Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/31/10 in all areas

  1. მოკლედ ძალიან ბევრი თემა იხსნება ერთი და იგივე შეკითხვებით ხოდა მე კეთილი ალტრუისტი ბიძია ვხსნი საკლასო ოთახს "ვისწავლოთ რაზგონი" პირველ გვერდზე რაც წერია დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს ასე რომ გადახედეთ ხოლმე თან გამეორება ცოდნის დედაა ზოგჯერ საფუძვლებთან დაბრუნება ძალიან საჭიროა რაც არ უნდა მაგარი იყო რაზგონში წესი #1. ეს თემა არ არის ჩემი საკუთრება. overclockers.ge-ს საკუთრებაა ! ძალიან ბევრია ამ ფორუმზე ჩემზე მეტი რომ იცის რაზგონზე ასე რომ ვისაც შეგიძლიათ დასმულ შეკითხვებზე გაეცით პასუხი თუ გეხალისებათ რა თქმა უნდა, მით უმეეტს 24 საათი ამ თემაში არ ვიჯდები წესი #2. რაზგონის დროს არის გაკვეული რისკი. შეიძლება გააფუჭოთ რამე ნაწილი (მაგალითად მაზერი სამსახურში რო დავწვი მაგის მეტი არაფერი დამიწვია ჯერ ). შანსები მინიმალურია, 1%-ზე ნაკლები მაგრამ მაინც არის ასე რომ გაითვალისწინეთ და პასუხს ნუ მომთხოვთ, არავის ვაძალებ რაზგონს . წესი #3. ჩემი აზრი არ არის აბსოლუტური და თუ ვინმეს ეჭვი გაგიჩნდებათ შეგიძლიათ გადაამოწმოთ google.com ან პრინციპში ნებისმიერი მოდერი და ადმინისტრატორი ამ ფორუმზე ასევე თუ სხვის მიერ გაცემულ პასუხებზე გაგიჩნდათ შეკითხვები შეგიძლიათ დააზუსტოთ ჩემთან ან სხვასთან ამ თემის მთავარი პრინციპია დამეხმარეთ რათა დაგეხმაროთ და გასწავლი და მასწავლე დაწყებითი კლასები პირველ რიგში საკითხავი ლიტერატურა ქართულ ენაზე სავალდებულო ლიტერატურა იხილეთ აქ ესეც ლიტერატურა აჩქარების თემაზე - ჩემი ვერსია საჭირო პროგრამების სია იდენტიფიკაცია (რა ჰარდი გვაქვს იმის გასაგები) CPU-z GPU-z Everest მონიტორინგი Everest HWMonitor Core temp RealTemp Speedfan MCHTemp პროგრამები რაზგონისთვის Setfsb (CPU) ClockGen (CPU) Riva Tuner (GPU) Ati Tools (GPU) MSI afterburner (GPU) EVGA precision (GPU) Nvidia inspector (GPU) CPU tweaker (RAM) MemSet (RAM) სტაბილურობის დასადგენი პროგრამები prime95 LinX OCCT Everest სარაზგონო პროგრამების სრული პაკეტი იხილეთ ქვემოთ ლინკზე როგორ დავფლეშოთ მაზერის და ვიდეოს ბიოსი DOS-იდან ფრთხილად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის მაგრამ მაინც თემა თანდათან შეივსება გახდება უფრო ლამაზი, ფერადი და საინტერესო ეს თემა გავხსენი მხოლოდ კეთილი მიზნებით თუ რამე შემეშალა და არასწორად დავწერე კომპეტენტურ პირებს უმორჩილესად ვთხოვ ჩამისწორონ რათა ახალბედა user-ები შემთხვევით და ჩემი უცოდინარობით არ შევიყვანო შეცდომასა შინა !
    2 points
  2. კომპანია kingston უკვე მზადაა გმოუშვას ახალი HyperX Genesis სერიის DDR3 ოპერატიული მეხსიერების KIT ები ,Intel ის ახალი Sandy Bridge პროცესორებისათვის,რომლებიც 2011 წლის დასაწყისში გამოვა გაყიდვაში, ხოლო ახალი კინგსტონები უკვე დადგენილია რომ იანვარიდან გაიყიდება.ეს ოპერატიული მეხსიერების მოდულები იყენებენ ნაკლებ ენერგიას, დაბალ ძაბვას, და არიან უფრო სწრაფები მათი სიგრილე განპირობებულია მისი დიზაინით მას ორივე მხრიდან აქვს მეტალის კორპუსი. ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.
