Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 06/08/12 in all areas

  1. იაპონური სამშენებლო კომპანია “ობაიაში კორპორეიშნი” გვპირდება, რომ 2050 წლისთვის კოსმოსურ ლიფტს აამოქმედებს. როგორც გაზეთი “დეილი იომიური” იუწყება, კოსმოსური ლიფტით შესაძლებელი იქნება როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ატანა. ტრანსპორტირება სპეციალური ვაგონით განხორციელდება, რომელიც ნახშირბადოვანი ნანომილაკებისგან შემდგარ კაბელზე იმოძრავებს. ლიფტის მეშვეობით, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე არსებული მანძილის მეოთხედის გავლა იქნება შესაძლებელი. ზედა სადგური ზღვის დონიდან 96 000 კილომეტრის სიმაღლეზე მოთავსდება, რომელიც იმავდროულად, საპირწონის მოვალეობასაც შეასრულებს. სწორედ ამ სადგურს მოუწევს 96 000 კილომეტრის სიგრძის კაბელის წონის გაძლება. მაგრამ მგზავრები და ტვირთები ამ სადგურამდე არ ავა (ზედა სადგურამდე ლიფტი მხოლოდ რემონტის საჭიროების შემთხვევაში ავა). მას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება ექნება. ზღვის დონიდან 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე, სადგური ტერმინალი მოთავსდება, რომელშიც საკვლევი ცენტრი და ასტრონავტების საცხოვრებელი იქნება ინტეგრირებული. ვაგონის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს მიაღწევს, ამ სიჩქარით სადგურამდე მისაღწევად კი მას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. სადგური ტერმინალი აღიჭურვება მზის ელემენტების ბლოკით, რომელიც ლიფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ენერგიასაც გამოიმუშავებს და ჭარბ ენერგიას ხმელეთზე გამოაგზავნის. ამასთან შესაძლებელია, რომ კაბელის ზედა ნაწილში, მზის ელემენტების რამდენიმე ქვესადგური განთავსდეს. აღსანიშნავია, რომ კოსმოსური ლიფტის იდეა ჯერ კიდევ 1895 წელს დაიბადა, როდესაც რუსმა მეცნიერმა კონსტანტინ ციოლკოვსკიმ ეიფელის კოშკი იხილა. მან წამოაყენა ორბიტაზე გეოსტაციონარული სადგურის მოწყობის იდეა, რომელსაც მეცნიერები კოშკისა და მასში მოთავსებული ლიფტის საშუალებით მიაღწევდნენ. მაგრამ მაშინ არსებული ტექნოლოგიები, ამ იდეის განხორციელების საშუალებას არ იძლეოდა და ამიტომ, ის სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში “დაასაწყობეს”. თუმცა, ბოლო წლებში, ნანოტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე, მეცნიერებმა ციოლკოვსკის იდეა გაიხსენეს და გარდა იმისა, რომ მას რამდენიმე კონფერენცია მიუძღვნეს, რამდენიმე კომპანიამ და NASA-მაც კი, შესაბამისი, რეალური პროექტების შემუშავება დაიწყეს. კოსმოსური ლიფტის შექმნასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა, მსუბუქი და მტკიცე კაბელის შემუშავებაა, რომელმაც საკუთარ სიმძიმესაც უნდა გაუძლოს და ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციაც უზრუნველყოს. “ობაიაშის” სპეციალისტები თვლიან, რომ ასეთი კაბელის შესაქმნელად, ნანომილაკები მისწრება იქნება. თუმცა, პროექტის განხორციელებამდე, კიდევ არაერთი ტექნოლოგიური გარღვევა იქნება საჭირო. “ობაიაშის” სპეციალისტებს ჯერ არ დაუდგენიათ, თუ რა დაჯდება კოსმოსური ლიფტის მშენებლობა. თუმცა კომპანია ირწმუნება, რომ ლიფტით ერთდროულად 30 ადამიანის და აუცილებელი ეკიპირების გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამასთან, ლიფტს მამოძრავებელ ძალას მაგნიტურ ხაზოვანი ელექტროძრავები მიანიჭებს. “ობაიაში” არ აკონკრეტებს, თუ სად შეიძლება განთავსდეს ლიფტის ქვედა, საბაზო სადგური. თუმცა, ცნობილია, რომ პლანეტის ბრუნვის გამო და იმისათვის, რომ კაბელი მუდმივად დაჭიმულ მდგომარეობაში იყოს, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება, თუ სადგური ეკვატორულ ზოლში აიგება. წყარო: 24saati.ge & http://geocybers.com პ.ს ამასაც ხუთ თეთრს დაადებენ და ფეხით მომიწევს ასვლა :(
    7 points
  2. დილა ლომისაზე... ამ სურათზე კრიტიკის მოსმენა მართლა ძალიან წამადგება და იმედია არ დაიზარებთ. გადაღების კუთხეს თუ შეცვლიდით და რატო, და დიაფრაგმის დახურვა მგონი კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა ხო?
    6 points
  3. მადლობა ყველას რჩევისთვის კარგი იქნება ყველა დადებულ ფოტოზე თუ ჯანმრთელი კრიტიკა იქნება ამით უფრო გავიზრდებით და წინ წავალთ. pentax k-r
    3 points
  4. სორრი, მართლა არ ვიცოდი ბოდიში buy her flowers they said... ...it will solve all problems they said...
    2 points
  5. თუ გახვალთ ამ შაბათ კვირას სადმე გადასაღებათ წამოვიდოდი მეც სიამოვნებით. არ გეგონოთ ფოტოშოფი პენტაქსის ფილტრია.
