iliko1990 Posted May 5, 2011 Posted May 5, 2011 რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (Rensselaer Polytechnic Institute) მეცნიერებმა შუქდიოდების წარმოების ახალი ტექნოლოგია შექმნეს, რომელიც მოცემული წარმოებისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ახალი მეთოდით მიღებულ დიოდებს შუქის ნაკადის გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე დღეისათვის არსებულ ყველა დანარჩენს. ამ ტექნოლოგიას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს შუქდიოდიანი ტელევიზორებისა და დისპლეების წარმოებისთვის. როგორც ცნობილია, შუქდიოდიანი დისპლეები სამი სახეობის დიოდებისგან იქმნება – წითელი, ლურჯი და მწვანე. ტექნოლოგია მხოლოდ მწვანე დიოდებს ეხება, რომლებიც ყველაზე პრობლემურნი არიან. «აქამდე კაცობრიობას ხარისხიანი და იაფფასიანი წითელი და ლურჯი შუქდიოდების წარმოების ტექნოლოგიები ჰქონდათ, ახლა კი ჩვენი კვლევის წყალობით, ასეთი გადაწყვეტა მწვანეებისთვისაც არის. ეს ახალი თაობის ნახევრადგამტარული დისპლეების წარმოებაში გზას გახსნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლებით მათი დამზადებისთვის», – ამბობს ერთ-ერთი მეცნიერი. შუქდიოდების მიერ გამოცემული შუქის სიხშირე მათ წარმოებაში გამოყენებულ მასალაზეა დამოკიდებული. მწვანე შუქდიოდებისთვის ეს გალიუმის ნიტრიდია, რომელიც საფირის კრისტალზე თხელ ფენად დაიტანება. მეცნიერთა თქმით, ახალი ტექნოლოგია გაცილებით ეფექტურად მანათობელი თეთრი შუქდიოდების დამზადების შესაძლებლობასაც იძლევა, რომლებიც ფართოდ გამოიყენება განათების უზრუნველსაყოფად. წყარო:tgdaily.com 7 Quote
ბექა Posted May 5, 2011 Posted May 5, 2011 მომწონს შენი მიდგომა არა მიდგომა არა როგორ გითხრა შენი თემატიკა ანუ მეცნიერებას ეხება და საინტერესოა :P Quote
მიშა Posted May 5, 2011 Posted May 5, 2011 კარგია ილიკო. დიდი ხანია ტექნიკური სტატიები აღარ დადებულა. Quote
kloud Posted May 5, 2011 Posted May 5, 2011 მომწონს შენი მიდგომა არა მიდგომა არა როგორ გითხრა შენი თემატიკა ანუ მეცნიერებას ეხება და საინტერესოა გეთანხმები, ძაან საინტერესოა მსგავსი სტატიები. Quote
iliko1990 Posted May 5, 2011 Author Posted May 5, 2011 ასეთი თემები მომწონს მადლობთ ინფოსთვის! მეც მომწონს და იმიტომ დავწერე Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.