    2 points
  3. TUL Corporation-ის აზრით, მან პირველმა შესძლო წყლის რადიატორით აღჭურვილი HD6970-ის წარმოდგენა. შესაბამისი მოდელი გამოვიდა PowerColor Liquid Cooling Solution (LCS) HD6970 სახელწოდებით. აღნიშნული კომპონენტი შეიმუშავეს EK Water Blocks-ის სპეციალისტებმა. ის სპილენძისგანაა დამზადებული და მჭიდრო კონტაქტშია ვიდეოკარტის ყველა ცხელ წერტილთან. კომპანიის შეფასებით, GPU ტემპერატურა არ სცილდება 50°C-ის ზღვარს - მაქსიმალური დატვირთვის დროსაც კი. PowerColor LCS HD6970-ის გრაფიკული პროცესორის ტაქტური სიხშირე შეადგენს 925 მჰზ-ს, მეხსიერების - 1425 გჰზ (რეფერენსული მნიშვნელობა - 880 და 1375 მჰზ). წყლის გაგრილების სისტემის უფრო დიდმა ეფექტურობამ საშუალება მოგვცა, რომ არამხოლოდ გავზარდოთ კომპონენტების მჰზ-ების დონე ქარხნულ პირობებში, ასევე გამოვყოთ ადგილი ექსპერიმეტებისთვისაც. კომპლექტში შესულია 3/8 და 1/2 დიუმიანი ფიტინგები თავისი შემჭიდროვებლებით. PowerColor
    2 points
  4. რამდენიმე დღის წინ Xbox-ის ოფიციალურ საიტზე შედგა Xbox 360 პროექტის - Kinect-ის ანონსი, რომელიც არის ახალი სახელი Project Natal-ისთვის. Microsoft-ის ახალი მართვის სისტემა შესაძლებლობას იძლევა, გადაადგილებით და ხელების, ფეხების ენერგიული მოძრა- ობით ვმართოთ ვირტუალური პერსონაჟები. ამდაგვარი "ფიზიკური" მართვის კონტროლი აქვს Wii-საც, სწორედ ამან განაპირობა მისი პოპულარულობა, რომ ვიდეოთამაშებით დატკბობა შესაძლებელი იყო სავარძელზე ჯდომის გარეშე. http://www.youtube.com/watch?v=_ET6PqZtYd4&feature=player_embedded სისტემა მუშაობს მაქსიმალურად მარტივად. ტელევიზორის გვერდზე იდგმება სამკამერიანი პატარა ზომის მოწყობილეობა. თითოეული მათგანი კალიბრირდება და აფიქსირებს იმ ადამი- ანის მოძაობას, რომელიც მის წინ დგას. ამის წყალობით კი, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ ვირტუალური თავგა- დასავლების მთავარი გმირი. არის მოისაზრება, რომ Kinect შე- მოიღებს ოჯახური გართობის ახალ სახეს. Kinect-ის სრული ანონსი შედარებით მოგვიანებით შედგება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ახალ ტექნიკასთან იმუშავებს რამდენიმე კაზუალური პროექტი (Kinectimals, Joyride, Kinect Sports, Kinect Adventures, Dance Central). ახალი სისტემისთვის იქმნება ასევე თამაში "ვარსკვლავური ომები" (Star Wars). რეალური შანსი,-თავად გახდე ჯედაი-, საეჭვოა, რომ ფანტასტიკის მრავალმა თაყვანისმცემელმა ხელიდან გაუშვას. რამდენად წარმატებული აღმოჩნდება Kinect უცნობია. საეჭვოა ისიც, შეცვლის, თუ არა იგი ტრადიციულ გეიმპადს სავარძელთან ერთად, მაგრამ საღამოს წვეუ- ლებებზე გასართობად - იგი საუკეთესო არჩევანია. წყარო: 3DNews.ru ვიდეოები - http://www.gametrail...me/kinect/11397
    1 point
  5. ჩვენს ფორუმზე უკვე არის თემა , სადაც განხილულ იქნა ამ სისტემის შიდა აგებულება და სქემატური შემადგენლობა ამიტომ დიდად თავს არ შეგაწყენტ და გადვაალ მხოლოდ მის რაზგონზე და მაქსიმალური წარმადობის მისაღებ ხერხებზე როგორც ცნობილია ბაზარზე ამ წუთას არის: 920 920 D0 - W3520 940 950 965 975 სამაგიეროდ არსებობს უკვე უამრავი დედაპლატა X58 ჩიპსეტზე X58ის სპეციფიკაციების გამო, ეს დედაპლატები ვერ იქნება ვერასოდეს ლოუ ენდი ამიტომ ფასი სადღაც 200 დოლარიდან იწყება და კარგი X58 დედადაფა სადღაც 260 დოლარი ჯდება თუმცა კარგი დედაპლატა არ ნიშნავს იმას რომ 300 დოლარიანი ბევრად აჯობებს 200 დოლარიანს აქ დამარხულია ძაღლის თავი ანუ ტყუილად ნუ დაიბნევიტ მიღწეული შედეგებით არ აყვეთ რომელიმე მაზერბორდზე ლეგენდებს ამ წუთისთვის ყველა X58 პლატა კარგია თუ რომელიმეს პრობლემა აქვს,მხოლოდ ბიოსის ბაგებითაა გამოწვეული და გასწორებადია მაგალითად ბლადრეიჯს პრობლემა აქვს პისიაი ექსპრესთან ისევე როგორც