Jump to content

daviti-q

Showing all content posted in for the last 365 days.

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. ცხენზე თავიდანვე გეუბნება რასაც აირჩევ თამაშის ბოლომდე ეგ გეყოლებაო, მე წითელა ავირჩიე
  3. ეხლა გაძლიერებულია ეთერეუმი, მაგრამ მანამდე იყო ძალიან დასუსტებული და შეიძლება უფრო მაგის ხარჯზე ავარდა ეგრე სწრაფათ ზევით, ამ ეტაპზე eth-btc კურსია 0.0570, ბოლოს ეგეთი აბაროტები ეთერეუმზე თებერლის ბოლოს ფიქსირდებოდა, თუმცა მე გადამიხურდავებია თავის დროზე 0.0800, მაშინ ძალიან იყო გაძლიერებული ეთერეუმი 4800$ რომ იდგა, თუ დაადგინეს მართლა ETH ETF შეუძლია 10000$ გაცდენაც მაგ შემთხვევაში, მაგრამ მემგონი პარარელურათ ბიტკოინიც გაცდება 150000$ და არცერთი არ დაგწყვიტავს წესით შემდეგ ბულრანზე, ბიტკოინი შეიძლება ავარდეს 250000$ და ეთერა ალბათ მინიმუმ 12000$ მაგ შემთხვევაში
  4. Today
  5. მე 5 მაქვს მარა რა ხეირი? გამოჩდება ალბათ მერე რომელიმე სთორის ქვეშ იდება ცხენის შეცვლა არ მოსულა? თავიდან არ წავიკითხე ისე ავირჩიე და არც ვიდზე მომწონს და არც ხასიათებით
  6. მოკლედ დაწერეთ სისტემა 3000(500 ლ წამატებაც შეიძლება ) ლარში ნვიდია-ინტელუს ბაზაზე , რომელი მწარმოებლის ნაწილები სჯობია. ნაწილებს ჩამოვიტან და ავაწყობ. მონიტორს ცალკე ვიყიდი
  7. მანდ არ მიძებნია საერთოდ რას გვთავაზობენ, მგონი შენით ჯობია აწყობა ხელზე ან გამოწერით ნაწილების ან ადგილზე
  8. ამასაც რომ ვიტჩერივით ცოტა უფრო საინტერესო საიდ მისიები ჰქონდეს, ვაფშე დაგლიჯავდა რა.
  9. კვებაზე რას იტყვი? რენდერს ძლიერი კვება სჭირდება . ალბათ 750 w bronze მაინც. ისე არ სჯობია ამაზონზე ან იბეიზე უკვე აწყობილი სისტემა იყიდო. ვინდოუსის გარეშე. ვინდოუსი უმატებს საკმაო თანხას
  10. ეგრე კი უკვე შედარებით უფრო ძლიერი კარტაც მოგივა, ინტელზე რავიცი გადახედე მინიმუმ 32გბ დდრ5 გინდა ალბათ ასე 6000MHZ სულ მცირე, Z690-790 რამე შედარებით ბიუჯეტური მაზერი და პროცესორი ნახე რამდენათ მძლავრი გჭირდება, 14600K არაა ცუდი ვარიანტი, ან კრაინი ვარიანტში შეიძლება 13700-14700K აღებაც, 14600K უფრო ჩაეტევი მგონია ბიუჯეტში ან 13600K, 12700K არაა ცუდი ვარიანტი მაგეების მაგივრათ თუ აიღებ, ნვიდიას კარტას რაც შეეხება თუ გაწვდები ნახმარ GTX 4070 მაინც არაა ცუდი ვარიანტი უკვე 12გბ VRAM გინდა მინიმუმ 2K რომ შეძლო თამაში შედარებით ნორმალური ნასტროიკებით და სლაიდშოუს გარეშე, ანუ 50ფპს+ სულ მცირე რომ დაგიდოს ფპს ან 60ფპს ფარგლებში თუნდაც
  11. არა 3000 ლარი სისტემისთვის+2 k მონიტორი რაც ეღირება
  12. პირველი ნბა ფინალისტი გახდა დღეს ცნობილი, ინდიანამ დაახლოებით ეგეთივე სტილში დათმო ბოსტონთან 4-0 კონფერენციის ფინალური სერია, როგორც ლეიკერსებმა წინა სეზონის სერია დენვერთან 4-0 რომ დამარცხდენ თუმცა მინიმუმ ორ თამასში რეალური გამარჯვების შანსები ქონდათ, ინდიანასაც სულ მცირე ორ შეხვედრაში 4-ან შეეძლო მოეგო მაგრამ ბოლო მომენტში მარცხდებოდენ მაინც და დიდი ალბათობით ბოსტონი უფრო დალასის წინააღმდეგ ითამაშებს წელს ფინალურ სერიაში, მაგ შეხვედრებს ვნახავ უკვე, ნაწილი უკვე როლან გაროსის ფლეიობის დროს ტარდება, მგონი პირველი ორი თამაში ჯდება მაგ პერიოდზე მარტო, ბოლო შეხვედრა კი შეიძლება ლამის ევროს გახსნაზეც კი დაჯდეს, ან მანამდე მოასწრონ დასრულება უკვე, ისე ჩვენები 2 ივლის ხვდებიან ლატვიას ოლიმპიადის ატბორზე, მერე 4 უკვე ფილიპინებს და მაგის შემდეგ 1 შეხვედრა მაინც თუ მოიგეს ნახევარფინალში გააგრძელებენ უკვე ასპარეზობას მაგ ტურნირზე, გასვლით კი მარტო ფინალში გამარჯვებული გადის ოლიმპიადაზე https://en.wikipedia.org/wiki/2024_FIBA_Men's_Olympic_Qualifying_Tournaments_–_Riga ყველა ასნავნოი ბასკეტბოლისტი თუ გვეყოლება ტრამვების გარეშე მაგ ტურნირზე მაშინ ჩვენ გუნდსაც ექნება გარკვეული შანსები ალბათ, მითუმეტეს ლატვიელების ლიდერი ბოსტონიდან Kristaps Porzingis ჯერ-ჯერობით ტრამვირებულია და მაგ დონის მეტი არავინ არა ყავთ ლატვიელებს
