Metalist Posted August 8, 2024 Posted August 8, 2024 გამარჯობათ. მოკლედ ერთი უცნაური შემთხვევა მაქვს და რისი ბრალია იქნებ იცოდეთ ვინმემ ესე იგი საუბარი მაქვს რაც მიწერია იმ სისტემურ ბლოკზე, ჩართვისას გამოსახულება არ გამოაქვს, როცა დავქოქავ 7-8 წამის (ან ზოგჯერ 1-2 წუთის) შემდეგ ქეისში რაღაც იწყებს წუილს რამდენიმე წამით და მერე ჩუმდება, გამოსახულება ამ წუილის შემდეგ ხან გამოაქ ხან არ (როცა გამოსახულება მაქ ზოგჯერ მაშინაც იწყებს წუილს), შემდეგ როცა გამოსახულება არ გამოაქ ღილაკიდან ვარესტარტებ და ზოგჯერ შველის, თუმცა მქონია ისეთი შემთხვევაც, როცა მთლიანადაც მომიწია სისტემის რამდენჯერმე ღილაკიდან გათიშვა და გამოსახულება ამის შემდეგ გამოუტანია. ეს წუილი და გამოსახულების არ გამოტანის პრობლემაც როგორც შევამჩნიე ერთდროულად დაეწყო, სულ რაღაც რამდენიმე დღეა და ვინმემ ხომ არ იცით რა შეიძლება იყოს პრობლემა? Quote
Gogla1990 Posted August 8, 2024 Posted August 8, 2024 სხვა კვების ბლოკზე სცადე ჩართვა მანამდე ვიდეოკარტა ამოიღე და ინტეგრირებულზე სინჯე რას იზავს 1 Quote
Metalist Posted August 8, 2024 Author Posted August 8, 2024 კარგი გოგლა, ამოვაგდებ ვიდეოს და ისე შევხედავ ისე კვების ბლოკზე ვვეჭვობ მეც, ჯერ ისედაც უბრალო კვებაა და მერე კიდევ 5 წელია რაც მემსახურება, მომიძველდა ცოტა თან რაც ეს RX ჩავდგი მის მერე ხმაურიც დაიწყო დატვირთვებზე ეს კვების ბლოკი რამდენად კარგია? ღირს ამის შეძენა? https://adashop.ge/product/6551f76352db321bdeb50d32 Quote
Gogla1990 Posted August 8, 2024 Posted August 8, 2024 8 minutes ago, Metalist said: ეს კვების ბლოკი რამდენად კარგია? ღირს ამის შეძენა? კარგია, მაგრამ ფასი ცოტა იკბინება Quote
Metalist Posted August 8, 2024 Author Posted August 8, 2024 ახლა ხანს დავაკვირდი და თურმე ეგ წრიპინის ხმა პირდაპირ სოკეტის ბუდიდან ამოდის, ლინკს ჩავაგდებ, ვიდეო გადავუღე და იქნებ ნახო როცა მოგიხერხდება და კარგად მოუსმინო რა, თან სოკეტი მარტო წრიპინის კი არა ისეთ ხმებს გამოსცემს ვფიქრობ კვების ბლოკმა რამე ხოარ დააზიანათქო... აი ლინკიც: Quote
Gogla1990 Posted August 8, 2024 Posted August 8, 2024 სავარაუდოდ მაზერზე დროსელების ხმაა, არაფერი საგანგაშო 1 Quote
Metalist Posted August 9, 2024 Author Posted August 9, 2024 11 hours ago, vechny said: წუილამდე რა ხმაა? რაღაცა ამოკლებს თითქოს არ ვიცი, რაც მე კომპებთან შეხება მქონია და მაქვს და ესეთი რამ ჯერ არსად არ მინახავს 12 hours ago, Gogla1990 said: სავარაუდოდ მაზერზე დროსელების ხმაა, არაფერი საგანგაშო კვების ბლოკს ამოვაგდებ დღესვე და ახლით ჩავანაცვლებ, მანდვე სოკეტთან გვერდით პროცესორის კვების კონექტორი აქვს, ვფიქრობ შეიძლება მანდედანაც მოდიოდეს ხმა და კვება იწვევდეს ამას 14 hours ago, Gogla1990 said: კარგია, მაგრამ ფასი ცოტა იკბინება გოგლა ეგ კვების ბლოკი, რომლის ლინკიც ჩავაგდე არის 2 არხიანი, 2 არხი კიდევ მე არასდროს არ დამჭირდება, 2 ბარათს არასდროს არ ჩავდგავ და ერთ არხზე რაც უწერია სიმძლავრე დღეს არსებულ ძლიერ და ფლაგმან ბარათებს ეყოფა? Quote