    2 points
  6. დილა იყო და ზუსტად მაგ კუთხით ანათებდა მზე მაგიტომაა ამონათებული ცა
    2 points
  7. :lollol: ასუსი რო ბმვ სავით იყოს თავის სფეროში ან მერსედესივით რა უჭირს
    2 points
  8. თუ თქვენი კომპიუტერი იწვის დაწერეთ აქ ჩვენი ფორუმის ტრადიციებიდან გამომდინარე ასე არ დავამთავრებ ამ პოსტს და მცირედს დავწერ რაც ვიცი ტემპერატურები წერია ცელსიუსით! პროცესორის, ვიდეო დაფის, დედა დაფის ოპერატიულის სამუშაო ტემპერატურა საშუალოდ 40-60 გრადუსია როგორც წესი ამ ტემპერატურაზე ეს კომპონენტები უპრობლემოდ მუშაობენ და საფრთხე არ ემუქრებათ ! რაც უფრო ნაკლები იქნება ტემპერატურა მით უკეთესია მაგრამ 50 და 20 გრადუსს შორის თქვენ დიდ განსხვავებას ვერ ნახავთ კომპონენტები ფაქტიურად ერთნაირი ეფექტურობით იმუშავებენ ამ ტემპერატურებზე დიდი სხვაობა გექნებათ თუ თქვენ ტემპერატურას 0 გრადუსის ქვევით დააგდებთ (მშრალი ყინული, თხევადი აზოტი, კასკადი...) და სხვაობა იქნება ძირითადად აჩქარების პოტენციალში (რაზგონში) რეალურად პროცესორიც და ვიდეო კარტაც უფრო დიდ ტემპერატურებს უძლებს და მწარმოებლის საიტებზე intel, Nvidia, AMD-ATI თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კომპონენტის მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურა ნვიდიას ახალ ვიდეო დაფებზე ეს ტემპარატურა ზოგჯერ 105 გრადუსსაც აღწევს ინტელის I7 პროცესორებზე 70 გრადუსი უწერიათ Tcase მაქსიმალური ტემპერატურა მაქსიმალური TDP ანუ სიმძლავრისას და თბოგამოყოფისასა აჩქარების გარეშე რეალურად ინტელის პროცესორები 100 გრადუსზეც მუშაობენ თუმცა როგორც წესი ცუდად საერთო ჯამში შეიძლება ჩაითვალოს ასე დატვირთვაზე 80 გრადუსი - მაქსიმალური დასაშვები 24/7 სამუშაოდ 70 გრადუსი - მაქსიმალური რეკომენდებული 24/7 სამუშაოდ 60 გრადუსი - შესაშური ტემპერატურა 24/7 სამუშაოდ 60 გრადუსის ქვევით თუ არის თქვენი კომპონენტების ტემპერატურა დატვირთვაზე აქ არ დაწეროთ რამე თორემ ბანს მიიღებთ ფაქტიურად ეს რეკომენდაციები ეხება ყველა CPU, GPU და დედა დაფას პლუს მინუსით იმის გათვალისწინებით რომ 65 ნანომეტრული ტექნოლოგიით დამზადებული უფრო მაღალ ტემპერატურაზე გრძნობს თავს კარგად ვიდრე 45 ნანომეტრული ტექნოლოგიით დამზადებული ხოლო 32 ნანომეტრული ტექნოლოგიით დამზადებული კომპონენტები კიდევ უფრო მძიმედ განიცდიან მაღალ ტემპერატურებს. რაც დაბალია ნანოტექნოლოგია მით უფრო დაბალ ტემპერატურაზე უნდა ვამუშაოთ. მაღალი ძაბვა კომპონენტების მტერია მაგრამ მაღალი ძაბვა overclocker-ების მეგობარია მოკლედ მაღალი ძაბვა მეტად აზიანებს კომპონენტებს ვიდრე მაღალი ტემპერატურა ! მნიშვნელოვანია იცოდეთ დეგრადაცია რას ნიშნავს დეგრადაცია ? როცა დიდია ტემპერატურის ცვალებადობა კომპნენტები განიცდიან დეგრადაციას. თუ კომპონენტის ტემპერატურა ცვალებადობს 15 გრადუსიდან 85 გრადუსამდე! ასეთი კომპონენტი ბევრად მალე მოკვდება ვიდრე კომპონენტი რომლის ტემპერატურაც ცვალებადობს თუნდაც 75-დან 85 გრადუსამდე!!! სხვაობას მაქსიმალურ და მინიმალურ ტემპერატურას შორის ეწოდება დელტა და რაც უფრო დაბალია დელტა (ანუ სხვაობა) Max და Min შორის მით უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს პროცესორი, ვიდეო, დედა დაფა და ა.შ. ამის მიზეზი ის არის რომ გაცხელებისას კომპონენტები ფართოვდებიან, ხოლო გაცივებისას პატარავდებიან, რაც უფრო დიდია ასეთი ცვალებადობა მით მალე ზიანდება ჩიპი. HDD ამ კომპონენტს ცალკე გამოვყოფ ! იმის გამო რომ HDD შეიცავს მბრუნავ მექანიზმებს და სხვადასხვა ბერკეტების სიტემას მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა ცვალებადობს 25-დან 50 გრადუსამდე. 25 გრადუსის ქვევით არის საშიშროება რომ დაზიანდეს მისი მბრუნავი მექაანიზმები ასე რომ ძალიან ნუ დააგდებთ ვინჩესტერის ტემპერატურას და ნურც 50 გრადუსის ზევით გაუშვებთ თუ გინდათ რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდი იყოს. ეს არ ეხება SSD-ს რომელიც სხვა ტექნოლოგიით არის დამზადებული (მასში არაფერი ბრუნავს) და მშვენივრად უძლებს დაბალ ტემპერატურებს. მოკლედ: დატვირთვაზე 60-70 გრადუსი გაითვალისწინეთ დელტა HDD-ს ნუ გადააცივებთ P.S. აჩქარება მსხვერპლს მოითხოვს და თქვენ თუ რეკორდებზე ფიქრობთ ტემპერატურა არ უნდა გაშინებდეთ შემდგომში ტემპერატურის პრობლემებზე ვისაუბროთ ამ თემაში
