Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft-მა დეტალურად აღწერა საკუთარი კვანტური კომპიუტერის აწყობის გეგმები ტოპოლოგიური კუბიტების გამოყენებით - ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც კომპანია რამდენიმე წელია მუშაობს. სამოქმედო გეგმის მიხედვით ჯერ კიდევ ბევრი შუალედური ეტაპია დასაძლევი, მაგრამ, როგორც Microsoft-ის კვანტური განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა Krysta Svore-მ განაცხადა, სუპერკომპიუტერის შექმნას, რომელიც წამში მილიონი კვანტური ოპერაციის შესრულებას შეძლებს, ათ წელზე ნაკლები დასჭირდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: efes / pixabay.com 

გასულ წელს Microsoft-მა გამოაცხადა მნიშვნელოვანი გარღვევა, როდესაც მისმა დეველოპერებმა იპოვეს გზა Majorana fermions-ზე დამყარებული კუბიტების შესაქმნელად - ისინი უკიდურესად სტაბილურია, მაგრამ ძალიან რთული მოსაპოვებელი. ამ მიმართულებით კორპორაცია თავიდანვე დებს ფსონს, პირველი ხელშესახები წარმატებებიდან ერთი წლის შემდეგ Microsoft-ის ინჟინრებმა გამოაქვეყნეს სტატია რეცენზირებად ჟურნალში, სადაც განაცხადეს, რომ გადალახეს პირველი ეტაპი კვანტური სუპერკომპიუტერის შექმნის გზაზე. მკვლევარებმა გაცილებით მეტი მონაცემი მოგვაწოდეს, ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც პირველად ისაუბრეს თავიანთ სამუშაოზე. 

დღესდღეობით Microsoft-ს აქვს საშუალო მასშტაბის კვანტური მანქანები - ისინი ჯერ კიდევ არ არიან საკმარისად სანდო, რომ რაიმე პრაქტიკული გააკეთონ, ამიტომ შემდეგი ნაბიჯი იქნება გამოთვლების სიზუსტის უზრუნველყოფა. მკვლევარები გეგმავენ ააწყონ სისტემა, რომელსაც შეუძლია შეასრულოს მილიონი საიმედო კვანტური ოპერაცია წამში, ტრილიონ ოპერაციაში მხოლოდ ერთი ხარვეზით. 10 მიკრონზე ნაკლები ზომის თითოეულ კუბიტს აპარატული დაცვა ექნება. ამის შემდეგ შემუშავდება მათი ჩახლართული კონტროლის მექანიზმი. 

კომპანიას დაეხმარება მისი ახალი პლატფორმა Azure Quantum Elements, რომელიც დააჩქარებს სამეცნიერო მუშაობას მაღალი ხარისხის ტრადიციული გამოთვლის, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებისა და კვანტური გამოთვლის კომბინაციებით. მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის ახალი დამხმარე ინსტრუმენტი ასევე იქნება Copilot AI მოდელი Azure Quantum-ისთვის, რომელიც შექმნილია კვანტური გამოთვლებისა და სიმულაციებისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.