#Skinhead Posted March 29, 2011 Posted March 29, 2011 მთელი პროგრესული სამყარო ახალი iPad 2-ითაა გახარებული, ეს მოწყობილობა, კერძოდ კი მარკის Apple თაყვანისმცემლები ჯერ კიდევ ბევრ სურპრიზს გვიმზადებენ. სეზონი ლივერპულელმა იუველირმა სტიუარტ ჰიუზმა (Stuart Hughes) გახსნა, რომელმაც მორიგი შედევრი წარმოადგინა სახელად iPad 2 Gold History Edition. მოწყობილობის უკანა პანელი 24-კარატიანი ოქროთია შესრულებული, მასზე Apple-ის საფირმო ლოგოტიპია მოთავსებული. აპარატი 53 კრიალა (IF) ბრილიანტითაა მორთული, რომელთაგან თითოეულის წონაა 16,5 კარატი. ამით დღეს ვეღარავის გააკვირვებ, მაგრამ სტიუარტ ჰიუზი ასეთი როდია. კორპუსის წინა ნაწილი მან ამოლიტით მორთო — ძალიან იშვიათი ძვირფასი ქვა, რომელიც კანადის მთებში მოიპოვება, მისი ასაკი 75 მილიონი წელიწადია. თუ კი ესეც გეცოტავებათ, იმასაც გეტყვით, რომ ავტორმა საკუთარი შედევრი ტირანოზავრის ძვლების ჩანართებითაც მორთო, რომლის ასაკიც 65 მილიონი წელიწადია. ღილაკი HOME 8,5-კარატიანი ბრილიანტითაა შესრულებული, რომელსაც 12 უფრო მცირე ზომის ქვა ერტყმის გარშემო. შედეგად აპარატში სულ: 53 16,5-კარატიანი ბრილიანტი, ერთი 8,5-კარატიანი ბრილიანტი, 57 გრამი ტირანოზავრის ძვლები, 750 გრამი ამოლითი და 2000 გრამი ოქრო უკანა პანელზე. და კიდევ ფასი, 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი ან 8 მილიონი დოლარი. იჩქარეთ, სტიუარტმა iPad 2 Gold History Edition-ის სულ ორი ეგზემპლარი დაამზადა, შეიძლება არ შეგხვდეთ! წყარო: stuarthughes.com 4
დათო Posted March 29, 2011 Posted March 29, 2011 ისა და ანგარიშზე გადავურიცხო ფული თუ ხელზე უნდა? :user:
გიაჩხეო Posted March 29, 2011 Posted March 29, 2011 განბაჟებიანად 9 440 000 ჯდებ + ტრანსპორტირება 16$ ძვირი გამოდის მაგის დედაც :xelitavi:
Kemo Posted March 29, 2011 Posted March 29, 2011 განბაჟებიანად 9 440 000 ჯდებ + ტრანსპორტირება 16$ ძვირი გამოდის მაგის დედაც :lollol: :lollol:
ბერო Posted April 27, 2011 Posted April 27, 2011 ესეც iPad 2, Swarovski-ის თვლებით. http://www.3dnews.ru/news/page-2.html
ჯამბო Posted April 27, 2011 Posted April 27, 2011 აუ ერთი ესენი მანახა ბლენდერში რა.......... აი გადაცემა როა რო ფქვავენ ტექნიკას მანდ :D 1
Nikki Posted April 27, 2011 Posted April 27, 2011 ესეც iPad 2, Swarovski-ის თვლებით. http://www.3dnews.ru/news/page-2.html ფუ სად აქვს ამ ხალხს გემოვნება... არ იციან ფულის ყადრი! :SNEMOTICON13:
V4KH0 Posted April 27, 2011 Posted April 27, 2011 (edited) 57 გრამი ტირანოზავრის ძვლები აქ ყველაფერი ნათქვამია :D Edited April 27, 2011 by GrEeNDaY
gio_kiborg Posted April 27, 2011 Posted April 27, 2011 თავმოყვარე კაცი ტიანოზავრის ძვლების ჩანართის გარეშე დაიკავებს ხელში აბა პლანშეტს?
iliko1990 Posted April 27, 2011 Posted April 27, 2011 ისა და ანგარიშზე გადავურიცხო ფული თუ ხელზე უნდა? არა განვადებით გააკეთე დათო :xelitavi:
NEIRON Posted April 28, 2011 Posted April 28, 2011 მადლობთ ნიუსისთვის! ტექნიკაში ასეთი ძვირფასეულობა მეტისმეტად მიმაჩნია,დრო გავა და დარჩება გამოუყენებელ უგემოვნო ნივთად,რომლზეც მხოლოდ ძვირფასეულობა თუ შეახედებს ადამიანს, არადა დაილია შესაქმნელი ხელოვნების ნიმუში,რომელიც ათეულ წლებს კი არა,საუკუნეებს უძლებს. ამოლიტი მომეწონა,ძალიან ლამაზი მინერალია:
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now