Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft-მა შესაძლოა მალე გამოუშვას საკუთარი ამაჩქარებლები ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის, აცხადებს გამომცემლობა The Information. სოფთვეარ გიგანტი ჩაერთო პროექტში, რომლის მიხედვით უნდა შეამციროს ხარჯები და დამოკიდებულება NVIDIA-ზე, რომელიც ამგვარი კომპონენტების უმხვილესი მომწოდებელია. Microsoft-ის ჩიპის პრეზენტაცია შესაძლოა ნოემბერში დეველოპერების კონფერენციაზე შედგეს. 

image.jpeg 

როგორც ცნობილია, Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პროცესორი ორიენტირებული იქნება სასერვერო სეგმენტში მუშაობაზე - კომპანია მას სამომხმარებლო შეთავაზების პაკეტებში შეიტანს. ჩიპის ტესტირებაზე მუშაობდნენ OpenAI-ს და თავად Microsoft-ის ქვეგანყოფილებები, მეორე მათგანმა პროექტის ფინანსური ტვირთი საკუთარ თავზე აიღო. ადრე ცნობილი გახდა, რომ საკუთარი ამაჩქარებლების გამოშვებას განიხილავს თავად OpenAI-ც, ასევე ერთ-ერთი პროფილური კომპანიის შეძენის შესაძლებლობას. 

ამჟამად ვერცერთი სხვა მმწოდებელი ვერ შეედრება NVIDIA-ს: მისი წილი ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლის ბაზარზე, ზოგიერთი შეფასებით, დაახლოებით 80%-ს შეადგენს და ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეები ამით არ არიან კმაყოფილი: Amazon და Google საკუთარ პროექტებს ავითარებენ და, როგორც ჩანს, Microsoft მზად არის მათ შეუერთდეს. 

NVIDIA-სთვის, როგორც ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლების უმსხვილესი მმწოდებლის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ კომპანია ვერ უმკლავდება ამოცანას: ბაზარზე მოთხოვნა აღემატება მიწოდებას მიუხედავად იმისა, რომ NVIDIA-მ მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოება და AMD-მ გამოუშვა საკუთარი მოდელები. OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა ღიად გამოთქვა შეშფოთება ამაჩქარებლების დეფიციტის შესახებ. TrendForce-ის შეფასებით მხოლოდ 2020 წელს OpenAI-მ მოითხოვა 20 ათასი NVIDIA A100 ამაჩქარებელი GPT მოდელის სწავლებისთვის, ხოლო ChatGPT-ის კომერციული მუშაობის მხარდასაჭერად აუცილებელია მათი რიცხვის 30 ათასამდე გაზრდა. Microsoft მზად არის შეიძინოს NVIDIA-ს ამაჩქარებლები, მაგრამ პროგრამული გიგანტის მიერ საკუთარი ჩიპის შემუშავებამ შეიძლება ინდუსტრიაში თამაშის წესები შეცვალოს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.