Jump to content

Recommended Posts

Posted

მე 264$ გამოვიწერე a750 8GB ჩამოსულია განბაჟებას გადის ძაან მაინტერესებს რა იქნება თამაშებს მაინცდამაინც არ ვთამაშობ ბლენდერში დავტესთავ და eFootball 23 მაგრამ როგორც ვიცი diretX 11 ის პრობლემა ჰქონდა ადრე. ვნახავ როგორი იქნება. A770 16GB რო 300$ ყოფილიყო აუცილებლად ვიყიდდი

Posted

ნუ 16გბ შედარებით იაფიან კარტებს რაც შეეხება ამდ 6800 რომ დავანებოთ თავი, ნვიდია მალე გამოუშვებს უკვე 500$ 4060Ti, თუმცა ინტელის კიდე უფრო იაფი გამოდის, ჩინური ვაბშე სუსტია, მაგათაც აქვს 16გბ ვიდეოკარტები გამოშვებული, ფასი-წარმადობით მაინც 6800 გამოდის ჯერ ყველაზე კარგი ვარიანტი ალბათ 16გბ კარტებიდან, ისე ბოლო ტესტების მიხედვით მგონი a770 16gb ვარიანტი თამაშებში დაახლოებით 3060Ti და 3060 შვაში დგასო საშვალოთ პერფორმანსით, 4060Ti ალბათ უფრო 3070Ti ცოტა მძლავრი იქნება უკვე, ეგ 16გბ ვერსია

Posted

Newegg ზე 350$ ად არის A770 16GB მაგრამ გამოწერა არ ვიცი იქიდან თუ ხდება. ამაზონზე ძვირია 400-450$ თუ არ ვცდები და მაგას NVidia მირჩევნია უკვე თუნდაც ცოტა უფრო ძვირად

Posted

ბოლო ტრენდს თუ ვენდობით მეეჭვება დიდხანს შენარჩუნდეს ეგ 500$ ფასიც, ალბათ იქნება შესაძლებელი 4060Ti 450$ ყიდვა გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 4070-აც დაიწყო გაიაფება უკვე და მაგიტომ, 570$ იყო რამდენჯერმე სეილზე. ამდ ვნახოთ რას გამოუშვებს 16გბ-ან ახალ სერიაში, ეგ 6800 გარდა რაც იყიდება ჯერ კიდევ, ამდ-ან სანამ ახალი მოდელები არ გამოვა ეგაა ჯერ ყველაზე იაფათ, ნვიდია კი პირველათ გამოუშვებს 4000 სერიაში 500$ 16გბ მოდელს, აქამდე მარტო 4080 ქონდა და ეგ ძალიან ძვირი ჯდება უკვე

Posted

ცუდი არაა, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც გაუჭირდება ნდობის მოპოვება, მაგ ფასად მეორად 6700XT-ს იყიდის კაცი :D 

Posted

დავაყენე კარგია და რაც მთავარია ჩემმა მონიტორმა HDRზე 10bit 60Hz აჩვენა.

ერთი კაბელით შევაერთე ორივე მხარე 8პინი და 6 პინიც რამე პრობლემა ხომ არიქნება

ერთი მინუსი Nvidia ს კონტროლ პანელისგან განსხვავებით Intel Arc Control მა შეტყობინებები თუ ამომიგდო ყოველ ჩართვაზე როგორც წინაზე წავშლი მოგვანებით ალბათ

Posted

კორპორაცია Intel-მა კონფერენცია ISC 2023-ზე გააზიარა ინფორმაცია პროექტ Aurora-ს შესახებ, რომელიც გულისხმობს ეგზაფლოპს-წარმადობის სუპერკომპიუტერის შექმნას. ეს სისტემა იქმნება აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის არგონის ეროვნული ლაბორატორიისთვის. 

თავდაპირველად HPC კომპლექს Aurora-ს ანონსი შედგა ჯერ კიდევ 2015 წელს და გამოსვლა იგეგმებოდა 2018 წელს: მოსალოდნელი იყო, რომ კომპიუტერი უზრუნველყოფდა 180 Pflops წარმადობას. თუმცა პროექტის რეალიზაცია თავდაპირველად გაჭიანურდა, პლატფორმის ტექნიკური მახასიათებლები კი არაერთხელ შეიცვალა. ჯერჯერობით ამოქმედებული სატესტო კლასტერი Sunspot. 

მჟამად როგორც ცნობილია, Aurora-ს საბოლოო კონფიგურაციას ექნება 10624 ნოუდი, რომელთაგან თითოეულში მოცემული იქნება ორი პროცესორი Xeon Max და ექვსი ამაჩქარებელი Ponte Vecchio. ამრიგად, CPU-ების ჯამური რაოდენობა იქნება 21248, GPU-ების - 63744. FP64 ოპერაციების სიჩქარე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2 Eflops-ს აღემატება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel (via AnandTech) 

თითოეულ პროცესორს აქვს 64 გბ HBM მეხსიერება, ამაჩქარებელს - 128 გბ. ჯამში წარმოდგენილია 1.36 პბ და 8.16 პბ HBM მეხსიერება მაქსიმალური სიჩქარით 30.5 პბ/წმ და 208.9 პბ/წმ. დამატებით სისტემაში შესაძლებელია 10.9 პბ DDR5 მეხსიერების გამოყენება 5.95 პბ/წმ-მდე სიჩქარით. მონაცემთა შენახვის ქვესისტემის მოცულობა შეადგენს 230 პბ-ს, სიჩქარე შეადგენს 31 ტბ/წმ-ს. 

