Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/12/10 in all areas

  1. სტატიის ავტორი westsider კვების წყარო გახლავთ 220 ვოლტი ცვლადი დენის მუდმივზე გადამყვანი,რომელიც დგას ნებისმიერ კომპიუტერში და მასზეა დამოკიდებული სისტემის საერთოდ ფუნქციონირება და სტაბილურობა.მისი ხარისხი განაპირობებს ასევე კარგ შედეგებს ოვერქლოქინგის დროს უფრო კონკრეტულად კვების ბლოკის და ხარისხის შესახებ ქვემოთ: ფორმა არის სტანდარტი და მიდის ნებისმიერ კორპუსში უკნიდან მაგრდება 4 ბოლტით და სირთულეს არ წარმოადგენს ბლოკს გააჩნია 24+ თვე გარანტია ტოპ ფირმებს 36+ თვე აქვს მთავარი მახასიათებელი თვისებებია : სიმძლავრე,დენის ძალა,ძაბვის არხები და ოდენობა,გაგრილების ხმაური და ხარისხი,კაბელის სისტემა სიმძლავრე და დენის ძალა გახვალვთ სუფთა ელექტრული მახასიათებლები იმის მიუხედავად რომ 95% სიმძლავრეს უყურებს, უფრო მნიშვნელოვანია დენის ძალა ზუსტად ეს გახლავთ სხვაობა ძვირფას და იაფიან ბლოკებს შორის მაგალითად 500 ვატიანი ელსი ,სინანი ან Xილენსი ჯდება 40-50 ევრო იგივე სიმძლავრის SeaSonic,Tagan,ThermalTake , Coba და ა.შ. ასე 100 ევრო განსხვავება იმაშია რომ იაფიან კვებას აქვს 1 ან 2 12 ვოლტიანი გამომავალი კანალი ძვირფასებს 3 ან 4 დენის ძალა თითო კანალზე გაცილებიტ მეტია კარგ ბლოკებზე ვიდრე იაფიანებზე ასევე ისიცაა რომ იაფიან კვების ბლოკებს ხშირ შემტხვევაში მატყუარა 2 კანალი აქვს ესაა სინამდვილეში 1 12 ვოლტიანი კანალი რომელიც გაყოფილია და გარეთ გამოდის ორი კაბელი ასეთი ბლოკის მაღალი ვატები ვერ გიშველით ადრე თუ გვიან ბოლი გაუვა თუ ზედმეტს დაგრუზავთ დრევანდელი კვების ბლოკები იძლევა შემდეგ ძAბვას: 3.3V+,5V+ და 12V+ აქედან 3.3 და 5 ვოლტზე ყველა იაფიან კვებას აქვს მაღალი დენის ძალა (იზომება ამპერებში) ეს იმიტომ რომ ამ ძაბვას დიდად არ მოიხმარს მაზერბორდი და არცაა საჭირო ზედმეტი ამპერაჟი კომპისთვის კვების ბლოკს შეიძლება ეწეროს დავუშვატ 500 ვატი,მაგრამ უნდა ნახოთ ეს სიმძლავრე რამის ჯამი ხო მარაა მაგალითად ხშირად აწერენ 3.3 + 5 ვოლტის სიმძლავრეს ცალკე და 12 ვოლტისას ცალკე მერე ამას აჯამებენ და აწერენ 500 და მეტ ვატს როცა სინამდვილეში 12 ვოლტზე რეალური სიმძლავრე ასე 250 ვატი შეიძლება იყოს ძვირფას კვების ბლოკში არასოდეს არაა დაჯამებული სიმძლავრე მაქსიმუმი რაც აწერია ეგაა 12 ვოლტის სიმძლავრე და ცალკე მიწერილია 3.3 და 5 ვოლტიც Dual Core ან Quad Core + ერთი ვიდეო დაფა საჭიროა 2 იზოლირებული 12 ვოლტიანი კანალი რომლიდანაც ერთი მიეწოდება მაზერბორდს და მეორე ვიდეოკარტას ორი კანალი მოგემთ საშუალებას რომ შეაერთოთ ჰაი ენდ კარტებიც და კვების ბლოკ იარ გადახურდება თუ აპირებთ Quad Core + Dual ვიდეო ან 3X სისტემა ან ახალი Quad SLI ან CrossFire მაშინ შესაბამისი რაოდენობის კანალებია საჭირო სასურველია პროცესორმა და მაზერმა ცალკე კანალი მიითვისონ და ვიდეოკარტებმა ცალცალკე ყველამ თავისი კვების ბლოკების შტეკერი მაზერზე ამ წუთას შეგხვდებათ ATX 1.0 და 2.0+ 1.0 არის 20 პინიანი და 2.0 24იანი 2.2 ვერსიას აქვს უკვე 8 პინიანი პროცესორის კვება 4 პინიანის მაგივრად თუმცა ეს კაბელი უნივერსალია ყველა ბლოკზე შუაზე იყოფა და მაინც ერთდება 4 პინიანშიც ესეც 20 პინი და ესეც უნივერსალური შტეკერი რომელიც მიდის ორივე მაზერზე კონკრეტულად 1.0 : 20 პინი /4პინი 1.3 : 20 პინი/4 პინი + სატა 2.0 : 24 პინი/4 პინი + სატა + 6პინი პისიაი ექსპრესი 2.2 : 24პინი/4/8 პინი + სატა + 6პინი პისიაი ექსპრესი რაც შეეხება გაგრილებას ძირითადში კვება გრილდება ქვემოთ დაყენებული 120მმ ვენტილატორით ასევე ზოგიერთ მათგანს აქვს უკნიდან 80მმ ან ქვემოთ 140 მმ და უკნიდან 80მმ ვენტილატორების გამოცვლა შესაძლებელია , მაგრამ ლუქი იხევა და გარანტია იკარგება ძვირფას კვებას აქვს უკნიდან მინი გადამრთველი რომელიც ბრუნებს არეგულირებს კვების ბლოკის ხმაური დიდი პრობლემაა ხშირად თუ ნონეიმს ან რამე იაფიანს იყიდით და მისი დარეგულირება გახსნის გარეშე არანაირად არ გამოდის ამიტომ წინასწარ ჩაართვევინეთ როგორმე ან გატესტეთ ,თუ არ გინდათ რო ბღუილმა წაგიღოთ ტვინი ამ წუთისთვის არსებობს : აქტიური,პასიური და წყლის გაგრილებიანი კვების ბლოკები 95% წარმოადგენს აქტიურებს ძვირი და მოუქნელი სიამოვნებაა პასიური გაგრილება დიდია და მძიმე ძნელი ჩასაყენებელია და ბევრ ადგილს იკავებს და ვენტილატორი მაინც აქვს,რომელიც დიდ გრუზზე ირთვება ამის ყიდვას ჯობს ისევ ძვირფასი და კარგი კვება აიღოთ აქტიური სისტემით წყლის გაგრილებიანი იშვიათობაა და ჩუმი ფასი ძალიან ძვიირ და რაც ყველაზე ცუდია ,არცევანია მწირი და დიდი ტექ მონაცემებიტ ვერ გამოირცევა საილენთმაქსის წყლის სისტემით გაგრილებული კვება კვების ბლოკები არის ან სტანდარტული კაბელების სისტემითან სრული მენეჯმენტით ეს გახლავთ კაბელ მენეჯმენტი ფასში პრინციპში არაფერი ემატება თუ შევადარებტ იგივე ხარისხის უბრალო სისტემიან კვებას და კარგია ცოტა ადგილს იკავებს კეისსი დენის კაბელები თუ რამე გამომრცა ან დამავიწყდა,მომწერეტ ან აქ დაპოსტეთ და $#^#(|დები ყველა კიტხვაზე გიპასუხოთ თქვენი ვესტსაიდერი :D
    1 point
  2. როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი რჩევები დამწყებთათვის ფორუმზე ხშირად სვამენ შეკითხვას ეყოფა თუ არა კვების ბლოკი სისტემას, რომელი კვების ბლოკი ავარჩიო და ასე შემდეგ. ვეცდები გასაგებად ავხსნა როგორ შეიძლება კვების ბლოკის არჩევა. რაც დრო გადის სულ უფრო იზრდება PC კომპონენტების კვების ბლოკისადმი მოთხოვნა. ერთი პერიოდი ენერგიისადმი სისტემის მოთხოვნებმა ძალიან იმატა და ერთი ვიდეო კარტით სისტემას ზოგჯერ 650 ვატიც სჭირდებოდა თუმცა ეხლა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად სულ უფრო ნაკლებ ძაბვას მოიხმარენ High End ნაწილები, დღეისათვის 500 ვატი თითქმის ყველა სისტემას ეყოფა ერთი ვიდეო კარტით (ერთი GPU, Dual GPU ვიდეო კარტები არ იგულისხმება). განსაკუთრებით მომთხოვნია SLI და CrossFire კონფიგურაცია (მათთვის ვინც არ იცის: ორი ან მეტი ვიდეო კარტა Nvidia და ATI შესაბამისად) . დავიწყებ იქიდან, თუ როგორ გავიგოთ რამდენი ვატი დასჭირდება კონკრეტულ სისტემას. ზოგადად ყველაზე მეტ ვატებს მოიხმარს ვიდეო კარტა. ძველი ვიდეო კარტები სადღაც 50 ვატის ფარგლებში. თანამედროვე კი 200 ვატს და შეიძლება მეტსაც. შემდეგ მოდის პროცესორი (50-130 ვატი). რაც მეტია ბირთვების რაოდენობა მით მეტ ენერგიას მოიხმარს პროცესორი. მწარმოებლის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული პროცესორის TDP (Thermal Design Power), შემდეგ მოდის დედა დაფა, ვინჩესტერი და ოპერატიული, რომელიც ყველაზე ნაკლებ ვატებს მოითხოვს. ერთი ცალი მოდული 5-10 ვატს მაქსიმუმ (DDR3 რეალურად უფრო ნაკლებს მოიხმარს ვიდრე DDR1 თუმცა განსხვავება მინიმალურია 1-2 ვატი). ასევე გასათვალისწინებელია, რომ overclocking-ი მნიშვნელოვნად ზრდის ენერგიის მოხმარებას. თუმცა ასე დათვლა მაინც ძნელია და საბედნიეროდ არსებობს უამრავი online power supply calculator-ები, რომლებიც დაგითვლიან თქვენი სისტემის მოთხოვნებს. მე პირადად ამ კალკულატორით ვსარგებლობ და მინდა ცოტა განვიხილო როგორ შეიძლება ამ კალკულატორით დათვლა http://www.extreme.o...culatorlite.jsp ესეც საიტი. ეს კალკულატორი მცირედ აჭარბებს რეალურ მოთხოვნებს მაგრამ მცირედი მარაგი სულაც არ არის ზემდეტი, მით უმეტეს თუ რაზგონს ვაპირებთ. დავუბრუნდები საიტს. პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ System Type იგულისხმება რამდენ პროცესორიანია დედა დაფა. აქ უნდა მოვნიშნოთ single socket (ან იმის მიხედვით ვისაც რა გვაქვს) ანუ ერთ პროცესორიანი სისტემა. ასევე დედა დაფის ტიპი Motherboard: თუ თქვენი დედა დაფა Socket A და Socket 423-ზე არ არის შეგიძლიათ მონიშნოთ regular – desktop ან high end – desktop. მეორე ჯობია ისევ ძაბვის მარაგისთვის, თუნდაც ჩვეულებრივი დედა დაფა გვქონდეს. CPU: ამოვირჩევთ პროცესორს. CPU Utilization (TDP) აქ ჯობია 100% მოვნიშნოთ, მაგრამ თუ აჩქარებას არ აპირებთ შეგიძლიათ დატოვოთ 85%. აქვე არის Overclock my CPU! მონიშნავთ ”პწიჩკას” და შემდეგ უბრალოდ ჩაწერთ სიხშირეს და ძაბვას პროცესორზე. შემდეგ ამოვირჩევთ RAM-ს ოპერატიულის ტიპი (DDR) და რაოდენობა, FB Dimm-s შეგიძლიათ დაიკიდოთ, იგულისხმება Fully buffered ოპერატიული, რაც ვატების მხრივ არაფერს ცვლის. შემდეგ ამოვირჩევთ Video Card: და Video Type: SLI თუ cross-ი. აქ გაუგებარი არაფერია. მერე ვირჩევთ ვინჩესტერის ტიპს (IDE, Sata, SCSI) და რაოდენობას, შემდეგ SSD და ფლეშ დრაივები, CD, DVD, blue ray და მათი რაოდენობა. მოკლედ შემდგომში საკმაოდ გასაგებია (თუ რამე არ გვაქვს არც მოვნიშნავთ, მაგალითად დამატებითი PCI-e კარტა). ბოლოში არის System load აქ შეგიძლიათ მონიშნოთ 100% იმის გათვალისწინებით რომ კვების ბლოკი გვეყოფა სრულ დატვირთვაზეც და არ დაგვირესტარტებს. Capacitor Aging: (კონდენსატორების სიცოცხლის ხანგრძლივობა) აქ იგულისხმება რომ კვების ბლოკი მოხმარების ერთი წლის შემდეგ ნელნელა კარგავს ეფექტურობას და თუ კვების ბლოკს 1 წელზე მეტ ხანს არ გამოცვლით შეგიძლიათ 10-20% მიამოატოთ და 24/7-ზე თუ გვექნება ჩართული 1 წელზე მეტ ხნის განმავლობაში მაშინ 20-30%-ს მივუმატებთ და დავაჭერთ Calculate. რა ციფრსაც მივიღებთ რეალურად ოდნავ მაღალი იქნება ვიდრე სინამდვილეში დაგვჭირდება, მაგრამ მაინც წარმოდგენას გვაძლევს რამდენი ვატი დაგვჭირდება. ციტატა საიტიდან: The recommended total Power Supply Wattage gives you a general idea on what to look for BUT it is NOT a crucial factor in power supply selection! Total Amperage Available on the +12V Rail(s) is the most important, followed by the +5V amperage and then the +3.3V amperage. ანუ დაახლოებით წარმოდგენა გექნებათ რამდენი ვატი დაგჭირდებათ მაგრამ მხოლოდ ვატები არ არის მთავარი. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს +12V განხრაზე ამპერაჟს და მხოლოდ შემდეგ +5V და +3.3V განხრებზე, თუმცა ამაზე დეტალურად ქვემოთ ვიტყვი. არსებობს კიდევ სხვა კალკულატორები მაგალითად Enermax და Corsair ოფიციალურ საიტებზე და შეგიძლიათ ნახოთ. http://www.enermax.outervision.com/ http://www.corsair.com/us/learn_n_explore/?psu=yes (უამრავი კალკულატორი არსებობს და ყველას ნუ ჩამომათვლევინებთ ) მთავარია გავიგოთ დაახლეობით რამდენ ვატიანი კვების ბლოკი ავარჩიოთ. ნებისმიერ სისტემას ერთი ვიდეო კარტით აჩქარების გარეშე თავისუფლად ეყოფა ხარისხიანი 500 ვატიანი კვების ბლოკი. გაითვალისწინეთ რომ ჩვეულებრივი სისტემაზე ერთი ვიდეო კარტით, თუ კვების ბლოკი 500 ვატი ან მეტია, ძალიან ძნელია ე.წ. Full load მდგომარეობის მიღწევა. და რეალურად იშვიათად გვექნება კვების ბლოკი 100%-ით დატვირთული. ახლა თვითონ კვების ბლოკზე. მაინც როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი კვების ბლოკი? საერთოდ რაც უფრო კარგია კვების ბლოკი მით უფრო ძვირი ღირს და პირველ რიგში ჯიბე უნდა მოვსინჯოთ რამდენის გადახდა შეგვიძლია. მე მაინც მგონია რომ ხარისხში ფულის ”გადაყრა” ღირს და აქ ვეცდები ხარისხზე გავამახვილო ყურადღება და არა ფასზე. ზოგადად კვების ბლოკებზე როცა მიდგება საქმე ჯერ გირჩევთ ამას გადახედოთ მაგრამ მე ცოტა სხვანაირად მივუდგები საკითხს. მწარმოებელი, რომელი ფირმის შევარჩიოთ? აუცილებლად გირჩევთ გადახედოთ ამ სიას http://www.80plus.co...u/psu_join.aspx ამ სიაში მოცემულია მწარმოებლები, რომლებიც მართლა ხარისხიან კვების ბლოკებს უშვებენ და ამათგან ნებისმიერის ყიდვა ღირს. საიტზე ყველა კვების ბლოკი არ არის, მარტო ის მოდელებია რომლებიც დატესტილია და 80+ მოთხოვნებს აკმაყოფილებს (ამაზე შემდეგში ვიტყვი). იგივე მწარმოებელს შეიძლება სხვა კვების ბლოკიც ქონდეს, თუნდაც 80+ სტანდარტებით მაგრამ ამ სიაში ვერ იპოვოთ თუ ჯერ არ დაუტესტავთ. ჩვენთვის საინტერესოა Multi-Output კვების ბლოკები. Single-Output სერვერებისთვისაა და მხოლოდ +12 და +5VSB არხები აქვთ და ფორმითაც ჩვეულებრივ კეისს არ მოერგება. ასევე საინტერესო სიაა ამ საიტზე http://www.xtremesys...ad.php?t=108088 აქ ე.წ. Tier-ებად არის დალაგებული კვების ბლოკები. tier 1 უკეთესია, tire 5 უარესი. მოკლედ გადახედეთ. ზოგადად პოპულარული ბრენდებია Enermax, Seasonic, Corsair, FSP (Fortron source), Antec, Silverstone, Be Quiet, Thermaltake, OCZ, Cooler Master, Rosewill, Super Flower, NZXT, EVGA. მოკლედ სია საკმაოდ დიდია და ყველას ვერ ჩამოვთვლი. ასევე შეგიძლიათ ხარისხიანი კვების ბლოკების მიმოხილვები ნახოთ ამ სატზე http://www.realhardtechx.com/index_archivos/Page541.htm არსებობს საიტი http://www.hardwares...com/article/370 რომელზეც აღწერილია როგორ დავადგინოთ კვების ბლოკის რეალური მწარმოებელი. ჩემის აზრით თუ კვების ბლოკი დატესტილია, ეფექტურია და მძლავრია, არ აქვს მნიშვნელობა რეალურად რომელ ქარხანაშია აწყობილი. მთავარია ვიცოდე რა სახელით იყიდება, თორემ რეალური მწარმოებლის სახელით მიგნება ძალიან გამიჭირდება პრინციპში აქ სტატიის დამთავრება უკვე შეიძლებოდა. გავიგებთ რამდენ ვატიანი კვების ბლოკი გვჭირდება და 80+ საიტიდან (არჩევანი საკმარისზე მეტია) ნებისმიერი კვების ბლოკი ხარისხიანია და აქვს ის მახასიათებლები რომლებსაც აწი ჩამოვთვლი. მაგრამ მაინც დავწერ დეტალებს რაც უნდა გავითვალისწინოთ კვების ბლოკის არჩევისას. ფორმა ATX ATX სტანდარტია რომელიც დესკტოპ სეგმენტზეა გათვლილი და ყველა კეისზე წავა, მაგრამ პატარა კეისებში Mini Tower, Micro ATX კვების ბლოკის ჩადგმა მოგვიწევს. სხვა შემთხვევაში ჩატევის პრობლემა არ იქნება. წონა როგორც წესი კვების ბლოკი რაც უფრო ხარისხიანია და მძლავრი მით უფრო მძიმეა. შეიძლება 10 კილომდეც იწონიდეს. თუმცა ზოგიერთ იაფფასიან კვებას სქელი კორპუსი აქვს და შეიძლება საკმაოდ მძიმეც მოგვეჩვენოს. კონექტორები და შნურები თანამედროვე კვების ბლოკებს ყველას აქვს sata, IDE, floppy კონექტორი, ასევე 24 პინიანი (20+4) დედა დაფისთვის და 4 (ან 4+4 პროცესორისთვის მაღალი TDP-თი) პინიანი პროცესორისთვის. საყურადღებოა ასევე კაბელის სიგრძე, ზოგჯერ Full Tower