    1 point
  9. ადამიანის თვალს შეუძლია აღიქვას მხოლოდ 72 კადრი/წამში. თუმცა ბევრ თამაშს 60 კადრი/წამში მაჩვენებლით ვთამაშობთ. ზოგიერთის აზრით, ვიზუალურ ხარისხში გიგანტური ნაბიჯი უკვე გადა- იდგა წარსულში, ხოლო მომავალში ეს პროცესი მცირე ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს. ტიმ სუინმა (Tim Sweeney), Epic Games-ის დამაარსებელმა DICE 2012-ზე განაცხადა, რომ სრულყოფილი ვიზუალური ხარისხი მოითხოვს 2 000-ჯერ ძლიერ აპარატულ შესაძლებლობას, ვიდრე ის დღეს გვაქვს. სუინის აზრით, "საკმარისად კარგი" ვიზუალურ რეალურობას წამში 5 000 ტრილიონი მოლივლივე წერტილის ოპერაცია, ან ტერა-მოოპ ქმნის. მაგალითისთვის, "Samaritan-ის" დემონსტრაცია, რომე- ლიც წინა წლის GDC-ზე აჩვენეს, მხოლოდ 2.5 ტერა-მოოპ-ს მოითხოვდა. შედარებისთვის, Xbox 360-ს შეუძლია აწარმოოს 0.25 ტერა-მოოპ-ი, რაც ნიშნავს იმას, რომ "Samaritan-ს", რომელიც Unreal Engine 3-ს უკანასკნელი დემონსტრაციაა, დაჭირდება 10-ჯერ ძლიერი Xbox, ვიდრე ის დღეს არის. ვინ იცის რა მოთხოვნილება ექნება Unreal 4-ს. მაგრამ როგორც მოისაზრება, შემდეგი თაობის კონსოლები იქნებიან იმდენჯერვე ძლიერი, რამდენჯერაც 360 და PS3 იყვნენ თავიანთი წინამორბედები- სთვის. რაც შეეხება Unreal 4-ს, უკანასკნელი სიახლე ის არის, რომ იგი 2014 წლისთვის დამთავრებული იქნება, დეველოპინგი 2003 წლიდან დაწყებულია. ახლა, Epic-ის ვიცე პრეზიდენტმა მარკ რეინმა (Mark Rein) G4-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის ანონსს ჩვენ ამ წელს უნდა ველოდოთ. "ხალხი დაიშოკება, რო- დესაც ისინი ნახავენ Unreal Engine 4-ს, თუ რამდენად ძლიერი ეფექტი ექნება მას," - განუცხადა რეინმა G4-ს. @Kotaku <iframe width="640" height="390" src="http://www.gamespot.com/videoembed/6350144" frameborder="0" webkitAllowFullScreen mozallowfullscreen allowFullScreen></iframe>
    1 point
  10. გამარჯობათ ამ ტოპიკში &#036;#^#(|დები მინიმალური დანაკარგებით შევადგინო ოპტიმალური კონფიგურაცია, სადაც ფულიც დაიზოგება და რეალური წარმადობის დანაკარგი ძვირფას კომპონენტებთან იქნება, რაც შეიძლება დაბალი და ჩემი ვარაუდით 2-4 გრადუსის ფარგლებში. უნდა გაითვალისწინოთ, რის გაგრილებას აპირებთ ახლა და რეალურად გათვალოთ მომავალი ვისაც მხოლოდ პროცესორის გაგრილება ჭირდება,იცოდეთ, არანაირად არაა საჭირო ჰაი ენდ სუპერ რადიატორები ზომაც გაცილებით მოკრძალებულია საჭირო, ვიდრე თქვენ გგონიათ. შედარებას გავაკეთებ ახლანდელი პროცესორებით ავიღოთ AMD 6 ბირთვიანი და 980X ინტელის 6 ბირთვიანი ორივე პროცესორს აქვს მიახლოებით 110-130 ვატიანი თბო გამოყოფა და ჰაი ენდ ჰაერის ქულერები იდეალურად უმკლავდებიან დავალებას. ასევე 4 გიგაჰერციანი რაზგონის პირობებსი თბოგამოყოფა უახლოვდება 170 ვატს და ჯერ კიდევ შესაძლებელია რომ ჰაი ენდ ქულერმა ძალიან ჩუმი ვენტილატორის დახმარებით გააგრილოს ეს ყველაფერი. ახლა რა იგულისხმება სიტყვებში გააგრილოს და თბოგამოყოფა პირველ რიგში დავიწყოტ იქედან რომ გაგრილება ნიშნავს თვისებას შენარჩუნებულ იქნას პროცესორის მაქსიმალური ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარს -10 გრადუსზე მაინც. რეალურად რომ დავუკვირდეთ ინტელი პროცესორები 100 გრადუსის ზემოთ დაცვით ითიშება ხოლო AMD უკვე 80 გრადუსზე ცუდად გრძნობს თავს,პირველი არასტაბილურობის სიმპტომები ეწყება და 85+ ზე თიშავს ანუ ჩვენ გვჭირდება გაგრილების მეთოდი რაც ინტელი 6 ბირთვიანს 90 გრადუსზე მაღლა არ აუშვებს ხოლო AMD შემტხვევაში სასურველია 75 გრადუსამდე ჰაერის ქულერები ამ 170 ვატიან დავალებას ზღვრულად უმკლავდებიან.