Type-X Posted November 1, 2022 Posted November 1, 2022 გამარჯობა დეკემბრამდე ვერანაირად, მაგრამ მომავალ წელს ვაპირებ ვიდეო დაფის გამოცვლას და რომელს მირჩევთ ? ნამეტანი ჩამოვრჩი პროგრესს... დაახლოებით 3000 ლარამდე რა ვარიანტებს მირჩევთ + კეისიც შესაცვლელი მექნება და თუ რაიმე ტევადი მოდელი გეგულებათ მირჩიეთ რაც ეხლა მაქვს აქ ვერანაირად ვერ ჩავატევ. მყარი დისკიც დამჭირდება სადღაც 2TB
Gogla1990 Posted November 1, 2022 Posted November 1, 2022 2 minutes ago, STI-228 said: მაგრამ მომავალ წელს ვაპირებ გაგიმარჯოს მომავალ წლამდე ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს და ეხლა რჩევას აზრი ნაკლებად ექნება, ნამეტანი მერყევია ფასები ბაზარზე, ბოლო თვეებია ტენდენცია გაიაფებისკენაა, მაგრამ საკმარისია რამე ჩათლახობა გააძრონ ან მაინინგი მოქოქონ, ფასები ისევ წავა ზევით ახალი გინდა თუ მეორადი? 4 minutes ago, STI-228 said: GTX 1060 ARMOR კაი ხანს შემოგჩენია
MaKaSaRa Posted November 1, 2022 Posted November 1, 2022 3000 გელა საკმაოდ დიდი ბიუჯეტია ამ მომენტში. რასაც გინდა იდეაში იყიდი მაგრამ მაგ კვებაც რომ გეყოს უნდა გაითვალისწინო. ახლა rtx 3080-იც მოგივა. ახალი წლის მერე რა იქნება ეგ სხვა ამბავია
George Posted November 1, 2022 Posted November 1, 2022 ნუ ეხლა ალბათ ესეთი კარტები მოგივა ხელზე უხმარი 3000 ლარათ მაიმარკეტზე: https://www.mymarket.ge/ka/pr/26240705/teqnika/kompiuterebi-aqsesuarebi/kompiuteris-nawilebi/videobaraTi/aqciaaxaliEVGA-GeForce-RTX-3080-Ti?OfferType=Basic 2-3 თვის შემდეგ რა ფასები ედება ვერ გეტყვი ზუსტათ, იდეაში კიდე უფრო უნდა გაიაფდეს, ან 3000 ლარათ მაგაზე მძლავრიც მოგივიდეს, თუმცა ნვიდიას კარტებიდან ისევ ეგ მოდელი თუ მოგივა უბრალოთ ცოტა უფრო იაფათ უკვე, ან მთლათ 3090 კი: https://www.mymarket.ge/ka/pr/24851913/teqnika/kompiuterebi-aqsesuarebi/kompiuteris-nawilebi/videobaraTi/NEW-EVGA-RTX-3090-FTW3-Ultra-Gaming-24GB--shefuTuli!?OfferType=Basic ახლები რა თქმა უნდა, კეისიც ჯობია იმ დროისთვის ეძებო უკვე, შეიძლება მერე რამე უკეთესებიც გამოჩნდეს მაღაზიებში, 4000 სერია თუ გინდოდა უფრო, ალბათ მაგაზე ცოტა იაფათ მაქს 4070Ti მოგივა, 4080 უკვე ვეღარ, ეგ 4000 ლარი მაინც ეღირება პირველ ხანებში ალბათ 16გბ ვერსია რომ გამოდის ეხლა
G1ORG1 Posted November 1, 2022 Posted November 1, 2022 ლექსოს გაუმარჯოს, ეხლა 4ში ამდ 7000 სერიის პრეზენტაციაა და ეგეც შეცვლის ფასებს, მეც ერთი თვეა უკარტოდ ვარ და მაგას ველოდები, მაგ ფასად მშვენიერ კარტას დაითრევ თუ მართლა არ დაიწყეს ისევ კურსის აწევა მაინინგში და კიდე ტვინი არ გაღუნეს, მანქანის ფასებს რომ ადებენ კარტებს.
Type-X Posted November 2, 2022 Author Posted November 2, 2022 22 hours ago, Gogla1990 said: გაგიმარჯოს მომავალ წლამდე ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს და ეხლა რჩევას აზრი ნაკლებად ექნება, ნამეტანი მერყევია ფასები ბაზარზე, ბოლო თვეებია ტენდენცია გაიაფებისკენაა, მაგრამ საკმარისია რამე ჩათლახობა გააძრონ ან მაინინგი მოქოქონ, ფასები ისევ წავა ზევით ახალი გინდა თუ მეორადი? გამარჯობა გოგლა რამე ძლიერი და სასურველია RGB განათებები ქონდეს. ახალი იქნება თუ მეორადი არ აქვს მნიშვნელობა. Quote კაი ხანს შემოგჩენია დიდი მადლობელი, ეხლაც მშვენივრად გუგუნებს უბრალოდ 30-40 FPS მაქვს 1920X1080 რეზოლუციაზე (გრაფიკული მოდებით) ყველაფერს თუ მაქსიმუმზე დავაყენებ და სასურველია 90-ზე ზევით მაინც დაიჭიროს რითიც მომავალში შევცვლი. P. S. კეისის შეცვლაც დამჭირდება. რაც ამჟამად მაქვს იქ დიდი ზომა არ ჩაეტევა
Gogla1990 Posted November 2, 2022 Posted November 2, 2022 ეხლა რომ ყიდულობდე აგერ მშვენიერი ვარიანტია https://www.mymarket.ge/ka/pr/26545301/teqnika/kompiuterebi-aqsesuarebi/mainerebi/GeForce-RTX-3090-GamingPro?OfferType=Basic დარჩენილი 1000 ლარით კეისსაც შეცვლიდი, კვებასაც და კიდევ მოგრჩებოდა 7 minutes ago, STI-228 said: ყველაფერს თუ მაქსიმუმზე დავაყენებ და სასურველია 90-ზე ზევით მაინც დაიჭიროს რითიც მომავალში შევცვლი. მაგ საქმეს 3კ ლარიანი კარტა არ სჭირდება მაგ მონიტორზე, 3080 ან 6800 რომ დააყენო ეგენიც გასწვდებიან და 1500 ლარად კი იყიდი რეალურად ეგ კარტებიც კი ზედმეტია 1080P მონიტორისთვის, მაგრამ ბოლომდე რომ გაგისწოროს და ზაპასიც მორჩეს ეგ თემაა რა, თორე 6700XT - 3070 თავს გადასდის
George Posted November 2, 2022 Posted November 2, 2022 ეგრეა კი, 3090 მინიმუმ 2K 165 გერციანის თემაა, ხალხი 4K უბერავს 80-100ფპს ბევრ ახალ იგრებს რეიტრეისინგის გარეშე ოღონდ
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.