კეისებში კაბელის სიგრძე არ გვეყოფა. ასევე დიდი კომფორტია Modular კვების ბლოკები, რომლებსაც შეგვიძლია კაბელები მოვხსნათ თუ არ გვინდა რომ კეისში აბლაბუდა მოვაწყოთ. არსებობს სრულად და არასრულად (მაზერის 20+4 პინიანი და პროცესორის 4+4 პინიანი კაბელი არ ძვრება) Modular კვების ბლოკები. ყურადღება უნდა მივაქციოთ PCI-e კონეკტორებს (გააჩნია რა ვიდეო კარტა გვაქვს). ადრე ვიდეო დაფა კვებას იღებდნენ დედა დაფიდან. ეხლა უკვე ბევრი ვიდეო არსებობს ისეთი რომელსაც დამატებითი კვება სჭირდება (მაგალითად GTX 295 და HD4870X2 ორ-ორი PCI-e კონეკტორი სჭირდებათ). არის 6 პინიანი და 8 პინიანი PCI-e კონეკტორები 6+2 უნივერსალური კონეკტორი გამოდგება როგორც 6 ასევე 8 პინიანი ვიდეოსთვის. ზოგ ვიდეო კარტას სჭირდება ორი 6 პინიანი ხოლო ზოგს ერთი 6 და ერთიც 8 პინიანი კონექტორი ყველა კვების ბლოკს არ აქვს PCI-e კონექტორი ან აქვს მხოლოდ ერთი. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ არჩევისას. მით უმეტეს თუ SLI და Crossfire სისტემას ვაწყობთ. კვების ბლოკს უნდა ქონდეს საკმარისი PCI-e კონექტორები. არსებობს IDE to PCI-e გადამყვანები, მაგრამ მაინც ჯობია ”ბუნებრივი” და არა გადამყვანით. ასევე გასათვალისწინებელია რომ რამოდენიმე ვიდეო კარტით სისტემებს 1000 ვატი და მეტი სიმძავრის კვების ბლოკი შეიძლება დასჭირდეს, გააჩნია ვიდეო კარტას. ვეტილატორები (Fan) და ხმაური რაც უფრო დიდია ვენტილატორი მით უფრო ჩუმი იქნება კვების ბლოკი. ამიტომ ჯობია შევარჩიოთ კვების ბლოკი 120 ან 140 მმ-იანი ვენტილატორით არსებობს კვების ბლოკები ორი 80 ან ორი 90 მმ-იანი ვენტილატორით, რომლებიც უფრო ჩუმი იქნება ვიდრე კვების ბლოკი მხოლოდ ერთი 80 მმ-იანი ვენტილატორით. მაინც ძნელია ზუსტად განსაზღვრო კვების ბლოკი ხმაურიანი იქნება თუ არა, დიდი ვენტილატორი როგორც წესი იძლევა იმის გარანტიას რომ კვება ჩუმია IDLE რეჟიმში მაინც, მაგრამ რაც უფრო იზრდება დატვირთვა და რაც მეტია სიმძლავრე მით უფრო ხმაურიანი ხდება კვების ბლოკი. კვების ბლოკზე ზოგჯერ არის ვენტილატორის ბრუნვის სიჩქარის რეგულატორი, რომელიც სითბოს გამოყოფის მატების შემთხვევაში უმატებს ბრუნებს. ამიტომ დატვირთვის გარეშე კვების ბლოკი შეიძლება ჩუმი იყოს მაგრამ დატვირთვაზე საკმაოდ ხმაურობდეს. ზოგიერთი კვების ბლოკი 1000 W დატვირთვაზეც კი საკმაოდ ჩუმი რჩება. აქ ისევ review-ების ნახვა დაგვეხმარება, სადაც შეგვიძლია ვნახოთ კონკრეტული კვება როგორ ხმაურობს. არსებობს კვების ბლოკები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ვენტილატორი მაგალითად Seasonic FSP, Enermax, Thermaltake უკვე უშვებენ ასეთი კვების ბლოკებს. კიდევ ბევრი მწარმოებელია, ყველას ვერ ჩამოვთვლი. მაგრამ ასეთი კვების ბლოკები დიდ სიმძლავრეს ვერ იძლევიან (350-500 ვატი), სამაგიეროდ ეფექტურია და აბსოლუტურად უხმაურო. Internals კვების ბლოკის გახსნის საშუალებას მაღაზიაში არავინ მოცემს, მაგრამ მაინც შეიძლება დაინახო შიგნით რა ხდება ასე გამოიყურება იაფფასიანი კვების ბლოკი შიგნიდან ეს კიდევ ხარისხიანი კვების ბლოკის ხედი, საკმაოდ მოზრდილი ალუმინის ფირფიტებით ეფექტური გაგრილებისთვის. მთავარია შიგნით შეხედვა მოახერხო და განსხვავებას აშკარად ნახავ. ეფექტურობა 80+ ზევით ვახსენე ეს საიტი. ეს არის ასე ვთქვათ ნებაყოფლობითი ორგანიზაცია, სადაც მწარმოებლებს თავისი სურვილით მიაქვთ კვების ბლოკი, რომლებიც იტესტება 20%, 50% და 100% დატვირთვაზე. ამ დროს ეფექტურობა (მ.ქ.კ.) უნდა იყოს 80%-ზე მეტი. თუ კვების ბლოკი ტესტებს გაუძლებს დაემატება სიაში. შეიძლება რომელიმე კვების ბლოკი აკმაყოფილებდეს ამ სტანდარტს მაგრამ სიაში არ მოხვდება თუ მისი გატესტვა არ მოხდება ამ ორგანიზაციის მიერ. ამიტომ ყველა კვების ბლოკი 80+ ეფექტურობით ამ საიტზე არ არის, მაგრამ არჩევანი საიტზე დიდია. არ უნდა აგვერიოს ეფექტურობა ე.წ. რეალური და არარეალური კვების ბლოკის მცნებაში. კვების ბლოკს აქვს Pick Watts და continuous power. Pick Watts ეს არის სიმძლავრე რასაც კვების ბლოკი იძლევა რამოდენიმე წამით ჩართვისას და შემდეგ უკვე სრულ დატვირთვაზე მას შეუძლია შედარებით დაბალი სიმძლავრის მოცემა ე.