Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Microsoft-მა დაიწყო საკუთარი სისტემის შექმნა კრისტალზე (SoC). ამაზე მიუთითებს კომპანიის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების განახლებული ჩამონათვალი, რომელშიც გამოჩნდა ცალკრისტალიანი სისტემის მთავარი არქიტექტორის თანამდებობა Surface განყოფილებაში. განცხადებაში მითითებულია აუცილებელი კვალიფიკაცია სამსახურში მიღებისთვის, აგრეთვე გარკვეული მოვალეობები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: HotHardware 

განცხადების გამოჩენის მიუხედავად Microsoft-ის გეგმების შესახებ ოფიციალური განცხადება საკუთარი პროცესორის წარმოების დაწყების შესახებ არ გაკეთებულა. ეს არის ვარაუდი, რომელიც შესაძლოა სოფთვეარ-გიგანტის გეგმებს არ ემთხვეოდეს. ასეა თუ ისე, საკუთარი ძალებით პროცესორების წარმოება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა Microsoft-ისთვის. Apple-ის მაგალითი, რომელმაც iPhone-ებისა და iPad-ებისთვის განკუთვნილი საკუთარი პროცესორების წარმოებაში წარმატებას მიაღწია, კარგ ორიენტირს წარმოადგენს. 

გატაცებულნი ხართ მოწინავე ტექნოლოგიებითა და გაჯეტებით? Surface-ის გუნდი ნათელს ფენს Microsoft-ის გამოცდილებას მომავალი თაობის მოწყობილობების მეშვეობით. ჩვენი სტრატეგია არის პროდუქტიულობისა და მობილობის შერწყმა ისეთ მოწყობილობებთან, რომლებიც ახალ გამოცდილებას იძლევა, ეხმარება ადამიანებს და ორგანიზაციებს გამოავლინონ თავიანთი შემოქმედება და იყვნენ კრეატიულები “, - ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: HotHardware 

განცხადებაში ასევე ნახსენებია, რომ ცალკრისტალიანი სისტემების არქიტექტურის განყოფილება მთლიანად პასუხისმგებელია SoC-ის მახასიათებლებისა და შესაძლებლობების განსაზღვრაზე, რომლებიც გამოყენებული იქნება Surface სერიაში. განცხადება შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ Microsoft ეძებს თანამშრომელს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს Surface მოწყობილობების პერსონალური პროცესორების და არა საკუთარ SoC-ების შემუშავებას. 

Posted

soft ხომ დახვეწეს და ეხლა hard-ზე გადავიდნენ. ყველაზე ბანძი კომპანიაა იმენა. ამდენი ფული აქვთ და ვერც მობილურებში გაქაჩეს, ვერც სოფტში ქაჩავენ, რამხელა შესაძლებლობა ქონდათ მესამე მობილური პლატფორმა გამხდარიყვნენ. თავისი სოფტი რომ არ ვარგა სხვისას აშენებენ თავისაში :D

ეხლა საკუთარი პროცესორი მოუნდათ. იასნია arm-ზე M1-ს შემხედვარე. Apple-ს უკვე ბაზარზე საუკეთესო პროცესორი აქვს და ესენი ჯერ ვაკანსიებს დებენ :D

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.