Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft, როგორც OpenAI-ის უმსხვილესი ინვესტორი, დაინტერესებულია ამ სტარტაპის სტაბილური განვითარებით, რომელმაც მსოფლიოს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პოპულარული სისტემა ChatGPT წარუდგინა. OpenAI-ის დირექტორთა საბჭომ ვერ შეძლო ყოფილ გენერალურ დირექტორ სემ ალტმანთან მოლაპარაკება, რომ იგი დაბრუნებულიყო თავის მიერ დაარსებულ კომპანიაში, ამიტომ ალტმანმა და OpenAI-ის სხვა თანამშრომლებმა სამუშაოდ Microsoft-ს მიმართეს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: OpenAI 

Microsoft-ის ხელმძღვანელმა Satya Nadella-მ, რომელიც სემ ალტმანს პირად მხარდაჭერას არაერთგზის უცხადებდა, განაცხადა, რომ Microsoft-ის კოლექტივს შეუერთდება არა მარტო ალტმანი და დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე Greg Brockman, არამედ ასევე სტარტაპის მთელი რიგი სხვა თანამშრომლები, რომლებმაც კომპანია ყოფილი ლიდერის წასვლის კვალად დატოვეს. „ჩვენ შევეცდებით ისინი უზრუნველვყოთ ყველაფერი აუცილებლით, რაც საჭიროა მათი წარმატებული მუშაობისთვის“ - განაცხადა Microsoft-ის ხელმძღვანელმა. OpenAI-ს ყოფილი თანამშრომლები შევლენ Microsoft-ის ახლად ჩამოყალიბებულ ქვეგაყოფილებაში, რომელიც დაკავდება ოწინავე კვლევით ხელოვნური ინტელექტის სფეროში.  

შეგახსენებთ, რომ OpenAI-ს დირექტორთა საბჭოს მოლაპარაკებებმა სემ ალტმანსა და გრეგ ბროკმანთან ვერ უზრუნველყო მათი სტარტაპში დაბრუნება მიუხედავად ტექნიკურ დირექტორ Mira Murati-ს სურვილისა - აედგინა სტატუს კვო. დირექტორთა საბჭომ იგი დროებით ჩამოაშორა უფლებამოსილებას და ამ პოსტზე Twitch-ის ყოფილი ხელმძღვანელი Emmett Shear დანიშნა. 

ამასთან Microsoft-მა გადაწყვიტა, რომ კვლავ ითანამშრომლებს OpenAI-სთან ხელმძღვანელის ცვლილების და დამფუძნებლების კორპორაციაში გადასვლის მიუხედავად. „მოუთმენლად ველით ემეტ შირთან და OpenAI-ს ახლ ხელმძღვანელობასთან გაცნობის შესაძლებლობას, და მათთან მუშაობის დაწყებას“ -  განაცხადა Microsoft-ის ხელმძღვანელმა. OpenAI-სთან ერთობლივ პროექტებში მომხმარებლების და პარტნიორების მხარდაჭერა სრულფასოვნად გაგრძელდება. 

ჯერჯერობით რთულია თქმა, OpenAI-ს ყოფილი თანამშრომლები მიიღებენ თუ არა აუცილებელ რესურსებს, რათა შექმნან NVIDIA-ს კონკურენტი გამოთვლების ამაჩქარებლები, თუმცა Microsoft ამ დრომდეც ავლენდა მზადყოფნას - შეექმნა საკუთარი პროცესორები ქლა სისტემა Azure-სთვის. შესაძლოა, ალტმანის და მისი თანაგუნდელების მუშაობა ამ მიმართულებით უფრო სწრაფად წავიდეს წინ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.