  13. ანუ დაახლოებით 2000 ლარი გქონია გამოდის ცალკე სისტემისთვის + 1000 ლარამდე მონიტორი მინიმუმ ალბათ 2K ბიუჯეტური 27 ინჩიანი გეიმერული მოდელი, თუ ყველაფერი საყიდელი გაქვს გაგიჭირდება ძლიერი ვიდეოკარტის ყიდვა უკვე მაგ ფასათ, ცალკე სისტემასაც არ უნდა ცოტა, მინიმუმ 600$ ამბავია ნორმა სისტემა შედარებით და ეგ მინიმუმ ხელზე თუ აიღებ და არა მაღაზიაში, ჯერ უნდა ჩამოყალიბდე დაახლოებით რა მოგივა და მერე ეძება ეგ ყველაფერი მაქსიმალურათ იაფათ ხელზე ახალი იქნება თუ ნახმარი ნაწილები
  14. გამარჯობა, 3000 ლარში მინდა ავაწყო სრულიად ახალი ნაწილებით ძლიერი სისტემა (რამდენადაც შესაძლებელია). მონიტორი ცალკე ფასში 2k მინდა. უბრალოდ არ ვიცი როგორ დავაკომპლექტო. აქ მაღაზიებში როგორც ვიცი ბევრგან ნახმარი ნაწილებით და სუსტი ნაწილებით აწყობენ . სად მირჩევთ რომ ახალი ძლიერი სისტემა ავაწყო ამ ფასად? ასევე თქვენი გამოცდილებით დამიწერეთ მიახლოვებითი სისტემა თამაშებისთვის და ბლენდერის რენდერისთვის. უპირატესობას ვანიჭებ ნვიდიას და ინტელს. იმედია სწორ ადგილას გავხსენი თემა.
  15. განახლდა ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი სადაც დაწინაურებულა რამდენიმე ჩვენი ძიუდოისტი რეიტინგში რამდენიმე წონაში: https://www.ijf.org/wrl ოლიმპიური რანკინგი ჯერ არ განუახლებიათ, თუმცა დიდი ცვლილებები მანდ არ უნდა იყოს მემგონი, 7 კაცი და 3 ქალი გადიოდა მანამდე საქართველოდან, ოღონდ ქალებში 3-ან მარტო 2 ქონდა შანსი ინდივიდუალურში გამოსვლის, ნუ ლიპარტელიანი ხვდება ყველა ვარიანტში, დანარჩენი ორი ჯერ არა, უფრო მგონი სომხიშვილს ქონდა შანსები მძიმე წონაში გამოსულიყო მიქსტის გარდა ეგ, ისე ტაჯიკი ბოქსიორი ეგ ფაქტიურათ რუსეთში ბოქსიორობსო, საკმაოთ კარგი რეკორდი ქონდა, როგორც ჩანს ტაჯიკისტანის სახელით დიდი ხანი არაა რაც გამოდის, რახან რეიტინგი არ ფიქსირდება, მაგრამ შეიძლება ეგეც ერთ-ერთი ფავორიტი იყოს მაგ სეტკაში ოლიმპიადაზე გასვლაზე, ამიტომ უკვე მაგ ბოქსიორიდან დაწყებული მადიევს აღარ დარჩა იოლათ დასამარცხებელი საპერნიკები, სამივე სერიოზული დონის ბოქსიორია https://boxrec.com/en/box-am/969711 საიდოვი ძალზე შთამბეჭდავი სტატისტიკით ყოფილა, ანუ ეგ კაკრაზ არანაირი უცნობი ბოქსიორი არაა, უბრალოთ ადრე ალბათ რუსეთის სახელით გამოდიოდა უფრო, თუ შეძლო მაგის დამარცხება ჩვენმა ბოქსიორმა მძიმე ბრძოლაში მერე არანაკლები დონის იორდანელს შეხვდება ალბათ უკვე ნახევარფინალში, არც ფინალში ელის იოლი მეტოქე, მაგრამ ჯერ საიდოვი და იორდანელი უნდა გამოაგდოს და შეიძლება მაგარი გაუჭირდეს მაგ ორი ბოქსიორის დამარცხება, საერთოდ თუ შეძლო რომელიმეს გამოგდება მაქედან, სულ მალე იწყება ეგ ორთაბძოლა მგონი, მაქსიმუმ რამდენიმე საათში გახდება უკვე ცნობილი, ლაივი სამწუხაროთ არაა არსად, როცა სრულდება მერე იდება ხოლმე რეზულტატი მარტო https://boxrec.com/en/ratings/M/box-am/Welterweight?offset=0 ვა ჩვენი ლაშა გურული 3 რეიტინგია ყველა წონებში, საიდოვი კიდე 6 ყოფილა, ანუ ეგ ტოპია ფაქტიურათ რა რეიტინგი არა აქვს მარტო ტაჯიკისტანის სახელით, რუსეთის სახელით ლამის მადიევზე წინ დგას მგონი რეიტინგით https://www.tapology.com/fightcenter/bouts/880699-2024-olympics-second-world-qualification-tournament-eskerkhan-madiev-vs-shamsher-saidov ტაჯიკისტანის სახელით არ გამოდიოდა აქამდე და მაგიტომ არა აქვს რეიტინგი, თორე მაგან შეიძლება ჩვენ ბოქსიორსაც მოუგოს, იორდანელსაც და ფინალშიც გაიმარჯვოს მოგვიანებით, არაა გამორიცხული მადიევმა უშანსოთაც წააგოს ეგ ორთაბძოლა, ნუ ქულებით, რახან ნოკაუტები რედკია მაგ საშვალო წონაში მაინც, მე რასაც ვუყურებ ფინალში კი არა და ლამის ეხლა ქონდეს ყველაზე მძიმე ორთაბძოლა მადიევს, ანუ ეხლა გამოვარდეს უკვე დღეს მეორე რაუნდში, ფინალში შედარებით უფრო დაბალი რეიტინგით შეხვდება უკრაინელი ან ირლანდიელი, ორივე თან 34 წლისაა უკვე, სადიევი ჩანს ყველაზე გროზნი მეტოქე და მთავარი ფავორიტი მაგ სეტკაში ალბათ ილიმპიადაზე გასასვლელათ, ფაქტიურათ არ წუაგია რუსეთის სახელით როცა გამოდიოდა მანამდე 2020 წლიდან მოყოლებული, სადიევი დაჟე პროფესიონალურ ბოქსშიც ასპარეზობდა მგონი და რამდენიმე შეხვედრა მანდაც ჩატარებული ქონია, ანუ უფრო ახლოსაა პროფესიონალთან ვიდრე ლუბიტელთან ეგ ბოქსიორი, ალბათ იორდანელის დამარცხება უფრო ადვილი იქნებოდა მადიევისთვის ნახევარფინალში ვიდრე სადიევის ამ რაუნდში ისე ივნისში ექსტრა კვოტებს დაარიგებს ოლიმპიური კომიტეტი ცალკე კიდე სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, შეიძლება ვინმე მანადაც მოხვდეს ჩვენი ქვეყნიდან, ანასტასია გოტფრიდს აქვს შანსები და კიდე რამდენიმე სპორცმენს ალბათ, არ ვიცი ამჯერათ ცურვაში ან ათლეტიკაში თუ გამოგვიყოფენ კვოტას, უფრო სუსტ ქვეყნებს ურიგებენ ხოლმე ვინც სპორტული პრინციპით ვერ ხვდება ოლიმპიადაზე, ვისაც სულ ცოტა დააკლდა გასვლამდე, ეგეთები მეეჭვება მანდ მოხვდენ, რახან მერე სხვებს უტყდებათ რატომ ჩვენ არ გვერგოო ლიცენზია აი ეხლახან დაუდიათ ძიუდოს განახლებული ოლიმპიადის ატბორის რანკინგი: https://www.ijf.org/wrl_olympic ნუ კაცებში უპრობლემოთ გავდივართ შვიდივე წონაში და ეგეთი ქვეყანა სულ რამდენიმე იქნება იაპონიის საფრანგეთის და საქართველოს გარდა მაგ ოლიმპიადაზე კაცების სეტკაში, ნუ 8 კაცი გასულია უკვე, სომხიშვილია კითხვის ნიშნის ქვეშ, შეუძლია პოლონელმა გამოაგდოს და მაგის მაგივრათ გავიდეს უკვე ოლიმპიადაზე ევროპიდან, სომხშვილი ევროპული კვოტით ხვდება მაგ წონაში მარტო, პირდაპირ 17 სპორცმენს შორის არაა, თუმცა გამოგდებითაც ალბათ თუ გამოაგდებს მარტო პოლონელი, მგონი ივნისში სრულდება უკვე კვალიფიკაცია, რამდენიმე ტურნირი კიდე უნდა ჩატარდეს მანამდე და სომხიშვილს კიდე ჭირდება რაღაც ქულები მაგ ტურნირებზე ალბათ, მაგის გარეშე გუნდი მგონი აღარ გვეყოლება ოლიმპიადაზე, რახან მოწვევით მარტო ერთ ძიუდოისტს ან ძიუდოისტკას იწვევენ როცა აკლიათ ერთი კაცი მარტო და არ გროვდება სულ მცირე 3 კაცი და 3 ქალი მაღალი რეიტინგით როგორც ჩანს მაგარ ფორმაშია მადიევი მაგ ტაილანდის ტურნირზე, არ იყო ეგეთ ფორმაში წინა ატბორზე იტალიაში და მალევე გამოვარდა მგონი მეორე რაუნდში იქ, ხო შედარებით ადვილათ მოუგია 3-0 საიდოვისთვის, ანუ ორმა სუდიამ ნიჩია დააფიქსირა და 3 ჩვენს მიცა უპირატესობა, მაგიტომაც დაფიქსირდა 3-0 და არა 4-1,3-2 ან 5-0, ნუ კიდე ნოკაუტით შეიძლება მოგება, მაგრამ მაგ წონაში იშვიათათ ფიქსირდება ეგ, ან სუდია როცა ასრულებს დასროჩნა ბრძოლას, ეგრე მოიგო პირველი რაუნდი კუშიტაშვილმა, ხო კუშიტაშვილი ხვალ ისვენებს და ზეგ ხვდება ლუქსემბურგელს დაბალი რეიტინგით, ანუ წესით ეგ ბოქსიორიც მინიმუმ ნახევარფინალამდე გავა, რაც უდრის მესამე რაუნდს მაგ ტურნირზე, ნუ სამ სუდიასაც დიდი სხვაობა არ დაუდია, 29-27 მოუგია მადიევს, ეგ შედარებით როვნი ბრძოლაა, თუ ისევ არ ისახელეს თავი სუდიებმა, ყოველთვის ჩვენ წინააღმდეგ არ იქნებიან რა თქმა უნდა, ხანდახან ბანალურათ ეშლებათ ან მეორე ქვეყანა არ მოსწონდეს ვინმეს შეიძლება, მანდ ისიც იმოქმედებდა რეზულატზე საიდოვი რომ ტაჯიკისტანის სახელით გამოდიოდა და არა რუსეთის და რეიტინგი არ ქონდა, როცა ჩვენ ბოქსიორს 6 რეიტინგი აქვს, იმედია ეგ არ იმოქმედებს ძალიან იორდანელის წინააღმდეგ და მარტო იმის გამო არ წააგებს მადიევი იორდანელი რახან 2 რეიტინგითაა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე უკეთესი რეზულტატები მადიევს ქონდა მგონი მაგ წონაში, იორდანელს მგონი რაღაც სხვა ტურნირები აქვს მოგებული და კიდე აზიის ჩემპიონატი, იორდანელიც ძალზე ძლიერი მეტოქეა, რომ მოიპოვოს ოლიმპიური ლიცენზია არავის არ გაუკვირდება და დაჟე ოლიმპიადაზე მედალიც აიღოს მაგ ბოქსიორმა, თუმცა ალბათ იგივეს თქმა შეიძლება მადიევზეც, ისე მადიევმა თუ შეძლო ისევ მძიმე ბრძოლაში იორდანელის დამარცხება ფინალში უკრაინელ-ირლანდიელის პარაში გამარჯვებულს შეხვდება უკვე, ნუ იორდანელი საკმაოთ სუსტ ავსტრალიელს ხვდებოდა და 5-0 მოუგია, ზახარიევმა ამჯერათ 5-0 მოიგო, ირლანდიელმა ბოქსიორმა კი 4-1, ორივე საკმაოთ მაღალი რეიტინგითაა მაგ ბოქსიორებიდან, მაგრამ ყველაზე მაღალი რეიტინგი იორდანელს ქონია მაგ ოთხეულიდან, ისე მაგ წონაში კიდე გამოდიან სერიოზული დონის ბოქსიორები, თუმცა ეგენი მადიევის სეტკაში არ არიან, მანდ ცოტა სულელური დასახელებითაა ოლიმპიური სისტემა, ანუ ეხლა ვითომ მადიევი გავიდა 1/8 ფინალში, 1/4 ფინალი კი ფინალია უკვე და თუ იგებ მანდაც გადიხარ ოლიმპიადაზე, ნახევარფინალური ბრძოლები აღარაა და აზრს კარგავს ეგეთი რანჟიროვკა ტურნირის, ხვალეა უკვე მადიევის და იორდანელის შეხვედრა, ანუ დასვენების საშვალება არავის არ ქონია, მადიევს კი გაცილებით რთული ბრძოლა ქონდა ტაჯიკთან, შეიძლება მოხვდა კიდეც მძიმე უდარები, ანუ იორდანელს ექნება ალბათ მაგ მხრივ უპირატესობა, ფიზმომზადებაზეც იქნება ბევრი რამე დამოკიდებული, დიდი ანგარიშით იდეაში ვერავინ ვერ გაიმარჯვებს მაგ შეხვედრაში, ისევ 3-0 ან 4-1 ან დაჟე 3-2 კი დაფიქსირდეს შეიძლება იტოგში, თუმცა ხშირათ არის სხვაობა რეალურათ რა გეკუთვნის და ფორმალურათ რას გიწერენ, დაჟე ისეთი სხვაობაც კი იყოს შეიძლება რომ დიდი სხვაობით იგებდე რეალურათ და მაინც 4-1 წააგო, ეგრე დამარცხდა ვითომ გურული რუსის წინააღმდეგ და მესამე რაუნდში აღარ გამოსულა, მოქრთამვა უნდოდათო ჩემი ევროპის ჩემპიონატზე თან თქვა, ამიტომ მეორეზე გავიდა იქ მარტო, მადიევიც მეორეზე იყო ევროპაზე, სერბთან დამარცხდა ფინალში
  16. რამდენიმე ახალი ინფო კორეულ სერიალებზე და ფილმებზე კიდე დაუდიათ მაიდრამაზე: Handsome Guys ფილმზე დაიდო კიდე ახალი ინფო რამდენიმე დღის უკან: https://mydramalist.com/article/lee-kyu-hyung-and-park-ji-hwan-flex-their-comedy-acting-skills-in-handsome-guys ივნისის ბოლოს გამოდის ეგ ფილმი The Roundup: Punishment ახალი ნაწილი დიდი პოპულარობით სარგებლობსო https://mydramalist.com/article/the-roundup-punishment-reaches-11-million-mark-on-don-lee-and-ye-jung-hwa-s-wedding-ceremony-day Moving რომ აქტიორი თამაშობს Your Honor დორამაში ითამაშებსო: https://mydramalist.com/article/moving-kim-do-hoon-and-heo-nam-jun-are-joining-the-cast-of-your-honor საკმაოთ ცნობილი მსახიობია ეგ, თუმცა დორამა არ ვიცი როდის გამოდის, კომედია ეგ ნამდვილათ არაა, თუმცა შეიძლება გაამართლოს მოლოდინები Miss Night and Day პერსონაჟზე დაიდო კიდე ახალი ინფო: https://mydramalist.com/article/choi-jin-hyuk-transforms-into-a-workaholic-maniac-in-miss-night-and-day ეგ დორამა 15 ივნისისთვის იწყება და მინიმუმ კასტი არ ჩანს ცუდი, სიუჟეტი საკმაოთ უცნაური აქვს, შეიძლება მანდაც კრინჯი ურევია და პლოსკი იუმორი რაღაც ახალი კორეული