample არის მაგრამ ყველაზე დასრულებული დანარჩენებთან შედარებით... - 900 ლარი amazon-ის ფასი: Intel Xeon E5 2670 Gigabyte X79 UD5 (არ მოყვება აქსესუარები)- 400 ლარი EVGA GeForce GTX 560 Ti Superclocked - 250 ლარი Ultra X3 1000w ULT-HE1000x - 230 ლარი Cooler Master CM 690 II - 150 ლარი G.Skill Ripjaws 4x4gb 1600 - 150 ლარი Patriot Sector 5 4x4gb 1600 - 150 ლარი Corsair H100 - 100$ კარგ მდგომარეობაში. ყუთით და ამბებით. Corsair H80 - 80$ კარგ მდგომარეობაში. მუშაობს მშვენიალურად. Antec Veris Basic (Multimedia Station) - 40 ლარი კომპიუტერში აყენებ და დისტანციონით აკონტროლებ. იცვლება ძლიერი ნაწილები სუსტებში 598 400 364 ლაშა ვის რა გაინტერესებთ მომწერეთ. გაცვლაც მოსულა
    1 point
  18. :yes: სხვაზეც თუ ეგრე შვება ეგაა მაშინ. ამ კაცს დაუკავშირდი სანდოა თუ შეკეთება გინდა http://www.overclockers.ge/index.php?/user/5156-avenger/ თემას მივახურავ
    1 point
  19. ეს კომპლექტი გადაურბენ-გადმოურბენს ყველა ჰიდრო-მიდროს http://www.sidewindercomputers.com/ra750rswakit.html თუ გამოცდილება არ გაქვს და ვერავის მოიხმარებ აწყობაში, მაშინ ამ ქულერს დაელოდე: http://www.swiftech.com/H220.aspx ამ თვის ბოლოს გამოდის და ესეც გადაურბენს ჰიდრო-მიდროებს. სერიოზული პომპა აქვს და რადიატორიც სპილენძისაა. მაგ ვიდეოსთვის არის ქულერი, მაგრამ ძვირი ღირს: http://www.frozencpu.com/products/17369/ex-blc-1343/EK_MSI_GeForce_680_GTX_Lightning_VGA_Liquid_Cooling_Block_-_Acetal_Nickel_CSQ_EK-FC680_GTX_Lightning_-_AcetalNickel.html?tl=g30c311s1631
    1 point
  20. უკან ქროქოდაილი ძევს? :D
    1 point
  21. რაღაც მეეჭვება 50 ლარიან კავკასუსზე რომ ბევრათ უკეთესი პინგი იყოს რაღაც თუმცა შეიძლება არის კიდეც, მაგას აღარ დავეძებ ოღონდაც შემოვიდნენ, ეგ არ უშლის ხელს დიდათ ტორენტიდან გადმოწერებში
    1 point
  22. ხო და მაგას IPS მარია რომ დაუამტო სახის მხეველ მაწიბალ წუნინგ დედის მსერავ მონიკი იქენბა :D
    1 point
  23. მეეჭვება მიხვდეთ მაგრამ მაინც დავდებ, ჰოლივუდის ფილმები მაინც არ მაქ კომპში
    1 point
  24. სასტავ ბარგი ჩაალაგეთ ავსტრიაში მივდივართ http://www.newposts.ge/skhvadaskhva/7911-2013-02-23-15-52-45.html
    1 point
  25. აუ როგორ არეკლამებენ მასტები ნახე რამდენი ღლე იყიდის ან ხბო ქალა © GTA :D
    1 point
  26. ხო რავიცი თემა გახსნილი მაქვს და ქსეონი არაო მაგან გადამაფიქრებინა არა გიო 200 ლარში გაგატან როგორც ვიცი ბიოსის გადაფლეშვის გარეშე მიდის მაგ მაზერზე :)
    1 point
  27. დღესდღეობით უფრო ფეღბურთს აწვებიან მსოფლიოში კალათბურთი უფრო მეორე-მესამე პლანზეა თუმცა ზოგ ქვეყნებში მართლა საკმაოთ პოპულარულია, მე კი მომწონს მაგრამ მარტო ფეღბურთის და ტენისის შემდეგ უკვე, ნბა რაც შეეხება რეგულარული სეზონის თამაშებს რედკათ ვუყურებ ხოლმე, აი ფლეიოფი როცა იწყება ხშირათ ვუყურებ ხოლმე უკვე HD-ში
    1 point
  28. არ უნდა თიშავდეს მართლა, მეც როუტერით მაქვს გაყოფილი და მშვენივრათ უბერავს მართლა, მგონი უფრო კარგათაც ვიდრე პირდაპირ როცა ვაერთებ ხოლმე
    1 point
  29. პირველ რიგში მადლობა რომ არ დაიზარე და დაწერე რაც შეეხება ვიდეო ბარათს ... ძალიან მაგარი პროდუქტია , თუმცა ამის გამოშვება ჩემი აზრით მიანიშნებს იმაზე ,რომ მე-7 სერია ცოტას დააგვიანებს
    1 point
  30. მაგაში რო მოინდომო სანაყინეს გახსნი ისე მაგ გაგრილების პატრონს ძალიან ციცაბო კლდიდან შეძლებ რაზგონის აღებას :D
    1 point
  31. ერთი 1000_მა კაცმა მაინც უნდა გავათიშინოთ ინტერნეტი სიჯისის ნაგავი სიჩქარეების გამო და იქნებ ქნან რამე. კლიენტურის ასე ფეხებზე დაკიდება საქართველოსთვისაც უცხოა...