ანუ პროცესორის მაქსიმალური ტემპერატურა უახლოვდება ამ ზღვრულს -10 გრადუსს. წ#$%ს სისტემას აქვს ამ მხრივ ორი პლუსი.ერთი ის რომ იგივე სეთინგებით პროცესორის ტემპერატურა დაიკლებს ,მეორე ის რომ წ#$%ს სისტემით გაცილებით მაღალ ტაქტზე დაყენდება პროცესორი თუ გავითვალისწინებთ ზღვრულს -10 გრადუს წესს. ანუ თუ ჰაერის ქულერი სიტყვაზე 6 ბირთვიან ინტელს 4.2 გიგაჰერცზე 90 გრადუსს მაღლა არ უშვებს აქ წყალი დააგდებს სიტყვაზე 70 გრადუსზე და წ#$%თ შესაძლებელი იქნება 4.5ზე ხმარება პროცესორის და ამავდროულად შენარჩუნებულ იქნება მაქსიმალური 90 გრადუსი ინტელისთვის მაგალითი 2 AMD 6 ბირთვიანი 4გჰც ზე მაქსიმალურ დატვირთვაზე თუ ჰაერით ადის 75 გრადუსზე აქვე წყალი 65 გრადუსზე დააკავებდა ან შესაძლებელი ხდება პროცესორი 4.3 ზე გამოვიყენოთ ყოველდღიურად და ტან მაქსიმალური ტემპერატურა იქნება სადღაც 75 გრადუსი წ#$%ს გაგრილებაზე გადასვლა ასევე ხდება საილენთ კომპების მოყვარულების მხრიდან. პირველი წ#$%ს სისტემა არ უკავშირდებოდა რაზგონს ,არამედ უნდოდათ კომპიუტერი ვენტილატორების გარეშე ჩართულიყო. დავიწყებ ასევე იქედან რომ უმეტესობა აქ არ არაზგონებს იმდენზე რომ ჰაი ენდ წყალი საჭირო გახდეს რამეში.ის 2-4 გრადუსიანი ნახტომი რაშიც ხანდახან 200 დოლარს ამატებთ რეალურად არაა საჭირო. დააკვირდით მინი წ#$%ს სისტემების სედეგებს.H70,დომინო და ა,შ, როდესაც რევიუში ტესტავენ სტოკ სიხშირეებზე ხშირად წყალი აგებს ჰაერთან ხოლო საკმარისია პროცესორის თბოგამოყოფა გაცდეს 170 ვატს რომ უკვე წ#$%ს მინი ქულერი 10 გრადუსიან მოგებას იწერს აქტივში. თბოგამოყოფა არის სითბური ენერგია რაც პროცესორმა გამოყო გამოთვლითი ოპერაციების ჩატარებისას.სტადარტულ მონაცემებზე ამ მონაცემს ქვია TDP და ყველა პროცესორს უწერია მწარმოებლისგან. მოკლედ შევთანხმდეთ რომ რეალური თბომოცულობა ჰაერის ჰაი ენდ ქულერებში არის მიახლოებით 150-170 ვატი წ#$%ს სისტემაში კი თბომოცულობა დამოკიდებულია რადიატორების ოდენობაზე.რეალურად 240მმ რადიატორს კილოვატამდე თბომოცულობა აქვს. და არანაირად არაა საჭირო 360,420 და უზარმაზარი მორები და ევოლუშენ სუპერ რადიატორები.თუ რადიატორი რესტრიქტივი არაა (ანუ დინებას თუ არ ამცირებს ცუდი კონსტრუქციით) მაშინ ყველაფერი რიგზეა და სეგიძლიათ ფასით აარჩიოთ. აქვე ამ თემაში შევადგენ ხოლმე სხვადასხვა ბანდლ კიტებს რითაც ფულს დაზოგავთ და იდეალური წარმადობა გექნებათ 250-300 ვატი თბომოცულობით. დავიწყოთ პირველი კიტით: დეკემბერი 2010 1. ბლოკი Watercool HK CPU Rev. 3.0 LC იაფიანი ვერსიაა და რეალურად 2-3 გრადუსს აგებს მთლიანად სპილენძის ვერსიასთან.სამაგიეროდ ნახევარი ფასი ჯდება. 2. 240 რადიატორი თუ კეისს სადმე 2 ცალი 120მმ უყენდება ამ შემთხვევაში MagiCool SLIM DUAL 240 თხელია და იოლად ეტევა ყველგან,არაა რესტრიქტივი და კარგი ფასი და წარმადობა აქვს თუ მხოლოდ 1 120მმ ვენტილატორი ყენდება კეისის უკან მაშინ საჭიროა ერთი კარგი 120იანი რადიატორი Phobya G-Changer 120 ფასიტ იგივე ჯდება რაც ეს 240იანი სამაგიეროდ მონტაჟის პრობლემას ხსნის ,1.3 კილოგრამია და ბევრ 240იანს აჯობებს თავისი მონსტრი გაბარიტებით სამაგიეროდ თუ 240იანზე 2 ცალი სუსტი ფანი ეყოფოდა,აქ უკვე 1 ფანია საჭირო რომელსაც მძლავრი წნევით დაწოლა შეეძლება საუკეთესო მაგალითი ნოქტუა P12 3. პომპა და რეზერვუარი ერთად.ეს აიოლებს მონტაჟის პრობლემას და ფასსაც გიზოგავთ კანდიდატები XSPC 200,450 და 750 აქედან 450 ყველაზე იდეალურია და კარგი ფასი აქვს აქვე ფიტინგები და შლანგები გემოვნებით.რეკომენდაციას გავუწევდი 13მმ შლანგს 10-11მმ შიდა დიამეტრიტ ანუ 11/13 ან 10/13 დეკემბერი 2010 დაგიჯდებათ 135 ევრო აქ შედის რადიატორი,პომპა,რეზერვუარი და პროცესორის ქულერი,ფანი ან 1 ცალი ნოქტუა P12 ან ორი ცალი რამე კარგი 120მმ აქვე თქვენი გემოვნებით არჩეული 6 ფიტინგი და შლანგი მიახლოებით 25 ევრო და სახეზეა წ#$%ს ქულერი,რომელიც 90% კეისებში იოლად ჩაყენდება და წარმადობაში 2-4 გრადუსის ფარგლებში ჩამოუვარდება ნებისმიერი ჰაი ენდ ქულერს ასევე საგრძნობლად აჯობებს ყველა გამზადებულ წ#$%ს კიტებს დიდი მადლობა ყურადღებისთვის &#036;#^#(|დები ყოველთვე ახალი კანდიდატი დავპოსტო იგივე ფასის სეგმენტში