ფილმის Good News მსახიობებზე დაიდო ინფო კიდე: https://mydramalist.com/article/sol-kyung-gu-and-hong-kyung-will-possibly-lead-a-new-film მოკლეთ დასრულდა კიდე ერთი რეიტინგული დორამის lovely runner პრემიერაც, თუმცა დღეს ალბათ არ დაიდება ფინალური ორი ეპიზოდი პროფ მნაგაგალოსკით და ჯობია მეორე დორამას ჩავუჯდები მანამდე, ივიზეც ბოლო ეპიზოდი ვითომ დღეს უნდა გამოვიდეს მოგვიანებით, თუმცა 15 მგონი დევს პადპისკით, მანდ თურმე პირველი ორი ეპიზოდი ყოფილა უფასოთ, მერე პადპისკა უნდა გქონდეს, თუმცა სხვა ონლაინ უფასო პლატფორმებზე დევს ეგ დორამა და მაქედან გადმოვწერ პერევოდს, რუტრაკერზე დუბლიკის გახმოვანებით იდება, თუმცა ბოლო 2 ეპიზოდს ალბათ დააგვიანდება მანდაც, დრამადეიზე არის პრინციპში, თუმცა მეეჭვება დამჭირდეს მაქედან გადმოწერა, რახან დღეს ალბათ ვერ მოასწრებენ ბოლო ორ ეპიზოდზე პერევოდის დადებას, ისე ძალზე რეიტინგული დორამები ეხლა აღარ გადის უკვე, რავი The Atypical Family დარჩა მგონი მარტო შედარებით მაღალი შეფასებით, აი როდის გამოვა კიდე მინიმუმ 8.5+ ბალიანი კომედიური ჟანრის დორამები არ ვიცი, ხანდახან მეორეხარისხოვანი დორამებიც იღებენ მასეთ შეფასებებს ბოლო ხანებში რაც გამოვიდა,არაა აუცილებელი მაინდამაინც მაღალ ბიუჯეტიანი დორამა იყოს, წესით ივნისის ბოლომდე რაღაცა კიდე დაიწყება ალბათ კარგი რეიტინგით, ან ივლისისთვის უკვე, ისე ივნისში არის საინტერესო დორამების პრემიერები კიდე, თუმცა რამდენათ კარგი დონის იქნება ჯერ ვერ გაიგებ სანამ არ დაიწყება პრემიერა, ფრუცელზე თითქოს ძალზე რეიტინგული არცერთი არ უნდა იყოს მაქედან, უფრო მგონი ივლისისთვისაა უფრო სერიოზული რაღაცეები დაანონსებული კორეული დორამებიდან კიდე ერთი კორეული ფილმის Drive შესახებ დაიდო ახალი ინფო https://mydramalist.com/article/park-ju-hyun-is-a-popular-youtuber-kidnapped-and-trapped-in-a-car-trunk-in-drive ეგ ფილმი 12 ივნის გამოდისო კიდე ერთ კორეულ ფილმზე Hijacking დაუდიათ ახალი ინფო: https://mydramalist.com/article/the-k-movie-hijacking-draws-inspiration-from-real-life-incident საინტერესო სიუჟეტი ჩანს, პრემიერა 21 ივნისში შედგებამ მაგ ფილმის თვითფრინავის გატაცებაზე, რომლის ისტორიაც 1971 წელს რეალურათ მომხდარა მგონი The Judge from Hell ახალ დორამაზე დაიდო კიდე ვინ მიიღებს მონაწილეობას ახალი ინფო: https://mydramalist.com/article/lee-mi-do-confirmed-to-join-park-shin-hye-and-kim-jae-young-in-a-new-sbs-k-drama მანდ მთავარ როლში პარკ შინ ხიო მონაწილეობას ბოლოს რომ dr slump გამოდიოდა თუმცა კაცი აქტიორი არაა ეგეთი ცნობილი უკვე, მაგ დორამის პრემიერა იწყება 16 აგვისტოს, ანუ ჯერ არ გამოდის ახლო მომავალში ისე ეხლა გადავხედე კიდე და ამ კვირაში კიდე ორი კორეული დორამის პრემიერა იწყება: Dreaming of a Freaking Fairytale რომკომის და High School Return of a Gangster მალატიოჟნი ტრილერის კიდე სტარშეკლასნიკებზე, ეგ მეორე მარტო 8 ეპიზოდიანია, შეიძლება ივარგოს რომელიმე მათგანმა ორივემ თუ არა მაგ ჟანრებში, Bittersweet Hell თუ ვარგა რამეთ ნეტა კიდე, ეგეც დაწყებულია და პროფ მნაგაგალოსკაც არის თან, ჯერ არ სარგებლობს დიდი სპროსით ეგ დორამა, 8.1 ბალი შეფასება მაიდრამაზე ანუ არაფერზე არ მეტყველებს როგორც imdb რამდენიმე ვოუტი, უფრო პრემიერის დასრულების შემდეგ თუ გახდება ცნობილი ვარგა თუ არა რამეთ მაინც, ისე წააგავს რაღაცით ეგ დორამა marry my husband, ტაიმ ტრაველსის თემა არაა ოღონდ მანდ, сonnection აქებენ კიდე, კარგი ზაკრუჩონი სიოჟეტი აქვსო, მაგაზეც არის პროფ მნაგაგალოსკა https://www.ivi.ru/watch/svyaz კარგი აქტიორების სასტავი კია თავმოყრილი მაგ დორამაში
