Magdalena Posted August 10, 2021 Posted August 10, 2021 Microsoft მუშაობს Xbox-კონსოლებში ღამის რეჟიმის ფუნქციის დამატებაზე. ახალი რეჟიმის ტესტირება უკვე ამოქმედებულია პროგრამა Xbox Insiders-ის მონაწილეებისთვის. ღამის რეჟიმი საშუალებას იძლევა შემცირდეს ეკრანის სიკაშკაშე, შუქდიოდური განათება გეიმპადზე, აგრეთვე თავად კონსოლზე არსებულ კვების ღილაკებზე. წყარო: theverge.com ღამის რეჟიმის პარამეტრები გვთავაზობს ინდივიდუალიზაციის რამდენიმე შესაძლებლობას: შესაძლებელია დაყენდეს ეკრანზე სიკაშკაშის სასურველი დონე, აგრეთვე დარეგულირდეს ლურჯი ფილტრი. Xbox-ის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ დაარეგულირონ შეუქდიოდური განათება კონსოლის კონტროლერზე, აგრეთვე კონსოლის კორპუსზე არსებულ კვების ღილაკებზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია განათების მთლიანად გამორთვა კვების ღილაკებზე. ღამის რეჟიმში შესაძლებელია დაყენდეს სისტემური მუქი თემა და გამოირთოს HDR. შესაძლებელია ღამის რეჟიმის ავტომატური აქტივაცია ან დეაქტივაცია გრაფიკის მიხედვით, რისთვისაც მფლობელს შეეძლება მიუთითოს სასურველი დრო ან მისი მართვა ანდოს თავად კონსოლს (იგი შეძლებს რეჟიმის ავტომატურად გააქტიურებას საღამოს და გამორთვას - გათენებისას). პროგრამა Xbox Insiders-ის მონაწილეებისთვის ახალი ფუნქციის ტესტირება უკვე ამოქმედებულია. ლოგიკურია ვარაუდი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ღამის რეჟიმი Xbox-ის ყველა მფლობელისთვის გახდება ხელმისაწვდომი. https://bit.ly/2U0ZUhB
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now