Gogla1990 Posted August 9, 2024 Posted August 9, 2024 2 არხიანი არ ნიშნავს რომ 2 ბარათისთვისაა გათვლილი რავი 4090-ს მე პირადად არ დავსვავდი 850-იან კვებაზე, სხვას კი ეყოფა 1 Quote
Metalist Posted August 9, 2024 Author Posted August 9, 2024 15 minutes ago, Gogla1990 said: 2 არხიანი არ ნიშნავს რომ 2 ბარათისთვისაა გათვლილი რავი 4090-ს მე პირადად არ დავსვავდი 850-იან კვებაზე, სხვას კი ეყოფა კიი, ძლიერ ბარათებს პრინციპში 2 PCE ჭირდებათ კვებისთვის ჩავდგავ მოკლედ ჩემ შერჩეულ კვების ბლოკს და დავწერ მერე მოაგვარებს თუ არა პრობლემას Quote
Gogla1990 Posted August 9, 2024 Posted August 9, 2024 ვიდეოკარტის გარეშე ჩაირთო? ჯერ გაარკვიე რისი ბრალია და მერე შეცვალე კვება Quote
Metalist Posted August 9, 2024 Author Posted August 9, 2024 1 minute ago, Gogla1990 said: ვიდეოკარტის გარეშე ჩაირთო? ჯერ გაარკვიე რისი ბრალია და მერე შეცვალე კვება კი ჩაირთო, ვიდეო რომ ჩავაგდე ალბათ არ დააკვირდი, ვიდეო ამოღებული მქონდა. მე უფრო კვებაზე ვვეჭვობ, ვფიქრობ მაზერს პროცესორის კვებისთვის არასტაბილურ ენერგიას აწვდის და რომელიღაც დროსელიც მაგიტომ ხმაურობს 7 minutes ago, Gogla1990 said: ვიდეოკარტის გარეშე ჩაირთო? ჯერ გაარკვიე რისი ბრალია და მერე შეცვალე კვება სხვა რა შეიძლება გაკეთდეს მიზეზის დასადგენად თუ იცი მითხარი აბა Quote
Gogla1990 Posted August 9, 2024 Posted August 9, 2024 მანდ სულ 2 ვარიანტია, ან კვება კვდება, ან ვიდეო მოკვდა ვიდეო თუ მოკვდა კვება რატომ უნდა გამოცვალო ტყუილად? ვიდეო სხვა სისტემაზე გატესტე ჯერ 1 Quote
Metalist Posted August 9, 2024 Author Posted August 9, 2024 41 minutes ago, Gogla1990 said: მანდ სულ 2 ვარიანტია, ან კვება კვდება, ან ვიდეო მოკვდა ვიდეო თუ მოკვდა კვება რატომ უნდა გამოცვალო ტყუილად? ვიდეო სხვა სისტემაზე გატესტე ჯერ ვიდეო დაფის გასატესტად დრო არ მაქვს სამწუხაროდ 41 minutes ago, Gogla1990 said: ვიდეო თუ მოკვდა კვება რატომ უნდა გამოცვალო ტყუილად? ეს კვება თავიდანვე არ მომწონდა, ერთი ჩვეულებრივი და უბრალო კვებაა Quote
Gogla1990 Posted August 9, 2024 Posted August 9, 2024 ვიდეოს გასატესტად არ გაქვს დრო და ახალი კვების შესაძლო ტყუილად საყიდლად გაქვს? რო აღმოჩნდეს რომ კვების ბლოკი არაფერ შუაშია მერე ხომ მაინც მოგიწევს დრო გამონახო და საბოლოო ჯამში ორმაგი ხარჯი წავა 1 Quote
Metalist Posted August 9, 2024 Author Posted August 9, 2024 დიდი ხანია მინდა კვების გამოცვლა, ჰოდა ავდგები და გამოვცვლი და ვიდეო თუ მართლა კვდება რო მოკვდება მერე მაგასაც გამოვცვლი Quote
Gogla1990 Posted August 9, 2024 Posted August 9, 2024 ნება შენია დაწერე რა გამოვა კვების გამოცვლის შემდეგ 1 Quote
