Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ 21 მარტს გამართავს პრეზენტაციას, რომელზეც, როგორც მოსალოდნელია, წარმოდგენილი იქნება პლანშეტი Surface Pro 10 და ლეპტოპი Surface Laptop 6 პროცესორების - Qualcomm X Elite-ისა და Intel Core Ultra-ს ბაზაზე ხელოვნური ინტელექტის აჩქარებისთვის განკუთვნილი ინტეგრირებული ნეირონული ძრავებით. ახალი მოწყობილობები იქნება სეგმენტში ერთ-ერთი პირველი Windows 11-ში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების მხარდაჭერით. 

image.png 

ფოტოს წყარო: microsoft.com 

შემოგვიერთდით, რომ გაიგოთ ხელოვნური ინტელექტის მასშტაბირების უახლესი მიღწევების შესახებ თქვენს გარემოში Copilot-ის, Windows-ისა და Surface-ის გამოყენებით“, - ნათქვამია ღონისძიების გვერდზე. 

წყაროების თანახმად Surface Laptop 6-ს აქვს განახლებული დიზაინი უფრო წვრილი, მომრგვალებული კუთხეების მქონე ჩარჩოთი, ტაქტილური უკუკავშირის თაჩპედით, კლავიატურაზე ღილაკ Copilot-ით, აგრეთვე ორი USB-C და ერთი USB-A პორტით. 

Surface Pro 10-ს რაც შეეხება, როგორც მოსალოდნელია, გარეგნულად წინამორბედისგან არ განსხვავდება. ამასთან, მას ექნება OLED-ეკრანი HDR მხარდაჭერით და არეკვლის საწინააღმდეგო საფარით. არსებული ცნობების თანახმად ლეპტოპს ექნება ფართო კუთხის ვებ-კამერა და NFC მოდული. ორივე მოდელი ხასიათდება ავტონომიურობის დიდი დროით, დამუხტვის გარეშე შესაძლებელია დღის განმავლობაში მუშაობა. 

როგორც ცნობილია, Intel Core Ultra-ს ბაზაზე აგებული Surface კომპიუტერების მიწოდება დაიწყება აპრილში, ხოლო Snapdragon X Elite ჩიპების მქონე მოდელების გაყიდვა - ივნისში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.