Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 06/14/11 in all areas

  1. მოგესალმებით ყველას, ალბათ ბევრს ვერ გავაკვირვებ ასეთი ვიდეოთი მაგრამ ჩმეთვის საკმაოდ საინტერესო იყო, იქნებ თქვენც დაგჭირდეთ ვინმეს ასეთი რამ. მოკლედ მქონდა Geforce 7600GT 256MB -იანი- დაახლოებიტ 5 წლის წინ ვიყიდე, მუშაობდა მშვენივრად თუმცა 3 დღის წინ გაუბერა და მესიჯი ამომიგდო "შემეშვი ძმობას გაპიცებ" -ო , მოკლედ გაუბერა რა. მეც ერთი 5 წუთი ვუყურე და შემდეგ გადავწყვიტე რომ გამეცოცხლებია ჩემი ლამის ბავშვობის მეგობარი ვიდეოკარტა. შევიარაღდი დიდი ჟარონით და წინასაფარით და ჩემს ღუმელში საინტერესო პიცა გამოვაცხვე მოკლედ უყურეთ ვიდეოს და მიხვდებით ))
    4 points
  2. უკვე ბევრ საიტზე განიხილება ინტელის მომავალი პროცესორები და ჩვენს საიტზეც განვიხილოთ ის ინფორმაცია რაც დღეისათვის არსებობს ამ "იდუმალებით" მოცულ პროცესორებზე. კოდური სახელი Sandy Bridge-E (SNB-E) იქნება ახალ სოკეტზე და ახალ ჩიპსეტზე (ისევ !!!) და უკვე ამ წლის ბოლო მეოთხედში უნდა გამოჩნდნენ. ინტელის გეგმების მიხედვით თავიდან სულ სამი მოდელი იქნება წარმოდგენილი SNB-E ოჯახიდან: ორი ცალი 6 ბირთვიანი და ერთიც 4 ბირთვიანი (8 ბირთვიანი?..). მოდელის ნომრები ჯერჯერობით უცნობია თუმცა ცნობილია გარკვეული დეტალები. პირველ რიგში საინტერესოა რომ პროცესორები არ იქნება i8 ან i9 სერიის და დარჩება ძველი i7 სახელი. ახალი ჩიპები ახალ LGA2011 სოკეტზე იქნება და X79 ჩიპსეტზე, რომელიც პროცესორებთან ერთად გამოვა. ახალი პლატფორმა LGA1366 სოკეტს და X58 ჩიპსეტს ჩაანაცვლებს და გათვლილი იქნება high-end ენთუზიასტებზე და workstation მომხმარებლებზე. მეხსიერების მხარდაჭერა გაიზარდა ოთხ არხიან DDR3-1333-მდე, ასე რომ სადაც Bloomfield-ს შეეძლო 25.6GB/s გამტარობამდე მოცემა ახალ სოკეტზე ეს გამტარობა 42.7GB/s შეადგენს რაც ჯამში 66%-იანი მატებაა !!! საინტერესოა რომ ინტელის roadmap-ში ნახსენები არ არის ინტეგრირებული ვიდეო დაფა ან Quick Sync, რაც მიგვანიშნებს რომ პლატფორმა მხოლოდ დისკრეტული ვიდეოებისთვის იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ასეთი სისტემის მყიდველი აუცილებლად დისკრეტულ ვიდეოს ისურვებს დანაკლისი დიდი არ არის, თუმცა, მას შემდეგ რაც Quick Sync-ის შესაძლებლობები ვნახეთ ვიდეოს ტრანსკოდირებაში შეიძლება ვინმესთვის ეს დასანანიც კი იყოს. ინტელი ჯერ-ჯერობით არ ახმაურებს ტურბო დეტალებს და ცნობილია მხოლოდ მაქსიმალური ტურბი ერთ ბირთვზე. 6 ბირთვიანი 3.3GHz-იანი და 4 ბირთვიანი პროცესორების მაქსიმალური ტურბო 3.9GHz-ს აღწევს, ხოლო 3.2GHz-იანი 6 ბირთვიანი პროცესორის მაქსიმალური ტურბო 100 მეგაჰერცით ნაკლები იქნება და ასევე შეკვეცილი L3 დონის ქეში. ისევე როგორც ყველა i7 პროცესორს მათაც ექნებათ Hyper-Threading მხარდაჭერა და ორივე 6 ბირთვიანი პროცესორი სრულად ღია მამრავლით იქნება მაშინ როცა 4 ბირთვიან მოდელს ექნება "ნახევრად ღია" მამრავლი რაც სავარაუდოდ 6 ბიჯს შეადგენს და მაქსიმალური ტურბოს გათვალისწინებით ამ პროცესორის სიხშირის გაზრდა 4.5GHz-მდე იქნება შესაძლებელი (შესაბამისი გაგრიბელით, დედადაფით და ა.