Jump to content

Recommended Posts

Posted

სადღესასწაულო სეზონისთვის Microsoft-მა წარადგინა გეიმინგ ნაკრები Xbox Series S Starter Bundle. კომპანიამ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ ნაკრებში შედის ყველაფერი, რც აუცილებელია ვიდეოთამაშებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Microsoft 

Xbox Series S Starter Bundle-ში შედის თავად კონსოლი Xbox Series S 512 გბ SSD-ით, ერთი უსადენო კონტროლერი, აგრეთვე Xbox Game Pass Ultimate-ის სამთვიანი გამოწერა სერვის Game Pass-ის ასობით თამაშზე წვდომით, რომელთა შორისაა ახალი თამაშები Starfield, Forza Motorsport Lies of P, Party Animals და ბევრი სხვა.  

image.jpeg 

გარდა ამისა, Game Pass Ultimate მოიცავს წვდომას EA Play-ზე, მულტიფლეიერზე და სხვადასხვა თამაშის ბონუსებსა და ფასდაკლებებზე. 

Xbox Series S Starter Bundle მსოფლიოს მასშტაბით 31 ოქტომბრიდან 299.99 აშშ დოლარად იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნულია, რომ Xbox-ის პარტნიორებს შორის საცალო მოვაჭრეები უკვე იღებენ წინასწარ შეკვეთებს ახალ პროდუქტზე. გასათვალისწინებელია, რომ თავად კონსოლის სარეკომედაციო ფასი არის 299 აშშ დოლარი, ხოლო Game Pass Ultimate-ის ერთთვიანი გამოწერა აშშ-ში - 16.99 აშშ დოლარი.  

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.