Jump to content

daviti-q

Showing all content posted in for the last 365 days.

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. ხო ერთი დონის კარტებია , ოდნავ ძლიერია როგორც წავიკითხე , არაა 590 , შეკვეცილი ვერსიაა GME იმიტო უწერია, რო მცოდნოდა არ ვიყიდიდი
  3. ნაჩალიჩარი არა, უბრალოდ ცოტა დარაზგონებული 580-ა რეალურად და გაყიდული როგორც 590-ად GPU გრაფაში Polaris 30 რომ აწერია ეგაა 590 სხვაობა პრინციპში არც არაფერია სათქმელადაც რომ ღირდეს, უბრალოდ არაა ის ჩიპი რასაც 590 დაარქვეს
  4. შეილება ესეც იყოს ნაჩალიჩარი არაა გამორიცხული, მაგრამ ეგეთებს ახლებათ ასაღებენ და ეს ჩვეულებრივი მეორადი ვიყიდე და კარტასაც ეტყობა რო მეორადია
  5. ეგეც და სხვებიც, ეგ კარტაც ეგაა დიდი ალბათობით, ოღონდ მან 580-ს ჩიპია და არა 470 ან 570-ს, შესაბამისად სხვაობა თითქმის არაა, უბრალოდ 590 არ არის რა ეგ თემაა დადე GPUZ სქრინი და გეტყვი რა კარტაცაა
  6. ეხლა წავიკითხე ეს პოსტი , ეგ შენ ჩინურზე იძახი ალიდან რო ყიდიან ხო ? ესე ქვია ჩემ კარტას GIGABYTE RX590 GME ,ეს რო ვიყიდე მერე გავიგე GME რაც იყო , მე მეგონა ჩვეულებრივი 590 იყო , ნუ როგორც წავიკითხე მარტო ჩინეთისთვის უშვებდა გიგაბაიტი და 590 ზე სუსტია და 580 ზე ცოტა ძლიერი , შენ უფრო გეცოდინება რა კარტაა , ნუ ჩემ სისტემას ესე თუ ისე ჯერჯერობით ყოფნის და მერე სხვა სოკეტზე ვიყიდი რაიმე ძლიერს
  7. უშველა ამ რეგ ფაილმა Turn_ON_Get_latest_updates_as_soon_as_they_are_available.reg მადლობა დიდი .
  8. Today
  9. მოკლეთ ამ მაგ ბაინანსის ბოსის გასამართლება მოქმედებს ბიტკოინზე ან ჰალვინგის ეფექტი, რახან ეხლა უკვე დოუ ჯონსი და ოქრო გაზავს ზევით და ბიტკოინი პირიქით ეცემა ისევე, თუმცა გუშინ 65000$-ან რომ დაეცა 61000$-მდე ისევ გაზარდეს 63300$ კურსი, თუმცა დღეს ისევ დაეცა 60700$, რაღაცა გოთვერნობას აქვს ადგილი, იცოდა ადრეც დაცემა მაგრამ პარალერულათ როცა ოქროს უჭირდა ძალიან ან დოუ ჯონს მერე აგდებდენ ბიტკოინსაც, ეხლა ეგენი იზრდება და ბიტკოინი მაინც ეცემა, როგორც სხვა ალტკოინები, თავისი სტრანნი ტრენდია ჩამოყალიბებული ჰალვინგის შემდეგ, ძალიან უჭირს 65000$ ასვლაც კი უკვე, თუმცა სხვა მაჩვენებლები უწყობენ მაგისთვის ხელს, ნუ შეიძლება მანამდე იმდენათ გაძლიერდა კურსი რომ ეხლა უჭირს 70000$ ატმეტკაზე ასვლა უკვე, თუმცა მაჩვენებლები ანალოგიურია ოქროს კურსის და დოუ ჯონსის ინდექსის ეხლაც კი, ისე მანამდე აფრთხილებდენ ინვესტორებს ანალოტიკოსები რომ ჰალვინგის შემდეგ შეიძლება საკმაოთ გაუჭირდესო ბიტკოინს მაღალი კურსის შენარჩუნება და ალბათ ეგ პროგნოზი ახდა, მაგრამ ჰალვინგიდან რამდენიმე თვეში მაშინ იძახოდენ მახსოვს რომ ისევ მოშნათ დაგაზავსო, ზოგი 2 თვეს ასახელებდა ზოგი ცოტა მეტს, ნუ მაინინგიც მოკვდა ამასობაში, 1.4$ მიწერს, 2.3$ მაგივრათ რაც ფიქსირდებოდა თუნდაც მარტში ან აპრილში ჩემ ძველ რიგზე, ანუ ერთია 70000$ როცა იდგა კურსი და მეორე 61000$ როცა დგას და ხანდახან მეტზეც ეცემა უკვე, 80000$ ან 100000$ კიდე უფრო მაღალი მოგება იქნება თეორიულათ 2.3$-ზე, უფრო 3 ან 3,5$ კი უკვე აბლათ დღეში, ანუ მოქმედებს ბიტკოინის კურსი მაინც მაინინგის გამომუშავებაზე, როგორც რა თქმა უნდა ძალზე მაღალი სირთულე რაც ჩამოყალიბდა მაინინგში 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა დასრულდა ეთერეუმზე მაინინგი და ძალიან ბევრი რიგი გამოეთიშა მაინინგს, სხვამ კი ეგ ნიშა ვერ შეავსო დღემდე, მანდ ძალზე დიდი ფული იყო ეტყობა ჩადებული და მაგიტომ
  10. დავუბრუნდი ისევ წითლებს იმორჩილებთ ვინმე ვატებს? 410 ვატიც აქვს დაფიქსირებული და 2 ცალი 8 პინიანით რანაირად იღებს მაგხელა დენს? ჯერ არ დაქრაშულა არსად. gpu clock 2900-ზე მეტიც მიჩვენა თან ტემპერატურები აშკარად იდეალური აქვს
  11. მოკლეთ დამარცხდა ძლიერ ამერიკელთან ლომაძე 5-4 და ოლიმპიურ ლიცენზიას დაემშვიდობა ეგ მოჭიდავეც, მგონი ვენგრი შეხდება ამერიკელს მაგ წონაში მესამე საგზურისთვის, აი გობაძე როგორც ვარაუდობდი ძალიან ძლიერ შვედს ხვდება მსოფლიო 11 რეიტინგით, თვითონ გობაძე 35 რეიტინგით ყოფილა და დაიწყო ეგ შეხვედრაც, პარარელურათ დანიელია კავკასიური წარმოშობის და კიდე ერთი ძლიერი პოლონელი მოჭიდავე, ანუ შვედი მაგაზე ძლიერია კიდე, დაჟე კუბელზე წინ ყოფილა რეიტინგით გობაძემ გაჭირვებით რომ გამოაგდო პირველივე რაუნდში, მოუგია გობაძეს მძიმე ბრძოლაში 3-3 შვედთან და ეხლა პოლონელს შეხვდება ოლიმპიადის საგზურზე, ეგ პოლონელიც საკმაოთ ძლიერია, თუმცა უკვე ორი შეხედრა ჩაატარა დღეს, ჩვენმა კი ჯერ ერთი მარტო და 21.53 ჩატარდება დღეს ეგ ბრძოლა, შაბათს კიდე 3 ჩვენი სპორცმენი გამოვა თავისუფალში უკვე, შეიძლება მინიმუმ 1 ლიცენზიას მანდაც გამოვკრათ ხელი, თუმცა აუტსაიდერის სტატუსში მაგ სამიდან ალბათ არცერთი მოჭიდავე არაა მაინც, მაგ შემთხვევაში გრეკო-რომაულზე მეტი მოჭიდავე გვეყოლება ამ ოლიმპიადაზე, გრეკო-რომაულში რეგრესი გვაქვს მაგარი, თუმცა აჩვენა მაგ ბოლო ტურნირნმა რომ გვყავს ძლიერი მოჭიდავეები მანდაც და უბრალოთ ძალიან სერიოზული კონკურენციის