MaKaSaRa Posted 3 hours ago Posted 3 hours ago მე კონტროლერით ვთამაშობ თითქმის ყველა თამაშს, გარდა ონლაინ შუთერებისა (cod). შეგრძნება მეტი აქვს, ვიბრაციით გარემოს აღქმაც უკეთ შეგიძლია. კლავიატურა მკვდარია ამ მხრივ. თან კონსოლის ტიპის პლავნი გადასვლები კადრიდან კადრზე სხვა მუღამში მამყოფებს.
G10RG1 Posted 2 hours ago Posted 2 hours ago 2 hours ago, david_888 said: ჩემთვის ეგ ხინკლის ჩანგლით ჭამაა ))) იმენა ზუსტად გაარტყი რა ელდენ რინგი ფორზა ორივეში შემეძლო კონტროლერით თამაში პროსტა მაგარი არ მევასება თავი ინვალიდი მგონია ხოლმე მაუსით რო ვერ ვაკეთებ რესკად მოძრაობებს (no front) კონტროლერის იუზერებს პროსტა საჩემო არარის
George Posted 1 hour ago Posted 1 hour ago მეც ეგრე ვარ, არადა და მე კაკრაზ ოლდ სკულ გეიმერი ვარ მარტო კონსოლები რომ იყო და პს მერე შემოვიდა უკვე 1990 წლების დასაწყისიდან ვუბერავდი იმ დროინდელ კონსოლებს, სეგა მეგა დრაივი იქნება თუ 3D0 პანასონიკი, მაგრამ რომ დავიწყე უკვე აქტიურათ თამაში პს-ზეც ასე 2004 წლიდან უფრო ალბათ არაფერი არ მაქვს გეიმპადით დახურული, ნუ მე არც სიმულატორებს ვხურავდი ჯოისტიკი რომ მეყიდა საფრენათ თუნდაც, ან რული მანქანებისთვს, ჩემთვის ზედმეტი იყო ყოველთვის ეგ ყველაფერი, მართლა კაცია და გუნებაო, მშვენივრათ ვხურავდი ყველაფერს კონტროლერის გარეშეც, იმ იგრებსაც კი რაც იმითი უფრო კარგი დასახური იყო ან დაჟე მარტივი ალბათ, რაც შეეხება დამატებით ეფექტებს რაც აქვს ზოგ თამაშზე ჯოიპადზე, მაგის გამო არასდროს მომდომებია რაღაც ჯოიპადის ყიდვა, მანდ თვითონ თამაშის ხარისხი და დონეც მყოფნიდა მე, ეგ ყველაფერი ზედმეტია ჩემთვის, ნუ მანდ ალბათ ისიც მოქმედებს რა ჟანრდებს უბერავ პირველ რიგში პს-ზე და რა თამაშებია შენთვის პრიორიტეტში, არიან გეიმერები, მათ შორის ჰარდკორშიკებიც ვისაც გარკვეული ტიპაჟის იგრები მოსწონს მარტო, ნაწილი მაგ იგრებიდან შეიძლება უფრო კარგი სამართავიც იყოს ჯოიპადით, მაგრამ ყველაზე ნეუდობნი იგრებზეც კი რაც მაქვს დახურული არ მომდომებია დამატებითი სირთულის გამო ჯოიპადის დათრევა, dmc მშვენივრათ ვხურავდი თავის დროზე, თუმცა ბევრი იძახოდა კლავათი ვერაფერს გახდებიო მაგ თამასში დიდათ, მე GTA სერიაც კლავათი მაქვს დახურული, მანდ კი უპრავლენიის პრობლემა ქონდა ძველ ნაწილებს განსაკუთრებით ზოგიერთ მონაკვეთებში თამაშის, გაცილებით უფრო რთული იყო კლავათი დახურვა ზოგ მისიებზე, მეოთხე ნაწილი იყო მაგ მხრივ მახსოვს საკმაოთ ნეუდობნი სამართავი მაინც
david_888 Posted 1 hour ago Posted 1 hour ago ბაშვბობაში იასნია მეც ვთამაშობდი კონსოლებზე, დენდიც მქონდა სეგაც და მერე პირველი სინიც, მარა მაგან ჩეიარა ბოვშვობასთან ერთად
George Posted 1 hour ago Posted 1 hour ago ისე მაგარი სამართავია ყველაფერი ამ კლავა-მაუსით, mass effect 3 გავუშვი და აშკარათ იგრძნობა სხვაობა ამ კლავა-მაუსით, მანამდე მაგას რომ ვთამაშობდი საკმაოთ უბრალო კლავა და ბლადის მაუსი მქონდა მარტო, ეს გაცილებით კარგი რესპონსითაა, იმის თქმა მინდა რომ ადრე უბრალო პერიფერიით რომ ვხუდავდი თამაშებს ამ გეიმერული მაუსი-კლავათი კიდე უფრო გამიადვილდებოდა თამაშების დახურვა, მაშინ არ მქონია ეგეთი კარგი დუეტი აშკარათ მაუს-კლავიატურის, ცალკე 165 გერციც სულ სხვა შეგრძნებაა თუ გიქაჩავს თამაში, ნუ ძველ იგრებზე მაღალი ფპს აქვს მაინც, 120ფპს დადო დაჟე მაგ ძველ თამაშზე ტვიკებით GTX1080 2k ეგ, მისაღები ვიდი აქვს, მორალურათ მოძველებული ვიზუალიც რომ ქონდეს მაგ თამაშს, თუმცა 20გბ მაგივრათ 62გბ იწონის ტექსტურ პაკებით მესამე ნაწილი მას ეფექტის, იგრების ნაწილზეა მარტო რეალურათ რომ ჯოიპადი ჯაბნის კლავიატურა-მაუსის კომბოს, დანარჩენი დამუღამებაზე და იგროკის გემოვნებაზეა დამოკიდებული, მიჩვევის ამბნავიც არის რა თქმა უნდა რაზე გაქვს საათები გატარებულის კომპზე, ეგეც რაღაცით პს vs კონსოლის დავას წააგავს, ზოგს ორივე უსწორდება, ზოგს უფრო კონსოლი, ზოგს მარტო პს გეიმინგი როგორც მე
G10RG1 Posted 1 hour ago Posted 1 hour ago აქ სტარიკები ხართ და გეცოდინებათ ადრე მქონდა ბავშვოპბაში კონსოლი. პს1 ის კლონი იყო მგონი. ჩვეულებრივი პს1 ის ფორმა ჰქონდა მარა შუაში დისკის მაგივრად მიდიოდა რაღაცა კარტრიჯივით. რო დავსერჩე კარტრიჯები ზემოდან რადიატორებივით აქვს მარა ამას არ ჰქონდა ეგ. უფრო წააგავდა ოპერატიულს და რაღაცა ამობურცული ჰქონდა ხოლმე შუაში ბუნდოვნად მახსოვს. ეგ მიდიოდა შუაში და მერე თამაშობდი 2დ თამაშებს. კაცი იყო სამურაი თუ ნინძა მარტო ხელს და ფეხს იქნევდა. შავი ტიპები იყვნენ და იმათ ბრიდავდი ხელით. მერე თუ გაივლიდი საკმარისად ქოხები იყო და იქ ქოხშიც თუ დაბრიდავდი კაცს დანას გაძლევდა წითელი ფერის დანას ვეძებ და ვერაფრით ვერ ვნახე ეგთამაში ან ის კონსოლი რა ჯიშის იყო.
david_888 Posted 1 hour ago Posted 1 hour ago 10 minutes ago, G10RG1 said: აქ სტარიკები ხართ და გეცოდინებათ ადრე მქონდა ბავშვოპბაში კონსოლი. პს1 ის კლონი იყო მგონი. ჩვეულებრივი პს1 ის ფორმა ჰქონდა მარა შუაში დისკის მაგივრად მიდიოდა რაღაცა კარტრიჯივით. რო დავსერჩე კარტრიჯები ზემოდან რადიატორებივით აქვს მარა ამას არ ჰქონდა ეგ. უფრო წააგავდა ოპერატიულს და რაღაცა ამობურცული ჰქონდა ხოლმე შუაში ბუნდოვნად მახსოვს. ეგ მიდიოდა შუაში და მერე თამაშობდი 2დ თამაშებს. კაცი იყო სამურაი თუ ნინძა მარტო ხელს და ფეხს იქნევდა. შავი ტიპები იყვნენ და იმათ ბრიდავდი ხელით. მერე თუ გაივლიდი საკმარისად ქოხები იყო და იქ ქოხშიც თუ დაბრიდავდი კაცს დანას გაძლევდა წითელი ფერის დანას ვეძებ და ვერაფრით ვერ ვნახე ეგთამაში ან ის კონსოლი რა ჯიშის იყო. სონის კლონ კი არა დენდის ნაირსახეობა იყო, ჩვენ დროს ყველაფერს დენდი ერქვა მიუხედავად სახელწოდებისა დაც ეგ კარტრიჯები მიდიოდა, პლათფორმა ერთი იყო ამდაგვარი თამაშები იყო დედნდიზე დარქვინგ დაქი მაგრა მევასებოდა
George Posted 1 hour ago Posted 1 hour ago სხვათაშორის დენდიზეც იყო საინტერესო იგრები, მათ შორის იმ დროისთვის განსხვავებული გეიმპლეით, მე რაღაცა თამაში გავაძრე დროებით რომ მქონდა დენდი, მოკლეთ რობინ გუდი იყო, სახელს ვეღარ ვიხსენებ, უფრო ადვენტურა იყო ტიპაჟით მგონი, ლოლ სეგაზე სონიკებსაც ვუბერავდი მაგისივე ჯოიპადით და მომწონდა კიდე Streets of Rage 2, შიკარნი იგრა იყო 1993-ის ეგ, ეხლა ვნახე რა მაგარი პრესა ქონია მაგ თამაშს https://en.wikipedia.org/wiki/Streets_of_Rage_2
G10RG1 Posted 1 hour ago Posted 1 hour ago ასეთი იყო ძალიან ბუნდოვნად მახსოვს... გადავქექე გუგლი ვერაფერი ვნახე. ასე მეუბნება აღმოსავლეთში პოპულარული იყოო და პირატები წერდნენ ასეთ კარტრიჯებზე თავიანთ მოდიფიცირებულ თამაშებსო.
