Magdalena Posted May 5, 2023 Posted May 5, 2023 Apple-ის M-სერიის Arm პროცესორების წარმატებამ შთაბეჭდილება მოახდინა Microsoft-ზე. გავრცელებული ინფორმაციით პროგრამული გიგანტი ქმნის Arm-ზე დამყარებულ პროცესორებს Apple-თან კონკურენციის მიზნით. გარდა ამისა, Microsoft Arm ჩიპების მქონე მოწყობილობებთან მუშაობისთვის ოპტიმიზაციას უწევს თავის ოპერაციული სისტემის მომდევნო ვერსიას, რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც Windows 12. ფოტოს წყარო: Microsoft Microsoft-ის მიერ Arm პროცესორების შემუშავება ემთხვევა Windows 12-ის დაგეგმილ გამოშვებას, რომლის ერთ-ერთი ვერსია ოპტიმიზებული და ფოკუსირებული იქნება ნეიროქსელებზე დამყარებული ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენებაზე. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ Microsoft ეძებდა თანამშრომლებს მაღალ წარმადობასა და ენერგოეფექტურობაზე ორიენტირებული პროცესორებისა და ერთჩიპიანი სისტემების (SoC) შესაქმნელად. წყაროს ცნობით Microsoft ეძებდა თანამშრომელს ერთჩიპიანი სისტემების წამყვანი არქიტექტორის პოზიციაზე. გარდა ამისა, გამოქვეყნდა ფიზიკური დიზაინის გადამოწმების უფროსი ინჟინრის, დიზაინის მთავარი ინჟინრის და ა.შ. ვაკანსიები. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეგანყოფილება Microsoft Silicon უკვე მუშაობს Arm პროცესორების შექმნაზე, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია რა ეტაპზეა შემუშავების პროცესი. ახალი Arm ჩიპების მომავალ Windows 12-თან კომბინაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს Microsoft-ის მოწყობილობების წარმადობასა და ეფექტურობას. პროგრამული პლატფორმა სავარაუდოდ 2024 წლის ბოლოს გამოვა და გამოშვების მომენტისთვის მას უკვე ექნება ნეიროქსელებზე დამყარებული რამდენიმე ფუნქცია. https://tinyurl.com/378spxm6
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now