გამო ვერ მოხვდენ მეტ წონებში ჩვენები, იგივე ლომაძეს ცოტა დააკლდა, ძლიერ ამერიკელმა გამოაგდო 11 რეიტინგით, თუმცა ჩვენი სპორცმენი 6 რეიტინგითაა და შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპორცმენიც იყოს ყველა წონებში ვინც ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა წელს, ისე კუტუზოვთან უფრო ადვილათ დამარცხდა ნახევარფინალში, დღეს უნდა მოეგო ამერიკელთან და ლომაძე იქნებოდა ფავორიტი ალბათ მაგ ბრძოლაში, ალბათ ეხლა ამერიკელი გაძვრება ოლიმპიადაზე, ეგ ითვლება ფავორიტათ ალბათ ვენგრთან, თუმცა აქვს ვენგრსაც შანსები, რახან რეიტინგით წინაა ეგეც ამერიკელთან, როგორც ლომაძე იყო მანამდე, ისე ძიუდოში ბევრათ უფრო წარმატებულათ გამოვდივართ ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია ვიდრე ჭიდაობაში, ეხება ორივე სახეობას, მედლებს ძიუდოში მეტს იგებენ ჩვენები მაინც, ნუ კაცები ძირითადათ მაინც ჯერ, იმდენათ დაფინანსების ბრალი არაა შეიძლება როგორც ტალანტების, ძიუდოში უფრო მეტი ძლიერი სპორცმენი გამოჩნდა ბოლო პერიოდში და მაგის ბრალი უფრო მგონია უკეთესი რეზულტატები, რახან მანდაც ძალზე სერიოზული კონკურენციაა და მოდუნება არ ღირს არა მარტო ოლიმპიადაზე, არ გამოვრიცხავ ფულსაც მეტს უხდიდენ მაგ სპორტში, ვიდრე ჭიდაობაში, თუმცა ნუანსები არ ვიცი ნამდვილათ რა სხვაობაა და ვის რამდენი აქვს ანაზღაურება, ისე კი ცალკე გრეკო-რომაულში ყველაზე წარმატებულათ მაგ სტამბულის ტურნირზე ისევ აზერბაიჯანი და რუსეთი გამოვიდა, EIN რომ ასპარეზობენ სპორცმენები დროშის გარეშე,3-3 სპორცმენი გავიდა ოლიმპიადაზე მაგ ქვეყნებიდან, ჩვენ მარტო 1 კაცის გაყვანა შევძელით და სულ ჯერ 2 კაცი მონაწილეობს, ქაჯაიამ მთლიანათ ჩააგდო ამჯერათ ეგ ატბორი, ტრანვები ქონდა შეიძლება არ ვიცი ნამდვილათ დეტალები, ეგ ყველაფერი წინა ოლიმპიადის ვერცხლის შემდეგ თან, თუმცა გობაძეს რჩება შანსები და თუ შეძლო პოლონელის დამარცხება გაჭირვებით მაინც სამი კაცი გვეყოლება გრეკო-რომაულში, თავისუფალშიც 3 კაცი გვყავს და კიდე 3 გამოვა ხვალე, გამყრელიძე,დინგაშვილი და კენჭაძე, ეგ სპორცმენი წინა ბაქოს ატბორში არ გამოდიოდა, დინგაშვილი ეგრევე გამოვარდა მეოთხედფინალში როგორც სეინი მოჭიდავე, გამყრელიძე კი უკვე ნახევარფინალში დამარცხდა ბაქოს ტურნირზე, ანუ ახლოს იყო გასვლასთან