    1 point
  11. http://geotorrents.c...G_PC-s-70117.ts http://rutracker.org...c.php?t=4086183 წელი: 2012 ჯანრი: Flight Sim შემქმნელი: Ikarus გამომცემელი: Ikarus პლატფორმა: РС გამოცემის ტიპი: ლიცენზია ენა: ინგლისური წამალი: მოყვება (RELOADED) აღწერა: ფრენის სიმულატორის სუპერ ჰიტი – aeroflyFS. მას აქვს უამრავი უპირატესობა სხვა სიმულატორებთან შედარებით. თქვენ იხილავთ ინჟინერიის საოცარ იდეებს, თვითმფრინავები ჰაერში თითქოს რეალურები არიან, თამაშში ფიზიკა გათვლილია 100%, გრაფიკის მხრივადაც... სისტემური მოთხოვნილებები: ოპერაციული სისტემა: Windows XP / Windows Vista / Windows 7 პროცესორი: Intel Core 2 Duo ან AMD Athlon64 X2 ოპერატიული მეხსიერება: 2 გბ ვიდეოკარტა: ATI Radeon HD 4850 ან NVIDIA GeForce 9600 ან უკეთესი 512 მბ აუდიოკარტა: DirectX® 9.0с მყარი დისკი: 24 გბ [media=]
    1 point
  12. მოკლედ, ფეხბურთის თემაში გადაწყდა რომ თემა მიეძღვნას 2012 წლის ევროპის ჩემპიონატს. პოლონეთი გახსნის ტურნირს, 8 ივნისს, პარასკევს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ, მატჩი გაიმართება ვარშავაში და ორივე გუნდი წარმოადგენს A ჯგუფს. შედგა ერთი სიკდვილის ჯგუფი, B ჯგუფი, ხოლო დანარჩენი საშუალო სიძლიერის ჯგუფებია, შეიძლება ითქვას რომ გაუმართლათ ა ჯგუფის ეროვნულ გუნდებს, ოთხივე გუნდს თანაბარი შანსები აქვთ ჯგუფიდან გასვლის, ძალიან დაძაბული სიტუაცია გველის B ჯგუფში, რომელიც კენჭისყრის დამთავრებისთანავე მოინათლა სიკვდილის ჯგუფად, დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევთ ჰოლანდიას, გერმანიას, დანიას და პორტუგალიას შემდეგი ეტაპის საგზურების მოსაპოვებლად, ამ ჯგუფში უპირობო აუტსაიდერათ შეიძლება დანიელთა გუნდის დასახელება, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ევროპის უდიდეს ფორუმზე. დანარჩენ ჯგუფებში კი ფავორიტები გამოკვეთილი. მეორე მასპინძელი, უკრაინის ეროვნული გუნდი მოხვდა ინგლისთან და საფრანგეთთან ერთად ჯგუფში, მათთან ერთად არის ასევე შვედეთი ეროვნული ნაკრები. ჯგუფები: A ჯგუფი: პოლონეთი საბერძნეთი რუსეთი ჩეხეთი B ჯგუფი: ჰოლანდია დანია გერმანია პორტუგალია C ჯგუფი: ესპანეთი იტალია ირლანდია ხორვატია D ჯგუფი: უკრაინა შვედეთი ინგლისი საფრანგეთი მატჩების განრიგი: პირველი ტური: 8 ივნისი - ვარშავის ეროვნული სტადიონი(პოლ) - 21:00 საათი A ჯგუფი: პოლონეთი - საბერძნეთი 8 ივნისი - ვროცლავის მუნიციპალის სტადიონი (პოლ)- 23:45 A ჯგუფი: რუსეთი - ჩეხეთი 9 ივნისი - მეტალისტის სტადიონი(ხარკოვი,უკრ) - 21:00 საათი B ჯგუფი: ჰოლანდია - დანია 9 ივნისი - არენა ლვოვი (უკრ) - 23:45 B ჯგუფი: გერმანია - პორტუგალია 10 ივნისი - გდანსკი არენა (პოლ) - 21:00 C ჯგუფი: ესპანეთი - იტალია 10 ივნისი - პოზნანის მუნიციპალის სტადიონი (პოლ) - 23:45 C ჯგუფი: ირლანდია - ხორვატია 11 ივნისი - დონბას არენა (დონეცკი,უკრ) - 21:00 D ჯგუფი: საფრანგეთი - ინგლისი 11 ივნისი - ოლიმპიური სტადიონი(კიევი,უკრ) 23:45 D ჯგუფი: უკრაინა - შვედეთი მეორე ტური: 12 ივნისი - ვროცლავის მუნიციპალის სტადიონი (პოლ) - 21:00 A ჯგუფი: საბერძნეთი - ჩეხეთი 12 ივნისი - ვარშავის ეროვნული სტადიონი(პოლ) - 23:45 A ჯგუფი: პოლონეთი - რუსეთი 13 ივნისი - არენა ლვოვი (უკრ) - 21:00 B ჯგუფი: დანია - პორტუგალია 13 ივნისი - მეტალისტის სტადიონი (უკრ) - 23:45 B ჯგუფი: ჰოლანდია - გერმანია 14 ივნისი - პოზნანის მუნიციპალის სტადიონი (პოლ) - 21:00 C ჯგუფი: იტალია - ხორვატია 14 ივნისი - გდანსკი არენა(პოლ) - 23:45 C ჯგუფი: ესპანეთი - ირლანდია 15 ივნისი - კიევის ოლიმპიური სტადიონი(უკრ) - 21:00 D ჯფუფი: შვედეთი - ინგლისი 15 ივნისი - დონბას არენა (დონეცკი,უკრ) - 23:45 D ჯფუფი: უკრაინა - საფრანგეთი მესამე ტური: 16 ივნისი - ვარშავის ეროვნული