image.jpeg 

დღეისათვის Intel-ს გაგზავნილი აქვს 10 ათასზე მეტი მოწყობილობა Aurora-სთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა ნოუდი მზადაა საბოლოო მონტაჟისთვის. სუპერკომპიუტერის ექსპლუატაციაში შესვლა მიმდინარე წელს იგეგმება. НРС პლატფორმისთვის მზადდება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სპეციალიზებული სამეცნიერო მოდელი - Generative AI for Science, რომელიც დაახლოებით 1 ტრილიონ პარამეტრს მოიცავს. Aurora-ს გამოყენება იგეგმება ყველაზე დიდი მოცულობის რესურსების ამოცანებისთვის სხვადასხვა სფეროში. 

Posted

Arc Alchemist სერიის ვიდეო ბარათ Intel Arc A750 Limited Edition-ის ეტალონური ვერსიის ღირებულება 199 აშშ დოლარამდე შემცირდა. შეგახსენებთ, რომ ამაჩქარებელი გამოვიდა გასული წლის სექტემბერში 289 აშშ დოლარად. რამდენიმე თვის წინ Intel-მა გადაწყვიტა ბარაის ფასის 249 აშშ დოლარამდე შემცირება, რის შედეგად იგი GeForce RTX 3060-თან შედარებით უფრო მიმზიდველი გახდა „წარმადობა დოლართან“ შეფარდების კუთხით. ამჟამად Arc A750-ის შეძენა კიდევ უფრო იაფადაა შესაძლებელი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ცნობილი არ არის, Arc A750 Limited Edition-ის ფასის 199 აშშ დოლარამდე შემცირება მუდმივია თუ ერთჯერად აქციას წარმოადგენს. ვიდეო ბარათის ხსენებულ ფასად შეძენა უკვე შესაძლებელია, მაგალითად, მსხვილ ამერიკულ რითეილერ Newegg-ზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Newegg 

როგორც ჩანს, Intel Arc A750-ის ფასის შემცირება დაკავშირებულია NVIDIA-ს GeForce RTX 4060 Ti და AMD-ის Radeon RX 7600 გრაფიკული ბარათების გამოშვებასთან. სავარაუდოა, რომ Intel ამ უკანასკნელთან კონკურენციას უფრო უფრთხის. შეგახსენებთ, რომ GeForce RTX 4060 Ti 8 გბ მეხსიერებით 399 აშშ დოლარი ღირს. ახალი ვიდეო ბარათების მიმომხილველები შეთანხმდნენ, რომ მისი ღირებულება უფრო დაბალი უნდა იყოს. ხოლო Radeon RX 7600-ის ფასი 269 აშშ დოლარი იქნება. 

Arc A750-ის შემადგენლობაში გამოყენებულია ქასთომიზებული გრაფიკული პროცესორი ACM-G10 28 Xe ბირთვით (3584 FP32 ბლოკი), რეითრეისინგის 28 ბლოკი და 480 მატრიცული ძრავი XMX. ბარათს აქვს 8 გბ GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი სალტის მხარდაჭერით. 

  • 2 weeks later...
Posted

კომპანია Intel-მა გამოაცხადა, რომ მისი გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგია XeSS ახლა მხარდაჭერილია 50-ზე მეტ სხვადასხვა თამაშსა და აპლიკაციაზე. მხარდაჭერა უზრუნველყოფილია როგორც ძველ, ასევე უახლეს თამაშებში. სათანადო განვითარების შედეგად XeSS-ს შეუძლია დაიმკვიდროს თავი, როგორც ღირსეულმა კონკურენტმა მასშტაბირების სხვა ტექნოლოგიებს შორის, როგორებიცაა NVIDIA DLSS და AMD FSR. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

XeSS-ის მხარდაჭერის მქონე ყველაზე გამორჩეულ გეიმინგ პროექტებს შორისაა Cyberpunk 2077, Assassin's Creed Valhalla და Control, ცოტა ხნის წინ მისი მხარდაჭერა Diablo IV-შიც გამოჩნდა. ცხადია, XeSS-ის დამატება AAA თამაშებში გვიჩვენებს დეველოპერების ნდობას Intel-ისა და მისი ტექნოლოგიების მიმართ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის.  

XeSS-ის კონკურენცია იზრდება. NVIDIA-მ ახლახან გამოაცხადა, რომ მისი DLSS 1 და DLSS 2 მასშტაბირების ტექნოლოგიების მხარდაჭერა ხელმისაწვდომია 300-ზე მეტ თამაშში. მაგრამ ტექნოლოგიის უახლესი ვერსია, DLSS 3, მხოლოდ 30-ზე ცოტა მეტ თამაშშია ხელმისაწდომი. რაც შეეხება AMD-ს, 200-ზე მეტი თამაში მხარს უჭერს მის FSR 1.0 სკალირების ტექნოლოგიას, ხოლო 100-ზე მეტ თამაშში მხარდაჭერილია FSR 2.0. 

image.jpeg 

Intel-ის ინფორმაციით, 64 თამაშს და აპლიკაციას უკვე აქვს ან მალე მიიღებს XeSS-ის მხარდაჭერას. მათი ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ მოცემულ ფოტოზე. 