    1 point
  32. მაგ დედა დაფის შესახებ პირველად გავიგე :wow:
    1 point
  33. როუტერი თუ გაგათიშინეს ინტერნეტი რანაირად გაქვს. ან როგორ უნდა გაიგო ხვალ გაჭედავს თუ არა. ეხლა შევამოწმე ეგ ფუნქცია რაც გითხარი წეღან და lease time ჩემ კომპზე - infinity აწერია. მოკლედ თუ ვერ გიშველეს იმათ, შემეხმიანე, დავაბაინდოთ მაკები აიპი მისამართებზე და ვნახოთ რა გამოვა...
    1 point
  34. თუ მართლა მაგის ბრალია, DHCP Binding ნახე და კონკრეტულ MAC_ებზე დააბაინდე აიპი მისამართები - Lease Time_გან დამოუკიდებლები იქნებიან და აღარც უნდა გაითიშოს. იგივე ინტერნეტი მაქვს მეც და არ შემიმჩნევია ეგეთი რამე, თუმცა სახლში მარტო საღამოობით ვარ კვირის გარდა ყველა დღე.
    1 point
  35. ახლავე დაალაიქე თორე ვორნს დაგადებ :D
    1 point
  36. "მარტოდ დარჩენილ უიმედოდ მოხეტიალეს, ბოლოს გაუჩნდა იმედის ნაპერწკალი"... ზუსტად ასე ერქვა ამ ჩეიფთერს რაა...
    1 point
  37. რადგან ეს თემა ვიდეოებს ეხება, შესაბამისად კარგი იქნება თემის განვითარება. საწყისად ვიდეოების სამონტაჟო პროგრამების რამოდენიმე წიგნს დავდებ. მე პირადად, ვიდიოს დასამონტაჟებლად ვიყენებ ძირიტადად 2 პროგრამას. Sony Vegas Pro და Adobe After Effects. თუმცა არის კიდევ ერთი კარგი მონტაჟის პროგრამა, რომელსაც მე არ ვიყენებ. ესაა - Adobe Premiere Pro. რათქმაუნდა არსებობს უამრავი სხვა ვიდოს სამონტჟო პროგრამები, მაგრამ ძირითადად ვიდეო თამაშებისთვის ამ 3-ს იყენებენ. თამაშებიდან ვიდეოს და სქრინების გადასაღებად ადამიანების უმრავლესობა პროგრამა Fraps-ს იყენებს. თუმცა მე ამ პროგრამას ვიდეობის გადასაღებათ ძალიან იშვიათად ვიყენებ და ამ საქმისთვის Bandicam ჩემთვის შეუცვლელია, რადგან Fraps-ისგან განსხვავებით ძალიან მცირე ზომის ვიდეობს იღებს და ხარისხსაც არ უკარგავს. ასევე გამოვარჩევდი კიდევ ორ პროგრამას, მაგრამ მათი გატეხილი ვერსიები არ გხვდება და მსურველებს მასში ფულის გადახდა მოუწევთ. ესენია : D3DGear და PlayClaw. საერთო ჯამში მივიღეთ 4 ვიდეო ჩამწერი პროგრამა. არჩევანს რაც შეეხება თქვენთვის მომინდია ვიდეოს ზომაში შემცირებისთვის ვიყენებ პროგრამა Format Factory-ს. Sony Vegas Pro 10-ის და 11-ის 15 ცალი გაკვეთილები (რუსულ ენაზე) - http://www.mediafire...89dx0m7j1zjcrjs Sony Vegas Pro 11-ის გაცნობა და ბევრი საინტერესო რამ (ინგლისურ ენაზე) - http://www.mediafire...7x81zre72lfmqve Adobe After Effects CS4-ის რუსულ ენოვანი წიგნი - http://www.4shared.c...CS4Видеокн.html
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.