გიგაბაიტის პლატებს 230 ბეიზ ქლოქს ვერ აცდებით თუ პისიაი ექსპრესი 106 მაინც არ აცდა ბლადრეიჯი და გიგაბაიტები 103.6ზე ყინავენ ამისთვისაა ჰარდ მოდი და მერე უკვე იდება კარგი შედეგი ძირითადი კრიტერიუმები X58 მაზერბორდისთვის რა თქმა უნდა არის მისი რაზგონის პოტენციალი ანუ აქ უკვე ფსბ ვერ ვიტყვით გვაქვს ბეიზ ქლოქი შესაბამისად მაზერბორდი რომელიც მაქსიმალურ ბეიზ ქლოქს აწევს,უნდა ჩაითვალოს საუკეთესოდ ამ კლასში ეს ასე არაა! და რატომ ნეჰალემი+X58 დაკავშირებულია QPI ინტერფეისით აქ ფსბ უმეტესობა კანონები მთავრდება და იწყება ცოტა განსხვავებული სისტემის ერა როგორც ვიცით 920 და 940 გამოდის 4.8 გტ/წმ ინტერფეისით და 965 აქვს 6.4გტ/წმ ნუ თეორიულად არის სხვაობა მაგრამ რეალურად 4.8 გტ/წმ საკმარისზე მეტია სამივე პროცესორისთვის ეს ყველაფერი გათვლილია ქარხნულ სეთინგებზე ისე კი ყველა დედაპლატას შეუძლია QPI გამტარიანობა ათამაშოს სურვილის მიხედვით ბიოსიდან ხერხი ასე მოქმედებს 4.8 გტ/წმ QPი ლინკი არის რეალურად 133X18=~2400მჰც ლინკი 6.4 გტ/წმ QPI ლინკი არის 133X22=~2930 ნუ ახლა რაშია რაზგონის პრობლემა და რატომ არიან X58 დაფების 99% ერთნაირი პოტენციალის მქონე რაზგონში გავითვალისწინოთ ის რომ საქმე ეხება 920 და 940 ეს ორი პროცესორი უდნა დარაზგონდეს ბეიზ ქლოქის აწევით რადგან 965-ს ღია მამრავლი აქვს და სულ არაა საჭირო დაფამ მაღალი ბეიზ ქლოქი შეასრულოს მაგალითისთვის 920-ს აქვს მამრავლი 20 (ცალკე განვიხილავ ტურბო რეჟიმს) ანუ 133X20 შეადგენს პროცესორის ბირთვების ტაქტს რომ დავარაზგონოთ ეს პროცესორი 4 გიგაჰერცზე ,საჭიროა ბეიზ ქლოქი ავწიოთ 200 ზე გამოვა 200X20=4გჰც დავაკვირდეთ რა ხდება ამ დროს QPI ლინკის სქემაში 200მდე აწევა გვაიძულებს QPI ლინკი დავაგდოთ 4.8ზე ეს ნიშნავს 18 მამრავლის გამოყენებას ხომ გახსოვთ 133X18 შეადგენდ 4.8გტ/წმ ლინკის ტაქტს აქ კი გვექნება 200X18=3600მჰც სამწუხაროდ QPი ლინკის ტაქტი ლიმიტირდება 4 გიგაჰერცზე ეს წესი მოქმედებს 99% შემთხვევაში იშვიათად ახერხებენ ექსტრემალები არანორმალური ძაბვებით გადაცელას ეს კი კავშირში არაა მაზერბორდთან უბრალოდ იმ მომენტში QPI ძაბვა იყო სასწაულზე დაყენებული არსებობს ასევე QPი ლინკის შენელებული რეჟიმი თროტლინგში ნორმალურ შემთხვევაში ნებისმიერ X58 დაფას აქვს QPI 18 მამრავლი მინიმუმი თვიტ პროცს არა აქვს ასევე 18ზე დაბალი მულტის პაძერჟკა საჭიროა მაზერის ბიოსიდან SLOW MODE ან Disable Fast Mode გამოვიყენოთ იგივეა ორივე მარა ზოგი ასე წერს და ზოგი ისე ეს მოიცემა დათროტლინგებას QPI ლინკის და 4 გიგაჰერციანი ლიმიტი თავიდან შეიძლება ავიცილოტ ასე რაც მოიცემა დამატებით შედეგს ბეიზ ქლოქში და რაზგონში სამაგიეროდ ასეთი შედეგები ივარგებს მხოლოდ 2D ბენჩებში 3D ბენჩებს უკვე QPი გამტარობა აკლდება და შედეგი ძაან ბანძდება ესაა შესავალი და პასუხი ზოგად კითხვებზე ამ სისტემის რაზგონის პოტენციალის შესახებ გადავიდეთ თვითონ პროცესორზე მაქსიმალური შედეგისთვის: I7 ის სარაზგონოდ როგორც ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროცესორის ძაბვას 1.6 ვოლტს ნუ აცდებით ისედაც გაუჭირდება დაბუტვა და 99% არ იმუშავებს საერთოდ ძაბვა პროცესორზე ყოველთვის თვითონ უნდა იპოვნოს იუზერმა ჰაიპერ თრედინგი გავლენას არ ახდენს რაზგონის პოტენციალზე ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო ანუ 4630მჰცმდე ყველა მიდის 920ით მაღლა კი QPI ტაქტი ალიმიტებს და არა ის რომ პროცესორი კვადია ,ან ვერ რაზგონდება და ა.