  • 2 months later...
Posted

Intel-მა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გამოუშვებს გრაფიკული დრაივერების მთავარ განახლებას ვიდეო ბარათებისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის Arc ამაჩქარებლების წარმადობას DirectX 11 API მხარდაჭერის მქონე თამაშებში, ასევე შეამცირებს ე.წ. კადრების გახანგრძლივების დროს (frame time), რაც პირდაპირ გავლენას ახდენს გეიმინგ გრაფიკის დინამიურობასა და ხარისხზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

გასულ წელს გამოშვებული Intel Arc A770 და Arc A750 დისკრეტული გეიმინგ გრაფიკულ ბარათები არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს გეიმერებს შორის. ერთი მხრივ, ისინი აფიქსირებენ წარმადობის კარგ დონეს DirectX 12-ისა და რეითრეისინგის მხარდაჭერის მქონე თანამედროვე თამაშებში, მაგრამ მათი წარმადობა ძველ თამაშებში DirectX 11-ისა და DirectX 9-ს მხარდაჭერით შესამჩნევად მოიკოჭლებს კონკურენტულ გადაწყვეტილებებთან შედარებით. თუმცა Intel-ის ინჟინრები აგრძელებენ მუშაობას დრაივერების ოპტიმიზაციაზე, რათა Arc ბარათებმა უკეთ იმუშაონ ძველ თამაშებზე და უკვე შეძლეს წარმადობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, მაგალითად, პოპულარულ თამაშებში, როგორებიცაა CS:GO და League of Legends, რომლებიც ძველ DirectX 9 API-ს იყენებენ. 

image.jpeg 

მჟამად Intel-მა განაცხადა, რომ გადახედა ვიდეოდრაივერის ზოგიერთი კომპონენტის არქიტექტურას, რათა საბოლოოდ უზრუნველეყო Arc A-სერიის ვიდეო ბარათების მაღალი სიჩქარე DirectX 11-ში. კომპანიამ აგრეთვე წარადგინა მონიტორინგის პროგრამა PresentMon და წარმადობის ახალი პარამეტრი GPU Busy. 

Intel-ის წარმომადგენელმა ტომ პეტერსენმა განაცხადა, რომ „ინჟინრებმა მთლიანად გადააკეთეს DX11-ის დრაივერების არქიტექტურა“, რის შედეგად DirectX 11-ის მხარდაჭერის მქონე თამაშებში საშუალოდ 19%-ით გაუმჯობესდა კომპიუტერის წარმადობა Core i5 პროცესორითა და Arc A750 გრაფიკული ბარათით დრაივერის ორიგინალ ვერსიასთან შედარებით. 

image.jpeg 

ფლაგმანურCore i9-13900K-ს და იმავე გრაფიკული ბარათის მქონე კომპიუტერის შემთხვევაში წარმადობის ზრდა 12%-ია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალი დრაივერი უზრუნველყოფს უკეთეს წარმადობას DirectX 11-ი თამაშებში ნელი პროცესორების გამოყენებისას. 

image.jpeg 

image.jpeg 

ზემოთ მოყვანილი გრაფიკებიდან ჩანს, რომ წარმადობის რეალური ზრდა განსხვავდება თამაშებში, მაგრამ ზოგადად DX11 თამაშები ახლა მუშაობს ათობით FPS-ით უფრო სწრაფად, ვიდრე ადრე. Intel-ის მიერ გატესტილ თამაშებში წარმადობის მატება მერყეობდა 5%-დან Destiny 2-ში და 33%-მდე - Overwatch 2-ში. გარდა კადრების საერთო სიხშირისა, კადრების სიჩქარის პროცენტული ქულა DX11 თამაშებში ახლა ასევე გაუმჯობესებულია საშუალოდ 20 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ ახალი დრაივერი უზრუნველყოფს ბევრად უფრო დინამიურ გეიმინგ გამოცდილებას მთლიანობაში. 

image.jpeg 

Intel-ის წარმადობის ახალი პარამეტრი GPU Busy ასახავს დროს, რომელიც იხარჯება გრაფიკული პროცესორის მიერ კადრების რენდერინგზე. თამაშების რენდერინგი - ეს არის ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების ერთობლივი დატვირთვა. თამაშში თითოეული კადრის გენერირებისთვის პროცესორმა უნდა წარმოადგინოს თამაშის მდგომარეობის მონაცემებ, რაც უნდა იყოს ნაჩვენები ეკრანზე, შემდეგ მოახდინოს ამ ინფორმაციის ორგანიზება API-ს მოთხოვნისთვის და მიაწოდოს GPU-ს, რომელიც შემდეგ განმარტავს მიღებულ API მოთხოვნას და ასახავს კადრს. 

