Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 06/16/12 in all areas

  1. ვილჰელმ კონრად რენდგენი( Wilhelm Conrad Röntgen)-პიროვნება რომელმაც შექმნა რენტგენის აპარატი,დაიბადა 1845 წლის 27 მარტს.იგი იყო გერმანელი ფიზიკოსი,რომელიც ბიურცბურგის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.1875 წლიდან პროფესორი გოგენგეიმში,1876 წლიდან ფიზიკის პროფესორი სტრასბურგში,1879 წლიდან -გისენში,1885 წელს -ბიურცბუგში,1899წლიდან-მიუნხენში. როგორ აღმოაჩინა მან ეს სხივი: ბიურცბურგის უნივერსიტეტში მოღვაწეობისას,შრომისმოყვარე კონრად რენტგენი გვიანობამდე ატარებდა დროს ლაბორატორიაში,მთვარი აღმოჩენას მის ცხოვრებაში (X-გამოსხივება)მიაღწია,როცა იგი 50 წლის გახლდათ,ეს მოხდა 1895 წლის 8 ნოემბერს,როცა ყველა ასისტენტები წავიდნენ სახლში,მან ისევ მიაწოდა დენი კათოდის მილს,რომელიც ყველა მხრიდან დაფარული იყო სქელი,შავი ქაღალდით.მის გვერდით იდგა პლატინაციანიდისშემცველი ბარიუმი,როდესაც მან აამუშავა კათოდური მილი,ამ ნივთიერებამ ნათება დაიწყო ლურჯ ფრად.მან გამორთო დენი-კრისტალთა ნათება შეწყდა(ამ ნივთიერებაზე სპეციალურად რაიმე ზემოქმედება არ ხდებოდა,უბრალოდ რეგირება მოახდინა ამ გამოსხივებაზე),როდესაც ისევ განაახლა მილზე დენის მიწოდება, ისევ განახლდა ამ ნივთიერების ნათება. შემდგომი გამოკვლევებით ,მეცნიერი მივიდა იმ აზრამდე,რომ ამ მილიდან ამოუცნობი სხივთა ნაკადი მოემართება,რომელსაც მან იქს გამოსხივება უწოდა.ექსპერიმენტებმა დაადგინა,რომ იქს-სხივები ჩნდება კათოდის სხივის შეჯახებით კათოდური მილის შიგნით,წინააღმდეგობაზე.მეცნიერმა დაამზადა მილი სპეციალური კონსტრუქციის,ანტიკათოდი იყო ბრტყელი,რომ იქს გამოსხივების ინტენსიურობა უზრუნველყო.ამ მილის დახმარებით მან აღწერა ამ სხივების ძირითდი თვისებები,რომელმაც მიიღო სახელწოდება-რენტგენის სხივები.როგორც აღმოჩნდა,იქს სხივს აქვს თვისება,გაიაროს გაუმჭვირვალე მატერიათა უმეტესობა.იგი არ აირეკლება და არ ხდება მისი გარდატეხა.რენტგენის სხივები ახდენენ გარშემომყოფი ჰაერის იონიზირებას. გერმანელი ფიზიკოსის ამ აღმოჩენამ დიდი როლი ითამაშა მეცნიერების განვითარებაში. რენტგენთან არაერთხელ მივიდნენ სხვადასხვა მწარმოებლები მისი გამოგონების გამოსაყენებლად,მაგრამ ვილგელმ კონრად რენტგენი მის აღმოჩენას შემოსავლისუუნაროდ თვლიდა. 1919 წლისათვის რენტგენის მილებმა მიიღეს ფართო გავრცელება . კონრად რენტგენს არ ჰყავდა შვილები,მისი ცოლი 1919 წელს გარდაიცვალა,მაგ დროისათვის მეცნიერი 74 წლის გახლდათ. პირველად ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს რენტგენს 1901 წელს. ბავარიის პრინცმა რეგენტმა მისი მიღწევების გამო მაღალი წოდების ორდენით დააჯილდოვა. კონრად რენტგენის მიერ გადაღბული რენტგენის სურათი(ალბერტ ფონ კიოლიკერის ხელი) რენტგენი გარდაიცვალა 1923 წლის 10 თებერვალს