შ. ნუ 5გჰც+ ზე უკვე ჰაიპერ თრედინგიც შეგიძლიატ გამორტათ იმიტომ რომ როცა სლოუ რეჟიმშია მაინც QPI,ბარემ ჰაიპერიც გამოირთას და განიტვირთება პროცესორი მაგალითად მაქსიმალურ ტაქტზე სუპერპის გასატარებლად ნამდვილად არაა საჭირო ჰაიპერ თრედინგი რა თქმა უნდა არის ისეთი ნაგავი 920ებიც რომ 4.4 ვერ ააცელ ,მაგრამ გამოცდილი ოვერქლოქერი აუცილებლად მიიყვანს ნებისმიერ 920-ს 4.6გჰც ზე როგორც ვიცით I7 პროცესორებში დაემატა მემორი კონტროლერი რომელიც პროცესორს საშინლად ცხელს ხდის ასევე უჭირს პროცესორს დაბალი ტაიმინგების ატანა სავარაუდოდ კას6 დდრ3 არ იარსებებს ამ სისტემაზე კას7 უსაფრთხო ძაბვებში ძნელი ასატანია I7სთვის ამიტომ როდესაც დაარაზგონებთ I7 სისტემას ტყუილად Vდიმმ ზაბვას ნუ მიაკლავთ,პროცესორს არ უყვარს სასწაული ტაიმინგები ასევე საწაულ ტაქტებზე არასტაბილურობა და პრობლემები თავს იცენს 1800მჰც რამის მერე მაქამდე ყველაფერი შესაძლებელია ეს არაა დაკავშირებული რამის პოტენციალთან იმმიტომ რომ შედეგი გატესტილი მაქვს ოპერებზე რომლებიც 2100 ზე მიდიან 7-7-7-20 ით ინტელის სპეციფიკაციით პროცესორის ძაბვა 1.35 ვოლტს არ უდნა აცდეს,თუმცა 1.42მდეს მწვანე ზონაა ვტტ იგივე QPი ძაბვა ასევე 1.35 მაX,აქ ნამდვილად სიფრთხილეა საჭირო ვტტ რაც შეიძლება დაბალი უნდა იყოს 24/7ზე და ოპერატიული მეხსიერების ძაბვა არ უნდა აჭარბებდეს 1.65 ვოლტს მცირეხნიანი რაზგონის და ოდნავი ძაბვის მატებისას ოპერებზე,არაა რამის შეცვლა აუცილებელი 1.8 ვოლტამდე შეგიძლიათ აწიოტ Vდიმმ VDIმმ 1.8+ზე უკვე უნდა აწიოთ ვტტ ძაბვაც იმიტომ რომ ვტტ ძაბვა კვებავს QPი-ს , L3-ს და მემორი კონტროლერს და 0.5 ვოლტზე მეტი სხვაობა მომაკვდინებელი იქნება მემორი კონტროლერისთვის!!!!!! ანუ მოხდება ისე რომ სისტემა დაბუტავს ბიოსს,პროცს დაინახავს ბიოსი მაგრამ სისტემის ცატვირთვის დაწყება ყოველთვის ბლუ სკრინით დასრულდება ეგაა მემორი კონტროლერის სიკვდილის ნიშანი განლაგების მაგალითები ძაბვაზე 1.85VDიმმ--ვტტ/ქპი ძაბვა 1.35-1.40 1.90----1.4-1.43 1.95----1.45-1.47 2.00----1.52-1.55 2.05----1.57-1.60 2.10----1.62-1.65 2.20----1.7 ვტტ ამის ზემოთ ასვლა სასწრაფდ მოკლავს მემორი კონტროლერს ვტტ როგოც მოგახსენეთ კვებას L3-ს ასევე L3 ცნობილია აქ ანქორეს სახელით ანუ ტაქტი რომელიც ბირთვს გარეთაა და აქვს ოპერებთან ყველაზე დაბალი მამრავლი 1:2 ეს ნიშნავს რომ L3 ტაქტი უდრის სულ ცოტა ორმაგ ოპერების ტაქტს ეს კიდევ ხსნის თუ რატომ არ რაზგონდება ოპერატიული მეხსიერება ნეჰალემზე კარგად რომ დავუკვირდეთ სავალიდაციოდ 2.2 ვოლტი არაფერს აშავებს 2.2 კი დდრ3 ისთვის და თან 55ნმ ზე თუა დამზადებული იგივეა რაც დდრ2 3 ვოლტზე აქ მთავარ როლს თამაშობს რამ:L3 რატიო L3 ლიმიტირებულია 4.6გჰც-ზე აქედან გამომდინარე 2300მჰც ზე მეტ რამს იუზერების 99% ვერ გამოიყენებს,რამეთუ 2300რამX2=4600მჰც L3 2282მჰც ოპერების ტაქტი მსოფლიო რეკორდია ნეჰალემზე ამ წუთას L3 აქვს სხვა დივაიდერებიც მაგრამ 1:2 ყველაზე დაბალია სხვა დივადერების ხმარება გამოვა მხოლოდ თუ სისტემას სუსტი ოპერები აქვს და L3 აჩქარება გვინდა თუმცა 2300მდე უპრობლემოდ იმუშავებს ლუბოი რამი არსებობს კიდევაც 2133იანი 1.65ვოლტიანი დდრ3 ყველანაირად მწვანე ზონაში ჯდება ნეჰალემების უმეტესობა უპრობლემოდ მუშაობს 3.6-4.2 გიგაჰერცზე 24/7 სახმარად და საკმაოდ დაბალი ძაბვით მაგრამ საკმარისია 4.3 გიგაჰერცს გადაცდეთ და მაშინვე არაპროპორციულად ხდება ზაბვის მოთხოვნა სტაბილურობისთვის თუ პროცესორს 3.8 24/7 სტაბილურზე 1.21 ვოლტი უნდოდა ,215X20ზე უკვე შეიძლება 1.55 არ ეყოს სტაბილურობა რომ გაიაროს და 200X21ზე რომელიც ტურბო მამრავლია სულაც 1.3 ვოლტი D0-ს თუმცა ეს კონკრეტულად პროცესორზეა დამოკიდებულიდა კანონზომიერებას არ წარმოადგენს ესეც FAQ როგორც ყოველთვის გამომრჩა რამერუმეები და ნელნელა დავამატებ ან იკიტხეთ და დავწერ ექსპრომტად დავწერე ძილის წინ და თუ რამე გაუგებრადაა ან შეცდომაა,მითხარიტ და გავასწორებ
    1 point
  6. მოკლედ რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს ვერ შევდივარ ბიოსსა შინა, აი იმ მომენტში როცა უნდა შევიდე კლავიატურა არ მუშაობს და რა ვქნა როგორ შევაღწიო?
