Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კომპანია Microsoft-მა გამოაცხადა მზადყოფნა - აქტიური მონაწილეობა მიიღოს metaverse-ის სფეროში. ამისთვის კომპანია შექმნის დეველოპერთა ჯგუფს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება Microsoft-ის ზოგიერთი პროდუქტისა და სერვისის ადაპტაცია ვირტუალურ სამყაროში გამოყენების პირობებთან. ასევე უახლოეს მომავალში კომპანია აპირებს გაცილებით მეტი ყურადღება დაუთმოს metaverse-ს. 

კორპორაციის წარმომადგენლის თქმით შერეული რეალობის ახალმა ტექნოლოგიამ უნდა „გააცოცხლოს მეტასამყარო“.  

„ჩვენ მეტასამყარო უნდა მივიჩნიოთ ინტერნეტის ევოლუციის შემდეგ ნაბიჯად. ინტერნეტის ტექნოლოგია, როგორც მონაცემთა ქსელი, ამოქმედდა 1990-2000 წლებში. 2010 წელს იგი გარდაიქმნა სოციალურ ინტერნეტად. ამჟამად იგი ხდება ნივთების ინტერნეტი“ - აღნიშნავს Microsoft-ის მარკეტინგის დირექტორი არაბთა გაერთიანებულ ემირატებში Ihsan Anabtawi. 

არდა ამისა, მომავალი მეტასამყაროს პროექტების შემდგომი განვითარებისთვის კორპორაციის მენეჯმენტი გეგმავს მათი დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდას. შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვა გარედან. ახალი პროდუქტები ძირითადად ორიენტირებული იქნება მაღალი გამოთვლითი მოთხოვნების ბიზნესის წარმომადგენლებსა და კერძო მომხმარებლების ვირტუალურ სივრცეზე. ამჟამად Microsoft ორიენტირებულია სამ სფეროში მუშაობაზე: მონაწილეობა, კომუნიკაცია და ურთიერთქმედება სხვადასხვა სამყაროს შორის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.