წ. continious power. სწორედ ეს არის რეალური ვატები, რომელიც უნდა იწერებოდეს კვების ბლოკზე, მაგრამ სამწუხაროდ მწარმოებლები სიმძლავრეს აწერენ თავისი შეხედულების მიხედვით. ხარისხიან კვებაზე არასდროს აწერია პიკური სიმძლავრე, მხოლოდ რეალური ანუ სიმძლავრე რომლის მოცემაც კვებას შეუძლია 24/7 დატვირთვაზე. ეხლა რას ნიშნავს ეფექტურობა. ავიღოთ ორი კვება, ორივე 800 ვატიანი და რეალური. პირველი კვების ეფექტურობაა 80%. იმისთვის რომ 800 ვატი მოგვცეს ეს კვება ხარჯავს 1000 ვატს ჩვენი დენის გადასახადიდან . ანუ კვებაში შედის 1000 ვატი და გამოდის 800 ვატი (80%) დანარჩენი იაკრგება სითბოს სახით. მეორე კვების ბლოკიც 800 ვატიანია მაგრამ ეფექტურობა 70%-ია (დაბალი ხარისხის კვების ბლოკების ეფექტურობა საშუალოდ 60-70%-ია ხოლმე) მაშინ უბრალო არითმეტიკა: ასეთი კვების ბლოკი დახარჯავს 1142 ვატს 800 ვატის მისაღებად. ასე რომ ორივე კვება ”რეალურია” მაგრამ ეფექტურობა რომელსაც მეტი აქვს ნაკლებ დენს ის დახარჯავს. ამის გარდა 80%-იანი ეფექტურობით კვების ბლოკში სითბოს სახით იკარგება 200 ვატი (1000-800), ხოლო 70%-იანის შემთხვევაში 342 (1142-800) ვატი. ამიტომ 80+ კვების ბლოკებს რეალურად გაგრილება ნაკლები დასჭირდებათ და ნაკლებადაც იხმაურებს, ამას თუ დავუმატებთ დენის ხარჯს საკმაოდ დიდი პლუსი გამოდის. ამ საიტზე ხუთი ტიპის კვების ბლოკებია ეფექტურობის მიხედვით standard, bronze, silver, gold და უკვე Platinium. (Platinium ეფექტურობა უკვე 92%-ს აღწევს, თუმცა უკვე გამოჩნდა Titanium ეფექტურობაზე 96%-მდე) http://en.wikipedia.org/wiki/80_Plus დეტალები შეგიძლიათ აქ იხილოთ. რაც უფრო მაღალია სტანდარტი, მით დიდია ეფექტურობა, მცირე სითბოს გამოყოფა და ჩვენი ხარჯებიც. გააჩნია რა ხარჯს ვიგულისხმებთ. ესეთი კვების ბლოკი უფრო ძვირიც ღირს თუმცა საბოლოოდ ასეთი კვების ბლოკები ბევრად მეტ დენს დაზოგავენ. PFC Power Factor Correction სიმძლავრის ფაქტორის კორექცია იმპულსურ კვების ბლოკებში (სწორედ ასეთი ტიპის კვების ბლოკები გამოიყენება კომპიუტერისთვის) PFC წარმოადგენს სქემატური ელემენტების ნაკრებს, რომელიც ამცირებს კვების ბლოკის მიერ რეაქტიული სიმძლავრის მოხმარებას. სიმძლავრის კოეფიციენტი (PF) ეწოდება აქტიური სიმძლავრის (სიმძლავრე რომელსაც კვების ბლოკი მოიხმარს) შეფარდებას სრულთან (ანუ აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის ვექტორულ ჯამთან). თავისი არსით სიმძლავრის კოეფიციენტი (არ აგერიოთ მარგი ქმედების კოეფიციენტში - მ.ქ.კ. ანუ ეფექტურობაში) ეს არის სასარგებლო და მიღებული სიმძლავრის შეფარდება და რაც უფრო ახლოს დგას ეს კოეფიციენტი ერთიანთან მით უკეთესია. PFC არსებობს ორი ტიპის - პასიური (Passive PFC) და აქტიური (Active PFC). იმპულსური კვების ბლოკი ყოველგვარი PFC-ს გარეშე ქსელის დენიდან მოიხმარს ენერგიას იმპულსების სახით, რომლებიც დაახლოებით ემთხვევიან ქსელის ძაბვის სინუსოიდის პიკებს. პირობით ოსცილოგრამაზე მწვანე ხაზი აღნიშნავს ქსელის ძაბვას, ხოლო უფრო ღია ხაზი კვების ბლოკის მიერ მოხმარებულ დენს. ასეთი სურათის დროს სიმძლავრის ფაქტორი (PF) 0.7-ს აღწევს ანუ ფაქტიურად სიმძლავრის მესამედი ქმნის დამატებით დატვირთვას ელექტრო გაყვანილობაზე ისე რომ არანაირ სასარგებლო სამუშაოს არ ასრულებს! შეიძლება კერძო პირებს ეს პრობლემას არ უქმნის რადგან სახლის ელექტრო მრიცხველი მხოლოდ აქტიურ სიმძლავრეს ითვლის, მაგრამ მსხვილ ოფისებში და ისეთ დაწესებულებებში სადაც ბევრი კომპიუტერი დგას იმპულსური კვების ბლოკები დაბალი სიმძლავრის კოეფიციენტით დიდ პრობლემას წარმოადგენენ, რადგან ყველა ელექტრო კაბელი და შესაბამისი მოწყობილობა გათვლილი უნდა იყოს სრული სიმძლავრეზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ 0.7 სიმძლავრის კოეფიციენტის დროს მათი სიმძლავრე ერთი მესამედით მეტი უნდა იყოს ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო! ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე მარტივი და გავრცელებულ მეთოდს ე.წ. პასიური PFC წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ჩვეულებრივ დროსლერს შედარებით მაღალი ინდუქტიურობით და ჩართულია წრედში თანმიმდევრობით კვების ბლოკის წინ. პასიური PFC შედარებით აგლუვებს დენის იმპულსებს, გაჭიმავს რა მათ დროში - თუმცა სიმძლავრის კოეფიციენტზე დიდი ზეგავლენისთვის საჭიროა დროსლერი დიდი ინდუქტიურობით, რომლის ზომებიც იმდენად დიდი იქნებოდა რომ ჩვეულებრივ კვების ბლოკში ვერანაირად ჩაეტევა. ხოლო მცირე ზომის დროსლერები რომლებიც კვების ბლოკში ეტევა იძლევიან მხოლოდ მაქსიმუმ 0.75 ტოლ სიმძავრის კოეფიციენტს. აქტიური PFC თავის მხრივ წარმოადგენს კიდევ ერთ იმპულსურ კვების წყაროს, რომელიც ზრდის ძაბვას. როგორც სურათზე ჩანს დენის ფორმა, რომელსაც მოიხმარს კვების ბლოკი აქტიური PFC-თი, ძალიან მცირედ განსხვავდება ჩვეულებრივი რეზისტული დატვირთვის მოხმარებისგან - საბოლოო ჯამში სიმძლავრის კოეფიციენტი სრულ დატვირთვაზეც კი 0.95-0.98-ს აღწევს. მართალია დატვირთვის კლებისას სიმძავრის კოეფიციენტიც კლებულობს 0.7-მდეც კი. თუმცა ბევრი Active PFC კვების ბლოკის მწარმოებელი 20%-ზე ნაკლებ დატვირთვაზეც კი გვპირდება 0.98 სიმძლავრის კოეფიციენტს. და პიკური დენის მოხმარება