Metalist Posted August 9, 2024 Author Posted August 9, 2024 2 minutes ago, Gogla1990 said: ნება შენია დაწერე რა გამოვა კვების გამოცვლის შემდეგ ორშაბათს შევიძენ ახალ კვებას და დავწერ მერე აქვე აუცილებლად 4 minutes ago, Gogla1990 said: მადლობა ყურადღებისთვის, გაიხარე გოგლა ამ ორიდან რომელიმეს ავიღებ https://allmarket.ge/product/101360/kvebis-bloki-asus-tuf-90ye00s2-b0na00_-850w_-80-plus_-power-supply_-black https://allmarket.ge/product/104952/kvebis-bloki-be-quiet_-bn344-pure-power-12-m_-850w_-80-plus_-power-supply_-black Quote
Metalist Posted August 10, 2024 Author Posted August 10, 2024 On 8/9/2024 at 1:55 PM, Gogla1990 said: რავი 4090-ს მე პირადად არ დავსვავდი 850-იან კვებაზე, სხვას კი ეყოფა https://www.asus.com/motherboards-components/power-supply-units/tuf-gaming/tuf-gaming-1000g/ ეს კვება ჩავდგი დღეს და ეს მაინც ეყოფა იმედია Quote
Gogla1990 Posted August 10, 2024 Posted August 10, 2024 ეგ კვება კი კარგია, მაგრამ პრობლემა მოგვარდა? 1 Quote
Metalist Posted August 10, 2024 Author Posted August 10, 2024 1 minute ago, Gogla1990 said: ეგ კვება კი კარგია, მაგრამ პრობლემა მოგვარდა? რაც მქონდა იმას კი აჯობებს ყველაფერში, მაგრამ როცა სისტემას ვქოქავ ან სისტემა ითიშება რაღაც წკაპუნის ხმა აქვს და რა პონტია ხოარ იცი? რამე ჭირს ვითომ? აი ნახე 5 minutes ago, Gogla1990 said: მაგრამ პრობლემა მოგვარდა? პრობლემების მარტივად მოგვარების ბედი სად მაქვს არ მოგვარდა და საინტერესოა რამ გამოიწვია მეც მგონია რო ალბათ პლატის რომელიღაც ძაბვის გამტარი ხმაურობს და იმედია პროცესორს არ დამიწვავს Quote
Gogla1990 Posted August 10, 2024 Posted August 10, 2024 3 minutes ago, Metalist said: რაღაც წკაპუნის ხმა აქვს და რა პონტია ხოარ იცი? ჩამრთველ/გამომრთველი რელეა, ყველა ნორმალურ კვების ბლოკს აქვს ნუ მაგას უბრალოდ ცოტა ხმაურიანი დაუყენეს 1 Quote
Metalist Posted August 10, 2024 Author Posted August 10, 2024 3 minutes ago, Gogla1990 said: ნუ მაგას უბრალოდ ცოტა ხმაურიანი დაუყენეს კარგი, მაშინ თუ ნორმალურია არ მივაბრუნებ უკან. ეს ძაბვის გამტარების ხმაური MSI-ს ხელში ჩემთვის ახალი თემა არაა და რა ვქნა დავიკიდო თუ არის შანსი რომ დაწვას პროცესორი? Quote
Gogla1990 Posted August 10, 2024 Posted August 10, 2024 კარგი კვებაა საკმაოდ, თუ არ ვცდები oem ჩინური Great Wall არის, მაგრამ დასაწუნი არაა მოკლედ 5 minutes ago, Metalist said: დავიკიდო თუ არის შანსი რომ დაწვას პროცესორი? დროსელების ხმაურით რომ იწვებოდეს პროცესორი ან ვიდეოკარტა, აქამდე ყველას გვექნებოდა 2-3 დამწვარი თაროზე შემოდებული 1 Quote
Metalist Posted August 10, 2024 Author Posted August 10, 2024 14 minutes ago, Gogla1990 said: დროსელების ხმაურით რომ იწვებოდეს პროცესორი ან ვიდეოკარტა, აქამდე ყველას გვექნებოდა 2-3 დამწვარი თაროზე შემოდებული არადა აქამდე უპრობლემოდ კი მემსახურა 5 წლის განმავლობაში ეს პლატა და ბოლოში დაეტყო მაინც რამდენად ხარისხიანი დეტალები ყოფილა გამოყენებული ოკ, გავუძლებ მაშინ ცოტა ხნითაც ამ სისტემას და მერე გადავალ ახალ სოკეტზე და სხვა უკეთესი ბრენდის ნაწილებზე. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.