სტადიონი (პოლ) - 21:00 A ჯგუფი: საბერძნეთი - რუსეთი 16 ივნისი - ვროცლავის მუნიციპალის სტადიონი(პოლ) - 23:45 A ჯგუფი: ჩეხეთი - პოლონეთი 17 ივნისი - მეტალისტის სტადიონი(უკრ) - 21:00 B ჯგუფი: პორტუგალია - ჰოლანდია 17 ივნისი - ლვოვი არენა(უკრ) - 23:45 B ჯგუფი: დანია - გერმანია 18 ივნისი - გდანსკი არენა(პოლ) - 21:00 C ჯგუფი: ხორვატია - ესპანეთი 18 ივნისი - პოზნანის მუნიციპალის სტადიონი(პოლ) - 23:45 C ჯგუფი: იტალია - ირლანდია 19 ივნისი - კიევის ოლიმპიური სტადიონი(უკრ) - 21:00 D ჯგუფი: შვედეთი - საფრანგეთი 19 ივნისი - დონბას არენა (დონეცკი,უკრ) - 23:45 D ჯგუფი: ინგლისი - უკრაინა მეოთხედინალები: 21 ივნისი - ვარშავის ეროვნული სტადიონი(პოლ) - 23:45 1.A ჯგუფის პირველ ადგილოსანი - B ჯგუფის მეორეა დგილოსანი 22 ივნისი - გდანსკი არენა (პოლ) - 23:45 2.B ჯგუფის პირველ ადგილოსანი - A ჯგუფის მეორე ადგილოსანი 23 ივნისი - დონბას არენა(უკრ) - 23:45 3.C ჯგუფის პირველ ადგილოსანი - D ჯგუფის მეორე ადგილოსანი 24 ივნისი - კიევის ოლიმპიური სტადიონი(უკრ) - 23:45 4.D ჯგუფის პირველადგილოსანი - C ჯგუფის მეორე ადგილოსანი ნახევარფინალები: 27 ივნისი - დონბას არენა (უკრ) - 23:45 5.1-ში გამარჯვებული - 3-ში გამარჯვებული 28 ივნისი - ვარშავის ეროვნული სტადიონი(პოლ) - 23:45 6.2-ში გამარჯვებული - 4-ში გამარჯვებული ფინალი: 1 ივლისი - კიევის ოლიმპიური სტადიონი(უკრ) - 23:45 5-ში გამარჯვებული - 6-ში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს პოლონეთის ოთხი და უკრაინის ოთხი ქალაქი. პოლონეთი: ვარშავა პოზნანი გდანსკი ვროცლავი ურკაინა: კიევი ლვოვი დონეცკი ხარკოვი სტადიონები: კიევის ოლიმპიური სტადიონი (უკრაინა) სახელი: ოლიმპიური სტადიონი ტევადობა: 69,004 დასრულდა: განახლება დასრულდა 2011 წელს უმასპინძლებს: ჯგუფის თამაშებს, ერთ მეოთხედინალს და ფინალს ლვოვის სტადიონი ( უკრაინა ) სახელი: ლემბერგი (ლვოვის სტადიონი) ტევადობა: 30,000 დასრულდა: 2011 წელს უმასპინძლებს: ჯგუფის თამაშებს ხარკოვის სტადიონი (უკრაინა) სახელი: მეტალისტი ტევადობა: 41,000 დასრულდა: განახლება დასრულდა 2011 წელს უმასპინძლებს: ჯგუფის თამაშებს დონბას არენა(დონეცკი, უკრაინა) სახელი: დონბას არენა ტევადობა: 51,504 დასრულდა: 2009 წლის 29 აგვისტოს უმასპინძლებს: ჯგუფის თამაშებს, ერთ მეოთხედფინალურ და ერთ ნახევარინალურ თამაშებს ვარშავის სტადიონი (პოლონეთი) სახელი: ეროვნული სტადიონი ტევადობა: 55,000 დასრულდა: 2011 წლის ივნისში უმასპინძლებს: ჯგუფის ორ თამაშს, ერთ მეოთხედფინალს და ერთ ნახევარფინალს პოზნანის სტადიონი (პოლონეთი) სახელი: სტადიონ მიესკი ტევადობა: 43,000 დასრულდა: განახლება დასრულდება 2012 წელს უმასპინძლებს: ჯგუფის თამაშებს გდანსკის სტადიონი (პოლონეთი) სახელი: PGE არენა გდანსკი (გდანსკი არენა) ტევადობა: 44,000 ( 1500 ვიპ ადგილი) დასრულდა: 2011 წელს უმასპინძლებს: ჯგუფის თამაშებს და ერთ მეოთხედინალურ მატჩს ვროცლავის სტადიონი (პოლონეთი) სახელი: ვროცლავის მუნიციპალის სტადიონი ტევადობა: 42,771 დასრულდა: 2011 წლის ივნისში უმასპინძლებს: ჯგუფის სამ თამაშს ბურთი რომლითაც ითამაშებს ევრო 2012-ზე ტანგო 2012 2012 წლის თილისმები სლავეკი და სლავკო 8 ივნისი - 1 ივლისი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი © forum.ge M43DL0
    1 point
  13. იყიდება 8 GB G.skill ripjaws memory თავისი ყუთებით და რამ გაგრილებით G.skill ram fan გაგრილების ფასი 20 ლარი ოპერატიული მეხსიერების 70 ლარი timing 9-9-9-24 1.5V 1600 mhz 4X2GB ოპერები არ დაიშლება და ცალცალკე არ გაიყიდება იყიდება მხოლოდ ერთად 8GB ეს მოდელებია ზუსტად http://www.newegg.com/Product/Product.aspx...N82E16820231277 ესეც ფანის სურათი ფანი არის სულ ახალი ლურჯი ლედ განათებით
    1 point
  14. ნომერს კატეგორიულად არ დავწერ რა
    1 point
  15. ბიჭო ეგრე ცუდად ვღადაობ? + არადა არ მიღადავია :lol:
    1 point
  16. ხოო, გეტყობა, რომ მზეზე უსათვალოდ მოძრაობდი...
