Jump to content

Microsoft-მა შექმნა სამომხმარებლო პროდუქტების განყოფილება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით - მას Google DeepMind-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი უხელმძღვანელებს


Recommended Posts

Posted

Google DeepMind-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მუსტაფა სულეიმანი (Mustafa Suleyman) უხელმძღვანელებს Microsoft-ის ახალ სამომხმარებლო პროდუქტების განყოფილებას ხელოვნური ინტელექტი- Microsoft AI-ს გამოყენებით. ამის შესახებ თავად სულეიმანმა X-ის მეშვეობით განაცხადა. 

image.jpeg 

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დღეს ვიწყებ Microsoft-ში Microsoft AI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას. მე ვხელმძღვანელებ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სამომხმარებლო პროდუქტების განვითარებას, მათ შორისაა Copilot, Bing და Edge. ჩემი დიდი ხნის თანამოაზრე კარენ სიმონიანი (Karén Simonyan) იქნება წამყვანი მეცნიერი და ასევე შემოგვიერთდებრამდენიმე შესანიშნავი კოლეგა [Inflection AI-დან]“, წერს მუსტაფა სულეიმანი. იგი ასევე გახდება Microsoft AI-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, შეუერთდება გუნდის ხელმძღვანელების რიგს და პირადად დაექვემდებარება Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორ სატია ნადელას. 

2010 წელს მუსტაფა სულეიმანმა დემის ჰასაბისსა (Demis Hassabis) და შეინ ლეგთან (Shane Legg) ერთად დააარსა კომპანია DeepMind Technologies, რომელიც ოთხი წლის შემდეგ Google-მა შეიძინა. 2019 წელს სულეიმანმა დატოვა DeepMind Technologies თანამშრომლებზე ნეგატიური ზემოქმედების სკანდალური გამოძიების ფონზე, რასაც მისთვის ხელი არ შეუშლია Google-ში გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების მმართველსა და ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის ვიცე-პრეზიდენტ. 2022 წელს სულეიმანმა დატოვა Google და დააარსა Inflection AI. 

„მე მუსტაფას რამდენიმე წელია ვიცნობ და მისით აღფრთოვანებული ვარ. იგი გახლავთ DeepMind-ისა და Inflecton-ის დამფუძნებელი, ასევე მეოცნებე, ახალი პროდუქტების, ინოვაციური გუნდების შემქმნელი და უბრალოდ ადამიანი, რომელიც თავის თავს თამამ მიზნებს უსახავს. ჩვენ გვაქვს რეალური შანსი შევქმნათ ტექნოლოგია, რომელიც ოდესღაც შეუძლებლად ითვლებოდა და რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენს მისიას - დავეხმაროთ პლანეტის ყველა ადამიანსა და ორგანიზაციას, ისარგებლო სანდო და უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებით“, - წერს სატია ნადელა თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში. 

Microsoft-მა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადო გარე მხარის AI-დეველოპერებთან, მათ შორის OpenAI-სა და Mistral-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ასე რომ ახალი განყოფილების შექმნა არ ნიშნავს მათთან თანამშრომლობის შეწყვეტას. Microsoft-ის თქმით „კომპანია გააგრძელებს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის სამომხმარებლო სისტემებისა და აპარატული უზრუნველყოფის ჩათვლით, რაც საჭიროა პროდუქტებისთვის, რომელიც დამყარებულია OpenAI-ის განვითარებაზე“. კომპანია აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს AI-ს Office-ში, Windows 11-სა და Edge-ში, ხოლო მაისში გამართავს სპეციალურ ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სამომხმარებლო პროდუქტებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.