    1 point
  7. კომპანია Corsair მა სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა ახალი Vengeance სერიის DDR3 ოპერატიული მეხსირების მოდულები(ბარათები) დესკსტოპ სისტემებისატვის ამ სერიაში შედის :single(ერთი), dual(ორი),triple(სამმაგი) და Fourfold(ოთხმაგი) მოდულები.მათ ექნებათ: 1.5 V ძაბვა ,1600MHz სიხშირე ,ისინი განკუთვნილი იქნება Intel და AMD ს სამომავლო პროდუქტებზეც.ამ ბარათების საშუალებით შესაძლებელია საკმაოდ კარგი შედეგის მირწევა Overclocking შიც. Dual Chanel Triple Chanel Fourfold Chanel ეს კი 12GB Corsair Vengeance ,Core i7 965X პროცესორთან და Evga X58 დედა დაფასთაბ ერთად: ეს კი Overclocking ის შედეგი. ეს კი სხვადასხვა ტესტები: 3D Mark Vantage Battlefield Bad Company 2 ეს კი ფასები და ზუსტი დეტალები:
    1 point
  8. წავა ისევ დომხალი ვინ ვინ არის ვერ გაიგებ მაგრამ თუ ეგრე გინდათ თქვენ რატო წვალობთ ჩართეთ display nameის შეცვლა რო შეეძლოს მომხმარებელს ეგ ფუნქცია და დაისვენებთ და ჩვენი მოგვიწევს მერე გასარკვევათ display name historyს ნახვა :| პ.ს -1
    1 point
  9. CES 2011-ის საერთაშორისო გამოფენაზე ვიდეო დაფების მწარმოებელმა Micro Star International-მა იგივე MSI-მ განაცხადა რომ გამოუშვებს MSI N580GTX Lightning და MSI R6970 Lightning ვერსიებს ხოდა ამ კარტებს ექნებათ Twin Frozer III ქულერი რომელიც უკეთესად გააგრილებს ვიდეო კარტებს, რაც შეეხება ამ ქულერს მას აქვს 5 სპილენძის სითბური მილაკი და 90-მმ-იანი ფენი. MSI N580GTX Lightning არის აღჭურვილი 512 კუდა ქორეთი, 1536 მეგაბაიტი ვიდეო მეხსიერებით, 384 ბიტიანი სალტით და 16 კვების ფაზით. ხოლო MSI R6970 Lightning აქვს 2გბ ვიდეო მეხსიერება, 256 ბიტიანი სალტე, 1536 ნაკადოვანი პროცესორი (Stream processor) და 18 კვების ფაზა ვიდეოკარტების განთავსებისათვის კეისში მოგიწევთ გაფართოვების ორი სლოტის გამოყოფა. N580GTX Lightning მოდელმა მიიღო ორი ცალი DVI, ერთ-ერთი HDMI და DisplayPort-ი, R6970 Lightning-საც ერგო მსგავსი ტექნოლოგიები, განსხვავება მხოლოდ ორ mini-DisplayPort-შია. სხვა რავი არაფერი არ ეწერა ვნახოთ მგონი კაი რამ იქნება კაი კი არა ძალიან კაი დაწერილია პუშო ძიას მიერ for overclockers.ge
    1 point
  10. კომპანია MSI მ დაანონსა ახალი დედა დაფა ზედმეტსახელად overkill რომელიც გამოვა 2011 წლის დასაწყისში ,იგი აღჭურვილია დამატებითი Killer NIC სერიის ქსელის ბარათით და განკუთვნილი იქნება მხოლოდ Sandy Bridge პროცესორებისათვის. "ჩვენ მოხარულები ვართ რომ დავიწყეთ მუშაობა MSI სთან ერთად" განაცხადა კომპანია bigfoot ის აღმასრულებელმა დირექტორმა Michael Howseმ ასევე მათ გამოთქვეს ვარაუდი რომ Killer 2100 ქსელის ბარათი მშვენიერი დამატება იქნება MSI Big Bang ოჯახის დედადაფებისათვის.ამით მოთამაშეებს ეძლევათ საშუალება ონლაინში კონკურენტუნარიანი Gameing სა.
    1 point
  11. BGI - P15333 - 4870x2 @ (775/900)/Core I7 2.6GHz @ 2.6MHz | Photo ასეთი რეზოლუციით რატომაა ფოტო? ვერაფერი გავარჩიე თან გპუ ქულა რა ცოტაა ტო.. ჩემი 4870 X2 -ით 15 5xx მინიმუმი იყო
    1 point
  12. აათვითონ კარტას არ აქვს ვოლტაჟ კონტროლი თორე სხვა ბრენდისაზე მომიმატებია..