    4 points
  2. სხვათაშორის,ვილჰელ კონრად რენტგენს მიწერა წერილი პიროვნებამ,სადაც თხოვდა რომ ეს საოცარი სხივები გაეგზავნა მას მისთვის გულ-მკერდის მიდამოს გასაშუქებლად ,რის შემდეგაც მან ასე მიწერა: გაცილებით იოლი იქნება,თუ თქვენს გულ-მკერდს გამომიგზავნით :D
    2 points
  3. კაი რაღაცა მოვიფიქრე წეღან :D
    2 points
  4. [media=] ესეც რეზერვუარი,ვიდეოს ხარისხისთვის ბოდიშს ვიხდი,კარგი კამერა არ მაქვს :)
    2 points
  5. მაგრა მეზარება ხოლმე პანორამების გაკეთება. მითუმეტეს გაკეთებამდე სათითაო სურათების რაუ-ში გასწორება :D
    2 points
  6. http://www.youtube.com/watch?v=FktdRCE2X14&feature პირველი კომენტი :D
    2 points
  7. კაცხის სვეტია ეგ, ჭიათურაში. პს: პარლამენტის შენობაში არ შეიძლებაო გადაღება მაგრამ
    2 points
  8. 2 points
  9. კომპანია EIZO-მ განაცხადა ორ ახალ მონიტორ - FlexScan EV2335W და EV2315W-ის გამოსვლის შესახებ, რომლებიც აღჭურვილნი არიან 23-დუიმიანი ეკრანებით, თუმცა პირველი მათგანი მიიღებს IPS-ს, მეორე კი - TN ტიპის მატრიცას. ორივე მათგანის კომპლექტაციაში შესულია შუქდიოდური განათება და ტრანსფორმირებადი სადგამები, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელია ეკრანის სიმაღლისა და დახრის კუთხის რეგულირება, 344O-ზე ბრუნვა ვერტიკალური სიბრტყის მიმართ, ასევე ალბომური რეჟიმიდან პორტრეტულზე გადაყვანა და პირიქით (pivot ფუნქცია). მახასიათებლები კი შემდეგნარია: გაფართოება - 1920 х 1080 პიქსელზე, სტატიკური კონტრასტულობა - 1000:1, სიკაშკაშე - 250 კდ/მ2. თითოეულს აგრეთვე გააჩნია ყურსასმენებისა და ინტეგრირებული დინამიკების ჩართვისთვის განკუთვნილი პორტი, საფირმო ტექნოლოგიების Auto EcoView და EcoView Optimizer-ის მხარდაჭერა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს ეკრანების სიკაშკაშის მართვას - გამოტანილი გამოსახულებისა და ადგილის განათების დონის შესაბამისად. FlexScan EV2335W და EV2315W-ს შორის განსხვავება ხედვის კუთხეებსა (პირველ მათგანისთვის - 178O ორივე სიბრტყეში, მეორისთვის კი - 170O ჰორიზონტალურად და 160 ვერტიკალურად) და პანელების რეაგირების დროებშია (6 მ/წმ - Grey-to-Grey რეჟიმში და 5 მ/წმ - Black-to-White-სთვის შესაბამისად). გარდა ამისა, EV2315W მხოლოდ D-Sub და DVI ვიდეოგასასვლელები გააჩნია, ხოლო EV2335W-ს კი, მათთან ერთად, ასევე DisplayPort-იც. ორივე პროდუქტზე მოქმედებს მწარმოებლის ხუთწლიანი გარანტია, ფასები კი, ჯერჯერობით უცნობია. IXBT
