Magdalena Posted March 19, 2022 Posted March 19, 2022 Microsoft-მა დააანონსა სპეციალურად ტერმინალ Surface Hub 2-თან მუშაობისთვის განკუთვნილი სმარტ-კამერა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მხარდაჭერით. მოწყობილობა აღჭურვილია მძლავრი ინტეგრირებული პროცესორით, რომელიც საშუალებას იძლევა დაკორექტირდეს გამოსახულება. შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება გამოსახულების ხარისხი ვიდეოკონფერენციებზე. ფოტოს წყარო: blogs.windows.com კამერას აქვს 12-მეგაპიქსელიანი სენსორი 136-გრადუსიანი ხედვის კუთხით, ინტეგრირებული პროცესორი უზრუნველყოფს 1 Tflops წარმადობას, რაც აღემატება კონსოლ Xbox 360-ის წარმადობას. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების წყალობით კამერა ავტომატურად აკომპენსირებს გამოსახულებაში წარმოქმნილ ხარვეზებს, რომელთა შორისაა პროპორციების დამახინჯება, ბუნდოვანი გამოსახულება. ფართოკუთხიანი ოპტიკა უზრუნველყოფს კადრში არსებული ყველა ობიექტის რეალისტურ გამოსახულებას. სმარტ-კამერა აღმოაჩენს და აფიქსირებს ვიდეოკონფერენციის ყველა მონაწილეს და უზრუნველყოფს მკაფიო გამოსახულებას მუშაობის პროცესში. მოწყობილობის სახელწოდებაა Surface Hub 2 Smart Camera, იგი ტერმინალზე განთავსდება მაგნიტის ფიქსატორით და დაუკავშირდება USB-C ინტერფეისით. კამერა გაიყიდება დამოუკიდებლად 799.99 აშშ დოლარად, ასევე 31 მაისიდან გაყიდვაში გამოვა 85-დუიმიან ტერმინალ Surface Hub 2S-თან ერთად - ნაკრების ფასი 21999.99 აშშ დოლარი იქნება. https://tinyurl.com/4frcxsjc Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.