    1 point
  17. ხო მაგას ვიძახი ყველა თამაშს აქვს რაღაცის გავლენა ისე არ იქნებოდა არაფერი მაშინ შუთერებს საერთოდ აღარ უნდა გაეკარო ეგრე თუა ეს თამაში არაა ცუდი წინა ნაწილი საკმაოდ კარგი იყო და ეს მემგონი უკეთესი იქნება + ამ თამაშს თავისი არტ სტილი აქვს პერსონაჟები მაგრად არის გაკეთებული და ლამაზად დახატული სამყაროც ძალიან მაგარია გახმოვანება აქვს ერთ-ერთი საუკეთესო მაგრად ნერვები მეშლება როცა ბევრ ესეთ კარგ თამაშს მაგ იარლიყს არტყავენ მაგალითად Castelvania-ს და Dante's Inferno-ს 2 ივე სლეშერია და რა თქმა უნდა კომბოები აქვს დიდი და მაგის გამო GoW-ს გავსო ემსგავსება აბა რა :| არადა საბოილოო ჯამში 2 ივე მაგარი თამაშია ვინც ითამაშა მაგრად დაევასათ
    1 point
  18. Intel-ის ინიციატივა Thunderbolt ინტერფეისის ეკოსისტემის გაფართოების შესახებ, სულ უფრო პოპულარული ხდება. რასაკვირველია, ამას ხელს უწყობენ სისტემური დაფების მწარმოებლებიც, რომლებიც თავიანთ მაღალი კლასის პროდუქტებზე ანთავსებენ შესაბამის კონტროლერებს. ამჯერად, ASUS-მა წარმოადგინა LGA 1155 სოკეტით აღჭურვილი და აღნიშნული პორტის მქონე გადაწყვეტილებები. მოდელი P8Z77-V Premium გახლავთ კომპანიის ფლაგმანი - Intel Z77-ზე დაფუძნებულ ნაწარმებს შორის. მას გააჩნია ოთხი PCI Express x16, ორი PCI Express x1 სლოტი, რვა SATA, წყვილი LAN-გასასვლელი, Wi-Fi ადაპტერი და mSATA - 'კეშირებად' მყარი დისკის ჩასართავად (კომპლექტშია 32 გბ-იანი მოდელი). P8Z77-V PRO/Thunderbolt - P8Z77-V PRO-ს მოდიფიცირებული ვარიანტია - შეტანა-გამოტანის პანელზე განლაგებულ პორტების სხვაგვარი განლაგებით. ორივე მათგანისთვის დამახასიათებელია მხარდაჭერილი საფირმო ტექნოლოგიების ფართო ასორტიმენტი. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი პროდუქტების ღირებულებასა და გამოსვლის თარიღის შესახებ. Overclockers.ru
    1 point
  19. http://rutor.org/torrent/200464/proekt-x-dorvalis_project-x-2012-bdrip-1080p-ot-r.g-goldenshara-licenzija am RleTa jogze kino mgoni marto me ar momewona :D
    1 point
  20. ამერიკელები მაინც დაგვეხოცა უფრო სიამოვნებით ვითამაშებდი :D
    1 point
  21. ეგრეა, თან არ უხდება ამ იგრას ამერიკა და განვითარების ეს პერიოდი, ვეღარ იგრძნოა ის ატმოსფერო და მუღამი რაც ამ თამაშისთვისაა მახასიათებელი....... ამ გაუგებრობას ჯობდა ჩინეთის პონტები გაეჩითათ :SNEMOTICON13:
    1 point
  22. ზუსტად ეგ ვთქვი მეც ყველა დანარჩენის სინემატიკი ჟობდა ბევრად , განსაკუთრებით რეველეიშენზის პლუს აირონის საუნდტრეკით თან ამერიკა თუ არ ჩააკვეხეს თამაშში ისე ხომ არ შეიძლება რა
    1 point
  23. ჩემი თვალთახედვით, წინა თამაშების სინემატიკები ბევრად უკეთესი იყო. ეს სუფთა ამერიკული პონტია უკვე, როგორც გინდათ ისე გადაატრიალეთ, მაგრამ ასეა...
    1 point
  24. ესეც E3 DEMO როგორ მოგწონთ RPG ელემენტები?? http://www.youtube.com/watch?v=z_41AVfpVbc&hd=1
    1 point
  25. http://www.soccerway.com/international/europe/european-championships/2012-poland-ukraine/group-stage/ დააკლიკე ნაკრებს და გიჩვენებს შემადგენლობებს
    1 point
  26. ზეთ ოსომ მომენთ ვენ იუ არ ელოუნ ეთ ჰოუმ ანდ იუ არ სინგინგ ზის სონგ.
    1 point
  27. ceris dros mainc gaushvi xeli:D
    1 point
  28. აბა ეს ბოლო აფდეითი და კრეკი ცადე http://rutor.org/torrent/200776/max-payne-3-v1.0.0.22-2012-pc-nodvd
    1 point
  29. [*]NvidiaFan & George Simps - 17936 - GTX 460 768MB @ (840/1000)/i7-2600K 3,4GHz @ 4900MHz | Photo .
    1 point
  30. აქ იყავი? http://shop.microtech.ge/product.php?id_product=52
    1 point
  31. amemishishi რეიზერ მომავალ მანქანას გიჩაგრავენ ბიწოო
    1 point
  32. მე რა ბიოსა ნახე რეებს იძახის :lollol:
    1 point
  33. ნუ მეკაიფები მადლობა Canon 500D, 2 წლისაა უკვე
    1 point
  34. ბიჭებო სადმე ოფ ტოპიკი თუ დაინახეთ მითხარით მეც OK?