    1 point
  10. 3770 მიმოხილვა Overclockers.ge და Gitec-ისაგან ამ რევიუში გარდა იმისა, რომ წარმოდგენილია ინტელის უახლესი პროცესორი ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა ინტელსა და კომპიუტერულ მაღაზია Gitec-ს შორის. ორი კვირით ადრე პროცესორის გამოსვლამდე ჩვენ ხელთ გვქონდა ინტელის პროცესორების ბოლო თაობის საინჟინრო ნიმუში. როგორც ხედავთ პროცესორზე არის წარწერა Intel Confidential. ბოლოს კი მინდა ავღნიშნო, რომ მისასალმებელია ამ სახის თანამშრომლობა Intel-თან რომელიც უპრეცედენტო იყო ამ დრომდე და რომელიც რაღათქმაუნდა აუცილებლად გაგრძელდება! რამოდენიმე დღის წინ მაღაზია Gitec-მა მოგვაწოდა 3770 საინჟინრო ნიმუში და Overclockers.ge გუნდს მიეცა საშუალება ტესტები ჩაგვეტარებინა რათა გვენახა თუ რა შეუძლია ამ პროცესორს ბენჩმარკებში და რა შეუძლია მის ინტეგრირებულ ვიდეო დაფას თამაშებში. თავად პროცესორი ამ სურათზე ყველაფერი ცხადია 4 ბირთვი, 8 ნაკადი, სამუშაო სიხშირე 3.4GHz და ტურბო სიხშირე 3.9GHz, 22nm პროცესორი ამ სიხშირეზე მუშაობს 1.12 ვოლტით და TDP შეადგენს 77W-ს ასევე მაღაზია Gitec-მა სატესტოდ მოგვაწოდა შესაბამისი დედა დაფა P8Z77V-pro ესეც სატესტო სისტემა როგორც ვიცით ivy bridge 22 ნანომეტრული ტექნოლოგიით არის დამზადებული და 160 კვადრატულ მილიმეტრში ინტელმა ჩატია 1.4 მილიარდი ტრანზისტორი მაშინ როცა 32 ნანომეტრული sandy bridge პროცესორის კრისტალის ზომა 216 კვადრატული მილიმეტრია და ხოლოდ 995 მილიონი ტრანზისტორი საერთო ჯამში ივი დიდად არ განსხვავდება თავისი წინამორბედისგან. გვაქვს ისევ ოთხი ბირთვი, 8 ნაკადი, 8 MB L3 დონის ქეში, მაქსიმალური ტურბოს სიხშირე უფროს ვერსია პროცესორში 3.9 GHz შეადგენს, მაგრამ საკმაოდ მოიკლო TDP-მ და იგი შეადგეს 77W მაშინ როცა სენდიზე იგი 95 ვატის ტოლი იყო. ასევე ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი ამჯერად გვაქვს HD 4000 16 ბირთვით HD 3000 12 ბირთვის წინააღმდეგ, თუმცა დაიკლო სამუშაო სიხშირეებმა და თუ HD 3000-ზე ის შეადგენდა 850MHz და ტურბო სიხშირე 1.35GHz, ივის შემთხვევაში სიხშირეები შეადგენს 650MHz და 1.15GHz შესაბამისად. ეხლა კი ვნახოთ ტესტირების შედეგები: Cinebench CPU ტესტი მრავალ ნაკადიანი როგორც ვხედავთ მრავალ ნაკადიან ტესტში 3770 მაღალი ტაქტური სიხშირის და 8 ნაკადის წყალობით აჩვენებს 12 ნაკადიანი ოპტერონის შედეგს და 45%-ით ჯობნის წინა თაობის i7 