Jump to content

Recommended Posts

Posted

რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (Rensselaer Polytechnic Institute) მეცნიერებმა შუქდიოდების წარმოების ახალი ტექნოლოგია შექმნეს, რომელიც მოცემული წარმოებისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ახალი მეთოდით მიღებულ დიოდებს შუქის ნაკადის გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე დღეისათვის არსებულ ყველა დანარჩენს.

green_led.jpg

ამ ტექნოლოგიას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს შუქდიოდიანი ტელევიზორებისა და დისპლეების წარმოებისთვის. როგორც ცნობილია, შუქდიოდიანი დისპლეები სამი სახეობის დიოდებისგან იქმნება – წითელი, ლურჯი და მწვანე. ტექნოლოგია მხოლოდ მწვანე დიოდებს ეხება, რომლებიც ყველაზე პრობლემურნი არიან.

«აქამდე კაცობრიობას ხარისხიანი და იაფფასიანი წითელი და ლურჯი შუქდიოდების წარმოების ტექნოლოგიები ჰქონდათ, ახლა კი ჩვენი კვლევის წყალობით, ასეთი გადაწყვეტა მწვანეებისთვისაც არის. ეს ახალი თაობის ნახევრადგამტარული დისპლეების წარმოებაში გზას გახსნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლებით მათი დამზადებისთვის», – ამბობს ერთ-ერთი მეცნიერი.

შუქდიოდების მიერ გამოცემული შუქის სიხშირე მათ წარმოებაში გამოყენებულ მასალაზეა დამოკიდებული. მწვანე შუქდიოდებისთვის ეს გალიუმის ნიტრიდია, რომელიც საფირის კრისტალზე თხელ ფენად დაიტანება. მეცნიერთა თქმით, ახალი ტექნოლოგია გაცილებით ეფექტურად მანათობელი თეთრი შუქდიოდების დამზადების შესაძლებლობასაც იძლევა, რომლებიც ფართოდ გამოიყენება განათების უზრუნველსაყოფად.

წყარო:tgdaily.com

  • Upvote 7
Posted

მომწონს შენი მიდგომა არა მიდგომა არა როგორ გითხრა შენი თემატიკა :D ანუ მეცნიერებას ეხება და საინტერესოა :P

Posted

კარგია ილიკო. დიდი ხანია ტექნიკური სტატიები აღარ დადებულა.

Posted

მადლობა გაიხარეთ

Posted

მომწონს შენი მიდგომა არა მიდგომა არა როგორ გითხრა შენი თემატიკა :D ანუ მეცნიერებას ეხება და საინტერესოა :P

გეთანხმები, ძაან საინტერესოა მსგავსი სტატიები.

Posted

ასეთი თემები მომწონს

მადლობთ ინფოსთვის!

Posted

ასეთი თემები მომწონს

მადლობთ ინფოსთვის!

მეც მომწონს და იმიტომ დავწერე

Posted

მადლობა. მეც ასეთები მომწონს კარგი ინფოა :thumbsup:

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.