    1 point
  35. ჩემი ლიან-ლის კეისი და nzxt-ს კვებას რომ არ გამოუჩნდა მყიდველი, გადავწყვიტე ხელახლა ამეწყო სისტემა, თან 8X2GB ელპიდას ჰაიენდ ოპერებიც მაქვს. ყველა ვარიანტში 8 ოპერების სლოტიანი მაზერი მინდოდა და RIVE-ს ვფიქრობდი, მაგრამ სამწუხაროდ ჩემს კეისში არ ეტევა. სხვა 8 სლოტიანები ვარჩიე, Asus P9X79Pro, MSI GD65(8D) და Gigabyte UD5 იყვნენ კანდიდატები. ბოლოს გადავწყვიტე აქ მეყიდა მაზერი, რადგან სხვადასხვა იუზერები წერდნენ რომ ამას მეხუთე სლოტი არ უმუშავებს, იმას მესამეო მე კიდევ უპრობლემო მჭირდებოდა, რადგან 8 ცალი ოპერა მაქვს. აქ ვიყიდე Asus P9X79Pro: http://www.alta.com....etails&id=50042 სადილერო ფასად, 354$ ექვივალენტი. ამაზონ-ნიუეგზე 320$ ღირს. უკვე შევამოწმე, ყველა სლოტი მუშაობს, ბიოსიც ბოლოზე დავფლეშე, რადგან 3820 შევუკვეთე და რომ არ მეწვალა როცა ჩამოვიდოდა. მოკლედ პროცესორს ველოდები და დავიწყებ აწყობას. წ ყ ლ ი ს გაგრილებაც გზაშია
    1 point
  36. ყველაზე კარგი იქნება მემგონი სერიებიდან
    1 point
  37. ეს რას მოვესწარი... most wanted-ის დახურვის დღიდან ამაზე ვოცნებობ :დ
    1 point
  38. დღეისათვის მაღალი ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდებიან, რომ მობილური ელექტრონიკის მწარმოებლებს ხანდახან წარმოსახვა ან გაბედულობა არ ჰყოფნით ამ ტექნოლოგიების ღირსეული გამოყენება შემოგვთავაზონ. ყველაზე თამამნი არიან კონცეპტების შემქმნელები, ვისი ნამუშევრებიც საოცარი ფუნქციებითაც გამოირჩევიან, და შთამბეჭდავი დიზაინითაც. ახალი ნამუშევარი წარმოადგინა ბრიტანელმა დიზაინერმა ფილიპ პირსმა (Philip Pearce), კონცეპტის სახელია Flexiphone. ამ მოწყობილობის ყველაზე უმნიშვნელო შესაძლებლობა დრეკადი კორპუსია; მომხმარებელს ტელეფონისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შეუძლია მაქსიმალურად კომფორტული მუშაობისთვის. Flexiphone-ის მეორე ღირსება, უეჭველად განსაკუთრებული აკუმულატორია, რომელიც კომპანიის NEC მიერაა შექმნილი. ეს «ორგანული ბატარეა» პრაქტიკულად მყისიერად იტენება, პროცესი სულ რაღაც 30 წამს გრძელდება. ტელეფონის მესამე ღირსება კი დამცავი დაფარვაა. ეს არ არის დღეისათვის მოდური Gorilla Glass, არამედ ნამდვილი გრაფენი, რომლის თვისებები აქამდე ბოლომდე არ არის შესწავლილი. ყველაფერ ამასთან ერთად, ტელეფონი წყალგაუმტარ კორპუსშია მოთავსებული; გათვალისწინებული აგრეთვე გარე მისაერთებელი მოდულები კლავიატურა და დინამიკი. რაც შეეხება Flexiphone-ის პროგრამულ პლატფორმას, მის შესახებ ავტორი დუმილს ამჯობინებს, მაგრამ ეკრანზე ჩვენ ვხედავთ იკონკებს Internet Explorer, Gmail და iPod. როგორც ჩანს, ეს იმისთვისაა გაკეთებული, რომ არც ერთი კონკურენტი ბანაკის თაყვანისმცემელი არ დარჩეს უკმაყოფილო. წყარო : designbuzz.com მე აქიდან ავიღე : http://geocybers.com
    1 point
  39. Norton , AVG დაასკანირე ჩემი აზრით რაიმე ვირუსი უნდა იყოს
    1 point
  40. იმ ფოტოზე კაციშვილი არ დაუწყებს ცას ყურებას იმიტომ, რომ ყველაზე უინტერესო ცაა. და თუ ვინმემ მაინც გაგიკრიტიკა ცა, შეგიძლია უთხრა, რომ "როდესაც წინა პლანზეა საინტერესო მოქმედება, ფონს მხოლოდ სულელი თუ დაუწყებს ყურებას".
    1 point
  41. რაც სასაცილოა, არასდროს არაა მოსაბეზრებელი ვინც არასწორად ხმარობს მაგ სურათებს, მაგათ ღლეურად გამოდით და მაგათი ხუმრობის ყურება არც მე არ მსიამოვნებს მაგრამ როცა სასაცილოა ყოველთვის გავიცინებ :D
    1 point
  42. რა არის შეჩემა, ქირურგია თუ Mobile OS ცოტა შესაბამისად აღწერე :D
    1 point
  43. გამოვიდეს მალე, რისი ნაზავიც გინდა იყოს მაინც მაგარი იქნება როგორც წინა :D
    1 point
  44. საღოლ სოსო იმას დავამატებდი რომ ახალი ფიზიკაც გვაქ ანუ სხვაობა ისაა რომ ძველ ფიზიკაში ნაწილობრივ დაგიგმილი იყო ყველაფერი რა და როგორ დაინგრეოდა ახალში კი მთლიანად დამოუკიდებლად მოქმედებს ყველა ობიექტი ერთი კედელი ათასჯერ რომ დაანგრიო ყოველ ჯერზე სხვანაირად დაინგრევა წარმომიდგენია ეს თამაშებში თუ გამოჩნდება რა მაგარი იქნება თამაშის თამაში :D
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.