Jump to content

Recommended Posts

Posted

გაუმარჯოს,

"პრობლემური" GTX 970 ვიყიდე იაფად 

ზოგ თამაშზე გამოსახულება ეთიშებაო, მაგრამ სიხშირეების დაწევა GPU Core/memory შველისო

რომ მივედი საყიდლად, არ გათიშულა რომ მაჩვენა, კვება მაქვს 550-იანიო და ვკითხე სხვაზე თუ გატესტეთქო, თვითონაც არაა გამორიცხული მაგის ბრალი იყოსო, თუ უპრობლემოდ იმუშავებს კარგ ფასში დაგრჩება ნაყიდიო, მე მაინც უნდა დავააპგრეიდოო

გუშინს მერეა ვტესტავ 1000W კვების ბლოკზე, 3D Mark Time Spy Extreme მქონდა გაშვებული ლუპზე 4K რეზოლუციით, FPS კი ძალიან დაბალი იყო, მაგრამ 100% დატვირთული იყო GPU და მეხსიერებასაც 3.3 გბ მდე იყენებდა

ახლაც  furmark მაქვს გაშვებული 4k სტრესი და ტემპერატურაც 70 გრადუსამდეა. ერთხელაც არ გათიშულა,

NVENC ტრანსკოდინგიც ვცადე H264 დან HEVC ში უპრობლემოდ გადაიყვანა

სხვას ვერ ვფიქრობ რითი გავტესტო

ვისგანაც ვიყიდე, God of War-ზე დაემართაო, არ მაქვს ეს თამაში თან გასატესტად 70 gb გადმოწერა მეზარება :) სატესტო SSD-ზეც არ არის ადგილი მაგხელა

სხვა რამე უფრო მძლავრ ტესტს ხომ არ მირჩევდით რომ დავრწმუნდე, რომ კარტას პრობლემა არ აქვს?

Posted

გაატარე რამდენჯერმე unigene heaven და 3dmark time spy

msi kombustor

Posted

თამაშებშიც გატესტე აუცილებლად  მქონია შემთხვევა ვიდეო კარტა ყველა ტესტს გადიოდა მაგრამ თამაშებში ეგრევე ერხეოდა 

Posted
3 hours ago, gio_kiborg said:

3D Mark

სტრეს ტესტიც აქვს მაგას და ის გაატარე 20 რანზე, თუ გაიარა დიდი ალბათობით ჯანზეა

Posted

ჯერ ჯერობით ყველა სტრეს ტესტი გაიარა რაც ვცადე

 

დავაყენებ თამაშებს და გავტესტავ მაშინ, თუმცა რისთვისაც მინდა მეეჭვება ისე დაიტვირთოს როგორც ამ სტრეს ტესტებით

Posted

კვების თემაა იყო აშკარად პიკზე არ ყოფნიდა და ეკიდებოდა 

Posted
13 hours ago, ottko said:

კვების თემაა იყო აშკარად პიკზე არ ყოფნიდა და ეკიდებოდა 

კი, დიდი ალბათობით მაგ ამბავია

თამაშიც ვცადე Unreal Engine 4 ძრავზე, ვიდეო მეხსიერება დატვირთა 3.8 გბ ზევით, ტემპერაურა 75 გრდუსს არ ასცდენია და არ გაუჭედია

მოკლედ მგონი სრულიად საღი ვიდეო დამრჩა

 

მადლობა, ვხურავ

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.