Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/19/11 in Posts

  1. ესეც ასე პირველი ვერსია ანდროიდის ქართულად არის ალფა სტადიაში შესაბამისად შეცდომები არის. ჯერჯერობით არის მხოლოდ Nexus Sისთვის სანამ გადაწყვიტავთ ამ რომის გამოყენებას გაუკეთეთ სისტემას backupი მე არ ვარ პასუხისმგებელი თუ თქვენ სმარტს რამე მოუვა გადმოსაწერილი ლინკი: http://androidgeorgia.com/ag_alpha4_signed.zip განახლებები/ცვლილებები: თარგმნა: წყარო: Android Georgia ავტორი: faustika(ragezone)
    4 points
  2. სამსუნგმა დაანონსა ნექსუის ახალი ვერსია გალაქსი ნექსუსი რომელიც გამოვა ამა წლის ნოემბრის თვეში SGN აღჭურვილი იქნება 4.65 ინჩიანი სუპერ ამოლეოდ ეკრანით რომლის გაფართოება იქნება 720 x 1280 პიქსელი ასევე მას ექნება 2 ბირთვიანი პროცესორი TI OMAP 4460 ჩიპესტზე რომლის სიხშირე იქნება 1.2გჰზ ასევე ექნება 1გბ ოპერატიული და 16/32გბ მოცულობის სივრცე რაც შეეხება კამერას ექნება 5მპ რომელსაც ექნება 1080Pის გადაღების საშუალება ხოლო რაც შეეხება ბატარიას ექნება Li-Ion 1750 mAh SGNს ექნება უახლოესი ანდროიდის სისტემა Ice Cream Sandwich 4.0 ზუსტი ინფორმაცია: http://www.gsmarena.com/samsung_galaxy_nexus-4219.php
    2 points
  3. უკვე ჩვენთანაც შეიძლება თემების გაკეთება დაყენება იხილეთ ვიდეო, იგი ჩემზე კარგად ახსნის ყველაფერს მოთხოვნები: developer unlocked device (no interop needed) Mango გადმოწერა ესეც თემები: http://forum.xda-developers.com/showpost.php?p=20282577&postcount=25
    2 points
  4. ეუფ რა აუწითლებია ვიღაცას მინუსებით გვერდი :lollol:
    2 points
  5. ეს დღეს ვიმაიმუნე 3-3 ცალი სურათისგან შევკარი ორი ჰდრ და ისინი გადავაბი მერე ფოტოშოპით. შტატივი მაქვს ისეთი, ქარი რომ არ უბერავს მაინც ირხევა და... :D
    2 points
  6. Windows XP (Sp3) DOWNLOAD: Windows XP SP3 ORIGINAL IMAGE: Allshares.ge ლინკი (განახლებული ლინკისთვის მადლობა matusala-ს) ტორენტის ლინკი განახლებული საინსტალაციო დისკი (მოყვება ყველა არსებული მაღალი პრიორიტეტის განახლება და ზოგი ოპციონალური განახლება, ინტეგრირებულია IE8 და WMP11: DOWNLOAD Updatet ISO allshares.ge ბმული (ლინკისთვის მადლობა OpTiMeR-ს) დეტალები 2015 წლის იანვრის განახლებებით ნახეთ უსაფრთხოება Windows XP-ზე[თემა compinfo.ge-დან] იმიჯის დისკზე ჩაწერის ინსტრუქცია 1 Windows XP-სარჩევი ინსტრუქცია 2: Ultraiso << პროგრამა რომლის დახმარებითაც უადვილესად ჩაწერთ ვინდოუსს დისკზე ვიქცევით შემდეგნაირად : ვდებთ ცარიელ CD დისკს დრაივში (შესაძლოა DVD-ს გამოყენებაც სურვილის შემთხვევაში, განსხვავება არაა ფაქტიურად) უბრალოდ ორჯერ "ვაკლიკებთ" ვინდოუსს (პირველ ლინქში არსებულ ფაილს ) გამოდის ულტრაისოს ფანჯარა, შემდეგ ვიქცევით სურათების მიხედვით ( ? დისკზე ჩასაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნებისმიერი თქვენთვის სასურველი პროგრამა,მაგალითები მოყვანილია მათთვის, ვინც არ იცის თუ როგორ კეთდება ეს... სამუზეუმო კომპებისთვის მაქსიმუმ 256მბ RAM-ით და Pentium 3 პროცესორით გირჩევთ გამოიყენოთ XP SP2 Lite რომელიც ორიგინალი XP SP2 იმიჯიდანაა მომზადებული ჩემს მიერ და დატესტილი მაქვს პირადად ბევრ კომპზე
    1 point
  7. E8400 EO-სტეპინგი - 140 ლარად Corsair XMS2 800-ები 5-5-5-18 ტაიმინგებით - 60 ლარად http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16820145184 Cougar CMX-700 ვატიანი ყუთით და ყველა კაბელით სადღაც 3-4 თვის ნახმარი 150 ლარად http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16817553003