პროცესორებს Cinebench CPU single core ტესტი ერთ ნაკადიან ტესტში კი 3770 ჯობნის წინა თაობის ინტელის პროცესორებს 38%-ით Cinebench OpenGL ტესტი OpenGL ტესტში ინტეგრირებული HD4000 ვიდეო აჩვენებს HD 4870-ზე 26%-ით ნაკლებ შედეგს თუმცა ეს ტესტი ვიდეოს შეფასებისთვის ნაკლებად გამოდგება და სავარაუდოდ რეალურ თამაშებში წარმადობა უფრო ნაკლები იქნება. Aida64 Cache & Memory ოპერები 1066mhz სიხშირეზე და 7-10-7-28 ტაიმინგებით ორარხიან რეჟიმში, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგებია როცა პროცესორი ქარხნულ სიხშირეზე დგას. SuperPi 1MB ყოველგვარი აჩქარების გარეშე 9.407 წამი, ანალოგიურ შედეგს აჩვენებდა პირველი თაობის i7 პროცესორები 4.5ghz სიხშირეზე Wprime 32M ტესტი 6.301 წამი ვერ ვიტყვი რომ შედეგი სასწაულია თუმცა პირველი თაობის i7 პროცესორები იგივე შედეგს დებდნენ 4.1 ghz სიხშირეზე 3Dmark 06 CPU ქულა 7536 საკმაოდ მაღალია, ანალოგიურ შედეგეს იღებდა i7 920 4.4GHz აჩქარებაზე, რაც შეეხება SM2.0 და SM3.0 ქულებით ვიდეო დაფა ახლოს დგას 8600-ის შედეგებთან 3Dmark Vantage Performance Vantage-ში პროცესორის ქულა საკმაოდ შთამბეჭდავია აჩქარების გარეშე შედეგი უკეთესია ვიდრე i7 920 4.4GHz სიხშირეზე, ხოლო HD 4000 ვიდეო დაფის შედეგი 8600-ის შედეგზე უკეთესია თუმცა 9600-ზე უარესი 3Dmark 11 Performance საერთო ქულა საკმაოდ დაბალია, ცხადია ინტელის ინტეგრირებული ვიდეო დაფები საკმაოდ სუსტია მით უმეტეს DX11 ბენჩებში, თუმცა პროცესორის ქულა აქაც ოდნავ ჩამოუვარდება აჩქარებულ i7 920-ის შედეგს მაშინ როცა 3770 თავის სტოკ სიხშირეზეა ეხლა ვნახოთ რა წარმადობა შეიძლება გვქონდეს თამაშებში HD 4000 ვიდეო დაფით Anti Aliasing ყველა თამაშში გამორთული იყო Crysis Warhead Resolution: 1920 x 1080 საშუალო FPS 18.35-ია რაც ძალზედ დაბალია ნორმალურად თამაშისთვის ხოლო მინიმალური FPS 0-ს უდრის Crysis 2 Resolution: 1920 x 1080 Crysis 2-ში ფაქტიურად წარმოუდგენელია ნორმალური თამაში ინტელის ვიდეოთი Batman arkham asilum Resolution: 1920 x 1080 საშუალო FPS-ის გათვალისწინებით თამაში შეიძლება ნორმალური გარჩევადობით თუმცა ჩავარდნები გვექნება Batman Arkham City Resolution: 1920 x 1080 რაც შეეხება Arkham City-ს აქ საშუალო FPS 25 გვაქვს ხოლო მინიმალური მხოლოდ 5 და ნორმალური თამაშის იმედი ინტელის ინტეგრირებული ვიდეო დაფით არ უნდა გვქონდეს COD MW2 Resolution: 1920 x 1080 Call of duty თუ გამოვრთავთ Anti Aliasing-ს ასე თუ ისე მისაღები FPS შეიძლება გვქონდეს ამ თამაშში DeadSpace 2 Resolution: 1920 x 1080 საშუალო FPS