Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft-მა Barclays Bank-ისა და Mastercard-ის მხარდაჭერით წარადგინა საკრედიტო ბარათი Xbox Mastercard. იგი ხელმისაწვდომი იქნება Xbox Insider-ის წევრებისთვის Xbox-სა და PC-ზე 21 სექტემბრიდან და ხელმისაწვდომი გახდება აშშ-ს ყველა მაცხოვრებლისთვის 2024 წლიდან. სხვა ქვეყნებში ბარათის გამოშვება ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Microsoft 

Xbox Mastercard-ის სერვისი უფასო იქნება. ბარათზე დახარჯულ ყოველ დოლარზე მისი მფლობელი მიიღებს ქულებს, რომლებიც დაგროვდება Xbox.com-ის საშუალებით ახალი თამაშებისა და დანამატების შესაძენად. რეალურად, Microsoft გთავაზობთ ქეშბექს თამაშებით. 

Xbox-ის ბლოგში ნათქვამია, რომ Microsoft Store-ში შენაძენებისთვის Xbox Mastercard-ის გამოყენება ხუთჯერ მეტ ქულას გამოიმუშავებს, ხოლო ბარათის მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებელმა გადაიხადოს სტრიმინგ სერვისებს, როგორიცაა Netflix და Disney+, ასევე საკვების მიწოდების სერვისები, როგორიცაა Grubhub და DoorDash, საფასური, რაც სამჯერ მეტ ქულას მოუტანს. რეგულარული ყოველდღიური შენაძენებით კი მიიღებ ქულების სტანდარტულ რაოდენობას. 

Xbox Mastercard-ის მფლობელები მიიღებენ 5000 ქულის ბონუსს (50 აშშ დოლარის ექვივალენტი) ნებისმიერი პირველი შესყიდვისას საკრედიტო ბარათის გამოყენებით. Game Pass-ის ახალი მომხმარებლები მიიღებენ Xbox Game Pass Ultimate-ის სათვიან გამოწერას მის სხვა პირზე გადაცემის შესაძლებლობით, როდესაც ბარათზე დარეგისტრირდებიან.  

image.jpeg 

Xbox Mastercard-ზე რეგისტრაციისას მფლობელს შეეძლება აირჩიოს ხუთი ხელმისაწვდომი დიზაინიდან რომელიმე ბარათზე საკუთარი გეიიმინგ-ტეგის დამატების შესაძლებლობით. ბარათები დაცულია თაღლითობისგან. ბარათის მფლობელებს ექნებათ მუდმივი წვდომა საკრედიტო რეიტინგ FICO-ზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.