  17. კომბატი აქვს ძაან მაგარი, პიანინოსავით ვუკრავ კლავიატურაზე
  18. SEC-ის მიერ Spot Ethereum ETF-ების დამტკიცება ქმნის „Bitcoin-ის დაცვის კიდევ ერთ ხაზს“. ეს აზრი გამოთქვა MicroStrategy-ის დამფუძნებელმა მაიკლ სეილორმა პიტერ მაკკორმაკის პოდკასტ What Bitcoin Did-ზე. „ეს კარგია Bitcoin-ისთვის? დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს კარგია […], რადგან პოლიტიკურად ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ მთელი კრიპტო ინდუსტრიის მხარდაჭერით,” - განმარტა სეილორმა. Spot Ethereum ETF-ების გამოშვება „დააჩქარებს ინსტიტუციურ მიღებას“, რადგან ფრთხილი ინვესტორები ახლა მიიღებენ კრიპტოვალუტებს, როგორც ლეგიტიმურ აქტივებს, განაცხადა მან. MicroStrategy-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ისინი გაანაწილებენ კაპიტალს სხვადასხვა ციფრულ ვალუტას შორის, მაგრამ Bitcoin მაინც მიიღებს მის უმრავლესობას, როგორც "ლიდერი". ”ვფიქრობ, ძირითადი ინვესტორები იტყვიან, რომ [...] შესაძლოა, ჩვენ გამოვყოთ 5% ან 10% კრიპტო აქტივების კლასში, მაგრამ Bitcoin-ის წილი იქნება ამის 60% ან 70%,” - აღნიშნა სეილორმა. ანალიტიკოსები ETH-ETF-ე მაღალ მოთხოვნას არ ელოდებიან. Bloomberg-ის საფონდო ანალიტიკოს ჯეიმს სეიფფარტის ვარაუდით ETH-ETF-ზე მოთხოვნის მაჩვენებელი პირველ კრიპტოვალუტაზე დამყარებული სპოტ ბირჟაზე ვაჭრობის ფონდების 20-25% იქნება. ამის შესახებ წერს CryptoSlate. პროგნოზი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ Ethereum-ის ბაზარი Bitcoin-ის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ინვესტორებმა ასევე დაკარგეს კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ქსელის Onchain-შესაძლებლობების და წვდომის ფუნქცია. „უფსკრული Ethereum-ETF-სა და თავად Ethereum-ს შორის ოდნავ უფრო დიდია, ვიდრე Bitcoin-სა და Bitcoin-ETF-ს შორის“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა. სეიფფარტის თქმით მისმა კოლეგა Eric Balchunas-მა შეაფასა ETH-ETF-ზე პოტენციური მოთხოვნა კიდევ უფრო დაბალ მაჩვენებელზე - Bitcoin-ზე დამყარებული მსგავსი ინსტრუმენტის 15-20%-ზე. ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს ETF-ის გამოჩვება, რომელიც დაფუძნებული იქნება "კრიპტო ტოკენების კალათაზე". საინვესტიციო ბანკ TD Cowen-ის ანალიტიკოსებმა SEC-ის გადაწყვეტილებას ETH-ETF-ების შესახებ უწოდეს „გარდაუვალი“ და ივარაუდეს ბირჟაზე ვაჭრობის ფონდების გამოსვლა „კრიპტო ტოკენების კალათის“ საფუძველზე ერთი წლის განმავლობაში. ამის შესახებ წერს The Block. ” ეს ხდება დაახლოებით ექვსი თვით უფრო სწრაფად, ვიდრე ველოდით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო, რადგან SEC-მა დაამტკიცა კრიპტო ფიუჩერსების ETF”, - წერს მკვლევარი ჯარეტ სეიბერგი. TD Cowen თვლის, რომ SEC შეინარჩუნებს დემოკრატიულ უმრავლესობას 2026 წლამდე და გააგრძელებს იმ ტოკენებით მოვაჭრე კრიპტო კომპანიებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რომლებიც, კომისიის თანახმად, არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებია. შეგახსენებთ, 23 მაისს, SEC-მა დაამტკიცა 19b-4 განაცხადი Ethereum-ზე დამყარებული სპოტ ბირჟაზე ვაჭრობის ფონდების ემიტენტებისგან. ვაჭრობა დაიწყება მას შემდეგ, რაც სააგენტო ხელს მოაწერს სარეგისტრაციო განცხადებებს ფორმა S-1-ზე. Standard Chartered-ის კვლევის ხელმძღვანელმა ჯეფრი კენდრიკმა ივარაუდა ახალი ეტაპის დაწყება საბირჟო ვაჭრობის ფონდებისთვის 2025 წელს. მისი აზრით, SOL და XRP იქნება შემდეგი. Matrixport-ის თანადამფუძნებელმა დენიელ იანგმა ასევე დაასახელა Solana, როგორც ახალი კანდიდატი ბირჟაზე ვაჭრობის ფონდების დასაწყებად. https://tinyurl.com/4pev9xf6