    1 point
  8. Aerocool-მა, რომელიც ცნობილია თავის თვალწარმტაცი გარეგნობის მქონე და ამავდროულად იაფფასიანი კომპიუტერული კეისების გამოშვებით, განაცხადა Full-Tower მოდელ XPredator Evil Green Edition-ის დებიუტზე, რომელიც ევროპაში სულ ცოტა ხანში შედგება. კომპანიის სხვა 'მტაცებელ' ასეთ პროდუქტების ანალოგიურად, აღნიშნული მოდელიც დამზადებულია 0,8 და 1,0 მმ სისქის, ფოლადის ფირფიტებისგან, მარცხენა მხარეს დატანებული აქვს აკრილის დიდი ფანჯარა. გარდა ამისა, მას აგრეთვე გააჩნია ექვსი განყოფილება ოპტიკური წამყვანებისთვის, ხოლო ზედა პანელი კი, შესრულებულია პლასტიკის 'ფარფლებისმაგვარ' ფორმებში. შიგნით შესაძლებელია XL-ATX, ATX ან microATX ტიპის სისტემური დაფის, მაქსიმუმ ექვსი მყარი დისკის, ცხრამდე PCI Express ან PCI გაფართოების ბარათის, სტანდარტულ ATX-თან თავსებადი კვების ბლოკისა და რვა ფენის (ორი 230 მმ-იანი მოდელი კომპლექტს თან ერთვის) დაყენება. უნდა აღინიშნოს უამრავი ხვრელიც - კაბელების მოწესრიგებისთვის და 33 სმ-მდე სიგრძის გრაფიკული ადაპტერებისა და 19 სმ-მდე სიმაღლის პროცესორული ქულერის ჩადგმის შესაძლებლობაც. წინა პანელზე განთავსებულია სამი USB 2.0, ერთი USB 3.0, პორტების ყურსასმენებისა და მიკროფონისთვის და eSATA. პროდუქტი ევროპაში იანვრიდან გამოჩნდება და მისი ფასი დაახლოებით 120 ევრო იქნება. TechPowerUP!
    1 point
  9. ატლანტის ბოტანიკური ბაღს საკმაოდ მოუხდა ორიგინალური სადღესასწაულო გაფორმება. კომპანია Lighting Science Group-მა და CD + M Lightning and Design Group-მა ერთიანი ძალისხმევით შექმნეს შთამბეჭდავი განათების სისტემა, რომელსაც “Garden Lights, Holiday Nights” უწოდეს. ბოტანიკური ბაღის დიდ გაზონზე განათავსეს ფუტურისტული კონსტრუქციების მთელი რიგი, რომლებსაც ბუჩქებისა და ხეების ფორმა აქვს. მილიონობით მანათობელს მართავს კომპიუტერი, რომელიც ცვლის განათებას მუსიკალური გა- ფორმების მიხედვით. უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს სანახაობა, მანათობლებს შეუძლიათ შექმნან 16.7 მლნ. ფერი! ასევე აღსანიშნავია, რომ კარკასებისგან შექმნილი ხეები და საახალწლო ნაძვისხეები ეკოლოგიურად სუფთა არიან და ექვემდებარებიან სრულ გადამუშავებას. ატლანტის ბოტანიკური ბაღის ამ სიახლემ დაამყარა, ეკოლოგიურობისა და ენერგოეფექტურობის, ახალი ტენდეცია. წყარო: 3DNews.ru
    1 point
  10. აფრიკა, ტანზანია !... ნახადუ მანქანიდან გადაღებული ... Canon EOS 450D მაგარი ბანძი და დებილი აპარატია !!! ვეღარ ვიტან უკვე Canon - ს თფუუუ
    1 point
  11. რამდენიმე საინტერესო ფოტორეპორტაჟი დაიდო დღეს: 100 изумительных фотографий тумана (часть 1) http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3866698 100 изумительных фотографий тумана (часть 2) http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3866701 Полет над кратером вулкана Пинатубо http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3866688 Вертикальные сады Патрика Блана http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3866691 Бельгия перед Рождеством: Брюссель http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3866694 Германия перед Рождеством: Ахен http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3866697 ნუ ეგ პროფების გადაღებულია რა თქმა უნდა მაგრამ მაინც ფოტოლუბიტელებს დააინტერესებს ალბათ
    1 point
  12. გეთანხმები, მომწონს ამ ვაჟკაცის ხედვა. P.S. ეს ბოლო სურათი, რატომღაც sillent hill-ის შთაბეჭდილებას მიქმნის.