მისაღებია შეიძლება ითქვას Lost Planet 2 DX9 Resolution: 1920 x 1080 საშუალო FPS 13.2 ძალზედ დაბალია თან DX9 ბენჩმარკში Lost Planet 2 DX11 Resolution: 1920 x 1080 საშუალო FPS 7.5 ამ ვიდეო დაფით ამ თამაშის ჩართვაც არ ღირს DX11-ზე Metro 2033 DX9 Resolution: 1920 x 1080 უკვე DX9-ში FPS იმდენად დაბალია რომ შემდეგი ტესტების ნახვა არც არის საჭირო Metro 2033 DX10 Resolution: 1920 x 1080 საშუალო FPS სხვაობა არ გვაქვს მაგრამ მაქსიმალური მეტიც კი არის, თუმცა საერთო ჯამში ამ თამაშისთვის HD 4000 არ გამოგვადგება Metro 2033 DX11 Resolution: 1920 x 1080 როგორც ვუყურებ ეს თამაში DX ვერსიაზე არ არის დამოკიდებული და ნებისმიერ შემთხვევაში HD 4000 არ გამოდგება კომფორტული თამაშისთვის Resident Evil 5 DX9 Resolution: 1920 x 1080 საშუალო FPS 13.1 კარგს ვერაფერს გვპირდება Resident Evil 5 DX11 Resolution: 1920 x 1080 საშუალო FPS 12.7 საერთო ჯამში შეიძლება ითქვას რომ უმეტეს თანამედროვე თამაშებში HD 4000 ვერ გამოდგება ყოველ შემთხვევაში 1920 x 1080ან მეტ გარჩევადობაზე კარგი FPS იმედი ვერ გვექნება. რაც შეეხება აჩქარებას, ეს პროცესორი ჩაკეტილი მამრავლით იყო რის გამოც მისი აჩქარება მხოლოდ BCLK მომატებით მოხერხდა და შეადგინა 108Mhz, ხოლო პროცესორის სიხშირე 4.2 GHz გამოვიდა ხოლო მაქსიმალური ძაბვა 1.25 ვოლტი საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას რომ 3770 5-20%-ით ჯობნის სხავდასხვა ბენჩებში Sandy bridge ანალოგიურ პროცესორებს ხოლო HD 4000 წარმადობა ახლოს დგას 8600 GT დონის ვიდეო დაფებთან, ან უფრო ნაკლები, რაც ნორმალურად თამაშის საშუალებას არ მოგვცემს, საბოლოოდ ინტელს გამოუვიდა კვლავ ძალიან კარგი წარმადობის CPU და კვლავ ძალიან ცუდი წარმადობის GPU. საიტი Overclockers.ge კიდევ ერთხელ მადლობას უხდის მაღაზიას Gitec მოწოდებული 3770 საინჟინრო ნიმუშისთვის და დედა დაფისთვის. სტატიის ბენჩირების ნაწილი Inferno-ს დამსახურებაა რაზეც მასაც ვუხდით დიდ მადლობას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ინტელმა ოფიციალურად მოგვაწოდა საინჟინრო ნიმუშის პროცესორი გასატესტად. იმედია პირველი და ბოლო არ იქნება ასეთი თანამშრომლობა.
    1 point
  11. berznuli mitologia magari sainteresoa, eseni ver igeben filmebs wesivrad
    1 point
  12. არა, 50-ში გასასვლელად ნახევარი საათი მაინც დამჭირდება, ეს კი 3-4 წუთის შედეგია: 1:51.582
    1 point
  13. ყოჩაღ, მშვენიერია შემდეგი სურათი ისეთი დადე სადაც მანქანა ჩანს ჩემი ახალი შედეგი
    1 point
  14. es abs-it da stability control-it.