image.jpeg 

ყოველ ჯერზე, როდესაც CPU დაასრულებს გამოთვლას კადრებისთვის, იგი „მიმდინარე“ ან „რეალურ“ მოთხოვნას უგზავნის GPU-ის დრაივერს. სანამ GPU ახდენს მოხოვნის შესაბამისად კადრის ფორმირებას, CPU-ის ნაკადი, რომელიც პასუხისმგებელია ამ კადრზე მუშაობაზე, არსებითად უმოქმედოა და ელოდება GPU-ს - წარმოადგინოს დასრულებული კადრი CPU-სთვის, რათა მან დაიწყო მუშაობა შემდეგზე. დროის სხვაობას ამ ორ მონაცემთა გადაცემას შორის ეწოდება კადრების ჩარჩოს ხანგრძლივობა (დრო, რომელიც კომპიუტერს სჭირდება კადრების ჩარჩოს ფორმირებისთვის). მითითებული პარამეტრი პირდაპირ გავლენას ახდენს თამაშში გრაფიკის დინამიურობა და ხარისხზე. რაც უფრო მოკლეა კადრის ხანგრძლივობის მნიშვნელობა (გამოითვლება მილიწამებში), მით უფრო დინამიური იქნება თამაში. მას შემდეგ, რაც კადრების ჩარჩო დაგენერირდება GPU-ს მიერ, იგი მოექცევა კადრების ბუფერში, შემდეგ დისპლეის კონტროლერში და აისახება მონიტორის ეკრანზე. Intel-მა გამოიგონა გზა, დაარღვიოს კადრის ხანგრძლივობა და აჩვენოს GPU-ს კონკრეტული წვლილი მის ფორმირებაში დროის მოცემულ მომენტში. ეს ინდიკატორი არის ის, რასაც კომპანია უწოდებს GPU Busy-ს. 

ქვემოთ მოცემული Overwatch 2-ის კადრების დროის გრაფიკი აჩვენებს იმ სამუშაოს, რომელიც Intel-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებმა შეასრულეს Arc გრაფიკული ბარათების მუშაობის ოპტიმიზაციისთვის DirectX 11 თამაშებში, სევე როგორც ინფორმაციას, რომელსაც GPU Busy გვაწვდის. ლურჯი ხაზი აჩვენებს თითოეული კადრის დამუშავებაზე დახარჯულ მთლიან დროს (CPU + GPU). ყვითელი ხაზი გვიჩვენებს, რამდენი ხანი იყო მხოლოდ GPU დაკავებული ამ ჩარჩოს დამუშავებით. იდეალურ შემთხვევაში ორივე ხაზის მწვერვალი უნდა იყოს გლუვი და რაც შეიძლება ახლოს იყოს ერთმანეთთან. 

image.jpeg 

image.jpeg 

როგორც ხედავთ, Overwatch 2-ის შემთხვევაში Arc A750 გრაფიკული ბარათისა და ძველი დრაივერების გამოყენებისას (ზემოთ პირველი გრაფიკი), ლურჯ ხაზზე (ჩარჩოს დამუშავების მთლიანი დრო) ხშირად მნიშვნელოვანი ნახტომები შეინიშნება. უახლესი დრაივერით, რომელიც ახდენს DirectX 11 კოდის ოპტიმიზაციას, თამაში ბევრად უფრო გამართულად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ GPU-ის დატვირთულობის დრო (ყვითელი ხაზი) ორივე შემთხვევაში იგივე დარჩა - 5-6 მილიწამი. შედეგად თამაში ახლა ბევრად უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ვიდრე ადრე და GPU busy განმარტავს, თუ როგორ იქნა ეს მიღწეული. 

image.jpeg 

მაგალითი, როდესაც თამაშის კადრების სიხშირე შეზღუდულია CPU-ით და არა GPU-ის წარმადობით 

GPU busy პარამეტრის გამოყენებით მიღებული მონაცემები მოგვიანებით შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის დასადგენად, თუ რა იწვევს კონკრეტულ თამაშში წარმადობის პრობლემებს და რაზე უნდა იფიქროთ პირველ რიგში კომპიუტერის განახლებისას - ახალ CPU-ზე თუ ვიდეო ბარათზე. თუ GPU-ის ჩატვირთვის დრო ემთხვევა კადრების მთლიან დროს, მაშინ ან თამაში იდეალურადაა ოპტიმიზებული, ან მასში წარმადობის გაუმჯობესება შესაძლებელია ვიდეო ბარათის განახლებით. 

image.jpeg 

დაბოლოს, მონიტორინგის ახალი ინსტრუმენტი PresentMon იძლევა საშუალებას აკონტროლოთ თამაშების შესრულების ყველა ძირითადი პარამეტრი, მათ შორის GPU busy. მას მხარს უჭერს გრაფიკული ბარათების ყველა მწარმოებელი და მუშაობს DirectX 9, DirectX 11, DirectX 12 და Vulkan გრაფიკული API-ებით.  

