Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩეთ-ბოტ ChatGPT-ზე დამყარებულ საძიებო სისტემა Bing-ის გამოშვებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ Microsoft-ი ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის წინასწარ ვერსიას. არსებობს მხოლოდ ერთი შეზღუდვა: აუცილებელია მომხმარებელი შევიდეს Microsoft-ის საკუთარ ექაუნთზე ბრაუზერ Edge-ს მეშვეობით. 

image.jpeg 

ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს Microsoft-ის სწრაფვას პროდუქტის განვითარებისკენ მიუხედავად იმისა, რომ მის საფუძვლად მდებარე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიამ შეშფოთება გამოიწვია უზუსტობებისა და ზედმეტემოციურობის გამო. 

Microsoft ასევე ახდენს Bing Chat-ის მოდერნიზებას, ამატებს ბევრ ახალ ფუნქციას და გარე დეველოპერების პლაგინების მხარდაჭერასაც კი. მაგალითად, ჩატიდან გაუსვლელად შეგიძლიათ დაჯავშნოთ მაგიდები რესტორანში OpenTable-ის საშუალებით, ან სთხოვოთ ბოტს, ჩართოს სასურველი ფილმი Apple TV-ის საშუალებით. Microsoft გვპირდება, რომ უფრო მეტ დეტალს გამოავლენს კონფერენცია Build-ზე მიმდინარე თვის ბოლოს. 

შემდეგი ნაბიჯი იქნება სურათების და ვიდეოების მოძიება პირდაპირ Bing Chat-ში. მალე შესაძლებელი იქნება ობიექტების, ცხოველების, ადგილების და სხვა ფოტოების ან ვიდეოების მოთხოვნა. Microsoft ასევე ავრცელებს Bing Image Creator-ს 100-ზე მეტ ენაზე, რაც უდავოდ გაადვილებს მის გამოყენებას მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის. 

Microsoft ასევე ამატებს მეტად მოთხოვნად ფუნქციას Bing Chat-ში: ისტორიას. პირველი: ჩეთის ისტორია ავტომატურად ამოიღება ყველა თქვენი მოწყობილობიდან. მეორე, როდესაც ხსნით ბმულს Bing Chat-ის პასუხიდან Edge-ში, იგი ავტომატურად გადაიტანს ჩატს გვერდითა ზოლში, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ბოტთან კომუნიკაცია ვებ-გვერდის დათვალიერებისა და კონტექსტური კითხვების დასმისას. Mobile Edge-ს ეს ფუნქცია მალე დაემატება. და მესამე, წინა ჩატის სესიების ისტორია გათვალისწინებული იქნება ბოტის პასუხებში ახალი საუბის მიმდინარეობისას. 

Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტ Yusuf Mehdi-ს განცხადებით, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროს ინიციატივებს კურირებს, ამჟამად Bing-ს ყოველდღიურად 100 მილიონზე მეტი აქტიუი მომხმარებელი სტუმრობს. მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. Google, რომელიც დიდი ხანია დომინირებს საძიებო სისტემების ბაზარზე, ვერ დაიკვეხნის თავის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ Bard-ის მსგავსი წარმატებით. 

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი გარდამტეხი მომენტი იქნება ძიების მხრივ და გააძლიერებს დეველოპერების შესაძლებლობებს“, აცხადებს Mehdi. „მოუთმენლად ველით მიმდინარე თვის ბოლოს Microsoft Build-ზე მეტი დეტალის გაზიარებას“. 

Microsoft-ის Bing-ის ყველა ახალი განცხადება კეთდება Google-ის დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენცია I/O-მდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე. მოსალოდნელია, რომ მოვისმენთ მეტს Google-ის საძიებო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.