    1 point
  15. 1 point
  16. გაცვლა არ გიღირს მეგობარო იმიტო რო არც შენ მოგცემს დიდ შედეგს რო გადაცვალო რაც გიწერია იმაში და ვერც თანხას დაამატებ იმდენს რო ვინმემ გადაგიცვალოს... ჯობს დაიტოვე ეგ ბებერი ლომი 4.0 ზე დააგდე და კიდევ კაი ხანი გაუქანებლად იმუშავებს თან როგორ... კაი პროციკია იმენნა ბებერი ლომია :)
    1 point
  17. http://www.amazon.co...d/dp/B004LDD1GM http://www.amazon.co...psu connector y - ამას ხომ არ ეძებ შემთხვევით :spiteful:
    1 point
  18. არა არ არის ბევრი ნორმალურია 70 დატვირთულზე
    1 point
  19. PCIe არის არა მხოლოდ სლოტი ეს არის სალტე, რომელიც ატარებს ინფორმაციას პროცესორისკენ, უფრო სწორად ჯერ ჩიპსეტისკენ და შემდეგ ჩიპსეტი ანაწილებს ინფორმაციას პროცესორისკენ, ანუ ეს არის გზა რომელიც მიდის სლოტიდან ჩიპსეტამდე, ამ "გზას" შეუძლია გაატაროს რაიმე მოცულობის ინფორმაცია წამში მაგალითად PCIe-ის პირველი სპეციფიკაცია ატარებდა 250MB-ს წამში შემდეგ მერე სპეციფიკაციაში ეს უკვე გაორმაგდა და ატარებს 500მბ-ს წამში მესამეში კიდევ გაორმაგდა და ა.შ. ნელნელა იხვეწება. ამ სალტის სიხშირე კი არის 100მჰზ და არის სინქრონული სიხშირე ზოგიერთ შემთხვევებში ანუ როდესაც ვზრდით პროცესორის ბაზისურ სიხშირეს(კონკრეტულად FSB ანუ სისტემური სალტის სიხშირეს) ეს 100მჰზ-იც შესაბამისად იმატებს. რაც შეეხება დასახელებას PCIe x16, x8, x1 და ა.შ. ნიშნავს იმას რომ ეს მთლიანი "გზა" შედგება 16, 8 ან 1 ან სხვა რაოდენობის PCIe სალტეებისგან, ანუ გამოდის რომ პირველი სპეციფიკაციის შემთხვევაში როდესაც გვაქვს 16x გამოდის რომ სლოტის მთლიანი გამტარობა არის დაახლოებით 4 გიგაბაიტი წამში ანუ 16x 250MB წამში, ანუ როგორც ხვდებით რაც მეტია ინფორმაციული სალტის რაოდენობა ერთიანობაში სლოტი უფრო სწრაფია და უფრო მეტი ინფორმაციის გატარება შეუძლია ჩიპსეტისკენ. სლოტს რაც შეეხება მთავარია სლოტის ზომა ემთხვეოდეს ვიდეო დაფის ზომას და ის იმუშავებს, მაგრამ ხდება ხოლმე რომ გვაქვს ვიდეო ბარათი რომელიც საკმაოდ ახალია და აქვს PCIe 2.0 სპეციფიკაციის მხარდაჭერა ანუ შუძლია გაატაროს 16x500MB წამში, მაგრამ შეიძლება გვქონდეს მაზერი რომელსაც აქვს 1.0 ან 1.1 სპეციფიკაციის მაზერი რა ხდება ამ შემთხვევაში? რა ხდება და ვიდეო დაფა მუშაობს იმ სიჩქარეზე რამდენიც საშუალებასაც მაზერი აძლევს, ანუ ვიდეო დაფა სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. ასევე საინტერეესოა ის ფაქტი როდესაც გვაქვს ვიდეო დაფა რომელიც არის PCIe x1 ან X4 სლოტის ზომის(საქართველოში ასეთს ვერ იშოვით), რაც არ უნდაგასაკვირი იყოს ის ჩაჯდება x16 ზომის სლოტში( ფიზიკურად უფრო დიდია ეს სლოტი) და იმუშავებს კიდევაც, ოღონდ რათქმაუნდა იმ სიჩქარით რამდენის შესაძლებლობაც ექნება ვიდეო დაფას, ანუ X16 