  • 1 month later...
Posted

იმის მიუხედავად, რომ Intel-ს ჯერ კიდევ არ გამოუშვია Arc A580 დისკრეტული ვიდეო ბარათი, რომლის წარდგენა Arc Alchemist სერიაში ერთი წლის წინ შედგა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ამაჩქარებელი მაინც გამოჩნდეს გაყიდვაში. ვიდეო ბარათი აღმოაჩინეს გერმანულ ფასების აგრეგატორ Geizhals-ის ბაზაში და ამ ამაჩქარებლების ფოტოები ინტერნეტშიც გამოჩნდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Arc A580-ის შემადგენლობაში, როგორც ცნობილია, გამოყენებული უნდა იყოს გრაფიკული პროცესორი ACM-G10 – 24 Xe ბირთვით, რომლის შემადგენლობაში შედის 3072 ბლოკი FP32, 192 ტექსტურული ბლოკი, 96 რასტერიზაციის ბლოკი, 24 რეითრეისინგის ბლოკი, აგრეთვე 384 მატრიცული XMX ძრავი. GPU-ის სიხშირე 1700 მჰც-ს შეადგენს. ბარათს ექნება 8 გბ GDDR6 მეხსიერება ეფექტური 16 გჰც სიხშირით, 256-ბიტიანი სალტე და სიჩქარე 512 გბ/წმ. 

image.jpeg 

image.jpeg 

როგორც ჩანს, ASRock-მა და Sparkle-მა დაამზადეს Arc A580-ის საკუთარი ვერსიები. Geizhals-ის მონაცემთა ბაზაში აღმოჩენილია მოდელი ASRock Arc A580 Challenger OC - 2000 მჰც-მდე ქარხნულად აჩქარებული GPU-ით. მას აქვს სამსლოტიანი გაგრილების სისტემა, რომლის შემადგენლობაში შედის ორი 100-მილიმეტრიანი ქულერი. ბარათში გამოყენებულია ამავე ვერსიის Arc A750 მოდელის მსგავსი PCB. უფროსი მოდელის მსგავსად ASRock Arc A580-ს აქვს ორი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის, თუმცა უმცროსი მოდელის TDP შეადგენ 175 ვატს და არა - 225 ვატს, როგორც Arc A750-ის შემთხვევაში. ახალ ვიდეო ბარათზე წარმოდგენილია ერთი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 2.0. 

image.jpeg 

Sparkle-მაც მოამზადა Arc A580 ORC OC-ის ვერსია. მასაც აქვს ორქულერიანი გაგრილების სისტემა და დამატებითი კვების ორი 8-პინიანი კონექტორი. 

image.jpeg 

დრინდელი განცხადებების საპირისპიროდ, რომ Intel-მა ოფიციალური განცხადების გარეშე უარი თქვა Arc A580-ის გამოშვებაზე, ზემოთხსენებული ვიდეო ბარათების გამოჩენა მეტყველებს. Intel Arc A7 (A750 და A770) მოდელებს სერიოზული კონკურენცია შეხვდა AMD-ისა და NVIDIA-ს აქტუალური მოდელების მხრიდან. Arc A750 მოდელის ფასი ამჟამად 200 აშშ დოლარს ქვემოთაა ჩამოსული. თუ Arc A580 გაყიდვაში ნამდვილად გამოვა, იგი აქტუალური თაობის სავარაუდოდ ყველაზე ხელმისაწვდომი 8 გბ ვიდეო ბარათი იქნება ბაზარზე. 

image.jpeg 

Intel-ს არ აქვს დაგეგმილი რაიმე ღონისძიება უახლოეს მომავალში, სადაც შეიძლება Arc A580-ის გამოშვება გამოაცხადოს. თუ ბარათი გამოვა - სავარაუდოდ ხმაურიანი ანონსის გარეშე. 

  • Thanks 1
Posted

Intel-მა ნამდვილად გამოუშვ Arc A580 დისკრეტულ გრაფიკულ ბარათ ანონსიდან ერთი წლის შემდეგ. ზოგიერთმა იაპონელმა საცალო სავაჭრო პლატფორმამ მწარმოებლის ოფიციალურ განცხადებს მოლოდინის გარეშე უკვე დაიწყ ახალი ამაჩქარებლის გაყიდვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: X / @momomo_us 

ანონსიდან ერთი წლის შემდეგ Arc A580 ვიდეო ბარათის ბაზარზე არარსებობის გამო გაჩნდა ვარაუდი, რომ Intel-მა გადაწყვიტა საერთოდ უარი ეთქვა ამ ვიდეო ბარათის გამოშვებაზე. ამ იდეას ამყარებდა Intel Arc Alchemist დისკრეტული ვიდეო ბარათების მთელი სერიის დაგვიანებ, რაც გამოწვეული იყო განვითარების სხვადასხვა პრობლემებით, ასევე Arc A580-ის დაბალი კონკურენტული პოტენციალი AMD-ისა და NVIDIA-ს ვიდეო ბარათების ფონზე. თუმცა, გაურკვეველი მიზეზის გამო Intel-მა, როგორც ჩანს, მაინც მისცა პარტნიორებს ამ მოდელის გამოშვების უფლება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: X / @momomo_us 

როგოროც ცნობილი იყო, მხოლოდ ორმა კომპანიამ გამოავლინა ინტერესი Arc A580-ის გამოშვების მიმართ - ASRock-მა და Sparkle-მა. პირველმა დაამზადა Arc A580 Challenger OC მოდელი, მეორემ - Arc A580 ORC OC ვერსია. ASRock-ის მოდელი აღმოაჩინეს ზოგიერთ კომპიუტერულ საცალო ვაჭრობაში იაპონიაში, კანადასა და აშშ-ში. თავად Intel-ს ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება Arc A580-ის გამოშვებასთან დაკავშირებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: X / @momomo_us 