შ.). ზუსტი ფასები დღეისათვის უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ასე უნდა გამოიყურებოდეს. i7 Extreme ვერსია ჩაანაცვლებს არსებულ i7-990X-ს და მისი ფასი დაახლოებით 1000 დოლარი იქნება. 3.2GHz-იანი პროცესორი ჩაანაცვლებს i7-980-ს და მისი ფასი $550~$600 ფარგლებში იქნება, ხოლო SNB-E სიის ბოლოში ოთხ ბირთვიანი ჩიპი იქნება რომელიც i7-960-ს ჩანაცვლებს და ასევე კონკურენციას გაუწევს i7-2600-ს და სადღაც 300 დოლარის ფარგლებში გაიყიდება. როგორც გრაფიკიდან ჩანს X79 მცირედ გაუმჯობესებულია ვიდრე X58 თუმცა ზოგიერთ ახალ ტექნოლოგიებს მაინც არ მოიცავს. ჩიპსეტს აქვს 10 SATA 6Gbps და 4 SATA 3Gbps მხარდაჭერა, ხოლო USB 3.0 კვლავ არ არის. ასევე ახალ ჩიპსეტს აქვს dual x16 PCIe არხების და quad x8 ვიდეო დაფების მხარდაჭერა, თუმცა ამჯერად PCIe არხები უშუალოდ პროცესორშია (როგორც 1156 და 1155 სოკეტებზე) და არა ჩიპსეტში როგორც X58-ში. ასევე პროცესორში შემნახველი მოწყობილობებისთვის დამატებულია 4 PCIe არხი, რაც გათვლილია ისეთ სწრაფ შემნახველებზე როგორიც არის SSD. 2x16 PCIe არხების და ოთხ არხიანი მეხსიერების კონტროლერის მხარდაჭერის გამო ცხადია პინების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება წინა სოკეტებთან შედარებით. ინტელი არ აცხადებს ჩიპსეტთან კავშირისთვის QPI-ს გამოიყენებს თუ DMI-ს თუმცა DMI 2.0 მხოლოდ 20Gbps გამტარობას იძლევა რასაც 10 ცალი SATA 6Gbps სწრაფი SSD-თი თავისუფლად შთანთქავს. ასევე ინტელი აპირებს SNB-E Xeon-ების გამოშვებას ერთდროულად. საბოლოო ჯამში SNB-E პროცესორები საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რომ შემდეგი ნაბიჯი Ivy Bridge იქნება რომელიც პირველი 22 ნანომეტრული პროცესორია და მათი გამოშვება უკვე 2012 წლის პირველ ნახევარში იგეგმება, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა... წყარო და ნაკადული anandtech
    2 points
  3. P55-CD53 სჯობს უდაოდ H55 ჩიპსეტის აღებას P55-ის სჯობს ყველანაირად
    2 points
  4. ლოგიკა სწორი გაქვს. 255.255.255.252 მასკა (ანუ /30) გულისხმობს რომ block size არის 4 იანი, აქედან 0 არის Network ID , 3 არის Broadcast . ანუ Valid IP არის მარტო 1 და 2. იგივენაირად გრძელდება ყველა სუბნეტებში. რაც შეეხება 4 დან რატო იწყება და ა.შ, მე ვერ გეტყვი მაგას რა ქვია არა Cisco ენაზე, მარა Cisco პირველ საბნეტს ეზახის subnet zero-ს. რამდენიმე წლის უკან ეს ბრძანება არ იყო გააქტიურებული დევაისებზე, და უნდა შეგეყვენა ხელით (IP subnet zero), სხვანაირად პირველ და უკანასკნელ საბნეტს ვერ იხმარდი Range იდან. ასე რომ ნორმალურად შეგიძლია იხმარო 1 საბნეტიც, თუ დენიკინის დროინდელი Device არ გაქვს. თუ გკითხეს მსგავს შემთხვევაში პირველი ქსელი რომელი იქნებაო, არასოდეს არ უპასუხო 4 დანო დამიჯერე დიდი შეცდომა იქნება.