    1 point
  13. ჩემი ყველა დროის ყველაზე საყვარელი მულტფილმია
    1 point
  14. აბაა რა დრო იყოო მაგრად მევასებოდა : D
    1 point
  15. ოფერებიო რო დაგიჩემებიათ ოფ ტოპიკია დააბა რისთვის ქვია ოფ ტოპიკი?
    1 point
  16. მეორეთ დავხურე მეორე ნაწილი, ხოლოდ იმიტომ რომ პირველ დახურვაზე ყველა ამოწყდა შემდეგ ჯერზე ყველა გადავარჩინე და ველოდები მესამეს სულგულ მოუთმენლად, მაგრამ იმდენი თამაში მაქვს დასახური მანამდე კი გამოვა ან ცოტა ლოდინი მომიწევს ხო, ჩემთვის N1 თამაშია.
    1 point
  17. სპეციალურად Overclockers.ge-სთვის. სხვა ვარიანტებსაც შემოგთავაზებთ უახლოეს მომავალში.
    1 point
  18. :xelebi: ვიღაც გვამინუსებს :mameda:
    1 point
  19. პლიუსეეე :mad: :mad: :mad:
    1 point
  20. LGA 2011 სოკეტს, როგორც თქვენთვის ცნობილია, მომდევნო წლის პირველ კვარტალს შეემატება მოდელი Core i7-3820, რომელსაც თავის უფროს წინამორბედთან შედარებით, გააჩნია მხოლოდ 4 ბირთვი, 10 მბ მესამე თაობის კეშ-მეხსიერება, ბაზური სიხშირე 3.6 გჰზ და დახურული მამრავლი. გარდა ამისა, გათვალისწინებული აქვს 30 PCI Express 3.0 ხაზი, 4-არხიანი მეხსიერების კონტროლერი და სხვადასხვა ტექნოლოგიები. იაფი ღირებულებით, რომელიც შეადგენს 294$-ს (რაც LGA 1155-ის ფლაგმან გადაწყვეტილებებზე დაბალია) და პლატფორმისთვის დამახასიათებელ, აჩქარების ფუნქციების მხარდაჭერით, აღნიშნული პროცესორი შეიძლება საკმაოდ ღირსეულ გადაწყვეტილებად ჩაითვალოს. ComputerBase-ის მიმოხილვის მიხედვით, Core i7-2600K და Core i7-3820-ის შედეგები დაახლოებით ერთნაირია, მაგრამ მეორე მათგანი წინ გადის იმ ტესტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან III დონის კეშისა და მეხსიერების ორი დამატებითი არხის მიმართ. ასეთი ბენჩმარკები, ტრადიციულად, 'სინთეზურია' და ყოველდღიურ სიტუაციებში, მომხმარებელი ნაკლებსავარაუდოდ შეძლებს მათ შორის დიდი განსხვავების შემჩნევას. რაც შეეხება Sandy Bridge-E ხაზის ფლაგმან, Core i7-3960X-თან 20%-იან დაშორებას, ეს მოსალოდნელი იყო და მარტივად აიხსნება ორი ბირთვის არქონით. მიუხედავად იმისა, რომ Core i7-3820-ის მამრავლი გახსნილი არ არის, ის არცთუ ისე ცუდად ეგუება ტაქტურ სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს. პირველ რიგში, მისი მომატება შესაძლებელია 44х მაჩვენებლამდე (ბაზური უტოლდება 36х-ს), რაც უკვე იძლევა 4.4 გჰზ-ს. ხოლო ნამრავლებთან ერთად, რომლებიც LGA 2011 პლატფორმის ერთ-ერთი თავისებურება გახლავთ, ეს თეორიული ზღვარი ადის 5.5 გჰზ-მდე (BLCK-ს სიხშირე - 125 მჰზ) და მეტად (სხვა ნამრავლების გამოყენების საშუალება, კვლავინდებურად ადგილზეა). თუმცა, პროცესორის დაუოკებელი მადის გათვალისწინებით (4.5 გჰზ-მდე აჩქარებისა და კვების ძაბვის 1.26 ვ-მდე გაზრდისა და ენერგომოხმარების სრული დატვირთვის დროს, ენერგომოხმარების დონე აღწევს 233 ვ-ს), ასეთ ცდებს მხოლოდ ნამდვილი ენთუზიასტები თუ განახორციელებენ. საერთო ჯამში, Core i7-3820 საინტერესო პროდუქტი გამოვიდა - პოზიციონირების თვალსაზრისით. უფროს თანამოძმეებთან შედარებით, ის მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ იქ, სადაც მას მოუწევს გამოსვლა, უკვე დიდი ხანია მეფობს Core i7-2600K. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ LGA 1155 სოკეტის სისტემური დაფების არჩევანი შედარებით ფართოა, მათი ფასი უფრო დაბალია ვიდრე LGA 2011-ისა, რომელმაც დიდი ხნით მოიპოვა 'ძვირადღირებული და წარმადოვანის' სტატუსი. მიუხედავად ამისა, ახალ CPU-ს გააჩნია დიდი რაოდენობის PCI Express ხაზის მხარდაჭერა, სოლიდური L3 კეში და Sandy Bridge-E პროცესორების სხვა თავისებურებები, რაც კარგ სისტემურ დაფასთან ერთად, შეიძლება იქცეს არცთუ ისე ურიგო არჩევნად. ------------------------------------------------------ პროცესორის ახალ მოდელ Core i7-3820-ის გამოსვლამდე კიდევ ერთი თვე რჩება, მაგრამ მასზე უკვე შესაძლებელია პრე-ორდერის გაკეთება ონლაინ-მაღაზია Provantage-ზე. ამ მომენტისთვის, როგორც ხედავთ, მისი ღირებულება 311.5$-ია, რაც დაახლოებით 17%-ით აჭარბებს ოფიციალურს. როგორც ზემოთ ითქვა, მას გააჩნია ოთხი ბირთვი, 3.6 ტაქტური სიხშირე (3.9 გჰზ - Turbo Boost-ის რეჟიმში), Hyper-Threading, VT-d და AES დაშიფვრის ალგორითმები. ტიპიური თერმოპაკეტის დონე შეადგენს 130 ვ-ს. Overclockers.ru
    1 point
  21. ვინ დაადგინა ეგ? ჩემი დრაკონია და ჩემი წესები :D
    1 point
  22. ერთ-ერთი იმ ნახატებიდან რომელიც არ გადამიხატავს :$
    1 point
  23. 'უფრო მაღალი სიხშირე იმავე ფასად' - დაახლოებითი ასე შეიძლება Intel-ის მიდგომის დახასიათება, მომავალ Ivy Bridge პროცესორებისთვის. Lynnfield/Clarkdale-დან Sandy Bridge-ზე გადასვლის შემთხვევის მსგავსად, ოთხბირთვიან Core i5/i7-3000-ების ანონსით, კომპანია გეგმავს საფირმო CPU-ებზე საკმაოდ მაღალი ფასების შენარჩუნებას და მომხმარებელთა მოზიდვას გაზრდილი წარმადობით. ეს მატება კი, არცთუ ისე დიდი, 100, 200 ან 300 მჰზ იქნება. ამას დაემატება უმნიშვნელოდ გაუმჯობესება კრისტალის დონეზე. ხუთი მოდელი იმუშავებს იმავე სიხშირეზე, როგორზეც წინამორბედი Core i5/i7-2000-ები. შედარებით იაფფასიანი Core i5-3450, Hyper-Threading-ის მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ Turbo Boost-ით, შემკვეთს დაუჯდება 184$ - მინიმუმ 1000 ერთეულისგან შემდგარ პარტიებისთვის. რა ეღირება ენერგოეკონომიური Core i5-3450S (4 ბირთვი, 65 ვ) და Core i5-3470T (2 ბირთვი, 35 ვ), ჯერჯერობით უცნობია. ოვერქლოქერული ვერსიები Core i5-3570K და Core i7-3770K შეფასებულია 225 და 332$-ად შესაბამისად. ამ თერთმეტი CPU-დან, ალბათ, გახსნილი მამრავლის მქონე, Core i5 უნდა ჩაითვალოს ყველაზე ოპტიმალურ შენაძენად. ამგვარად, მომავალი წლის აპრილისთვის, პრაის-ლისტში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები - AMD-ს ფასების პოლიტიკისდა მიხედვით. CPU-World, Overclockers.ua
    1 point
  24. გაიხარეთ ) ესეც წუხანდელია
    1 point