Active PFC კვების ბლოკებში მცირე დატვირთვაზეც კი მნიშვნელოვნად მცირეა ვიდრე Passive PFC კვების ბლოკების შემთხვევაში. გარდა იმისა რომ აქტიური PFC უზრუნველყოფს იდეალურთან ახლო სიმძავრის კოეფიციენტს, პასიურისგან განსხვავებით აუმჯობესებს კვების ბლოკის მუშაობას - დამატებით ახდენს შემავალი ძაბვის სტაბილიზაციას - და კვების ბლოკი ხდება მნიშვნელოვნად ნაკლებად მგრძნობიარე ქსელის ძაბვის ვარდნისადმი (ეს პირადად მინახავს თვალნათლივ, როცა სახლში ძაბვის ვარდნისას ყველა ელექტრო ხელსაწყო გათიშულა კომპიუტერის გარდა). ამას გარდა აქტიური PFC-თი უფრო ადვილია უნივერსალური კვების ბლოკის აწყობა, რომელშიც დასაშვები შემავალი სიმძლავრე 110-დან 230 ვოლტამდეა და აღარ არის საჭირო სპეციალური გადამრთველი (გასათვალისწინებელია რომ ასეთი კვების ბლოკების მუშაობისას იაფფასიან UPS-თან, რომლებიც საფეხურის ტიპის სიგნალს გამოიმუშავებენ, შესაძლოა სისტემაში პრეობლემები შეიქმნას დენის წასვლის და UPS-ის ელემენტზე გადასვლის შემდეგ, ამიტომ Active PFC კვების ბლოკებთან ერთად უმჯობესია მხოლოდ Smart კლასის UPS-ების გამოყენება რომლებსაც გამოსავალი დენის სიგნალი Pure სინუსოიდური ტიპის აქვთ) სხვა შემთხვევაში შეიძლება დენის წასვლისას სისტემა გაითიშოს. გარდა ამისა აქტიური PFC კვების ბლოკებს აქვთ გამოუჯობესებული რეაქცია ხანმოკლე (წამიერი) დენის წასვლების მიმართ - ასეთ მომენტებში კვების ბლოკი აგრძელებს მუშაობას მაღალვოლტიანი выпрямител-ის (ეს ვერ ვთარგმნე) კონდენსტაროების ენერგიის ხარჯზე, რომელთა მუშაობის ეფექტურობა იზრდება ორჯერ ან უფრო მეტადაც. აქტიური PFC კვების ბლოკების კიდევ ერთი დიდი პლუსია მაღალ სიხშირიანი ხარვეზების ძალიან დაბალი დონე გამოსავალ არხებზე, ანუ ასეთი კვების ბლოკები Highly რეკომენდებულია ისეთ კომპიუტერებში რომლებზეც მიერთებულია ანალოგური ტიპის აუდიო/ვიდეო აპარატურა. რაც შეეხება ეფექტურობას, რეალურად Active PFC-თი ეფექტურობა ანუ მ.ქ.კ. დაახლოებით 94%-ს შეიძლება აღწევდეს, მაშინ როცა Passive PFC-თი ეფექტურობა 96%-ს აღწევს, დიახ ბატონებო Passive PFC შეიძლება უფრო ეფექტური იყოს ვიდრე Active PFC თუმცა ამისთვის როგორც ზევით ვთქვი უზარმაზარი მოცულობის დროსლერია საჭირო რომელიც კვების ბლოკში ვერანაირად ვერ ჩაეტევა, ხოლო ის დროსლერი რომელიც კვების ბლოკში ეტევა იძლევა მხოლოდ 0.75 სიმძლავრის ფაქტორს და შესაბამისად იდეალურ შემთხვევაში მხოლოდ 70-75% ეფექტურობას. ასე რომ აირჩიეთ კვების ბლოკები Active PFC-თი. წყარო და ნაკადული http://www.nix.ru/su...&faq_topics=PFC http://en.wikipedia....on-linear_loads ძაბვის რეგულაცია Load regulation ATX სტანდარტით ძაბვის რეგულაცია უნდა იყოს ±5% დადებით განხრებზე (+3.3V; +5V; +12V; +5VSB) და ±10% უარყოფით განხრებზე (-12V). მაგალითად +12V ვოლტზე დასაშვებია ძაბვის ცვლილება 11.4-დან 12.6-მდე. ხარისხიანი კვების ბლოკებს დადებით განხრებზე რეგულაცია შეიძლება ±3% ქონდეთ, ხოლო საუკეთსოებს ±1% და ნაკლები აქვთ. დაცვები Over Current, Over Voltage, Short-Circuit protection ანუ დაცვა ძაბვის მატებისგან, ძაბვის ვარდნისგან და მოკლე ჩართვისგან. ესეთი მახასიათებლები ხარისხიან კვების ბლოკს აუცილებლად უნდა ქონდეს. ეს საშუალებას მოგვცემს მშვიდად ვიყოთ ძაბვის თამაშის დროსაც და არ გვექნება მოულოდნელი რესტარტები. ამპერები და ვატები +12V განხრებზე აქ მე მინდა ავხსნა როგორ შეიძლება ”ნაკლეიკის” წაკითხვა კვების ბლოკზე. ATX კვების ბლოკებს აქვთ შემდეგი ძირითადი განხრები +3.3V; +5V; +12V; -12V და მორიგე +5VSB. იყო დრო როცა მაზერი და პროცესორი აქტიურად იყენებდნენ +3.3V და +5V განხრებს. ეხლა უკვე პროცესორიც, მაზერიც და მით უმეტეს ვიდეო კარტაც ძირითადად +12v (პლიუს 12 და არა მინუს) განხრას იყენებენ. ამიტომ კვების ბლოკის შერჩევისას უნდა დავაკვირდეთ რამდენი ამპერია +12V-ზე. საერთოდ ვატები ასე მიიღება: ვოლტი გამრავლებული ამპერზე უდრის ვატებს. მაგალითად კვების ბლოკს +12V-ზე 40 ამპერით 12 ვოლტიან განხრაზე შეუძლია მოგვცეს 12*40=480W. რაც უფრო მეტი იქნება +12V ამპერები მით უკეთესია. უყურეთ ძირითადად ამ განხრას. იაფიან კვების ბლოკებს +3.3V და +5V განხრებზე უფრო მეტი ამპერი უწერიათ ხოლმე. მაგალითი 1 +12 ვოლტზე 34 ამპერი 34/12=408 ვატი ჯამში მაგალითი 2 360 ჯამური ვატი +12 ვოლტიან განხრებზე (სულ ორია) ანუ ჯამში გამოდის 360/12=30 ამპერი (და არა 20+18) დევიზი ასეთია: 12 ვოლტზე მეტი ამპერი. თუ რამოდენიმე განხრაა 12იანი,მაშინ ჯამური ამპერები რომელსაც მეტი აქვს +12 ვოლტზე ის ჯობია! ეგ არის მთელი ფილოსოფია ძალიან ბევრ ახალ კვების ბლოკს +12 ვოლტზე ჯამური ამპერები ან ვატები ცალკე აქვთ ხოლმე გამოტანილი