    2 points
  5. გამარჯობათ! წავუLEDოთ LED(Light-emitting diode) ნახევარგამტარია,რომელიც ასხივებს სინათლეს მის ელექტროდებში დენის გავლისას. პირველად იგი 1962 წელს გამოიგონეს ილინოისის უნივერსიტეტში ნიკ ხოლონიაკის ხელმძღვანელობით. დიოდი დამზადებულია SiO2(სილიციუმის ოქსიდი),Ge(გერმანიუმი) და სილიციუმის კარბიდისაგან,ანუ Si02+3C------------>SiC+CO2 ეს ხდება 1600 გრადუს ცელსიუსზე. ინფორმაციისთვის კი სილიციუმის კარბიდისაგან მზადდება ბრონის ჟილეტები,სამუხრუჭე დისკები ,მჭრელი დისკები.................... მისი "+" და "-" ებია: ამ "ნათურებს" მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი აქვთ,მაგალითისთვის კი ჩვეულებრივი ვოლფრამის ნათურის 95 % სითბოდ გადაიქცევა,5% კი განათებას ხმარდება. მაღალი მექანიკური ამტანიანობა მაღლი სიცოცხლისუნარიანობა,საღირო პირობების შექმნისას,გადახურების თავიდან აცილებით სინათლის სპექტრი თანამედროვე ლუმინეფორიან(აღვწერე ლცდ და PDP ტელევიზორებში) "ნათურებს" ლუმინესცენტური განათების სინათლის სპექტრის ტოლია. განათების მცირე კუთხე განათებისთვის საჭირო შუქდიოდთა მაღლი ღირებულება უსაფრთხეობა,არ მოითხოვს მაღალ ვოლტს(4,5 ვოლტი) ვირივით მუშა დაბალ და ძალიან დაბალ ტემპერატურაზე,მაღლი ტემპერატურა კი მავნებელია მასში არაამომწამვლელი ნივთიერებები,როგორიცაა ვერცხლისწყავი და რომელსაც იწენებენ ჩვეულებრივი ნათურების დამზადებისას. გამოიყენება: ქუჩების და სახლის განათებისთვის ერთეულის სახით ინდიკატორებში დასხვა ელექტროხელსაწყოებში მისგან აგებული მარტიცისგან ამზადებენ დიდ მონიტორებს გამოიყენება ოპტიკურბოჭკოვან სადენებში ინფორმაციის გადასატანად არის აგრეთვე ორგანული მანათობელი დოიდები OLED, მისი მოშაობის პერიოდი არც თუ ისე დიდია, 17 ათასი საათია. ტაივანში გამოითვალეს,რომ ყველა ჩვეულებრივ მანათობელს თუ შეცვლიდნენ ამგვარი მანათობლებით,წელიწადში 923 მილიონ დოლარს მოგებას ნახავდნენ. ეს შუქდიოდები მოიხმარს მაღალ ძაბვას,მათ HVLED ეწოდებათ. ინფორმაცია ზედაპირულია,რადგან უმეტესობა კითხვეთ თავს არ იკლავთ.