  25. წყაროს ინფორმაციით, Nvidia-ში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უარი ეთქვათ რასტერულ (გეიმეტრიულ) და შეიდერულ დომენებზე - პროდუქტების სწრაფი გამოსვლის სასარგებლოდ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ TSMC-ს 28 ნმ ტექპროცესს, უფრო სწარად კი, მის HKMG-ვერსიას, რომელიც განკუთვნილია მაღალწარმადოვან კრისტალებისთვის, აქამდე სერიოზული პრობლემები გააჩნია და იმისთვის, რომ არცთუ ისე დიდი მანძილით ჩამორჩნენ AMD-ს Southern Island-ებს, კომპანიაში გეგმავენ საფირმო GPU-ს სიხშირეების ძირფესვიანად შეცვლას. ახალ, HPL თავსართის მქონე, შედარებით ენერგოეფექტურ ნორმაზე შესაძლებელი გადასვლა ინჟინრებს მისცემს უფრო სწრაფ ტემპში განახორციელონ ტაივანიდან ჩამომავალი ჩიპების ლაბორატორიული ტესტირებები და მათი კომპანიის AIB-პარტნიორებისკენ გაგზავნა - კომერციულად ხელმისაწვდომ ვიდეობარათების სახით. გარდა ამისა, GPU-ს სხვადასხვა სიხშირეების გათანაბრებით, შესაძლებელი გახდება ბირთვის ნომინალური მაჩვენებლის (რასტერული დომენის) გაზრდა, რაც დიდი ალბათობით მოეწონებათ Nvidia-ს მარკეტინგულ განყოფილებას. ასე მაგალითად, საშუალო ღირებულების ადაპტერი GK104, წინასწარი მონაცემებით, იმუშავებს 1 გჰზ-ზე მაღალ დონეზე. Overclockers.ua
    1 point
  26. საათი გაასწორე მგონი შველის
    1 point
  27. ჭკვიანი ბიჭიხარ შენ :D
    1 point
  28. :huh: ცირკთან სადაა მაგარი ნაშობა :raio:
    1 point
  29. Do you feel cold and lost in desperation you build up all the failiures all you've known remember all the sadness and frustration and let it go, let it go let it go let it go....
    1 point
  30. მატუსალამ ბიოსის განახლების შემდგომ შევძელი დარაზგონებაო, მანამდე ვერ დაარაზგონებო... სოსო თუ საიტზე ხარ გამაგებინე როგორ განვაახლო ჩემი დედა დაფის ბიოსი. ვინმე თუ არის საიტზე გთხოვთ დამეხმაროთ ბიოსის განახლებაში. asus p7h55-m lx მაქვს და როგორ შეიძლება ამის განახლება? ამ საიტს პატრონი არ ყავს? :ugly_confused2: :ugly_confused2:
    1 point
  31. ძალიან ადრე გავაკეთე, სურათი იყო დრაივერ პარალელ ლაინიდან და პირველად რომ გამოჩნდა სან ფრანცისკოს სურათები და ტრეილერები მაშინ მომივიდა აზრათ გამეკეთებინა.
    1 point
  32. ბარსაში? არამგონია. გამოწერე მაგის დედაც მაინც ბებიაშენი სუ ბარსაში ცვეთდა ფეხსაცმელებს რააააა რა ამაზრზენი ხარ :D
    0 points
  33. რა დღეში აქ მინუსს ვინც წერს ნერვები ნელა ქნას ბევრი არ დამაკლოს დაგაპლიუსეთ ბავშვია ვიღაცა, გაიზრდება და ისწავლის :chojinfc:
    0 points
  34. ვინაა რო უხარია მიუსების წერა
    0 points
  35. ტასოტტი მოვიდა ტასოტი წავა მალე ოფფერობის მეტს რომ არაფერს აკეთებთ მოკიდეთ კალმებს ხელი შეუდექით news-ების წერას :mad:
    0 points
  36. რა დღეში ხართ
    0 points
  37. ეგრეც ვიცოდი! 3 - ჩემგან! მესამე მე არ ვყოფილვარ :D
    0 points
  38. ოჰ მაი გად! ყველას + ჩემგან :mameda:
    0 points
  39. მე არ ვიყავი, შენ და ლომსა საკუთარ პოსტებს ვერ დაამინუსებდით. პირატ შენ დარჩი Kemo,Prince,პირატა,lomsa
    0 points
  40. დავით ყოჩაღ "რაღაცნაირი ხედვა" გაქვს
    0 points
  41. -1 points
  42. მოვედეეეეეეე
    -1 points
  43. ხიბლიდან მოვდივარ, მითხრეს ცირკზე კარგი პონტაო არ ვარგა დათო წადი ჩამოკარი და გაგივლის ;)
    -1 points
  44. -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.