შეიძლება აღნიშნავდებს სლოტის ზომასაც და ინფორმაციული სალტეების რაოდენობასაც, მაგალითად შეიძლება შეხვდეთ ასეთ წარწერას მაზერის სპეციფიკაციებში PCIe x16 Slot(Only 4x mode) ანუ ეს ნიშნავს იმას რომ მაზერზე აყენია ჩვეულებრივი X16 ზომის სლოტი მაგრამ მიბმული აქვს მხოლოდ 4 ინფორმაციული სალტე(გზა) ამიტომ ვიდეო დაფა კი ჩაჯდება უპრობლემოდ მაგრამ იმუშავებს მხოლოდ 4 x 250MB წამში(ან უფრო მეტი გააჩნია სპეციფიკაციას), სულ რომ 2.0 ვიდეოკარტა ჩავარჭოთ ის მაინც იმ სიჩქარეზე დადგება რამდენზეც მაზერს შეუძლია ამ შემთვევაში 4x. PCIe-ის სპეციფიკაცია, სლოტების რაოდენობა, სიხშირის სინქრონულ/ასინქრონულობა კი დამოკიდებულია ჩიპსეტზე, სწორედ ჩიპსეტშია ამ სალტის კონტროლერი, მაგალითად მე როგორც მახსოვს ინტელის P35 ჩიპსეტიდან იწყება PCIe-ის მეორე სპეციფიკაციის გამოშვება(შეიძლება არასწორად მახსოვს). მაზერის მწარმოებელი კი აყენებს ჩვეულებრივ ჩიპსეტს მაზერზე და მერე დააყენებენ შესაბამის სლოტს მერე მიაბავს ჩიპსეტზე ამ სლოტს და ვსო ვიდეოს სისტემა მზადაა. თუ მწარმოებელმა მაზერზე დააყენა ჩიპსეტი რომელშიც დევს AGP 4x(ძველი ინტერფეისია PCIe-მდე ეს ინტერფეისი ემსახურებოდა კომპებს ვიდეოდაფების მხრივ, 2004 წელს შეცვალა უკვე PCIe-მა) კონტროლერი შესაბამისად სლოტსაც დააყენებს AGP 4X-ისას.
    1 point
  20. 1 point
  21. აბა ფოტოგრაფებო შეაფასეთ ჩემი მეგობრის გადაგებული ფოტოა რას იტყვით? მიშას აზრი მაინტერესებს ძაან Uploaded with ImageShack.us
    1 point
  22. გამარჯობა ბატონებო,თქვენი აზრი მაინტერესებს,რეზერვუარის დაყენებასთან დაკავშირებით, მე ესე ვაპირებ.აბა სხვა რა ვარიანტებს შემომთავაზებთ,წინასწარ მადლობა
    1 point
  23. ალბათ სამჯერ უარესი აზვუჩკა აქვს და მაგიტომ მე ველოდები კრეკს :)
    1 point
  24. 980 ლოუ ენდი კიდე 3-4 წელი არ იქნება IMO ასე 5 წლის მერე ჯერ კიდევ მშვენიერი პროცესორი იქნება 980 სიცოცხლისუნარიანობაზე არაა კი ამცირებს მაგრამ მასე სულ არ უნდა ვარაზგონებდეთ როცა ანგარიშობ პროცესორის ხმარებას ასე 5 წლამდე მაშინ სულ უნდა გეკიდოს მისი 30 წლიანი სიცოცხლისუნარიანობა ეგ ადარდებს მაგალითად ვინკორ ნიქსდორფს ფირმა რომელიც აწარმოებს ბანკომატებს და სუპერ თანამედროვე ბანკომატებში ჯერ კიდე სელერონ 333 ები ულაგიათ 90 იანებში ნაყიდი
    1 point
  25. იუმორინა 1997
    1 point
  26. ასასინს ქრიდს მეც ველოდები.ერთი სული მაქ როდის გამოვა.ისე ეს ტესტ დრაივი რატომღაც არ დამევასა.არაა მაინცდამაინც მაღალი ხარისხის თამაში :ugly_wink:
    1 point
  27. 30$ არ ღირს მეტიიმიტორო ცუდია მაღალი დონის ვერარი როგორც ვხვდები
    1 point
  28. ისო ფირამტია რა დემონი გახსნის. თუ არ ვდები ალკოჰოლის იმიჯია.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.