    1 point
  6. სულა ახლახანს გახდა ცნობილი,რომ კომპანია Camael Diamonds-მა iPad-ის საკუთარი ვერსია გამოუშვა, რომელიც სავსებით ღირსეულად ატარებს მსოფლიოში ყვლაზე ძვირი პლანშეტური კომპიუტერის სახელს. iPad-ის კორპუსი 1 კგ 18-კარატიანი ოქროთია მორთული, აგრეთვე ბრილიანტებით, რომელთა საერთო წონაა 300 კარატი. წინა პანელზე არსებული ერთადერთი ღილაკი HOME კი შავი ბრილიანტებისგანაა გაკეთებული. ამგვარად, ორიგინალი პლანშეტის უწინდელი სიმსუბუქისგან კვალიც კი არ დარჩენილა, და ადამიანს, რომელმაც ამხელა თანხა გადაიხადა ამ სათამაშოში, არა მარტო სქელი საფულე, არამედ ძლიერი ხელებიც დასჭირდება. კომპანია Camael Diamonds iPad -ის ღირებულება კი 1,2 მილიონი დოლარია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს Apple-ის ლანშეტის პირველი ვერსიაა და არა iPad 2. როგორც ჩანს, ავტორებმა მიიჩნიეს, რომ ბრილიანტის iPad მყიდველისთვის საჭირო არ იქნება მეორე ვერსიის ფუნქციონალი. წყარო:http://www.geeky-gadgets.com
    1 point
  7. Bioshock სადაც იყო ყველაფერი მოიგო :thumbsup: :thumbsup: :wub:
    1 point
  8. შლეიფი უფრო ეგ ვიდრე ვიდეო და სადღაც მარჯანიშვილზე აკეთებენ სანაპიროსკენ, ლეპტოპეპს რაღაც ცენტრია ლეპტოპების თუ რავი... მისამართი ზუსტად არ მახსოვს ალტადან მიმასწავლეს მემგონი... ან თუ რამეს მიგერტყა გზაში შეიძლება ეკრანს დაერხა... სკინშოტი გაუკეთე აბა ეკრანს თუ ვიდეოს ბრალია იგივე სურათი უნდა მოგცეს რასაც ხედავ თუ ნორმალური სურათია ან შლეიფის ბრალია ან ეკრანის..... მგონი იმუშავებს ეს ხერხი ვიდეოს გამოსარიცხად ზუსტად არ ვიცი.
    1 point
  9. არააა, ივლისსში ვაპირებ ყიდვას პს3 ზე მიდევს თვალი
    1 point
  10. ჩემი აზრით ორგინალური რაღაც უნდა იყოს და საკაიფო სათამაშო.
    1 point
  11. ტიტანების დაჯახება დაიწყო "კოწიკის" სიტყვებით, რომელიც ამბობს, რომ ამ თამაშის კონსოლების ვერსიას იმიტომ არ ანახებენ, რომ უხარისხოა მათი თამაშის (Modern Warfare 3) კონსოლის ვერსიასთან შედარებით. არგუმენტად ბობმა მოიყვანა ის ფაქტი, რომ DICE-მა თამაშის მხოლოდ PC ვერსია აჩვენა ამ ხნის განმავლობაში. აი რა უპასუხა EA-ს უფროსმა, ჯონ რიჩიტელომ (John Riccitiello): VG247 მგონი ეს კაცი იტყუება, აშკარად PC-ზე აჩვენეს Thunder Run მისია, E3-ზე. პატრიკ ბახი თამაშობდა თან, ამ თამაშის პროდიუსერი :/ დიდად არ მაინტერესებს კონსოლის ვერსია, როდესაც PC-ზე Next Gen თამაშს მიდებენ წინ. --------------------------------- <iframe width="560" height="349" src="http://www.youtube.com/embed/-SkJC6cLPOw" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
    1 point
  12. ისე რამდენს აოფებთ ხოლმე ამ ნიუსების თემებში, რომ ჩამოუაროს კაცმა ნახევარზე მეტი ოფი მიდის, რა საჭიროა ამდენი რაღაცის დაწერა, ეცადეთ მარტო თამაშის გარშემო წეროთ ხოლმე კომენტები და ნამეტარი არ გადაუხვიოთ, თორე რომ ვნახულობ ხოლმე კომენტებს რაზე აღარ მიდის ხოლმე ხანდახან საუბარი და მაგიტომ გამოდის 23 ფურცელი თორე რეალურათ 5-6 ფურცელია სულ თამაშზე დაწერილი და მერე მეორდება ერთი და იგივე ძირითადათ
    -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.