  12. ეს პრავკაა მაგრამ თუ რამე კიდე უშლის ხელს ეგეც უნდა მიაშალო ან წაშალო რეესტრიდან, ხანდახან gpedit.msc არის ხოლმე რაღაცა ჩართული და ეგ უნდა გაუთიშო აპდეიტებს თუ ეხება https://www.elevenforum.com/t/enable-or-disable-get-latest-updates-as-soon-as-available-in-windows-11.13821/ ისე კი ვინდოუს 10 დღემდე ინარჩუნებს ძალზე მაღალ ბაზრის წილს საერთო ვინდოუსების გლობალურ ბაზრის წილში ეგ: https://gs.statcounter.com/os-version-market-share/windows/desktop/worldwide მარტო ეხლახან ჩამოცდენილა 70% და ვინდოუს 11 ძლივს გაცდა 26%, თუმცა ეგ ვინდოუსების მეოთხედია უკვე, ნუ ცოტა მეტი, მანდ ბევრათ კარგი სიტუაცია იქნება მგონია თანამედროვე ახალ სისტემებში, მანდ შეიძლება 50-50% კი იყოს უკვე ბაზრის წილი და არა 70-30% უფრო
  13. ეგ რანაირად გავუწერო ვერ მივხვდი. IsContinuousInnovationOptedIn ეს 1 ზე კი გადავიყვანე მარა არ უშველა ..
  14. კიი ეგრეა, ძველი კარტები უბერავენ 5XX სერიის
  15. კი ყველაფერი კარგათაა, თერმოპასტაც ახალი შეცვლილია , ამდ დრაივერი ურევს 100% იმიტო რო ძველ დრაივერებე კარგათ მუშაობს , ბოლო 5-6 დრაივერი რაც გამოვიდა ახლები იმის მერე დაეწყო ძველ დრაივერზე კი შეილება ისევ ყოფნა მაგრამ ახალ თამაშებს ვერ ვითამაშებ მიწერს რო განაახლეო ასე რომ იყოს რაცაა იქნებ გამოსწორდეს მომავალში
  16. ან მეორე ვარიანტია ტემპერატურა სწრაფად იცვლება და ქულერიც ირევა თერმოპასტა გამოცვლილი გაქვს? კონტაქტი კარგია რადიატორსა და ჩიპს შორის?
  17. მაინც მუშაობს მაგ ფუნქციაზე რა ხდება იცი ? უცვათ აძლევს რაზგონს და მერე ჩერდება , და ესე იმეორებს ნელა რო ტრიალებდეს არც შემიშლიდა და აი ეს უცბათ რო ბრუნავს ეგ ხმას გამოსცემს და რაღაცნაირი ცუდი ხმააქ დრაივერს ვაბრალებ ბოლოს რაც გამოუშვეს მერე დაეწყო ეგ გამოხტომები
  18. თუ გინდა ფანი გაჩერდეს კი, ჩართული უნდა იყოს ან იტრიალოს თუ დაბალ ბრუნზეა და ხმას არ გამოსცემს, რა უჭირს?
  19. კი აქვს , ეგ ჩაურთო ? ეხლა ჩაურთე ეგ ფუნქცია დავამახსოვრებინე და იგივე სურათია
  20. Zero RPM ფუნქცია არ აქვს როგორც ჩემ დადებულ სქრინზეა? პ.ს ნამდვილი 590 გაქვს თუ დაფლეშილი 570? 590-ები იმდენად ცოტა იყო და 570-580-ები იმდენად ბევრი 590-ს სახელით რომ მაგიტომ დამაინტერესდა
  21. კი აქვს მაგრამ არ ვიცი როგორ დავაყენო ,ქასთომზე რო ვრთავ და ჩემ ჭკუაზე რო ვაყენებ გრადუსებს მაგის მერე ფანები სულ მუშაობენ , საერთოდ აღარ ითიშებიან მე ესეთი რაღაც მინდა რო 50 გრადუსზე ზევით ჩაირთოს ფანები , და მანამდე გაჩერებული იყოს აი წინა დრაივერები იყო ავტომატურად ეგრე გაცხელდებოდა კარტა და მერე ირთვებოდა ეხლა კიდე გამოირთვება ჩაირთვება
  22. აქ არ აქვს ხსენებული ფუნქცია?