იაპონიაში Arc A580 Challenger OC შემოთავაზებულია საცალო სავაჭრო პლატფორმა Bic Camera-ზე, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ქვეყანაში. მაღაზია ახალ ბარათს ყიდის 38880 იენად (261$). ამავე მაღაზიაში ხელმისაწვდომია უფროსი მოდელი Arc A750 Challenger OC, მისი ღირებულებაა 55440 იენი (372 აშშ დოლარი), ამრიგად, Arc A580-ის ფასი დაახლოებით 30%-ით იაფია მასთან შედარებით. პორტალ VideoCardz-ის მიხედვით, Intel-ის ოფიციალური განცხადების არარსებობის მიუხედავად, Arc A580-ს უკვე აქვს Arc და Iris გრაფიკის დრაივერების უახლესი ვერსიების მხარდაჭერა. კიდევ ერთი რამ არის ის, რომ ბარათი ჯერ კიდევ არ არის ფართოდ წარმოდგენილი გაყიდვაში. 

image.png 

image.png 

Arc A580 ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის კანადასა და აშშ-ში და მისი ფასი, შესაბამისად, 209.96 ამერიკული და 274 კანადური დოლარია. ASRock-ის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში ამერიკულ საცალო სავაჭრო პლატფორმა Newegg-ზე Arc A750 Challenger მოდელი 219 აშშ დოლარად არის შემოთავაზებული. Newegg Canada-ს არ აქვს Arc A750-ის ზუსტად ეს ვერსია, მაგრამ ამ მოდელის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი 340 კანადურ დოლარად იყიდება. 

image.png 

ფოტოს წყარო: Intel 

როგოც ცნობილია, სპეციალიზებულმა მედიამ და ტექნიკურმა ბლოგერებმა უკვე მიიღეს Arc A580 განხილვებისთვის. 

  • Thanks 1
  • 3 weeks later...
Posted

კომპანია Intel-მა ჩაატარა ინტეგრირებულ გრაფიკა Arc Alchemist-ის გეიმინგ დემონსტრაცია Xe-LPG არქიტექტურაზე უახლეს მობილურ Meteor Lake პროცესორების შემადგენლობაში, რომლებიც ბაზარზე Core Ultra დასახელებით გამოვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

დემონსტრაციის დროს პროცესორ Meteor Lake-ის უცნობ მოდელზე გაეშვა თამაში Dying Light 2, რომელსაც აქვს გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგია Intel XeSS-ის მხარდაჭერა. თამაში გაეშვა 1080p გაფართოებაზე, აგრეთვე 720p-ზე მასშტაბირების აქტიურ ფუნქცია XeSS-თან ერთად. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში Meteor Lake-ის ენერგომოხმარება 30 ვატს არ აღემატებოდა. 

image.jpeg 

სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ ეჩვენებინა კადრები/წამში მრიცხველი, Intel-მა ყურადღება გაამახვილა FPS-ის მასშტაბირებაზე. მწარმოებლის თქმით XeSS-ის შემთხვევაში წარმადობა იზრდებოდა 1.6-დან 1.7-ჯერ, ზოგიერთ სცენაში კი - 1.9-ჯერ ორიგინალურ გაფართოებასთან შედარებით. 

image.jpeg 

Meteor Lake პროცესორების ინტეგრირებული გრაფიკის შემადგენლობაში გამოიყენება 8 Xe ბირთვ, რაც ახლოსაა Arc A370M დისკრეტული მობილური GPU-ს ან Arc A380 დესკტოპ გრაფიკული პროცესორის კონფიგურაციასთან. 

Meteor Lake პროცესორებზე აგებული პირველი ლეპტოპების გაყიდვაში გამოსვლა მოსალოდნელია დეკემბრისთვის. 

  • 1 month later...
Posted

უახლესი Core Ultra პროცესორების (Meteor Lake) ინტეგრირებული გრაფიკა Intel Arc უზრუნველყოფს გეიმინგ წარმადობის ღირსეულ დონეს და შეუძლია აჯობოს AMD Ryzen ჩიპების ყველაზე მძლავრ ინტეგრირებულ გრაფიკას - აჩვენებს ლეპტოპების პირველ მიმოხილვებ Intel-ის უახლესი ჩიპების საფუძველზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Wccftech 

ინტეგრირებული გრაფიკის სეგმენტში Intel-მა დაკარგა ლიდერობა მას შემდეგ, რაც AMD-მ დაიწყო iGPU-ებით აღჭურვილი ჰიბრიდული პროცესორების გამოშვება. ინტეგრირებული გრაფიკVega-ს სერიამ გააძლიერა AMD-ის პოზიცია სეგმენტში, ხოლო RDNA გრაფიკული არქიტექტურით კომპანიამ მიაღწია სრულიად ახალ დონეს და უზრუნველყოფს ძალიან მაღალ გრაფიკულ წარმადობას მინი კომპიუტერების და თხელი ლეპტოპებისთვის. თავის მხრივ, ინტეგრირებული Intel Iris Xe გრაფიკა დიდი ხანია ჩამორჩებოდა კონკურენტს. თუმცა ყველაფერი შეიცვალა Core Ultra მობილური პროცესორების გამოშვებით, რომლებიც წარმოდგენილია ახალი თაობის Arc ინტეგრირებული გრაფიკით. 

