Jump to content

Recommended Posts

Posted

მთელი პროგრესული სამყარო ახალი iPad 2-ითაა გახარებული, ეს მოწყობილობა, კერძოდ კი მარკის Apple თაყვანისმცემლები ჯერ კიდევ ბევრ სურპრიზს გვიმზადებენ. სეზონი ლივერპულელმა იუველირმა სტიუარტ ჰიუზმა (Stuart Hughes) გახსნა, რომელმაც მორიგი შედევრი წარმოადგინა სახელად iPad 2 Gold History Edition.

ipad-2-history.jpg

მოწყობილობის უკანა პანელი 24-კარატიანი ოქროთია შესრულებული, მასზე Apple-ის საფირმო ლოგოტიპია მოთავსებული. აპარატი 53 კრიალა (IF) ბრილიანტითაა მორთული, რომელთაგან თითოეულის წონაა 16,5 კარატი. ამით დღეს ვეღარავის გააკვირვებ, მაგრამ სტიუარტ ჰიუზი ასეთი როდია. კორპუსის წინა ნაწილი მან ამოლიტით მორთო — ძალიან იშვიათი ძვირფასი ქვა, რომელიც კანადის მთებში მოიპოვება, მისი ასაკი 75 მილიონი წელიწადია. თუ კი ესეც გეცოტავებათ, იმასაც გეტყვით, რომ ავტორმა საკუთარი შედევრი ტირანოზავრის ძვლების ჩანართებითაც მორთო, რომლის ასაკიც 65 მილიონი წელიწადია. ღილაკი HOME 8,5-კარატიანი ბრილიანტითაა შესრულებული, რომელსაც 12 უფრო მცირე ზომის ქვა ერტყმის გარშემო.

შედეგად აპარატში სულ: 53 16,5-კარატიანი ბრილიანტი, ერთი 8,5-კარატიანი ბრილიანტი, 57 გრამი ტირანოზავრის ძვლები, 750 გრამი ამოლითი და 2000 გრამი ოქრო უკანა პანელზე. და კიდევ ფასი, 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი ან 8 მილიონი დოლარი. იჩქარეთ, სტიუარტმა iPad 2 Gold History Edition-ის სულ ორი ეგზემპლარი დაამზადა, შეიძლება არ შეგხვდეთ!

წყარო: stuarthughes.com

  • Upvote 4
Posted

ისა და ანგარიშზე გადავურიცხო ფული თუ ხელზე უნდა? :user:

Posted

განბაჟებიანად 9 440 000 ჯდებ + ტრანსპორტირება 16$ ძვირი გამოდის მაგის დედაც :xelitavi:

Posted

განბაჟებიანად 9 440 000 ჯდებ + ტრანსპორტირება 16$ ძვირი გამოდის მაგის დედაც :xelitavi:

:lollol: :lollol: :lollol: :lollol:

  • 4 weeks later...
Posted

აი ავანტყოფებისთვის ზედგამოჭრილი "ვეში" :lollol:

+1 :D

Posted

magari simaxinjea :D

Posted

აუ ერთი ესენი მანახა ბლენდერში რა.......... აი გადაცემა როა რო ფქვავენ ტექნიკას მანდ :D

  • Upvote 1
Posted

ესეც iPad 2, Swarovski-ის თვლებით.

http://www.3dnews.ru/news/page-2.html

ფუ სად აქვს ამ ხალხს გემოვნება... არ იციან ფულის ყადრი! :SNEMOTICON13:

Posted (edited)

57 გრამი ტირანოზავრის ძვლები

აქ ყველაფერი ნათქვამიაSNEMOTICON13.gif

:D:D

Edited by GrEeNDaY
Posted

თავმოყვარე კაცი ტიანოზავრის ძვლების ჩანართის გარეშე დაიკავებს ხელში აბა პლანშეტს?

Posted

ისა და ანგარიშზე გადავურიცხო ფული თუ ხელზე უნდა? :user:

არა განვადებით გააკეთე დათო :D :xelitavi:

Posted

მადლობთ ნიუსისთვის!

ტექნიკაში ასეთი ძვირფასეულობა მეტისმეტად მიმაჩნია,დრო გავა და დარჩება გამოუყენებელ უგემოვნო ნივთად,რომლზეც მხოლოდ ძვირფასეულობა თუ შეახედებს ადამიანს,

არადა დაილია შესაქმნელი ხელოვნების ნიმუში,რომელიც ათეულ წლებს კი არა,საუკუნეებს უძლებს.

ამოლიტი მომეწონა,ძალიან ლამაზი მინერალია:

jjs8u.jpg

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.