  23. არსებობის 15 წლის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ქსელმა დაამუშავა 1 მილიარდი ტრანზაქცია. საშუალოდ, ბლოკჩეინის არსებობის 5603 დღის განმავლობაში დღეში 178475 ტრანზაქცია სრულდებოდა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი მიღწეულ იქნა #842 241 ბლოკში, რომელიც Foundry USA-ს პულმა მოიპოვა. საერთო მაჩვენებელი არ მოიცავს ტრანზაქციებს მეორე დონის ქსელებზე, როგორიცაა Lightning Network. River Financial-ის მონაცემებით 2023 წლის აგვისტოში ამ უკანასკნელში მარშრუტირებადი ტრანზაქციების რაოდენობა თვეში 6.6 მილიონამდე გაიზარდა. Bitcoin-ტრანზაქციების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა აპრილში განხორციელებული განახევრების ფონზე. Glassnode-ის მონაცემებით 23 აპრილს ერთ დღე-ღამეში გარიგებების რაოდენობა რეკორდულ 926842-მდე გაიზარდა. წყარო: Glassnode. ექსპერტებმა აქტივობის ზრდა დააკავშირეს Runes პროტოკოლის გაშვებასთან, რომელიც დროულად დაემთხვა ბლოკის ჯილდოს განახევრებას. Bitcoin-დეველოპერმა და Ordinals-ის შემქმნელმა კეისი როდარმორმა წარმოადგინა გამოსავალი 2023 წლის სექტემბერში. პროტოკოლი პირველი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინზე არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების გამოშვების საშუალებას იძლევა. BRC-20-ისგან განსხვავებით იგი იყენებს UTXO მოდელს, რომელიც ხელს უშლის ქსელის გადატვირთვას და დახშობას. Runes-ზე ტოკენების გამოშვების ოპერაციებმა განახევრების დღეს განაახლეს ტრანზაქციის საკომისიოების რეკორდული ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin-ის ბლოკჩეინი უძველესია, იგი პირველი არ არის, ვინც 1 მილიარდი ტრანზაქციის ნიშნულს გადააჭარბა. მაგალითად, კაპიტალიზაციით სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, Ethereum-ის ქსელმა 2015 წელს გაშვების დროიდან 2 მილიარდზე მეტი ტრანზაქცია დაამუშავა Etherscan-ის მიხედვით. 2020 წლის შუა პერიოდიდან დღიური მაჩვენებელი 1-1.5 მილიონის ფარგლებშია. წყარო: Etherscan. შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს ვარდნის შემდეგ 4 მაისს Bitcoin-ის ფასი 63 ათას აშშ დოლარზე მაღალ ნიშნულზე დაბრუნდა, ფლაგმანის შემდეგ სხვა წამყვანი ციფრული აქტივები, მათ შორის Ethereum, ასევე გადავიდა "მწვანე ზონაში". https://tinyurl.com/2xc2nju2
  24. Nvidia-ს განცხადებით მისი სამომხმარებლო GeForce RTX გრაფიკული ამაჩქარებლები აფიქსირებენ ბევრად უფრო მაღალ წარმადობას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებისას, ვიდრე სპეციალიზებული ნეიროპროცესორები უახლეს ცენტრალურ პროცესორებში. ეს უკანასკნელი, Nvidia-ს აზრით, მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის საბაზისო ამოცანებისთვისაა შესაფერისი. ფოტოს წყარო: Nvidia Nvidia-მ ცოტა ხნის წინ გამართა პრეზენტაცია, რომელშიც აჩვენა თავისი GeForce RTX