Intel გვთავაზობს ინტეგრირებულ გრაფიკის სამ კონფიგურაციას Core Ultra პროცესორებში: რვა, შვიდი და ოთხი Xe ბირთვი. გრაფიკა მუშაობს 2350 მჰც-მდე სიხშირეზე (Core Ultra 9 185H) და აქვს წარმადობის მნიშვნელოვან ზრდა უფრო სწრაფი ოპერატიული მეხსიერების, მაგალითად LPDDR5X-ის გამოყენებისას. Core Ultra პროცესორების ინტეგრირებული Arc Alchemist გრაფიკას აქვს DirectX 12 Ultimate API-ს სრული მხარდაჭერა, საფირმო Intel XeSS მასშტაბირების ტექნოლოგიის პროგრამული უზრუნველყოფის რეალიზაცია, ასევე AV1 ენკოდერი. 

image.png 

ფოტოს წყარო: Intel 

ადრე უკვე გამოქვეყნდა Intel Arc-ის სინთეტიკური ტესტები სხვადასხვა ბენჩმარკზე. ახლა აქცენტი კეთდება iGPU Core Ultra ჩიპების გეიმინგ შესრულებაზე. გეიმინგ ტესტების ერთ-ერთი პირველი შედეგი Bilibili-ის პლატფორმაზე ჩინელმა ტექნბლოგერმა Golden Pig Upgrade-მა გააზიარა. მის ხელში მოხვდა Core Ultra 7 155H პროცესორებზე აგებული ლეპტოპები (8 Xe გრაფიკული ბირთვი 2.25 გჰც-მდე სიხშირით) და Core Ultra 5 125H (7 Xe გრაფიკული ბირთვი 2.2 გჰც სიხშირით). ტესტები ჩატარდა როგორც დაბალი, ასევე მაღალი ხარისხის გამოსახულების პარამეტრებში. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. 

image.jpeg 

Intel Arc გრაფიკა AMD RDNA 3 iGPU-ის წინააღმდეგ თამაშებში 1080p გაფართოებასა და გამოსახულების დაბალი ხარისხის პარამეტრებზე. ფოტოს წყარო: Golden Pig Upgrade / Bilibili 

ორივე შემთხვევაში (დაბალი და მაღალი ხარისხის პარამეტრებით) ინტეგრირებული Intel Arc გამოიყურება ძალიან კონკურენტუნარიანად AMD RDNA 3 Ryzen პროცესორების ინტეგრირებულ გრაფიკასთან შედარებით, რომ აღარაფერი ვთქვათ მის წინამორბედებზე. მაქსიმალურ კონფიგურაციაში Arc გრაფიკა (8 Xe ბირთვი) აფიქსირებს უფრო მაღალ წარმადობას, ვიდრე Ryzen 7 7840HS პროცესორის iGPU (Radeon 780M - 12 ერთეულით და 2.7 გჰც-მდე სიხშირით). 

image.jpeg 

Intel Arc - AMD RDNA 3 iGPU-ის წინააღმდეგ 1080p გაფართოებასა და გამოსახულების მაღალი ხარისხის პარამეტრებზე. ფოტოს წყარო: Golden Pig Upgrade / Bilibili 

გეიმინგ ტესტებში 1080p გაფართოებაზე მაღალი ხარისხის პარამეტრებში Core Ultra 7 155H პროცესორის ინტეგრირებული Arc გრაფიკა აღემატება კონკურენტს 8 თამაშიდან 7-ში. Core Ultra 5 125H-ში წარმოდგენილი, 7 Xe გრაფიკულ ბირთვამდე შემცირებული Arc ზოგ შემთხვევაში აღმოჩნდა უფრ სწრაფი Ryzen 7840HS პროცესორის iGPU-ისთან შედარებით. ჩინელი ინსაიდერის მიერ გამოქვეყნებული ტესტები ასევე ადასტურებს, რომ Meteor Lake პროცესორების ინტეგრირებული გრაფიკა მნიშვნელოვნად უფრო სწრაფია საბაზისო დონის NVIDIA MX დისკრეტულ ვიდეო ბარათებთან შედარებით და უახლოვდება GeForce GTX 1650 Max-Q მობილური ვიდეო ბარათების წარმადობას. 

image.jpeg 

იმის გათვალისწინებით, რომ Core Ultra 7 155H-სა და Core Ultra 9185H-ს შორის მაქსიმალურ სიხშირეში 100 მჰც-ია განსხვავება და 80 ვატზე მეტი TDP-ის დონე, უფროსი მოდელის გრაფიკა შესაძლოა უფრო მაღალი წარმადობის აღმოჩნდეს. Intel-ის შედეგები მიღებულია LPDDR5X-7467 ოპერატიული მეხსიერების მქონე ლეპტოპებიდან. Golden Pig Upgrade-ის მიმოხილვაში ასევე ნაჩვენებია, რომ AMD RDNA 3-ის ინტეგრირებული გრაფიკის მასშტაბირება არ ხდება ისე კარგად, როგორც Meteor Lake-ის შემადგენლობაში არსებული iGPU Arc-ისა უფრო სწრაფ მეხსიერებასთან მუშაობისას. 

image.jpeg 

Intel Arc-სა და AMD RDNA 3-ს ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობების განსხვავება უფრო სწრაფი ოპერატიული მეხსიერების გამოყენებისას. ფოტოს წყარო: Golden Pig Upgrade / Bilibili 