  19. MPO in Windows 11 v24H2 now supports 10-bit and even 12-bit color depths! ვა ეგ კარგი ნიუსია გურუ3დ-ის ნვიდიას დრაივერების თემაში დაიდო, ეგ იმას ნიშნავს რომ თუ ყოფნის გამტარობა შესაძლებელი იქნება 10 ან 12 ბიტზე დაყენება და ბანდინგი და DSC ბაგი რომ ქონდა უნდა გასწორდეს მასე უკვე, აქტუალური იქნება ეგ სეთინგი უფრო სერიოზული მონიკებისთვის ალბათ მაღალ გერცებზე და გაფართოვებაზე დაჟე ალბათ DP 2.1 საპორტითაც კი მომავალში რაც გამოვა, ჯერ ცოტა მოდელია მაგის მხარდაჭერით გამოსული და კარტებიც მარტო 7000 ამდ სერია მუშაობს 2.1-ზე, ან ბოლო ამდ პრო სერიის კარტები, სხვა არცერთი, მაგრამ ალბათ ნვიდია დაამატებს უკვე წესით მაგის მხარდაჭერას 5000 სერიის კარტებში, ეხლა მარტო 1.4 და HDMI 2.1 მუშაობს ნვიდიას კარტებზე, ნუ მაქსიმუმ DSC-ით რომელიც საკმაოთ ზრდის კიდე გამტარობას, თუ დაიდება ახლო მომავალში შედარებით ადამიანური სბორკა 26100 ბილდზე მოვსინჯავ მაგ ახალსაც, ეხლა მაქსიმუმ შემიძლია პირდაპირი აპგრეიდით დავაყენო სანლექსის ბოლო ბილდზე, ისე არ იწერს ვინდოუს აპდეიტიდან, შეცდომას მიგდებს და მანამდეც ეგრე იყო, მარტო ოფიციალური ისოდან ყენდება მაგაზე, ისე ეხლა დავსერჩე და არის რამდენიმე რუსულენოვანი სბორკა დადებული, ვნახე დაჟე ინგლისურ-რუსული პროც, მაგრამ 3.79გბ ეგ 4გბ ფლეშკაზე აღარ დაეტევა და რაღაც სირობები აქვს თან დამატებული, რისი წაშლაც დამჭირდება დაყენების შემდეგ + უკვე აქტივაცია ქონია და მე მაგის გარეშე მინდა უფრო, დავუცდი კიდე, გამოჩნდება მემგონი სხვა ვარიანტებიც, სანლექსმა წლის ბოლომდე ვითომ ახალი სბორკები აღარო ვინდოუს 11-ზე, მაგას თან 22631 ვერსია აქვს მარტო, მაგის გარდა არის კიდე Windows 11 Enterprise LTSC 26100-ზე ატვირთული
  20. როგორც მივხვდი საკმაოთ საინტერესო სათამაშო იგრა ჩანს, იაპონური ატმოსფეროც იგრძნობა, გრაფიკაც საკმაოთ კარგი აქვს პს5 პორტის ფონზე, მაგ სტილში ბევრი იგრები გამოდიოდა, მაგრამ იმენა სამურაისკი ეკშენ-ადვენტურა თითქმის არაა პს-ზე, განსაკუთრებით მაგ დონის და მაგ ჟანრის, თუმცა ხარდკორშიკებს ალბათ ნაკლებათ დააინტერესებს ეგ თამაში, რასაც ვუყურებ ჰარდზეც კი მარტო თავიდანაა რთული და მერე ადვილდება საკმაოთ, ნუ პრინციპში მესამე ვიჩერშიც ეგრე იყო და კიდე ბევრ თამასში, დარკ სოულის ფანატებს ისე ძალიან ეგ თამაში სირთულის მხრივ არ გაუსწორდება ალბათ
  21. გუშინ დავხედეე და თავად მიურაზგონებია ან დამპალს
  22. Meta იკვლევს ფასიანი გამოწერის დანერგვის შესაძლებლობას ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ინტელექტუალურ ასისტენტ Meta AI-სთვის. ფასიანი ვერსია უზრუნველყოფს უფრო გაფართოებული ფუნქციებით იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ. თუმცა, ძირითადი ვერსია დარჩება უფასო. ფოტოს წყარო: Mariia Shalabaieva/Unsplash Meta AI-ის ფასიანი გამოწერის სერვისი Google-ის, Microsoft-ის, OpenAI-ისა და Anthropic-ის სერვისების მსგავსია, ნათქვამია The Information-ში გამოქვეყნებულ შიდა მოხსენებაში. კონკურენტი კომპანიები ამჟამად იხდიან დაახლოებით 20 აშშ დოლარს თვეში უფრო მოწინავე ფუნქციების მქონე AI ჩატ-ბოტებზე წვდომისთვის. გამოწერა ჩვეულებრივ მოიცავს სხვადასხვა უპირატესობას, როგორიცაა ინტეგრაცია საოფისე აპლიკაციებთან, მაგალითად Microsoft Word-თან და პრიორიტეტული წვდომა მაღალი დატვირთვის პერიოდის განმავლობაში. Meta-ს სავარაუდო პრემიუმ ვერსია, სავარაუდოდ, მომხმარებლებს შესთავაზებს მსგავსი ფუნქციების ნაკრებს, თუმცა კონკრეტული დეტალები და