Jump to content

Recommended Posts

Posted

კორპორაცია Microsoft AMD-სთან ერთად შექმნის სპეციალიზებულ ჩიპს, რომელიც განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისთვის. ეს არის Microsoft-ის ვრცელი სტრატეგიის ნაწილი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანების შესაძლებლობების გაფართოების მიზნით. რეალურად, Microsoft მზადაა AMD დააფინანსოს, რათა მიიღოს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ჩიპი მონაცემთა ცენტრებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

Amazon-სა და Alphabet-ს უკვე დიდი ხანია აქვთ საკუთარი პროცესორები, მათ შორის ისეთები, რომლებიც ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის ამოცანებზე. Microsoft ამჟამად ძირითადად იყენებს NVIDIA-ს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლების ბაზარზე დომინირებს. თუმცა Microsoft-ს სურს ჰქონდეს საკუთარი ჩიპი, ამიტომ დააფინანსა AMD და მუშაობს მასთან, რათა შეიმუშავონ პროცესორი, კოდური სახელწოდებით Athena. კომპანიების მიზანია წინააღმდეგობა გაუწიონ NVIDIA-ს დომინირებას. 

მას შემდეგ რაც კომპანიების თანამშრომლობა ფართო აუდიტორიისთვის გახდა ცნობილი, AMD-ის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა, Microsoft-ის აქციები - დაახლოებით 1%-ით, ხოლო NVIDIA-ს აქციების ღირებულება პირიქით 1.9%-ით შემცირდა. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Microsoft-მა შექმნა ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების ქვეგანყოფილება Intel-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ Rani Borkar-ის ხელმძღვანელობით, ამჟამად გუნდში თითქის 1000 თანამშრომელი მუშაობს. გასულ თვეში The Information-მა განაცხადა Microsoft-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის ჩიპ Athena-ს შემუშავების შესახებ. ცნობილია, რომ აღნიშნული 1000 თანამშრომლიდან რამდენიმე ასეული მუშაობს პროექტ Athena-ზე - Microsoft-მა დახარჯა დაახლოებით 2 მლრდ აშშ დოლარი ჩიპის შესაქმნელად. არაოფიციალური წყაროებიდან ასევე ცნობილია, რომ ჩიპი უკვე იტესტება და შესაძლოა Microsoft-ისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი გახდეს მომავალი წლიდან. 

თუმცა Microsoft არ წყვეტს NVIDIA-სთან თანამშრომლობას, რადგან ხელოვნურ ინტელექტთან მომუშავე მიკროსქემების მოთხოვნა ბოლო ექვს თვეში კრიტიკულად გაიზარდა. Microsoft-ის თქმით ბოტ ChatGPT-ის შექმნისთვის საჭირო გახდა NVIDIA-ს ათასობით გრაფიკული პროცესორი. ხელოვნური ინტელექტის სფერო ასევე არის AMD-ის მთავარი პრიორიტეტი. აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ განაცხადა: „ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ ჩვენი შესაძლებლობებით ხელოვნური ინტელექტის სფეროში -  ეს არის ჩვენი No1 სტრატეგიული პრიორიტეტი“. ასევე აღსანიშნავია, რომ AMD-ს აქვს გამოცდილება და შესაძლებლობა შექმნას პერსონალური სერვერის ჩიპები მსხვილი დამკვეთებისთვის. 

NVIDIA-ს ხსენებული ალტერნატივის შექმნა რთული ამოცანა იქნება, რადგან კომპანია გვთავაზობს არა მხოლოდ აპარატურულ გადაწყვეტილებებს, არამედ სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლებიც ერთად მუშაობენ. საუბარია ჩიპებზე, პროგრამირების ენაზე, ქსელურ აღჭურვილობასა და სერვერებზე, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწრაფად გააფართოვოს თავისი შესაძლებლობები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.