სამომხმარებლო ვიდეო ბარათების შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის ამოცანებში. კომპანიას სჯერა, რომ მის GPU-ებს შეუძლიათ უფრო მაღალი წარმადობის უზრუნველყოფა AI აპლიკაციებში ცალკე გამოყოფილ ნეიროდამუშავების ერთეულებთან (NPU) შედარებით, რომლებიც გვხვდება Intel-ის, AMD-ის, Apple-ისა და Qualcomm-ის ბევრ დღევანდელ მობილურ პროცესორში. ეს ინტეგრირებული AI-ამაჩქარებლები უზრუნვველყოფენ 10-45 TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში) წარმადობას. Nvidia-ს თანახმად, მის გრაფიკულ ბარათებს შეუძლიათ უზრუნველყონ 100-დან 1300 TOPS-მდე წარმადობა, მოდელის მიხედვით. ამ თეზისის მხარდასაჭერად წარმოდგენილი იყო ტესტის შედეგები, რომელშიც GeForce RTX ვიდეო ბარათები შეადარეს Apple M3 Max ჩიპს, რომელიც დაყენებულია უახლეს MacBook Pro-ში და აქვს NPU 18 TOPS წარმადობა. ტესტებმა შეაფასეს ეფექტურობა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე გამოსახულების და ვიდეოს დამუშავების პოპულარულ აპლიკაციებში, როგორიცაა Stable Diffusion, Arnold, Blender და სხვა. ტესტმა დააფიქსირა, რომ GeForce RTX 4090 მობილური გრაფიკული ბარათის მქონე ლეპტოპი 5-ჯერ აღემატება MacBook Pro-ს M3 Max-ით. უფრო მეტიც, Nvidia-ს თანახმად, საშუალო დონის მობილური გრაფიკული ბარათი RTX 4050-იც კი ორჯერზე მეტად აღემატება იმავე MacBook Pro-. საშუალოდ, მობილური RTX 4090 5-ჯერ აღემატებოდა M3 Max-ს, ხოლო მობილური RTX 4050 M3 Max-ს - 50-100%-ით. მორიგი ტესტის მეშვეობით შეფასდა სიჩქარე დიდი ენის მოდელებთან (LLMs) მუშაობისას. აქ GeForce RTX 4090 ასევე მნიშვნელოვნად აღემატებოდა Apple ჩიპს მაშინაც კი, როდესაც დამუშავებად მონაცემთა პაკეტების ზომა გაიზარდა. GeForce RTX 4090 აღმოჩნდა 42%-ით უფრო სწრაფი M3 Max-თან შედარებით. Nvidia-ს თანახმად ტესტის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ GPU-ების AI-წარმადობა შეიძლება ბევრჯერ აღემატებოდეს სპეციალიზებულ ნეიროპროცესორებს (NPU). კომპანიამ ასევე წარმოადგინა შეთავაზება - AI აპარატურა დაიყოს სამ კატეგორიად - საბაზისო AI, პრემიუმ AI და მძიმე AI. ბოლო კატეგორია ეხება მძლავრ GPU-ზე დამყარებულ სერვერულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძლიათ ათასობით TOPS-ის უზრუნველყოფა. სამომხმარებლო გრაფიკულ ბარათებს, Nvidia-ს მიხედვით, შეუძლიათ პრემიუმ AI-ის მართვა, ხოლო ინტეგრირებული NPU საკმარისია მხოლოდ საბაზისო ხელოვნური ინტელექტისთვის. თუმცა, ექსპერტების აზრით, ნაადრევია იმის თქმა, რომ GPU-ები მთლიანად ჩაანაცვლებენ NPU-ებს კომპიუტერებში, რომლებიც ორიენტირებულია ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობაზე. მაგალითად, Microsoft, ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერის (AI PC) განმარტებაში მოითხოვს როგორც GPU-ის, ასევე NPU-ის არსებობას. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ ენერგოეფექტურობის საკითხი, რადგან მძლავრი GPU მოიხმარს ბევრად მეტ ენერგიას ოპტიმიზებულ ნეიროპროცესორებთან შედარებით. ზოგადად, AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტების განვითარება და მათი გადაჭრის პრობლემები უფრო რთული ხდება, სპეციალიზებული NPU-ების გამოთვლითი სიმძლავრე შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. ეს ნიშნავს იმას, რომ მძლავრი გრაფიკული პროცესორების როლი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ Nvidia-მ არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა - შეედარებინა თავისი ვიდეო ბარათები კონკურენტ გადაწყვეტილებებთან. ხელოვნური ინტელექტის მიერ სურათების გენერირების ტესტში დესკტოპ GeForce RTX 4090-მა აჩვენა თითქმის 3-ჯერ მეტი უპირატესობა ფლაგმანურ AMD Radeon RX 7900 XTX გრაფიკულ ამაჩქარებელთან შედარებით. ამავდროულად, GeForce RTX ხაზის ყველა მოდელმა, დაწყებული RTX 4070 Super-ით, AMD-ის ყველაზე ძლიერ ვიდეო ბარათზე უკეთესი შედეგები დააფიქსირა. https://tinyurl.com/y334h27b
  25. Apple-მა დააჩქარა თავისი პირველი დასაკეცი მოწყობილობების განვითარება. ამის შესახებ წერს პორტალი 9to5Mac Haitong International Securities-ის ანალიტიკოს Jeff Pu-ს მიერ ინვესტორებისთვის განკუთვნილ განცხადებაზე დაყრდნობით. მისი მოხსენების თანახმად, Apple გეგმავს დასაკეცი ეკრანის მქონე 20.3-დუიმიანი MacBook-ის მასობრივი წარმოების დაწყებას 2025 წლის ბოლოს, ხოლო დრეკადი iPhone-ის წარმოებას - 2026 წლის ბოლოსთვის. ფოტოს წყარო: 9to5Mac TF Securities-ის ცნობილ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს ადრინდელი განცხადებების თანახმად Apple ქმნის 20.3-დუიმიან MacBook ლეპტოპს დასაკეცი ეკრანით. Kuo-ს თქმით, კომპანია გეგმავს მოწყობილობის გამოშვებას 2027 წელს. ის ფაქტი, რომ Apple დაინტერესებულია დრეკადი ეკრანის მქონე MacBook-ის გამოშვებით, ასევე დააფიქსირეს Display Supply Chain Consultants-ის ანალიტიკოსმა Ross Young-მა, Bloomberg-ის წარმომადგენელმა მარკ გურმანმა და სამხრეთკორეულმა რესურსმა - The Elec. ყველა მათგანი პროგნოზირებს ამ მოწყობილობის წარმოების დაწყებას 2026-2027 წლებში. Pu-ის მოხსენებიდანნ ჩანს, რომ Apple-მა "დააჩქარა" დასაკეცი მოწყობილობების განვითარება. Apple-ის კომპონენტების მიწოდების ჯაჭვების ანალიზი აფიქსირებს დასაკეცი მოწყობილობების განვითარების „მზარდ ხილვადობას“, განაცხადა მან. Pu ასევე აცხადებს, რომ Apple-ის დასაკეცი მოწყობილობები წარმოადგენენ "პროდუქტების ახალ ხაზს", რომელიც ორიენტირებულია "ულტრა მაღალი დონის მოწყობილობების ბაზრისკენ". ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ Apple ავითარებს დასაკეცი iPhone სმარტფონებს ორი ზომით - 7.9 და 8.3 დუიმი. https://tinyurl.com/4w4h7xmr
  26. Yesterday
  1. Load more activity
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.