ფასი ჯერ არ არის გამოვლენილი. მიუხედავად იმისა, რომ Meta AI-ის ფასიანი გეგმის ზუსტი ფუნქციების ნაკრები გაურკვეველი რჩება, კომპანია სავარაუდოდ მიზნად ისახავს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას მოწინავე ფუნქციების საშუალებით კონკურენტების წარმატებული მოდელების მსგავსად. Winbuzzer-ის თანახმად ფასიანი ხელმოწერების გათვალისწინება ასახავს ტექნოლოგიური ინდუსტრიის ზოგად ტენდენციას მოწინავე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების მონეტიზაციისკენ, რადგან ის პოტენციურად ქმნის შემოსავლის ახალ წყაროებს და აძლიერებს ურთიერთობას აუდიტორიასთან გაუმჯობესებული სერვისებით. მაგალითად, Microsoft მომხმარებლებს უკვე სთავაზობს ტექნოლოგია Copilot-ს, როგორც ფასიან დანამატს თვეში 30 აშშ დოლარად Microsoft 365 გამოწერის ფარგლებში. Copilot აფართოვებს საოფისე აპლიკაციების ფუნქციონირებას, როგორიცაა Word, Excel და PowerPoint, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი შესაძლებლობების გამოყენებით. ამავდროულად, ჩიპებისა და ხელოვნური ინტელექტის ბაზარი უპრეცედენტო ზრდას განიცდის. Nvidia-მ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ დააფიქსირა უზარმაზარი შემოსავალი AI ჩიპების გაყიდვიდან. წარმატება ამ მიმართულებით იმდენად დიდია, რომ Nvidia ახლა მზად არის ყოველწლიურად გამოუშვას ახალი თაობის გრაფიკული პროცესორები ხელოვნური ინტელექტისთვის. ამრიგად, როდესაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ფართოვდება ტექნოლოგიური კომპანიების სერვისებში, ჩნდება შემოსავლის ახალი წყაროები ამ ინოვაციური გადაწყვეტილებების მონეტიზაციის შედეგად. Meta AI-ს ფასიანი გამოწერის გეგმა არის ამ ტენდენციის კიდევ ერთი მაგალითი. https://tinyurl.com/2zs4yr7a
  23. ძან მომწონს მეც ძან ცოტა ვითამაშე მარა ძაან ასწორებს ხმები მომწონს განსახკუთრებით
  24. ონლაინ წყაროების თანახმად ილონ მასკის კუთვნილი xAI გეგმავს შექმნას საკუთარი კომპიუტერი, რათა გააძლიეროს ხელოვნური ინტელექტის ბოტი Grok. ამის შესახებ მილიარდერმა ინვესტორებთან ბოლო შეხვედრის დროს ისაუბრა. ფოტოს წყარო: xAI მოხსენებაში ნათქვამია, რომ მასკი სუპერკომპიუტერის ამოქმედებას მომავალი შემოდგომისთვის გეგმავს. მან ასევე დაამატა, რომ xAI-მ შეიძლება ითანამშრომლოს Oracle-თან ამ პროექტზე. xAI-სა და Oracle-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. არსებული მონაცემებით xAI გეგმავს გამოიყენოს Nvidia H100 ამაჩქარებლები თავის სუპერკომპიუტერში. ზუსტად რამდენი ამაჩქარებლის გამოყენებას აპირებენ დეველოპერები ახალი სუპერკომპიუტერის შესაქმნელად, არ არის მითითებული. ცნობილია, რომ Grok 2-ის ენობრივი მოდელის მომზადებისთვის გამოყენებული იქნა 20 ათასი H100 ამაჩქარებლის რესურსი. მანამდე მასკმა განაცხადა, რომ შემდეგი თაობის ალგორითმის მომზადებას დასჭირდება 100 ათასი ამაჩქარებელი. შეგახსენებთ, რომ Nvidia H100 ამაჩქარებლები დომინირებენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში გამოყენებული მონაცემთა ცენტრების ჩიპების ბაზარზე. თუმცა, დიდი მოთხოვნის გამო ძალიან რთულია ასეთი ამაჩქარებლების დიდი რაოდენობით შეძენა. რაც შეეხება xAI-ს, მასკმა კომპანია გასულ წელს დააარსა, რათა კონკურენცია გაუწიოს Microsoft-ს, OpenAI-ს და Google-ს ხელოვნური ინტელექტის სფეროში. https://tinyurl.com/27m7sxdk
  25. თბილისის მეტროში სიარულს ჰალფ ლაიფის მუსიკა მაგრა უხდება
  26. Yesterday
  27. პირველ კუნძულზე 6 პალმა გავიარე და 4 გასაღები მომცეს მარტო
  1. Load more activity
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.