Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft-მა დააანონსა სპეციალურად ტერმინალ Surface Hub 2-თან მუშაობისთვის განკუთვნილი სმარტ-კამერა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მხარდაჭერით. მოწყობილობა აღჭურვილია მძლავრი ინტეგრირებული პროცესორით, რომელიც საშუალებას იძლედაკორექტირდეს გამოსახულება. შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება გამოსახულების ხარისხი ვიდეოკონფერენციებზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: blogs.windows.com 

კამერას აქვს 12-მეგაპიქსელიანი სენსორი 136-გრადუსიანი ხედვის კუთხით, ინტეგრირებული პროცესორი უზრუნველყოფს 1 Tflops წარმადობას, რაც აღემატება კონსოლ Xbox 360-ის წარმადობას. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების წყალობით კამერა ავტომატურად აკომპენსირებს გამოსახულებაში წარმოქმნილ ხარვეზებს, რომელთა შორისაა პროპორციების დამახინჯება, ბუნდოვანი გამოსახულება. ფართოკუთხიანი ოპტიკა უზრუნველყოფს კადრში არსებული ყველა ობიექტის რეალისტურ გამოსახულებას. სმარტ-კამერა აღმოაჩენს და აფიქსირებს ვიდეოკონფერენციის ყველა მონაწილეს და უზრუნველყოფს მკაფიო გამოსახულებას მუშაობის პროცესში. 

მოწყობილობის სახელწოდებაა Surface Hub 2 Smart Camera, იგი ტერმინალზე განთავსდება მაგნიტის ფიქსატორით და დაუკავშირდება USB-C ინტერფეისით. კამერა გაიყიდება დამოუკიდებლად 799.99 აშშ დოლარად, ასევე 31 მაისიდან გაყიდვაში გამოვა 85-დუიმიან ტერმინალ Surface Hub 2S-თან ერთად - ნაკრების ფასი 21999.99 აშშ დოლარი იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.