რაც აადვილებს მათ შეფასებას. როგორც სურათზე ჩანს ჯამური ამპერაჟი +12 ვოლტიან განხრებზე 32 ამპერია და არა 22+22=44 ამპერი. მოკლედ კვების ბლოკის სიმძლავრე ყველა +12 ვოლტის სიმძლავრის ჯამის ტოლი არ არის ხოლმე და ახალ (და ხარისხიან) კვების ბლოკებს ყოველთვის უწერიათ რეალურად რამდენია მაქსიმალური ამპერაჟი ამ განხრაზე. http://forums.guru3d...ad.php?t=205763 ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ კვების ბლოკების OEM მწარმოებლები და ასევე თითოეული მოდელზე +12 ვოლტზე კომბინირებული ამპერები, რითაც ადვილდება სხვადასხვა კვების ბლოკების შედარება. რომელსაც მეტი ამპერი აქვს ის აჯობებს. ლინკის მოწოდებისთვის დიდი მადლობა Ogaib-ს აქ რაც სურათებია, პირველი რაც ამოვყარე ინტერნეტიდან ისინია. არც ერთის რეკლამას არ ვეწევი, რომელიც გინდათ ის აარჩიეთ. რეკლამას გავუწევ ყველა კვების ბლოკს რომელიც 80Plus საიტზეა, ყველა კვების ბლოკი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რომლებიც ჩამოვთვალე (გარდა PCI-eკონეკტორების რაოდენობისა ზოგიერთ კვებას შეიძლება საერთოდ არ ქონდეს, რისი ნახვაც ყიდვისას შეიძლება). მწარმოებელი ფორმა ATX წონა კონეკტორები (შნურები) ვენტილატორები (Fan) და ხმაური Internals ეფექტურობა 80+ PFC ძაბვის რეგულაცია (Load regulation) დაცვები (Over Current, Over Voltage, Short-Circuit protection) ამპერები და ვატები +12V განხრებზე და ფასი ეს არის ორიენტირების მოკლე ჩამონათვალი, რომლითაც შეიძლება ასე თუ ისე გაარჩიო ხარისხიანი კვების ბლოკი. მოკლედ თუ არ დაეზარებათ და წაიკითხავენ, საკმაოდ გამოადგებათ დამწყებ overclocker-ებს და არა მარტო overclocker-ებს.
    1 point
  3. ხო და რაც გითხარი ის ქენი, მიდი ლეპტოპებზე და გაწერე IP ები ხელით რაც მე გითხარი, და ნახე ინტერნეტი თუ მუშაობს ჯერ, Security Type დროებით გათიშე, Disabled ან Open ერქმევა, ანუ ენკრიფციის გარეშე დატოვე
    1 point
  4. WAN ში წერ IP მისამართი 192.168.1.2 , subnet mask 255.255.255.0 , default gateway 192.168.1.1 , Primary DNS 213.157.196.130 , Secondary 213.157.196.131 LAN ში წერ 172.16.1.1 , subnet mask 255.255.255.0 სასუველია შემდეგ დროებით გათიშო ყველანაირი ენკრიფციები, და დატოვო Unsecured დროებით. შემდეგ მიხვალ რომელიმე laptop ზე, და გაუწერ ხელით IP მისამართს 172.16.1.2 255.255.255.0 მასკა, და gateway 172.16.1.1, DNS ები იგივე რაც ზემოთ დაგიწერ, ანუ დროებით ხელით დააკონფიგე ლეპტოპი , და გასინჯე ინტერნეტი თუ მუშაობს. დალშე მერე გავაგრძელოთ DHCP ზე და ენკრიფციებზე ხო კიდე მანდ გიყენია 802.11 G standart მარტო რაუტერზე, დარწმუნებული ხარ რო აქვს შენ ლეპტოპებს G სტადარტის Wireless კარტა? ზველებს არ აქვთ და ვერ დაგიკავშირდებიან მასეთი კონფიგით. თუ არ აქვთ G სტანდარტი, მაშინ მონიშნე mixed ერქმევა ან all ან რამე მასეთი, ანუ b/g ორივე სტანდარტი შეძლებს დაკავშირებას, მარა თუ G აქვს ჯობია G დატოვო მარტო
    1 point
  5. ტაკ მისმინ ეხლა. DSL მოდემის შიდა IP მისამართი რა არის? ანუ ეხლა კომპზე რო ხარ gateway ად რა მისამართი გყავს? ალბათ 192.168.1.1 ხო? (დაზუსტებით ნახე მაგის შეცდომა არ შეიძლება) თუ ეგ მისამართია, შედი რაუტერზე WAN ინტერფეისზე დააყენე 192.168.1.2 ან 254 ამდე ნებისმიერი რომელიც დაკავებული არ არის და მასკა 255.255.255.0 ასევე მანდვე უნდა იყოს რაუტერის gateway დააყენე 192.168.1.1(ანუ მოდემის IP მისამართი, რო იცოდეს რაუტერმა რო ინტერნეტში გადის ჩერეზ მოდემი) შემდეგ რაუტერის აქეთ ქსელზე , ანუ ქვედაზე, უნდა დააყენო სხვა IP მისამართები, მაგალითად ავიღოთ Class B 172.16.1.1 დაუყენე რაუტერს IP მისამართი LAN ინტერფეისზე მასკით 255.255.255.0 Primary DNS სერვერბათ ჩაწერე 213.157.196.130 და მეორე 213.157.196.131 შემდეგ ყველანაირი ენკრიფცია Wireless ის გამორთე დროებით, ანუ Disabled ქენი ყველაფერი SSID broadcast ის გარდა, რომ მაქსიმალურად გავაიოლოთ Troubleshoot ი დროებით. ამ ყველაფრის მერე დამისკრინშოტე და დამიყარე ისევ. მანდ პირიქით გაქვს შენ IP მისამართები გაწერილი. კიდევ ერთხელ რო არ აგერიოს, WiFi router ის WAN ინტერფეისის IP მიეცი 192.168.1.2 255.255.255.0, gateway მიეცი 192.168.1.1 LAN ინტერფეისზე მიეცი 172.16.1.1 IP მისამართი 255.255.255.0, და ყველანაირი Wireless ენკრიფციბი და პაროლები გამორთე დროებით. DNS ები 213.157.196.130 და 131 ბოლოში შემდეგ მიდი ლაპტოპებზე და ხელით გაუწერე IP მისართი 172.16.1.2 255.255.255.0 და gateway 172.16.1.1 . დროებით ჩართე ასე რომ იმუშაოს და შემდეგ DHCP დავაკონფიგოთ და ენკრიფციები
    1 point