    1 point
  13. გაკვეთილი CPU-z ვეცდები ნელნელა დავყარო პატარა გაკვეთილებივით დიაგნოსტიკური პროგრამა რომლის საშუალებითაც გავიგებთ რა ჰარდი გვაქვს ვუყურებთ სურათს დაკვირვებით წითელად შემოხაზულია ე.წ. ტაბები სადაც დავაჭერთ და ვნახულობთ შესაბამის ინფორმაციას სურათი 1 CPU ტაბი name - პროცესორის ზუსტი მოდელი (ამ შემთხვევაში E8500) code name - ბირთვის სახელი (ამ შემთხვევაში Wolfdale) Package - იგულისხმება სოკეტი (აქ ინტელის 775) Technology - რამდენ ნანომეტრულია პროცესორი (აქ 45 ნმ) core voltage - აჩვენებს რეალურ ძაბვას პროცესორზე და არა VID-ს ანუ აჩვენებს ძაბვას EIST და C1E ფუნქციების გათვალისწინებით თუ ეს ფუნქციები ჩართულია შეიძლება აჩვენოს იმაზე დაბალი ძაბვა ვიდრე ბიოსშია მიცემული ბიოსში მითითებულ ძაბვას აჩვენებს სრული დატვირთვისას. Specification - მწარმოებელი, ზუსტი მოდელი და ქარხნული სიხშირე დალშე რაც გვაინტერესებს Stepping - სხვა სტეპინგია Revision - სწორედ ეს არის ის სტეპინგი რომელსაც ყველა კითხულობს (აქ მაგალითად E0) Instructions - ბრძანებების კრებული რომელიც "ესმის" პროცესორს მაგაზეა დამოკიდებული მაგალითად MAC OS გაუშვებს თუ არა კონკრეტული პროცესორი (ამ შემთხვევაში საჭიროა მინიმუმ SSE2 ან უმჯობესია SSE3 ბრძანებების კრებული და უფრო ახალი) იტოგში ოვერკლოკერებს გვკიდია Core speed - გასაგებია მემგონი ყველაფერი EIST და C1E ფუნქციები როცა ჩართულია კლებულობს მულტიპლერთან ერთად idle მდგომარეობაში როგორც სურათზეა Multiplier - მულტიპლერი ( ) იტოგში მამრავლი რა EIST და C1E ფუნქციები როცა ჩართულია კლებულობს მინიმალურ მნიშვნელობამდე ... (როგორც სურათზეა) თუ პროცესორს აქვს მაქსიმალური მაგალითად 9 დატვირვაზე ავა 9-მდე მაგრამ თუ ბიოსიდან შევზღუდეთ მაქსიმალური 8-მდე მაგალითად მაშინ დატვირთვაზე 8-ის ზევით არასდროს წავა Bus speed - იგულისხმება FSB (უი დარაზგონებული მქონია, არც მახსოვდა ) აჩვენებს ბიოსში მითითებულ მნიშვნელობას Rated FSB - i7-ზე QPI link ან AMD-ზე HT Link ყველგან აზრი ერთია თეორიული გამტარობა ანუ პროცესორის ჩიპსეტთან ინფორმაციის გაცვლის თეორიული სიჩქარე http://i056.radikal.ru/0909/4a/04562699e930.png http://s39.radikal.ru/i086/0909/3d/35dee6c22223.png Cache - სხვადასხვა დონის ქეში და მათი მოცულობა Selection - პროცესორების რაოდენობა მაგალითად სერვერულ მაზერებზე რაომდენიმე პროცესორით მაგალითად ორ პროცესორიან მაზერზე Cores - პროცესორის ფიზიკური ბირთვების რაოდენობა Threads - რამდენ ვირტუალურ ნაკადში შეუძლია მუშაობა პროცესორს თუ ბიოსიდან Hyper threading მხარდაჭერა გამორთე ემთხვევა ბირთვების რაოდენობას მიუხედავად პროცესორის შესაძლებლობებისა მაგალითად 920 მარცხნივ 8 ნაკადით მარჯვნივ 4 ნაკადით სურათი 2 Mainboard ტაბი Manufactorer - მწარმოებელი (აქ Biostar) Model - მაზერის ზუსტი მოდელი (აქ Tpower I45) Chipset - ჩიპსეტი Southbridge - სამხრეთ ხიდი Bios Brand - ბიოსის ვარიანტი (აქ AMI ბიოსი) Version - ბიოსის ვერსია, შეგვიძლია ვნახოთ აბდეითი გასაკეთებელია თუ არა Date - ბიოსი გამოშვების თარიღი მოსახერხებელია ბიოსის ვერსიის იდენტიფიკაციისათვის დალშე საინტერესო არაფერია სურათი 3 SPD ტაბით ძალზედ საინტერესო ტაბია შეგვიძლია გავიგოთ ქარხნულად რა სიხშირეზე რა ტამინგებით და რა ძაბვაზე დგება ოპერები Memory slot selection http://s11.radikal.ru/i183/0909/f8/ee6c2dc1b7bf.jpg აქ დაჭერით აირჩევ სხვა სლოტში ჩასმულ ოპერატიულს (აქ სულ ორი ცალია) საჭიროა როცა სხვადასხვა მოდელის ოპერები გვაქვს და გვაინტერესებს ორივეს SPD რომელცი აუცლიებლად განსხვავებული იქნება გვერდზე ოპერატიულსი ტიპი (აქ DDR2) Modul size - სლოტში ჩასმული მოდულის მოცულობა (აქ 1 გბ-იანი) Max Bandwith - მოდულის რეიტინგი აქ 6400 თუმცა სინამდვილეში 8500-იანია. აჩვენებს JEDEC მაქსიმალურს EPP და XMP(DDR3-ზე) მნიშვნელობებს აქ არ აჩვენებს http://i030.radikal.ru/0909/a3/4c79fb5986c2.jpg http://s46.radikal.ru/i114/0909/16/79c4d902673c.png შემდეგ საინტერესოა ტაიმინგების მაგიდა Timings Table სადაც ნაჩვენებია რამდენ ვოლტზე და სიხშირეზე რა მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ძირითად ტაიმინგებს მაგალითად სურათი 4-ზე ჩანს რომ 400MHz (რალური 800) სიხშირეზე ტაიმინგები უნდა მივუთითო 5-5-5-18 1.8 ვოლტზე ხოლო 2.2 ვოლტზე იგივე სიხშირეზე ამ ოპერებს შეუძლაი 4-4-4-12 ტაიმინგებით იმუშავოს სტაბილურად სურათი 4 Caches პროცესორის ქეშ მეხსიერებების მოცულობა აბსოლუტურად უსარგებლო ტაბი იგივე წერია პირველ CPU ტაბშიც სურათი 5 Memory ტაბი ზუსტი ინფორმაცია კონკრეტულ შემთხვევაში რა სიხშირეზე მუშაობენ ოპერები რა ტაიმინგებზე რა დივაიდერით Dram Frequency - ოპერები მუშაობის FSB სიხშირე (გამრავლებული 2 -ზე უდრის რეალურს. იხილეთ თემა თუ ვერ გაიგეთ http://www.overclockers.ge/forum/index.php?showtopic=14275) FSB:DRAM - დივაიდერი ანუ თანაფარდობა FSB და ოპერების სიხშირეს შორის მინიმალურია 1:1. FSB ვერასდროს იქნება DRAM-ზე მეტი და შემდეგ ძირითადი ტაიმინგები და Command rate - აქ 2T უფრო სტაბილურია 1T უფრო სწრაფია მარა შედარებით არასტაბილური თუმცა გააჩნია ოპერებს სურათი 6 Graphics ტაბი გამოჩნდა 1.52 ვერსიაში ინფორმაცია ვიდეო კარტის შესახებ აბსოლუტურად უსარგებლო ტაბია როგორც ტაბი ქეშის შესახებ ესეც ოფიციალური საიტი http://www.cpuid.com/cpuz.php ესეც ბოლო ტაბი სადაც საინტერესოა ვალიდაციის კნოპკა როცა გვინდა რაზგონის დაფიქსირება და ვაილდაცია სწორედ მაგ კნოპკით ვინახავთ ვალიდაციის ფაილს ასევე F7-ზე დაჭერისას ავტომატურად ინახავს ვალიდაციის ფაილს იმ დირექტორიაში რომელშიც არის CPU-z გამშვები ფაილი ფაილის ფორმატია სახელი.cvf http://valid.canardpc.com/ ესეც საიტი სადაც უნდა ავტვირთოთ ვალიდაციის ფაილი დაიმახსოვრეთ თუ საიტიდან CPU-z უახლესი ვერსია არ ჩამოტვირთეთ ვალიდაციას არ გაგაკეთებინებთ !