მიუხედავად იმისა, რომ Intel-ის სისტემებზე უფრო სწრაფი ოპერატიული მეხსიერების სარგებელი აშკარაა, უნდა გვესმოდეს, რომ უფრო სწრაფი ოპერატიული მეხსიერების მქონე ლეპტოპები მნიშვნელოვნად უფრო ძვირი იქნება. და ამ მხრივ, AMD-ის გადაწყვეტილებები შეიძლება უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეს მომხმარებლის თვალში შედარებით ნაკლები ღირებულების გამო. 

image.jpeg 

რაც შეეხება ენერგოეფექტურობას, Core Ultra 100H პროცესორები უფრო მაღალ გრაფიკულ წარმადობას უზრუნველყოფენ, ვიდრე AMD-ის Ryzen 7040 სერიის ჩიპები 28 ვტ+ TDP-ზე, მაგრამ 25 ვატამდე TDP-ზე - AMD-ის ჩიპები ლიდერობენ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Meteor Lake პროცესორების სერია მოიცავს მოდელებს TDP-ის დიაპაზონით 9-დან 15 ვატამდე. მათზე დამყარებული ლეპტოპები გამოსვლა მომავალ წელს არის მოსალოდნელი და ენერგოეფექტურობის საკითხთან დაკავშირებით ისინი შეიძლება კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდნენ. 

სხვა ტექნბლოგერებმა გამოაქვეყნეს Core Ultra პროცესორების ინტეგრირებული Intel Arc გრაფიკის გეიმინგ ტესტების შედეგები. მაგალითად, YouTube არხები Dave2D, HardwareCanucks და Jarrod's Tech აღნიშნავენ მნიშვნელოვან წარმატებებს ინტეგრირებული Arc-ით წინა თაობის Iris/UHD GPU-ებთან შედარებით და წარმადობის ღირსეულ დონეებს AMD RDNA 3 ინტეგრირებული გრაფიკის ფონზე. 

აშკარაა, რომ ორივე პლატფორმის მწარმოებლები დახვეწენ თავიანთ გადაწყვეტილებებს პროგრამული უზრუნველყოფის და დრაივერების ოპტიმიზაციის გზით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პორტატული გეიმინგ მოწყობილობებისთვის, რომლებიც გამოიყენებენ AMD-ისა და Intel-ის მითითებულ პროცესორებს. გარდა ამისა, საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ მუშაობს ინტეგრირებული Intel Arc გრაფიკა ახლახან დანერგილი Ryzen 8040 (Hawk Point) პროცესორების iGPU-ებთან მიმართებაში. 

არანაკლებ საინტერესოა Core Ultra 9 185H ჩიპი, რომელსაც აქვს მაქსიმალური TDP 115 ვატი და ოდნავ მაღალი გრაფიკული ბირთვის სიხშირე Meteor Lake პროცესორების სერიის სხვა მოდელებთან შედარებით. მასზე დამყარებული გადაწყვეტილებები მომავალი წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. 

  • Power_VANO changed the title to Intel Arc A სერია - სიახლეები
Posted

Intel-მა შეწყვიტა Arc სერიის პირველი დესკტოპ და მობილური ვიდეო ბარათების წარმოება 

Intel-მა თავის მომხმარებლებს აცნობა Arc-A სერიის რამდენიმე ვიდეო ბარათის წარმოების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისი პროდუქტების ცვლილების შეტყობინება (PCN) კომპანიამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად 27 ივნისიდან Intel შეწყვეტს Arc A750 Limited Edition ვიდეო ბარათის ერთ-ერთი ვერსიის წარმოებაზე შეკვეთების მიღებას და ბოლო მიწოდება მოსალოდნელია არაუგვიანეს 26 სექტემბრისა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ როგორც ჩანს, კონკრეტულად Arc A750 ვიდეო ბარათებზეა საუბარი და არა მათში გამოყენებულ გრაფიკულ პროცესორებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Intel გააგრძელებს გრაფიკული პროცესორების წარმოებას და კომპანიის პარტნიორებს შეეძლებათ მათი გამოყენება Arc A750-ის საკუთარი ვერსიების წარმოებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

მიწოდების შეწყვეტა შეეხო მხოლოდ შეზღუდული გამოშვების ბარათებ, ანუ თავად Intel-ის ეტალონურ დიზაინებს. კომპანია გააგრძელებს Alchemist ACM-G10 გრაფიკული პროცესორების წარმოების შეკვეთების მიღებას დაინტერესებული პარტნიორებისთვის. 

image.jpeg 

Intel Arc Alchemist-ის ვიდეო ბარათების სია, რომელთა წარმოებაც შეწყდა 

მაისის ბოლოს Intel-მა გამოაცხადა, რომ შეწყვიტა Arc A770 დესკტოპ მოდელის მიწოდება. განახლებულ სიაში ასევე შედის Arc A750 და Arc A-სერიის ყველა მობილური ვიდეო ბარათი, მათ შორის Arc Pro A30M, Arc A350M, Arc A370M, Arc A530M, Arc A570M, Arc A730M და Arc A770M მოდელები. მათზე შეკვეთები მიიღება მხოლოდ მიმდინარე წლის 18 ნოემბრამდე, ხოლო ბოლო მიწოდება განხორციელდება არაუგვიანეს 2026 წლის 20 მაისისა. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.