  6. 2 ესეთი სქემა გჭირდება. ეხლა ნახე შენ მოდემს შიდა ინტერფეისზე რა IP აქვს, ანუ gateway ად რა IP გყავს. მერე ასეთი სქემით უნდა მიუერთდე რაუტერს, უნდა ნახო დოკუმენტაციაში რაუტერის მენეჯმენტ მისამართი , ანუ ბრაუზერში რა უნდა ჩაწერო რო მიუერთდე რაუტერს და დააკონფიგო. შემდეგ უკვე მოგიწევს მისამართების შეცვლა, ჯერ ესენი გადახედე და დანარჩენს დაგიწერ, მარა ვშიშობ ინტერნეტში ვერ შემოხვალ ნოუთით შეგიძლია რო მიუერთდე რაუტერს და + ინტერნეტში დარჩე? ოღონდ UTP კაბელით რო მიაერთო ლეპტოპი დროებით. იმიტო რო ამ სქემით ინტერნეტი გაგეთიშება შენ რაუტერს რო მიერთდე მაგ PC დან
    1 point
  7. ნორმალურად ჯობია ახსნა ყველაფერი და არა პანიკურად , ესე ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდება რაც არ უნდა მცოდნე იყოს. გკითხავ რამდენიმე რაღაცას. 1) DSL მოდემს რამდენი გამომსველი პორტი აქვს, ანუ fastethernet პორტი, თუ გინდა RJ45 პორტი დაუზახე. 2) შენი WiFi დივაისი, რაუტერია თუ Access Point . 3) შენ WiFi დივაისი , თუ არის რაუტერი უნდა ქონდეს switchport ები, თუ აქვს მაშინ რაუტერია. თუ ეგ არის რაუტერი, მაშინ შენ კომპსა და DSL მოდემს შორის კაბელი მოხსენი, და DSL მოდემი რაუტერს დაუკავშირე WAN ინტერფეისზე. შემდეგ კი შენი PC დან მიურთდი რაუტერს LAN port ზე. მერე დაუკავშირდი WiFi რაუტერს მენეჯმენტ მისამართს, თუ არ იცი რა მისამართი აქვს ნახე დოკუმენტაციაში (User Manual). გადაამოწმე Setting ები ან აქ დადევი სკრინშოტები, დააყენე SSID ბროადკასტი თუ გამორთულია. ასევე უნდა ნახო სწორედ IP მისამართები, მაგალითად თუ DSL მოდემს შიდა ინტერიფეისი აქვს 192.168.1.1 ,მაშინ შენ რაუტერის WAN ინტერფეისში რომელზედაც მიერთებულია კაბელი DSL დან მომავალი, უნდა დაუყენო იგივე სუბნეტში მყოფი IP მისამართი (მაგ 192.168.1.2). მერე უნდა ნახო შენი WiFi რაუტერის შიდა ინტერფეისის IP მისამართი, თუ 192.168.1.1 დან 254 მდე აქვს Fastethernet პორტზე IP მისამართი, მაშინ უნდა შეუცვალო , რადგანაც არ შეიძლება რაუტერს ორი ინტერფეისი ყავდეს ერთ ქსელში და არ ჩართავს მასეთი კონფიგურაციით. ანუ ე.წ სვიჩპორტებს უნდა შეუცვალო IP მისამართი მაგალითად 172.16.1.1 შემდეგ უნდა გადაამოწმო NAT (PAT) რო 172.16.1.X სუბნეტი გადათარგმნოს 192.168.1.X IP მისამართზე., შემდეგ შენ PC ებზეც მოგიწევს IP მისამართის,მასკის და gateway ს შეცვლა. ამიტომ ამდენ ხლაფორთობას ჯობიდა access point გეყიდა და ეგრევე ჩაირთვებოდა უპრობლემოდ ნახე თვითონ თუ არ ამოშავდა ნელ ნელა მიყვები ამ ინსტრუქციებს. ყველას მსგავსი პრობლემა მოზდის იმის გამო რო Access Point ის მაგივრად რაუტერს ყიდულობენ მაშინ როცა არ იციან რისთვისაა რაუტერი და რა დანიშნულება აქვს. მემგონი ჯობია ვინმემ თემა რო დადოს , სულ მუდმივად ეს პრობლემა რო აღარ იყოს ამ ფორუმზე
    1 point
  8. ჩემი აზრით ამ ორი ვარიანტიდან სასურველია ასუსი იყიდო, სამსუნგის აღების ვარიანტში სხვაობა დიდი არაფერი გექნება მარტო ზედმეტ ფულს დახარჯავ
    1 point
  9. მე სამსუნგს ავიღებდი უფრო ლამაზია თან nvidia აქვს რავი და მაგ საიტიდან ჩამოდის როო ? მონაცემით ასუსი ჯობია რათქმაუნდა
    1 point
  10. აუ ორივე მხეცია უფრო სამსუნგს ვამჯობინებ და ეს საიტი საიდან გაჩითე ?
    1 point
  11. უკვე წარმოგიდგინეთ არაერთი ახალი Nvidia Geforce GTX 570 სხვადასხვა ფირმებისაგან ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ სრული რივიუ კომპანია Asus ის GTX 570 ის შესახებმ,რომელიც მსგავსად სხვა GTX 570 ებისა ეგებულია GF110 არქიტექტურაზე,ასევე აქვს Direrct X11 მხარდაჭერაა,480 CUDA პროცესორი,320-bit GDDR5 მეხსიერების ინტერფეისი,219W TDP,მისი სიხშირეები და დანარჩენი იხილეთ ქვემო სურათზე სადაც იგი შედარებულია სხვა ფირმის ვიდეო ბარათებთან: ახლა კი გადავიდეთ მის შიდა და გარე მხარეზე:მას აქვს ორი DVI და ერთი mini-HDMI პორტი,რომელიც თავსებადია TrueHD, DTS-HD, AC-3, DT აუდიო 192 kHz / 24-bit არხებთან .მათში ასევე გამოყენებულია 6+6 PCI-Express power setup ,300 W ენერგიის ლიმიტი,6 და 8 პინიანი PCI-E სლოტი. შიდა "ინტერიერი" შიდა არქიტექტურა:იგი იყენებს CHiL CHL 8266 voltage regulator ს. დროა გავეცნოთ Asus ის ამ ვიდეო ბარათის ტესტებს,სატესტო სისტემა გახლავთ > გამომდინარე იქიდან რომ ამ ტესტებში მონაწილეობს საკმაოდ ბევრი კომპიუტერული თამაში მე შემოგთავაზებთ მათგან ყველაზე მნიშვნელოვნებს.პირვე რიგში დავიწყოთ Battlefield: Bad Company 2 ით. ტესტი Crysis ში. DiRT 2 Metro 2033 და ბოლო ტესტი S.T.A.L.K.E.R. - Clear Sky ში ვფიქრობ რომ ყოველივე ამით ყველაფერია ნათქვამი და ეს ხაზს უსვამს კომპანია Nvidia ს სიძლიერეს.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.