    1 point
  14. ნიკის შეცვლის საშუალება აღდგენილია თუ ვინმეს უნდა რომ ნიკი შეიცვალოს უბრალოდ მომწერეთ ყველა ლიმიტები მოხსნილია ამ წესზე ასე რომ გილოცავთ ახალ წელს და იცვალეთ ნიკები როგორც გაგიხარდებათ
    0 points
  15. დღეს გაკვეთილად გვექნება GPU-z პროგრამა ჩამოქაჩვა შეგვიძლია აქედან http://www.techpowerup.com/downloads/1665/mirrors.php პროგრამის მთავარი ფუნქციაა ვიდეო ბარათის (ვიდეო კარტის) შესახებ ინფორმაციის მიღება პროგრამას აქვს სამი ძირითადი Tab-ი პრინციპში ძირითადი ერთია მარა ყველას განვიხილავთ Graphics Card ტაბი Name - აქ წერია ვიდეო კარტის დასახელება ზუსტი მოდელი (კონკრეტულ შემთხვევაში 6800 GS) GPU - აქ წერია უშუალოდ GPU ბირთვი რომელია, ანუ კოდური სახელწოდება (აქ NV41) Revision - GPU-ს რევიზია (აქ A1. სიტყვაზე B1 რევიზია ჯობია უფრო ახალი გამოშვებულია) Technology - ნანომეტრული ტექნოლოგია რომლითაც არის დამზადებული გრაფიკული ჩიპი (აქ 130 nm) Die Size - GPU კრისტალის ზომა (225 mm2) Release Date - გამოშვების თარიღი Transistors - ტრანზისტორების რაოდენობა (202 მილიონი) Bios version - აქ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო კარტის ბიოსის ვერსია მანდვე პატარა კნოპკა რომელსაც დააჭერ, მერე save to file და შეგიძლიათ კონკრეტული ბიოსის შენახვა მაგალითად ახალი ბიოსით ვიდეოს დაფლეშვის წინ ბექაფის გასაკეთებლად, თუმცა მაინც გირჩევთ backup-იც და დაფლეშვაც DOS-იდან გააკეთოთ Divace ID - იდეაში ეს ნომერი დაგეხმარებათ ახალი ბიოსის სწორად ამორჩევაში თუ რამოდენიმე ვარიანტი იპოვეთ ერთი და იგივე ვიდეო კარტისთვის, თორემ შიეძლება შეცდომით სხვა ბიოსით დაფლეშოთ და ვიდეო კარტა გააფუჭოთ. Subvender - ჩემთან რატომღაც ვერ ამოიცნო წესით Nvidia უნდა იყოს ან ATI-ს კარტის შემთხვევაში ATI ეწერება მანდ ROPs - Raster OPeration units მათი რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანია რაც მეტია მით უკეთესი ROP*GPU clock=pixel fiilrate Bus Interface - რომელ სლოტზე მუშაობს ვიდეო კარტა ჩემთან ვიდეო კარტას აქვს 16X მხარდაჭერა მაგრამ ბიოსიდან 8X-ზე ვამუშავებ ეხლა. მიზეზს არა აქვს მნიშვნელობა თქვენთან 16X@16X იქნება. ან თუ AGP ვიდეო კარტა გაქვთ მანდ იქნება AGP 8X ასეთი რამე. Shaders - შეიდერების რაოდენობა რაც მეტია უკეთესია განსაზღვრავს ვიდეო კარტის წარმადობას. Vertex თანამდეროვე თამაშები საერთოდ არ იყენებენ ამ ერტეულებს და ახალ ვიდეო კარტებში მითითებულიც არ არის ცალკე. DirectX supprot - ყველაზე ბოლო DirectX-ის მხარდაჭერა რომელიც აქვს ვიდეო კარტას Pixel Fillrate და Texture Fillrate - იდეაში სწორედ ეს მონაცემებია ყველაზ მნიშვნელოვანი ვიდეო კარტის მახასიათებლებიდან რაც მეტია მით უფრო ძლიერია ვიდეო კარტა. როგორ გამოითვლება Pixel Fillrate მიწერია ზევით ხოლო Texture Fillrate გამოითვლება TMU*GPU clock=Texture fiilrate დაწვრილებით იხილეთ ბატონი მიშას ლექცია ვიდეოდაფა. ვიდეო კარტის რაზგონისას მატულობს GPU clock სიხშირე და Pixel Fillrate და Texture Fillrate შესაბამისად ! Memory type - აქ GDDR3. GDDR4 ან GDDR5 ჯობია ყველა ვარიანტში რადგან უფრო მეტ სიხშირეზე მუშაობს. Bus width - იგულისხმება ვიდეო მეხსირების სალტის სიფართე (256bit) რაც მეტია უკეთესია თუმცა პირველ რიგში უყურეთ Pixel Fillrate და Texture Fillrate, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია და მხოლოდ შემდეგ ბიტების რაოდენობას. Memory size - ვიდეო მეხსიერების მოცულობა. მეორეხარისხოვანია როგორც ბიტების რაოდენობა. Bandwith - იგულისხმება ვიდეო მეხისერების გამტარობა და გამოითვლება ფორმულით Bus width/4*Memory clock-ზე. მაგალითად ჩემთან 256bit/4*500Mhz=32000 ანუ 32.0 GB/s. დაგეხმარებათ ვიდეო კარტის შერჩევისას როცა არ იცით 256 ბიტიანი იყიდოთ თუ 128 ბიტიანი!!! ნახავ Bandwith და რომელსაც მეტი აქვს ის ჯობია !!! Driver Version - დრივერის ვერსია (ძველი მიყენია 175.19) ჯობია უახლესი დააყენოთ ხოლმე თამაშებში უკეთესი შედეგი გექნებათ! GPU clock - სიხშირე რომელზეც მუშაობს ვიდეო კარტა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ROP-თან და TMU-სთან ერთად. (მათი გამრავლებით გამოითვლება ვიდეო კარტის წარმადობა და სიწრაფე). რაზგონისას ეს მნიშვნელობა მატულობს და შესაბამისად Pixel Fillrate და Texture Fillrate მნიშვნელობებიც. Memory - იგულისხმება ვიდეო მეხსირების სიხშირე ანუ Memory clock (2-ზე გამრავლებით მიიღება ეფექტური სიხშირე როგორც ჩვეულებრივ ოპერატიულის დროს და სწორედ ეგ სიხშირე გამოაქვთ ხოლმე მწარმოებლებს მახასიათებლებში). თუ რატომ ხდება 2-ზე გამრავლება იხ. ბატონი მიშას ლექცია DDR-ის ანა-ბანა. რაზგონისას ეს მნიშვნელობა მატულობს და მასტან ერთად Bandwith. Shader - სიხშირე რომელზეც მუშაობენ შეიდერები. ჩემთან მრთალად არის იმიტომ რომ 8600-ის შემთხვევაში ცალკე არ არის და ემთხვევა GPU clock სიხშირეს ისევე როგორც ATI-ს კარტებზე (ჯერჯერობით ასეა ). Nvidia-ს ახალ კარტებზე ეს ციფრი ცალკეა გამოტანილი და როგორც წესი უფრო მეტია ვიდრე GPU clock . მისი სიხშირის მომატება შეიძლება როგროც GPU clock-თან ერთად ისე მისგან დამუკიდებლად. Default clock, Memory, Shader - ეს სიხშირეები ფიქსირებულია რაზგონისას არ მატულობს და ყოველთვის იმ მნიშვნელობაზეა რომელიც გაყიდვისას ქონდა. მათი შეცვლა შეიძლება მხოლოდ ბიოსის შეცვლით და ამ შეცვლილი ბიოსით ვიდეოს დაფლეშვით. Nvidia SLI - ATI-ს კარტებზე იქნება Crossfire ანუ როცა ერთდოულად რამოდენიმე ვიდეო კარტა გვაქვს კომპში და ჩართულია SLI ან Crossfire რეჟიმში შესაბამისად იქნება Enabeld. ჩემთან Disabled არის იმიტომ რომ ერთი ვიდეო კარტა მაქვს ჩართული. მაგალითად ამ სურათზე ეს ფუნქცია ჩართულია და როგორც სურათზე ჩანს რეალურად შესაძლებელია სხვადასხვა ვიდეო კარტების ჩართვა. Sensor ტაბი ამ ტაბში მოცემულია სიხშირეები რომელზეც კონკრეტულ მომენტში მუშაობს ვიდეო კარტა თამაშისას ან ვიდეო კარტის დატვირთვისას ეს სიხშირეები მატულობს. ასევე მანდვე წერია ვიდეო კარტის GPU-ს და PCB-ს ანუ თვითონ დაფის ტემპერატურა და ქულერის ბრუნვის სიჩქარეც. Validation ტაბი აქ შეგიძლიათ ვალიდაცია გაუკეთოთ ვიდეო კარტის რაზგონს დააჭერთ უბრალოდ Submit კნოპკას გაჩნდება წარწერა Completed დააჭერთ your validation ID is: 34eew (თქვენთან სხვა ID ექნება ვალიდაციას) და გადაგიყვანთ ვალიდაციის საიტზე მაგალითად ჩემთან http://www.techpowerup.com/gpuz/4sz5n/ ეხლა მე ვიდეო დარაზგონებული არ მაქვს თორემ მანდ გამოიტანდა სწორედ დარაზგონებულ სიხშირეებს და არა სტოკ სიხშირეებს. მემგონი სულ ეს არის რაც შეიძლებოდა მეთქვა. :)
    -1 points
  16. რაღაც არა მგონია თუ კაი ინტე არ გაქ კარტამ გიშველოს.. პს მეც დამა+ლიუსეთ ხოლმე :D
    -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.