david_888 Posted 1 hour ago Posted 1 hour ago 1 minute ago, G10RG1 said: ასეთი იყო ძალიან ბუნდოვნად მახსოვს... გადავქექე გუგლი ვერაფერი ვნახე. ასე მეუბნება აღმოსავლეთში პოპულარული იყოო და პირატები წერდნენ ასეთ კარტრიჯებზე თავიანთ მოდიფიცირებულ თამაშებსო. ეგაა პროსტა მოცლილი აქ კარკასი
G10RG1 Posted 1 hour ago Posted 1 hour ago 1 minute ago, david_888 said: ეგაა პროსტა მოცლილი აქ კარკასი თვითონ კონსოლი ესეთი იყო 1000% მახსოვს ეგ თეთრი/კრემისფერი იყო. მარჯვენა ღილაკი ხუფს ხსნიდა და მარცხენა ვაფშე არ მუშაობდა უკნიდან "წულპანები" ს შესაერთებელი ჰქონდა და ძველ CRT ტელევიზორზე ვაერთებდით ხოლმე მე და ჩემი ძმა. კონტროლერიც ზუსტად ასეთი იყო სურატზე როგორც არის.
George Posted 1 hour ago Posted 1 hour ago მე 80 წლებში რომ თამაშები იყო თბილისში იგივე სანაპიროზე ბასეინი სადაცაა და კიდე რამდენიმე ადგილას ეგეც მახსოვს დაჟე, თუმცა მეთვითონ მქონდა 80-ის ბოლოს ძველი ატარი თბილისში, მე პირადათ ნინტენდო არ მქონია, სეგა მეგა დრაივი და პანასონიკის კონსოლი მქონდა უკვე ირლანდიაში რომ გადავედი საცხოვრებლათ მაგ პერიოდში, მაგრამ ძველი ნინტენტო მოსინჯული მაქვს თბილისში მანამდე სტუმრათ რომ ვიყავი, ზელდა ქონდა მგონი და კიდე რაღაცა კლასიკა,დიდხანს არ მითამაშია, კარგი რამე იყო ეგეც იმ დროისთვის ტვ-ზე, სხვათაშორის 90 ხოშიანი არკადნი აპარატები დადგეს ირლანდიის აეროპორტში, მაგიც მოსინჯული მაქვს სეგა რალიც იყო და სხვები კიდე, იმ დროისთივს კარგ ვიდზე იყო საკმაოთ გრაფიკა ლოლ, ისე ნეოგეო კონსოლიც მაგარ ხოდზე იყო სანამ სეგას სატურნი გამოვიდოდა ერთი პერიოდი და კარგი ფასიც ღირდა, მანდ შიკარნი ფაიტინგები და ბიტემაპები იყო იპაონურ სტილში მახსოვს, უფრო რატომ შემძულდა გეიმპადი არ ვიცი, მაგრამ რომ არ მიყვარს მაგითი არაფრის თამაში ეგ ფაქტია, არც დამატებითი უდობსტვები მხიბლავს და არც სხვა ფიშკები ჯოიპადებზე რაც აქვს სპეცეფქტების სახით ზოგ იგრებში, არაა ეგ ყვალაფერი საჩემო,არასდროს ვაქცევდი მასეთ ტენდენციებს დიდ ყურადღებას პს-ზე, შეიძლება მაგისთვის ზედმეტი თანხების გამოყოფასაც ვერიდებოდი და არ ვთლილიდი საჭიროთ დიდათ, ყოველთვის ვიდეოკარტებში ვიხდიდი უფრო მეტს მაინც
G10RG1 Posted 1 hour ago Posted 1 hour ago ლოლ ghost of yotei ში გაუჭირდათ სონის და ჯინი დაამატეს პროჭები ესენი. წვერიც შეპარსეს დაჟე.
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now